წყალი, გაზი და დენი თუ მიყვანილია ნახევარი საქმე გაკეთებული გქონია
ერთი წლის წინ სადღაც 4 000 დოლარი დამიფასეს 160 კვადრათი სათბური
თითონ მოვიდოდნენ, დაადგენდნენ ქარის მიმართულებას ზუსტად და გეტყოდნენ სად და რა მიმართულებით უნდა ქონოდა სათბურს სიგრძე.
დაამონტაჟებდნენ, სანიავებლებსაც დაუყენებდნენ, ზაფხულში გვერდები ეხსნებოდა რო მრავალწლიანი კულტურის შემთხვევაში არ გაფუჭებულიყო და გარანტიასაც გაძლევდნენ რო თუ ქარს კარებს არ დაუტოვებდი ღიას ვერაფერს დააკლებდა გრიგალიც კი
გათბობასა და კონდიცირებას ცალკე ითვლიდნენ და დენის შემთხვევაში ერთი სათბურის თანხა დამითვალეს
გაზზე გათბობა გაცილებით იაფი გამოდიოდა
ეს თუ თითონ გააკეთებიებდი ყველაფერს
მერე მე რო ძალიან მეძვირა და მივდექ მოვდექი ნუ იმასთან შედარებით კაპიკებში ვაპირებ გაკეთებას მაგრამ ამას მიდგე და მოდგე უნდა აუცილებლად
100 ტრუბების რაღაც რაოდენობა მაქვს, ძმაკაცი მყავს სვარჩიკი და უფასოდ დავამონტაჟებო, მასალა დავიანგარიშე და თავისი ცელოფანით 1500 ლარი მიჯდება ასე 120-130 კვადრატი სათბური
მასალაშ შედის ძირითადათ ცელოფანი და ტრუბაკვადრატი
გათბობის გარეშე რათქმაუნდა
გათბობა რა დამიჯდება ჯერ არ გამირკვევია
ასე რომ შენზე არის დამოკიდებული დიდ თანხას გადაიხდი და გარანტირებულს გააკეთებ თუ მცირე თანხით გარანტიის გარეშე და შენი წვალების ხარჯზე