forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
reklama

Pages: (3) [1] 2 3   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ცხინვალის რეგიონი კონფლიქტი
death85
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2967
წევრი No.: 29838
რეგისტრ.: 12-February 07

გამოგზავნილია: 19 Aug 2019, 07:09  #55128502      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ან კონფლიქტზე, როგორც აფხაზეთის შემთხვევაში საწერი ბევრია, მაგრამ შევეცდები მოკლედ მოვყვე.

ამ კონფლიქტის ერთერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა, უდავოდ გადამეტებული ეროვნული-ნაციონალური იდეებით გაჟღენთილი ქმედებები იყო, რაც ორივე ერში საკმაო დოზით იყო თავმოყილი, რაც ყველა ფეხის ნაბიჯზე იგრძნობოდა, მაგრამ მეორეს მხრივ კი მთელი ამ დაპირისპირების გადაბრალება მომეტებულ ნაციონალურ გრძნობებზე და მოუმწიფარ სახელმწიფოზე არ გამოვა.

ქართულ–ოსური ურთიერთობების დაძაბვის ახალი ეტაპი, იწყება 1980–იანი წლების მეორე ნახევრიდან, მას შემდეგ რაც საქართველოში გააქტიურდა ეროვნული მოძრაობა, ხოლო ცხინვალის რეგიონში სეპარატისტული მოძრაობა, რომელის მიზანიც თუ მათ იდეებს და მოქმედებებს გადავავლებთ თავს, დავინახავთ რომ თავიდანვე სეპარატიზმით იყო გაჟღენთილი, სადაც განსაკუთრებით აქტიურობდა ორგანიზაცია “ადამონ ნიხასი”, რომელიც თავიდანვე ე.წ. სამხრეთ ოსეთის საქართველოდან გამოყოფის მომხრე იყო. ეს პროტესტი გაამძაფრა 1989 წლის 15 აგვისტოს დადგენილებამ ქართული ენის სტატუსის შესახებ, სადაც ნათქვამი იყო, რომ ქართული ენა უნდა ყოფილიყო პარტიულ, ადმინისტრაციულ, სამეცნიერო-სასწავლო, კულტურულ, სამეურნეო დაწესებულებებსა და საწარმოებში, საზოგადოებრივ ორგანიზაციებში გამოყენების ერთადერთი სახელმწიფო ენა. ხოლო არაქართულ სკოლებში უნდა მომხდარიყო მისი სავალდებულოდ სწავლა.

ეს ამ ორგანიზაციამ აღიქვა როგორც დისკრიმინაცია, ამიტომ 1989 4 სექტემბერს ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეპუტატთა საბჭომ და საოლქო კომიტეტმა მიიღო დადგენილება. სამხრეთ ოსეთში ოსურის ენის, რუსულთან და ქართულთან ერთად სახელმწიფო სტატუსის შესახებ.

აგრეთვე მოითოხა ავტონომიის გარეთ მცხოვრები ოსურ დასახლებებში, ოსური ენის სწავლების აუცილებლობა. 26 სექტემბერს მოხდა ამ მოთხოვნის გაწერის მოთხოვნა საქართველოს კონსტიტუციაში, რასაც ქართული მხარეს უარი მოჰყვა. 10 ნომბერს მოხდა ავტონომიური ოლქის სტატუსის ცვლილების მოთხოვნა და ე.წ. სამხრეთ ოსეთი გამოცხადდა ავტონომიურ რესპუბლიკად (ანუ ის რაც ჰქონდათ აფხაზეთს და აჭარას).

ერთის მხრივ ამ მოთხოვნებში თითქოს არაფერი განსაკუთრებული არ იყო, მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ მიზეზი იყო. თვით ფაქტიც, რომ ავიღოთ, მაგალითად მოითხოვო, სადღაც ბორჯომის რაიონის რომელიღაც ოსურ სოფელში, ოსური ენის და ლიტერტურის სწავლების აუცილებლობა, ძირშივე ჩანს, რომ პროვოკაციულ მოტივს ატარებს თან. ასევე პროვოკაციული იყო ავტონომიური ოლქის სტატუსის თვითნებული შეცვლა ავტონომიურ რესპუბლიკაზე, ცენტრალურ ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე. ქართულმა მხარემ ეს გადაწყვეტილება დიდი სერიოზულობით არ აღიქვა და ყოველგვარი განმარტების გარეშე მათი 10 ნოემბრის გადაწყვეტილება, 1989 წლის 16 ნოემბერს, საქართველოს სსრკ-ს (ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირია) უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა გააუქმა. თუმცა გარკვეული სისხლიან დაპირისპირებებს უკვე ჰქონდა ადგილი.

ამ დაპირისპირების ფონზე 1989 წლის 23 ნოემბერს, დაახლოებით 15 ათასამდე ქართველი, ეროვნული მოძრაობის ლიდერების წინამძღოლობით, მარშით დაიძრა ცხინვალისკენ საქართველოს მთლინობის მხარდასაჭერ მშვიდობიანი მიტინგის ჩატარების მიზნით, რაც ოსური მხრიდან აღქმული იქნა, როგორც ქართული საზოგადოების მიერ ძალის დემონსტრირების მცდელობა, რასაც სეპარატისტების მხრიდან მოჰყვა სიტუაციის ხელოვნური დაძაბვა და სოფელ ერედვთან მოხდა მომიტინგეების ბლოკირება, რუსული შენაერთების მიერ, ამ დაპირისპირებას მოჰყვა მსხვერპლი, რამაც სიტუაცია კიდევ დაძაბა.

