Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ჯანმრთელობა და მედიცინა > თმის გადანერგვა


Posted by: zura55 21 Nov 2008, 23:45
თუ ეგეთიმაგარია როგორიც რეკლმაშია რატო არავინ არ ინერგავს, ყოველშემთხვევაში მე არ გამიგია ვინმეზე რო ეთქვას გადანერგილი თმა აქვსო, თალიზი თუ თელიზი თუ რაღაც ქვია მგონი სუ მაგათი რეკლამებია... ვინმემ არ იცით ამის შესახებ სწორი ინფრომაცია

Posted by: Elcorason 21 Nov 2008, 23:46
QUOTE
თუ ეგეთიმაგარია როგორიც რეკლმაშია რატო არავინ არ ინერგავს, ყოველშემთხვევაში მე არ გამიგია ვინმეზე რო ეთქვას გადანერგილი თმა აქვსო

ძვირი ღირს ძვირი

Posted by: zura55 22 Nov 2008, 00:05
მგონი არც თუ ისე ძვირი ღირს.... ამდენ ცდებს და ათასნაირი შამპუნების ხმარებას მგონი ჯობია ერთხელ გაიჭირვო და....... მარა მდიდარი ხალხიც რო მელოტი დადის? რატო არ ინერგავენ rolleyes.gif

Posted by: Elcorason 22 Nov 2008, 11:05
მე რა არ მესმის ამ თმის გადანერგვაში. ნუ კაი გადაინერგე, მაგრამ რამდენი ხანი გაგიჩერდება ეს გადანერგილი თმა? თუ მაგალითად თმის გაცვენა გამოწვეული ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის დარღვევით, რაც ძაან ხშირია, მაშინ რა არზრი აქვს გადანერგვას? არის გარანტია იმის რომ ერთი წლის შემდეგ თმა ისევ გექნება?

Posted by: zura55 22 Nov 2008, 19:54
თქვენს სამსახურში 1998 წლიდან;
ფოლიკულური გაერთიანებების გადანერგვა როგორც ზონრის ექსციზიით, ასევე გრაფტების ექსტრაქციის მეთოდით;
თმის გადანერგვის მასშტაბური პროცედურები (4-6 ათასი გრაფტი / 8-12 ათასი თმა);
თმის გადანერგვის უმტკივნეულო და ხანმოკლე (2-4 საათი) პროცედურები;
მაქსიმალურად იოლი პოსტოპერაციული პერიოდი ტკივილისა და სახის შეშუპებების გარეშე;
გრაფტების ჩანერგვის მაღალი სიმჭიდროვე;
საგიტალური და კორონალური მიკროხვრელების კომბინაცია;
სადონორო ზონის ტრიქოფიტური დახურვა;
გრაფტების დამუშავების მაღალი ხარისხი სტერეომიკროსკოპების გამოყენებით 20-ჯერადი გადიდების ქვეშ;
უფასო და კონფიდენციალური კონსულტაციები;
გარანტირებული შედეგები;
უპროცენტო განვადება.

* * *
http://www.talizi.ge/index.php?lang=geo&request=page&type=1&id=21

ამ საიტზეა ყველაფერი

Posted by: zura55 22 Nov 2008, 20:01
.....................................................................................................................................

Posted by: rock in rose 23 Nov 2008, 13:37
Elcorason როგორც ვიცი
გადანერგილი თმა არ ცვივა, მაგაზე გარანტიას იძლევიან როგორც ვიცი. მერაბ სეფაშვილმა გადაინერგა

Posted by: ჯუღაშვილი 25 Nov 2008, 11:36
საინტერესოა.......................................

Posted by: bomji23 30 Dec 2008, 17:15
მაინტერსებს თმის გადანერგვასთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვა...

ელხა მე სულ გამელოტებული არ ვარ მარა შეთხელებული მაქ თმები....

1. მაინტერსებს თმის განაენრგა რა ღირს? როგორ აქვს ფასები? თითო ღეი თმით თუ რით ადგენენ ფასებს?

2. გარანტიას მომცემენ? რო ის გადანერგილი თმა არ დამცვივდება?

3,. ბუნებრის გავს?

4. და ელხა რო გადავინერგო. და მერე რო ის დამცვივდეს რაც ამჟამად მაქ მაგის საშიშროება არის?


დამემხარეთ პლზ რა გარანტიებს იძლევიან რალურად... და ვინმე არის აქ ისეთი ვინც გადაინერგა? help.gif help.gif help.gif

Posted by: zura55 30 Dec 2008, 22:35
http://www.talizi.ge/index.php?lang=geo&request=page&type=1&id=9

Posted by: sofi-18 10 Jan 2009, 14:47
QUOTE (bomji23 @ 30 Dec 2008, 17:15 )

1. მაინტერსებს თმის განაენრგა რა ღირს? როგორ აქვს ფასები? თითო ღეი თმით თუ რით ადგენენ ფასებს?


3,. ბუნებრის გავს?


ჩემმა ახლობელმა გადაინერგა.. ცოტა მტკივნეულია,,
user.gif
ბუნებრივია, რადგან თუ არ ვცდები თავისსავე თმას უნერგავენ - სხვა ადგილებიდან.

არ გასცვენია არაფერი, მშვენივრად აქვს smile.gif

Posted by: mmm481 10 Jan 2009, 18:12
http://talizi.ge


http://hairline.ge


ისეეე ეგ მეც მაინტერესებს biggrin.gif ისე ხო არ მოხდება რო ერთგან რო გადავინერგავ სხვაგან დამცვივაა? შრამებს ტოვეებს?

Posted by: sofi-18 10 Jan 2009, 23:15
QUOTE (mmm481 @ 10 Jan 2009, 18:12 )

ისეეე ეგ მეც მაინტერესებს biggrin.gif ისე ხო არ მოხდება რო ერთგან რო გადავინერგავ სხვაგან დამცვივაა? შრამებს ტოვეებს?

რატომ უნდა გაგცვივდეს?
არ სცვივათ.

და შრამებს არ ტოვებს... გადანერგვის შემდეგ ძლიერ გამაყუჩებელს უნიშნავენ ტკივილებისთვის smile.gif რამდენიმე დღეში გაივლის.

და რამდენიმე ეტაპად ინერგავენ. ნამდვილად შედეგიანია . yes.gif smile.gifღირს, ვისაც ეს პრობლემა აწუხებს

Posted by: EDSONA 11 Jan 2009, 10:08
შრამი არის ოგონდ პატარა და მარტო გადაპარსულზე ჩანს, თვიტონ ოპერაცია უმტკივნეულოა, უბრალოდ გამაკუჩებელს ბევრს გიკეთებენ თავში და რათქმაუნდა სასიამოვნო არაა, მაგრამ მერე თვითონ ოპერაციას ვერ გრძნობ, ფასები თალიზის საიტზე წერია, რაც გასაცვენია გაგცვივდება აბა რას იზამს, ოგონდ ერთბაშად არა

Posted by: djultimo1 11 Mar 2009, 15:14
ჩემმა ახლობელმა გადაინრეგა თალიზში და საერთოდ არ ეტყობა მაგარი კლინიკაა შენივე თმას გინერგავენ და ჩვეულებრივად იზრდება და არასდროს ცვივა

http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

გივი სიხარულიძესაც გადაუნერგია

http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

Posted by: chombe 11 Mar 2009, 22:10
დღესდღეობიღ ერთადერთი საშუალება სიმელოტესთან ბრძოლის არის გადანერგვა,
ტყუილა ნუ გადაყრით სხვადასხვა შამპუნებში და წამლებში ფულს, მაგრამ ისიც უნდა იცოდეს ყველამ რასაც თმის ტრანსპლანტაციის ვერც ერთ რეკლამაში ვერ მოისმენთ:
1. გადანერგილი თმა შეიძლება გაცვივდეს და ვერავინ ვერანაირ მუდმივ გარანტიას ვერ მოგცემთ, აბსურდია...
2. ტრანსპლანტირებული თმა თუ გაცვივდა ადამიანს მის ადგილზე საკმაოდ შესამჩნევი ნაწიბურები რჩება.
3. იმის გამო რომ თმის ეს დანაკარგი შეივსოს და კოსმეტიკური ნაკლიც დაიფაროს პაციენტი იძულებული ხდება ისევ კლინიკას მიაკითხოს, ზოგიერთისთვის შეიძლება ტრანსპლანტაცია ცხოვრების მუდმივ თანამგზავრადაც კი იქცეს.
მოკლედ ასეც ხდება და ეს უნდა იცოდნენ პაციენტებმა, ამ ინფორმაციის გავრცელების მხრივ კლინიკები კაი გვარიანად ვირეშმაკობენ....

Posted by: djultimo1 12 Mar 2009, 10:19
QUOTE
დღესდღეობიღ ერთადერთი საშუალება სიმელოტესთან ბრძოლის არის გადანერგვა,
ტყუილა ნუ გადაყრით სხვადასხვა შამპუნებში და წამლებში ფულს, მაგრამ ისიც უნდა იცოდეს ყველამ რასაც თმის ტრანსპლანტაციის ვერც ერთ რეკლამაში ვერ მოისმენთ:
1. გადანერგილი თმა შეიძლება გაცვივდეს და ვერავინ ვერანაირ მუდმივ გარანტიას ვერ მოგცემთ, აბსურდია...
2. ტრანსპლანტირებული თმა თუ გაცვივდა ადამიანს მის ადგილზე საკმაოდ შესამჩნევი ნაწიბურები რჩება.
3. იმის გამო რომ თმის ეს დანაკარგი შეივსოს და კოსმეტიკური ნაკლიც დაიფაროს პაციენტი იძულებული ხდება ისევ კლინიკას მიაკითხოს, ზოგიერთისთვის შეიძლება ტრანსპლანტაცია ცხოვრების მუდმივ თანამგზავრადაც კი იქცეს.
მოკლედ ასეც ხდება და ეს უნდა იცოდნენ პაციენტებმა, ამ ინფორმაციის გავრცელების მხრივ კლინიკები კაი გვარიანად ვირეშმაკობენ....


თქვენ რის საფუძველზე ამბობთ ამას მაინტერესებს ანუ გინახიათ ეგეთი შემთხვევა?გადანერგილი თმა რომ გაცვენოდეს ადამიანს როგორც კლინიკაში ამბობებ დაგანერგილი თმა ავლეს 100% იან სიცოცხლის უნარიანობას ისევე როგორვ კეფაზე არ ცვივა ისე არ დაგვციცდება გადანერგილი ეხლა შენ თუ სისიხლის გათეთრება გაქ და კეფაზე დაგეწყო თმის ცვენა ,მაში თავისთავად გადანერგილიც გაგცვივდება

Posted by: chombe 13 Mar 2009, 20:26
djultimo1

მე გირჩევთ, სერიოზული სამეცნიერო კვლევები და დისკუსიები იხილოთ თმის ტრანსპლანტაციის თემაზე, მათი მოძიება ინტერნეტშიც შესაძლებელია, ოღონდ სხვადასხვა კლინიკების სარეკლამო ვებ-გვერდებს არ ვგულისხმობ...

ანდა კიდევ, ხო იცით, როგორ უყვართ ამერიკელებს ყველაფერზე სასამართლოში სირბილი, ჰოდა, შტატებში სასამართლოები ყოველწლიურად რამოდენიმე ათას საქმეს განიხილავენ იმ სარჩელებზე, რომელშიც ტრანსპლანტაციით უკმაყოფილო პაციენტები კლინიკებისგან მილიონიან კომპენსაციებს ითხოვენ...

და ბოლოს 100 პროცენტიანი გარანტია მხოლოდ იმის არსებობს, რომ როგორც თქვენ ახსენეთ სისხლის გათეთრებით იქნება თუ ინფაქტ-ინსულტებით ჩვენ ყველანი სასაფლაოზე აღმოვჩნდებით....სხვა შემთხვევაში მედიცინაში სრული გარანტიები არ არსებობს....
ამასთან ვიტყვი, რომ ტრანსპლანტაცია დღეს მაინც ერთადერთი გზაა პრობლემის გადაწყვეტისა, რადგანაც ყველა სხვა დანარჩენი უბრალოდ შარლატანობაა და მეტი არაფერი....

Posted by: katye 2 May 2010, 21:29
თმის გადანერგვა რა ჯდება ვერ მეტყვით?

Posted by: E N J I 2 May 2010, 22:53
zura552728
საიდან მოაქვთ ეს ღერები რომლებსაც ნერგავენ?

Posted by: Thandrus 2 May 2010, 23:17
E N J I

როგორც ვიცი, ღერებს თავის ერთი ადგილიდან (ანუ კეფის წილიდან - საიდანაც ადამიანს თმა არ სცვივა) მეორეში ნერგავენ. კეფის წილის თმის ფოლიკულები ტესტოსტერონისადმი მგრძნობიარენი არ არიან და ამიტომ ეს თმები არ სცვივა.

Posted by: gio_ 13 May 2010, 01:06
E N J I
QUOTE
საიდან მოაქვთ ეს ღერები რომლებსაც ნერგავენ?

Thandrus
yes.gif yes.gif
სწორს გეუბნება, კეფის არედან ხდება ამოღება და სასურველ არეში ჩანერგვა, გადანერგილი თმა აღარ ცვივა, იგი ჩვეულებრივ განაგრძობს ამოსვლას,
katye
QUOTE
თმის გადანერგვა რა ჯდება ვერ მეტყვით?

საიტზე ყველანაირი ინფორმაცია დევს. რამოდენიმე კლინიკაა საქართველოში თმის გადანერგვის, მე პირადად თალიზს გიღჩევ, ჩემმა რამოდენიმე ახლობელმა მანდ გადაინერგა და კმაყოფილები არიან ყველანაირად, ხარისხით, მომსახურებით და გარანტიით, საკმაოდ ძლიერი კლინიკაა ძლიერი მედ-პერსონალით, ევროპაში უკვე გაითქვეს სახელი თავისი შესაძლებლობებით
chombe
QUOTE
ამასთან ვიტყვი, რომ ტრანსპლანტაცია დღეს მაინც ერთადერთი გზაა პრობლემის გადაწყვეტისა, რადგანაც ყველა სხვა დანარჩენი უბრალოდ შარლატანობაა და მეტი არაფერი....

+1

Posted by: E N J I 13 May 2010, 19:26
Thandrus
QUOTE
როგორც ვიცი, ღერებს თავის ერთი ადგილიდან (ანუ კეფის წილიდან - საიდანაც ადამიანს თმა არ სცვივა) მეორეში ნერგავენ. კეფის წილის თმის ფოლიკულები ტესტოსტერონისადმი მგრძნობიარენი არ არიან და ამიტომ ეს თმები არ სცვივა.

საინტერესოა

Posted by: gio_ 15 Jan 2011, 14:41
E N J I
QUOTE
საიდან მოაქვთ ეს ღერები რომლებსაც ნერგავენ?

ადამიანის სხეულის ნებისმიერი ადგილიდან საიდანაც თვითონ მოისურვებს http://www.youtube.com/watch?v=ixoQkh892QI

Posted by: ninakaj 15 Jan 2011, 16:05
QUOTE (zura55 @ 21 Nov 2008, 23:45 )
თუ ეგეთიმაგარია როგორიც რეკლმაშია რატო არავინ არ ინერგავს, ყოველშემთხვევაში მე არ გამიგია ვინმეზე რო ეთქვას გადანერგილი თმა აქვსო, თალიზი თუ თელიზი თუ რაღაც ქვია მგონი სუ მაგათი რეკლამებია... ვინმემ არ იცით ამის შესახებ სწორი ინფრომაცია

თალიზის რა გითხრა, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ დავით როსტომასვილმა გადაინერგა თამაზ თამაზაშვილის კლინიკაში, Hairline International-ში, პოსტიც იყო ამაზე ინტერნეტში და თბილისელებში სტატია, თავისი სურათებითურთ, აგერ ლინკი http://magicdoctor.ge/blog/?p=298

Posted by: არწივი9 15 Jan 2011, 16:41
ყველა მეტად ის მაინტერესებს-რატომ სცვივა ადამიანს თმა მაინცდამაინც თავზე? თუ გამელოტებაა გამელოტდეს რომელიმე სხვა ადგილზე სადაც თმა ისედაც ნაკლებადაა საჭირო givi.gif

Posted by: nanukina 16 Jan 2011, 16:19
QUOTE (არწივი9 @ 15 Jan 2011, 16:41 )
ყველა მეტად ის მაინტერესებს-რატომ სცვივა ადამიანს თმა მაინცდამაინც თავზე? თუ გამელოტებაა გამელოტდეს რომელიმე სხვა ადგილზე სადაც თმა ისედაც ნაკლებადაა საჭირო  givi.gif

ანდროგენული ე.წ. მამაკაცური ტიპის თმის ცვენის მიზეზია მამაკაცის სასქესო ჰორმონის - ტესტოსტერონის დამაზიანებელი მოქმედება თმის იმ ფოლიკულებზე, რომლებიც განლაგებულია შუბლისა და თხემის არეში. ამის შედეგად, თმის ფოლიკული თანდათან ატროფირდება და კვდება. თმა იწყებს ცვენას. კეფის არის, ასევე, სხეულის სხვა მიდამოს ფოლიკულები ტესტოსტერონზე არ რეაგირებენ, ამიტომ სცვივა დამიანს თმა თავზე (შუბლსა და თხემზე) და არა- სხეულის სხვა ნაწილზე.

ინფორმაციას იხილავთ საიტზე: http://hairine.ge

Posted by: Evil_Alcoholic 16 Jan 2011, 16:49
და აბა ვიღაც ქართველმა მეცნიერმა დაამტკიცა რო თმის ცვენის გამომწვევ მიზეზებთან არაფერ შუაშია ჰორმონები და გენეტიკაო, შეძენილი დაავადებაა და მზის რადიაცია იწვევსო?

Posted by: nanukina 18 Jan 2011, 00:45
QUOTE (Evil_Alcoholic @ 16 Jan 2011, 16:49 )
და აბა ვიღაც ქართველმა მეცნიერმა დაამტკიცა რო თმის ცვენის გამომწვევ მიზეზებთან არაფერ შუაშია ჰორმონები და გენეტიკაო, შეძენილი დაავადებაა და მზის რადიაცია იწვევსო?

