#56791798 · 5 Sep 2020, 21:58 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობათ. მინდა ჩემს პრობლემა ზე მოგიყვეთ და იქნებ გვირჩიოთ რამე. მეუღლემ გაუკეთა ანალიზი gbs ზე და დადებითი იყო. ვიყიდეთ ამპიცილინი 10 ც, რომელიც უშუალოდ მშობიარობის დროს უნდა გაკეთებულიყო. მეუღლემ თქვა რომ 3 ის გაკეთება მოესწრო მშობიარობამდე, დანარჩენი მერე გაუკეთეს . ბავშვი დაიბადა ჯანმრთელი , მაგრამ როგორც აღმოჩნდა აქვს სტრეპტოკოკი, ის რაც არ უნდა გადასულიყო. დღეს უნდა გავეწერეთ , მაგრამ ზედა ზღვარზეაო და დაგვტოვეს თან რაღაც ულტრაიისფერ გამოსხივებიან ყუთში ჩააწვინეს. იქნებ ვინმეს გაქვთ რამე გამოცდილება და რჩევა მოგვცეთ... 2 ში დაიბადა ღამის 3 საათზე. ვიცი რომ დროსაც დიდი მნიშვნელობა აქვს... ძალიან ვნერვიულობთ, რაც წავიკითხე საკმაოდ საშიში რაღაცა არის და ცუდ რაღაცებს იწვევს... მოკლედ ნებისმიერი რჩევის მოლოდინში ვარ . მადლობა.
თუ არასწორად გავხსენი თემა ბოდიშით. ცოტა ხანი იყოს და თვითონ დავხურავ.
|