უდავოა აქ რუსული სპეცსამსახურების როლი, ამ ყველაფრი გაღვივებაში, რასაც თან დაერთო 1990 წლის 3 აპრილის - სსრკ კანონი სსრ კავშირიდან მოკავშირე რესპუბლიკების გასვლასთან დაკავშირებით. ანუ მოკავშირე რესპუბლიკაში შემავალ ავტონომიას შეეძლო გასულიყო ამ რესპუბლიკიდან ან ამ რესპუბლიკის სსრკ-დან გასვლის შემთხვევაში დარჩენილიყო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში. ანუ ამით უკვე მწვანე აუნთეს მაშინდელ სამხრეთ ოსეთის ავტონომიას და აფხაზეთს. მართალია საქართველოს სსრკ-მ 1990 წლის 20 ივლისს მიიღო დადგენილება საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის შესახებ, მაგრამ ეგ დიდ ვერაფერს ცვლიდა. თუცმა რუსეთმა გარკვეული მიზეზების გამო ეს კანონი სრული ძალით ვერ აამოქმედა. მაგრამ არა იმიტომ, რომ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ავტონომიების საკითხი არ ადარდებდა დიდად biggrin.gif არამედ მას ზურგს უკან უამრავი ავტონომია ჰქონდა, ამით კი გარკვეულ წილად მათაც აძლევდა კავშირიდან გასვლის ლეგიტიმაციას.

მოკლედ რაც არ უნდა იყოს, ფაქტია რომ 1990 წლის 20 სექტემბერს, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საოლქო საბჭომ მიიღო დეკლარაცია, სადაც ე.წ. სამხრეთ ოსეთი გარდაიქმნა საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად (ანუ როგორც საქართველო იყო) და სსრკ უმაღლეს საბჭოს ეთხოვა მიეღოთ იგი, როგორც ფედერაციის დამოუკიდებელი სუბიექტი. ანუ ოფიციალურად გავიდნენ საქართელოდან. იმის გამო რომ ოსური ენის სტატუსის განსაზღვრა არ დაკმაყოფილდა, ამის გამო ადგნენ და ეს ტერიტორია მთლიანად ჩამოგვაჭრეს biggrin.gif იგივეს დადასტურება მოახდინეს 1990 წლის 16 ოქტომბერს.

ამასობაში 1990 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში ჩატარდა უზენაესი საბჭოს არჩევნები, სადაც კომუნისტები გაუშვეს სახლში და ხელისუფლება გადაიბარეს ეროვნულმა მოძრაობებმა (ამ არჩევნებს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ეთნიკური ოსი მოქალაქეების უმრავლესობამ ბოიკოტი გამოუცხადა). რასაც ერთი თვის შემდეგ, 1990 წლის 22 ნოემბერს მოჰყვა ოსური სეპარატისტული მხარის 20 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება. ამის შემდეგ 28 ნომბერს ოსურმა მხარემ კვლავ განსაზღვრა თავისი სტატუსი სხვა დასახლებით, ხოლო 9 დეკემბერს ჩატარა უმაღლესი საბჭოს არჩევნები. ანუ მოქმედებდა, როგორც დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფო. რასაც ქართული მხარის მხრიდან 1990 წლის 11 დეკემბერს მოჰყვა სამხრეთ ოსეთის ავტონომიის სრული გაუქმება, რაც გარკვეული კუთხით შეიძლება გამართლებული ნაბიჯი ყოფილიყო, მაგრამ ამ შემთხვევაში გადამეტებული იყო, რადგან მისი გაუქმების ოფიციალური მიზეზები არ შეეფერებოდა ამ რეალობას, თან კიდევ უფრო შეუწყობდა ხელს დაპირისპირების გაღვივებას, რასაც რუსეთი მორიგი მოტივაციით ააგორებდა. ზოგიერთი თვლის, რომ ამ მოვლენამ გამოიწვია ცხინვალი რეგიონის დაკარგვა, მაგრამ ფაქტებს თუ გადავხედავთ და რუსეთის მოქმედების სტილს, დავინახავთ რომ ცხინვლის რეგიონის საქართველოდან ჩამოშორების პროცესი უკვე ამის გარეშეც დაწყებული იყო.

ამის შემდეგ, დაიწყო საქართველოს საკონსტიტუციო სივრციდან გასულ რეგიონზე კონტროლის აღდგენის მცდელობა. ამავე დღეს 1990 წლის 11 დეკემბერს მოკლეს 2 ქართველი და მათზე დამხმარე ოსი პოლიციელი, რის შემდეგადაც საქართველოს ხელმძღვანელობამ ცხინვალის და ჯავის რ/ნ-ებში გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა და გააგზავნა შსს კურსანტი თანამშრომლები.

1991 წლის 4 იანავარს - სეპარატისტებმა სცემეს ქართველი პოლიციელი და პოლიციის განყოფილებას მოთხოვეს იარაღის ჩაბარება 24 საათის განმავლობაში. შესაბამისად 5-ში საღამოს ცხინვალში შევიდა საქართველოს იმდროინდელი შსს 3 000 კაციანი ჯგუფი. რომელმაც სეპრატისტების შეარიღებულ ფორმირებებს მისცა 24 საათიანი ვადა იარაღის დასაყრელად.

1991 წლის 6 იანავარს ცხინვალში დაახლოებით შუადღის 4 საათზე ოსებმა საქართველოს მაშინდელ მილიციას ცეცხლი გაუხსნენ და ცხინვალის და ჯავის რაიონში დაიწყო შეიარაღებული დაპირისპირება, 7-შ მოხდა ცეცხლის შეწყვეტა 2 საათით, მაგრამ ოსებმა შეტაკებები კვლავ განახლეს, მაშინდელი შსს ქართულმა ნაწილმა დატოვა ჯავის რ/ნ. ქართული მილიცია ძირითადად აკონტროლებდა ცხინვალის ცენტრს და შემოგარენში არსებულ ქართულ სოფლებს. ქართულმა მილიციამაც ნელნელა დაიწყო ცხინვალიდან გამოსვლა, რადგან მათ მხოლოდ ქალქის ცენტრის რამოდენიმე შენობა ეჭირათ, ქართული მოსახლეობა კი უკვე გასული იყო ქალქიდან, პოზიციების შენარუჩნება კი არახელსაყრელი იყო, რადგან ყველა მხრიდან ცეცხლში იყვნენ მოქცეულნი.

