მიუხედავად იმისა რომ ჩემი პოსტი "ბზარებზე" წაშლილ იქნა, მაინც დავწერ იმას რაც უნდა დამეწერა. თუმცა ჩემი პოსტი პირდაპირ კავშირში იყო თემასთან, ნუ ეს უკვე მოდერატორის სისუსტეზე მიუთითებს - დაუფიქრებლად პოსტების შლა.
რაც შეეხება ბზარებს. როდის გაჩნდა არ ვიცი და სიმართლე რომ გითხრათ რაც მინდა რომ ვთქვა ესეც კითხვის ნიშნის ქვეშაა, მაგიტომაც დავსვი შეკითხვა.
თემა ეხება ქართულ ეკლესიას, ტაძარს, რწმენას.
მინდა დღეს დღეობით გადაავლოთ თვალი ქართველი ერის ცხოვრებას და შეკითხვა დაისვას - მორწმუნე ერი ვართ თუ არა?
სიტყვა "მორწმუნე"-ს ვიყენებ ვინაიდან ყველას "თავისებურად" ესმის ეს ცნება, ყველას თავისებურად წამს. თუმცა მე ამ "ინდივიდებს" არ ვეხები ამ თემაში. საუბარია ერის იმ ნაწილზე რომელიც "ეკლესიურია", დადის ეკლესიაში, ყავს მამაო, ანთებს სანთელს, ლოცულობს და მარხვაზე და ა.შ... და ასეთები ბევრნი არიან. თუმცა რამდენად ახლოსაა მათი რიტუალები რწმენასთან და ღმერთთან ეს კიდევ საკითხავია.
მინდა შევეხო ეკლესიების თემას. ქალაქი თბილისი - რამდენი ეკლესიაა თბილისში მართალი რომ გითხრათ არ ვიცი ზუსტი რიცხვი, მაგრამ ბევრი რომაა ეს ფაქტია.
არავის არასოდეს გაჩენია შეკითხვა - რატომ არის თბილისში ამდენი ეკლესია ?
"საღად" მოაზროვნე ეკლესიური პირი მაშინვე გამცემს პასუხს - ქართველები ყველაზე მორწმუნე მართლმადიდებლები ვართ.
შეიძლება ოდნავ უფრო "საღად" მოაზროვნე ადამიანი შემეპასუხოს და მითხრას "ყველაზე მორწმუნე" არასწორი გამოთქმააო. მართალი ბრძანდებით, არასწორია და მიუხედავად იმისა რომ ბევრი ქრისტიანი მართლმადიდებელი მორწმუნისგან გამიგია ეს სიტყვები, ლამისაა დავიჯერო რომ სწორი გამოთქმაა.
სოწრი გამოთქმაა იმდენად რამდენადაც ეს ქართველ ერს შეეფერება.
გვაქს უდიდესი ამბიცია ყველაფერში პირველობისა. დროებით შევეშვათ ცნებას "ყველაზე მორწმუნე" და განვიხილოთ თემა "ქართველი კაცი" ან "ქართველი ქალი".
ჩვენმა ზე-პატრიოტიზმმა და შოთა-ილია-აკაკი-ვაჟა-გალაკტიონობამ ისეთ აბსურდულ ზღვარს მიაღწია რომ უკვე სასაცილონი ვართ. (გავბედავ და პირველი პირის მრავლობითში ვილაპარაკებ). ვგულისხმობ დღევანდელ "ქართველობას" რომელიც კაცმა არ იცის რა არის, რას ნიშნავს და რა განსაზღვრება აქვს. ეს ცნება ძალიან ძვირფასია და ძალიან წმინდაა ქართული ერისთვის.
ფრაზები:
"ქართველი კაცი ამას არ იზავდა!"
"აი ესაა ქართველობა !!!"
"ქართველი ვარ და მეამაყება!"
და ა.შ...
სიტყვა "ქართველი"-ს უკვე ვაიგივებთ "ზე-ადამიანთან". თითქოს "ქართველ" კაცზე "მეტი" კაცი არ დაიარებოდეს დედამიწაზე!
რატომ ?
პირველ რიგში - არავინ არ იცის რას ნიშნავს "ქართველობა". - ჭამა-სმას, ღვინის დაწურვას, ჩაკრულოს სიმღერას, მუქთახორობას, ორპირობას და ღალატს, თათქარიძესავით ბუზების თვლას თუ წმინდა ნინოსადმი ლოცვას.
