კორეული სერიალები გასართობი სატელევიზიო ინდუსტრიის და კორეული ჰალიუს ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია... დღესდღეობით კორეელი ცნობილი სახეები ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობები არიან რათქმაუნდა ჰოლივუდის ცნობილი ვარსკვლავების შემდეგ.
კორეული სერიალის აღსანიშნავად ხშირად გამოიყენება ტერმინი "დრამა" ან "დორამა" ... შეიძლება ითქვას რომ კორეული დრამების სამყაროს რომელსაც მოყვარულები "დრამალენდს" ვუწოდებთ , არაფერი აქვს საერთო ბრაზილიურ და ლათინური ამერიკის საპნის ოპერებთან და საკმაოდ გასხვავებულია დღესდღეობით ძალიან პოპულარული ამერიკული სერიალებისგანაც. ალბათ ბევრი თქვენგანი ცოტა სკეპტიკურად უყურებს ტერმინს "კრეული სერიალი" მაგრამ აქ ყველაფერი გაცილებით მარტივადაა , დრამალენდში ნებისმიერი გემოვნებისა და აუდიტორიისთვის განკუთვნილი სერიალი არსებობს.
რა იზიდავს მაყურებელს კორეულ სერიალში?ლამაზი მსახიობები და სელებრითები ... უმეტესი მათგანი შეიძლება სულაც არ ბრწყინავს სამსახიობო მონაცემებით მაგრამ აქ ქასთის უმეტესობა უნამუსოდ ლამაზი და სიმპატიურია. კორეულ დრამებში ძალიან ხშირად შეხვდებით "სელებრითებს" ... ცნობილი ბოიბენდის წევრებს , მომღერლებს , ტელეწამყვანებს და ა.შ ... (როგორც წესი აქ ყველა ნიჭიერია ყველა მომღერალი ამავე დროს პროფესიონალი მოცეკვავეცაა , როგორც წესი სამსახიობო მონაცემებითაც გამოირჩევიან და პირიქით ლამის ყველა მსახიობი საკმაოდ კარგად მღერის)
საუნტრეკები და გარემო .... "საუნტრეკომანია" ჩემი ერთ-ერთი სისუსტეა , ჩემი ფლეილისთების ნახევარი ფილმების საუნტრეკებს უჭირავს. ძალიან ბევრი არაკორეული სერიალი მინახავს და ვუყურებ ეხლაც თუმცა სერიალებიდან იშვიათად მომაქვს ხოლმე საუნტრეკები. ყველა კორეულ სერიალს აუცილებლად აქვს რამოდენიმე ან ძალიან ბევრი კარგი საუნტრეკი რომელსაც როგორც წესი პოპულარული ჯგუფები და ვოკალისტები ასრულებენ ხოლმე. ხშირ შემთხვევაში საუნტრეკებთან ერთად სერიალის ცალკე მთავარ პერსონაჟად გვევლინება ხოლმე გარემო რომელიც ნებისმიერ "ჭ" კლასის სერიალშიც კი შეუდარებელია...
სიუჟეტი.... როგორც წესი ტიპიური კლასიკური კორეული დრამების სიუჟეტი განსაკუთრებული ორიგინალურობით არ გამოირჩევა მაგრამ მაინც ძალიან სასიამოვნოა ხოლმე სერიალის ყურება. იმდენად განსხვავებულია კორეული სერიალების სამყარო ტიპიური კლასიკური ლავსთორიც კი განსხვავებული გამოდის ხოლმე. შედარებით განსხვავებულია თანამედროვე კორეული სერიალების სიუჟეტი რომელიც უფრო ცდილობს ორიგინალურობას და განსხვავებულობას....
და ბოლოს : აქ ლოგიკა, ბუნების კანონები და ზოგადად მიღებული წესები არ მოქმედებს. დრამალენდს თავისი ლოგიკა აქვს ზოგადისგან ძალიან განსხვავებული , რომელიც ახალბედა დრამის მოყვარულისთვის ცოტა "მენტალური შოკი"-ს ტოლფასია ხოლმე .... ზედმეტად რომ არ დავიშოკოთ დასაწყისშივე გავეცნოთ რამოდენიმე დაუწერელ წესს რომელსაც ადრე თუ გვიან ყველა დრამამოყვარული აცნობიერებს უამრავი დროის ხარჯვის , მონიტორთან ღამეების თევისა და ჩაშავებული თვალების ფასად...
** ვივიწყებთ სტერეოტიპს "ყველა წვრილთვალება ჩინელია"... ნუ გამოავლენთ ტოტალურ უვიცობას და ნუ გაიშვერთ თითს "იიიიი ჩინელი"... წვრილი თვალის ჭრილი აქვთ : კორეელებს , იაპონელებს, ჩინელებს, ტაივანელებს, ვიეტნამელებს და იგივე რასის წარმომადგენელ კიდე ძალიან ბევრ ერს და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ისინი საერთოდ არ ჰგვანან ერთმანეთს.
** პირდაღებული ნუ მიაჩერდებით რომელიმე სიმპატიურ მამრს აეგოს კეთების დროს. უბრალოდ გაიღიმეთ ... დრამალენდში ეს ემოციების გამოხატვის ერთ-ერთი ყველასთვის საყვარელი საშუალებაა...
** ერთ დღესაც შეიძლება აღმოაჩინოთ რომ მთავარი და ყველაზე დიდი პრობლემა თქვენს ცხოვრებაში "ეხლა რომელი დრამა ვნახო?" გახდა და დრამადამოკიდებული ხართ , თქვენი მომავალი ფორევაელოუნობის შანსი სულ უფრო და უფრო გაიზრდება მას შემდეგ რაც აღმოაჩენთ რომ მინჰოები და სოჯისუბები თქვენს ქვეყანაში არ არსებობენ ...
** ლოგიკა და საღი განსჯის უნარი ცოტა ხნით შვებულებაში გაუშვით , ისინი დრამალენდში არაფერში გამოგადგებათ პირიქით ხელს შეგიშლით....
სასარგებლო ლინკები: http://mydramalist.com საკმაოდ კარგი ბაზა სერიალების , ფლეილისთებითა და ფორუმით ..
https://www.facebook.com/Koreakino ფეისბუქის გვერდი სადაც შეგიძლიათ კორეულ ფილმებსა და სერიალებს გაეცნოთ.
http://mykoreaa.blogspot.com/2014/02/38.html ბლოგი სადაც შეგიძლიათ ნახოტ საინტერესო მასალები კორეული კულტურისა სერიალების შესახებ.
https://www.facebook.com/pages/Georgian-Cou...305335232840904 კორეული მუსიკისა და დრამების ფანების ფეისბუქ გვერდი.
ლინკები სადაც შეგიძლიათ ონლაინში ნახოთ სერიალები:
http://doramakun.ruhttp://asia-tv.suhttp://doramatv.ruhttp://www.gooddrama.netტორენტები:
http://www.asiatorrents.mehttp://rutracker.org/forum/index.phpკორეული სერიალები Vol. 1 წინა თემის ტოპ 10 მპოსტავი E madame 396
Unico 223
demna_ 190
wrupa 147
VAMPIRE_W 128
gatuzina 127
username-username 84
samiii 79
khatunadz 40
die Nektarine 19
This post has been edited by E madame on 16 Feb 2014, 17:20