forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · რჩეულები  · ჩატი
reklama

Pages: (19) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> სავარაუდოდ ნავთობის ფასი ორშაბათიდან გაიზრდება, მსოფლიოს ყველაზე დიდ ნავთობის საბადოზე თავდასხმა
DIDGORI-GEO
ანტიბიძინისტი,ანტიპუტინისტი


********
ჯგუფი: Members
წერილები: 20193
წევრი No.: 131463
რეგისტრ.: 19-May 11

გამოგზავნილია: 14 Sep 2019, 15:20  #55245629      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
პრო-ირანულმა დაჯგუფება ჰუსიტებმა ყველაზე მაშტაბური შეტევა განახორციელეს საუდის არაბეთის ნავთობ კომპლექსებზე
ჰუსიტებმა ირანული 10 უპილოტო დამრტყმელი საფრენი აპარატით განახორციელეს საჰაერო დარტყმები ბუქაიქისა და ხურაისის ნავთობის საბადოებზე
ბუქაიქის ნავთობის საბადო არის ყველაზე დიდი მსოფლიოში და ყოველდღიურად დაახლოებით 7 მილიონ ბარელ ნავთობს აწარმოებს
განხორციელებული შეტევის შემდეგ ორივე ნავთობის საბადო ცეცხლის ალშია გახვეული, უკვე დაახლოებით 15 საათია, ხანძრის მაშტაბი იმხელაა, რომ საუდის არაბეთის მთავრობაც კი ვერ მალავს აღნიშნულ ფაქტს
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბუქაიქის ნავთობის საბადო და დედაქალაქი რიადი(300 კმ ბუქაიქიდან) არის ყველაზე მეტად დაცული საუდის არაბეთში საჰაერო თავდაცვის სისტემებით(ამერიკული ულტრათანამედროვე საჰაერო სისტემებით), მაგრამ მიუხედავად ამისა ირანმა მაინც შეძლო და მიიტანა საჰაერო დარტყმები საუდის არაბეთის ყველაზე მეტად დაცულ სტრატეგიულ ობიექტებზე
საჰაერო დარტყმები განხორციელდა, იემენიდან 1 000 კმ დაშორებით, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსმევს ირანული უპილოტო საფრენი აპარატების შესაძლებლობებს
ჰუსიტების განცხადებით ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსმევს მათ შესაძლებლობებს და თუ საუდის არაბეთი ბოლომდე არ გავა იემენიდან, გაგრძელდება მაშტაბური დარტყმები სხვადასხვა საუდიტების სტრატეგიულ ობიექტებზე ქვეყნის ნებისმიერ წერტილში
ამ დროისთვის უცნობია თუ კონკრეტულად რა სახის ზიანი მიადგა ნავთობის საბადოს, შესაძლოა ზარალი რამდენიმე მილიარდი დოლარი იყოს
დიდი ალბათობით ეს ფაქტი გავლენას მოახდენს ნავთობის ფასზე და ორშაბათიდან დაიწყება მისი მატება

პ.ს ესეც კიდევ ერთი ძალიან სერიოზული ქმედება ირანის მიერ

Major Saudi Arabia oil facilities hit by Houthi drone strikes

https://www.theguardian.com/world/2019/sep/...y-drone-strikes




ხანძარი ბუქაიქის ნავთობის საბადოზე
user posted image

ხანძრის მაშტაბი იმხელაა, რომ სატელიტიდანაც კი ჩანს საკმაოდ დიდი კვალი
user posted image

ეს კი საუდიტების ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების განლაგება ბუქაიქის საბადოსთან და დედაქალაქ ალ რიადთან
ულტრათანამედროვე ამერიკულმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმაც კი ვერ შეძლეს ირანული უპილოტო დამრტყმელი აპარატების გაუნებელყოფა
user posted image

ეს ოპერაცია კი დაგეგმილი და განხორციელებულია ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაურის გენერალ-მაიორ ქასემ სულეიმანის მიერ
უპილოტო აპარატებს კი უშუალოდ მართავენ ირანის ყველაზე ელიტური სპეცსამსახურის ქუდსის სამხედროები, რომლებიც იემენში არიან და მთლიანად მართავენ და კონტროლს უწევენ(წვრთნა და აღჭურვა) ჰუსიტებს
ქასემ სულეიმანი
user posted image


--------------------
საქართველო იქნება ერთიანი,გაბრწყინებული და ძლიერი,როგორიც მას ეკადრება.

ჩვენ არ გვყავს "მოსადი",მაგრამ გვყავს ვანო მერაბიშვილი!!!
Sсооby
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1289
წევრი No.: 242599
რეგისტრ.: 5-May 18

გამოგზავნილია: 14 Sep 2019, 15:35  #55245693      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ულტრათანამედროვე ამერიკულმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმაც კი ვერ შეძლეს ირანული უპილოტო დამრტყმელი აპარატების

აქვე ისიც განვმარტოთ რომ რეალურდ ეგ დამრტყმელი უპილოტოები კამიკაძე პატრა დრონებია ასაფეთქებლით smile.gif


--------------------
Doo
bridgestone
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5229
წევრი No.: 39391
რეგისტრ.: 3-August 07

გამოგზავნილია: 14 Sep 2019, 15:37  #55245701      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (DIDGORI-GEO @ 14 Sep 2019, 15:20 )

საჰაერო დარტყმები განხორციელდა, იემენიდან 1 000 კმ დაშორებით, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსმევს ირანული უპილოტო საფრენი აპარატების შესაძლებლობებს

იემენიდან არ აფრენილან ეგ აპარატები.

