forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
reklama

Pages: (2) [1] 2   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> მე შენ მიყვარხარ, ანუ საკვირაო თემა
მართვის თეორია
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 6139
წევრი No.: 117028
რეგისტრ.: 12-June 10

გამოგზავნილია: 17 Feb 2019, 11:32  #54235544      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
შემთხვევით გადავაწყდი ამ ვიდეოს





გავიხსენოთ ჩვენს გვერდით მოსიარულე გენიოსები

რომლებიც ვერ დავაფასეთ დროულად და ვერ ვუპატრონეთ


პრინციპში, შეიძლება ასეც იყო საჭირო

არ სჭირდებათ ჩვენი დაფასება.

ისინი ჯიუტად აკეთებენ იმას, რისიც სწამთ და სჯერათ - მშიერს, მწყურვალს, გაყინულს თუ მიუსაფარს...

იმიტომაც არიან გენიოსები



ნოდარ დუმბაძეს დავუყენებდი გვერდით გოდერძის

ერთი სიცოცხლის და სიყვარულის აპოლოგეტი იყო, მეორე სიკვდილის

პლიუსი და მინუსი



QUOTE
შენ გაგიმარჯოს სიკვდილო, სიცოცხლე შვენობს შენითა...


ორივე უდიდესი სევდის მატარებლები იყვნენ...
მიუხედავად ამისა, თავიანთი არსებობით და შემოქმედებით, უბადრუკ მოკვდავთ ცხოვრებას გვილამაზებდნენ და გვილამაზებენ...

ერთი გულით წავიდა, მეორე თავისი ნებით... cry.gif










იმედია ძალიან არ დაგგრუზეთ... თუ რამე - მომიტევეთ facepalm.gif


--------------------
ბაზ არაა, კარგებიც არიან, მაგრამ ვინც კი ღლე და დედამოდღნული დაიბადა , ყველა ამ ფორუმზე დარეგისტრირდა © altezza_altezza

robin
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7484
წევრი No.: 167034
რეგისტრ.: 11-May 13

გამოგზავნილია: 17 Feb 2019, 11:40  #54235569      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მხოლოდ ათწლეულების შემდეგ აღმოაჩენენ და დამსახურებულ პატივს მიაგებენ ის შემოქმედებას.
muammar_caddafi
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1219
წევრი No.: 243974
რეგისტრ.: 4-July 18

გამოგზავნილია: 17 Feb 2019, 13:19  #54235950      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (robin @ 17 Feb 2019, 11:40 )
მხოლოდ ათწლეულების შემდეგ აღმოაჩენენ და დამსახურებულ პატივს მიაგებენ ის შემოქმედებას.

ათწლეულების შემდეგ ქართველები კიდევ გეგულებათ ამ მიწაზე? ყოველ შემთხვევაში გოდერძი ჩოხელის დამფასებლები? მე - არა. ნოდარ დუმბაძე კარგი მწერალი იყო, მაგრამ გოდერძი ჩოხელისდარი მაინც - არა. ვიდეო უნიჭო კაცის გაკეთებულია. იგი ისე შორსაა გოდერძი ჩოხელის შემოქმედებისგან, როგორც ჩვენ - სატურნისგან. ან ეს უნიჭო ვინ არის, ტექსტს რომ კითხულობს, გეგონება ბომონდის ჭორებს ყვებოდეს.
მართვის თეორია
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 6139
წევრი No.: 117028
რეგისტრ.: 12-June 10

გამოგზავნილია: 17 Feb 2019, 14:15  #54236211      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
muammar_caddafi
QUOTE
ვიდეო უნიჭო კაცის გაკეთებულია

ნება მიბოძეთ - არ დაგეთანხმოთ
ეს უბრალო სატელევიზიო სიუჟეტია, ჩვენ დროს ჩანახატს ეძახდნენ ხოლმე...
უკეთესი გეგულება სადმე?!
QUOTE
იგი ისე შორსაა გოდერძი ჩოხელის შემოქმედებისგან, როგორც ჩვენ - სატურნისგან

ჩვენ მოდერს რა პონტში ეხები ჩესტზე, იგი მუდამ ჩვენს გვერდითაა biggrin.gif
QUOTE
ნოდარ დუმბაძე კარგი მწერალი იყო, მაგრამ გოდერძი ჩოხელისდარი მაინც - არა.

