Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ქალი და მამაკაცი > რას იმსახურებ?


Posted by: Asklipiodotaa 10 Nov 2022, 18:12
smile.gif


Posted by: ~Annabelle°Haunting~ 10 Nov 2022, 18:14
QUOTE
რას იმსახურებ?



სამოთხეში მოხვედრას.



Posted by: Asklipiodotaa 10 Nov 2022, 18:20
~Annabelle°Haunting~
კაცისგან smile.gif

ეს შენი პოსტის ნომერია
user posted image
ადრე ავიღე შენი პოსტის ნომერი და ბოლოში ერთი ციფრი დავუმატე, დავრეკე და გოგო აღმოჩნდა , საკმაოდ თბილი ურთიერთობები აეწყო რეალურად.
არ დავიმსახურე და წავედი.

Posted by: alahambra 10 Nov 2022, 22:28
QUOTE
 რას იმსახურებ?

QUOTE
კაცისგან




არასწორადაა შეკითხვა დასმული.

იმსახურებ ისეთ კაცს,როგორის მისაღებადაც მზად ხარ მოცემულ მომენტში,მიიღებ და შემდეგ ცხოვრებისეულ გაკვეთილებს სწავლობ.

კაციც ისეთ ქალს იღებს,როგორსაც იმსახურებს და მზადაა მოცემულ მომენტში მისაღებად.


ანუ აქცენტი და პასუხისმგებლობა ყოველთვის საკუთარ თავზე გაქვს ასეთი ხედვით და გადაბრალებებს მიღებულ კაცზე(ქალზე) ადგილი არ აქვს,შესაბამისად უაზრო და ბოღმა კონფლიქტებიც გამორიცხულია.

Posted by: ~Annabelle°Haunting~ 10 Nov 2022, 22:32
QUOTE (alahambra @ 10 Nov 2022, 22:28 )
QUOTE
 რას იმსახურებ?

QUOTE
კაცისგან




არასწორადაა შეკითხვა დასმული.

იმსახურებ ისეთ კაცს,როგორის მისაღებადაც მზად ხარ მოცემულ მომენტში,მიიღებ და შემდეგ ცხოვრებისეულ გაკვეთილებს სწავლობ.

კაციც ისეთ ქალს იღებს,როგორსაც იმსახურებს და მზადაა მოცემულ მომენტში მისაღებად.


ანუ აქცენტი და პასუხისმგებლობა ყოველთვის საკუთარ თავზე გაქვს ასეთი ხედვით და გადაბრალებებს მიღებულ კაცზე(ქალზე) ადგილი არ აქვს,შესაბამისად უაზრო და ბოღმა კონფლიქტებიც გამორიცხულია.

ამ ლოგიკით, ფემიციდის მსხვერპლმა ქალებმა დაიმსახურეს მკვლელი კაცები და შესაბამისად სიკვდილიც ცხოვრების იმ ეტაპზე, რომელზეც იყვნენ და ცხოვრებისეულ გაკვეთილად სიკვდილი მიიღეს.

არ ერგება ყველა სიტუაციას დამსახურების თემა, ძალიან ხშირად იღებენ ადამიანები იმას რასაც არ იმსახურებენ, როგორც ცუდს, ასევე კარგს.

Posted by: alahambra 10 Nov 2022, 22:39
~Annabelle°Haunting~
QUOTE
ამ ლოგიკით, ფემიციდის მსხვერპლმა ქალებმა დაიმსახურეს მკვლელი კაცები და შესაბამისად სიკვდილიც ცხოვრების იმ ეტაპზე რომელზეც იყვნენ და ცხოვრებისეულ გაკვეთილად სიკვდილი მიიღეს.

არ ერგება ყველა სიტუაციას დამსახურების თემა, ძალიან ხშირად იღებენ ადამიანები იმას რასაც არ იმსახურებენ, როგორც ცუდს, ასევე კარგს.




karma is the bitch...
ვიცი ,რომ არაპოპულარულ რამეს ვამბობ...მაგრამ სხვანაირად ახსნას ვერ მოვუძებნი ბავშვებისა და ახალგაზრდა ადამიანების ამქვეყნიური ცხოვრებიდან წასვლას.

მოძალადეს გამართლება არ აქვს

ერთხელ რომ ადამიანი იძალადებს,ის მეორედაც იძალადებს,ამიტომ სჯობს გაეცალო.და რომ ვერ გაეცლები-მანდ იწყებს კარმა მუშაობას ალბათ.

ჩავასწორე მადამ,მადლობა

Posted by: T-mademoiselle 10 Nov 2022, 22:42
alahambra
Pm ნახე

....

Posted by: ~Annabelle°Haunting~ 10 Nov 2022, 22:45
alahambra


საქმეც მაგაშია რომ ბევრი გაეცალა კიდეც, ოფიციალურადაც გაშორდა და ფაქტობრივადაც, მაგრამ მაინც ვერ მოიშორა თავიდან მოძალადე და ვერ გადაურჩა მას. ყველაფერი გააკეთეს რაც შეეძლოთ თავის გადასარჩენად.

Posted by: alahambra 10 Nov 2022, 22:49
~Annabelle°Haunting~
QUOTE
საქმეც მაგაშია რომ ბევრი გაეცალა კიდეც, ოფიციალურადაც გაშორდა და ფაქტობრივადაც, მაგრამ მაინც ვერ მოიშორა თავიდან მოძალადე და ვერ გადაურჩა მას. ყველაფერი გააკეთეს რაც შეეძლოთ თავის გადასარჩენად.



კი,ვიცი.მოუშორებელი ჭირივით რომ აგეკიდება რაღაც...

