Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > პოლიტიკა > ქება და ქება მარგველ-წმინდისა

Posted by: androabuladze 12 May 2013, 12:29

ივანიშვილმა საპრეზიდენტო კანდიდატი - გიორგი მარგველაშვილი დაახასიათა.

"განათლება...
ჩემო ბატონო, მეცნიერება...
კრეატიულობა!
კრიტიკული სიტვაციებში... უნიკალურია გიორგი!
ჩემო ბატონო, კიდევ რა გნებავთ?!
მენეჯმენტი!
კააარგი პრიფესია,
კარგი... კარგი პრაქტიკა აქვს გავლილი...
პოლიტიკაშიც გამოცდილია.
ნუ არ ვიცი ახლა კიდევ რა ჩამოვთვალო!"

წყარო: http://www.youtube.com/watch?v=Xk4r3t3aPrA

Posted by: whitecaucasian 12 May 2013, 12:36
ხელსაქმეც ეხერხება თურმე ნამეტანი, ხელსაქმე : ქსოვა,ქარგვა,კერვა და ასე...
ქვეყანას რომ გოუჭირდეს დაჯდება ბუხართან და ისეთ წინდებს მოქსოვს ქე შეინახავს ნახევარ საქართველოს,დანარჩენ ნახევარსაც უსაშველებთ რამეს ბატონო, აპაა..

Posted by: Roentgen 12 May 2013, 12:42
whitecaucasian
QUOTE
ხელსაქმეც ეხერხება თურმე ნამეტანი, ხელსაქმე : ქსოვა,ქარგვა,კერვა და ასე...

გადააყოლეთ ახლა.
კლინტონი საქსოფონზე უკრავდა და მონიკაც შემოეხარჯა კიდო, მარა ისეთი პრეზიდენტი იყო - იფ.
საქმესთან ახლოს, ბატონებო.

რაში ივარგებს ეს კაცი და რაში ვერა?
მე არ ვიცი - ინფორმაცია არაა საკმარისი. იქნება იცით თქვენ (ნუ, ქსოვის გარდა) და მითხრათ აგერ?

Posted by: Blackwood 12 May 2013, 12:45
ქარიზმა არააქ მაგ კაცს და გაუჭირდება არჩევნების მოგება, ერთი 10 წლის მერე საქართველოში ეგეთი კაცი კაი კანდიდატი იქნებოდა მარა არა ეხლა, თუ ბურჯანაძეც იბრძოლებს მომწიევს ამისთვის ხმის მიცემა...

Posted by: ALL-IN 12 May 2013, 12:47
მიხუინს ხო მაინც აჯობებს ფაიზაღი smile.gif

Posted by: LEV_TEN 12 May 2013, 12:48
მიუხედავად იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილი მერჩივნა, მაინც არაა ცუდი კანდიდატი:
--მთავარი აქ გახლავთ მისი სისუფთავე!!!
უნდა დამკვიდრდეს საქართველოში, რომ თანამდებობებზე ინიშნებოდეს სუფთა წარსულის, დადებითი თვისებების მქონე ადამიანები...
წესიერება პოლიტიკაში განმსაზღვრელი უნდა გახდეს ნელ-ნელა...
ხომ ნახეთ "ხელსაქმის" გარდა ვერაფერი ნაკლი "გაუხერხეს" ნაცებმა!
----
პ.ს. მხოლოდ ეს რომ არაა (წესიერება) მისი დანიშვნის მიზეზი მაგასაც ხაზს ვუსვამ--ორგანიზატორობა, განათლება, გაწონასწორებულობა....არაა ცოტა დადებითი თვისება!

Posted by: Blackwood 12 May 2013, 12:53
QUOTE (LEV_TEN @ 12 May 2013, 09:48 )
მიუხედავად იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილი მერჩივნა, მაინც არაა ცუდი კანდიდატი:
--მთავარი აქ გახლავთ მისი სისუფთავე!!!
უნდა დამკვიდრდეს საქართველოში, რომ თანამდებობებზე ინიშნებოდეს სუფთა წარსულის, დადებითი თვისებების მქონე ადამიანები...
წესიერება პოლიტიკაში განმსაზღვრელი უნდა გახდეს ნელ-ნელა...
ხომ ნახეთ "ხელსაქმის" გარდა ვერაფერი ნაკლი "გაუხერხეს" ნაცებმა!
----
პ.ს. მხოლოდ ეს რომ არაა (წესიერება) მისი დანიშვნის მიზეზი მაგასაც ხაზს ვუსვამ--ორგანიზატორობა, განათლება, გაწონასწორებულობა....არაა ცოტა დადებითი თვისება!