მომდევნო დღეს, 1991 წლის 7 იანვარს, საბჭოთა კავშირის პრეზიდენტმა მიხეილ გობაჩოვმა გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვით, გაუქმებულად გამოაცხადა საქართველოს მიერ შემოღებული საგანგებო მდგომარეობა. აგრეთვე ვითომ ობიექტურობისთვის გააკრიტიკა სეპარატისტებიც და ასევე გააუქმა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სტატუსის შეცვლის გადაწყვეტილებაც, თუმდა აქვე მოითხოვა ქართული ნაწილების მთლიანი გაყვანა და გარდა სსრკ-ს შინაგანი ჯარებისა, რაც ქართულმა მხარემ საქართველოს სუვირენიტეტში ჩარევად აღიქვა, რისი სამართლებრივი უფლება, მაშინ სსრკს არ ჰქონდა და სრულიად სამართლიანად არ დამეორჩილა ამ გადაწყვეტილებას (აფხაზეთის ომიდან გამომდინარე ეხლა უკვე ვიცით, რასაც ნიშნავს რუსების მიერ შემოთავაზებული ჯარების გაყვანა)

1991 წლის 25 იანვარს ქართული მხარე შეუთანხმდა ოსურ მხარეს, ცხინვალიდან დარჩენილი მილიციის თანამშრომლების (დაახლ. 400 ადამიანი) სრულად გაყვანაზე და ცეცხლის შეწყვეტაზე. ოსურ მხარეს კი უნდა გადაეცა მიტაცებული 60 ერთეული მიტაცებული იარაღი. თუმცა ამის შემდგომ კონფლიქტი რათქმაუნდა პირიქით უფრო გაღმავდა, სადაც ადგილი ჰქონდა პერიოდულ შეტაკებებს. რუსულმა მხარემ დაიწყო მოხალისეების ჩამოყვანა ცხინვალში რეგიონში. ქართველების შეირაღებაში მაშინ ძირითადად შედიოდა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და რამოდენიმე ბრონირებული საბრძოლო მანქანა БТР და БРДМ.

31 იანვარს - მოხდა ფართომაშტაბიანი შეტაკება ქართველ და ოს სპერატისტებს შორის ქალაქიდან რამოდენიმე კილომეტრში. ამის შემდგომ აპრილის დასწყისამდე მხარეების პოზიციები ძირითადში არ შეცვლილა, მცირე შეტაკებები ხდებოდა ცხინვალის რაიონის სოფლებში, ხოლო მარტიდან ზნაურის რაიონშიც.

user posted image

აქ ლურჯად არის აღნიშული ქართული სოფლები, ხოლო ლორჯ ფერში მოხაზულია ქართველების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიები, წითლად ოსური დასახლებები,ხოლო ყვითლად ოსების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიები, წითელი იქსით არის აღნიშნული შეტაკებების ძირითადი ადგილები, რომლებიც ძირითადად ქ. ცხინვალის გარშემო ვითარდებოდა.

ამ დროს 1991 წლის 23 მარტს დაბა ყაზბეგში მოხდა შეხვედრა ბ. ელცინსა (მაშინ რუსეთის უმაღლესი საბჭოს მდივანი) და გამსახურდიას შორის, სადაც მიღებული იქნა შეთანხმება რუსეთის და საქართველოს ერთობლივ მოქმედებაზე, ცხინვალის რეგიონში ე.წ. ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების კუთხით, რასაც გააკონტროლებდა ქართულ-რუსული 400 კაციანი კონტიგენტი. ამ ხელშეკრულებაში ელცინი აღიარებდა სახრეთ-ოსეთის გაუქმებას, რაც გორბაჩოვისგან განსხვავებული პოზიცია იყო, რომელბიც ერთმანეთთან დაპირისპირებაში იმყოფებოდნენ. ანუ გარკვეულწილად ეს ელცინის თავის გამოდება უფრო იყო, როგორც კონფლიქტების მომგვარებლის, ვიდრე რუსეთის რეალური პოზიცია. თუმცა მეორეს მხრივ გარკვეულ მზაკვრობას მაინც შეიცავდა, რაც გამოხატული იყო ქართველების თავგზის ასაბნევად, თუ როგორ იყო რუსეთი დაინტერესებული ამ კომფლიქტის მოგვარებით და როგორ უცხადებდა ის საქართველოს მხარდაჭერას. ამას ცხინვალში საპროტესტო აქცია მოჰყვა, თუ როგორც გაჰყიდა ელცინმა ე.წ. სამხრეთ ოსეთი ფაშისტ ქართველებზე.

მაგრამ მალევე რუსეთის უმაღლესმა საბჭომ გააუქმა ელცინის გადაწყვეტილება ერთობლივ პატრულირებაზე, ხოლო როდესაც 1991 წლის 31 მარტს საქართველოში ჩატარდა რეფორენდუმი სსრკ-დან გამოსვლის და საქართველოს დამოუკდიებლობის შესახებ, სადაც რუსეთიდან საქართველოს გამოსვლა უკვე დროის საკითხი იყო, რუსებმა ქართველებთან ერთად პატრულირების მაგივრად, დაიწყეს მოხალისეების მასობრივი ჩამოყვანა რუსეთის სხვადასხვა რეგიონებიდან, გადმოისროლეს ახალდ შექმნილი განსაკუთრებული დანიშნულების ბატალიონი და 3 აპრილს ცხინვალის მაღლობებიდან მთლიანად განდევნეს ქართული შენაერთები და 10 აპრილიდან დაიწყეს დაპირისპურებული მხარეების განიარაღება, რაც რეალურად გამოიხატა მხოლოდ ქართვლების განიარაღების მცდელობად, რომელიც ქართული მხარის მხიდან აღქმული იქნა, როგორც ოკუპაცია. ანუ ღიად დაიწყეს უკვე თავისი იმპერიალისტური ქმედებების განხორციელება.

1991 წლის 21 დეკემბერს რუსეთი ცნობს საქართველოს დამოუკიდებლობას, და ასევე ამავე დღეს, ე.წ. სამხრეთ ოსეთის უმაღლესი საბჭო იღებს დამოუკიდელობის დეკლარაციას biggrin.gif მეორე დღეს, 22 დეკემბერს საქართველოში ხდება გადატრიალება სამხედრო გზით, რამაც დაამხო გამსახურდიას ხელისუფლება... ანალოგიურად შეტაკებები გრძელდება, სამხედრო გადატრიალების გზით მოსული პირების დროსაც.