ვერც ბავშვების წასვლას ვერ ვუძებნი ვერანაირ ახსნას გარდა კარმული ვალების გასტუმრებისა...და მაინც მინდა დავიჯერო,რომ სიკვდილით სიცოცხლე არ მთავრდება...გაისტუმრებ ვალს და მერე უკეთეს პირობებში დაიბადები,ნაკლები კარმული ვალებით და ეხლა უკვე სხვა გაკვეთილების სწავლას შემოგთავაზებს ცხოვრება..და ასე უწყვეტად,სანამ ბოლოს ვარსკვლავად არ გადაიქცევი

Posted by: Asklipiodotaa 10 Nov 2022, 22:50
იმის ნაცვლად რომ იფიქროთ და დაწეროთ რას იმსახურებთ, ძალადობის განხილვისკენ წაიყვანეთ თემა კლარა ცეტკინცი smile.gif


ვინ ხარ შენ, რომ კარგი გინდა? smile.gif და თუ დაბერდი, უბრალოდ ჩამოკიდე პალტო და ნუღარ განიხილავ სხვებს, ურთიერთობებს და ნუ უწესებ სტანდარტებს, ნუ უშხამავ ცხოვრებას, მანდ არაფერი აღარ გესაქმება 2kiss.gif
იგივე გათხოვილებს lol.gif wink.gif

Posted by: bigmaster 10 Nov 2022, 22:52
QUOTE
 რას იმსახურებ?

როგორც ვცხოვრობ და რასაც წარმოვადგენ შესაბამისს ვიმსახურებ და მგონია რო მალე მოხდება ეს wink.gif

მტრები არ მყავს ყველას ვუყვარვარ მინიმუმ არ ვეზიზღები მაინც კარგი ადამიანი ვარ ახლობლებზე და ოჯახზე ბოლომდე ვზრუნავ და ვფიქრობ რო ბედნიერ ოჯახს და საყვარელ მეუღლეს ვიმსახურებ bis.gif

Asklipiodotaa
QUOTE
და თუ დაბერდი, უბრალოდ ჩამოკიდე პალტო და ნუღარ განიხილავ სხვებს, ურთიერთობებს და ნუ უწესებ სტანდარტებს, ნუ უშხამავ ცხოვრებას, მანდ არაფერი აღარ გესაქმება
იგივე გათხოვილებს 

yes.gif 100% წავიდნენ რა თავის თეორიებში მოიხარშონ და თავს ნუ გვახვევენ ნეგატიურ აზრებს

Posted by: ~Annabelle°Haunting~ 10 Nov 2022, 22:53
alahambra


ჰო, მეც მინდა მჯეროდეს რომ გამოცდილების მისაღებად მოვდივართ და სიკვდილით არ სრულდება ყველაფერი.

ვერბერის "ანგელოზთა იმპერია" წაკითხული გაქვს?

Posted by: alahambra 10 Nov 2022, 22:54
~Annabelle°Haunting~
QUOTE
ჰო, მეც მინდა მჯეროდეს რომ გამოცდილების მისაღებად მოვდივართ და სიკვდილით არ სრულდება ყველაფერი.

ვერბერის "ანგელოზთა იმპერია" წაკითხული გაქვს?


სამწუხაროდ არ მაქვს წაკითხული,რა თემაზეა?

Posted by: ~Annabelle°Haunting~ 10 Nov 2022, 22:54
bigmaster
QUOTE
მტრები არ მყავს ყველას ვუყვარვარ მინიმუმ არ ვეზიზღები მაინც კარგი ადამიანი ვარ ახლობლებზე და ოჯახზე ბოლომდე ვზრუნავ და ვფიქრობ რო ბედნიერ ოჯახს და საყვარელ მეუღლეს ვიმსახურებ



ტყუილად იმშვიდებ თავს. არც კარგი ადამიანი ხარ და არც კარგი კაცი.
* * *
alahambra


მაგ თემაზეა, რაც დაწერე.))) მოიძიე, ვფიქრობ რომ მოგეწონება.

მე რუსულად წავიკითხე დიდი ხნის წინ, მაგრამ ქართულადაც თარგმნეს მგონი უკვე.

Posted by: levani169 10 Nov 2022, 22:58
QUOTE

> რას იმსახურებ?

სიკვდილს .......... სუიციდით!

Posted by: მართვის თეორია 10 Nov 2022, 23:00
QUOTE (Asklipiodotaa @ 10 Nov 2022, 18:20 )
~Annabelle°Haunting~
კაცისგან smile.gif


ტომ!
პასუხი არ არის!
რა დაემართა ამ ბიჭს?
ტომ!


რაცხა ფარსაგია შენს თავს გელა-ბატონი და დაფიქრდებოდე იქნება, აჯობებს მგონია wink.gif

ქეთრინ მოი...
ბიჭი ხელიდან გვეცლება... biggrin.gif

ketuketo

Posted by: Asklipiodotaa 10 Nov 2022, 23:00
bigmaster
საშინელი დაჯგუფებაა, სიყვარული აკლიათ, მაგრამ რა უნდათ თვითონაც არ იციან.


ნახე, პასუხი არ აქვთ ტიპშებს, იმდენად ეშინიათ, საკუთარ თავთანაც არ იფიქრებდნენ





lol.gif

მართვის თეორია
ეგ ცოტა მერე შემოიჭრება ღრიალით
, ნაცადია lol.gif wink.gif
არადა მაგასაც რომ ჰკითხო კაცები ჰკიდია, პენსიაც უწევს და გვშხამავს ფორუმსაზოგადოებას.
მიზანი? ჩამოკიდე პალტო და რაღა გინდა ძმის ტურფავ? lol.gif

Posted by: T-mademoiselle 10 Nov 2022, 23:00
QUOTE
რას იმსახურებ?

ჩიტის რძეს

Posted by: alahambra 10 Nov 2022, 23:00
~Annabelle°Haunting~
QUOTE
მაგ თემაზეა, რაც დაწერე.))) მოიძიე, ვფიქრობ რომ მოგეწონება.

მე რუსულად წავიკითხე დიდი ხნის წინ, მაგრამ ქართულადაც თარგმნეს მგონი უკვე.



