axalirevolucia
Super Mishist
ჯგუფი: Members
წერილები: 26937
წევრი No.: 99354
რეგისტრ.: 8-September 09
|
#55486600 · 16 Nov 2019, 08:14 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
(fb-ზე გადავაწყდი)
გამარჯობა მეგობრებო. ჩემი ოთხთვიანი რემონტის გამოცდილებას აქ დავწერ, იმედი მაქვს გაითვალისწინებთ. „გამოცდილება შეცდომების სიმწარეა“-ო და იმიტომ ვწერ, რომ როცა რემონტს შეუდგებით განცდებამდე არ მიხვიდეთ და უფრო გეგმაზომიერად აკეთოთ რემონტი.
მაშ ასე. რჩევები:
-რემონტი იწყება ბლოკნოტის, 15მ ორმაგი ცელოფნისა და ფერადი ცარცების ყიდვით. - იყოლიეთ პრარაბი/სამუშაოთა მწარმოებელი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება რემონტზე პრარაბი საჭიროა. თუ რემონტს აკეთებთ, ესეიგი მუშაობთ, თუ პარაბის გარეშე გინდათ რემონტის გაკეთება, ჩათვალეთ რომ ის თვეები არ უნდა იმუშაოთ (და პირობითად ვთქვათ - დაკარგოთ ხელფასი/ავტორიტეტი/გაგიფუჭდეთ საქმე) და ამით დაკარგოთ 4 ჯერ მეტი ფული, ვიდრე პრარაბი მოგთხოვთ. წინა რემონტი ყველას 5-10 წლის წინ გვქონდა გაკეთებული და მაშინ პრარაბის კულტურა არ არსებობდა. ახლა არსებობს და საკმაოდ მოხერხებულია. მერფის კანონი ამბობს - თუ პასუხისმგებელი ერთ კაცზე მეტია, პასუხისმგებელს ვერ იპოვი. ელექტრიკების, სანტექნიკების, კაფელის ხელოსნების ერთმანეთთან კოორდინაცია, + მასალის მოტანა /ნაგვის გატანა... იმდენ რამეს სჭირდება კოორდინაცია, რომ მხოლოდ მონდომება საკმარისი არაა. გამოცდილება, ცოდნა და პირადი კავშირებია საჭირო, რაც პრარაბებს აქვთ.
-გადადით საცხოვრებლად სხვაგან. - რემონტის დაწყებისას, თუ ბინაში არ ცხოვრობთ დროებით გათიშეთ ინტერნეტი/ტელევიზია (აქვთ ასეთი ფუნქცია სილკს და მაგთის). მე არ ვისარგებლე ამ „დროებით გამორთვის“ ფუნქციით და არაფერში 220 (4თვეში) ლარი გადავიხადე. - პრარაბთან წინასწარი ფინანსური მონახაზი (და მერე სხვა ყველა ფინანსური ინფორმაცია) გადაიღეთ მობილურით -იქონიეთ ბლოკნოტი და დაიტანეთ ყველა ფინანსური ნაბიჯი ბლოკნოტში. -წინასწარ დათქვით პრარაბთან, რომ ფინანსური შეჯერება (დათვლა გასავალის, მიცემული ფულის, ნაშთის) გექნებათ ყოველ ორ კვირაში. -წინასწარ ჯობია დათქვათ ეს თარიღები, როცა გექნებათ ანგარიშსწორება (ვთქვათ3.09.17 ,18.09.17, 3.10.17...) -გადაიღეთ ბინა რემონტამდე -ნუ დაელოდები რომ ხელოსნები ამას მოგთხოვენ. თავიდანვე იყიდე 15 მ. ცელოფანი (ორმაგია ისედაც) და განიერი სკოჩი და დაავალდებულე პრარაბს, რომ ბინაში დარჩენილ ყველა ნივთს გადააფარონ. -გადაიღეთ სანტექნიკის კომუნიკაციები სანამ დაიფარება -გადაითეთ ელექტროობის ქსელი