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თამაზ თამაზაშვილი არის თმის გადანერგვის ფუძემდებელი საქართველოში. ქართველი მეცნიერი ხელმძრვანელობს ნიუ-იორკის ორგანოთა და ქსოვილთა ტრანსპლანტაციის ცენტრის ჯგუფს და თბილისში კლინიკა"ჰეალაინ ინტერნეიშნლ"-ს.
2010 წლის ოქტომბერში ნიუ-იორკში გაიმართა მისი აღმოჩენის და წიგნის "ახალი კონცეფციები თმის ფოლიკულის ფიზიოლოგიაში და ალოპეციის ეტიოპათოგენეზში" პრეზენტაცია. ერთმა ცნობილმა მეცნიერმა მისი აღმოჩენა ასე შეაფასა- ვატყობ, რომ თაიმ-სკვერზე ქანდაკებას დაგიდგამენო.
მისი აღმოჩენა სულაც არ უარყოფს აქამდე არსებულ თეორიებს. პროფესორი ამტკიცებს, რომ მზის რადიაცია არის ანდროგენული (მამაკაცური ტიპის) თმის ცვენის გამშვები მექანიზმი.

Posted by: one_day 18 Jan 2011, 11:54
zura55
ჯერესერთი ძვირია .. 5000 - 10000 MაX ჯდება გააჩნია როგორ გაქ გაცვენილი .. მერე კიდე თავის უკანა ნაწილიდან გინერგავენ და გადანერგვის შემდეგ უკანაც და წინაც გრჩება თხელი თმა biggrin.gif :biggrin.gif

Posted by: nanukina 18 Jan 2011, 22:52
QUOTE (one_day @ 18 Jan 2011, 11:54 )
zura55
ჯერესერთი ძვირია ..  5000 - 10000 MაX  ჯდება გააჩნია როგორ გაქ გაცვენილი ..  მერე კიდე  თავის უკანა ნაწილიდან გინერგავენ და  გადანერგვის შემდეგ  უკანაც და წინაც გრჩება თხელი თმა biggrin.gif :biggrin.gif

ოპერაციის ღირებულება განისაზღვრება გადანერგილი გრაფტების რაოდენობით.
მცირემაშტაბიანი ოპერაციის დროს ხდება 1000 გრაფტის გადანერგვა.
1 გრაფტის ღირებულება 1 ლარია. ოპერაციის ეფექტურობა დამოკიდებულია გადანერგილი გრაფტების ოდენობაზე. თუ სადონორო არეში (კეფაზე) თმის სიხშირე ნორმალურია, ამ მიდამოში დეფიციტი არ ვითარდება(თმა არ თხელდება).
http://hairline.ge/

Posted by: tanjula 19 Jan 2011, 01:32
ninakaj nanukina
QUOTE
დავით როსტომასვილმა გადაინერგა თამაზ თამაზაშვილის კლინიკაში, Hairline International-ში, პოსტიც იყო ამაზე ინტერნეტში და თბილისელებში სტატია, თავისი სურათებითურთ,

როგორ გეტყობა რომ ჰაირლაინს უწევ რეკლამირებას, ყველგან მაგის სახელს ახსენებ და პოსტავ biggrin.gif biggrin.gif სულ რაღაც 7 პოსტი გაქვს ჯერ და შვიდივე მაგ კლინიკაზე, აქედანვე ჩანს რომ შენი პოსტები სპეციალურად მაგ კლინიკისთვისაა შექმნილი biggrin.gif
მე პირადად მაგ კლინიკაზე არაფერი გამიგია, ამ პოსტებიდან შევიტყე და მოვინახულე თქვენი საიტი, რაც შეეხება ზემოთ სხენებულ მეორე კლინიას "თალიზს" არ მიდა რეკლამაში ჩამეთვალო, მაგრამ რეალობა უნდა ვთქვა, მე მყავს რამოდენიმე მეგობარი რომლებმაც მაგ კლინიკაში გადაინერგეს თმა, ასევე ვიცნობ მაგათ სხვა რამოდენიმე პაციენტებასაც, და ავღნიშვან რომ საკმაოდ კარგი შედეგები აქვთ, თავიდან მეც არ მჯეროდა და ეჭვის თვალით ვუყურებდი ამ ყველაფერს, როცა შედეგები ვნახე უკვე კველაფერში დავრწმუნდი, მიხარია რომ საქართველოსაც აქვს ასეთი მიღწევები.

ninakaj nanukina
QUOTE
...თალიზის რა გითხრა, მაგრამ ზუსტად ვიცი...

შენ რა უნდა გვითხრა? smile.gif უკვე მთელმა მსოფლიომ თქვა, უკვე ყველგან გაითქვეს სახელი, მაინტერესებს თვალს თუ ადევნებთ მათ მიღწევებს, მე ხშირად ვაკითხავ მაგათ საიტს და ვიგებ მაგათ მიღწევებზე, როგორც ჩანს ხშირად არიან მიწვეულნი უცხოეთში საერთაშორისო კონგრესებზე, ეს იმას ნიშნავს რომ უკვე ცნობილია მათი სახელი.. ვობშემ ბევრს აღარ გვახურებ biggrin.gif biggrin.gif

უბრალოდ ამ კლინიკით იმიტომ ვარ დაინტერესებული რომ უკვე მეც მაწუხებს ეგ პრობლემა და მალე მაგათი პაციენტი გავხდები sad.gif ამიტომაც უფრო და უფრო ვიღრმავებ მაგათ ნდობას. როცა გადავინერგავ აუცილებლად დავყრი ჩემს სურათებს http://www.talizi.ge/hair-transplantation, ვნახოთ რა შედეგი მექნება biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Mzareuli 19 Jan 2011, 12:06
ხო, მეც გამიგია პროფესორი თამაზ თამაზაშვილი და ისიც ვიცი, რომ სწორედ მან დანერგა თმის გადანერგვის ახალი ტექნოლოგიები და არა მარტო საქართველოში.
დღეს სად მოღვაწეობს არ ვიცი, მაგრამ ეს ადამიანი, რომ თმის ტრანსპლანტაციის ფუძემდებელია ნამდვილად ვიცი.
მის მიერ ჩატარებული ოპერაციებით უკმაყოფილო არავინ ყოფილა და სახელიც სწორედ ამით გაითქვა.
ასე, რომ თუ ბატონი თამაზი "თალიზში" მოღვაწეობს შეგიძლიათ ნამდვილად ენდოთ! smile.gif

Posted by: giasa 22 Jan 2011, 20:56
აქაური პოსტები გადავიკითხე . როგორც ჩანს სხვადასხვა კლინიკის წარმომდგენლები წერენ თავის მიღწევებზე. მე მაინტერესებს, თუ ესე მაგრები არიან რატომ არ არის ეს თმის გადანერგვა პოპულარული საქართველოში? smile.gif smile.gif smile.gif

Posted by: radiohead_lover 22 Jan 2011, 21:49
ყოველ მეორეს გადანერგილი აქვს, პოპულარულია აბა რა არის

Posted by: lado77 23 Jan 2011, 00:03
შენ რა არ ნახე გადაცემა ტელევიზორში, ქავთარაძემ რომ გადაინერგა თმა? smile.gif მას მერე მთელი საქართველო ელოდებოდა მისი თმის ამოსვლას და ეს კი ისევ თავგადაპარსული დადის smile.gif.

Posted by: gio_ 23 Jan 2011, 21:34
radiohead_lover
QUOTE
ყოველ მეორეს გადანერგილი აქვს, პოპულარულია აბა რა არის

+1

... და თან როგორ ...

Posted by: Zurikoo 24 Jan 2011, 17:15
QUOTE (lado77 @ 23 Jan 2011, 00:03 )
შენ რა არ ნახე გადაცემა ტელევიზორში, ქავთარაძემ რომ გადაინერგა თმა? smile.gif მას მერე მთელი საქართველო ელოდებოდა მისი თმის ამოსვლას და ეს კი ისევ თავგადაპარსული დადის smile.gif.

მეც ეგრე მგონია, რომ ყოველთვის არ ამართლებს.

Posted by: nanukina 24 Jan 2011, 17:32
QUOTE (Zurikoo @ 24 Jan 2011, 17:15 )
QUOTE (lado77 @ 23 Jan 2011, 00:03 )
შენ რა არ ნახე გადაცემა ტელევიზორში, ქავთარაძემ რომ გადაინერგა თმა? smile.gif მას მერე მთელი საქართველო ელოდებოდა მისი თმის ამოსვლას და ეს კი ისევ თავგადაპარსული დადის smile.gif.

მეც ეგრე მგონია, რომ ყოველთვის არ ამართლებს.

თმის გადანერგვა ყოველთვის შედეგიანია. რაც შეეხება ეფექტს, ის დამოკიდებულია გადასანერგი გრაფტების რაოდენობაზე, რასაც ექიმი ადგენს კონსულტაციის შედეგად (სადონორო არეში თმის სიხშირის გათვალისწინებით).

http://www.hairline.ge

Posted by: giasa 24 Jan 2011, 22:47
QUOTE (radiohead_lover @ 22 Jan 2011, 21:49 )
ყოველ მეორეს გადანერგილი აქვს, პოპულარულია აბა რა არის

გადანერგილის რა მოგახსენო მაგრამ ნახევარი საქართველო კი დადის მელოტი gigi.gif

Posted by: არწივი9 29 Jan 2011, 20:43
nanukina
QUOTE
ანდროგენული ე.წ. მამაკაცური ტიპის თმის ცვენის მიზეზია მამაკაცის სასქესო ჰორმონის - ტესტოსტერონის დამაზიანებელი მოქმედება თმის იმ ფოლიკულებზე, რომლებიც განლაგებულია შუბლისა და თხემის არეში. ამის შედეგად, თმის ფოლიკული თანდათან ატროფირდება და კვდება. თმა იწყებს ცვენას. კეფის არის, ასევე, სხეულის სხვა მიდამოს ფოლიკულები ტესტოსტერონზე არ რეაგირებენ, ამიტომ სცვივა დამიანს თმა თავზე (შუბლსა და თხემზე) და არა- სხეულის სხვა ნაწილზე.

ჰოდა არ შეიძლება ამის გამოსწორება? დაე სხვაგან იმოქმედოს ამ ტესტოსტერონმა!

Posted by: eka@HI 31 Jan 2011, 15:53
QUOTE (არწივი9 @ 29 Jan 2011, 20:43 )
nanukina
QUOTE
ანდროგენული ე.წ. მამაკაცური ტიპის თმის ცვენის მიზეზია მამაკაცის სასქესო ჰორმონის - ტესტოსტერონის დამაზიანებელი მოქმედება თმის იმ ფოლიკულებზე, რომლებიც განლაგებულია შუბლისა და თხემის არეში. ამის შედეგად, თმის ფოლიკული თანდათან ატროფირდება და კვდება. თმა იწყებს ცვენას. კეფის არის, ასევე, სხეულის სხვა მიდამოს ფოლიკულები ტესტოსტერონზე არ რეაგირებენ, ამიტომ სცვივა დამიანს თმა თავზე (შუბლსა და თხემზე) და არა- სხეულის სხვა ნაწილზე.

ჰოდა არ შეიძლება ამის გამოსწორება? დაე სხვაგან იმოქმედოს ამ ტესტოსტერონმა!

თმის ფოლიკულების რეცეპტორების მომატებული მგრძნობელობა მამაკაცის სასქესო ჰორმონის მიმართ არის ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი სიმელოტის განვითარების, მაგრამ არა საკმარისი. გამელოტების პერიოდის გახანგრძლივება რა თქმა უნდა შესაძლებელია ტრიხოლოგის დახმარებით.

Posted by: nage 24 Feb 2011, 17:42
რა ვიცი, ვნახე ნიკა ქავთარაძის თავი ამ ბოლო დროს ტელევიზორში და საკმაოდ ეფექტური იყო. გაცილებით გაახალგაზრდავა ადამიანი და გაალამაზა. სად გადაინერგა ხომ არ იცით შემთხვევით?

Posted by: Jkzzz 25 Feb 2011, 00:45
zura55
მოგაკითხა მელოტობამ ? biggrin.gif

Posted by: Zurikoo 28 Feb 2011, 13:51
QUOTE (nage @ 24 Feb 2011, 17:42 )
რა ვიცი, ვნახე ნიკა ქავთარაძის თავი ამ ბოლო დროს ტელევიზორში და საკმაოდ ეფექტური იყო. გაცილებით გაახალგაზრდავა ადამიანი და გაალამაზა. სად გადაინერგა ხომ არ იცით შემთხვევით?

მგონი თალიზში გადაინერგა. ისე გადაპარსული უფრო სიმპო იყო, ეხლა რაღაც სოფლური ტალავერი აქვსsmile.gif

Posted by: nage 28 Feb 2011, 16:22
მადლობ კლინიკისათვის. ისე , შეფასებაში ვერ დაგეთანხმები, თუმცა გემოვნებაზე არ დაობენ.

Posted by: gio_ 5 Mar 2011, 23:40
რას ერჩით შედეგს, მშვენივრად გამოიყურება smile.gif აგერ ნახეთ მაგის შედეგიც
http://ge.talizi.ge/vii-by-norwood-classification

Posted by: არწივი9 6 Mar 2011, 00:44
QUOTE (gio_ @ 5 Mar 2011, 22:40 )
რას ერჩით შედეგს, მშვენივრად გამოიყურება smile.gif აგერ ნახეთ მაგის შედეგიც
http://ge.talizi.ge/vii-by-norwood-classification

ზოგ შემთხვევაში ლამის სრული გათმიანება რატომ ხდება მანდ და ზოგჯერ კი ოდნავი?

Posted by: gio_ 6 Mar 2011, 14:57
არწივი9
QUOTE
ზოგ შემთხვევაში ლამის სრული გათმიანება რატომ ხდება მანდ და ზოგჯერ კი ოდნავი?

რავიცი აბა , რაგაც ისე იკითხე შენც ხომ არ გაქვს მაგმხრივ რამე პრობლემა wink.gif

Posted by: თალიზი 31 Mar 2011, 23:16
ტრანსპლანტაციის შედეგად ამოსული თმის სიხშირე დამოკიდებულია გადანერგილი თმის ძირების (ფოლიკულების) რაოდენობაზე და იმ ფართობზე, რომელზეც ეს ძირებია გადანერგილი. საერთოდ http://ge.talizi.ge/vii-by-norwood-classification რომელიც ნიკა ქავთარაძეს აღენიშნებოდა ითვლება ინოპერაბელურ შემთხვევად, რადგან ეს არის თმის ცვენის უკიდურესი ფორმა. მაგრამ ვინაიდან თალიზი სპეციალიზირებულია მასშტაბურ გადანერგვებზე ჩვენთვის არ იყო პრობლემა ჩაგვეტარებინა ნიკასთვის თმის ტრანსპლანტაციის ოპერაცია. მას გადაენერგა 4500 ფოლიკულური გაერთიანება, მაგრამ ეს არის მხოლოდ 1/6 თმების იმ რაოდენობისა, რაც მას გააჩნდა თმის ცვენის დაწყებამდე, ბუნებრივია ეს სიხშირე არ იქნება იდეალური, თუმცა ჩვენი კლინიკისთვის თმის ბუნებრივი სიხშირის მიღწევა წარმოადგენს ჩვეულებრივ პრაქტიკას სხვა შემთვევებში, http://ge.talizi.ge/iii-by-norwood-classification


Posted by: Mate_Bayer04 1 Apr 2011, 00:30
QUOTE (თალიზი @ 31 Mar 2011, 23:16 )
ტრანსპლანტაციის შედეგად ამოსული თმის სიხშირე დამოკიდებულია გადანერგილი თმის ძირების (ფოლიკულების) რაოდენობაზე და იმ ფართობზე, რომელზეც ეს ძირებია გადანერგილი. საერთოდ http://ge.talizi.ge/vii-by-norwood-classification რომელიც ნიკა ქავთარაძეს აღენიშნებოდა ითვლება ინოპერაბელურ შემთხვევად, რადგან ეს არის თმის ცვენის უკიდურესი ფორმა. მაგრამ ვინაიდან თალიზი სპეციალიზირებულია მასშტაბურ გადანერგვებზე ჩვენთვის არ იყო პრობლემა ჩაგვეტარებინა ნიკასთვის თმის ტრანსპლანტაციის ოპერაცია. მას გადაენერგა 4500 ფოლიკულური გაერთიანება, მაგრამ ეს არის მხოლოდ 1/6 თმების იმ რაოდენობისა, რაც მას გააჩნდა თმის ცვენის დაწყებამდე, ბუნებრივია ეს სიხშირე არ იქნება იდეალური, თუმცა ჩვენი კლინიკისთვის თმის ბუნებრივი სიხშირის მიღწევა წარმოადგენს ჩვეულებრივ პრაქტიკას სხვა შემთვევებში, http://ge.talizi.ge/iii-by-norwood-classification

თქვენთან ძალიან სიძვირეა, და არც თმის დიაგნოსტიკას უტარებთ რომ დადგინდეს დარჩენილ ბუნებრივ თმას როგორ უმკურნალოს ადამიანმა და პირდაპირ გსურთ მიიყვანოთ პაციენტი და ფული აკეთოთ

-------------------------------

Posted by: Zurikoo 1 Apr 2011, 14:00
QUOTE (Mate_Bayer04 @ 1 Apr 2011, 00:30 )

თქვენთან ძალიან სიძვირეა, და არც თმის დიაგნოსტიკას უტარებთ რომ დადგინდეს დარჩენილ ბუნებრივ თმას როგორ უმკურნალოს ადამიანმა და პირდაპირ გსურთ მიიყვანოთ პაციენტი და ფული აკეთოთ

-------------------------------

თმის გადანერგვა მართლა ძვირი სიამოვნებაა, მაგრამ ქირურგმა ხო უნდა გითხრას წინასწარ როგორი შედეგი გექნება, რო არ დარჩე მოტყუებული?!