1992 წლის 19 იანვარს ე.წ. სამხრეთ ოსეთში ჩატარდა რეფერენდუმი, სადაც 98 % ხმა მისცა დამოუკიდებლობას და რუსეთთან შეერთებას. ქართულ მოსახლეობას ამ რეფერენდუმში მონაწილეობა არ მიუღია. რუსეთმა, რომელიც ამ კომფლიქტში "არაფერ შუაში" არ იყო, რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში მასობრივი ორგანიზება გაუკეთება ამ რეფერენდუმის გამართვას, იქ მცხოვრები ოსური მოსახლეობის მობილიზებისთვის... ცხინვალთან და მიმდებარე სოფლებთან პერიოდული შეტაკებები კვლავ გრძელდებოდა.

1992 წლის 12 მაისს საქართველო აგზავის 250 კაციან კონტიგენტს, სადაც ოსმა სეპარატისტებმა რუსული ავიაციის და მოხალისეების დახმარებით სცადეს მათი ტყვედ აყვანა და მოახდინეს შეტევა ქართულ სოფლებზე თამარაშენი და ერედვი, ასევე ქართველებმა კონტრშეტევის შემდეგ აიღეს სოფელი ფრისი, მაგრამ კონტროლირებადი ტერიტორიების ზოგადი სურათი დიდად არ შეცვლილა.

user posted image

1992 წლის 29 მაისს ცხინვალში ხელი მოეწერა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტს.

1992 წლის 10 ივნისს დაბა ყაზბეგში შედგა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის ე. ა. შევარდნაძისა და ჩრდილოეთ ოსეთის სსრ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ა. ხ. გალაზოვის შეხვედრა. ხელმოწერილ ოქმში, სადაც ნათქვამი იყო,რ ომ უნდა შექმნილი ერთობლივი მოქმედების სქემა რეგიონში სიტუაციის დასტაბილურებისთვის. რაც დაგვირგვინდა 24 ივნისს ბორის ელცინის და ე. შევარდნაძის მიერ, სადაც მონაწილეობდნენ ჩრ. და ე.წ. სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით, ხოლო 14 ივლისს შემოვიდნენ ამ კონფლიქტის მთავარი შემოქმედები "მშიდობისმყოფელების" სტატუსით, რომელთაც უნდა დაეცვათ მშვიდობა ამ რეგიონში biggrin.gif ამის შემდგომ შეიარაღებული დაპირისპირებები შეწყდა.

ამის შემდეგ მთავარი გამწვავება მოხდა 2004 წლის ზაფხულში, რომელსაც თან ახლდა მცირედი შეტაკებები, ამაზე არ გავჩერდები.

2008 წლის მოვლენების აღწერა ჯობია დავიწყოთ ცოტა ადრე პერიოდიდან კერძოდ 2008 წლის 17 თებერვალს მოხდა კოსოვოს აღიარება, რაც რუსეთისთვის სერიოზული დარტყმა აღმოჩნდა მას მიეცა ლეგიტიმური საფუძველი, როგორც თვითონ აღნიშნავდა, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის, სადაც რუსეთის სათათბირომ 21 მარტს მოითხოვა კიდეც ამ რეგიონების აღიარება.

2008 წლის 2 – 4 აპრილს მიმდინარეობდა ბუქარესტის ნატოს სამიტი, სადაც გადაწყდა საქართველო უკრაინის სამომავლო მიღება ამ სამხედრო ალიანსში, რაც რუსეთისთვის უკვე "კანტროლკის" გასროლის ეფექტი იყო, რადგან აქ ნატოს ჯარების შემოსვლა, ყოველგვარი სტატუსის მქონე თვითაღიარებულ რესპუბლიკებს სუვერენიტეტის შენარჩუნების მიზერულ შანსს დაუტოვებდა, ამიტომაც რუსეთს უკვე ესაჭიროებოდა ოფიციალური ურთიერთობის დამყარება ამ რეგიონებთან, როგორც სუვერენულ სახელმწიფოებთან, რისი პირველი ნაბიჯიც იყო 2008 წლის 16 აპრილი, სადაც პუტინი განკარგულებას აძლევს მთავრობას, რათა მათ ოფიციალური ურთიერთობები დაამყარონ ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სტრუქტურებთან. 30 ივნისს იწყება რუსების სწავლება საქართველოს საზღვრებთან. 15 ივლისს რუსეთი უკვე ფართომასშტაბიან საბრძოლო წვრთნებს იწყებს კავკაზ-2008 სახელით. 25 ივლისს რუსეთი საქართველოს საზღვრის სიახლოვეს დამატებით სამხედრო ჰოსპიტალს ხსნის, 26 ივლისს კი ამთავრებს სახმედრო ბაზის მშენებლობას ცხინვალსა და ჯავაში და იწყებს შეიარაღებული ძალის გადმოსროლას ამ რეგიონში.

1-2 აგვისტოს ერედვი-ხეითის შემოვლთ გზაზე ააფეთქეს ნაღმი, რის შედეგადაც დაიჭრა 3 ქართველი პოლიციელი. ასევე სხვილკალიბრიანი არტილერიით დაბომბეს ცხინვალის მიმდებარე ქართული სოფლები, დაიჭრა 6 სამოქალაქო პირი და 1 პოლიციელი.

3 აგვისტოს დაიწყეს ცხინვალიდან და ოსური სოფლებიდან ქალების და ბავშვების ევაკუაცია და რუსეთის ტერიტორიაზე გადაყვანა, ამავე დროს ჩრდ. კავკასიაში დაიწყო რუსული შეიარაღებული ძალების და კაზაკთა და სხვა შეიარაღებული დაჯგუფებების მობილიზება. რუსეთის მასმედიამ დაიწყო ინტენსიური პროპაგანდა საქართველოს წინააღმდეგ.

6 აგვისტოს, ცხინვალიდან ინტენსიური ცეცხლი გაუხსნეს ქართულ სოფლებს. დაიჭრა 2 ქართველი სამშვიდობო ძალების ბატალიონიდან. საქართველოს ხელისუფლებამ სეპარატისტებს პირდაპირი მოლაპარაკებები შესთავაზა.