მადლობა smile.gif.მოვძებნი up.gif up.gif

Posted by: ~Annabelle°Haunting~ 10 Nov 2022, 23:03
Asklipiodotaa


პალტოს რა პონტში ეძახი?



alahambra


არაფრის. smile.gif
* * *
Asklipiodotaa
QUOTE
კაცისგან



მშვიდობას და სოლიდარობას.
* * *
alahambra

თუ დაგაინტერესებს და წაიკითხავ, მომწერე მერე, მაინტერესებს შენი რეცენზია. )))

Posted by: Asklipiodotaa 10 Nov 2022, 23:08
~Annabelle°Haunting~
პალტო ცოტა შლუხურად ჟღერს.
იმდღეს ბრჭყალებში ჩავსვი და დღეს ვფიქრობ აღარაა საჭირო wink.gif

ახლა შენ მიპასუხე :

თუ ადამიანმა მიიღო გადაწყვეტილება და გათხოვდა, თუ ბედნიერია, სხვებს რაღატომ უწესებს სტანდარტებს?
თუ ადამიანმა უარი თქვა კაცებზე ბევრი მიზეზის გამო, ის რატომ უნდა ასხავდეს საჯაროდ ზოგადად საკაცეთს ? რატომ თამაშობს შხამის როლს სადაქალოში? რატომ გაუღიმებს დაქალს და მოუწონებს მეორენახევას და შემდეგ წვეთებად ჩააშხამებს ურთიერთობას ან მინიმუმ მცდელობა ექნება?
რა უნდა 70 წლის ხალხს ქალი - კაცის თემებში ფეისბუქზე მაგალითად?
ლოგიკა მაინტერესებს უბრალოდ და შენ თუ გაქვს წარმოდგენა ან ვინმე ნებისმიერს ,სიამოვნებით წავიკითხავ smile.gif

აბა თქვენ თემაზე პასუხი არ გაქვთ და lol.gif

Posted by: ~Annabelle°Haunting~ 10 Nov 2022, 23:11
Asklipiodotaa


პალტო რა შუაშია, მართლა ვერ ვხდები და იქნებ ამისხნა.



რამე უფრო მარტივი მკითხე, თუ ძმა ხარ. სად მაქვს მაგდენი ფიქრის თავი, მეძინება უკვე.


QUOTE
აბა თქვენ თემაზე პასუხი არ გაქვთ



როგორ არ მაქვს, ხომ გიპასუხე.

Posted by: _Pagliacci_ 10 Nov 2022, 23:12
~Annabelle°Haunting~
გთხოვ დაიძინე.

Posted by: alahambra 10 Nov 2022, 23:12
~Annabelle°Haunting~
QUOTE
თუ დაგაინტერესებს და წაიკითხავ, მომწერე მერე, მაინტერესებს შენი რეცენზია. )))



კი,უკვე დამაინტერესა...ეს კვირა და მომავალი კვირა ძალიან დატვირთული მაქვს,მერე უფრო თავისუფალი დრო მექნება და მოვიძიებ აუცილებლადsmile.gif

Posted by: ~Annabelle°Haunting~ 10 Nov 2022, 23:13
_Pagliacci_


ველოდები სარეცხის მანქანას.

Posted by: Asklipiodotaa 10 Nov 2022, 23:14
~Annabelle°Haunting~
პალტო სიმბოლოა ცხოვრების რაღაც პერიოდის ჩამოკიდებ და მორჩა, ემშვიდობები იმას რაც ოდესღაც იყო, მაგრამ არ გასვენებს ბოღმა, დარდი და ასე შემდეგ და გინდა სხვის ცხოვრებაში ცაერიო, მოშხამო, უწესო სტანდარტები.
ვაი იმას, ვინც გახუნებულ პალტოს ვერ ელევა smile.gif

Posted by: ~Annabelle°Haunting~ 10 Nov 2022, 23:14
alahambra


მეც ვაპირებ ხელმეორედ წაკითხვას, ოღონდ ახალი წლის შემდეგ და დეტალებს აღვიდგენ ბარემ, რომ განხილვა შევძლოთ. biggrin.gif

Posted by: alahambra 10 Nov 2022, 23:15
~Annabelle°Haunting~
QUOTE
მეც ვაპირებ ხელმეორედ წაკითხვას, ოღონდ ახალი წლის შემდეგ და დეტალებს აღვიდგენ ბარემ, რომ განხილვა შევძლოთ.


smile.gif კარგია..საკმარისი დროა

Posted by: მართვის თეორია 10 Nov 2022, 23:17
QUOTE (Asklipiodotaa @ 10 Nov 2022, 23:00 )
ჩამოკიდე პალტო და რაღა გინდა ძმის ტურფავ?  lol.gif

ვიფიქრე მაგაზე მე...
ერთი პირობა ჩამოვკიდე კიდეც...
დაჟე იმაზეც ვიფიქრე, შენ რომ დაწერე დღეს ფორუმის დაჰაკვაზე...
არაა რთული...
კრიზისია და ღრუსები იმაზე ნაკლებში იკისრებენ, რასაც ერთ ზერო-შპილზე გავდივარ ფოსტას smile.gif

მერე გადავიფიქრე...

ტონკად გამწარებები სჯობს ერთიანად გადავლას smile.gif

პლატფორმა მაგათია, წესები ჩემი givi.gif


Posted by: ~Annabelle°Haunting~ 10 Nov 2022, 23:18
Asklipiodotaa


საკუთარი აზრის გამოთქმა არ ნიშნავს სხვისთვის სტანდარტების დაწესებას. ხომ ვიცით, რომ მაინც ისე იცხოვრებს ყველა როგორც თავად ჩათვლიან საჭიროდ.





Posted by: Asklipiodotaa 10 Nov 2022, 23:24
~Annabelle°Haunting~
QUOTE
საკუთარი აზრის გამოთქმა არ ნიშნავს სხვისთვის სტანდარტების დაწესებას. ხომ ვიცით, რომ მაინც ისე იცხოვრებს ყველა როგორც თავად ჩათვლიან საჭიროდ.

lol.gif lol.gif lol.gif

და აბა რა არის სტანდარტის დაწესება? კანონები? რეკლამები?
წიგნები? წიგნები არ აწესებენ სტანდარტებს, მით უმეტეს თუ პოპულარული გახდა? smile.gif
წიგნი განა ადამიანის აზრი არაა?


როცა არც კაცი გინდა არც ქალი , რაღატომ განიხილავ და ასწავლი სხვას?
როცა საპირისპირო სქესი გეზიზღება და ურთიერთობაში აღარ აპირებ შესვლას, სხვას რატომ უჩენ მინიმუმ ეჭვებს? smile.gif

ანუ გგონია ციცო დეიდები არაა პრობლემა? lol.gif

Posted by: _Pagliacci_ 10 Nov 2022, 23:28
QUOTE (~Annabelle°Haunting~ @ 10 Nov 2022, 23:13 )
_Pagliacci_


ველოდები სარეცხის მანქანას.

გთხოვ დაიკიდე და ჩაალპე ტანსაცმელი.