Posted by: თალიზი 1 Apr 2011, 15:18
QUOTE (Zurikoo @ 1 Apr 2011, 14:00 )
[QUOTE=Mate_Bayer04,1 Apr 2011, 00:30 ]
თქვენთან ძალიან სიძვირეა, და არც თმის დიაგნოსტიკას უტარებთ რომ დადგინდეს დარჩენილ ბუნებრივ თმას როგორ უმკურნალოს ადამიანმა და პირდაპირ გსურთ მიიყვანოთ პაციენტი და ფული აკეთოთ


როგორც ჩანს, თქვენ გაქვთ მცდარი ინფორმაცია ჩვენი კლინიკის შესახებ, თალიზში ყველა პაციენტს უტარდება სკალპისა და თმის წინასწარი გამოკვლევა რათა დადგინდეს თმის ცვენის ზუსტი მიზეზები და, თუ ეს შესაძებელია, ენიშნებათ მედიკამენტოზური მკურნალობა რათა თავიდან აცილებულ იქნეს თმის გადანერგვის პროცედურა ან შემცირდეს მისი მოცულობა. რაც მთავარია ეს მომსახურება ყველა პაციენტისტვის არის უფასო. საჭიროა მხოლოდ დარეკოთ კლინიკაში და ჩაეწეროთ კონსულტაციაზე.
http://ge.talizi.ge/contact-us
რაც შეეხება ფასებს, ვფიქრობთ ამასთან დაკავშირებითაც მცდარი ინფორმაცია გაქვთ, დღეისათვის თალიზს აქვს საუკეთესო ფასი მსოფლიოში ხარისხიან თმის გადანერგვაზე ამიტომაც სწორედ ჩვენს კლინიკას ირჩევენ პაციენტები მსოფლიოს ყველა კუთხიდან:

http://www.youtube.com/watch?v=-sMnBBNznn0&feature=player_embedded

http://www.youtube.com/watch?v=l5SlTiU5ino&feature=player_embedded

http://www.youtube.com/watch?v=8uKYFFHj-gA&feature=player_embedded

Posted by: nanukina 20 Dec 2011, 18:27
QUOTE (one_day @ 18 Jan 2011, 11:54 )
zura55
ჯერესერთი ძვირია ..  5000 - 10000 MაX  ჯდება გააჩნია როგორ გაქ გაცვენილი ..  მერე კიდე  თავის უკანა ნაწილიდან გინერგავენ და  გადანერგვის შემდეგ  უკანაც და წინაც გრჩება თხელი თმა biggrin.gif :biggrin.gif

თმის გადანერგვის ღირებულება საქართველოში ბევრად დაბალია, რაც შეეხება თმას სადონორო არეში – კეფაზე მისი დეფიციტი არ იქმნება http://magicdoctor.ge/blog/?p=7144

Posted by: one_day 2 Jan 2012, 00:52
nanukina
თალიზი

დაახლოებით რამდენი გრაფიტი თმა დამჭირდება რომ აღარ მეტყობოდეს შეთხელებული ადგილები?

და გადანერგვის შემდეგ გარანტიას იძლევით რომ რაც გამაჩნია თავზე ბუნებრიივი თმა აღარ გამცვივდება?

გასადიდებლად დაკლილეთ სურაზე smile.gif
http://imageshack.us/photo/my-images/809/dscn0173k.jpg/



http://imageshack.us/photo/my-images/17/dscn0176jc.jpg/




http://imageshack.us/photo/my-images/850/dscn0178i.jpg/


Posted by: nanukina 3 Jan 2012, 16:27
QUOTE (one_day @ 2 Jan 2012, 00:52 )


დაახლოებით რამდენი გრაფიტი თმა დამჭირდება რომ  აღარ მეტყობოდეს შეთხელებული ადგილები?

და გადანერგვის შემდეგ გარანტიას იძლევით რომ  რაც გამაჩნია თავზე ბუნებრიივი თმა  აღარ გამცვივდება?

გასადიდებლად დაკლილეთ სურაზე smile.gif
http://imageshack.us/photo/my-images/809/dscn0173k.jpg/



http://imageshack.us/photo/my-images/17/dscn0176jc.jpg/




http://imageshack.us/photo/my-images/850/dscn0178i.jpg/

სავარაუდოთ თქვენ დაგჭირდებათ 1200 - 1500 გრაფტის გადანერგვა. უფრო ზუსტად ამას შეიტყობთ კონსულტაციაზე, რაც ჩვენს კლინიკაში უფასოა. ამჟამად ჩვენ გვაქვს საახალწლო ფასდაკლება.
რაც შეეხება გადანერგილ თმას, ის არ ცვივა სიცოცხლის ბოლომდე, ხოლო საკუთარი თმის შენარჩუნება დამოკიდებულია გენეტიკურ წინასწარგანწყობაზე და ექიმის მიერ დანიშნული რეკომენდაციების შესრულებაზე http://magicdoctor.ge/blog/?p=3749

Posted by: elloellonatia 4 Jan 2012, 01:11
იქნებ ვინმემ მიპასუხოს smile.gif ჩემს ქმარს უნდა გადანერგვა,აი შუბლიდან ზევით აქვს ძალიან გაცვენილი (თითქმის გამელოტებული) შუაში და კეფაზე აქვს ჯერჯერობით და ძალიან მინდა გადაინერგოს,არადა ეშინია თვითონ,ვიღაცამ უთხრა საშინლად მტკივნეულიაო და გაუტკივარებას არ გაუკეთებენ რომ მოვითხოვოთ?

Posted by: nanukina 4 Jan 2012, 15:30
QUOTE (elloellonatia @ 4 Jan 2012, 01:11 )
იქნებ ვინმემ მიპასუხოს smile.gif ჩემს ქმარს უნდა გადანერგვა,აი შუბლიდან ზევით აქვს ძალიან გაცვენილი (თითქმის გამელოტებული) შუაში და კეფაზე აქვს ჯერჯერობით და ძალიან მინდა გადაინერგოს,არადა ეშინია თვითონ,ვიღაცამ უთხრა საშინლად მტკივნეულიაო და გაუტკივარებას არ გაუკეთებენ რომ მოვითხოვოთ?

თქვენ შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ თქვენი მეუღლის ფოტო მეილზე – hairlinei@yahoo.com ან მობრძანდეთ კონსულტაციაზე, რომელიც ჩვენს კლინიკაში უფასოა და მიიღებთ დაწვრილებით ინფორმაციას თმის გადანერგვის შესახებ. რაც შეეხება ოპერაციას, ის აბსოლუტურად უმტკივნეულია, რადგან კეთდება ადგილობრივი ანესთეზიით http://magicdoctor.ge/blog/?p=7320

Posted by: GeorgianPowerlifting 4 Jan 2012, 18:14
ესეთ ხარისხს და თმის სიხშირეს როდის მიაღწევენ საქართველოში? sad.gif აი როგორი შედეგი უნდა ჰქონდეს თმის გადანერგვას , არა მელოტებსაც მოუნდებათ მემგონი გადანერგვა biggrin.gif





Posted by: nanukina 10 Jan 2012, 16:10
QUOTE (GeorgianPowerlifting @ 4 Jan 2012, 18:14 )
ესეთ ხარისხს და თმის სიხშირეს როდის მიაღწევენ საქართველოში?

თმის გადანერგვის ოპერაცია ყოველთვის შედეგიანია ანდროგენეტიკური ალოპეციის დროს, ხოლო რაც შეეხება ეფექტს ის დამოკიდებულია გადანერგილი გრაფტების რაოდენობაზე, გამელოტებული უბნის მოცულობაზე, ასევე თმის ფერზე და სტრუქტურაზე.
თქვენს მიერ მოყვანილ შემთხვევებში პაციენტებს გადანერგილი აქვთ 8000 გრაფტამდე, რაც დაახლოებით შეადგენს 20000 თმის ღერს (თმის საფარის თითქმის 1/5 -ს). მოცემულ შემთხვებში თმის სიხშირე მიღწეულია თმის გადანერგვის 2 ან 3 პროცედურის შედეგად, რაც ჩვეულებრივ საქართველოშიც ხორციელდება.
აქ უკვე მთავარია პაციენტის სურვილი - ჰქონდეს რაც შეიძლება ხშირი თმა.

Posted by: GeorgianPowerlifting 16 Jan 2012, 17:09
nanukina
QUOTE
მოცემულ შემთხვებში თმის სიხშირე მიღწეულია თმის გადანერგვის 2 ან 3 პროცედურის შედეგად, რაც ჩვეულებრივ საქართველოშიც ხორციელდება. აქ უკვე მთავარია პაციენტის სურვილი - ჰქონდეს რაც შეიძლება ხშირი თმა.

მაშინ გვანახეთ ერთი წარმატებული გადანერგვის მაგალითი საქართველოში როცა ესეთი კარგი შედეგით დამთავრდა და თმა ასე ხშირი და ბუნებრივი ამოუვიდა პაციენტს. ერთი მაინც.

Posted by: nanukina 26 Jan 2012, 17:26
QUOTE (GeorgianPowerlifting @ 16 Jan 2012, 17:09 )
nanukina
QUOTE
მოცემულ შემთხვებში თმის სიხშირე მიღწეულია თმის გადანერგვის 2 ან 3 პროცედურის შედეგად, რაც ჩვეულებრივ საქართველოშიც ხორციელდება. აქ უკვე მთავარია პაციენტის სურვილი - ჰქონდეს რაც შეიძლება ხშირი თმა.

მაშინ გვანახეთ ერთი წარმატებული გადანერგვის მაგალითი საქართველოში როცა ესეთი კარგი შედეგით დამთავრდა და თმა ასე ხშირი და ბუნებრივი ამოუვიდა პაციენტს. ერთი მაინც.

სამწუხაროდ ადამიანების უმრავლესობა მალავს, რომ მათ თმა გადაინერგეს, ჩვენ არ გვაქვს უფლება საჯაროდ დავდოთ მათი სურათები, თუ მობრძანდებით ჩვენთან, კლინიკაში გაჩვენებთ ასეთ შედეგებს.
კიდევ არის მეორე მომენტი - როდესაც ადამიანი გადაინერგავს 4000 გრაფტს და რადიკალურად შეიცვლის იმიჯს - აღარ არის მელოტი - ის ამით კმაყოფილია და ნაკლებად ფიქრობს იმაზე, რომ ჰქონდეთ უფრო ხშირი თმა (ან ეზარება, ან არ უნდა დამატებითი ხარჯების გაღება).

Posted by: giorgi axvlediani 27 Jan 2012, 13:22
ura55
Warn: (0%)


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2766
წევრი No.: 72422
რეგისტრ.: 27-October 08 ცვირიც გირს და ტან გარნტია არ არსებობს ანუ შეილება კვლავ გაგცვინდეს.......

Posted by: mgeluka14 27 Jan 2012, 15:57
მურტალია როცა თმა გცვივა მაგრამ არაუშავს წაუსნიკერსე biggrin.gif

Posted by: GeorgianPowerlifting 12 Feb 2012, 01:36
nanukina
QUOTE
სამწუხაროდ ადამიანების უმრავლესობა მალავს, რომ მათ თმა გადაინერგეს, ჩვენ არ გვაქვს უფლება საჯაროდ დავდოთ მათი სურათები, თუ მობრძანდებით ჩვენთან, კლინიკაში გაჩვენებთ ასეთ შედეგებს.

თქვენ საიტზე რას სურათები დევს ვერც ერთი ვერ შეედრება ჩემს მიერ დადებული ამერიკული კლინკის შედეგებს, ფაქტია რომ საქართველოში თმის გადანერგვა ძალიან დაბალი ხარისხით კეთდება. კლინიკაში მოსვლა რათ მინდა დადეთ თქვენ საიტზე სურათები სახე დაუფარეთ როგორც ყველგან ხდება ისე. თავის მართლებას უფრო გავს თქვენი პასუხი.

Posted by: mgeluka14 13 Feb 2012, 11:54
პირველად შემოვედი ამ თემაზე სასაუბროდ და მაინტერესებს რა ჯდება საშუალოდ თმის გადანერგვა ვიცი ძნელია ასე პასუხის გაცემა მაგრამ თუ შეგიძლიათ მიპასუხეთ

Posted by: Evil_Alcoholic 13 Feb 2012, 19:07
თავის კანის დაავადების გამო თუ აქვს პაციენტს გაცვენილი თმა, მაგ. სებორეა ან რაღაც მასეთი. გადანერგილ თმასაც ხო იგივე ბედი მოელის?

Posted by: zura334 14 Feb 2012, 09:45
Elcorason
QUOTE
ძვირი ღირს ძვირი

აუ რამდენი ფულიანია და არ ინერგავს

Posted by: ToyotaMR2 14 Feb 2012, 10:30
QUOTE
სამწუხაროდ ადამიანების უმრავლესობა მალავს, რომ მათ თმა გადაინერგეს, ჩვენ არ გვაქვს უფლება საჯაროდ დავდოთ მათი სურათები, თუ მობრძანდებით ჩვენთან, კლინიკაში გაჩვენებთ ასეთ შედეგებს. კიდევ არის მეორე მომენტი - როდესაც ადამიანი გადაინერგავს 4000 გრაფტს და რადიკალურად შეიცვლის იმიჯს - აღარ არის მელოტი - ის ამით კმაყოფილია და ნაკლებად ფიქრობს იმაზე, რომ ჰქონდეთ უფრო ხშირი თმა (ან ეზარება, ან არ უნდა დამატებითი ხარჯების გაღება).


სახეების დამალვას რაღა უნდა ))))

Posted by: nanukina 21 Feb 2012, 12:11
QUOTE (GeorgianPowerlifting @ 12 Feb 2012, 01:36 )

კლინიკაში მოსვლა რათ მინდა დადეთ თქვენ საიტზე სურათები სახე დაუფარეთ როგორც ყველგან ხდება ისე.

სურათებს რა თქმა უნდა დავდებთ, მაგრამ წინასწარ უნდა შევუთანმხდეთ პაციენტებს, რადგან მათ არ სურთ თუნდაც დაფარული სახით იდოს მათი სურათები საიტზე.

Posted by: nanukina 20 Mar 2012, 11:52
QUOTE (mgeluka14 @ 13 Feb 2012, 11:54 )
პირველად შემოვედი ამ თემაზე სასაუბროდ და მაინტერესებს რა ჯდება საშუალოდ თმის გადანერგვა ვიცი ძნელია ასე პასუხის გაცემა მაგრამ თუ შეგიძლიათ მიპასუხეთ

ფასები ჩვენს კლინიკაში ასეთია: 1გრაფტის ღირებულება არის 1ლარი.
ოპერაციის მინიმალური ღირებულებაა 1200 ლარი. დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით 2 30 00 30

http://www.hairline.ge/service-and-pricing

გისურვებთ წარმატებებს

Posted by: nikanuka 8 Oct 2012, 23:06
საინტერესო თემაა
მაგრამ რატომღაც ჩაძირული.
რამე სიახლე ხომ არაა?
წინასაახალწლო ან პოსტსაარჩევნო ფასდაკლება?
: )

Posted by: nanukina 1 Nov 2012, 14:41
QUOTE (nikanuka @ 8 Oct 2012, 23:06 )
საინტერესო თემაა
მაგრამ რატომღაც ჩაძირული.
რამე სიახლე ხომ არაა?
წინასაახალწლო ან პოსტსაარჩევნო ფასდაკლება?
: )

საახალწლოდ გვექნება სერიოზული ფასდაკლება,

ჯერ-ჯერობით HotSale- ზე გვაქვს ფასდაკლების აქცია http://www.hotsale.ge/index.php?option=com_sobi2&sobi2Task=sobi2Details&sobi2Id=1385&Itemid=1&lang=ka

Posted by: rem_admin 30 Dec 2012, 18:15
nanukina
არის რამე ახალი ფასდაკლებასთან დაკავშირებით? smile.gif

Posted by: თალიზი 9 Feb 2013, 17:55
GeorgianPowerlifting
QUOTE
მაშინ გვანახეთ ერთი წარმატებული გადანერგვის მაგალითი საქართველოში როცა ესეთი კარგი შედეგით დამთავრდა და თმა ასე ხშირი და ბუნებრივი ამოუვიდა პაციენტს. ერთი მაინც.

თმის გადანერგვის მეთოდები იმ დონეზეა დახვეწილი და გაუმჯობესებული რომ შედეგები პაციენტებზე საკმაოდ კარგად აისახება, რაც თქვენ გაინტერესებდათ ამ დონის (5000 გრაფტის ზემოთ) გადანერგვის საუკეთესო შედეგები ბევრია, თუნდაც ამ მაგალითს მოგიყვანთ, გადაიკითხეთ ეს სტატია და დარწმუნდებით - http://ge.talizi.ge/tmis-gadanergvis-rekorduli-operaciis-etapobrivi-shedegebi , მსოფიოში ყველაზე მაშტაბური ოპერაცია (9688 გრაფტი) , რომელიც კლინიკა თალიზში განხორციელდა.

Posted by: Mr Adam 8 Jun 2013, 23:12
თალიზიში გადავინერგე და შედეგი ისეთი არ მივიღე, როგორსაც მოველოდი, როგორსაც მეუბნებოდნენ..
მეორედ hairline-ში მივალ უეჭველი smile.gif

არ ვიცი, შეიძლება ინდივიდუალურია და ყველას განსხვავებული შედეგი აქვს, მაგრამ ყოველშემთხვევაში ასე არ უნდა დაიმედებინათ ჩემი თავი.


Posted by: Zurikoo 20 Jun 2013, 13:03
QUOTE (Mr Adam @ 8 Jun 2013, 23:12 )
თალიზიში გადავინერგე და შედეგი ისეთი არ მივიღე, როგორსაც მოველოდი, როგორსაც მეუბნებოდნენ..
მეორედ hairline-ში მივალ უეჭველი smile.gif

არ ვიცი, შეიძლება ინდივიდუალურია და ყველას განსხვავებული შედეგი აქვს, მაგრამ ყოველშემთხვევაში ასე არ უნდა დაიმედებინათ ჩემი თავი.

ჩემმა მეგობრებმაც ჰეალაინში გადაინერგეს და მაგარი საკაიფოთ აქვთ lol.gif

Posted by: giasa 26 Jul 2013, 16:27
QUOTE (Mr Adam @ 8 Jun 2013, 23:12 )
თალიზიში გადავინერგე და შედეგი ისეთი არ მივიღე, როგორსაც მოველოდი, როგორსაც მეუბნებოდნენ..
მეორედ hairline-ში მივალ უეჭველი smile.gif

არ ვიცი, შეიძლება ინდივიდუალურია და ყველას განსხვავებული შედეგი აქვს, მაგრამ ყოველშემთხვევაში ასე არ უნდა დაიმედებინათ ჩემი თავი.

რამდენი გადაინერგე და რატომ არ ხარ კმაყოფილი?

Posted by: Mr Adam 27 Jul 2013, 21:06
giasa

2000 გრაფტი და რატომ არ ვარ კმაყოფილი დავწერე უკვე smile.gif

Posted by: giorgi_ 27 Jul 2013, 21:38
QUOTE (Mr Adam @ 8 Jun 2013, 23:12 )
თალიზიში გადავინერგე და შედეგი ისეთი არ მივიღე, როგორსაც მოველოდი, როგორსაც მეუბნებოდნენ..
მეორედ hairline-ში მივალ უეჭველი smile.gif

არ ვიცი, შეიძლება ინდივიდუალურია და ყველას განსხვავებული შედეგი აქვს, მაგრამ ყოველშემთხვევაში ასე არ უნდა დაიმედებინათ ჩემი თავი.

