forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (8) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> არის თუ არა ბიბლიური ღმერთი რეალურად სრულყოფილი?, როგორ გვესმის სიტყვა სრყლყოფილება?
alikantura
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6449
წევრი No.: 109238
რეგისტრ.: 14-January 10

გამოგზავნილია: 21 Jul 2019, 12:56  #55004791      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
არსებობს მოსაზრება, რომ ბიბლიური ღმერთი არის სრულყოფილი.
საინტერესოა რას ფიქრობ ფორუმის საზოგადოება სიტყვა სრულყოფილზე.
და არის თუ არა ბიბლიაში აღწერილი ღმერთი ასეთი.

მე ამ წუთას არ მაქვს სრულყოფილების მკაცრად განსაზღვრული განმარტება.
მაქვს განმარტება, რომელსაც შემოგთავაზებთ განხილვისთვის.

სრულყოფილი - უნაკლო, შეუცდომელი, იდეალური.
ობიექტის შემთხვევაში არ არსებობს ობიექტის რაიმე სხვანაირი უფრო უკეთესი მდგომარეობის მიღწევის შესაძლებლობა.
სუბიექტის შემთხვევაში იდეალური მდგომარეობის გარდა ის უნდა აისახოს მის ფასეულობებში, მიზნებსა და ქმედებებში, რომელიც ასევე უნაკლო და შეუცდომელი უნდა იყოს და არ უნდა არსებობდეს მისი უფრო უკეთესად წარმოსახვის შესაძლებლობა.

რაც შეეხება თავად ბიბლიური ღმერთის სრულყოფილებას, ამაზე მას მერე ვიმსჯელოთ, რაც სიტყვა სრულყოფილის ყველაზე მისაღებ განმარტებაზე შევჯერდებით.

This post has been edited by alikantura on 21 Jul 2019, 12:58
დოლორეს
ჰეი, ჯონი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5043
წევრი No.: 64740
რეგისტრ.: 17-June 08

გამოგზავნილია: 21 Jul 2019, 13:53  #55005074      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
ყოვლისმცოდნე, ყოვლისშემძლე,,ობიექტური, ჰ უ მ ა ნ უ რ ი (რაც ძველი აღთქმის ღმერთს აკლია).

ბიბლიური პერსონაჟი ,,ღმერთი'' ვერაა ჩემთვის სრულყოფილი. სადამსჯელო ღონისძიებების გამოყენება არ სჭირდება ,,მოყვარულ მამას'' შვილებთან,თუ ის ს რ უ ლ ყ ო ფ ი ლ ი და ბრძენია.
თან იმასაც თუ დავურთავთ,რომ ის ყ ო ვ ლ ი ს შ ე მ ძ ლ ე ა , მას უნდა შეეძლოს შექმნას მდგომარეობა ისე,რომ შვილის დასჯა არ გახდეს საჭირო. თუ ამას არ აკეთებს,ან არ შეუძლია ან არ უნდა. ორივე მონენტი აყენებს მის სრულყოფილებას (ყოვლისშემძლეობას და მოყვარულობას) ეჭვქვეშ. არადა,ბიბლიიდანვე ვიცით,რომ ეს მან არაერთხელ დაუშვა.
ამიტომ ჩემთვის,ღმერთი,როგორც ბიბლიის პერსონაჟი არის სასტიკი არსება,რომელსაც აქვს გაქანებული ნევროზი და რომელმაც ფსიქოლოგიურად უნდა იმუშავოს საკუთარ თავზე,რათა უფრო მიმტევებელი,მოყვარული,მიუკერძოებელი და ჰუმანური გახდეს. biggrin.gif



--------------------
♥+♥=♥
♫ _ ANA _ ♫
მზე ამოვიდა!მზე, რომელიც ჩემშივე სახლობს,
მზე არა სადღაც მეცხრე ცაზე,არამედ გულთან!
და მე მოვდივარ შენს ხელებთან,რადგანაც მახსოვს,
რომ შენს ხელებში უკეთესად ვფიქრობდი მუდამ!

Gracias a todos, los que me han ayudado a ser como soy hoy por hoy. © მე.