სპარსეთის ყურიდან გაუშვეს რომელიღაც სავაჭრო გემიდან ჩუმად.

არა, ისე იარაღი კი აქვთ, რამე რომ იყოს, ირანს.

გეგმაც აქვთ იერუსალიმის აღების.

აიღებენ კიდეც, თუ დაიწყო ომი ისრაელმა, ვინაიდან სხვადასხვა მხრიდან დიდი რაოდენობის გაფანტული ცოცხალი ძალა შეუტევს.

ებრაული ტანკების "მერკავას" ჯავშანი კარგა ხანია დაძლიეს ირანულმა სპილენძის ნაღმებმა - სხვათაშორის, ირანი ამბობს, რომ მათი მოგონილია, მაგრამ უფრო ალბათ რუსებისაა.

რაკეთები და ფრთიანი რაკეტებიც ბლომად აქვთ.





--------------------
ნაცები=ქოცებს
dega
Super Crazy Member +++


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 106224
წევრი No.: 116052
რეგისტრ.: 24-May 10

გამოგზავნილია: 14 Sep 2019, 15:38  #55245705      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
აწყობია ოპოზიციას აბა საქმე საქართველოში და ეგაა...
ადრე ლარი მიქონდათ და ახლა ლარნახევარს წაიღებენ


--------------------
”ჩვენ კი არ ვართ საფრთხეში, ჩვენ ვართ ყველაზე დიდი საფრთხე”@ოლივერ სტოუნი
DIDGORI-GEO
ანტიბიძინისტი,ანტიპუტინისტი


********
ჯგუფი: Members
წერილები: 20193
წევრი No.: 131463
რეგისტრ.: 19-May 11

გამოგზავნილია: 14 Sep 2019, 15:39  #55245710      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Sсооby
QUOTE
აქვე ისიც განვმარტოთ რომ რეალურდ ეგ დამრტყმელი უპილოტოები კამიკაძე პატრა დრონებია ასაფეთქებლით

ეს ჯერ უცნობია
რადგან საჰაერო ოპერაცია განხორციელდა 1 000 კმ სიშორეზე, შესაბამისად ამ სიშორეზე მფრენი აპარატი პატარა დრონი ვერ იქნება
2 ვარიანტია:
1.თუ იემენიდან განხორციელდა საჰაერო დარტყმა მაშინ ვერ იქნება პატარა დრონი
2. საუდის არაბეთის შიგნიდან მოხდა საჰაერო შეტევის ორგანიზება, რაც კიდევ უფრო დიდი ჩავარდნაა სპეცსამსახურების

bridgestone
QUOTE
იემენიდან არ აფრენილან ეგ აპარატები.
სპარსეთის ყურიდან გაუშვეს რომელიღაც სავაჭრო გემიდან ჩუმად.

ეს საუდიტების ზღაპრებს გავს უფრო, ვიდრე რეალობას
ძალიან დიდი დაბნეულობა და ქაოსია საუდიტებში
წელიწადში 80 მილიარდ დოლარს ხარჯავენ თავდაცვაში, ულტრათანამედროვე ამერიკულ შეიარაღებას ყიდულობენ და ირანმა ჰუსიტების ხელით კალბასის ჩეკივით იხმარა საუდიტები უკვე მე-4 წელია
ჯერ ხო იემენში გამოუყვანა წირვა და ეხლა საუდის არაბეთში დაიწყო სტრატეგიული ობიექტების დაბომბვა

This post has been edited by DIDGORI-GEO on 14 Sep 2019, 15:42
ElGeorgia
Ancient user


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10130
წევრი No.: 6204
რეგისტრ.: 30-August 04

გამოგზავნილია: 14 Sep 2019, 15:42  #55245721      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
მოუწევთ აქციზის მოხსნა ან დაწევა, აჯანყდება ხალხი.


--------------------
I dreamt all my future and relieved my past
Sсооby
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1289
წევრი No.: 242599
რეგისტრ.: 5-May 18

გამოგზავნილია: 14 Sep 2019, 15:49  #55245739      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
DIDGORI-GEO
QUOTE
რადგან საჰაერო ოპერაცია განხორციელდა 1 000 კმ სიშორეზე

ოპერაცია აქსიმუმ 3 კილომეტრის რადიუსიდან განხორციელდა, არავითარი 1 000 კმ. hawk თავისუფლად დაიჭერდა დიდი ზომის მფრინავ ობიექტს >3 კმ მანძილზე.
რაკი ვერ დააფიქსირა ესეგი მკვდარი რადიუსიდან შეუტიეს <2 კმ
QUOTE
საუდის არაბეთის შიგნიდან მოხდა საჰაერო შეტევის ორგანიზება, რაც კიდევ უფრო დიდი ჩავარდნაა სპეცსამსახურების

პირველი არ არის საუდიტებისთვის. შეჩვევა არ დასჭირდებათ ასეთ ჩასვრებს მიჩვეულები არიან.

