#56530379 · 10 Jul 2020, 12:03 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
DJ_PUNK
QUOTE | 1. იქნებ გამიზიაროთ თქვენი აზრი სარის ნერგები რომ ვიყიდო 2000 კვადრატულზე რამდენი შეიძლება ჩავრგო მაგალითად ვაშლი და მსხალი. |
როგორც ვხვდები კლონურ საძირეზე ნამყენებს გულისხმობთ!მწკრივთა შორისი არის 2.5-3 მეტრი და ნერგებს შორის კი 1.5 მეტრი.
QUOTE | სად იყიდება და რა ღირს? |
გორში,ქარელში,ბევრ მენერგეს აქვს
QUOTE | მართლა ძალიან რთული მოსავლელია და დიდი რისკია რომ არ გაიხაროს და გაფუჭდეს? |
არა,მიწის ფხვიერ მდგომარეობაში მუდმივად ყოფნა,სხვლა,შპალერის მოწყობა წამლა და რწყვა სჭირდება მხოლოდ QUOTE | შეწამვლა აუცილებლად სჭირდება? |
ხარისხი და ბაზარზე გატანა თუ გინდა კი
QUOTE | 5. სეტყვის დამცავი ბადეების ფასიც იქნებ მითხრათ და სად იყიდება? |
გორში,წმინდაწყალზე აკადემიისკენ დიდი აგრო მაღაზიებია და იქნება იქ (მე არ დავინტერესებულვარ) ჰა 30 000 $ ჯდებოდა ანუ შენ 6000 დაგიჯდება
QUOTE | რამდენად ეკომონიურად გამართლებული იქნება ამაში ინვესტიცია? იქნებ დაახლოებითი ბიუჯეტი მითხრათ 2000 კვადრატზე ვგულისხმობ ნერგების საფასურს და ასევე საწამლ მასალას. |
გორის ბაზარში თუ უნდა გაყიდო ვედრა სამ ლარად არ იქნება ეკონ-მომგებიანი რა თქმა უნდა მაგრამ პერო მაღაზიებში თუ კილოს 5 ლარად გაყიდი უკმაყოფილო არ დარჩები.
QUOTE | 7. ამის გარდა, რა დამატებითი ხარჯი შეიძლება გამოჩნდეს? |
ტარა,ტრანსპორტი,საწყობი-მაცივარი
QUOTE | 8. კომერციული თვალსაზრისით, ადვილად იყიდება მსგავსი ჯიშის ხილი ბაზარზე? |
მოსავალს გააჩნია,თუ მხოლოდ შენ გექნება ხარისხიანი და მოთხოვნადი პროდუქტი მაშინ კი,
QUOTE | რაიმე სხვა ხილსაც ხომ ვერ მირჩევთ ვაშლის და მსხლის გარდა? |
ბალი სულ სხვაა
QUOTE | 10. მე არ ვცხოვრობ რაიონში, მაგრამ რეგულარულად შემიძლია ჩავიდე და დავხედო, მივაქციო ყურადღება. ეს საკმარისი იქნება თუ აუცილებელია ყოველდღიური მოვლა? |
ბიზნეს რახან აპირებ არ იქნება საკმარისი
QUOTE | 11. წყლის გარკვეული პრობლემა არის მორწყვის განსაკუთრებით, ასევე ყინავს კიდეც ზამთარში. ეს ხომ არ შეუშლის ხელს? ჩემს ბავშვობაში ძალიან ბევრი ხილი იყო და ყოველ წელს ისხამდა უპრობლემოდ წელიწადში ორჯერ თუ ჩავიდოდით სოფელში და ფაქტიურად მინიმალურ მოვლას საჭიროებდა. |
შესაბამისი კაპიტალდაბანდება დაგჭირდება წყლის და ყინვის პრობლემის მოგვარებისთვის
QUOTE | ვისაც ვესაუბრე შესაწამლ საშუალებებს ყველა აძაგებს რაც აქ იყიდება. თქვენ რას მირჩევთ? თუ სჭირდება შეწამვლა, სად შეიძლება ყიდვა მაგალითად ბრიკორამა, დომინო ან ამაზონიდან გამოწერა ხომ არ არის უკეთესი მაინც გარკვეული სტანდარტები იქ უფრო დაცულია? თუ გაქვთ გამოცდილება მომწერეთ. |
ადგილობრივ ბაზარზე არის კარტლისის და ბაიერის წარმომადგენლობა ხარისხიანი პრეპარატებით ...... თუ ფინანსები გაგიშვებს მაგათამდე.
--------------------
გლეხის შვილი ვარ,შვილიშვილიც,წინაპრით ვგლეხობ....... მეფის გვირგვინი ჩემს გვარს წილად არასდროს ერგო,მაგრამ მეფობა რაღად მინდა თუკი ვიტირებ მეფე ლირივით და ასე ვარ მეც ახლა,ღმერთო! "გლეხის შვილი ვარ,ვამაყობ და წინაპრით ვგლეხობ!" "10 მილიონ დოლარად ნებისმიერი ფორუმელი გოგო დათანხმდება ჩემთან სექსს"
|