ან პერიოდში ქართველ პოლიტიკოსების განცხადებებს რომ გადავავლოთ თვალი, სიტუაცია ესეთია, მათ არ სჯერათ რომ რუსეთი ღიად გაბედავს საქართველოწ წინააღმდეგ ომში ჩაბმას, რაც მის საერთაშორისო იმიჯს ზიანს მიაყენებს, რაც აგრეთვე განაცხადა კიდეც გივი თარგამაძემ თ. ჩაგელიშვილი დოკუმენტურ ფილმში.

თემურ იაკობაშვილი 7 აგვისტოს ამბობს: რუსეთი ამჟამად ნამდვილად არ არის დაინტერესებული სიტუაციის ესკალაციაში. ”მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა დაეხმაროს მხარეებს პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვაში, თანაც არა შსკ-ს ფორმატში.

აგვისტოს დასაწყისში გრიგოლ ვაშაძე ამბობს: ის პროვოცირებაც, რაც კოკოითის რეჟიმმა სცადა ცხინვალის რეგიონში, ეს იყო აბსულუტური თვითშემოქმედება და ამისთვის რუსეთის ფედერაციაც კი არ იყო მზად. გასაგებია ამისთანა თვითშემოქმედებამ შეიძლება საშიშ შედეგებამდე მიგვიყანოს, ამიტომ რუსული მხარე სასწრაფოდ დამიკავშირდა და მთხოვა მოსკოვში ჩასვლა"

მანამდე 2007 წლის 4 დეკემბერს სააკაშვილი ამბობს: ”ცხინვალის რეჟიმი არის მოყანყალებული, როგორც ამოსაღები კბილი და მე დარწმუნებული ვარ, რომ 5 იანვრის [საპრეზიდენტო] არჩევნების კარგად ჩატარების შემთხვევაში, ეს არის მართლა კვირების ან თვეების საკითხი. ამაში აბსოლუტურად ვარ დარწმუნებული. ამაზე ზუსტი ინფორმაცია მაქვს,”... "ამრიგად, საუბარია მართლა ძალიან მოკლე პერიოდზე,”.... ”რუსებსაც წამოცდათ რამდენჯერმე, რომ სამხრეთ ოსეთი მათ არ აინტერესებს. ეს მათ წამოცდათ”.

აგრეთვე, როგორც ჩანს რუსეთი გარკვეული გაძვერული მეთოდებით, აგზავნის ისეთ მესიჯებს, თითქოს მას არ აიტერესებს ეს რეგიონი, რაც გამოხატულია სააკაშვილის 2007 წლის დეკემბრის განცხადებებში, მოკლედ რაც არ უნდა იყოს ნათელია, რომ რუსეთის მანქანა ამოქმედებულია ამ რეგიონების ოკუპაციისთვის და ის ამ გეგმის განხორციელებას ქართველების ხელით აპირებს, რათა საქართველო წარმოაჩინოს, როგორც აგრესორი, რის შემდეგაც ის თითქოსდა იძულებული ხდება, რომ ამ რეგიონების დამოუკიდებლობა აღიაროს. ამიტომაც გრძელდება კიდეც, ქართული სოფლების დაბომბვა, 6-ში უკვე ქართული სოფლების დაბომბვამ ინტენსიური სახე მიიღო.

7-ში დილით სოფლებიდან ხეთაგუროვო, დმენისი და უბიათი ინტენსიური ცეცხლი წამოვიდა. საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში სეპარატისტებთან ჩადის მოსალაპარაკებლად, რათა მოხდეს კონფლიქტის თავიდან აცილება, მაგრამ სეპარატისტები შეხვედრაზე უარს ამბობენ. იმავე საღამოს სააკაშვილმა ცალმხრივი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა და მოლაპარაკებების დაწყება შესთავაზა ოსურ მხარეს, მაგრამ ამანაც არანაირი შედეგი არ გამოიღო. შუადღეს სეპარატისტებმა განაახლეს ქართული სოფლების ნულის და ავნევის დაბომბვა. მაგრამ ქართულმა მხარემ ამ ინტენსიური დაბომბვების მიუხედავად, იაკობაშვილმა 18.40 წუთზე, ხოლო სააკაშვილი 17.10 გასცა ბრძანება ცეცხლის ცალმხრივად შეწყვეტაზე რითაც შესთავაზა ოსურ მხარეს მოალაპრაკება, რამაც კვლავ არანაირი შედეგი არ გამოიღო. ამის შემდეგ სეპარატისტებმა დაბომბეს და მთლიანად გაანადგურეს სოფელი ავნევი, შემდეგ სოფელი ფრისი, ხოლო ღამე უკვე თანარაშენი და ქურთა.

user posted image

8-ში შუადღეს საქართველოს შეიარაღებული ჯარები აკონტროლებენ 6 სოფელს ცხინვალის რეგიონში: მუგათი, დმენისი, დიდმუხა, ოკონა, აკუტი და კოხათი. ქართული ჯარები სოფელ ხეთაგუროვოში შედიან.

ამავე დროს რუსეთის ჯარები შემოდიან როკის გვირაბით, გადიან ჯავას და ზარას გზით მიემართებიან ცხინვალის მიმართულებით. ნაწილი მიემართება ქართველების მიერ განადგურებულ გუფთას ხიდისკენ, მაგრამ იმის გამო, რომ არ შეუძლიათ მისი გადმოკვეთა, იწყებენ სვლას გერი-დმენისის გზიდან. საქართველოს შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ სოფელ გრომს, არწევს, წინაგარას, ზნაურს, სარაბუკს, ხეთაგუროვოს, ატოცის, ქვემო ოკუნას, დმენისს, მუგუთს და დიდმუხას.

რუსული ავიაცია კვლავ აგრძელებს ქართული პოზიციების ინტენსიურ დაბომბვას. 13:00 ს-თვის ცხინვალის ნაწილს აკონტროლებს ქართული ჯარი და ბრძოლა ცენტრში გრძელდება. ამ დროს საქართველოს მთავრობა უშვებს ტაქტიკურ შეცდომას და აცხადებს ცეცხლის შეწყვეტას 15:00 საათიდან 18:00 საათამდე იმისათვის, რომ მშვიდობიან მოსახლეობას ცხინვალის დატოვების საშუალება მიეცეს, რასაც გადაჯგუფებისთვის კარგად იყენებს რუსული არმია. ცხინვალი თითქმის მთლიანად ქართული ჯარის კონტროლის ქვეშ იმყოფება. მხოლოდ რამდენიმე პატარა დაჯგუფება უწევს მათ წინააღმდეგობას.