Posted by: alesandra 10 Nov 2022, 23:29
დამსახურება-არდამსახურება არაფერ შუაშია, როდესაც საქმე ქალისა და კაცის ურთიერთობას შეეხება. შეუძლებელია დაიმსახურო სიყვარული რაღაც ღირსებებით და, პირიქით, შეიძლება გაგიჟებით უყვარდე, მაგრამ ამას არ იმსახურებდე. აქ თანაბრად და სამართლიანად არაფერი ნაწილდება. კაცი ქალს და პირიქით ექცევა არა იქიდან გამომდინარე, თუ ის რას იმსახურებს, არამედ თავისი ბუნებიდან გამომდინარე.

Posted by: Asklipiodotaa 10 Nov 2022, 23:33
alesandra
QUOTE
დამსახურება-არდამსახურება არაფერ შუაშია, როდესაც საქმე ქალისა და კაცის ურთიერთობას შეეხება. შეუძლებელია დაიმსახურო სიყვარული რაღაც ღირსებებით და, პირიქით

??/
ანუ გგონია ვინც ქუჩაში აბოყინებს და ცხვირში იქექება , ის იმსახუხურებს ან მისით დაინტერესდება კულტურული ადამიანი?
ლმობიერების ან ემპათიის უნარით არ შეგიძლია დაიმსახურო სიყვარული კონკრეტულად ერთი ადამიანისგან?

Posted by: alahambra 10 Nov 2022, 23:37
QUOTE
დამსახურება-არდამსახურება არაფერ შუაშია, როდესაც საქმე ქალისა და კაცის ურთიერთობას შეეხება. შეუძლებელია დაიმსახურო სიყვარული რაღაც ღირსებებით და, პირიქით, შეიძლება გაგიჟებით უყვარდე, მაგრამ ამას არ იმსახურებდე. აქ თანაბრად და სამართლიანად არაფერი ნაწილდება. კაცი ქალს და პირიქით ექცევა არა იქიდან გამომდინარე, თუ ის რას იმსახურებს, არამედ თავისი ბუნებიდან გამომდინარე.



მართალი ხარ alesandra

ამის გამო ვამბობ,რომ ზუსტად იმას იღებ,რისთვისაც მზად ხარ მოცემულ მომენტში

გიყვარს სიგიჟემდე ქალი(კაცი) და იმას არ უყვარხარ?ე.ი. ცხოვრების მაგ მომენტში მზად ხარ იმისთვის,რომ გაიარო ცალმხრივი სიყვარულის გაკვეთილი...

ორივეს მაგრად გიყვართ ერთმანეთი?კი ბატონო..ე.ი. ცხოვრების მაგ მომენტში მზად ხარ როგორც სიყვარულის გასაცემად,ისე მისაღებად..და ა.შ...



და ადამიანი შეიძლება ფიქრობდე,რომ აი ამას და იმას ვიმსახურებო,მაგრამ საქმე იმაშია,რომ ადამიანი ყოველთვის ობიექტურად ვერ აფასებს საკუთარ შესაძლებლობებს და არაა გამორიცხული ცდებოდეს იმის განსაზღვრაშიც,თუ რას იმსახურებს,რა ეკუთვნის ქალისგან(კაცისგან)...და რავიც...სასაცილოდ მიმაჩნია
ჩამონათვალის გაკეთება--ამას ვიმსახურებ და ეს მინდაო...რომ გინდა კი,გასაგებია,მაგრამ როგორც იტყვიან--უნდა გერგებოდეს კიდეც...და მხოლოდ ცხოვრება გთავაზობს ზუსტად იმას,რაც მოცემულ მომენტში გერგება და გჭირდება.

Posted by: PoisonnIvy 10 Nov 2022, 23:39
რეინჯ როვერს

მალდივებზე მოგზაურობას

ბეეევრ ძილს



რავი კიდე ყველაფერ კარგს :დ

Posted by: bigmaster 10 Nov 2022, 23:44
PoisonnIvy
ქოცი რო არ იყო დავიჯერებდი მიშას ან გვარამიას გამოშვების თუ თანახმა ხარ ერთის მაინც დავიჯერებ smile.gif

Posted by: PoisonnIvy 10 Nov 2022, 23:44
bigmaster

მოსტყვნიათ პატრონი მიშასაც და გვარამიასაც :*

Posted by: _Pagliacci_ 10 Nov 2022, 23:48
alesandra
alahambra

ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ მაინცდამაინც ქ&მ ურთიერთობების ჭრილში სულაც არ გახსნილა ეს თემა.

აქვე მოგახსენებთ ჩემს მოკრძალებულ აზრს: თუ ადამიანზე შეგიძლია ჩამოთვალო კონკრეტული მიზეზები, თუ რატომ გიყვარს იგი, ესე იგი ეს სიყვარული არ არის.

გმადლობთ, რომ თქვენი ცხოვრების რამდენიმე წამი ჩემი მოკრძალებული პოსტის წაკითხვაში დახარჯეთ.
ეს დრო რამდენიმე წამით ნაკლები იქნებოდა, უფრო ლაკონიურად რომ გადმომეცა სათქმელი (დიახ, ლაკონიურად და არა ლაკონურად).
განსაკუთრებით ეს ბოლო წიდადება, რასაც ახლა ვწერ, ზედმეტია, მაგრამ იმედი მაქვს, მომიტევებთ.
ათასგზის დამნაშავე ვარ თქვენთან.
ოჰ...

Posted by: ~Annabelle°Haunting~ 10 Nov 2022, 23:49
QUOTE (_Pagliacci_ @ 10 Nov 2022, 23:28 )
QUOTE (~Annabelle°Haunting~ @ 10 Nov 2022, 23:13 )
_Pagliacci_


ველოდები სარეცხის მანქანას.

გთხოვ დაიკიდე და ჩაალპე ტანსაცმელი.

რატომ მაგდებ? sad.gif

..............

Posted by: alahambra 10 Nov 2022, 23:49
_Pagliacci_
QUOTE
აქვე მოგახსენებთ ჩემს მოკრძალებულ აზრს: თუ ადამიანზე შეგიძლია ჩამოთვალო კონკრეტული მიზეზები, თუ რატომ გიყვარს იგი, ესე იგი ეს სიყვარული არ არის.


კი,გეთანხმები.


