თუ მარტივი თამაშების შექმნა გინდა ინდივიდუალურად და ინტერესი ენთუზიაზმის დონეს არ სცდება(სადაც შეიძლება მცირე კომერციული დაინტერესებაც იპოვო), შეგიძლია ისწავლო unity3D რომელსაც საკმაოდ ბევრი feature_ები გააჩნია მსგავსი თამაშების შესაქმნელად. ასევე არსებობს უამრავი asset ების პაკეტებიც, რომ ყველაფრის კეთება თავიდან არ დაიწყო. თუ რამე სერიოზული მიზნები გაქვს და გინდა მომავალში ზოგადად 3D პროგრამირებას(მათ შორის ერთ ერთი ვარიანტია Game Delevelopment) გაყვე, გირჩევ რომ ისეთი ტექნოლოგიები გაარჩიო, როგორიცაა DirectX ან Open GL. რათქმაუნდა მეტი შრომა და დრო დაგეხარჯება. სამოყვარულო დონეზე გარჩევას აზრი არ აქვს. ბოლომდე უნდა მიყვე.
ეს ლინქი იდეალური რესურსია ვისაც DirectX ის სწავლა უნდა
http://d3dcoder.net/ . პირადად მე ჩემი ცოდნის გასაღრმავებლად ამ რესურსით ვსარგებლობ. თავიდან წოტა მოსაწყენია მაგრამ რაც უფრო ჩაიძირები 3D სამყაროში მით უფრო მიგიზიდავს. მთავარია არ დანებდე...