Ssupertramp მეც რამდენიმე დღე ვისვენებ და ცოტა დავტვირთავ ჩვენს თემას ახალი ამბებით
ვალსირ კარასკომ კორექტივები შეიტანა თავის რომანში. სიუჟეტის მიხედვით ელინისის (ნატალია როდრიგესი) 50 სერიაში კლავს გლაუსე (ლეონა კავალი). და ეს არ არის ბოლო მსხვერპლი ამ რომანში. მას მერე რაც მარინა რუი ბარბოზამ კატეგორიულად უარი განაცხადა თავის გადაპარსვაზე, ავტორმა გადაწყვიტა შეცვალოს სცენარი და „ მოკლას“ მისი გმირი ნიკოლი, (კიბოთია დაავადებული) ამის შემდეგ იგი, სულის სახით გამოეცხადება თავის ახლობლებს.
კიდევ ერთი ინტრიგა იქნება სეზარის(ანტონიო ფაგუნდესი) მკვლელობა. მკვლელის პოვნა თითქმის რომანის დასრულებამდე იქნება საიდუმლოებით მოცული, ისევე როგორც მაქსის მკვლელობა „ბრაზილიის გამზირში“.
მარინა რუი ბარბოზა
ნატალია როდრიგესი
გარდაიცვალა ბრაზილიური კინოს ვეტერანი მსახიობი სებასტიან ვასკონსელოსი. გვახსოვს სერიალებიდან „ტროპიკელის საიდუმლო“, „კლონი“, „სიყვარულის ისტორია“ და სხვა.
იგი 40 წელი ემსახურებოდა ამ ხელოვნებას.
მიგელ ფალაბელას ახალი ისტორია „სიყვარულის თუ ფულის გამო“ სან პაულოში განვითარდება, და მისი ძირითადი ხაზი განვითარდება ერთი „კარგი ბიჭის“ გარშემო. რომელსაც უნდა იდეალური საცოლის პოვნა. მისი მეგობრები, ასე ვთქვათ „ოქროს ახალგაზრდობაა“.
გაზეთ «O Globo» –მ გამოაქვეყნა სტატია დომინგოს მონტანიეზე. პირველად ეს მსახიობი გამოჩნდა 2010 წელს, შემდეგ ვიხილეთ სერიალში „მომხიბვლელი პოემა“ (2011).
2012 წელს იგი გადაიღეს მინი სერიალში „ხმამაღალი ყვირილი» და შარშან გლორია პერეზმა იგი მიიწვია ერთ–ერთ მთავარ როლზე სერიალში „Salve Jorge“, დომინგოსის მთავარი საქმიანობა ცირკს უკავშირდება. ამასთან წარმატებით აგრძელებს „გლობოში“ საქმიანობას. მისი მონაწილეობით სექტემბერში გამოვა ნოველა «Joia Rara» („იშვიათი ალმასი“).ამ რომანში(ეს იქნება ექვსსაათიანი ნოველა, შეცვლის “კარიბის ზღვის ყვავილს“) იქნება საინტერესო რომანტიკული ისტორია კაროლინა დიკმანთან.
მარიანა შიმენესი ემზადება ახალი როლისთვის ნოველაში «Joia Rara» (იშვიათი ალმასი“) ის შეასრულებს ფრანგი ბალერინას, ავრორას როლს. მსახიობი აქტიურად ესწრება ქორეოგრაფ ანტონიო ნეგრეიროსის საბალეტო ცეკვის გაკვეთილებს და უსმენს ედიტ პიაფის ჰიტებს.
ბეტი ფარია
აგინალდუ სილვას რომანი „ტიეტა” 1989 წელს სარგებლობდა არნახული პოპულარობით, რაც ბეტი ფარიას და ჟოზე მაიერის დამსახურებაც იყო. ახალი რიმეიკის პრემიერა გათვალისწინებულია 2015 წელს 11 საათიან თაიმსლოტზე. ახალ ნოველაში (რიმეიკში) მთავარ როლს სავარაუდოთ შეასრულებს კლაუდია რაია.
ზეზე პოლესამ ადრე უარი თქვა გერტრუდას როლზე სერიალში „გვიხსენი წმინდაო გიორგი“, მან უპირატესობა მიანიჭა თეატრს. მონაწილეობა მიიღო თეატრალურ დადგმაში „ვის ეშინია ვირჯინია ვულფის?“
„ბრაზილიის გამზირის» ვარსკვლავი ისის ვალვერდე და მისი მეგობარი ბრუნო გარსია დაესწრნენ დევიდ სორენის ფილმის „ტურბოს“ პრემიერას. ღონისძიება შედგა რიოში, New York City Center–ში. იანვარში დაგეგმილია ჯორჯ მოურის ისტორია „მოპარული სიყვარულის პრემიერა“, ეს არის მინი სერიალი,აქ ისის ვალვერდე ასრულებს პატრიცია პილარის და მურილო ბენისიოს შვილის როლს. რომანტიკული ურთიერთობა ექნება კაუა რაიმონდის გმირთან.