Posted by: Zuka911 11 Nov 2022, 00:02
კაკ მინიმუმ მანქანას ანტიფრიზი რომ არ გასდიოდეს sad.gif

Posted by: მართვის თეორია 11 Nov 2022, 00:07
QUOTE (Zuka911 @ 11 Nov 2022, 00:02 )
კაკ მინიმუმ მანქანას ანტიფრიზი რომ არ გასდიოდეს sad.gif

ამ გახსენებაზე...

რადიატორში წყალია თუ ანტიფრიზი -როგორ გავარკვიო?

ახლა, ბაიანში ამოიღე და საყინულეში შედეო - არ მითხრა gigi.gif

Posted by: ~Annabelle°Haunting~ 11 Nov 2022, 00:07
alahambra


დამსახურებას და გჭირდებას შორის დიდი სხვაობაა.

კი ბატონო, შესაძლოა გჭირდებოდეს (რასაც შენ გულისხმობ ამაში) გარკვეული გამოცდილების მიღება და შენი სურვილების და გეგმების მიუხედავად მოგიწიოს ამ გამოცდილების მიღება. თუმცა, აქ უფრო ჩვენგან დამოუკიდებელი და ფატალური მოვლენები იგულისხმება მაინც.


დამსახურება ნიშნავს რომ საკუთარი გადაწყვეტილებების ან საქციელის შედეგად მიიღე რაღაც და აქ უკვე არაფერ შუაშია ის რა კონტექსტშიც შენ განიხილავ ამ საკითხს.





Posted by: _Pagliacci_ 11 Nov 2022, 00:08
~Annabelle°Haunting~
QUOTE
რატომ მაგდებ?


მინდა რომ კარგად გამოიძინო და ენერგიით აღსავსე დაგვიბრუნდე.

alahambra

QUOTE
კი,გეთანხმები.


ჭკვიანი ქალბატონი ხარ და ამიტომაც მაინტერესებს ამ მოსაზრებას თუ დაეთანხმები, რომ საშუალოდ კაცს მეტად ძალუძს და ახასიათებს უპირობო სიყვარული?

Posted by: Zuka911 11 Nov 2022, 00:10
QUOTE (მართვის თეორია @ 11 Nov 2022, 00:07 )
QUOTE (Zuka911 @ 11 Nov 2022, 00:02 )
კაკ მინიმუმ მანქანას ანტიფრიზი რომ არ გასდიოდეს  sad.gif

ამ გახსენებაზე...

რადიატორში წყალია თუ ანტიფრიზი -როგორ გავარკვიო?

ახლა, ბაიანში ამოიღე და საყინულეში შედეო - არ მითხრა gigi.gif

რა მანქანაა მIთხარი და გეტყვი

ასევე ანტიფრიზი ფერადია


Posted by: _Pagliacci_ 11 Nov 2022, 00:14
QUOTE
ანტიფრიზი ფერადია


ოჯახი ხრამია

მტკვარი ახლოა


Posted by: ~Annabelle°Haunting~ 11 Nov 2022, 00:14
Asklipiodotaa


ტვინი იმისთვის გაქვს თავში, რომ საკუთარი აზრი გაგაჩნდეს და რაც შენთვის უკეთესია ის აირჩიო.


ვერავინ ვერავის გაუჩენს ეჭვს და ვერც რამეში შეუშლის ხელს საკუთარი აზრის გამოთქმით.



_Pagliacci_


up.gif

Posted by: bigmaster 11 Nov 2022, 00:15
PoisonnIvy
QUOTE
მოსტყვნიათ პატრონი მიშასაც და გვარამიასაც :*

ხოო აი ამიტომ ხარ გაქანებული ქოცი დარწმუნებული ვარ შენი ქმარიც ეგეთია , ისე ფრთხილად იყავით სიძულვილში არ მოიხარშოთ facepalm.gif სხვათაშორის უკრაინელები დედას უტყნავენ რუსებს ვიზიარებ თქვენ მწუხარებას bis.gif

2022 წელს რო ქოცი ხარ lol.gif

Posted by: _Pagliacci_ 11 Nov 2022, 00:16
~Annabelle°Haunting~
QUOTE
ტვინი იმისთვის გაქვს თავში, რომ საკუთარი აზრი გაგაჩნდეს და რაც შენთვის უკეთესია ის აირჩიო.


ვერავინ ვერავის გაუჩენს ეჭვს და ვერც რამეში შეუშლის ხელს საკუთარი აზრის გამოთქმით.


პირველი წინადადება მართალია, მეორე ცალსახად სიცრუე.

Posted by: Asklipiodotaa 11 Nov 2022, 00:18
~Annabelle°Haunting~
QUOTE
ვერავინ ვერავის გაუჩენს ეჭვს და ვერც რამეში შეუშლის ხელს საკუთარი აზრის გამოთქმით.

QUOTE
ტვინი იმისთვის გაქვს თავში, რომ საკუთარი აზრი გაგაჩნდეს და რაც შენთვის უკეთესია ის აირჩიო.

lol.gif
რა ლამაზი ფერად - ფერადი რიჟა ბაზარია
რაც გვაწყობსო



წყლის წვეთი ქვას ხვრეტს ძმა wink.gif ნელ - ნელა ყველაფერი შეგიძლია გაანადგურო, რაც არ უნდა მყარი იყოს.
არადა შენ წარმნოიდგინე ერთ დიდ წყალდიდობამ შეიძლება ვერაფერი დააკლოს ქვას და წვეთებმა გაანადგუროს.
ხოდა ქვაზე სუსტთან გვაქვს საქმე wink.gif


bigmaster
QUOTE

2022 წელს რო ქოცი ხარ

lol.gif

პირველად ხმა მაგათ მივეცი და მერე მივხვდი რომ მაგარი მატყუარები არიან
სადღაც ერთ წელში და ანაბელი ამ ხალხზე საუბრობს თავიანთი ტვინი აქვს ხალხსო lol.gif
ისიც მიშას მოშორების პონტში თორემ მაგრად მეკიდა ოცნება

Posted by: alahambra 11 Nov 2022, 00:22
_Pagliacci_
QUOTE
საშუალოდ კაცს მეტად ძალუძს და ახასიათებს უპირობო სიყვარული?


