ტექტონიკური რყევები მიდის ახლა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში,
პოპკორნი უნდა მოვიმარაგოთ და დავაკვირდეთ, ძალიან საინტერესოდ ლაგდება რასკლადები.
ეს ჩანაწერები (როგორც ნაცების გლდანის კადრები) არის შიგნიდან გატანილი და რამდენიმე წლის განმავლობაში.
ანუ მთელი ოცნების მმართველობა.
კიდე რამდენი ბინძური საქმე არის ფარცხალაძის, მამაცაშვილის და სხვა "ვორლორდების" კისერზე.
რამდენი კორუფციული სქემა, კახური კარტელი თუ ქუმსიშვილის აფერა.
ამაზე ყველაფერზე ირიბადაც რომ იყოს ჩანაწერები?
და მეორე, ეს მხოლოდ ჟურნალია. კინოებიც ექნებათ იგივე ხალხს დაარქივებული და შენახული საიმედო სერვერებზე.
შესაბამისად, ცდილობს რეჟიმი გაფართხალებას და ბატონი ბიძინაც ცდილობის თავისი მონების "სტროიკაზე" დაყენებას.
ყაზარმული აქვთ ახლა ოცნებას ჩართული.
ემვედე-სუსიდან დაწყებული - ყანდიაშვილი-რამიშვილის ტროლ-ბოტებით დამთავრებული ყველა "ალარმზე" დგას.
მაგრამ ამ ტაქტიკურ, საინფორმაციო-ჰიბრიდულ შეტაკებების იქით, რომელიც სახალისოა თავისი არსით რა თქმა უნდა.
არის დიდი სურათი, big picture
სურათი კი ჩემი აზრით ასეთია:
ამერიკის დემოკრატიული ადმინისტრაციის და საგარეო მდივანი ბლინკენის აქტიური პოლიტიკით და
შარლ მიშელის ჩამოსვლით და "აქტიური მედიაციით" ახალი ჭადრაკის პარტიის ფაზა დაიწყო გეოპოლიტიკურ დაფაზე.
აშკარად ჩუმი ამბოხის სუნი დგას ჭორვილელი ნათლიმამას კარზე.
მმართველობის უმაღლესი რგოლის "კრისობასთან" გვაქვს საქმე.
უმაღლესი დონის ღალატი და "პერებეშჩიკობა".
და ესეთი ოპერაცია ამერიკის სპეცსამსახურების გარეშე წარმოუდგენელია, არავინ არ გარისკავდა ამ პროცესების დაწყებას "ზურგის" გარეშე.
და მოდი ვთქვათ სიმართლე, ქართულ ოპოზიციაში ამის ტრაკი არავის არ აქვს დღეს.
რეალურად, დასავლეთში (ამერიკის ახალი ადმინისტრაციაა აქ მთავარი წამყვანი ძალა, რომელმაც მულტილატერალიზმი და აქტიური საგარეო პოლიტიკა აირჩია) უკმაყოფილები არიან ოცნებით.
არსებობს ინფორმაცია, რომ უმაღლეს დონეზე მოხდა შეთანხმება პირადად ივანიშვილთან, ამერიკის ელჩის, რეზიდენტურის უფროსის და ევროკავშირის ელჩის მონაწილებით.
სადაც მან მიიღო უსაფრთხოების გარანტიები, ქონებრივი და პირადი ხელშეუხებლობის, იმისათვის რომ რეალურად გაწეულიყო პოლიტიკიდან და დასრულებულიყო "ოლიგარქატი".
მერე უკვე დემოკრატიულ პროცესში გარკვეულიყო შემდგომი მთავრობის საკითხი. დიდი ალბათობით კოალიციური, შესაძლოა ოცნების მონაწილებითაც კი.
როგორც ევროპულ, ცივილიზებულ ქვეყნებშია, სადაც არჩევნებამდელი კონკურენტები, შემდეგ უკვე კოალიციურად მართავენ მთავრობას.
მაგრამ ჩვენმა გრიგორიჩა ტრიუკაჩმა, რა თქმა უნდა აქაც იტრიუკაჩა და მოუნდომა გადაგდება "დიდ ბიძიებს".
მარიონეტებით მართვა გააგრძელა.
მთავარი ოპოზიციური პარტია დაარბია, თავმჯდომარე პირდაპი ეთერში დაიჭირა და თავზე გადაიფხრიწა ყველაფერი.
რა თქმა უნდა რუსული რბილი ძალის და არაფორმალური კანალების პირდაპირ მხარდაჭერით.
ხოდა აქ გაივლო ხაზი,
მუშაობს ლენგლის რეზიდენტურა - ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ბიძინა დაიყოლიონ რიგგარეშე არჩევნებზე სადღაც 2022 წლისთვის და მერე მოხდეს ხელისუფლების კოალიციურ მთავრობაზე გადაბარება.
ამით ამერიკა და დასავლეთი 2 კურდღელს იჭერს ერთად
- რუსული ინტერესების (პასიური) გამტარებელი, რუსი ოლიგარქი ნეიტრალდება და ჩამოცილდება ქვეყნის მართვას.
- ხელისუფლებაში მოვა კოალიციური მთავრობა, და კიდევ ერთი მშვიდობიანი, არჩევნებით ხელისუფლების ცვლილება იქნება დემოკრატიული პროცესის განმტკიცება, რომელიც ჩვენ უფრო ახლო ასოცირებას შეუწყობს ხელს ევროატლანტიკასთან.
ხოდა მეგობრებო,
გილოცავთ, ლაივში ვადევნებთ თვალყურს გეოპოლიტიკური აქტორების შეჯახებას და მათი სპეცსამსახურულ დუელს.
"კერი მეტისონები" გაუპარსავ-ოფლიანები დარბიან ახლა მთელ რეგიონში და ჩალიჩობენ. (იფ იფ კერი
)
რა თქმა უნდა, გრუ და ესვეერის ვასიებიც დაჩალიჩობენ.
მიმდინარეობს რუსული რბილი ძალის პროექტი "გრიგორიჩის" ჩანაცვლების მშვიდობიანი ოპერაცია.
ამერიკა გამოფხიზლდა და პოზიციებს იბრუნებს.
ასე რომ, დროზე გადმოდით ნათელ მხარეზე.
ნუ ნათელზე თუ არა, უფრო ძლიერ და განვითარებულზე. ესე უფრო პრაგმატულია
სულ მალე ჩააჩოჩებენ ბორის ივანიშვილს, როგორც მოლდოვის ოლიგარქი ჩააჩოჩეს და მიასანქციეს.
ახლა ბატონი ბიძინას ასარჩევია მშვიდობიანად წავა თუ გაიფართხალებს და მოხვდება აბრიქინებული ხახაში.
ასე რომ,
მოვეშვათ, პოპკორნი მოვიმარაგოთ და მივიღოთ სიამოვნება.
თუ რაღაცა სურპრიზი და "დამაშნაია ზაგატოვკა" არ მისცხო ხუილომ, მგონი გასული ვართ სამშვიდობოს.
This post has been edited by Codex on 9 Mar 2021, 01:56