აქ ყველაფერი წერია ამასთან დაკვშირებით:

http://www.ohmygahh.com/2013/04/10/a-j-mclean-ditches-bald-spot-for-hair-transplant/

ამერიკაში და ევროპის განვითარებულ ქვეყნებში რომ ნერგავენ ესე საქართველოში ვერ ნერგავენ მაგრამ ძაან ძვირი არის თუნდაც ამერიკაში, საქართველოში ბევრად იაფია.

მაგალითად ეს ჯგუფ ბექსთრით ბოისის სოლისტი A. J. McLean
და ხედავთ რა სქელი თმა გაუხდა ამ მომღერალს, ჩვენთან გადაუნერგეს დავით როსტომაშვილს და თხელი თმა აქვს თან მოკლედ შეჭრილი და ეგ შედეგი არაა მოსაწონი თან მაინც შეუთხელდა გადანერგვის მერე თმები როსტომაშვილს

Posted by: Mr Adam 27 Jul 2013, 23:32
giorgi_

აქ ჯერ კიდევ ამუღამებენ და რომელზეც კარგად გამოსდით იმ სურათებს გაჩვენებენ biggrin.gif

პახოდუ კიდევ იცი რა მითხრეს? იმას, რაც გქონდაო ხომ ჯობიაო? smile.gif ))))
შე @#%&$&%*%&$%^#$*^# მაშინ წინასწარ რას მაიმედებ, რომ რაც გვერდებზე და უკან გაქვს ისეთი სიხშირით ამოვა თმაო..

Posted by: giasa 30 Jul 2013, 14:58
QUOTE (Mr Adam @ 27 Jul 2013, 21:06 )
giasa

2000 გრაფტი და რატომ არ ვარ კმაყოფილი დავწერე უკვე smile.gif

მე მგონი 2000 გრაფტი არ არი საკმარისი, კიდე ერთი ამდენი უნდა გადაინერგო ეფექტი რო მიიღო lol.gif

Posted by: giorgi_ 3 Aug 2013, 13:20
QUOTE
აქ ჯერ კიდევ ამუღამებენ და რომელზეც კარგად გამოსდით იმ სურათებს გაჩვენებენ

მართალი ხარ 100 პროცენტით.

QUOTE
პახოდუ კიდევ იცი რა მითხრეს? იმას, რაც გქონდაო ხომ ჯობიაო?

ამხელა ფულს იხდი რას გეუბნევიან, ჯობია ფული მოაგროვო და უცხოეთში გადაინერგო, ამერიკა შორია და ძვირია ძაან, ახლოს მაგალითად თურქეთში, იქ ევროპაა და მგონია რომ მედიცინა მაღალ დონეზე არის განვითარებული.

ერთი ადამიანი მანახეთ ტელევიზორში ვინც გადაინერგა და სქელი თმა გადაუნერგეს, ბესო ბერულაშვილს ვითომ გადაუნერგეს ხო?


Posted by: gio_ 30 Oct 2013, 16:42
ვერ დაგეთანხმებით რომ საქართველოში ჯერ კიდევ სწავლობენ, ვგულისხმობ კლინიკა თალიზს, 15 წლიანი გამოცდილება არ ისე ნაკლებია, თუ გადაავლებთ თვალს მის საიტს , მიხვდებით რომ ევროპაში საუკეთესო კლინიკების ჩამონათვალში შედის და პირიქით ამათთან ჩამოდიან გადამსამზადებლად სხვა კლინიკის ექიმები, ატარებენ ტრენინგებს, ასევე უცხოეთშიც აქვს მიწვევები ოპერაციების ჩასატარებლად. ერთადერთი კლინიკაა რომელიც http://ge.talizi.ge/at-the-international-symposiums საქართველოს წარადგენს უკვე მინიმუმ 5 წელია. რომელსაც http://ge.talizi.ge/our-clinics და ატარებს ოპერაციებს. ბევრი რომ არ დავწერო ეგ უკვე მსოფლიოში ცნობილი ბრენდია.

უბრალოდ სამწუხაროდ ქართველებს გვჭირს სენი რომ ჩვენსას არ ვაფასებთ და არ აღიარებთ რომ თუ არ ქონდა კარგი შედეგი ისევ თავისი ორგანიზმის ბრალია და არა კლინიკის.
დამერწმუნეთ რომ საქართველოში მინიმუმ 15% უკვე გადანერგილი თმით დადის და ამხელა რიცხვში რომ 2-3 კაცს ცუდი შედეგი ექნება ეს უკვე კლინიკის ბრალი არა.

მე ადრეც მითქვია და ეხლაც დავწერ მეამაყება რომ საკუთარი თავი კლინიკა თალიზს ვანდე ჩემი შედეგიდან გამომდინარე.
მადლობა ბატონ აკაკის და თავის გუნდს.

Posted by: volfmai 29 Feb 2016, 00:17
სიმართლე თმის გადანერგვის შესახებ:

http://www.aura.ge/121-statiebi/5222-kvelaferi-tmis-gadanergvis-shesaxeb.html
* * *
რას წარმოადგენს თმის გადანერგვა:

http://www.aura.ge/121-statiebi/4451-tmis-gadanergva.html

Posted by: NoControl 17 Oct 2016, 21:16
ამ თემის ჩაკითხვის შემდეგ, კიდევ უფრო "დევიბენი" aba.gif

Posted by: kaliso 11 Feb 2017, 11:44
QUOTE (NoControl @ 17 Oct 2016, 21:16 )
ამ თემის ჩაკითხვის შემდეგ, კიდევ უფრო "დევიბენი" aba.gif

მე გეტყვი სიმართლეს, მილიონჯერ ვარ ნამყოფი ორივე კლინიკაში. მოკლედ გააჩნია რა დონეზე გაქვს გაცვენილი რაც მეტი თმა გაკლია თავზე მით ნაკლებ შედეგს მოგცემს გადანერგვა და თუ ცოტა გაქვს გაცვენილი შედეგი გექნება ოღონდ გასაცვენი გაგცვივდება და ბოლოს მაინც თხელი თმა გექნება.....

Posted by: misha1988 12 Aug 2017, 13:54
kaliso

და კლინიკებში იტუებიან მაგ თემაზე ? მაგალითად კონსულტაციაზე რომ წავალ, მეტყვიან მაგრად ამოგივაო, და შეიძლება იტყუებოდნენ ?
* * *
==============================================================


მოკლედ რა დავაკსვენი კონსულტაციების შედეგად

არ ღირს.

იყავით ისეთები, როგორებიც ხართ
გაუკეთეს რამდენიმე ცნობად სახეს (უფასოდ და ხარისხიანად) ეს ოპერაცია და იძახიან მაგარიაო.
5000 - 6000 ლარი ჯდება და სისულელეა, მიუხედავად იმის რომ ამ თანხის გადახდის პრობლემა არ მაქვს, გადავწყვიტე რომ არ ღირს ეგ თანხა + წვალება + 5 საათი ოპერაცია.
მერე გაამრთლებს ან არა ვინ იცის, აგერ ნიკა ქავთარაძეს 3 ოპერაცია გაუკეთეს და შრამის გარდა არაფერი დარჩა

Posted by: kaliso 14 Aug 2017, 20:00
misha1988
არ იტყუებიან, უბრალოდ ცდილობენ ნაკლები ინფორმაცია გაიგო იმის შესახებ რაც შენ არ მოგეწონება. უმეტესად გესაუბრებიან გადანერგვის შესახებ და შედეგზე ზედაპირულად საუბრობენ. მე ისიც მითხრეს რომ თურმე წინ რომ ჩამინერგავენ უკან მინოქსიდი ამომიყვანს, ანუ სრულ ზღაპარს მეუბნებოდნენ რომ ოპერაციაზე დავეთანხმე. ბევრისგან გამიაგია რომ წინ ჩაინერგა და უკან სიმელოტე დაიკიდაო და შემდეგ აღარც მისულაო, ესენიც ამას ცდილობენ რომ ამაზე დაგითანხმონ. იქ მისულ ადამიანს უფრო მეტის მოლოდინი აქვს ვიდრე სინამდვილეშია, ამიტომ მხოლოდ წინ გადანერგვაზე (ნახევრად სიმელოტეზე) ნაკლები თანხმდება.
თუ ისეთი როგორიც ხარ დისკომფორტს არ გიქმნის ცხოვრებაში, არ უნდა გადაინერგო მანდ ორი აზრი არ არსებობს. თუ ცოტა მაინც "ზოგიერთების" დაცინვა და უარყოფითი რეაქცია გაკომპლექსებს მაშინ უნდა გადაინერგო, თურქეთი კარგი ვარიანტია მაგრამ ძვირი ჯდება თითქმის ორმაგი რაც აქ არის იმასთან შედარებით.

Posted by: Milyyy 22 Sep 2017, 09:37
kaliso
QUOTE
თურქეთი კარგი ვარიანტია მაგრამ ძვირი ჯდება თითქმის ორმაგი რაც აქ არის იმასთან შედარებით

და თურქეთში რო გადაინერგო კარგი შედეგი და სქელი თმა გექნება ?

Posted by: giorgi_ 23 Sep 2017, 22:42
მე უკვე მინდა გადანერგვა, მინდა ვარცხნიოლობები ვატარო და არა ტალავერი რომელიც ძლივს ფარავს თავს, არადა პატარა ნიავი და გადაწევს ტალავერს და ისევ მელოტი იქნება, მეტროს ნიავიც კი გადაწევს ტალავერს

Posted by: kaliso 9 Jan 2018, 11:23
QUOTE (giorgi_ @ 23 Sep 2017, 22:42 )
მე უკვე მინდა გადანერგვა, მინდა ვარცხნიოლობები ვატარო და არა ტალავერი რომელიც ძლივს ფარავს თავს, არადა პატარა ნიავი და გადაწევს ტალავერს და ისევ მელოტი იქნება, მეტროს ნიავიც კი გადაწევს ტალავერს

გადანერგვა არ იძლევა დამაკმაყოფილებელ შედეგს. შედეგი ეს არის ოღონდ პარიკი ღლეობაა

Posted by: volfmai 16 Feb 2019, 19:45
https://www.aura.ge/121-statiebi/5222-kvelaferi-tmis-gadanergvis-shesaxeb.html

Posted by: david9595 20 Aug 2019, 12:12
მოგესალმებით მეგობრებო. ვინც საქართველოში გადაინერგეთ თმა, გთხოვთ გამიზიაროთ თქვენი გამოცდილება...რამდენად კმაყოფილები ხართ შედეგით.

Posted by: Lemarc 7 Nov 2019, 01:20
რომელი კლინიკა იძლევა საუკეთესო შედეგებს საქართველოში ხომ ვერ დადებდით შედეგებს, პირად გამოცდილებას.

Posted by: kalisto 15 Dec 2019, 18:43
QUOTE (Lemarc @ 7 Nov 2019, 01:20 )
რომელი კლინიკა იძლევა საუკეთესო შედეგებს საქართველოში ხომ ვერ დადებდით შედეგებს, პირად გამოცდილებას.

მეც მაინტერესებს და ყველას ანონიმურობა ურჩევნია. უფრო მეტი უკმაყოფილოა ვიდრე კმაყოფილი.
ერთი აშკარაა, რაც მეტად ხარ გამელოტებული მითუფრო ნაკლები შედეგი გექნება.

Posted by: grizly2 19 Feb 2020, 15:21
kalisto
ანუ ნაკლები შედეგი რა მხრივ? რო იმდენს ვერ გადაინერგავ რო შეგივსოს? თუ უბრალოდ რაც ცოტას ინერგავ უფრო მალე ცვივა?

Posted by: kalisto 9 Apr 2020, 19:23
QUOTE (grizly2 @ 19 Feb 2020, 15:21 )
kalisto
ანუ ნაკლები შედეგი რა მხრივ? რო იმდენს ვერ გადაინერგავ რო შეგივსოს? თუ უბრალოდ რაც ცოტას ინერგავ უფრო მალე ცვივა?

იმდენს ვერ გადაგინერგავენ რომ შეგივსოს გამელოტებული ადგილები. გექნება მეჩხერი თმა .
ნორვუდის 6-7 სკალაზე შედეგი გექნება ისეთი რომ "იმას ხომ ჯობია რაც გქონდა?!" , აი ეგეთი. თან სამ ოპერაციას გაგიკეთებენ 1 წლის ინტერვალით , დაგიჯდება 15 000-20 000 ლარი და 3 წლის მერე ნახავ საბოლოო შედეგს





მეც ვფიქრობდი ფული მოვაგროვო და დავისვენებ ერთხელ და სამუდამოდთქო და ვერ ვხედავ გამოსავალს გადანერგვაში. არ არის ეს ის რაც სიმელოტის პრობლემას მოგიხსნის 100 პროცენტით. მხოლოდ ორი ვარიანტია, ან პარიკი უნდა ატარო, ან უნდა შეეგუო რომ მელოტი ხარ.

Posted by: ჰერცოგი_ალბა 1 Jun 2020, 23:11
kalisto
რა მინდა გავიგო. კეფაზე ცოტა მაქვს თმა შეთხელებული (ახლა თითქმის ბოლომდე გადავიპარსე თმა და გამოჩნდა, თორემ თმა როცა მოშვებული მქონდა არ ჩანდა ეს ამბავი) და შესაძლებელია რომ თმა მანდ ისე ჩაემატოს რომ მაგ ადგილას თმის იგივე სიხშირე/რაოდენობა იყოს რაც სხვაგან?

Posted by: grizly2 9 Aug 2020, 14:22
ჰერცოგი_ალბა
თუ ცოტა გაქვს შეთხელებული გადაგინერგავენ ჯანსაღ თმის ფოლეკულებს და შეივსება,
საიდანაც გადაგიკერგავენ იქ მოაკლდება რათქმაუნდა მარა უმნიშვნელოდ რო ვერავინ შეატყობს

Posted by: kalisto 9 Aug 2020, 16:30
QUOTE (ჰერცოგი_ალბა @ 1 Jun 2020, 23:11 )
kalisto
რა მინდა გავიგო. კეფაზე ცოტა მაქვს თმა შეთხელებული (ახლა თითქმის ბოლომდე გადავიპარსე თმა და გამოჩნდა, თორემ თმა როცა მოშვებული მქონდა არ ჩანდა ეს ამბავი) და შესაძლებელია რომ თმა მანდ ისე ჩაემატოს რომ მაგ ადგილას თმის იგივე სიხშირე/რაოდენობა იყოს რაც სხვაგან?

ეგ ყველაზე იოლია მეგობარო, მხოლოდ ეგეთ შემთხვვევაშია თმის გადანერგვა ეფექტიანი.
აბა მე სულ მელოტი ვარ და 4600 ლარად შემომთავაზეს მხოლოდ ბჩოლკები, უკან შეთხელებული კიარა ტიტველი კანი მექნებოდა, თან ამხელა თანხის სანაცვლო facepalm.gif . ალბათ თანხმდება ზოგი ამაზე და იმიტომაც სთავაზობენ ხალხს.



მოერიდე ხშირად თმის გადაპარსვას, რადგან აზიანებს თმას ეს პროცესი.
გადანერგვის შემდეგ ჩაიტარე ის პროცედურები რაც თმის ცვენას ხელს უშლის რადგან შენი თMა კარგი ხნით შეინარჩუნო.

Posted by: ჰერცოგი_ალბა 9 Aug 2020, 22:20
grizly2
QUOTE
თუ ცოტა გაქვს შეთხელებული გადაგინერგავენ ჯანსაღ თმის ფოლეკულებს და შეივსება

და ეს რათქმაუნდა გაცილებით იაფიც იქნება ხო?

QUOTE
საიდანაც გადაგიკერგავენ იქ მოაკლდება რათქმაუნდა მარა უმნიშვნელოდ რო ვერავინ შეატყობს

ეს ადგილი მე შემიძლია შევარჩიო? კისრიდან (კისრის ზემოთ) თუ აიღებენ თმას მგონი აჯობებს, იქ დაე მოაკლდეს.


kalisto
QUOTE
ეგ ყველაზე იოლია მეგობარო, მხოლოდ ეგეთ შემთხვვევაშია თმის გადანერგვა ეფექტიანი

ხო, მეც ასე ვფიქრობდი


QUOTE
აბა მე სულ მელოტი ვარ და 4600 ლარად შემომთავაზეს მხოლოდ ბჩოლკები, უკან შეთხელებული კიარა ტიტველი კანი მექნებოდა, თან ამხელა თანხის სანაცვლო

ხო მესმის, სრული სიმელოტის შემთხვევაში ეს შეუდარებლად უფრო ძნელი იქნებოდა


QUOTE
მოერიდე ხშირად თმის გადაპარსვას, რადგან აზიანებს თმას ეს პროცესი

თმა თუ არ ვცდები საერთოდ არასოდეს არ გადამიპარსავს თუ საუბარია პირწმინდად გადაპარსვაზე როცა სრულ ნოლზე იყენებენ თმას. შედარებით იშვიათად მომხდარა ისე რომ მანქანით აუღიათ თმა და ნახევარი სანტიმეტრი დარჩენილა თმის სიგრძე, მაგრამ ესეც იშვიათად თუ გამიკეთებია, უბრალოდ მოკლედ ვიჭრი ხოლმე თმას და ეგაა. ბოლო წლებში რამოდენიმეჯერ კაი გრძლად მოვუშვი კიდეც თმა



grizly2
kalisto
უახლოეს ხანებში მივალ კონსულტაციაზე, ჯერ მსუბუქად დავზვერავ სიატუაციას, სად მირჩევთ მისვლას?

Posted by: kalisto 10 Aug 2020, 16:04
ჰერცოგი_ალბა
მე დეამედში ვაპირებ მისვლას, თუ მანდაც იგივე მითხრეს მაშინ საბოლოოდ შევეგუები სიმელოტეს.

Posted by: ჰერცოგი_ალბა 11 Aug 2020, 20:40
QUOTE (kalisto @ 10 Aug 2020, 16:04 )
ჰერცოგი_ალბა
მე დეამედში ვაპირებ მისვლას, თუ მანდაც იგივე მითხრეს მაშინ საბოლოოდ შევეგუები სიმელოტეს.

თუ სწორად მივხვდი თავიდან სხვაგან მიხვედი?

Posted by: kalisto 11 Aug 2020, 20:54
ჰერცოგი_ალბა
სამჯერ ვარ ჰეალაინში მისული. 22 წლის, 30 წლის და 32 წლის. ამ დროში ვერაფერი განვითარდა განსაკუთრებულად.

Posted by: ჰერცოგი_ალბა 12 Aug 2020, 15:08
QUOTE (kalisto @ 11 Aug 2020, 20:54 )
ჰერცოგი_ალბა
სამჯერ ვარ ჰეალაინში  მისული.  22 წლის,  30 წლის და  32 წლის.  ამ დროში ვერაფერი განვითარდა განსაკუთრებულად.