სანამ დაიფარება -ხელოსნების კვება არ უნდა იყოს თქვენი პასუხისმგებლობა, მაგრამ რემონტის მონახულებისას გაიყოლეთ რამე საჭმელი, ჯობია საზამთრო/კოკაკოლები (სითხე დაღლილობას ხსნის, გაითვალისწინეთ) -ხელოსნებს არ უწოდოთ მუშა (არამედ ხელოსანი) -ქსელების (ელექტრო, ინტერნეტი,სანტექნიკა) ამწყობებს უწოდეთ სპეციალისტი (და არა ხელოსანი) -ტუალეტში ღამის (არამკვეთრი) ნათების ჩამრთველი დააყენეთ კართან გარეთ და არა შიგნით - ამით აცდებით ღამე მკვეთრი სინათლის ანთებას. - ტუალეტის ვენტილატორის ჩამრთველი დააყენეთ უნიტაზთან ახლოს, ოღონდ ისე, რომ ტუალეტის ქაღალდის საკიდის ადგილი არ დაიკავოს. -აბაზანის, მაცივრის,ავეჯის გათვალისწინებით წინასწარ გათვალეთ მარშრუტზე კარში გაეტევა თუ არა -მოიწყეთ აივანი ისე, რომ აივანზე „ცხოვრება“ გესიამოვნოთ (დაილოცოს საქართველო -წელიწადში 7 თვე კომფორტული ამინდია) -დაზოგეთ შპალერზე და ძვირი გადაიხადეთ სანტექნიკაში, ელექტროობაში, შტეფსელ ჩამრთველების რაოდენობაში. - ასი ბოდიში და მადლობა არ დაგავიწყდეთ მეზობლებისთვის, რომლებსაც თქვენი რემონტის გამო ხმაურში და მტვერში უწევთ ცხოვრება. -წინასწარ დაავალდებულეთ პრარაბი, რომ ლიფტის, სადარბაზოს სისუფთავე (შეძლებისდაგვარად) მისი პასუხისმგებლობაა -ჩაიწერეთ ხელოსნების ტელეფონის ნომრები. -ბინაში ბლექაუთ ფარდები ჩვენს განედზე აუცილებელია ( და სასურველია ფარდები აივანზეც) -თუ სადარბაზოსთვისაც მოიცლით, მეტლეხი, შეღებვა გააკეთეთ მთელ ბაქანზე და არა მარტო თქვენს მხარეს. -ვადები.. რთული თემაა. კარგი, პრესინგში კი გეყოლება პრარაბი თუკი რემონტი ხანგრძლივდება, მაგრამ გაითვალისწინე მერფის კანონი „ყველა საქმეს სჭირდება ორმაგი დრო და ორმაგი ბიუჯეტი“, ისე არ ააჩქარო ხელოსნები, რომ ხარისხი გაფუჭდეს. ორმაგი არა, მაგრამ 30%ვადაგადაცილებისთვის წინასწარ განეწყვე. -შეაგროვეთ 5-6 „ფიუს თი“-ს მსგავსი, დიდ ყელიანი ცარიელი ბოთლები და ყველა მორჩენილი საღებავი და ლაქი, შეღებვისა და წასმის შემდეგ შეინახეთ. რემონტის შემდეგ შეიძლება გამოგადგეთ. - ონკანის შეძენისას გაითვალისწინეთ - წყლის ნაკადი ნიჟარის შუაში უნდა ჩაედინოს, და არა კიდეში. რათა ხელების დაბანვისას ნაკადისთვის ხელის შეშვერისას ხელი ნიჟარაზე არ მიგედოთ. რატომღაც ხშირი შეცდომაა.
ჩემი რემონტი წარმატებით დასრულდა. მადლობა (ალბათ 50)ყველა ადამიანს, ვინც მონაწილეობა მიიღო. გისურვებთ თქვენც წარმატებულ რემონტს.
დავასრულე. მადლობა ყურადღებისთვის. COPY AND PASTE სადმე შენთან ახლოს, რაიცი, გამოგადგეს.
--------------------
ტვინის კერხერი VS ტვინის უნიტაზის მარჯანი.
ბიძინა უნდა გაბანძდეს!
|