ვალსირ კარასკომ გადაწყვიტა დაწეროს „შიკა დე სილვას“ რომანის რიმეიკი.
„სიცოცხლის სიყვარულის“ დასრულების შემდგომ „გლობოზე“ დაიწყება ამ ნოველის რიმეიკის გადაღება. თავის დროზე (1996) ამ რომანმა დიდი კამათი გამოიწვია, რადგან მაშინ ეროტიკულ სცენებში მონაწილეობდა არასრულწლოვანი ტაის არაუჟო(მაშინ 17 წლის იყო) .
გაზეთ „დიარიო დი სან პაულუს“ ინფორმაციით ვალსირ კარასკო დაწერს ახალ სცენარს მას მერე, რაც „გლობოს“ ზემგომი ორგანოებისგან დადებით პასუხს მიიღებს.
„ბრაზილიის გამზირის“ ვარსკვლავი კაუა რაიმონდი გარეგნობას იცვლის ახალი როლისთვის. გადაღებები რეჟისორ მაურო ლიმას ახალი ფილმისა, სახელწოდებით „ტიმ მაია“ უკვე დასრულდა რიო დე ჟანეიროში, სან პაულოში და ნიუ იორკში, მსახიობი თითქმის ექვსი თვე წვერგაუპარსავი დადიოდა, რომ განესახიერებინა 60- 70-წლების ჰიპი.
ეს ფილმი გამოვა2014 წელს. კაუა რაიმონდის პარტნიორი ამ ფილმში იქნება რობსონ ნუნიესი.
მარსიო გარსიას მალე ისევ ვიხილავთ სერიალში „Amor à Vida“ („ცხოვრების სიყვარული“),იგეგმება მისი გმირის პროექტში დაბრუნება, რათა ცოტაოდენი ინტრიგა შეიტანონ მის ურთიერთობაში პატრიციასთან (მარია კასადევალი) და მიშელთან( კაიო კასტრო).
ივნისში როგორც იცით შედგა 11 საათიანი ნოველის პრემიერა „Saramandaia“ , ეს არის 1973 წელს გადაღებული იგივე სახელწოდების ნოველის რიმეიკი.
რეიტინგი აქვს 27 პუნქტი.შედარებისთვის , იგივე 11 საათიანი ნოველის „გაბრიელას“ რეიტინგი იყო 30 , ხოლო „ნათელმხილველი» 2011-წელს — 28 პუნქტი.
* * *
ჟულიანო კაზარე – ბედნიერი მეოჯახე.
უკრაინის ტელეარხი „უკრაინა“ 12 აგვისტოს იწყებს გახმაურებული ბრაზილიური სერიალის «A Vida da Gente» (ჩვენი ცხოვრება“) ჩვენებას.
ეს არის რეჟისორ ჯაიმე მონჟარდიმის მიერ გადაღებული სენტიმენტალური მელოდრამა, ოჯახური საგა, ასახავს თაობათა კონფლიქტს, თავის დროზე ბრაზილიაში ნამდვილი ფურორი მოახდინა, ასახავს ორი დის ისტორიას, რომლებიც სასიყვარულო სამკუთხედის ხაფანგში აღმოჩნდებიან. როლებში ფერნანდა ვასკონსელოსი, რაფაელ კარდოსო, მარჟორი ესტიანო,ნისეტი ბრუნო, ტიაგო ლასერდა, დანიელა ესკობარი და სხვები
ჯოვანა ანტონელი ჩილეს მაღალმთიან კურორტ ვალე ნევადოზე ისვენებს. მან ტაიმაუტი აიღო სტარტის წინ, სანამ სერიოზულად შეუდგება ახალ როლზე მუშაობას. ეს იქნება მანუელ კარლუშის ახალი ნოველა „ოჯახში“,პრემიერა 2014 წლის დასაწყისშია ნავარაუდევი. აქ მისი ამპლუა რადიკალურად განსხვავებული იქნება,ამ სერიალში მისი გმირი დატოვებს ოჯახს, სამსახურს, ქალის(აილინ მორაესის გმირის)სიყვარულის გამო.
მარსელო ნოვაესი ახალ სერიალში „ჰორიზონს მიღმა“ მეორედ თავის კარიერაში შესრულებს მთავარი ბოროტმოქმედის როლს (პირველი იყო „ბრაზილიის გამზირი’).. მსახიობს ექნება რომანტიკული ისტორიები შერონ მენეზესის გმირთან.რეჟისორია რიკარდო ვადინგტონი, ახალგაზრდა მსახიობებიდან აქ ვიხილავთ ჯულიანა პაივას,ტიაგო მარტინს,პალომა ბერნარდის, ტიაგო როდრიგეს და მარიანა რიოსს.
მარსელო ნოვაესი ასევე დაკავებულია მარკოს ბერნშტეინის და კარლოს გრეგორის ახალ ნოველაში „კარგი სისხლი“ ამ ნოველას სავარაუდოთ ვიხილავთ ნოემბერში.
პალომა ბერნარდი წარმატებული როლის შემდეგ ნოველაში „Salve Jorge“, მიიწვიეს
ახალ ნოველაში „ჰორიზონტს მიღმა“.