George_Bush
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 75
წევრი No.: 251055
რეგისტრ.: 11-June 19

გამოგზავნილია: 21 Jul 2019, 15:13  #55005395      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
დანარჩენი თემა დარწმუნებული ვარ იქნება დროსა და სივრცეში შეზღუდული ადამიანების მიერ ღმერთის განკითხვა თუ რატომ არ ჯდება ადამიანების მიერ განსაზღვრულ ჩარჩოებში biggrin.gif facepalm.gif
პირველი პოსტი იყო უკვე biggrin.gif


--------------------
"I couldn't imagine somebody like Osama bin Laden understanding the joy of Hanukkah."© George Bush
"You know, one of the hardest parts of my job is to connect Iraq to the war on terror."© George Bush
"გონებრივი განვითარებით ზანგები ადამიანებს ბევრად ჩამორჩებიან"© giorgi1104
"...ღვაწლი!..."© დაისი
gugaGve
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 368
წევრი No.: 188060
რეგისტრ.: 27-June 14

გამოგზავნილია: 21 Jul 2019, 15:26  #55005439      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ბიბლიური პერსონაჟი ,,ღმერთი'' ვერაა ჩემთვის სრულყოფილი. სადამსჯელო ღონისძიებების გამოყენება არ სჭირდება ,,მოყვარულ მამას'' შვილებთან,თუ ის ს რ უ ლ ყ ო ფ ი ლ ი და ბრძენია.
თან იმასაც თუ დავურთავთ,რომ ის ყ ო ვ ლ ი ს შ ე მ ძ ლ ე ა , მას უნდა შეეძლოს შექმნას მდგომარეობა ისე,რომ შვილის დასჯა არ გახდეს საჭირო. თუ ამას არ აკეთებს,ან არ შეუძლია ან არ უნდა. ორივე მონენტი აყენებს მის სრულყოფილებას (ყოვლისშემძლეობას და მოყვარულობას) ეჭვქვეშ. არადა,ბიბლიიდანვე ვიცით,რომ ეს მან არაერთხელ დაუშვა.
ამიტომ ჩემთვის,ღმერთი,როგორც ბიბლიის პერსონაჟი არის სასტიკი არსება,რომელსაც აქვს გაქანებული ნევროზი და რომელმაც ფსიქოლოგიურად უნდა იმუშავოს საკუთარ თავზე,რათა უფრო მიმტევებელი,მოყვარული,მიუკერძოებელი და ჰუმანური გახდეს. 

შენ რომ შენს შვილს არ უნდოდე ძალით გააჩერებდი შენთან ? იგივეა ღმერთიც არიან ახალგაზრდები რომრლიბც მარტო ტგავიანთ სიამოვნებას უყურებენ და ეს სიამოვნება არის დროებითი და ექცევიან ციკლში ამ დროდ ღმერთმა რა უნდა ქნას ძალით მოგაბრუნოს თავისაკენ როცა თავისუფალი არსება ხარ დაგიტოვა მცნებები რომლებიც ჩემთვის ყველაზე ძვირფასია რაც ასახავს რეალურად ვინ ხარ შენ ადამიანი თუ ხორცშესხმული მუსორი ჯოჯოხეთი არის უღმერთოდ ყოფნა სადაც ყველაფეფი რაც გაქვს მიწერ ცხოვრებაში ღვთისაგან ნადგურდება და ექცევი მუდმივ სატანჯველში სადაც ღმერთი არაა ის გიტოვებს არჩევანის უფლებას იყავი მორწმუნე და გწამდეს თუარადა ჩემს გარეშე იარსებე მუდმივ ტანჯვაში
დოლორეს
ჰეი, ჯონი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5043
წევრი No.: 64740
რეგისტრ.: 17-June 08