B-E-R-U
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 29749
წევრი No.: 131806
რეგისტრ.: 28-May 11

გამოგზავნილია: 14 Sep 2019, 15:51  #55245741      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (ElGeorgia @ 14 Sep 2019, 15:42 )
მოუწევთ აქციზის მოხსნა ან დაწევა, აჯანყდება ხალხი.

ვინ ხალხი? lol.gif ხუმრობ? user.gif
gia1970
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 20051
წევრი No.: 205864
რეგისტრ.: 2-August 15

გამოგზავნილია: 14 Sep 2019, 15:51  #55245745      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ჩინეთს არ აწყობს ნავთის გაძვირება
რუსეთს და ირანს აწყობს
DIDGORI-GEO
ანტიბიძინისტი,ანტიპუტინისტი


********
ჯგუფი: Members
წერილები: 20193
წევრი No.: 131463
რეგისტრ.: 19-May 11

გამოგზავნილია: 14 Sep 2019, 15:57  #55245761      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Sсооby
QUOTE
ოპერაცია აქსიმუმ 3 კილომეტრის რადიუსიდან განხორციელდა, არავითარი 1 000 კმ. hawk თავისუფლად დაიჭერდა დიდი ზომის მფრინავ ობიექტს >3 კმ მანძილზე.
რაკი ვერ დააფიქსირა ესეგი მკვდარი რადიუსიდან შეუტიეს <2 კმ

3-კმ მანძილიდან როგორ გგონია 10 დრონის აფრენა და საჰაერო დარტყმების განხორციელება?
ეს გაცილებით უფრო დიდი ჩარადნაა საუდიტების სპეცსამსახურების, თუ 3 კმ სიახლოვეს მიუშვეს ყველაზე სტრატეგიულ ობიექტთან ირანული სპეცსამსახურის თანამშრომლები და აქედან მოხდა 10 დრონით საჰაერო დარტყმა
ასე, რომ ეს ვერსია პრაქტიკულად გამორიცხულია
ამერიკულ საჰაერო თავდაცვას სერიოზული ჩარადნა აქვს საუდის არაბეთში და ეს არაერთხელ დადასტურდა
ჰუსიტები თითქმის ყოველდღიურად ახდენენ უპილოტო და ბალისტიკურ დარტყმებს საუდიტების სხვადასხვა სტრატეგიულ ობიექტებზე იემენიდან, იემენთან მოსაზღვრე საუდიტების ქალაქებზე აბჰა, ჯიზანი, ნაჯრანი და ა,შ
პეტრიოტები კი უმეტეს შემთხვევაში ვერ ახდენენ ირანული ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდებას
vaho
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11564
წევრი No.: 17198
რეგისტრ.: 14-February 06

გამოგზავნილია: 14 Sep 2019, 15:57  #55245763      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ვინ ხალხი?  ხუმრობ?


ვინ ხალხი და ქართული საზოგადოება biggrin.gif
Sсооby
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1289
წევრი No.: 242599
რეგისტრ.: 5-May 18

გამოგზავნილია: 14 Sep 2019, 16:05  #55245792      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
DIDGORI-GEO
QUOTE
3-კმ მანძილიდან როგორ გგონია 10 დრონის აფრენა და საჰაერო დარტყმების განხორციელება?

რა პრობლემას ხედავ სატვირთო კონტეინერიდან 10 ასეთის გაშვებაში და იქედანვე მართვაში?

user posted image
ონლაინ_მაღაზია
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 950
წევრი No.: 243752
რეგისტრ.: 25-June 18

გამოგზავნილია: 14 Sep 2019, 16:08  #55245810      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
DIDGORI-GEO
QUOTE
1 000 კმ

შენი აზრით რამხელა იქნებოდა ეს აპარატი, 1000კმ რომ ეფრინა. ძრავი, საწვავი, პლიუს ასაფეთქებელი მოწყობილობა.
ზღაპარია 1000 კმ.

B-E-R-U
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 29749
წევრი No.: 131806
რეგისტრ.: 28-May 11

გამოგზავნილია: 14 Sep 2019, 16:13  #55245822      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (vaho @ 14 Sep 2019, 15:57 )
QUOTE
ვინ ხალხი?  ხუმრობ?


ვინ ხალხი და ქართული საზოგადოება biggrin.gif

ქართულ "საზოგადოებას" ხმის ამოღების სურვილი და ტრაკი, რომ გვქონოდა, აქამდე ამოვიღებდით, 2.70 რომ გახდა ბენზინის ფასი.

This post has been edited by B-E-R-U on 14 Sep 2019, 16:13
gochino80
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 26067
წევრი No.: 65291
რეგისტრ.: 22-June 08

გამოგზავნილია: 14 Sep 2019, 16:17  #55245833      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ძაან ვიცით ეხლა ჰუსიტებმა ქნეს თუ სხვა ვინმემ
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (19) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0334 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]