კი,რა თქმა უნდა,ეგ ბუნებრივიცაა...ფიზიოლოგიიდან გამომდინარე,ქალი კაცზე მეტად მიბმულია ბავშვზე და სადაც ბავშვია,იქ უკვე პირობებიც არის...ეს პირობების დაყენება უკვე ინსტიქტურ დონეზეა ნებისმიერ ქალში--გინდ ბავშვის ჰყავდეს,გინდ არ ჰყავდეს..


~Annabelle°Haunting~
QUOTE
დამსახურებას და გჭირდებას შორის დიდი სხვაობაა.


რა თქმა უნდა,კი.

QUOTE
დამსახურება ნიშნავს რომ საკუთარი გადაწყვეტილებების ან საქციელის შედეგად მიიღე რაღაც და აქ უკვე არაფერ შუაშია ის რა კონტექსტშიც შენ განიხილავ ამ საკითხს.


ჰო,რავიც...მე იმ კონტექსტში განვიხალავ,რომ ადამიანები შეკითხვას უსვამენ საკუთარ თავს --რით დავიმსახურე მაგალითად ქმრისგან ღალატიო,მე ხომ მას ჩავაცვი,დავახურე,კაცად გავხადეო და ამ დროს მართალია ,ჩააცვა,დაახურა,მაგრამ ამ ქალს მხოლოდ მატერიალური ფასეულობების აღქმის უნარი აქვს,სულიერ ფასეულობებს პატივს არ სცემს...ეს კაციც ადგა და გაექცა იმასთან,ვინც მისი სულიერი ფასეულობები დაინახა და დაუფასა....ეხლა ადგება ეს ქალი და გამწარდება ცხოვრებაზე,ყველასა და ყველაფერზე საკუტარი თავის გარდა,გაბოროტდება და შხამი ამოუვა პირიდან...შეაფასებს საკუტარ თავს და ეტყვის--ამას არ ვიმსახურებდიო...ჰოდა რავიც,არ იმსახურებდა თუ კი იმსახურებდა?smile.gif))ეს ისე,უხეში მაგალითი ...

Posted by: ~Annabelle°Haunting~ 11 Nov 2022, 00:22
_Pagliacci_


ვერა, ვერ გაგიჩენს, ეჭვი მაშინ ჩნდება, როცა არ ხარ დარწმუნებული და თავად არ გჯერა რაღაცის. სხვისი აზრი მაშინ ახდენს მსგავს გავლენას, როცა თავად არ ხარ მყარად ჩამოყალიბებული საკუთარ პოზიციაში.



Posted by: Asklipiodotaa 11 Nov 2022, 00:24
QUOTE
ვერა, ვერ გაგიჩენს, ეჭვი მაშინ ჩნდება, როცა არ ხარ დარწმუნებული და თავად არ გჯერა რაღაცის. სხვისი აზრი მაშინ ახდენს მსგავს გავლენას, როცა თავად არ ხარ მყარად ჩამოყალიბებული საკუთარ პოზიციაში.

lol.gif

ასეთი ზღაპრების რატომ უნდა რომ გვჯეროდეს


Posted by: ~Annabelle°Haunting~ 11 Nov 2022, 00:25
Asklipiodotaa


არ მაქვს პრეტენზია რომ გჯეროდეს, საკუთარ აზრს ვაფიქსირებ, მე მჯერა რომ ასეა და შენ რისიც გინდა გჯეროდეს. შენი საქმეა.

Posted by: PoisonnIvy 11 Nov 2022, 00:26
bigmaster
ვაი შენს პატრონს sad.gif

ცხოვრებისგან გაბოროტებული კაცი ხარ, როგორი იცი?
ქალის არჩევანში არც ფლენ ა,ბ,ც და არც ჰაე რო არ ხარ
იმენა არარაობა ხარ ;დ

Posted by: Asklipiodotaa 11 Nov 2022, 00:28
~Annabelle°Haunting~
არა, უბრალოდ არაა ეგრე და პირად ურთიერთიბებში თუ არ გაგიგია, , თუ საკუთარი თავისთვისაც კი არ შეგიმცნევია ერთხელ მაინც რომ მისი მსხვერპლი გახდი , წაიკითხე smile.gif
პროპაგანდა წლობით გაწერილი გეგმაა, ზუსტად წვეთ - წვეთად და ნებისმიერი ადამიანი არის სუსტი არსება, მთავარიაა სისუსტე აღმოაჩინო smile.gif


Posted by: _Pagliacci_ 11 Nov 2022, 00:31

~Annabelle°Haunting~
QUOTE
ვერა, ვერ გაგიჩენს, ეჭვი მაშინ ჩნდება, როცა არ ხარ დარწმუნებული და თავად არ გჯერა რაღაცის. სხვისი აზრი მაშინ ახდენს მსგავს გავლენას, როცა თავად არ ხარ მყარად ჩამოყალიბებული საკუთარ პოზიციაში.


ვაფასებ თქვენს აზრს, განსაკუთრებით იმიტომ, რომ პრინციპული ადამიანის ვაიბები მოდის თქვენი პოსტიდან.
ჩემი მხრიდან დავამატებ, რომ ღრმად მწამს, ყველა ადამიანის ცხოვრებაში უნდა იყოს რაღაც კონსტანტა, რომელიც არასოდეს შეიცვლება, თუმცა რთულია ასეთი კონსტანტების პოვნა.
ჩვენ მუდმივად უნდა ვიყოთ მზად ახალი აზრებისთვის, განახლებისთვის, განვითარებისთვის და ვიტყოდი, შეცვლისთვისაც.

რაღაც, რაც ერთ დროს მუდმივა გვეგონა, წლების შემდეგ აღმოჩენილა, რომ ასე არ იყო. აზრები და შეხედულებები ცხოვრებისეული გამოცდილების დაგროვებასთან ერთად იცვლება ძვირფასო ანაბელ. თავად გამოცდილი ადამიანი ხარ და ვფიქრობ, დამეთანხმები ამაში.
სწორედ ამიტომ, რაღაცაში დაეჭვება აუცილებლად ცუდს არ ნიშნავს. ეს ნიშნავს იმას, რომ ფიქრი და კითხვების დასმა გვიყვარს.


Posted by: ~Annabelle°Haunting~ 11 Nov 2022, 00:32
Asklipiodotaa


აქ არ არის საუბარი ბრეინვოშინგზე, ჰიპნოზზე და რაღაც გლობალურ შეთქმულებებზე. მე გეუბნები რომ ფორუმზე ან ფბზე რიგითი იუზერის მოსაზრებები ვერ იმოქმედებს ისე როგორც შენ ამბობ. თუ ოდნავ მაინც აზროვნებ.