როგორ უნდა დამკვიდრდეს ეგ ეხა? 20 წელია საქართველოში პრეზიდენტები თითქმის მონარქებად იყვნენ, ძალიან დიდი ფიგურაა ქართველისთვის პრეზიდენტი, თბილისში დიდი შანსი აქვს და აი რეგიონებში რო ჩავა როგორც მარგველაშვილი იმსჯელებს ის გლეხები სიტყვას ვერ გაიგებენ აი ეგაა რეალობა და ძალიან მწარე, არჩევნებამდე კიდე 5 თვეა დარჩენილი, ნამდვილად არ მინდა რო პრეზიდენტი ბურჯანაძე გახდეს...

Posted by: LEV_TEN 12 May 2013, 12:59
Blackwood

კი, ბატონო, მაგრამ ადრე თუ გვიან ხომ უნდა დამკვიდრდეს?! ხოდა ასე ნელ-ნელა უნდა დამკვიდრდეს...მეტიც ისიც უნდა დამკვიდრდეს, როგორმე, რომ იმ გლეხს სულ ფეხზე უნდა ეკიდოს ვინაა პრეზიდენტი, ისე უნდა იყოს სისტემა ჩამოყალიბებული...
QUOTE
ნამდვილად არ მინდა რო პრეზიდენტი ბურჯანაძე გახდეს...

ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ ბურჯანაძისთვის კეთდება?
არაა გამორიცხული, თუმცა არ მგონია...
რა მიზეზით უნდა მისცენ ხმა ბურჯანაძეს?

Posted by: VELTBGA 12 May 2013, 13:05
QUOTE
ნუ არ ვიცი ახლა კიდევ რა ჩამოვთვალო!"

გასარეცხი მანქანი შეკეთება შეუძლია

Posted by: Blackwood 12 May 2013, 13:05
QUOTE (LEV_TEN @ 12 May 2013, 09:59 )
Blackwood
QUOTE
როგორ უნდა დამკვიდრდეს ეგ ეხა? 20 წელია საქართველოში პრეზიდენტები თითქმის მონარქებად იყვნენ, ძალიან დიდი ფიგურაა ქართველისთვის პრეზიდენტი, თბილისში დიდი შანსი აქვს და აი რეგიონებში რო ჩავა როგორც მარგველაშვილი იმსჯელებს ის გლეხები სიტყვას ვერ გაიგებენ აი ეგაა რეალობა და ძალიან მწარე, არჩევნებამდე კიდე 5 თვეა დარჩენილი, ნამდვილად არ მინდა რო პრეზიდენტი ბურჯანაძე გახდეს...

კი, ბატონო, მაგრამ ადრე თუ გვიან ხომ უნდა დამკვიდრდეს?! ხოდა ასე ნელ-ნელა უნდა დამკვიდრდეს...მეტიც ისიც უნდა დამკვიდრდეს, როგორმე, რომ იმ გლეხს სულ ფეხზე უნდა ეკიდოს ვინაა პრეზიდენტი, ისე უნდა იყოს სისტემა ჩამოყალიბებული...
QUOTE
ნამდვილად არ მინდა რო პრეზიდენტი ბურჯანაძე გახდეს...

ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ ბურჯანაძისთვის კეთდება?
არაა გამორიცხული, თუმცა არ მგონია...
რა მიზეზით უნდა მისცენ ხმა ბურჯანაძეს?

როდესღაც კი, მარა უნდა გავიდეს რაღაც დრო ისე რო პრეზიდენტი იყოს სუსტი ფიგურა და ხალხი მიეჩვიოს ეგ ეგრე უცბათ ერთ არჩევნებში არ მოხდება, ხალხი ბიძინას ეძახის პრეზიდენტს იმდენად მიაჩნიათ რო მთავარი პრეზიდენტია...