მორატორიუმის გასვლისას ფრონეს ხეობა, ცხინვალის ჩრდილო აღმოსავლეთი, იმყოფება მძიმე არტილერიული ცეცხლის ქვეშ რუსეთის მხრიდან. სოფლები ანვერი და ფრისი ცხინვალის რეგიონში იბომბებიან რუსეთის სამხედრო თვითმფრინავების მიერ.

19 საათისთვის რუსები აღწევენ ცხინვალის რეგიონს ძარას გზის საშუალებით, ცხინვალიდან დასავლეთით 2 კილომეტრის სიშორეზე, რუსები ხსნიან ინტენსიურ ცეცხლს ცხინვალსა და მეზობელ მაღლობებზე განლაგებული ქართული ძალების წინააღმდეგ. მეორე ავტოკოლონა, რომელიც ასევე ჩამოვიდა რუსეთიდან, როკის გვირაბის საშუალებით, გაჩერებულია ქართული მხარის მიერ კონტროლირებად არეალში, დმენისში, ცხინვალიდან ჩრდილოეთით 7 კილომეტრის სიშორეზე და რუსები ძლიერ ცეცხლს ხსნიან ქართული ძალების წინააღმდეგ. საღამოს ქართველები იწყებენ ცხინვალიდან გამოსვლას მისი სამხრეთით. სურათი ესეთია, წითლად ქართველების კონტროლირებადი ტერიოტირები, ლურჯად რუსების და სეპარატისტების.

user posted image

9 აგვისტოს დადგომსთან ერთად, რუსების მხრიდან კვლავ იწყება ინტესნიური დაბომბვები. 10-ში როკის გვირაბიდან დამატებით კიდევ შემოვიდა რუსული ძალები. რუსული ავიაციის მიერ კვლავ გრძელდება ქართული პოზიციების დაბომბვა. 11-ში სააკაშვილი ხელს აწერს შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტაზე და ქართული შენაერთები ნელნელა ტოვებენ ცხინვალის რეგიონს. ამ მოვლენებიდან გარკვევით ჩანს, რომ რუსეთის ქმედება ჯერ კიდევ 80-იანი წლებიდან იყო მთავარი დრაივი ამ კონფლიქტებისა, ხოლო 2008 წლის მოქმედებები მიზანმიმართული მცდელობა ამ რეგიონების ლეგიტამაციის სამომავლო გაპრავებისა და არა მიზეზი ქართველების მიერ "ომის დაწყებისა".

This post has been edited by death85 on 19 Aug 2019, 07:20
axalirevolucia
Super Mishist


********
ჯგუფი: Members
წერილები: 26011
წევრი No.: 99354
რეგისტრ.: 8-September 09

გამოგზავნილია: 19 Aug 2019, 07:25  #55128511      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
ცხინვალის რეგიონის კონფლიქტში ვადანაშაულებ აშშ ს და მამა ბუშს. ნუ, ნახალკას კი ვტენი, მაგრამ რაციონალური მარცვლით.
1989-1994 წლებში ევრაზიას გადაუარა ეთნოკონფლიქტების პ ა ნ დ ე მ ი ა მ . 6 ქვეყანაში ერთად მიდიოდა ომი ეთნიკურ ნიადაგზა, კი, ძნელი იყო ამ მოცემულობაში აშშ ყველგან ბრძენი მრჩეველი გაეგზავნა და ყველა ომის პრევენცია ან ნიველირება მოეხდინა.

მაგრამ მინიმუმ უნდა ეცადა ეს.

ჩვენც სხვა პანდემიის მსხვერპლთა მსგავსად ვიყავით გაუნათლებელი და გაუწკნასწორებელი და გ ა მ ო უ ც დ ე ლ ი პრიმიტიულ თემაში - უმცირესობებთან დამოკიდებულებაში.


ამერიკა, რომელიც 11% ზანგს ელოლიავება, ესპანეთი, რომელიც 3% ბასკს ორმაგ პენსიას უხდის, ბელგია, რომელიც ფლანდრიულ ენას ჩრის 100% მოსახლეობას, ფინეთი, სადაც შვედურიც სახმწიფო ენაა...

ჩვენ ესენი არაფერი ვიცოდით და არავინ გვასწავლა.

იქამც რუსეთმა ცეცხლს ნავთი მიასხა, ამ მომენტს გამაზავდა?


და შედეგად გამოვიდა რომ 1921 წლიდან ჩვენი იურისდიქცია (ჩვენმა ჩექმამ დადგა ფეხი) იმ მიწაზე (ქართული რაიონების იქით, მხოლოდ იმ სამ დღეს გავრცელდა, აგვისტოს ომის დროს.


--------------------
ტვინის კერხერი VS ტვინის უნიტაზის მარჯანი.

ბიძინა უნდა გაბანძდეს!
ironshota
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1346
წევრი No.: 86596
რეგისტრ.: 14-March 09

გამოგზავნილია: 19 Aug 2019, 07:37  #55128517      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
სანამ ზვიადას ან ედიკას დააბრალებთ ყველაფერს

ყველაფრის თავი იყო რუსეთი

რუსი უნდა განდგურდეს კავკასიაში ისე როგორც ჩეჩნები აჭჭრიან ღორებს თავებს...

ajai
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 651
წევრი No.: 250460
რეგისტრ.: 8-May 19

გამოგზავნილია: 19 Aug 2019, 08:52  #55128587      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ან ედიკას

??

ყველაფერი ბლა ბლა ბლაა, რუსეთი მტერია .