გამოგზავნილია: 21 Jul 2019, 15:43  #55005489      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
George_Bush
როცა წაკითხულიდან აზრის გამოტანის პრობლემა გაქვს,აუცილებელი არაა ამის დემონსტრირება საჯარო სივრცეში. biggrin.gif

gugaGve
ქრისტეს მოძღვრებაზე არ ვსაუბრობ,ხაზგასმითაა აღნიშნული სიტყვები ,,ძველი აღთქმა'' , ,,ბიბლიური პერსონაჟი''. მე-9 კლასში ვაკეთებდით ნაწარმოებების განხილვას და ასე განვიხილავ მე ბიბლიას და არა როგორც ადამიანის სულის ევოლუციისთვის სამაგიდო წიგნს.
ძველი აღთქმა მთლიანად თავისუფალი ნების დათრგუნვაზეა აგებული,არც ახალი აღთქმა აკლებს ამ მხრივ.შემოსაზღვრული წესები სადაური დაშვებაა თავისუფლების?
ეს მამის და შვილის მაგალითიც არ გამოდგება აქ.სწორედაც უნდა მიუშვა სადავე რათა თავად ისწავლოს შეცდომებზე. ადამიანის არსებობის მთავარი ბაზისიც ესაა ამ სამყაროში - გაცნობიერება.

This post has been edited by დოლორეს on 21 Jul 2019, 15:47
George_Bush
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 75
წევრი No.: 251055
რეგისტრ.: 11-June 19

გამოგზავნილია: 21 Jul 2019, 15:58  #55005535      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
დოლორეს
QUOTE
ამიტომ ჩემთვის,ღმერთი,როგორც ბიბლიის პერსონაჟი არის სასტიკი არსება,რომელსაც აქვს გაქანებული ნევროზი და რომელმაც ფსიქოლოგიურად უნდა იმუშავოს საკუთარ თავზე,რათა უფრო მიმტევებელი,მოყვარული,მიუკერძოებელი და ჰუმანური გახდეს. 

ამის ავტორი ვინმეს რომ ვინმეს რამეს ეტყვის biggrin.gif
ინტერნეტ მემეებს მიღმა რომ გასცდება თეოლოგიის და ბიბლიური ეგზეგეზისის შესახებ შენი წარმოდგენები, მაგის მერე შეგიძლია დამთაგო biggrin.gif
დოლორეს
ჰეი, ჯონი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5043
წევრი No.: 64740
რეგისტრ.: 17-June 08

გამოგზავნილია: 21 Jul 2019, 16:29  #55005651      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
George_Bush
პერსონალიზმში მეორე გარღვევა - იუმორის არ ქონა. biggrin.gif

ასე გულთან ნუ მიიტან ღმერთის აუგს,იმედი უნდა გაგიცრუო - ის არ არსებობს. sad.gif
merkuriela
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 22639
წევრი No.: 114108
რეგისტრ.: 17-April 10

გამოგზავნილია: 21 Jul 2019, 16:46  #55005730      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ჩემთვის გაუგებარია სამოთხეში ადამ და ევას ერთმანეთი რატომ არ შეუყვარდათ. რატომ მოხდა ისე რომ ჯერ ცდუნდნენ და მერე მოხდა კაცობრიობის გამრავლება.

ერთი ან ორი შვილის მერე რომ მომხდარიყო ცდუნება რა იქნებოდა?

სხვათაშორის ცოდვის ნაყოფის ჭამის შემდეგ ღმერთმა ევა დაწყევლა ლტოლვა გქონდეს კაცისკენო. ანუ რა, მანამდე არ ჰქონდათ ესეიგი ლტოლვა ერთმანეთის მიმართ. ამასობაში კი გველმა აცდუნა. არადა ადამი იყო 100 თუ 200 წლის.


--------------------
უდიდესი თქვენს შორის თქვენი მსახური იყოს.

თორმეტმა ამირჩია. ერთზე გავიფიქრე იუდაა მეთქი და არ შევმცდარვარ.

ესენი უნდა მახსოვდეს.
alikantura
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6449
წევრი No.: 109238
რეგისტრ.: 14-January 10

გამოგზავნილია: 21 Jul 2019, 18:40  #55006278      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მეგობრებო. ყველას მადლობა გამოხმაურებისთვის.

გთხოვთ ჯერ სიტყვა სრულყოფილებაზე მოვახდინოთ კონცენტრირება და გავარკვიოთ რა აზრს ვდებთ ამ სიტყვაში?