არ ვიცი ვისთვის კეთდება ეჭვი მაქვს რო კონკურენციის ამაღლების მიზნით გაკეთდა ეგ სვლა, თუ მთავარი კანდიდატები იქნებიან ნაცები, ბურჯანაძე და მარგველაშვილი, მაშინ ბურჯანაძეს ძალიან დიდი შანსი ექნება, მარა აქვე ვიტყვი რო მეორე ტური ისედაც აუცილებლად იქნება ეგ კარგიცაა მარა მარგველაშვილის წამოყენებით ოცნებამ შანსი მისცა ყველას დაჟე ნაციონალურ მოძრაობასაც რაც არ უნდა სასაცილოდ ჟღერდეს, მაგათმა იციან პოლიტიკა და 5 თვეში შეძლებენ ასე თუ ისე ერთი კანდიდატის აქაჩვას

Posted by: androabuladze 12 May 2013, 13:30

LEV_TEN
QUOTE
გაწონასწორებულობა....არაა ცოტა დადებითი თვისება!

მარგველა გაუწონასწორებელი, ემოციური ფილოსოფოსია. პლუს პოლიტიკაში გამოუცდელი.

Posted by: Westbrook 12 May 2013, 13:56
QUOTE
სიტვაციებში

facepalm.gif

Posted by: urfinjus8 12 May 2013, 14:27
http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=bwbkZLANIAE# სერიოზული დეგრადაციასთან გვაქვს საქმე..... ერთ დროს მარგველაშვილი გიდი ყოფილა(ეს დრო აფხაზეთში ომის დროს ემთხვევა) და ვერ გამოდის რუსი ტურისტების მაამებელ რიტორიკიდან(მას და მის kingmaker ივანიშვილს ის "რეალობა" აქვთ რასაც პუწინი ხედავს). 2013 წელს პრეზიდენტობის კანდიდატმა არ იცის(ან ჯიუტად არ უნდა გაიგოს, ძიძიგური მაინც მოუყვებოდა თუ უნივერსიტეტში არ ისწავლა რომ 1801 წელს მოხდა იმ გეორგიევსკის ტრაქტატის დარღვევა და საქართველოს ანექსია რომლის შესახებაც ყველა რუსეთუმე ყელმოღერებით საუბრობს). ორენოვანი იყო ქართული კულტურაო(პირადად წაუკითხავს კაცს თომას მანი რუსულად და ეამაყება რას ერჩი) ამბობს კაცი იგი გიორგი მაგრამ კოლლაბორაციონისტებს ავიწყდებათ ბანალური ჭეშმარიტება დაპყრობილ ქვეყანაში მეორე ენა ოკუპაციის ენაა და თავზემოხვეულია, შესაბამისად არაბუნებრივია უცხოა და კულტურის ნაწილი ვერ გახდება. თუ ბიძინეს კანდიდატს მიაჩნია რომ: რუსი ეგზარქოსების მიერ ქართული ფრსკების ღებვა კულტურის ნაწილია სხვა ამბავია.....მეცხრამეტე საუკუნეში საქართველოში სწორედ ოკუპაციის ენით სამართალწარმოების ძალით დანერგვის გამო უამრავი აჯანყება მოხდა კახეთიდან და მთიულეთიდან დაწყებული და სამეგრელოთი დამთავრებული, იბრძოდა ყველა გლეხი, ვაჭარი, აზნაური და ხელოსანი უამრავმა ქართველმა დადო თავი უთანასწორო ბრძოლაში თავისუფლებისათვის მშობლიურ ენის შენარჩუნებისათვის, ეს თურმე ორენოვანი კულტურული ცხოვრება ყოფილა. მარგველაშვილი "ენა მამული სარწმუნეობა"-ს მთქმელ ჭავჭავაძეს(ჭავჭავაძეა აგრეთვე ტერმინ რუსეთუმეს ავტორი) ორენოვან კულტურის მატარებლად თვლის აქაოდა განათლება პეტერბურგში მიიღო თუ აკვირდებით როგორ ოსტატურად მანიპულირებს ეს დემაგოგი ფაქიზ საკითხებით?..

Posted by: masha 12 May 2013, 14:40
urfinjus8
QUOTE
შესაბამისად არაბუნებრივია უცხოა და კულტურის ნაწილი ვერ გახდება

რომელი მეორე ენა შეიძლება იყოს ერისთვის ბუნებრივი?
ნებისმიერი მეორე, მესამე და ა.შ. ენა ადამიანისთვის ბუნებრივია თუ მისი რომელიმე მშობელი ელაპარაკება ამ ენაზე ბავშვობიდან

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)