აი სად მივირთვით

QUOTE
მეორე დღეს, 22 დეკემბერს საქართველოში ხდება გადატრიალება სამხედრო გზით,


ვისაც კი წვლილი მიუძღვის ამაში ყველა მოღალატეა, მაგრამ აწი გვიანია, გადაზელილია ყველაფერი.
Foreign-Affairs
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1388
წევრი No.: 219134
რეგისტრ.: 30-May 16

გამოგზავნილია: 19 Aug 2019, 09:51  #55128669      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამოდის რომ ქართული სმხედრო ფორმირებებისა და პოლიიცს მხირდან არ ყოფილა თავდაუზოგავი მცდელობა სამაჩაბლოს ტერიტორიაზე მტრული ძალების განადგურებისა. ციფრები რომლებიც თემაში მოყვანილია მიუთითებს, რომ რუსების მიერ წაქეზებული და მხადაჭერილი სეპარატისტული საფრთხე სრულად ვერ იქნა აღქმული თბილისის მიერ. აფხაზეთში ასე არ მოხდა. მოსახლეობამ და მთლიანად სახელმწიფომ გაიაზრა კონლფიქტის მნიშვნელობა და მიუხედავად დისორგანიზებულობისა და ქაოტურობისა შეეცადა და ეომა რუსულ და აფხაზურ სამხედრო ფორმირებებს.

რატომ მოხდა რომ სამაჩაბლოს დაცვის მნიშვნელობა ბოლომდე სერიოზულად ვერ იქნა აღქმული?


--------------------
შენ გეზმანება ოლთისი და მდუმარე ბანა,
იშხანი, ოშკი, პარხალი და წმინდა ხახული,
ვინაც ხილვები წარსულისა ცრემლებით ბანა,
ჟამთა სიავით დასეტყვილი და ჭირნახული.
Perfecto_77
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3968
წევრი No.: 224389
რეგისტრ.: 27-September 16

გამოგზავნილია: 19 Aug 2019, 10:37  #55128782      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
საქართველოს სსრკ-ს

საქართველოს სსრ

QUOTE
მარშით დაიძრა ცხინვალისკენ საქართველოს მთლინობის მხარდასაჭერ მშვიდობიანი მიტინგის ჩატარების მიზნით, რაც ოსური მხრიდან აღქმული იქნა, როგორც ქართული საზოგადოების მიერ ძალის დემონსტრირების მცდელობა, რასაც სეპარატისტების მხრიდან მოჰყვა სიტუაციის ხელოვნური დაძაბვა და სოფელ ერედვთან მოხდა მომიტინგეების ბლოკირება, რუსული შენაერთების მიერ, ამ დაპირისპირებას მოჰყვა მსხვერპლი

ამაზე ცოტა დეტალურად შეგიძლია? რამდენი ადამიანი დაიღუპა და რა გარემოებებში?

QUOTE
რასაც ქართული მხარის მხრიდან 1990 წლის 11 დეკემბერს მოჰყვა სამხრეთ ოსეთის ავტონომიის სრული გაუქმება, რაც გარკვეული კუთხით შეიძლება გამართლებული ნაბიჯი ყოფილიყო, მაგრამ ამ შემთხვევაში გადამეტებული იყო, რადგან მისი გაუქმების ოფიციალური მიზეზები არ შეეფერებოდა ამ რეალობას

რატო იყო გადამეტებული?



--------------------
არა არს დაფარულ...
serpeverde
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 409
წევრი No.: 215131
რეგისტრ.: 29-February 16

გამოგზავნილია: 19 Aug 2019, 12:59  #55129300      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ეს ყველაფერი კარგი მაგრამ აი ვერ ვხვდები მცხეთა როგორაა მათი როცა ამხელა დატვირთვა აქვს ამ ქალაქს საქართველოს ისტორიაში ?
death85
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2967
წევრი No.: 29838
რეგისტრ.: 12-February 07

გამოგზავნილია: 19 Aug 2019, 13:23  #55129386      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Perfecto_77

QUOTE
ამაზე ცოტა დეტალურად შეგიძლია? რამდენი ადამიანი დაიღუპა და რა გარემოებებში?


მე როგორც ვიცი 6 და იყვნენ დაჭრილები.

QUOTE
რატო იყო გადამეტებული?


რეალობა ისეთ იყო, მაშინ რომ არ იყო ამის გაკეთება საჭირო, მითუმეტეს არაფერი შედეგის მომტანი ეგ არ იქნებოდა. თუმცა არც არ გაუქმებით შეიცვლებოდა უკვე რამე.

Foreign-Affairs

მე ვერ ვიტყვი, რომ სამაჩაბლოს დაცვა არ ხორციელდებოდა, პირიქით აფხაზეთთან შედარებით არც კი დათანხმებულან რუსეთის ე.წ. საზავაო შემოთავაზებებს ჯარის სრული გაყვანით, უბრალოდ მათი მხრიდან ინტენსიურიად ხორციელდებოდა ზეწოლა, მაშინდელ ქართულ ნაწილებზე, რაც რუსეთის და სხვა დაქირავებულების დახმარებით ხდებოდა, საქართველოს კი მაშინ შეიარაღებაც არ ჰქონდა ნორმანული. ზოგადად ეგ კონფლიქტი ლოკალური იყო იმ გაგებით, რომ თავიდანვე გარკვეული სტატუს ქვო იყო, ქართულ სოფლებს ქართველები აკონტროლებდნენ ოსურს ოსები, ძირითადი დაპირისპირებები ცხინვალის სიახლოვეს მიდიოდა ამ ერთი ქალქისთვის.
Foreign-Affairs
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1388
წევრი No.: 219134
რეგისტრ.: 30-May 16

გამოგზავნილია: 19 Aug 2019, 15:10  #55129835      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
death85
QUOTE
ზოგადად ეგ კონფლიქტი ლოკალური იყო იმ გაგებით, რომ თავიდანვე გარკვეული სტატუს ქვო იყო, ქართულ სოფლებს ქართველები აკონტროლებდნენ ოსურს ოსები, ძირითადი დაპირისპირებები ცხინვალის სიახლოვეს მიდიოდა ამ ერთი ქალქისთვის.

ხოდა ამას ვამბობ მეც.
ნუთუ არ იყო განცდა რომ საქართველოს სახელმწიფოს შიგნით არსებული ყველა სოფლისა და ქალაქის გაკონტროლება უნდა მოეხერხებინა ქართულ საჯარისო და პოლიციურ დანაყოფებს?