ყველა ის საკითხი რაც ზემოთ დაიწერა, ეს იქნება თავისუფალი არჩევანის საკითხი, თუ ნაყოფის შეჭმამდე ადამიანების სექსუალური ლტოლვის არ არსებობა ძალიან საინტერესოა განსახილველად, თუმცა პირველხარისხოვანი ამოცანა თემიდან გამომდინარე სრულყოფილების კატეგორიის განსაზღვრაა

George_Bush
QUOTE
დანარჩენი თემა დარწმუნებული ვარ იქნება დროსა და სივრცეში შეზღუდული ადამიანების მიერ ღმერთის განკითხვა თუ რატომ არ ჯდება ადამიანების მიერ განსაზღვრულ ჩარჩოებში   

ანუ რა არის სრულყოფილი და რა არა ამას ვერ აღვიქვამთ ადამიანები იმის გათვალისწინებით, რომ შეზღუდულები ვართ დროსა და სივრცეში?
ან თუ აღვიქვამთ ამას ადამიანური კატეგორიებით აღვიქვამთ?
Artist
სიყვარული


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 18875
წევრი No.: 12191
რეგისტრ.: 14-August 05

გამოგზავნილია: 21 Jul 2019, 20:59  #55006869      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
alikantura
QUOTE
გთხოვთ ჯერ სიტყვა სრულყოფილებაზე მოვახდინოთ კონცენტრირება და გავარკვიოთ რა აზრს ვდებთ ამ სიტყვაში?

რომელ სრულყოფილებას გულისხმობ ადამიანის თუ ღმერთის? ეს ვერ გამოიკვეთა მთლად.. ვინაიდან სრულყოფილებას სხვა და სხვა
განმარტება ერთვის გააჩნია რომელი გადმოსახედიდან შევხედავთ მას… ნუ ვთქვათ ადამიანის სრულყოფილებაზეა ლაპარაკი?

ამ შემთვევაში სრულყოფილია ადამიანი როცა ის ისეთ საფეხურს მიარწევს როცა მას საკუთარი "მე" აღარ დასჭირდება…

ანუ ის ანგელოზის საფეხურზე ავა… აი აქამდე შეიძლება სრულყოფილებაზე ლაპარაკი სანამ ადამიანი ადამიანია ჯერ...

ანგელოზის სრულყოფილება კი მთავარანგელოზისკენ მიისწრაფვის და ა.შ. ქერუბიმებსა და სერაფიმებამდე.. შემდეგ მოდის
ღმერთის საფეხური… smile.gif ეს ის საფეხურებია რასაც ადამიანის გონება ვერ სწვდება… მხოლოდ იცის რომ არსებობენ და ესეც საკამათოა
მათთვის ვინაიდან ვერ სწვდება იმ აზროვნების სფეროებს... აქ ადამიანი იოლ გამოსავალს პოულობს და ამბობს რომ არ არსებობსო…


--------------------
ლოცვა:
…იესო ქრისტე ძეო ღვთისაო, მოგვიტევე ცოდვები ჩვენნი და გააბრწყინე დღეს საქართველო...
იყოს ნება შენი ქვეყანასა ზედა, სიყვარული საქართველოსა ზედა იმედად მსოფლიოსა ზედა
© Artist
alikantura
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6449
წევრი No.: 109238
რეგისტრ.: 14-January 10

გამოგზავნილია: 21 Jul 2019, 22:46  #55007515      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Artist
QUOTE
რომელ სრულყოფილებას გულისხმობ

ზოგადად განმარტებას სრულყოფილების.
ნუ თემის სათაურიც გვეუბნება, რომ ამ განმარტების მიხედვით და ბიბლიაში აღწერილი ღმერთის შესახებ ინფორმაციით უნდა ვიმსჯელოთ რამდენად ჩანს რომ ის სრულყოფილია
დაისი
الله‎ أَيْنَ أَنْتَ


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3473
წევრი No.: 200605
რეგისტრ.: 5-April 15

გამოგზავნილია: 22 Jul 2019, 00:19  #55008109      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ჯერ სრულყოფილების მნიშვნელობა უნდა დაწეროთ. სრულყოფილება ზოგს ისე ესმის ზოგს ასე.