"- მე ხომ ვიყავი შენხელა?! შენც ხომ გახდები ჩემხელა?! ჰოდა, რა მნიშვნელობა აქვს ვის მეტი ბალანი და ბუნდღა აქვს თავზე?"
-ე, იფიქრე ამაზე........................

"მარადისობის კანონის" ბოლო აბზაცს ნუ მომაყოლებ smile.gif

"დიდოსტატის მარჯვენის" ბოლოსი არ იყოს, მგონია რომ მთელი "მარადისობის კანონი" მაგ აბზაცისთვის დაწერა. smile.gif
zamzumi
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4462
წევრი No.: 233191
რეგისტრ.: 22-June 17

გამოგზავნილია: 17 Feb 2019, 15:32  #54236531      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ნოდარ დუმბაძე  სიცოცხლის  და სიყვარულის აპოლოგეტი იყო,

yes.gif
ბუნებრივად იყო მასეთი, ყოველგვარი პოზიორობის გარეშე.

სადღაც წავიკითხე - "მე ვხედავ მზე" -ში ტანსაცმელი რომ წაიღეს სოსომ და ხატიამ სიმინდზე გადასაცვლელედ,
იმ პერსონაჟის პროტოტიპმა სინამდვილეში ბავშვები გაძარცვაო.
რამხელა სულიერი ძალაა საჭირო, რომ ამბავი ასე შეაბრუნო და მკითხველი ადამიანის გაუტანლობაზე კი არა აატირო,
არამედ სიკეთის მაგალითით გაახარო.
ASIA
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2763
წევრი No.: 22862
რეგისტრ.: 4-September 06

გამოგზავნილია: 17 Feb 2019, 16:26  #54236808      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
zamzumi
QUOTE
ადამიანის გაუტანლობაზე კი არა აატირო,
არამედ სიკეთის მაგალითით გაახარო.

ჩვენ ტელევიზიონშიკებსაც იქნებ ვინმემ ჩააგონოს - რააააას გვგრუაზვეეეეენ . . .

თანაკლასელები ვისხედით და უცებ ერთერთი ძალიან დასევდიანდა და ისეთი რამ თქვა, ახლაც მაჟრიალებს - ჩვენშორის რომელიღაც ძალიან მეცოდება, იმიტომ რომ აქ მსხდომთაგან ყველას მიგვაცილებს სამარის კართან და ძალიან მინდა, რომ ის მე არ ვიყოო . . . პირველი წავიდა ...

სევდა ... დიახ.

მართვის თეორია

QUOTE
ერთი სიცოცხლის და სიყვარულის აპოლოგეტი იყო, მეორე სიკვდილის

პლიუსი და მინუსი


არააა - პლუსი და პლუსი.
სიკვდილის აპოლოგეტიკა ბევრად უფრო რთული და ბევრად უფრო სარისკო და ბევრად უფრო შეიძლება საჭიროც . . . ჩოხელმა გარისკა და ...

სიკვდილი კი არადა გარდაცვალება გარდაუვალია და ასე მძიმედ ალბათ არ უნდა ვუდგებოდეთ . . . ჩოხელი თვითონ დაამძიმა თავისივე ნაწერებმა ... სიკვდილის მიმართ გაურკვევლობა ინტერესში გადაეზარდა მგონი. ძაან მაგარი იქნებოდა ღიმილით ეწერა ამ ყველაფერზე და ახლაც რომ გვიღიმოდეს, მიუხედავად იმისა რომ ძაააალიან რთულია . ..