Posted by: Asklipiodotaa 11 Nov 2022, 00:35
~Annabelle°Haunting~
QUOTE
ე გეუბნები რომ ფორუმზე ან ფბზე რიგითი იუზერის მოსაზრებები ვერ იმოქმედებს ისე როგორც შენ ამბობ. თუ ოდნავ მაინც აზროვნებ.

lol.gif

ყველა ყველაზე მოქმედებს . გააჩნია რამდენად ჩაგითრევს და დაგაინტერესებს და რამდენად ხშირად მოგხვდება თვალში.

Posted by: ~Annabelle°Haunting~ 11 Nov 2022, 00:41
_Pagliacci_
QUOTE
აზრები და შეხედულებები ცხოვრებისეული გამოცდილების დაგროვებასთან ერთად იცვლება



კი ბატონო, ზუსტად ამის დაწერას ვაპირებდი პირველი აბზაცი რომ წავიკითხე.


ძალიან ბევრ საკითხზე შემეცვალა შეხედულება, მაგრამ გამოცდილების მიღების შედეგად ან სხვის გამოცდილების უშუალო მოწმედ ყოფნის შედეგად და არა უბრალოდ სხვისი მოსაზრებების მოსმენის ან წაკითხვის შედეგად. სხვისმა მოსაზრებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს, როცა შენს გამოცდილებასთან მოდის თანხვედრაში, გარკვეული დასკვნების გამოტანის კატალიზატორი გახდეს ანუ ე.წ. "აჰა მომენთ" დაგემართოს.



* * *
Asklipiodotaa


პალიაჩის რაც დავუწერე, ეგ არის ჩემი პასუხი.


Posted by: _Pagliacci_ 11 Nov 2022, 00:45
~Annabelle°Haunting~

ანუ იმაზეც ვთანხმდებით, რომ სიტყვას საკმაოდ დიდი ძალა აქვს, მითუმეტეს ჩვენთვის პატივსაცემი ადამიანის პირიდან თქმულს. იმას არავინ ამბობს, რომ რაღაცას გვეტყვიან, მყისვე დავეჭვდებით და 2 წუთში, შეხედულება შეგვეცვლება, თუმცა შესაძლოა სიტყვამ დაგვაფიქროს, დაფიქრებამ რაღაც დროში დაგვაეჭვოს, დაეჭვებამ ყურადღება გაგვამახვილებინოს და ამ ფონზე, გარკვეული გამოცდილებაც დაემატოს ამ კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით, რომელმაც მთლიანად შეგვაცვლევინოს აზრი.

Posted by: ~Annabelle°Haunting~ 11 Nov 2022, 00:50
_Pagliacci_


შესაძლოა გიბიძგოს იმის გაანალიზებისკენ რაც ისედაც აქტუალური იყო შენთვის ან სადღაც გონების კულისებში ნელ-თბილ მდგომარეობაში იდო. უკვე ჩამოყალიბებული პოზიციის შეცვლა, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ახალი ინფორმაციის შედეგად გაიაზრებ, რომ არასწორად გქონდა გაანალიზებული მიღებული გამოცდილება და გამოტანილი დაკსვნები არასწორი იყო.

Posted by: _Pagliacci_ 11 Nov 2022, 00:55
~Annabelle°Haunting~
ეგ რა ქენი ეხლა იცი? გეთანხმები, მაგრამ პირდაპირ მაგის დაწერა არ მინდა ამდენი ლაპარაკის მერე და მოდი ესე გიპასუხებო givi.gif

QUOTE
უკვე ჩამოყალიბებული პოზიციის შეცვლა, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ახალი ინფორმაციის შედეგად გაიაზრებ, რომ არასწორად გქონდა გაანალიზებული მიღებული გამოცდილება და გამოტანილი დაკსვნები არასწორი იყო.


გეძინება მეთქი და არ გჯერა, შეწექი :*

ახალი ინფორმაციის გააზრების შედეგად პოზიცია თუ შევიცვალე, ეგ ავტომატურად ნიშნავს, რომ გავიაზრე, რომ აქამდე რისიც მჯეროდა ის მცდარი იყო givi.gif lol.gif 2kiss.gif

შემოიარე ხოლმე ძილის წინ, საჭიროა ნამძინარევი ფილოსოფოსები ფორუმისთვის.

Posted by: ~Annabelle°Haunting~ 11 Nov 2022, 00:58
_Pagliacci_


QUOTE
ახალი ინფორმაციის გააზრების შედეგად პოზიცია თუ შევიცვალე, ეგ ავტომატურად ნიშნავს, რომ გავიაზრე, რომ აქამდე რისიც მჯეროდა ის მცდარი იყო 



კი, მაგრამ ასეთი რამ ძალიან იშვიათად ხდება, თუ რაღაც მნიშვნელოვანია, კარგად ნაფიქრიც არის ხოლმე, გაანალიზებულიც და გადაღეჭილიც როგორც წესი.

Posted by: _Pagliacci_ 11 Nov 2022, 01:02
~Annabelle°Haunting~
QUOTE
კი, მაგრამ ასეთი რამ ძალიან იშვიათად ხდება


თუმცა მაინც ხდება, ხომ ასეა? ასე რომ, ტყუილად გამორიცხავდი თავგამოდებით, რამდენიმე წუთის წინ givi.gif

Posted by: ~Annabelle°Haunting~ 11 Nov 2022, 01:07
_Pagliacci_


მე გამოვრიცხავდი იმ ვარიანტში რასაც ასკლიპა წერდა. ვიღაც უცხო ხალხი ნაკლებად ახდენს გავლენას. უნდა ენდობოდე ადამიანს, მისი მოსაზრება რაღაცას ნიშნავდეს შენთვის, დატესტილი უნდა იყოს. biggrin.gif


ფორუმზე ან ფბზე ვიღაც იუზერის მოსაზრებამ რანაირად უნდა მოახდინოს ფუნდამენტური ცვლილება, არ მესმის.

Posted by: _Pagliacci_ 11 Nov 2022, 01:15
~Annabelle°Haunting~

QUOTE
ფორუმზე ან ფბზე ვიღაც იუზერის მოსაზრებამ რანაირად უნდა მოახდინოს ფუნდამენტური ცვლილება, არ მესმის.