სექტარიანული კონფლიქტი და ეთნოსაზღვრებით მოქმედება ძალიან ცუდი და არასახელმწიფოებრივი დამოკიდებულებაა. მიუხედავად ეთნიკური სამოსახლოსა, ტერიტორია რომელიც შენი საზღვრების შიგნითაა უნდა აკონტროლებდე შენ. ან უნდა ცდილობდე მაინც მის გაკონტროლებას. აფხაზეთში არ იყო ასე - ტყვარჩელზეც იყო ჩვენი მხრიდან შეტევა და გუდაუთაზეც.
Perfecto_77
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3968
წევრი No.: 224389
რეგისტრ.: 27-September 16

გამოგზავნილია: 19 Aug 2019, 15:25  #55129888      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
death85
QUOTE
მე როგორც ვიცი 6 და იყვნენ დაჭრილები.

ცეცხლი გახსნა ვინმემ? არ ვიცი ამ ამბის დეტალები.

ჩვენი მხრიდანაც ისროლეს?
death85
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2967
წევრი No.: 29838
რეგისტრ.: 12-February 07

გამოგზავნილია: 19 Aug 2019, 17:23  #55130433      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (Perfecto_77 @ 19 Aug 2019, 15:25 )
death85
QUOTE
მე როგორც ვიცი 6 და იყვნენ დაჭრილები.

ცეცხლი გახსნა ვინმემ? არ ვიცი ამ ამბის დეტალები.

ჩვენი მხრიდანაც ისროლეს?

დეტალები ზუსტად არ ვიცი, მაგრამ რაც ვიცი ესაა, რომ მშვიდობიანი მიტინგი დაიგეგმა ცხინვალის ცენტრში, მაშინდელ ლენინის მოედანთან ოსების გარკვეული ნაწილი მიტინგის გადადებას მოითხოვდა, მაგრამ იქაური ქართველბის მოთხოვნით არ გადადეს, ზოგი ამბობს, რომ ამის გამო გამსახურდიას და გუმბარიძეს არ უნდოდათ ქალაქში შესვლა, რადგან სიტუაცია იძაბებოდა, ოსური მხმარე ამ მშვიდობიან მიტინგს აღიქვავდა, როგორც ქართველი ნაციონალისტების ცხინვალში სიტუაციის განგებ არევის მცდელობა, რის გამოც, მათი თქმით მათ ჩაკეტეს გზა, რათა ისინი არ გაეტარებინათ. მაგრამ რეალურად გზა ძირითადში გადაკეტა არა ხელიხელჩაკიდებულმა ოსმა მოსახლეობამ, არამედ ოსმა შიერაღებულმა ძალებმა საბჭოთა არმიის მე-8 პოლკის სამხედროების ხელმძღვანელობით, რასაც მოჰყვა ორივე მხრიდან ერთმანეთის გინება, რის შემდეგაც მათი მხრიდან მოჰყვა ცეცხლის გახსნა, სადაც დაიღუპა 6 ადამიანი, 27 დაიჭრა, ხოლო 140 იქნა ჰოსპიტალიზირებული. ცეცხლის გახსნა ჩვეულებრივი პროვოკაცია იყო, თუ ვის მიერ ინსპირერბული, ძნელი მისახვედრი არაა
GIORGI112
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1842
წევრი No.: 184001
რეგისტრ.: 29-March 14

გამოგზავნილია: 19 Aug 2019, 18:24  #55130684      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
როდესაც ოსები დამოუკიდებლობაზე იქაჩებოდნენ ჯერ კიდევს სსრკ- იყო.
ანუ საქართველოს ყავდა მხოლოდ შსს. არანაირი ჯარი არანაირი შეიარაღება ჩვენ არ გაგვაჩნდა. ცხინვალის რეგიონში დაპირისპირების დაწყებისას ჩამოყალიბდა სტატუსკვო. ქართულ სოფლებს ქართული მილიცია (მაშინ ასე ერქვა) აკონტორლებდა. ჯარი კიდევ რუსული იდგა ყველგან. ეს მდგომარეობა 1 წელიწადი ნარჩუნდებოდა. დაპირისპირების ფონზე. როგორც ჩანს შემდეგ კონფლიქტის გარკვეულ მდგომარეობაში გადასვლის გამო ჩვენი ჯარის ჩანასახი აღარ ჩაერთო ფართომაშტაბიან ბრძოლაში სამაჩაბლოში
IOSKAMAN
Super Crazy Megrel ++


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 29423
წევრი No.: 22418
რეგისტრ.: 13-August 06

გამოგზავნილია: 19 Aug 2019, 18:44  #55130743      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · im
აიპინა ესეც და წავიდა ზემოთ


============================
Foreign-Affairs
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1388
წევრი No.: 219134
რეგისტრ.: 30-May 16

გამოგზავნილია: 19 Aug 2019, 22:42  #55131675      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ჩვენთვის ერთ-ერთ უპირველეს ამოცანას სწორედ ამ რეგიონის დაბრუნება უნდა იყოს. ქვეყანას ლამის ორად ყოფს სამაჩაბლო.
იმერეთს, რაჭას, ქართლსა და მთცხეთა-მთიანეთს ეკვრის და პირდაპირ სამხედრო ბაზად აქვს ოკუპანტ რუსეთს აქაურობა გადაქცეული.

ცუდია თავის დროზე ყველაფერი რომ არ გაკეთდა სამაჩაბლოს შესანარჩუნებლად.
Perfecto_77
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3968
წევრი No.: 224389
რეგისტრ.: 27-September 16

გამოგზავნილია: 20 Aug 2019, 10:20  #55132805      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
user posted image

კუდარო, ისტორიულ-გეოგრაფიულად რაჭის ნაწილია. ამჟამად ოკუპირებულია ცხინვალის რეგიონთან ერთად
(დენის ბელეცკის ფოტო)

კუდარო მოიცავს დაბა კვაისას და მდინარე ჯეჯორის ხეობის ზემო წელს.

user posted image
(მონიშვნა ეკუთვნის იუზერ Kakha.G-ს)

This post has been edited by Perfecto_77 on 20 Aug 2019, 10:21
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (3) [1] 2 3  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0326 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]