#57600615 · 6 Mar 2021, 00:16 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სინათლე უნდა შემოდიოდეს მოლბერტის მიმართ მარცხნიდან, ან ზემოდან.
თუ ცაცია ხართ, მაშინ მარჯვნიდან...
სარკმელი (შუშაბანდი) უნდა გადიოდეს ჩრდილოეთის მხარეს, ან ისეთ მხარეს, საიდანაც მუშაობის პროცესში მზის სხივები ვერ აღწევს.
ოთახი თბილი უნდა იყოს, რომ ნატურა არ გაგიცივდეს.
რაც სურათზე მოჩანს, ეგ ფართი უვარგისია, რადგანაც ნახატზე ცხვირმიჭერილს მოგიწევს მუშაობა. სჯობია სინათლის წყაროს მიმართ პერპენდიკულარულად წაგრძელებული ოთახი.
საწოლი და ტრახადრომი გამორიცხე - მხოლოდ დივანია დასაშვები.
სალოთაოდ და გასაჩხერად მოუხერხებელი უნდა იყოს, თორემ უსაქმურების ურდოების შემოსევები გარანტირებულია.
--------------------
საქართველო მარადიულია! © პრეკურსორი
"ვირი გინდა ნაცებში დააბი, გინდა ქოცებში - მაინც ერთი ბიძინააო!"
“იარე წინ და შეჭამე ყველაფერი, რაც მოძრაობს! რაც არ მოძრაობს, ეგეც: ხეებიც, ბოძებიც… მოსახვევშიც არ მოუხვიო - მოსახვევიც შეჭამე!” (C) OKELA84
|