ძალიან რთულია ამის გარკვევა.
მაგრამ შევხედოთ იმას რაც დღეს ხდება- ქართველებმა "დაკარგეს" ქარველობა (თუ ოდესმე ჰქონიათ ეს ცნება) ან უბრალოდ ეხლა გაჩნდა სურვილი "ქართველობის" განმარტება/დაზუსტება/დადასტურებისა. ეს მიუთითებს თვითგადარჩენის ინსტიქტზე. სადაც ყველაზე მეტი სიბნელეა იქ ანთებენ ყველაზე მეტ სანთელს. სადაც ქართველობა არაა იქ იძახიან ყველაზე მეტ ფრაზებს ქართველობაზე. სადაც ძმობა და სიყვარული არაა იქ ეფიცებიან ყველაზე მეტჯერ ძმობას და სიყვარულს სუფრებზე. და აი მივედით ეკლესიების თემასთან - სადაც ყველაზე ნაკლები რწმენაა და სადაც ყველაზე ნაკლებადაა ღმერთი იქ აშენებენ უამრავ ეკლესიებს, თითქოს ეს რამეს შველოდეს.
ყოველ ნაბიჯზეა ფაქტიურად ეკლესიები თბილისში, უამრავი ეკლესიაა და ეს როგორც ავღნიშნე თავად პატრიარქსაც რომ ჰკითხოთ მოგიგებთ რომ ეს ქართველი ერის სულიერ სიმაღლეზე მიუთითებს და მაღალ რწმენაზე. ვაი რომ პირიქითაა. როცა ყველაზე მეტად ცხელა მაშინ ათავსებენ ყოველ ნაბიჯზე კოკა კოლას ჯიხურებს.
და ყველაზე სასაცილო მოვლენა რაც ბოლო პერიოდში მოხდა - უზარმაზარი სამების ტაძარი. ეს არის ჩვენი ერის ყველაზე უკიდურესი გამოხატულება რწმენის არ ქონისა, ღმერთის სიშორისა. ამდენი პატარ პატარა ეკლესიები და უცბათ ამხელა უზარმაზარი "ტაძარი". ჩვენი საყვარელი პრეზიდენტის სიტყვები (არ მითხრათ ეხლა პრეზიდენტს რას უსმენ თუ კაცი ხარ ეგ რა შუაშიაო, მარა ზუსტად პრეზიდენტს უდგას ყოველთვის მხარში ჩვენი საყვარელი პატრიარქი ილია II და ყოველ მის სიტყვას მოცემულ თემასთან დაკავშირებით დასტურს აძლევს რომ ხალხმა "გაითავისოს") "ჩვნენ ვართ ყველაზე მორწმუნე ერი!!! ჩვენ ვერასოდეს დაგვამარხებს მტერი, ჩვენ ქრისტიანი, მართლმადიდებელი ერი ვართ!"
აი ეს "ყველაზე მორწმუნე" არის თავი და თავი ყველაფრისა.
და ყველაზე მეტად იმით ამაყობდა ბატონი მიხეილი ტაძარი რომ აშენდა რომ "აი ნახოს მთელმა მსოფლიომ, რაოდენ მორწმუნენი ვართ!".
აღარ დავიწყებ თავად ეკლესიის გაკრიტიკებას 5 ვარსკვლავიან სასტუმროს რომ გავს.
ეხლა მითხრას ნებისმიერმა ადამიანმა ვინც ეს ჩაიკითხა, არის თუ არა ბზარები "საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაში" ?
ჩემის აზრით ბზარები კი არაა, თავზე ჩამოგვენგრა უკვე და ნანგრევებში ვეძებთ ღმერთს.
დიდი მადლობა ყურადღებისთვის, იმედია ამ პოსტსაც არ წამიშლით.
იმედია კოდექსიდან ამონაწერები არ იქნება "პატრიარქის შეურაცხმყოფელი პსოტი" და მსგავსი სისულელეები.
პატივისცემით.
* * *
პს. აგერაა აქვე თქვენივე განყოფილებაში ცნება "ქართველობის" და ქართველი ერის რწმენის იმპოტენციის მაგალითი:
http://forum.ge/?f=84&showtopic=33716858