მსახიობი ჯოვანა ევბანეკი, ბრუნო გაგლიასოს მეუღლე პოზირებს ელექტრონული ჟურნალისთვის „ჩვენ ვირჩევთ“, ეს აქცია მიმართულია უსახლკარო ცხოველების მიმართ ძალადობის წინაღმდეგ.
მსახიობები მოუწოდებენ ადამიანებს, აიყვანონ და უპატრონონ ცხოველებს.
„Avenida Brasil “ უარყოფითი გმირის შემსრულებებლი ჟოზე დე აბრეუ(ნილუ),შესაძლოა ახალ სერიალში „იშვიათი ალმასი“ კვლავ არანაკლები ბოროტმოქმედის როლში ვიხილოთ. პრემიერა სექტემბერშია დაგეგმილი. მისი გმირი, ყოვლისშემძლე ერნესტო ამწარებს ახალგაზრდა მეუღლეს იოლანდას(კაროლინა დიკმანი).
* * *
ნატალია დილის ასევე უარყოფით როლში ვნახავთ სერიალში „იშვიათი ალმასი“ .მისი გმირი მოგვევლინება ახალგაზრდა შურისმაძიებლად, რომელიც ცდილობს ერნესტოს(ჟოზე დე აბრეუს) განადგურებს.
რუსეთის არხმა СТС დაიწყო „«O Bem Amado» (შეყვარებულები) ჩვენება.
სერიალის სიუჟეტი ეფუძნება ისტორიულ ამბებს და იწყება 1961წლიდან, როდესაც ბრაზილიაში მზადდებოდა სახელმწიფო გადატრიალება.მაშინ გადადგა პრეზიდენტი ჟანიუ კუადრუსი და პატარა ქალაქ სუკუპირაშიც შეიცვალა ხელისუფლება. ახალი პრეფექტი ცოტა უცნაურად, ახლებურად მართავს ქალაქს…
როლებში ვიხილავთ მარკო ნანინის, დრიკა მორაეშს, ჟოზე უილკერს, კაიო ბლატს, ანდრეა ბელტრაოს, ზეზე პოლესას, ედმილსონ ბაროს და სხვებს.
პრისცილა ფანტინი სამწლიანი დასვენების შემდეგ ისევ უბრუნდება Globо –ს.
იგი მთელი ამ დროის მანძილზე თეატრში მოღვაწეობდა.
მას შემოთავაზება აქვს ბენედიტო რიუ ბარბოზას ახალ რომანში „ჩემი მიწის პატარა ნაწილი“ მთავარი როლი შეასრულოს. ასევე მეორე შემოთავაზება შვიდსაათიან ნოველაში“ჰორიზონტს მიღმა“ შეასრულოს პროფესორი ქალის ჟულიანის როლი, რომელიც ბრუნდება მშობლიურ ქალაქში, რათა პოლკოვნიკის დიქტატურის წინააღმდეგ იბრძოლოს.
გლორია პირესი ახალ ფილმში „იშვითი ყვავილები“. ამ ფილმის პრემიერა შედგა 5 აგვისტოს სან პაულოს კინოცენტრ Cidade Jardim და მოგვითხრობს არქიტექტორი ქალის ლოტა დე მასედო სოარეშის(გლორია პირესი) და ამერიკელი პოეტი ქალის ელიზაბეტ ბიშოპოს(ეს როლი შეასრულა ავსტრალიელმა მსახიობმა მირანდა ოტტომ) სასიყვარულო ისტორიას. ფილმს საფუძვლად დაედო კარმენ ლუსია დე ოლივეირას გახმაურებული წიგნი «Flores raras e banalíssimas». ეს არის ისტორიული დრამა რომელიც მოგვითხრობს ბრაზილიელი არქიტექტორი ქალის ისტორიას, მან განახორციელა ფლამენგოს პარკის მშენებლობა და ამისათვის 1956 წელს მიანიჭეს პულიტცეროვოს პრემია.
გლორია პირესის თაყვნისმცემლები შოკირებულები იქნებიან მისი ხილვით ახალ ფილმში, მაყურებელი იხილავს გულახდილ სცენებს და ინტიმურ კადრებს .
გადაღებები მიმდინარეობდა აშშ და ბრაზილიაში, სცენარის ავტორები არიან ამერიკელი მეტიუ ჩაპმენი და კაროლინა კოტშო.
ამჟამად გლორია მაიამიში ისვენებს თავის ოჯახთან ერთად.
მარკუს კარუზო,როგორც მსახიობი და დრამატურგი დააჯილდოვეს ბრაზილიის კულტურაში გაწეული დიდი ღვაწლისთვის და რაინდის წოდება მიანიჭეს. ჯილდო გადასცა თვით ბრაზილიის პრეზიდენტმა დილმა რუსეფმა.
მარკუს კარუზოს(ლელეკოს როლის შემსრულებელი „Avenida Brasil “) გლობოს ახალ 6 საათიან სერიალში «Joia Rarа» კაბარეს მეპატრონეს როლში ვიხილავთ. პრემიერა შემოდგომაზეა დაგეგმილი