და დეამედი სჯობია ამ მხრივ?

Posted by: kalisto 12 Aug 2020, 16:01
QUOTE (ჰერცოგი_ალბა @ 12 Aug 2020, 15:08 )
QUOTE (kalisto @ 11 Aug 2020, 20:54 )
ჰერცოგი_ალბა
სამჯერ ვარ ჰეალაინში  მისული.  22 წლის,  30 წლის და  32 წლის.  ამ დროში ვერაფერი განვითარდა განსაკუთრებულად.

და დეამედი სჯობია ამ მხრივ?

მანდაც უნდა ვცადო, ჯობია თუ არა არ ვიცი ჯერ. გადანერგვის მერე შედეგების ფოტოები რომ უდევთ მომეწონა შედეგები და ვნახოთ.

Posted by: ჰერცოგი_ალბა 13 Aug 2020, 14:59
QUOTE (kalisto @ 12 Aug 2020, 16:01 )
QUOTE (ჰერცოგი_ალბა @ 12 Aug 2020, 15:08 )
QUOTE (kalisto @ 11 Aug 2020, 20:54 )
ჰერცოგი_ალბა
სამჯერ ვარ ჰეალაინში  მისული.  22 წლის,  30 წლის და  32 წლის.  ამ დროში ვერაფერი განვითარდა განსაკუთრებულად.

და დეამედი სჯობია ამ მხრივ?

მანდაც უნდა ვცადო, ჯობია თუ არა არ ვიცი ჯერ. გადანერგვის მერე შედეგების ფოტოები რომ უდევთ მომეწონა შედეგები და ვნახოთ.

და ჰეალაინში ფოტოების მხრივ უკეთ იყო საქმე? smile.gif

Posted by: grizly2 17 Sep 2020, 12:40
თალიზში იყო ეხლა დიდი ფასდაკლებები...
მარა რატომღაც არ მომწონს ეგ კლინიკა
დაწერეთ რა თუ რამე ინფო გაქვთ

Posted by: grizly2 11 Oct 2020, 12:16
kalisto
[დეამედში აპირებდი მისვლას მეგობარო, ხო არ ყოფილხარ?

Posted by: kalisto 11 Oct 2020, 18:47
QUOTE (grizly2 @ 11 Oct 2020, 12:16 )
kalisto
[დეამედში აპირებდი მისვლას მეგობარო, ხო არ ყოფილხარ?

არა მეგობარო. ჩEმ შემთხვევაში აზრი არ აქვს თმის გადანერგვას , არ მექნება კარგი შედეგი.
უბრალოდ სიმელოტე მაწუხებს და მაგიტომ ვცდილობ დავიჯერო რომ გადანერგვა გამოსავალია, მაგრამ საკუთარი თავის მოტყუებას რა აზრი აქვს.
ანუ, ნორვუდის 6-7 სკალამდე მაქვს გაცვენილი თმა (ბოლო სტადიამდე თითქმის).
აგერ თალიზს აქცია ჰქონდა 2000 ლარში ნერგავდნენ თმას, ფიქსირებული ფასი იყო 2000 ლარი და ხომ წარმოგიდგენია რა შედეგს დადებდნენ facepalm.gif
აი 2000 ლარში ესეთ შედეგს დადებენ :O

Posted by: ჰერცოგი_ალბა 11 Oct 2020, 20:27
QUOTE (kalisto @ 11 Oct 2020, 18:47 )
აი 2000 ლარში ესეთ შედეგს დადებენ :O

ნუ ესეც ხომ რაღაც შედეგია boli.gif მერე მაქედან მეორე წრეზე რომ წახვიდე არ გამოვა? დაამატებენ თმას rolleyes.gif

Posted by: kalisto 11 Oct 2020, 20:59
ჰერცოგი_ალბა
მასხარად თუ მუშაობ გამოგადგება ესეთი პრიჩოსკა პროფესიული წინსვლისთვის. ისე არამგონია "კრუგებმა" გიშველოს თუ ბოლომდე მოტვლეპილი ხარ.

Posted by: kazeshini 12 Oct 2020, 22:53
სალამი, ვინმემ ხო არ იცით, მინოქსიდილის გელი(ქაფი), არა შესასხურებელი, თუ იშოვება თბილისში?

Posted by: la reine 12 Oct 2020, 23:05
QUOTE (kalisto @ 11 Oct 2020, 20:59 )
ჰერცოგი_ალბა
მასხარად თუ მუშაობ გამოგადგება ესეთი პრიჩოსკა პროფესიული წინსვლისთვის. ისე არამგონია "კრუგებმა" გიშველოს თუ ბოლომდე მოტვლეპილი ხარ.


lol.gif

მართალია ეს იუზერი. ამას შედეგი ქვია? არ გავგიჟდე ახლაbiggrin.gif

საერთოდაც არ მესმის ამისგან ტრაგედიას რატო ქმნით კაცები.
გადაიპარსე და ვსო.
დარდს და გოდებას ჯობს კომპლექსები დაძლიოთ საკუთარ თავში.
რატო უნდა გაირთულო ცხოვრება ამის გამო. კაი რაა

Posted by: kalisto 13 Oct 2020, 17:12
kazeshini
იშოვება, მაგრამ ეს პრეპარატი კარგია თმის შესანარჩუნებლად , ამოყვანით ვერ ამოყავს.

la reine
რას ამბობ, სიმელოტემ შეიწირა ჩემი მთელი ახალგაზრდობა. ამის შემდეგ სულ სხვანაირად გადავაწყვე ჩემი ცხოვრება.
გადაპარსულზე ისეთი შეგრძნება მაქვს რომ შიშველი ვარ და ისე გავდივარ ქუჩაში, ამიტომ სულ ქუდს ვხმარობ.

Posted by: grizly2 14 Oct 2020, 14:05
kalisto
ხო თალიზში კაი აქციაა, ჰეალაინი 1000 ლარით მინიმუმ მეტი ჯდება მარა რატომღაც უკეთესეი მგონია რა, ბევრ ცნობილ ადამიანს აქვს მანდ გადანერგილი, |თან კარგად გამარკვიეს ყველაფერში კონსულტაციაზე
la reine
არაა ტრაგედია გეთანხმები |თმის გაცვენა და ჯობია კომპლექსები დაიძლიოს, მარა ხო შეილება რო გადაინერგო რა და ისიამოვნო |თუ გინდა თ|მა, რა პრობლემაა 2000-3000 ლარი არაა ის |თანხა რო არ ვერ გადაიხადო

Posted by: kalisto 14 Oct 2020, 18:18
grizly2
რა 1000 ლარით მეტი? მარტო წინა ნაწილში ჩანერგვაზე 4600 ლარი მითხრეს ჰეალაინში. ეგ აქცია რომელიც თალიზს აქვს 50+ კაცებს მოეწონებათ მხოლოდ ეგ შედეგები.
ტრაგედია არაა სიმელოტე მაგრამ ერთერთი ნაკლია, მითუმეტეს თუ არ უხდება ადამიანს. ეგრე არც ისაა ტრაგედია რომ ადამიანს ცალი თვალი არ აქვს და ცალი ხელი. სიმელოტე უფრო ესთეტიკური ნაკლია ვიდრე ფიზიკური, + ამინდებს თუ გავითვალისწინებთ საჭიროც არის თმა.
სრულყოფილი შედეგი რომ არსებობდეს და მისაწვდომი ფასი ღირდეს რატომ არ გადაინერგავს ყველა მელოტი? დებილია რომ მოტვლეპილი თავი ერჩივნოს?

Posted by: kazeshini 15 Oct 2020, 02:02
QUOTE (kalisto @ 13 Oct 2020, 17:12 )
kazeshini
იშოვება, მაგრამ ეს პრეპარატი კარგია თმის შესანარჩუნებლად , ამოყვანით ვერ ამოყავს.


ვიცი ეგ, უბრალოდ მაინტერესებს სად შემიძლია ვიყიდო გელი

Posted by: kalisto 15 Oct 2020, 06:15
QUOTE (kazeshini @ 15 Oct 2020, 02:02 )
QUOTE (kalisto @ 13 Oct 2020, 17:12 )
kazeshini
იშოვება,  მაგრამ ეს პრეპარატი კარგია თმის შესანარჩუნებლად , ამოყვანით ვერ ამოყავს.


ვიცი ეგ, უბრალოდ მაინტერესებს სად შემიძლია ვიყიდო გელი

12 წლის უკან ჰეალაინში ვყიდულობდი, მიდი რომელიმე თმის გადანერგვის კლინიკაში, უეჭველი ექნებათ.
მაგრამ იცოდე რომ საბოლოო შედეგი მაინც გამელოტებაა, ეს უბრალოდ ანელებს პროცეს.

Posted by: kazeshini 17 Oct 2020, 01:23
QUOTE (kalisto @ 15 Oct 2020, 06:15 )
QUOTE (kazeshini @ 15 Oct 2020, 02:02 )
QUOTE (kalisto @ 13 Oct 2020, 17:12 )
kazeshini
იშოვება,  მაგრამ ეს პრეპარატი კარგია თმის შესანარჩუნებლად , ამოყვანით ვერ ამოყავს.


ვიცი ეგ, უბრალოდ მაინტერესებს სად შემიძლია ვიყიდო გელი

12 წლის უკან ჰეალაინში ვყიდულობდი, მიდი რომელიმე თმის გადანერგვის კლინიკაში, უეჭველი ექნებათ.
მაგრამ იცოდე რომ საბოლოო შედეგი მაინც გამელოტებაა, ეს უბრალოდ ანელებს პროცეს.

მაგათ არა აქვთ, მარა მადლობა პასუხისთვის

Posted by: grizly2 17 Oct 2020, 11:16
QUOTE (kalisto @ 14 Oct 2020, 18:18 )
grizly2
რა 1000 ლარით მეტი? მარტო წინა ნაწილში ჩანერგვაზე 4600 ლარი მითხრეს ჰეალაინში. ეგ აქცია რომელიც თალიზს აქვს 50+ კაცებს მოეწონებათ მხოლოდ ეგ შედეგები.
ტრაგედია არაა სიმელოტე მაგრამ ერთერთი ნაკლია, მითუმეტეს თუ არ უხდება ადამიანს. ეგრე არც ისაა ტრაგედია რომ ადამიანს ცალი თვალი არ აქვს და ცალი ხელი. სიმელოტე უფრო ესთეტიკური ნაკლია ვიდრე ფიზიკური, + ამინდებს თუ გავითვალისწინებთ საჭიროც არის თმა.
სრულყოფილი შედეგი რომ არსებობდეს და მისაწვდომი ფასი ღირდეს რატომ არ გადაინერგავს ყველა მელოტი? დებილია რომ მოტვლეპილი თავი ერჩივნოს?

kalisto

ოთხიათას რაღაც მითხრეს მეც, მაგრამ დავაკლებინე, თალიზიზთან შედარებით ძაან ძვირია თქო და რატო ამხელა სხვაობა, მართლა გამიკვირდა კიდეც სად 2000 სად 4000+

მსახიობი როა ტიფლისში ნაპოლეონი, მაგან გადაინერგა ეხლა დეამედში და ძაან მაგრად აქვს, ინტერვიუს ვუსმინე
* * *
kalisto
მეც მაგრად მაწუხებს, გირჩევ გადაინერგო და მოაგვარო ეგ პრობლემა სამუდამოდ.
ისე რამდენიმე ადამიანი რო შევიკრიბოთ კიდე უფრო დაგვიკლებენ ფასს, ვაჭრობა მოსულა რა რაც დავამუღამე

Posted by: kalisto 17 Oct 2020, 15:59
grizly2
შენ რა დონემდე ხარ გამელოტებული გააჩნია მაგას. ეგ მსახიობი არ იყო ბოლომდე გამელოტებული. დეამედის რეკლამებშI კიდევ ის სურათი დადეს სადაც ბოლომდე აქვს მაგ ტიპს გადაპარსული თავის, ეს პატარა ნიუანსია მაგრამ სკეპტიკური დამოკიდებულება გააღვივა ჩემში მსგავსმა ფაქტმა.

მე იმიტომ არ ვინერგავ რომ არამგონია ჩემ შემთხვევაში სრულყოფილი შედეგი მივიღო. ამხელა ფული გადავიხადო, + ოპერაციები და ბოლოს ისევ ქუდით ვიარო?

Posted by: grizly2 17 Oct 2020, 16:12
kalisto
სულ რო გაცვენილი ქონიყო ვერც გადაუნერგავდნენ მგონი,
მე მეხუთე მეექვსე მაქ სადღაც.
სრულყოფილი ანუ გაცვენამდე როგორიც გქონდა ?
ჰეალაინში მითხრეს იგივე შედეგი არასდროს გექნებაო, რადგან არსებულ თმებს ანაწილებენ ისე რო სიმელოტე დაიმალოს

Posted by: kalisto 17 Oct 2020, 16:35
grizly2
სულ გაცვენილში იმას ვგულისხმობ სადაც მელოტდებიან ძირითადად, ზედა ნაწილში ანუ.
მე სადღაც 6-7 დემდე მაქვს , შენც კარგად გქონია გამელოტებული.
სრულყოფილში იმას არ ვგულისხმობ რაც გქონდა თავზე 15 წლის ასაკში, თავის კანი არ უნდა გიჩანდეს , შუქზე ლანდი არ უნდა გაგდიოდეს, დასველებულზე ისე არ უნდა გქონდეს რომ თითქოს ორი ღერი გაქვს სულ თავზე. თუ ისე ანაწილებენ რომ სიმელოტე დაიფაროს მაშინ სრულყოფილი შედეგი გამოდის, მაგრამ ვერ ანაწილებენ ეგრე. სიმელოტე თუ დამიფარეს მაშინ მკიდია რამდენი ღერი თმა მაქვს თავზე.

Posted by: grizly2 17 Oct 2020, 19:31
kalisto
ტანიდან მგონი იშვიათად ნერგავენ, თორე კაი ვარიანტია როცა კეფაზე საკმარისი სადონორო თმა არ გაქვს

კაროჩე ავირიე რა, მართლა თუ კაი შედეგი არ მქონდა რა აზრი აქ, მარა ესეც არ მინდა როგორც მაქ...
თან გადანერგვის მერე მკურნალობას არ ვაპირებ

Posted by: kalisto 17 Oct 2020, 20:14
QUOTE (grizly2 @ 17 Oct 2020, 19:31 )
kalisto
ტანიდან მგონი იშვიათად ნერგავენ, თორე კაი ვარიანტია როცა კეფაზე საკმარისი სადონორო თმა არ გაქვს

კაროჩე ავირიე რა, მართლა თუ კაი შედეგი არ მქონდა რა აზრი აქ, მარა ესეც არ მინდა როგორც მაქ...
თან გადანერგვის მერე მკურნალობას არ ვაპირებ

ეგ მკურნალობა სხვა რამეა, ანუ რაც დარჩენილი გაქვს მაგის შესანარჩუნებლად არის(ეგრე ამბობენ ყოველ შემთხვევაში).

ერთ თმის ტრანსპლანტოლოგს წამოცდა : იმაზე კარგად გექნება რაც ეხლა გაქვსო, სწორედ ესაა შედეგი და არა ის რომ ქოჩორი გექნება თავზე. უბრალოდ წინასწარ რომ მეტი მოლოდინი აქვს ადამიანს ეგ არასწორი რეკლამების ბრალია!

პირადად შენ რაში გიშლის ხელს სიმელოტე?

Posted by: grizly2 17 Oct 2020, 20:55
kalisto
ვნახე შენი წინა პოსტები და დაახლოებით მეც მაგაში მიშლის რა...
ბევრი ამბობს რო გიხდება და რა პრობლემაა მარა უფრო თანაგრძ|ნობის გამო ალბათ
ორშაბათს იქნებ მივიდე და უფრო კარგად გავერკვე და დავწერ აქ

Posted by: kalisto 17 Oct 2020, 21:23
grizly2
თუ 5-6 სკალამდე ხარ გამელოტებული დიდი ალბათობით ორ ოპერაციას შემოგთავაზებენ, ჯერ ერთი და ერთი წლის მერე მეორე. საბოლოო შედეგი გექნება ორ წელიწადში.

ზოგს გოგოს მართლა მოსწონს მელოტი ტიპები, ოღონს ეს იმას არ ნიშნავს რომ სიმელოტე დისკომფორტს არ შეგიქმნის საპირისპირო სქესთან და არა მარტო საპირისპირო სქესთან, ზოგადად საზოგადოებაში შეგიქმნის დისკომფორტს.
ფსიქოლოგიურად შეგიძლია რომ უმნიშვნელო გახადო ეს ფაქტი და ამის გამო ცხოვრება არ გაიფუჭო.

Posted by: grizly2 20 Oct 2020, 12:36
QUOTE (kalisto @ 17 Oct 2020, 21:23 )
grizly2

ზოგს გოგოს მართლა მოსწონს მელოტი ტიპები, ოღონს ეს იმას არ ნიშნავს რომ სიმელოტე დისკომფორტს არ შეგიქმნის საპირისპირო სქესთან და არა მარტო საპირისპირო სქესთან, ზოგადად საზოგადოებაში შეგიქმნის დისკომფორტს.
ფსიქოლოგიურად შეგიძლია რომ უმნიშვნელო გახადო ეს ფაქტი და ამის გამო ცხოვრება არ გაიფუჭო.

kalisto
100% გეთანხმები, ზოგს - ხო, მარა დისკომფორტია მაგარი რა.

თალიზში ვიყავი 7 ხარისხი გაქო,
ჰეალაინში 5-ეო
კაროჩე რაა... თალიზში 2700მდე თუ გადაგინერგავთო მაქსიმუმო, მეთქი აბა ულიმიტო რატო ქვია 2200ლარად, სხვაგან მეტს გეტყვიანო, მარა რეალურად არ გადანერგავენო.
დეამედშიც უნდა მივიდე რა ხვალ ან ზეგ

Posted by: kalisto 20 Oct 2020, 17:31
grizly2
იასნია მოტვლეპილი თავი დისკომფორტია , სხვაზე რომ ვხედავ ნიტო შეგრძნებაა მაგარი. ღია ფერის კანიანს 100 პროცენტით არავის უხდება, ზოგი ტონალურ კრემს ხმარობს (უფრო ევროპაში) .
მუქ კანზე და ფერად კანიანზე უფრე ნაკლებად ნეგატიური ეფექტი აქვს გადაპარსულ თავს.

2700 გრაფტი 2200 ლარად იაფია, უბრალოდ 5-7 ხარისხზე ეგ რაოდენობა ზღვაში წვეთია. ჩათვალე რომ მაგ ფულს ტყუილად ყრი. 3000 გრაფტი შეთხელებულ თმაზე გაძლევს შედეგს და არა მოტვლეპილზე.