მართვის თეორია
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 6139
წევრი No.: 117028
რეგისტრ.: 12-June 10

გამოგზავნილია: 17 Feb 2019, 17:22  #54237082      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
zamzumi
QUOTE
სადღაც წავიკითხე - "მე ვხედავ მზე" -ში ტანსაცმელი რომ წაიღეს სოსომ და ხატიამ სიმინდზე გადასაცვლელედ,
იმ პერსონაჟის პროტოტიპმა სინამდვილეში ბავშვები გაძარცვაო.

მაიცა, სოსოია და ხატია ბავშვები თვითონ იყვნენ და მაგათმა იქით გაძარცვეს ვინმე? drug.gif drug.gif drug.gif

რაღაც ვერ გავიგე სწორად, ალბათ

ჩემი სიგნაჩასი არ იყოს, ბევრი კონიაკის რახუნმა იცის, ეტყობა sad.gif

ASIA
QUOTE
პლუსი და პლუსი.

ეგ სიკვდილია, ჩემო კეთილო
ისევე, როგორც მინუსი და მინუსი

QUOTE
ჩოხელი თვითონ დაამძიმა თავისივე ნაწერებმა

ერთ ინტერვიუში გოდერძის ჰკითხეს - შენი მეუღლე რას აკეთებსო?


- ნინო? ნინო ჩემს დარდებს უძლებს...




დალშე, თუ კონიაკის მარაგები მეყო - გავშლი უფრო...........


თუარადა, თქვენი თავი მიმყოფოს ღმერთმა კარგად....


მე და გალაქტიონ მთვარაძე დაგელოდებით დაღლამდე smile.gif
levani169
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 14737
წევრი No.: 189060
რეგისტრ.: 20-July 14

გამოგზავნილია: 17 Feb 2019, 17:23  #54237086      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (robin @ 17 Feb 2019, 11:40 )
მხოლოდ ათწლეულების შემდეგ აღმოაჩენენ და დამსახურებულ პატივს მიაგებენ ის შემოქმედებას.

აი ესაა ჭეშმარიტი სიყვარული.


--------------------
გლეხის შვილი ვარ,შვილიშვილიც,წინაპრით ვგლეხობ....... მეფის გვირგვინი ჩემს გვარს წილად არასდროს ერგო,მაგრამ მეფობა რაღად მინდა თუკი ვიტირებ მეფე ლირივით და ასე ვარ მეც ახლა,ღმერთო!
"გლეხის შვილი ვარ,ვამაყობ და წინაპრით ვგლეხობ!"

მოიცა ვერ გავიგე აბა რუსეთი გინდათ???
ეგაა ევროპა! @ dega
merkuriela
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 22986
წევრი No.: 114108
რეგისტრ.: 17-April 10

გამოგზავნილია: 17 Feb 2019, 17:24  #54237091      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
რა ხდება გამაგებინე ..


სამარის ქვაზე სწერია:
ვიყავ, ვიცხოვრე, წამოვე.
-ძვირფასო! გამეხმაურე
ერთი მითხარი, ხმა მომე.
იმქვეყნად, სადაც შენა ხარ
ვარდზე ბულბული თუ გალობს?
ან ჩვენებური ატამი,
ანდა ქლიავი თუ ხარობს.
თუ შვენობთ ველებს შროშანი,
ან რომელიმე ყვავილი,
თუ ისმის ირმის ყვირილი,
ან ღაძით ჭოტის ჩხავილი.
თუ მოჩქეფს მდინარეები
არაგვისფერი კალმახით,
თუ აზიდულან ზეცამდე
მთები ჩვენსავით ჭარმაგი.
ან სიყვარული თუ აკრთობთ
გოგონებს პირმცინარეთა,
თუ გესახება ეგ მხარე
ჩვენსავით ლამაზ მხარედა?
ან შიში თუა? კაცის კვლა?
ქურდობა? გაუტანლობა?
ან იქნებ მანდაც არბევენ
ქართველთა ჩამომავლობას?
არ გენატრება, მითხარი
ისევ ჩვენს მხარეს წამოსვლა,
დაჯდომა შობის სუფრაზე
კახური ღვინის ჩამოსხმა.
-ჩანს შეგაწყინე, ხმას არ მცემ,
არაუშავრა, რა მოხდა.

