#61125626 · 30 Mar 2024, 18:01 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
INKVISITOR
QUOTE | 21-ე საუკუნეში რეგენერატორი მაგარი "გიჟობაა" |
საკმაოდ პოპულარულია თუ გადახედავ რამდენს აწყობენ ათასნაირი ახალ-ახალი ვარიაციებით ))) თავის ჭიას ახარებენ ვისაც რადიო და სარჩილავი უყვარს )))
QUOTE | ამას რაც შეეხება, თუ სწორად მივხვდი, Q1-ზე არის მაღალი სიხშირის გამაძლიერებელი (საერთო ბაზით), ხოლო Q2-ზე - თავად რეგენერატორი, ინდუქტიური (L3) უკუკავშირით. უკუკავშირის კოეფიციენტი იცვლება VC2-ით. სიხშირე განისაზღვრება L2VC1C3D3 რხევითი კონტურით, რომელიც იცვლება VC1-ის ტევადობით და D3-ის (ვარიკაპია ალბათ) შიდა ტევადობით, რომელიც დამოკიდებულია მასზე მიცემული ძაბვით (VR2-ის მეშვეობით) |
კი, ოღონდ D3 - 1N4004 ჩვეულებრივი გამმართველი დიოდია (400V, 1A) და ვარიკაპის როლში ზის შებრუნებით ))) 15 პიკოფარადი აქვს გადასასვლელის ტევადობა და ძაბვის ცვლასთან ერთად იცვლება.
QUOTE | ველის ტრანზისტორის ელექტროდებს ქართულად რა ჰქვია ხომ არ იცი ? |
სხვადასხვანაირ თარგმანებს ნახავ, ზოგი პირდაპირ ინგლისურიდან, ზოგი რუსულიდან... ჩემი აზრით პირდაპირი თარგმანები არ გამოდგება, მაგალითად "კარიბჭე", "წყარო", "ამოსადენი" სისულელეა... არც არის საჭირო თარგმნა, არხი საქართველოში და ქართულ ენაში რამე ახალი მოვლენა და ენობრივად დასამკვიდრებელი არ არის, დიდი ხანია არსებობს არხებიც და მასთან დაკავშირებული ტერმინებიც, ამ შემთხვევაში "საკეტი", "შესადინარი", "გასადინარი". ნებისმიერ არხს აქვს შესადინარი და გასადინარი და ზოგიერთს საკეტიც )))
This post has been edited by RedShark on 30 Mar 2024, 19:02
|