Posted by: grizly2 20 Oct 2020, 17:42
kalisto
ხო ვიცი, იუთუბზეც ვნახე ბევრი ვიდეო, ვისაც შეთხელებული აქ (ანუ ჩემზე ბევრად კარგად აქვთ) 3000+ 4-მდე უნერგავენ და შედეგი კაია და მე 2700 რას მეყოფა, მეორედაც შეგილია მოხვიდეო. პროსტა 2700-ზე ძაან დაბ ალზე რო ვატარო თმა ამაზე უკეთ მექნება
დეამედს ვენდობი უფრო რ, აბა რას მეტყვიან (ჰეალაინში თავიდან ვინც იყვნენ დეამედი ამათი ყოფილა)

Posted by: kalisto 20 Oct 2020, 17:55
grizly2
2700 გრაფტს ფუე მეთოდით თუ ჩაგინერგავენ მაშინ შეძლებ დაბალზე თმის ტარებას, ოღონდ ფუე მეთოდით თმის გადანერგვა უფრო ძვირი ჯდება, ამიტომ არამგონია ამას გთავაზობდნენ.
7 ხარისხის სიმელოტეზე 6000-7000 გრაფტი ინერგება სრულყოფილი შედეგის მისაღწევად, ოპერაციას ორ ეტაპად აკეთებენ, პირველ ეტაპზე წინა ნაწილში ნერგავენ , ძირითადი ნაწილი წინა მხარეა, ამიტომ 4000-5000 გრაფტამდე ინერგება პირველ ეტაპზე. მეორე ეტაპია კეფა, კეფაზე უფრო ნაკლები თმა ინერგება , გვირგვინის არეში.
რასაც თალიზი ამბობს კარგად ჩანს რომ არის თაღლითობა, 2700 გრაფტი მთლიან გამელოტებულზე არის ზღვაში წვეთი, სავარაუდოდ მხოლოდ ბჩოლკებს გთავაზობენ .

Posted by: grizly2 20 Oct 2020, 18:23
kalisto
ხო წინა მხარეზე კარგად გექნებაო ძაან, მაგალითისთვის ფოტო მანახეს ვიღაცის ესე გექნებაო, მარა ზემოდან ლანდი გასდიოდა ჩვეულებრივ, პირველ ეტაპზე ხო შეუძლიათ მაგ თანხაში 3500 გადანერგონ მარა არ აკეთებენ
ანუ აქციაა ეხლა გაიარე თუ გინდა, მისაღებში პატარა წითელი საჭუქრის ყუთებია, ან 2200ლარიანი აქცია ამოდისო, ან უფასოო biggrin.gif
5-მა ადამიანმა უფასო მოიგოო მითხრეს მარა რატომღაც მგონია ყველა ყუთში 2200იანი იყო

Posted by: kalisto 20 Oct 2020, 19:27
grizly2
უკვე მაქედან ჩანს რომ ტრუხა პონტია. ჰეალაინსაც ჰქონდა "აქცია" ერთი ღერი თმა 1 ლარადო. არადა ერთი ღერი თმა და ერთი გრაფტი განსხვავდება. გრაფტში ერთიდან სამ ღერამდე თმა არის.
აღარ იციან ხალხი როგორ მოატყუონ. დეამედზეც მაგიტომ ავიცრუე გული, ტიპს შეთელებული თმა ჰქონდა, ერთ სურათში ნოლზე აქვს გადაპარსული და მაინდამაინც ის სურათი არის ნაჩვენები სადაც ბოლომდე აქვს გადაპარსული.

3500 კიარა 2700 გადაგინერგავენ როო? საკითხავი ეგ არის .

ვისაც 6-7 ხარისხის სიმელოტე ჰქონდა ყველამ თავი გადაიპარსა ბოლოს. არაა ის შედეგი რომ მისაღები იყოს. ვისაც თმა აქვს შეთხელებული და ინერგავს, იმას პახოდუ მკურნალობენ რომ დარჩენილი თმა არ გასცვივდეს, მაგრამ ეს თერაპიები და წამლები ანელებს თმის ცვენის პროცეს, არ აჩერებს. საბოლოოდ მაინც მეჩხერი თმა გრჩება.



ეს ნახე რა მაგარი შედეგი აქვს , ესპანეთშია პროსტა sad.gif)

Posted by: grizly2 20 Oct 2020, 21:03
kalisto
კი მაგარი შედეგი აქ ძაან. პროსტა თალიზში ისიც მითხრეს ბევრს იმიტო ვერ ვნერგავთო,
კი არ გვეზარება ოპერაციაზე 10 წუთით მეტი ვიქნები თუ ცოტა, ბევრი თმა რო მოგაკლო
უკანა მხარეს, იქ ძაან გათხელდებაო, ისე უნდა იყოს რო თანაბრად გადავანაწილოთო...

დეამედს ხო შეილება ის თავგადაპარსული ფოტო ედო, მარა მარტო მაგის გამო არ ღირს გულის აცრუება,სულ რო არ ქონიყო თმა თავზე ბევრი მიხვდება რო ვერც გადაუნერგავდნენ

Posted by: kalisto 20 Oct 2020, 21:14
grizly2
რავიცი, მიდი და დაწერე რას გეტყვიან.
მერე მოაკლონ კეფაზე, მანდ ისედაც იპარსავენ თმას ნანეტის დროს. აბა, რასაც გთავაზობენ ეგ ნორმალურია? შეიძლება მაგ შედეგით ხანშიშესული კაცი კმაყოფილი იყოს (ისედაც არ უხდება ხნიერს ხშირი თმა), მაგრამ ახალგაზრდა კაცს რომ მაგ შედეგს გთავაზობენ ეგ დიდი შეურაწყოფაა.

Posted by: grizly2 20 Oct 2020, 21:49
kalisto
ხო რავი, ვის ენდო ვერ გაიგებ, მივალ ერთი იქაც ზეგ და დავწერ რას მეტყვიან

Posted by: kalisto 20 Oct 2020, 22:02
QUOTE (grizly2 @ 20 Oct 2020, 21:49 )
kalisto
ხო რავი, ვის ენდო ვერ გაიგებ, მივალ ერთი იქაც ზეგ და დავწერ რას მეტყვიან

ბილბორდებიდან კარგად ჩანს რომ აბუქებენ შედეგებს. წარმატებები მეგობარო!

Posted by: grizly2 23 Oct 2020, 18:12
kalisto

მოკლედ ვიყავი დეამედში, დაახლოებით ჰეალაინის ფასები აქვთ, მარა კარგად გამარკვიეს ყველაფერში მთლად 100% კმაყოფილი არ ვარ მარა იმ ორს ჯობია მგონი.
თანხაა ეხლა პრობლემა)
facepalm.gif

Posted by: kalisto 23 Oct 2020, 22:03
QUOTE (grizly2 @ 23 Oct 2020, 18:12 )
kalisto

მოკლედ ვიყავი დეამედში, დაახლოებით ჰეალაინის ფასები აქვთ, მარა კარგად გამარკვიეს ყველაფერში მთლად 100% კმაყოფილი არ ვარ მარა იმ ორს ჯობია მგონი.
თანხაა ეხლა პრობლემა)
facepalm.gif

მოყევი რა გითხრეს. რატომ არ ხარ კმაყოფილი.

Posted by: grizly2 26 Oct 2020, 14:02
kalisto
გადანერგვის შემდეგ მკურნალობა აუცილებელიაო (მინოქსიდილი და ა.შ)
და მეორე ოპერაციაც არისო საჭირო 1 - 2 წლის მერე,
პირველი ოპერაციისას მარტო ცინა ნაწილში გინერგავენ მჭიდროდ, სავარაუდოდ იმიტო რო მეჩხერი თმა არ გქონდეს.
ჰეალაინშიც და აქაც 3500 გრაფტიო.
თალიზში მაქსუმუმ 2700იო

Posted by: kalisto 26 Oct 2020, 15:24
grizly2
გადანერგილ თმაზე უნდა იმკურნალოვო :O ეგ რა პონტია?
მე ვიცი რომ 1 წელშია შესაძლებელი გადანერგვა.

Posted by: grizly2 26 Oct 2020, 18:26
kalisto
არა, ის დანარჩენი რო შეინარჩუნოო, მარა აუცილებელიაო მინოქსიო.
ისე ზოგადად გადანერგილიც ცვივაო ხანდახან, როცა სადონორო გრაფტები აღებული არისო ქალის შედარებით ზედა ნაწილიდან

Posted by: kalisto 26 Oct 2020, 19:30
grizly2
ისეთი დასკვნა გამოვიტანე რომ მაშინ უნდა გადაინერგო თმა როდესაც იმდენი ფული გაქვს რომ არ დაგენანება ფულის გადახდა ამ "ექსპერიმენტში".
უნდა მიხვიდე და გადაინერგო, თუ გაამართლებს ხომ კარგი, თუარადა იმისი დედაც. ოღონდ უნაკეროთი უნდა გაიკეთო შრამი რომ არ დაგრჩეს და წინასწარ იმაზე შეგუებული უნდა იყო რომ შეიძლება შედეგი არ იყოს სასურველი.
თუ სიმწრით მოგროვილი ფულით გადაინერგე, ან სესხი აიღე და ბოლოს ისევ მელოტი დარჩი მაგარ ფსიქოლოგიურ სტრესს მიიღებ.

Posted by: grizly2 26 Oct 2020, 22:08
kalisto
კი გეთანხმები ეგრეა. მინდა უეჭველი რა პროსტა თანხებში გავიჭედე მაგრად ეხლა და არ ვიცი რას ვიზამ.
უნაკერო ხო არა, ძირითადად აღარ აკეთებენ ეგრე

Posted by: kalisto 27 Oct 2020, 04:34
grizly2
პრინციპში, გადაპარსული თავი ისედაც ცუდი შესახედია შრამით და უშრამოდ.
ეხლა როგორ დადიხარ, ქუდს ხმარობ ?

Posted by: grizly2 27 Oct 2020, 09:42
kalisto
თავიდან სულ ვხმარობდი, ხან ბენდენა ხან კეპი და რავი ყველანაირი ქუდი
ეხლა ხანნდახან. უნდა დაიკიდო რა, მარა ძნელი კია biggrin.gif
მიდი დეამედში კონსულტაციაზე შენი რა მიდის, კარგად გაერკვევი

Posted by: kalisto 27 Oct 2020, 18:21
grizly2
თუ დაიკიდე და ქუდის გარეშე დადიხარ რაღად გინდა გადანერგვა?

Posted by: grizly2 28 Oct 2020, 11:31
kalisto
კი რაღაც დონეზე მართლა დავიკიდე , მარა აქ უკვე შედარების თემაა რა. ბევრად მირჩევნია რო მქონდეს ისევ თმა თანხა თუ მოვიპოვე უეჭველი გადავინერგავ

Posted by: david9595 8 Dec 2020, 18:56
მეგობრებო, დაახლოებით ასეთი სიტუაციაა კაცი როცა მიდის თმის გადანერგვის კლინიკაში smile.gif.

https://www.youtube.com/watch?v=VgNQHcKklh4

ანუ მთავარია მივიდეს კლიენტი...დაგაიმედებენ, მაგრამ აი შედეგი როგორი იქნება, ეს უკვე სხვა თემაა smile.gif .
* * *
გაგიზიარებთ ჩემს გამოცდილებას:

1. თუ გამელოტების მეექვსე/მეშვიდე ხარისხი გაქვთ, ეცადეთ თავი შეიკავოთ თმის გადანერგვისგან , ვინაიდან შედეგი ახლოსაც ვერ მივა იმ მოლოდინთან, რაც გადანერგვამდე გქონდათ. იმ შემთხვევაში თუ კი გადანერგვის სურვილი ძალიან, ძალიან დიდია და ასევე გრძნობთ რომ სიმელოტე ფსიქოლოგიურად განგრევთ, მაშინ მაინც უნდა სცადოთ, უმჯობესია არა საქართველოში, შედარებით ნორმალური ფასებია თურქეთის კლინიკებში და უნდა მოიძიოთ;
2. გამელოტების პირველი, მეორე, მესამე და ჰა ჰა...მეოთხემდე მისული ხარისხის შემთხვევაში შედარებით მაღალი შანსია იმისა, რომ შედეგი იყოს კარგი ან დამაკმაყოფილებელი მაინც. მეხუთე ხარისხიც იმ რისკს განეკუთვნება, სადაც უნდა დაფიქრდეს კაცი, ღირს თუ არა საერთოდ ოპერაციის გაკეთება;
3. ოპერაციამდე კარგად უნდა გაიაზროთ თუ რომელი ხარისხის გამელოტება გაქვთ, ასევე, ჩამოაყალიბოთ "მოსალოდნელი შედეგის თქვენეული სტანდარტი"...ანუ რას უწოდებთ თქვენ წარმატებულ, კარგ, დამაკმაყოფილებელ და არადამაკმაყოფილებელ შედეგს.... ვინაიდან ერთი და იგივე შედეგი შესაძლოა სხვადასხვაგვარად აღიქმებოდეს სხვადასხვა ადამიანების მიერ...პირადად ჩემთვის კარგი/დამაკმაყოფილებელი შედეგი იქნება ის, როდესაც ტიტველი კანი დაიფარება გაჭირვებით მაინც...ერთი რამ ცალსახაა, რომ დღევანდელი ტექნოლოგიები ვერანაირად ვერ იძლევა თმის ისეთ სიხშირეს, რომელიც "სიჭაბუკეში დაგაბრუნებთ"...ეს გამორიცხულია, ვინმემ თუ სცადა თქვენი ამაში დარწმუნება, დაუყოვნებლივ გაეცალეთ ამ ექიმს;
4. გადასანერგი გრაფტების კალკულაციისას არ მოგერიდოთ და "შეყევით ექიმს დეტალებში"... ანუ ზუსტად გამოთვალეთ ის ფართობი, სადაც უნდა გადაინერგოთ თმის გრაფტები და ექიმთან ერთად განსაზღვრეთ თუ რამდენ გრაფტს გადაგინერგავენ ერთ კვადრატულ სანტიმეტრში...გაიტვალისწინეთ რომ 1 გრაფტი შეიცავს 1-დან 4 მდე ღერ თმას, მაგრამ რეალურად საშუალოდ მაინც 2 ზე გადაამრავლეთ, ანუ 1 გრაფტი=2 ღერ თმას. დღევანდელ დღეს, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ერთ კვადრატულ სანტიმეტრზე თმის ღერების მაქსიმალური რაოდენობა, რაც მიიღწევა უმაგრეს კლინიკებში, არის 90 ღერი (სიჭაბუკეში 200 ღერის ფარგლებში მერყეობს ცნობისათვის)...ანუ ეს შედეგი(90 ღერი თმა) დაივიწყეთ საქართველოში და საუკეთესო, ზეიდეალურ სიტუაციაში მიიღოთ 50 ღერი თმა კვადრატულ სანტიმეტრზე, რაც რეალურად კარგი შედეგია. ისევ აღვნიშნავ, რომ ამაზე მცირე რაოდენობის შემთხვევაშიც კი შეგვიძლია წარმატებულად მოვიაზროთ ოპერაცია, ვინაიდან დაიფარება ტიტველი კანი. დავუბრუნდეთ ისევ კალკულაციას...პირდაპირ კითხეთ ექიმს ერთ კვადრატულ სანტიმეტრზე რამდენ "პერფორატს" (გრაფტის ჩასასმელად ნახვრეტის გაკეთება) აპირებს რომ გააკეთოს და გამომდინარე სრული ფართიდან, ზედმიწევნით კარგად დაითვალეთ გრაფტების რაოდენობა და თანხაც შესაბამისი უნდა გადაიხადოთ...ანუ მსგავსი საუბარი ექიმის მხრიდან: " ძმაო, შენ დაგჭირდება რა ასე 2500-3000 გრაფტი რა" არ გამოგადგებათ, დათვალეთ მაქსიმალურად ზუსტად!
4. გაითვალისწინეთ, რომ გრაფტების გადანერგვისას, იდეალურად ჩატარებული ოპერაციისა და პაციენტის მხრიდან პოსტოპერაციულ პერიოდში ექიმის მხრიდან მიღებული რეკომენდაციების მაქსიმალური გათვალისწინების შედეგადაც კი...როგორც წესი, 10 ან 15 % გრაფტებისა იღუპება და შესაბამისად ვერ იძლევიან თმებს. თუ ამას დავუმატებთ ოპერაციისას შესაძლო ხარვეზებს ქირურგების მხრიდან, ან პოსტოპერაციულ პერიოდში მკურნალობისას დაშვებულ შეცდომებს ან პაციენტის მხრიდან წესების არასათანადოდ დაცვას, ან თქვენი კანის სპეციფიურ მდგომარეობას,..... შედეგი შესაძლოა იყო არასახარბიელო...და დიდი ეჭვი მაქვს რომ უმრავლეს შემთხვევაში მართლაც ვერ იდება წარმატებული შედეგები. ამიტომაც, არ უნდა შევიქმნათ ყალბი მოლოდინები.

ზემოთ აღნიშნული ინფორმაცია წარმოადგენს ნაწილობრივ ჩემს გამოცდილებას, ნაწილობრივ იმ ადამიანი/ებისა გამოცდილებას და ასევე გარკვეულწილად სხვდასხვა წყაროებიდან მიღებულს. გთხოვთ გაგვიზიაროთ თქვენი გამოცდილებაც და ჩავაკორექტიროთ "ჩემი ხედვები" ამ საკითხთან დაკავშირებით.

Posted by: grizly2 9 Dec 2020, 11:51
david9595
კარგი ინფოა ნამდვილად.
მადლობა მეგობარო
თითონ საქართველოს კლინიკებიდან უკეთეთესი რომელია?

