South Park არის ამერიკული სიტკომი რომლის შემქმნელებიც არიან ტრეი პარკერი და მეტ სტოუნი. ეთერში გავიდა 1997 წლის 13 აგვისტოს და მშინვე მოიპოვა პოპულარობა რადგან იგი შავი იუმორითაა სავსე, რომელიც ყველა აქტუალურ თემას ეხება, რაც ამრიკაში და ზოგადად მსოფლიოში ხდება. მასში ხშირად იყენებენ უცენზურო სიტყვებს რის გამოც მინიჭებული აქვს კატეგორია მოზრდილთათვის
მოვლენები ვითარდება 8 წლის სკოლის მოსწავლეების გარშემო
Stan Marsh - მეოთხე კლასის სკოლის მოსწავლე ( პირველ 58 ეპიზოდსი ის მესამე კლასში სწავლობდა) რომელიც ცხოვრობს ქალაქში დედ-მამასთან ერთად. სტენს ყავს 12 წლის და შელი რომელიც ხშირად ცემს მას
Kyle Broflovski - სტენის საუკეთესო მეგობარი. წარმოშობით კაილი არის ებრაელი. მისი მშობლები არ აღნიშნავენ შობას რაც მას პრობლემას უქმნის. კაილი ყველაზე ჭკვიანია 4 ბიჭს შორის. მას ყავს პატარა ძმა აიკი, რომელიც არის კანადელი და რომელიც იშვილეს მისმა მშობლებმა.
Kenny McCormick - კენი მაკორმიკი ყველაზე ღარიბი ოჯახის წევრია მთელ სამხრეთ პარკში. მამამისი გამუდმებით სვამს ხოლო მისი მშობლები სულ ჩხუბობენ. კენნის საუბარი ძირითადად გაუგებარია თითქმის ყველა ეპიზოდში. მაყურებელი მხოლოდ მისი მეგობრების კომენტარების მიხედვით ხვდებიან თუ რა თქვა მან. კენის კიდევ ერთი დამახასიათებელი თვისება ის არის რომ იგი თითქმის ყოველ სერიაში კვდება
Eric Cartman - ერიკ კარტმანი ჩემი აზრით ყველაზე სახასიათო გმირია მთელს სერიალში. იგი არის სექსისტი, რასისტი, მოკლედ ყველანაირი უარყოფითი თვისება აქვს რაც შეიძლება 8 წლის ბავშვს ქონდეს. იგი გამუდმებით დასცინის კაილს იმის გამო რომ ის ებრაელია. იგი მსუქანია მარა ამ სიმსუქნეს ძვალმსხვილობას აბრალის
მან არ იცის მეგობრობა, თავისი მიზნის მისაღწევად ყველაფერზე მიდის , მეგობრებს არ უყვართ იგი. ერიკს მამა არ ყავს ის დედამისთან ერთად ცხოვრობს, რომელიც თავის მსუბუქი ყოფაქცევითაა ცნობილი. მიუხედავად ამისა ალბათ სწორედ ერიკის დამსახურებაა ამ სერიალის ესეთი პოპულარობა რადგან იგი ყველა იმ "შავ სამუშაოს" ასრულებს რამაც სერიალს წარმატება მოუტანა
butters stotchხოდა ვისაც გაინტერესებთ შეგიძლიათ აქედან უყუროთ ამ ანიმაციის შედევრს :wub:
ინგლისურადრუსულად This post has been edited by MEDS on 2 Oct 2018, 20:07