გოდერძი ჩოხელი


--------------------
უდიდესი თქვენს შორის თქვენი მსახური იყოს.

თორმეტმა ამირჩია. ერთზე გავიფიქრე იუდაა მეთქი და არ შევმცდარვარ.

ესენი უნდა მახსოვდეს.
zamzumi
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4462
წევრი No.: 233191
რეგისტრ.: 22-June 17

გამოგზავნილია: 17 Feb 2019, 17:32  #54237117      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მართვის თეორია
QUOTE
ბევრი კონიაკის რახუნმა იცის, ეტყობა

ეტყობა!
პროტოტიპმა გაძარცვა ბავშვები.
პროტოტიპი - მოქმედი პირი ანუ ქვემდებარე.
გაძარცვა- ზმნა
ბავშვები - პირდაპირი დამატება.
ანუ ბავშვები გამოდიან გაძარცულები (და არა მძარცველები)
levani169
QUOTE
აი ესაა ჭეშმარიტი სიყვარული.

up.gif
მართვის თეორია
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 6139
წევრი No.: 117028
რეგისტრ.: 12-June 10

გამოგზავნილია: 17 Feb 2019, 17:52  #54237208      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
zamzumi
QUOTE
ეტყობა!

biggrin.gif
QUOTE
იმ

ორი ასო გამოგრჩება წინადადებაში და ყირაზე დგება ყველაფერი smile.gif

გევიგევი ახლა, ბაბილო ბიძიას პროტოტიპმა გაძარცვა ბაღნები sad.gif

არ გამიგია ეგ ისტორია

This post has been edited by მართვის თეორია on 17 Feb 2019, 17:52
merkuriela
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 22986
წევრი No.: 114108
რეგისტრ.: 17-April 10

გამოგზავნილია: 17 Feb 2019, 17:54  #54237218      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გოდერძი ჩოხელი

ხომ არაფრად არ ღირს ..


ხომ არაფრად არ ღირს
წუთისოფლის ბრუნვა,
მაინც რაღაცას ისეთს
ჩაგვჩურჩულებს ქარი,
უცებ გაყუჩდება
გულში დიდი ურვა,
თითქოს გვავიწყდება
ახლობელი მკვდარიც,
სადღაციდან დაჰკრავს
სიხარულის ზარი
და აღარც კი გვახსოვს
სოფლის ავი ბრუნვა.
მართვის თეორია
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 6139
წევრი No.: 117028
რეგისტრ.: 12-June 10

გამოგზავნილია: 17 Feb 2019, 17:57  #54237235      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
levani169
QUOTE
აი ესაა ჭეშმარიტი სიყვარული.

ჯიგარი ხარ, ძია ისიდორე biggrin.gif


სვანურად - მი სი მალატ ხი


ლევონ შამო, სომხური ვარიანტიც დადე

რამ გაგვყო სვანები და სომხები biggrin.gif

This post has been edited by მართვის თეორია on 17 Feb 2019, 17:58
David_Gale
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5166
წევრი No.: 232670
რეგისტრ.: 6-June 17

გამოგზავნილია: 17 Feb 2019, 18:02  #54237255      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა



ეს გამახსენდა.......................................


--------------------
კენტ რიცხვებში წითლებს ვბომბავ

ლუწში ლურჯებს

ისტები და გამპრავებლები ამას ვერ გაიგებთ თუ პირადი სარგებელი არ გექნათ რა თქმა უნდა
მართვის თეორია
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 6139
წევრი No.: 117028
რეგისტრ.: 12-June 10

გამოგზავნილია: 17 Feb 2019, 22:23  #54238573      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ამ თემასთან შეიძლება ასი წელი არაა გარტყმაში, მაგრამ სათაურს ძალიან უხდება...........
ასეთი წუთებისთვის ღირს ცხოვრება......

სიძის რეაქციას შეხედეთ



0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (2) [1] 2  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0244 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]