Posted by: david9595 9 Dec 2020, 16:30
grizly2
ჩემი აზრით, საქართველოში არსებული თმის გადანერგვის კლინიკები თანაბარი დონის არიან, რა კრიტერიუმების მიხედვით უნდა მიენიჭოს უპირატესობა ამა თუ იმ კლინიკას, ცოტა რთული სათქმელია, ვინაიდან მაინც "ექიმების ერთი სამზარეულოა საქართველოში"...შესაძლოა ერთი კლინიკიდან მეორეში არიან გადასულები ან პირიქით. ძირითადად ეს ოთხი კლინიკაა საქართველოში:

1. https://hairline.ge/;
2. https://talizi.ge/;
3. https://tsilosani.ge/ge/;
4. https://deamed.ge/

თუ საქართველოში გეგმავთ თმის გადანერგვას, სავარაუდოდ ამ ოთხი კლინიკიდან უნდა შეარჩიოთ რომელიმე და თუ რომელი, ეს უკვე თქვენზეა დამოკიდებული, რეკლამა რომ არ გამომივიდეს, ვერცერთს ვერ გირჩევთ ამის გამო. თუ ფული გაქვთ, საზღვარგარეთ უმჯობესია. მეც ისეთივე "დაზარალებული" პაციენტი ვარ, როგორც ბევრი სხვა საქართველოში smile.gif, თუმცა იმედს არ ვკარგავ და მაინც აღმოვფხვრი სიტიტვლეს თავის არეში smile.gif. დამწყებებს კი ვურჩევ, როგორც აღვნიშნე, ფულის არსებობის შემთხვევაში კარგად შეარჩიონ საზღვარგარეთ რომელიმე კლინიკა, თუ ვერ, მაშინ საქართველოში ამ ოთხივე კლინიკაში გაიარონ კონსულტაცია და გული საითაც უკარნახებთ, იქ განახორციელონ თმის გადანერგვის ოპერაცია.



Posted by: kalisto 9 Dec 2020, 20:25
QUOTE (david9595 @ 8 Dec 2020, 18:56 )
ვინაიდან ერთი და იგივე შედეგი შესაძლოა სხვადასხვაგვარად აღიქმებოდეს სხვადასხვა ადამიანების მიერ..

თმა რომ ოდნავ შემითხელდა კეფაზე ( ვგულისხმობ უმნიშვნელო შეთხელებას) ზოგი მელოტს მეძახდა უკვე. გადანერგვა ვერ ჭრის ამ პრობლემას ძირეულად. ერთადერთი შედეგი შეიძლება ჰქონდეს ვისაც ცუდი თავის ფორმა აქვს, ისევ მელოტი დარჩეს ოღონდ თავის ფორმა შეინიღბოს.

Posted by: david9595 9 Dec 2020, 21:15
kalisto
დიახ, გასაგებია. ზოგადად კი მართლაც რთული თემაა თმის გადანერგვა...თავიდან აჟიტირებულია ადამიანი, წარმოიდგენს საკუთარ თავს წარმატებული ოპერაციის შემდეგ და ბედნიერია ოცნებებში...შემდეგ მოდის ნერვიულობა, მოლოდინის ხანგრძლივი პერიოდი და საბოლოო რეზულტატატად შეიძლება შერჩეს თავზე უნიჭო ღინღლები...მეჩხერი, გაიშვიათებული და სუსტი თმა...ბუნებრივია, თავს უიმედოდ იგრძნობ და ფიქრობ კიდეც...იქნებ უკეთესი ყოფილიყო რომ საერთოდ არ გაგეკეთებინა ოპერაცია? მაგრამ ამ დროს ჩაგესმის ექიმის სიტყვები: "იმას ხომ ჯობია რაც იყოო"(უსუსტესი არგუმენტი )... რაც ვერანაირად ვერ იქნება საიმედო, ვინაიდან შემდეგ ფიქრობ როდის უფრო უარესად გამოიყურებოდი...ოპერაციამდე თუ შემდეგ? მაგრამ თუ ადამიანს აქვს სულიერი და ფინანსური რესურსი, უნდა გააგრძელოს ოპერაცია/ები , რათა ადამიანური შედეგი მიიღოს. ამიტომ, თმის გადანერგვის მსურველებს ვურჩევ სათანადოდ შეაფასონ სიტუაცია და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღონ გადაწყვეტილება.

Posted by: kalisto 9 Dec 2020, 21:28
david9595
ზუსტად მაგას ვწერ პოსტებში, თემაც მაქვს გახსნილი მაგაზე რომ არ ღირს თმის გადანერგვა, მითუმეტეს როცა მაღალი ხარისხის სიმელოტე გაქვს.
ჰეალაინმა შემომთავაზა მხოლოდ წინა ნაწილში ჩანერგვა 4600 ლარად, თან დააყოლა რომ ბევრი ჯერდება ესეთ შედეგსო facepalm.gif

Posted by: david9595 9 Dec 2020, 22:23
kalisto
დიახ, გეთანხმებით. მაღალი ხარისხის სიმელოტის შემთხვევაში პრაქტიკულად ძალიან დაბალია იმის შანსი, რომ დამაკმაყოფილებელი შედეგი მიიღო.

Posted by: BERITA 9 Dec 2020, 22:53
........................................................................
* * *
მე მინდა თმის გადანერგვა და რომელ კლინიკას მირჩევთ?

Posted by: kalisto 10 Dec 2020, 04:59
QUOTE (david9595 @ 9 Dec 2020, 22:23 )
kalisto
დიახ, გეთანხმებით. მაღალი ხარისხის სიმელოტის შემთხვევაში პრაქტიკულად ძალიან დაბალია იმის შანსი, რომ დამაკმაყოფილებელი შედეგი მიიღო.

დაბალი კიარა ნოლია. დაბალი ხარისხის სიმელოტეზეც დროებითი ეფექტი გექნება, რადგან გადანერგვამდე დარჩენილი თმა თხემის არეში მაინც გაგცვივდება.

Posted by: david9595 10 Dec 2020, 18:38

kalisto

დაბალი ხარისხის სიმელოტის შემთხვევაში მეჩვენება რომ ოდნავ უფრო საიმედოდ გამოიყურება სიტუაცია...ვინაიდან : 1. არის შანსი იმისა, რომ ადამიანს თმის ცვენის პროცესი შეუჩერდა, ანუ დაცვივდა რაღაც რაოდენობა და დარჩენილი აღარ ცვივა და თუ კი იმ დაცვენილ ადგილზე მოხერხდა თმის გადანერგვის ასე თუ ისე წარმატებით განხორციელება, ამ შემთხვევაში გამართლებულად შეიძლება ჩაითვალოს ოპერაციის გაკეთება; 2. თუ კი გრძლედება თმის ცვენის პროცესი , ამ შემთხვევაშიც არის შანსი რომ პაციენტმა "მისდიოს" დინამიკას და მეორე ოპერაცია გაიკეთოს ახალ დაცვენილ ფართზე და ა.შ....სანამ არ შეუჩერდება თმის ცვენა და სადონორო მასალა თხემის არეში...და ასევე რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ფინანსები სანამ გაუქაჩავს, თუმცა ეს ვარინტი #2 ნამდვილად არასასურველი პერსპექტივაა, მაგრამ თეორიული შანსი და მცირე პრაქტიკულიც კი მეჩვენება რომ არის ( ვისაც ეყოფა ამის ნერვები, სადონორო მასალა, ფინანსები და ფორტუნა იმისა, რომ კარგი ქირურგების ხელში მოხვდეს).
საბოლოო ჯამში თმის გადანერგვის ოპერაციას ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ, თუმცა ჩემს შემთხვევაში ჯერ ვაგრძელებ ბრძოლას..ვნახოთ რა გამოვა...

Posted by: kalisto 10 Dec 2020, 19:50
david9595
გენეტიკურად თუ მელოტდები ვერაფრით შეაჩერებ ამ პროცეს, ძალიან იშვიათია როდესაც თმის ცვენა რაიმე დაავადების ბრალია, 90-95 პროცენტი შემთხვევებისა არის "მამაკაცური თმის ცვენა" რომელსაც არაფერი შველის. დროის, ფულის და ნერვების ხარჯზე შეგრჩება ტლოპინა თავი. ჩვენი ფულისმკეთებელი ექიმები კარგად იცი, ტყუილად დაგაიმედებენ და ჯიბეში ხელს ჩაგიყოფენ .

1. გადაინერგავ და "ორი ღერი თმა" გექნება თავზე , ზოგი ისევ მელოტიაო იტყვის შენზე... 2. ნოლზე გადაიპარსავ თავს და უნდა შეეგუო ბედს რომ ვიღაც ყოველთვის იტყვის შენზე კარგი წამოსარტყმელი თავი აქვსო და ათასი მსგავსი ნეგატივი იქნება. 3. პარიკს იხმარ და იმის შიშში იქნები სულ სადმე არ მოგძვრეს და არ შერცხვე ხალხის წინაშე, თუ ახალ მეგობრებს შეიძენ შინაგანად ყოველთვის ჩაკეტილი იქნები , რადგან რაღაცას მალავ. 4. გამუდმებით ქუდით თუ ივლი , კომპლექსიანის სახელი გექნება ზურგს უკან.
5. თავზე ტატუ არაბუნებრივია , კლოუნის ან არასერიოზული ადამიანის შთაბეჭდილებას დატოვებ. 6. ტალავერზე აღარაფერს დავწერ. 7. ტონალური კრემი გადაპარსულ თავზე. დამეთანხმები რომ რაც უფრო ღია ფერის კანი აქვს ადამიანს მით უფრო ცუდი შესახედია მოტვლეპილი თავი, შავგვრემნები და ნიგერები ბევრად კარგად გამოიყურებიან გადაპარსულ თავში, ტონალური მოაგვარებს ამ პრობლემას, თუმცა მელოტი ნარცისის იარლიყი მოგეწებება სამუდამოდ.
გამოსავალი ერთია, უნდა დაიკიდო, ოღონდ მართლა და არ ისე, კომპლექსი რომ აქვს აშკარად და ამბობს მკიდიაო. უნდა დაიკიდო 100 პროცენტით და შინაგანად დაისვენებ, მაგრამ იოლი არაა ეს ყველაფერი.

Posted by: BERITA 10 Dec 2020, 21:06
მეგობრებო გადანერგვა ყოველთვის გამართლებულია, ფაქტია მუშაობას ეს პროცესი

Posted by: david9595 10 Dec 2020, 21:08
kalisto

დიახ მეგობარო, მართალს ბრძანებთ, საუკეთესო გამოსავალი დაკიდებაა, მაგრამ ძალიან რთულია ეს ამბავი და ზუსტად ამის გამო არსებობენ თმის გადანერგვის კლინიკები...ზოგი იკიდებს, ზოგი ვერ...შედეგი კი უმრავლეს შემთხვევაში გადანერგვის შემდეგ სამწუხაროდ არადამაკმაყოფილებელია. ასევე, მართალია, "მამაკაცური თმის ცვენა"...ამასაც არ შველის არაფერი, თუმცა ეს ყოველთვის არ ნიშნავს იმას, რომ მეექვსე ან მეშვიდე ხარისხის სიმელოტემდე უნდა მივიდეს აუცილებლად ადამიანი...ვგულისხმობ იმას, რომ არსებობენ ისეთი ხანში შესულები, მაგალითად 60 წელს გადაცილებულები, რომელთაც "მამაკაცური თმის ცვენის" გამო გაცვენილი აქვთ თმები შუბლის მიდამოებში საკმაოდ ბევრი, მაგრამ თხემის გარკვეული ნაწილზე და გვირგნზე არ აქვთ გაცვენილი. ანუ ეს ის შემთხვევაა, თუ მსგავისი ტიპის ადამიანი გადაინერგავს დაცვენილ ფართზე თმას და წარმატებული აღმოჩნდება ( ვგულისხმობ არა ორცალი ღერი თმის ამოსვლას, არამედ ისეთნაირ წარმატებას, რომელსაც აღწევენ კარგი კლინიკები საზღვარგარეთ და ზოგჯერ გაჭირვებით ქართული კლინიკები) , მაშინ აღნიშნული პერსონა იქნება ბედნიერი. მესმის კარგად რომ მსგავსი შემთხვევები სტატისტიკურად ცოტაა და "მამაკაცური თმის ცვენა" უმრავლეს შემთხვევაში ბოლომდე გაგვამწარებს...აი ასეთია სამწუხარო რეალობა. თორემ კლინიკაში მისულს ვის ეტყვიან რეალურ პერსპექტივებს? smile.gif კიდევ ერთხელ დავდებ ამ ლინკს: "კაკაია გალავა" smile.gif : https://www.youtube.com/watch?v=VgNQHcKklh4

Posted by: kalisto 10 Dec 2020, 21:39
david9595
თუ კომპლექსი გაქვს გადანერგვა ვერ გიშველის, თუ კომპლექსი გაქვს მხოლოდ სრულყოფილი შედეგი დაგაკმაყოფილებს. ის ვინც ბოლომდე არ გამელოტდა ბუნებრივად შეუჩერდათ თმის ცვენა და არა ექიმებმა შეუჩერეს.

სიმელოტე კომპლესია თუ სოციალური პრობლემა? რას ფიქრობ ამაზე.

Posted by: david9595 10 Dec 2020, 21:56
რა თქმა უნდა, ვინც ბოლომდე არ გამელოტდა, ბუნებრივად შეუჩერდათ თმის ცვენა, როგორც წინა პოსტში აღვნიშნე : ) . ექიმებით და წამლებით თმის ცვენის შეჩერების მცდელობა (თუ კი ეს როგორც თქვენ უწოდებთ სამართლიანად "მამაკაცური თმის ცვენით" არის განპირობებული და არა რაიმე დროებითი კანის დაავადებით გამოწვეული ლოკალურად) არის ილუზია, ფულის გადაყრა და ნერვების მოშლა.
სიმელოტე რომ კომპლექსია მგონი ეს ცალსახაა : ), არამგონია სოციალური პრობლემა იყოს.

Posted by: kalisto 10 Dec 2020, 22:21
david9595
იმას გულისხმობ რომ როდესაც მელოტდები შენ არ მოგწონს შენი თავი და ამის გამო კომპლექსდები? საზოგადოებასთან და კონკრეტულად საპირისპირო სქესთან ყველაფერი ხუთიანზეა? მე არ ვფიქრობ რომ ეგრეა. მე ვფიქრობ რომ როდესაც შენი თავი არ მოგწონს მტკივნეულად განიცდი უმნიშვნელო რამესაც ამასთან დაკავშირებით, ის აფსურდია რომ არაფერი არ ხდება ნეგატიური დ ამას შენ ქვეცნობიერში იგონებ.

Posted by: david9595 11 Dec 2020, 13:59
kalisto
ცოტა რთული თემაა მეგობარო...ჩემი აზრით საზოგადოებას სულ კიდია გავმელოტდებით თუ არა...რაც შეეხება საპირისპირო სქესთან ურთიერთობაში...რა თქმა უნდა "თმიანი სტატუსით ფიგურირება" უმჯობესია : ) , მაგრამ არა მგონია რომ ამ დეტალმა გადამწყვეტი როლი შეასრულოს ურთიერთობის ჩამოყალიბება/განსაზღვრაში. საკუთარ თავში როდესაც არ მოგვწონს რამე, რა თქმა უნდა მტკინვეულად განვიცდით.

Posted by: kalisto 11 Dec 2020, 15:58
david9595
თუ უმნიშვნელო ნაკლია სიმელოტე, მაშინ რატომ არ იკიდებს ყველა. რატომ არის ამდენი თმის გადანერგვის კლინიკები, რატომ უნდა გადაიხადო დიდი ფული გადანერგვაში რომელიც არ არის შედეგიანი. გადაიპარსე და ეგაა!

Posted by: mGeLo777 12 Jul 2021, 17:51
გადავინერგე და ეს მკურნალობა მაგარი მურტალი რამეა biggrin.gif ჯერ ოპერაცია 13 საათს გაგრძელდა


Posted by: kalisto 12 Jul 2021, 19:26
mGeLo777
როდის გადაინერგე?

Posted by: mGeLo777 12 Jul 2021, 20:46
kalisto
9 ში



..................................................

Posted by: kalisto 12 Jul 2021, 21:06
mGeLo777
მერე რაღაზე მკურნალობ? ნაწიბურებზე თუ რაზე?

Posted by: mGeLo777 12 Jul 2021, 21:15
kalisto
ხო ანუ მზეზე გასვლა არ შეიძლება ოფლიანობა და ვზივარ სახლში
2 ღამე მჯდომარე მდგომარეობაში მეძინა
+ დიეტა არის დასაცავი

1 თვე არანაირი ალკოჰოლი + სიგარეტი ჩილიმი და ესეთები

არანაირი აუზი საუნა 1 თვე + დარბაზი

დღეს პირველად დავიბანე თავი სპეციალური შამპუნით ავიქაფე და ნელ ნელა დავიდე ხელი მერე ერთიანად ჩამოვირეცხე სპეციალური ჭურჭლით ესე უნდა იყოს 1 თვე

კიდე კაი თურქეთში არ წავედი და არ გავიკეთე

Posted by: kalisto 12 Jul 2021, 21:29
mGeLo777
1 თვე არაუშავს, მთავარია შედეგი კარგი გქონდეს. რამდენი გრაფტი გადაინერგე?

Posted by: mGeLo777 12 Jul 2021, 21:35
kalisto

4500



9000 ლარი ჯდებოდა და ფასდაკლება იყო 50%იანი



Posted by: kalisto 12 Jul 2021, 21:49
QUOTE (mGeLo777 @ 12 Jul 2021, 21:35 )
kalisto

4500



9000 ლარი ჯდებოდა და ფასდაკლება იყო 50%იანი

ნორვუდის რომელ სკალამდე იყავი გამელოტებული?


Posted by: mGeLo777 12 Jul 2021, 22:13
kalisto
ცვეტში არ ვიცი



.......................

Posted by: kalisto 13 Jul 2021, 18:37
mGeLo777
ანუ, მაგრად იყავი გამელოტებული თუ შეთხელებული გქონდა თმა?

Posted by: mGeLo777 13 Jul 2021, 21:10
kalisto
/.....................................................

Posted by: kalisto 13 Jul 2021, 21:16
mGeLo777
მაგრად არ ყოფილხარ ისე. მერე რაც გქონდა გადანერგვამდე აღარ გაგცვივდებაო? თხემის არეში ვგულისხმობ.

Posted by: mGeLo777 13 Jul 2021, 21:36
kalisto
QUOTE
მაგრად არ ყოფილხარ ისე. მერე რაც გქონდა გადანერგვამდე აღარ გაგცვივდებაო? თხემის არეში ვგულისხმობ.

არადა მაგრად ვიყავი biggrin.gif

კი მოვლა უნდა მერე მე მთელი 5 წელი ყოველ დღე ქლორიან წყალში მქონდა თავი და საუნაში facepalm.gif


Posted by: kalisto 13 Jul 2021, 21:50
mGeLo777
მაგრად მე მაქვს მეგობარო. ზემოთ თითქმის აღარ მაქვს თმა, ბჩოლკები მაქვს ცოტა დარჩენილი.
ვიცი რომ ჩემ შემთხვევაში კარგი შედეგი არ მექნება და მაგიტომ არ ვინერგავ. არადა წლებია მაწუხებს ეს პრობლემა.

Posted by: mGeLo777 13 Jul 2021, 21:59
kalisto
ვა ცუდია რამდენი წლის ხარ?