რანაირად და ისეთი კუთხით გაშალოს საკითხი, რა კუთხითაც აქამდე არ გიფიქრია.
ჭკვიანური არგუმენტები მოიყვანოს. რამაც ჩვენს მიერ ნახსენები დაფიქრებისა, დაეჭვებისა და გადაფასების მომენტები აამუშავოს.
ეს უფრო ნაკლებსავარაუდოა, მაგრამ არა გამორიცხული. მითუმეტეს, ზოგი ადამიანის გადარწმუნება, შედარებით მარტივია.

Posted by: Katutu 11 Nov 2022, 01:21
QUOTE (_Pagliacci_)
ჩვენს მიერ

*ჩვენ მიერ

Posted by: ninicool 11 Nov 2022, 01:28
ლიტრა lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: magistra_vitae 11 Nov 2022, 02:29
QUOTE (Asklipiodotaa @ 10 Nov 2022, 18:12 )
smile.gif

თვლი, რომ ვიმსახურებ ყვავის ან გულის ჯეკპოტს სადღაც აპროქს მინიმუმ 150,000-ეუროს ქართული რეალობით...ეროვნული ბანკის დღევანდელი გაცვლითი კურსის შესაბამისად


Posted by: Asklipiodotaa 11 Nov 2022, 02:37
magistra_vitae
კაზინოზე გამახსენდა რაღაც biggrin.gif

ყვავის ჯეკპოტი არ არსებობს, ან არსებობს ფულის გათეთრებისთვის. ტელევიზიით ან ინტერნეტით გინახავს ვინმეს მოეგოს და ეჩვენებინოთ? კაზინოში მოგებული ჯეკპოტის ან გათამაშების შემთხვევაში პირდაპირ არსებობს აუცილებელი წესი, რომ მათ მიერ ჩატარებულ რეკლამებში უნდა მიიღო მონაწილეობა, ისე უფლება აქვთ არ გასცენ თანხა. ასეთ მშვენიერ რეკლამაზე რატომ ამბობენ უარს?
იმიტომ, რომ ტყუილია და მიუხედავად იმისა, ბევრს შოულობს კაზინო, მილიონების გაცემა ზღაპარია ჩვენს რეალობაში givi.gif

Posted by: ~Annabelle°Haunting~ 11 Nov 2022, 09:16
_Pagliacci_


გამორიცხული არაფერია, რა თქმა უნდა.


QUOTE
მითუმეტეს, ზოგი ადამიანის გადარწმუნება, შედარებით მარტივია.



მათ რიცხვს არ მივეკუთვნები, ზოგჯერ ჩემდა სამწუხაროდ. biggrin.gif

Posted by: bigmaster 11 Nov 2022, 16:09
QUOTE (PoisonnIvy @ 11 Nov 2022, 00:26 )
bigmaster
ვაი შენს პატრონს sad.gif

ცხოვრებისგან გაბოროტებული კაცი ხარ, როგორი იცი?
ქალის არჩევანში არც ფლენ ა,ბ,ც და არც ჰაე რო არ ხარ
იმენა არარაობა ხარ ;დ

მე რო გითხარი რამ გაგაბოროტა მეთქი აბაროტი ამიღე და შენც ეგ მიწოდე? biggrin.gif facepalm.gif

QUOTE
ქალის არჩევანში არც ფლენ ა,ბ,ც და არც ჰაე რო არ ხარ


მაგ ქალებში ფორუმელ იუზერებს გულისხმობ ასიანი lol.gif მაშინ ჰოო მაშინ ჰოო ეგრეა

Posted by: kodeqsi 11 Nov 2022, 17:36
QUOTE
რას იმსახურებ?

კაი მაგარ ქოთებს სამდედრეთისგან... იმდენი შესამჩნევი არ შევამჩნიეთ (უფრო ზუსტად, არ შევიმჩნიეთ) და საყურადღებოს უყურადღებობის შოკი დავმართეთ, რომ რავით რა, ლაიფ ენდამდედ სულ ამ ქოთებს უნდა ვიღებდეთ აწი მე და ბატონი მმდეია... )))

Posted by: alesandra 13 Nov 2022, 00:22
Asklipiodotaa
QUOTE
ანუ გგონია ვინც ქუჩაში აბოყინებს და ცხვირში იქექება , ის იმსახუხურებს ან მისით დაინტერესდება კულტურული ადამიანი?


არა, მე მგონია, რომ თუ კულტურულ ადამიანს ისეთი მეუღლე ჰყავს, ვინც ქუჩაში აბოყინებს და ცხვირში იქექება, ეს არ ნიშნავს, რომ ამას იმსახურებდა.

QUOTE
ლმობიერების ან ემპათიის უნარით არ შეგიძლია დაიმსახურო სიყვარული კონკრეტულად ერთი ადამიანისგან?


აბა, ცალმხრივი სიყვარული რა არის? smile.gif
* * *
alahambra

QUOTE
და ადამიანი შეიძლება ფიქრობდე,რომ აი ამას და იმას ვიმსახურებო,მაგრამ საქმე იმაშია,რომ ადამიანი ყოველთვის ობიექტურად ვერ აფასებს საკუთარ შესაძლებლობებს და არაა გამორიცხული ცდებოდეს იმის განსაზღვრაშიც,თუ რას იმსახურებს,რა ეკუთვნის ქალისგან(კაცისგან)...და რავიც...სასაცილოდ მიმაჩნია
ჩამონათვალის გაკეთება--ამას ვიმსახურებ და ეს მინდაო...რომ გინდა კი,გასაგებია,მაგრამ როგორც იტყვიან--უნდა გერგებოდეს კიდეც...და მხოლოდ ცხოვრება გთავაზობს ზუსტად იმას,რაც მოცემულ მომენტში გერგება და გჭირდება.


მე ასე არ ვფქრობ. ზოგი ადამიანი ძალიან იჩაგრება ცხოვრებაში.

Posted by: Asklipiodotaa 12 Feb 2024, 11:26
smile.gif


Posted by: Melanie_Pain 12 Feb 2024, 12:44
მას შემდეგ რაც აღმოვაჩინე, რომ ვარ გენდერფლუიდური - ჯოჯოხეთს.


Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)