ინდულგენცია - (ლათ.) სიტყვა-სიტყვით ნიშნავს შეღავათს, ცოდვებისაგან გასათავისუფლებელ ქაღალდს. კათოლიკურ ეკლესიაში სხვადასხვა ცოდვას სხვადასხვა ნიხრა (ფასი) ჰქონდა. საქმე იქამდე მივიდა, წინასწარ შეიძლებოდა ფულის გადახდა ნებისმიერი დიდი ცოდვის ჩადენის წინაც.
ცოდვათა გამო ღმრთის წინაშე ამქვეყნიური სასჯელის შენდობა დანაშაულის შესატყვისად. სათანადოდ განწყობილი მორწმუნე, შესაბამისი პირობებით, შენდობას იღებს ეკლესიის ჩარევის მეშვეობით, რომელიც, როგორც გამოსყიდვის აღმსრულებელი, ავტორიტეტულად განაგებს და იყენებს ქრისტესეული და წმიდანების გამოსყიდვის საგანძურს
ინდულგენცია ეკლესიის მხრიდან წმიდადყოფის მოვალეობის გამოხატულებაა. ის შეიძლება იყოს სრული ან ნაწილობრივი, იმის მიხედვით, მთლიანად თუ ნაწილობრივ ამართლებს იმ ამქვეყნიური სასჯელისაგან, რაც ჩადენილი ცოდვის გამო ეკისრება ადამიანს თითოეულ მორწმუნეს შეუძლია, მიიღოს თავისთვის ან მოიპოვოს გარდაცვლილთათვის, ვედრების მეშვეობით, სრული ან ნაწილობრივი ინდულგენცია.
ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში მძიმე ცოდვებისთვის, როგორებიცაა მკვლელობა, ცოლქმრული ღალატი და განდგომა, ეკლესია მკაცრ საჯარო მონანიებას აწესებდა. დროთა განმავლობაში შესაძლებელი გახდა ამგვარ მონანიებათა შეცვლა „კეთილი საქმეებით“. შემდგომში მონანიების ვალდებულებისგან გასათავისუფლებლად. ინდულგენციები საზოგადო სასარგებლო შრომას მოიცავდა, მაგალითად, ეკლესიათა მშენებლობასა და ჯვაროსნულ ლაშქრობებში მონაწილეობას.
https://ka.m.wikipedia.org/wiki/%E1%83%98%E...%83%98%E1%83%90 This post has been edited by Kenward_Newson on 13 Mar 2024, 14:03