მე რომ ეხლა არ გამეკეთებინა მერე დავიწყებდი 0ზე გადაპარსვას და მივეჩვევოდი და არ მინდოდა ეგრე


ეხლა კარგად ვუვლი ცოტა დავფიქრდი და სხვანაირად მივუდექი ამ საკითხს


ყველანაირად ვეცდები რომ შედეგი დავდო

Posted by: kalisto 13 Jul 2021, 22:16
mGeLo777
36 ის ვარ. სადღაც 22 წლისას დამეწყო და 28 წლის ასაკში ბოლომდე გავმელოტდი.

შედეგის დადებაში რას გულისხმობ? თუ მთელი ცხოვრება განსაკუთრებულად უნდა მოუარო ეგეთი თმაც არ მინდა. აი, ღერებს რომ ითვლი თავზე.

0 ზე გადაპარსვა იმენა მაგრად არ მევასება, პროსტა სხვა გზა არაა. ძირითადად ქუდს ვხმარობ და ეგაა.

Posted by: mGeLo777 13 Jul 2021, 23:05
kalisto
10 წლით უფროსი ყოფილხარ მეც 28მდე რომ მომეცადა ეგრე ვიქნებოდი დიდი ალბათობით

ანუ მოვლაში ვიგულისხმე საუნა მაგალითად ისედაც არაა საჭირო ყოველ დღე 100 გრადუსში 30 წუთი

და როცა შევალ სპეციალური ქუდით



Posted by: kalisto 14 Jul 2021, 06:22
mGeLo777
თუ ეგრეა მოუარე ძმა. დამიჯერე მაგარი ცუდია გამელოტება, სხვა ცხოვრება იწყება ესეთ დროს.

Posted by: mGeLo777 14 Jul 2021, 12:07
kalisto
კი ძმაო მაგიტომ გადავიხადე თანხა თორე მაგ ფულით ეხლა ანტალიაში ვიქნებოდი biggrin.gif

Posted by: kalisto 14 Jul 2021, 13:57
mGeLo777
ჩემ შემთხვევაში აზრი არ აქვს თორემ გადავინერგავდი. მომწერე მერე ძმა როგორი კმაყოფილი იქნები.

Posted by: mGeLo777 14 Jul 2021, 14:48
kalisto
კაი ჩემო ძმაო


.................................

Posted by: Lasha244 22 Jul 2021, 15:36
27 წლის ვარ, ახლა აღარ მცვივა თმა მაგრამ რაღაც დონეზე შემითხელდა შუაში და წინ მაქვს გაცვენილი შუბლთან. 5 წელია დაახლოებით ამ თემას ვეჭიდავები,ხან გადავიპარსე,ხან ცვილებით უკან გადავიწიე,ხან გვერდზე,ყველანაირად ვეცადე რომ დამემალა ეს ყველაფერი მაგრამ შედეგი 0. თავს ატყუებ ამ ხრიკებით,მეტი არაფერი.
არავინ არ თქვას რომ დაიკიდა და ვსო ყურადღებას აღარ აქცევს,გვინდა თუ არა ეს დიდი კომპლექსია და სტრესზე აღარაფერს ვამბობ. რაც შეეხება საზოგადოებას,მსუბუქი ბულინგი მაინც მოდის,ეს რაღაც პონტში უფრო მოქმედებს შენზე და გიკარგავს მუღამს ყველანაირს.
თან როცა დასაოჯახებელი ხარ,ათასი უაზრო ფიქრი გიტრიალებს თავში. ახლა ვფიქრობ რომ გადავინერგო და რა გამოვა არ ვიცი. საგანგაშოდ არ მაქვს, 6 და 7 ხარისხის დაზიანებას რომ ეძახიან. უბრალოდ ეს გადანერგვის შემდგომი მკურნალობა და აკრძალვები მაფიქრებს,რამდენი ხანი გეკრძალება ოფლიანობა,ალკოჰოლი,ფიზიკური დატვირთვა,და მოვლა თავისთავად როგორ ხდება... რაღაცები კი წავიკითხე მაგრამ რავიცი...
ასე მგონია 20 წელიც რომ გავიდეს მაინც ვერ შევეგუები უთმოობას,გადაპარსვაც მიტყდება,უფრო ჩანს წინ გაცვენილი,ქუდი არ მევასება :დდდ

Posted by: kalisto 25 Jul 2021, 17:03
QUOTE (Lasha244 @ 22 Jul 2021, 15:36 )
არავინ არ თქვას რომ დაიკიდა და ვსო ყურადღებას აღარ აქცევს,გვინდა თუ არა ეს დიდი კომპლექსია და სტრესზე აღარაფერს ვამბობ. რაც შეეხება საზოგადოებას,მსუბუქი ბულინგი მაინც მოდის,ეს რაღაც პონტში უფრო მოქმედებს შენზე და გიკარგავს მუღამს ყველანაირს.
თან როცა დასაოჯახებელი ხარ,ათასი უაზრო ფიქრი გიტრიალებს თავში. ახლა ვფიქრობ რომ გადავინერგო და რა გამოვა არ ვიცი.

ბაზარი არაა, მეც სულ მაგას ვაბმობ რომ უმეტესობას კომპლექსი აქვს, უბრალოდ იციან რომ ესეთ დროს კომპლექსი უარესია და ამბობენ კომპლექსი არ მაქვსო. არადა ჩემი დაკვირვებით 80-90 პროცენტს კომპლექსი აქვს.
რაც შეეხება მსუბუქ ბულინგს ესეც ნამდვილად არსებობს, სამქე იმაშია რომ რატომღაც ამ ნაკლზე ხუმრობა ჩვეულებრივ მოვლენად ითვლება. მაგალითად : ვინმეს თუ სახეზე დამწვრობისგან შრამი აქვს ამაზე ხუმრობა არანორმალურად ითვლება, მაგრამ თუ ვინმეს მოტვლეპილი თავი აქვს ამაზე ხუმრობა ნორმალურად ითვლება. იმაზე არავინ ფიქრობს რომ ამ ნაკლის უკან ადამიანის ემოციები დგას. აი, მე გეტყვი რომ სახეზე დიდი შრამი მირჩევნია მელოტ თავს.
მეორე კიდევ ის მომენტია, "მე მაქვს და შენ არა", ამით თითქოს ნაკლები ხარ მათზე.
ხშირად მოისმენ სუსტი სქესისგან რომ კაცი ხარ და მერე რა მოხდა და ეგეთები. არადა უმეტესობა ქოჩორა კაცებს ანიჭებს უპირატესობას.
ესეთი გამოთქმაც არსებობს: ნუ განსჯი სხვას იმაზე რაც შენ თავზე არ გამოგიცდია.


ჩემი რჩევა იქნება რომ ქუდით სიარულს მიეჩვიე, ესეთ დროს აირიდებ ნეგატიურ დამოკიდებულებას საზოგადოების მხრიდან. ჯობია იმაზე იფიქროს ვინმემ თუ რატომ გახურავს ქუდი, ვიდრე შენი უხილავი საზღვარი გადმოკვეთოს და ნეგატიურად შეგეხოს.
ამას იმიტომ ვამბობ რომ თმის გადანერგვა უშედეგოა!


პ.ს ყველა ჩვენსავით არ ლაპარაკობს ამ პრობლემაზე, არადა დამიჯერე ძალიან ბევრს აქვს იგივე პრობლემა.

Posted by: Droid 26 Jul 2021, 01:41
mGeLo777

თურქეთში არ ჯობია? თუ აქაც იგივენაირად ნერგავენ?

მე მაინტერესებს ვისაც გადანერგილი აქვს შეჭრილს რატომ უტოვებენ მაინც შუბლზე გვერდებზე? თუ ნერგავენ წესიერად გადანერგონ მანდაც გადანერგონ ბარემ, ბუნებრივად არ აკეთებენ

Posted by: kalisto 26 Jul 2021, 04:09
Droid
რაც უფრო მელოტი ხარ მით უფრო ნაკლებია შედეგი. წარმოიდგინე რომ გადაინერგე 5000 გრაფტი (გრაფტში 1,2,3 ღერი თმა არის) ვთქვათ რომ 10 000 ღერი თმა. ადამიანს თავზე მიახლოვებით 150 000 ღერი თმა აქვს.
თხემის არეში (სადაც თმა ცვივა) მიახლოვებით 70 000 ათასი თმის ღერი არის საჭირო ხშირი თმა რომ გადანერგონ. ამის რესურსი თავზე არ მოიპოვება, ამიტომ სხეულის სხვა ნაწილებიდან ნერგავენ თმას. ადამიანის სხეულზე 10 ჯერ უფრო ნაკლები თმა არის ვიდრე თავზე.
10 000 ათასამდე გრაფტი ის რაოდენობაა რომლითაც ამაყობენ თმის გადანერგვის კლინიკები . ანუ, მაქსიმუმ 18 000-20 000 თმის ღერი შეუძლიათ ჩაგინერგონ. თუ 6,7 სკალამდე ხარ გამელოტებული ეს რაოდენობა არასაკმარისია სრულყოფილი შედეგისთვის.

Posted by: mGeLo777 26 Jul 2021, 12:12
Droid
QUOTE
თურქეთში არ ჯობია? თუ აქაც იგივენაირად ნერგავენ?

არა ალბათ არ ვიცი მე უკვე კმაყოფილი ვარ აქ რომ გადავინერგე იმიტო ბევრი კითხვა გამიჩნდა და მივწერ და ეგრევე მპასუხობენ
ანალიზებიც ასაღებია გადანერგვიდან 10 დღის მერე რომ წამალი დანიშნონ მოკლედ მე მომწონს არჩევანი

Lasha244
QUOTE
უბრალოდ ეს გადანერგვის შემდგომი მკურნალობა და აკრძალვები მაფიქრებს,რამდენი ხანი გეკრძალება ოფლიანობა,ალკოჰოლი,ფიზიკური დატვირთვა,და მოვლა თავისთავად როგორ ხდება

1 თვე არ შეიძლება ალკოჰოლი სიგარეტი
ოფლიანობა 2 კვირა ფიზიკური დატვირთვაც ეგრე
თავიდან პირველი 5 დღე დიეტა არის დღის მეორე ნახევრის შემდებ 1ლ წყალზე მეტის მიღება არ შეიძლება
ესეთი პატარ პატარა აკრძალვებია


მოვლა არ მერთულება უკვე მივეჩვიე 2 თვე დილით და ღამით 1 - 1 ტაბლეტის დალევა მიწევს და ეხლა ჩვეულებრივ ულტრადამატენიანებელი შამპუნი დამინიშნეს და მაგით ვიბან თავს


Posted by: tester29 31 Jul 2021, 14:33
გამარჯობათ,
როგორც ვიცი, დღეისათვის არსებობს 3 რეალური აპრობირებული ვარიანტი.
1) finasteride+ minoxidil+ dermaroller, რეჟიმის დაცვა და არაებულის გამოსწორება. შესაძლებელია გადანერგვაც.
2) hair system
3) შეგუება, საკუთარი თავის მიღება როგორიც ხარ+ მთელი სხეულის ვარჯიში(განსაკუთრებით კისრის). მელოტი თავი თხელ კისერზე კარგად არ გამოიყურება.

Posted by: Lasha244 2 Aug 2021, 12:32
kalisto

QUOTE
ხშირად მოისმენ სუსტი სქესისგან რომ კაცი ხარ და მერე რა მოხდა და ეგეთები. არადა უმეტესობა ქოჩორა კაცებს ანიჭებს უპირატესობას.


ეგრეა კი. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით გოგოებს როგორი ბიჭები უფრო მოსწონთ.

QUOTE
ჩემი რჩევა იქნება რომ ქუდით სიარულს მიეჩვიე, ესეთ დროს აირიდებ ნეგატიურ დამოკიდებულებას საზოგადოების მხრიდან. ჯობია იმაზე იფიქროს ვინმემ თუ რატომ გახურავს ქუდი, ვიდრე შენი უხილავი საზღვარი გადმოკვეთოს და ნეგატიურად შეგეხოს.


რჩევისთვის მადლობა,ვეცდები,იქნებ რამენაირად მოვიხდინო კიდევაც ქუდი. მაგრამ ეს ჩვეულებრივი ქუდები არ მევასება და რა ვქნა :დ

Posted by: Pey1 5 Oct 2021, 00:20
mGeLo777

აბა როგორი შედეგი გაქვს მეგობარო, ხარ კმაყოფილი?

Posted by: mGeLo777 5 Oct 2021, 11:29
Pey1
4 დღეში ხდება 3 თვე

3 თვის მერე იწყებს ამოსვლას გადანერგილი თმა თვეში 1 სმ

უკვე ეტყობა და მაგრად მისწორდება love.gif

Posted by: Pey1 5 Oct 2021, 17:47
mGeLo777

კაია, გილოცავ, იმედია თითოეული გრაფიტი გასამდება, თუ გახუთდება, თუ როგორცაა biggrin.gif

სად გადაინერგე? თუ საიდუმლო არაა

ეხლა, ვიზუალურად გეტყობა სიწითლეები? ანუ ქუდით გიწევს მოძრაობა თუ როგორაა ეგ ამბავი?

Posted by: mGeLo777 5 Oct 2021, 20:24
Pey1
მადლობა

სიწითლე ცოტა

დეამედში რა თქმა უნდა love.gif biggrin.gif



QUOTE
ანუ ქუდით გიწევს მოძრაობა თუ როგორაა ეგ ამბავი?

araaa

Posted by: Pey1 5 Oct 2021, 23:52
mGeLo777

ხოო, დეამედი მყავს მეც მიზანში biggrin.gif

უბრალოდ, ამდენი წვალება ისა ესა, ძაან მეზარება, თან ჯერ კრიტიკული მდგომარეობა არაა…))

Posted by: mGeLo777 6 Oct 2021, 00:37
Pey1
რავი მე ივლისში გავიკეთე
დავიკიდე სეზონი biggrin.gif
ეხლა შედეგს რომ ვხედავ მიხარია



Posted by: Pey1 6 Oct 2021, 14:09
mGeLo777

კაია, კაი, წარმატებები

მერე, იმედია, before/after-ს დადებ biggrin.gif

Posted by: mGeLo777 6 Oct 2021, 15:55
Pey1
მადლობა შენც ასევე

კი არაა პრობლემა

Posted by: Oberin1 18 Nov 2021, 02:32
mGeLo777
თმების გადანერგვის შემდეგ თავზე სიწითლე რამდენი ხანი გქონდა?? აი ნაწიბურები რაც არის??

ის ადგილები საიდანაც თმა ამოიღეს ცუდად ხოარ დარჩა ნაიარევივით?

და შემდეგ რაღაც პროცედურაა მთელი ცხოვრება უნდა ჩაატაროო მე მითხრეს და ვერ გავიგე რა :დდ წამლები უნდა ვსვა თუ რაიმე დავისხა თავზე? როგორ უვლი შენ?

Posted by: mGeLo777 18 Nov 2021, 14:33
Oberin1
QUOTE
თმების გადანერგვის შემდეგ თავზე სიწითლე რამდენი ხანი გქონდა?? აი ნაწიბურები რაც არის??

სადღაც 3 თვე წინ უფრო მეტყობოდა
ეხლა დაიწყო ამოსვლა უკვე და წერტილებივით მაქვს biggrin.gif

QUOTE
ის ადგილები საიდანაც თმა ამოიღეს ცუდად ხოარ დარჩა ნაიარევივით?

არა

QUOTE
და შემდეგ რაღაც პროცედურაა მთელი ცხოვრება უნდა ჩაატაროო მე მითხრეს და ვერ გავიგე რა :დდ წამლები უნდა ვსვა თუ რაიმე დავისხა თავზე? როგორ უვლი შენ?

ინდივიდუალურია
მე ეხლა დამრჩამ ხოლოდ 1 წამლის მიღება 6 თვე აქვს ვადა 2 დღეში ერთხელ ვსვამ
და კვირა დღეს კრემი მაქვს 1 საათი ვიჩერებ და შამპუნით ვიბან
დანარჩენ დღეებში ულტრადამატენიანებელი მაქვს სხვა შამპნუნი
რომ ის თმები არ დავკარგო რაც მქონდა :დ

Posted by: Oberin1 18 Nov 2021, 15:22
mGeLo777
ვაა გასაგებია დიდი მადლობა, და კიდე ერთი კითხვა, აი რო გადავინერგავ რამდენი ხანი მექნება შენი აზრით ეგ სიწითლეები გამოკვეთილად?

ერთი თვის შემდეგ არ იწყებს ცოტა დაცხრომას?

Posted by: mGeLo777 18 Nov 2021, 15:45
Oberin1
არაფრის რისი მადლობა

არამგონია მინიმუმ 2 თვე მაინც გექნება ნუ წინ მაინც
მე ეგრე მქონდა გვირგვინზე უფრო მალე გამიქრა წინ მემჩნეოდა
მაგრამ ლაითად და გადავიდა ნელ ნელა

Posted by: zipo-zipo 3 May 2022, 19:29

mGeLo777
რომელ კლინიკაში გადაინერგე?




Posted by: mGeLo777 3 May 2022, 22:45
zipo-zipo
დეა მედში

შედეგი 10/10

Posted by: Brdzenkaci 8 May 2022, 21:05
ხალხებო, ვაპირებ გადანერგვას ან მიკრო ან ტრიქოპიგმენტაციის გაკეთებას, მაინტერესებს თქვენი გამოცდილება როგორია, რა ფასებია დაახლოებით, სად ჯობს მისვლა და ა.შ. იქნებ დამაკვალიანოთ ვინმემ, მადლობა <3

Posted by: mishoji 5 Sep 2022, 00:56
მეგობრებო. გადანერგვისას კისრიდანაც ხდება თმის აღება?

Posted by: mGeLo777 9 Sep 2022, 15:43
kalisto
Pey1
1 წლის შედეგი იმას რაც მქონდა 1000ჯერ სჯობს biggrin.gif


user posted image

user posted image

Posted by: daniretaxe 12 Jan 2023, 15:55
თალიზის 2500 ლარიან გადანერგვაზე რას უტყვით? ღირს? თუ წყალში გადაყრაა ფულის

Posted by: gio_juventino 24 Jan 2023, 12:52
გადანერგვის შემდეგ , გადანერგილ არეში, მანამდე მყოფი თმაც რომ სცვივა ეგ ნორმალურია ?

Posted by: mxecisnishani 31 Aug 2023, 15:28
ხშირად აქებენ ხოლმე და ძალიან კარგი აღმოჩნდა https://kani.ge/ge/%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/%E1%83%97%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%95%E1%83%90. ბევრი მომსახურება აქვთ და თმის გადანერგვა მათ შორის


Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)