--------------------
მეც ქრისტიანი ვარ (nodarie) :D
მართლმადიდებლობა გთავაზობს გახდე ღმერთი (giorgi89) :D
სულიც მატერიალურია ღმერთთან შედარებით. (K. Logos) :D
დემონი ... ფოლკლორი და მითია. (დათიკო) :D
alikantura
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6449
წევრი No.: 109238
რეგისტრ.: 14-January 10

გამოგზავნილია: 22 Jul 2019, 00:20  #55008115      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
დაისი
QUOTE
ჯერ სრულყოფილების მნიშვნელობა უნდა დაწეროთ. სრულყოფილება ზოგს ისე ესმის ზოგს ასე.

+1
დოლორეს
ჰეი, ჯონი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5043
წევრი No.: 64740
რეგისტრ.: 17-June 08

გამოგზავნილია: 22 Jul 2019, 00:53  #55008254      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
Artist
ვინაა ღმერთი ან რა არის ღმერთი თქვენთვის?

სხვების აზრი არ მაინტერესებს,მხოლოდ თქვენი.

ჩემთვის ერთარსია წმინდა სულების ერთობლიობა,წარმოშობის წიაღი - თუ გნებავთ ანგელოზები დაარქვით. მაგრამ ანგელოზები მენტალური სამყაროს ბინადრები არიან,მერვე განზომილების ზeედა სივრცეში. სულიერ სამყაროში კი არის ბევრი ,,უმაღლესი მე''-ს ერთობლიობა,სადაც ყველანი ერთნაირები ვართ,გასხივოსნებული სულები.
Artist
სიყვარული


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 18875
წევრი No.: 12191
რეგისტრ.: 14-August 05

გამოგზავნილია: 22 Jul 2019, 01:23  #55008350      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
დოლორეს
QUOTE
ვინაა ღმერთი ან რა არის ღმერთი თქვენთვის?

მე იერარქიებზე ზემოთ რომ ვთქვი ეს არ ნიშნავს რომ ანგელოზია ან რომელიმე იერარქიას მიეკუთვნება..

QUOTE
ჩემთვის ერთარსია წმინდა სულების ერთობლიობა,წარმოშობის წიაღი - თუ გნებავთ ანგელოზები დაარქვით. მაგრამ ანგელოზები მენტალური სამყაროს ბინადრები არიან,მერვე განზომილების ზeედა სივრცეში.

დიახ ერთარსი შეიძლება ვუწოდოთ, რომელიც არაფრისგან წარმოიქმნება… ეს გეცოდინება, რომ არაფერში ყველაფერი იგულისხმება.

ჩვენთვის რომელიმე მაღალი იერარქიიდან მოვლენილი სულიც კი ღმერთად წარმოგვიდგება, ვინაიდან უკვე ანგელოზის, ქვემოდან პირველ, საფეხურზევე ანუ მფარველი ანგელოზი რასაც ქვია მე-ობა აღარ არსებობს… ეს ძნელი წარმოსაგენია
მაგრამ ასეა, ანგელოზის საფეხურზე ადამიანიც აღარ ქვია, ის თავის მე-ს გაიღებს ადამიანისთვის რომელსაც მფარველობს ანუ ჩვენ ყველას ეს მაღალი მე მფარველი ანგელოზიდან გვაქვს მონიჭებული… ყველას თავისი მფარველი ანგელოზი
ჰყავს…

აგერ დავდებ იერარქიების სიას:

1. სერაფიმები - (სიყვარულის სულნი)
2. ქერუბიმები - (ჰარმონიის სულნი)
3. მეუფენი - (ნებელობის სულნი)

4. ბატონები (Kyriotetes) - (სიბრძნის სულნი)
5. ძალოვანნი (Dynameis, Mahat) - (მოძრაობის სულნი)
6. განმგებლები (Exusiai, Elohim) - (ფორმის სულნი)

7. საწყისნი - (დროის სულნი)
8. მთავარანგელოზნი - (ერთა/ერის სულნი)
9. ანგელოზები - (ინდივიდთა სულნი ანუ ინდივიდთა მფარველნი)

10. ადამიანები

ხოდა ქრისტე ღმერთი ამ იერარქიებს სცდება ანუ მოიცავს ყველას, მაგრამ მიწაზე მოსვლისათვის ყველაზე მაღალ იერარქიიდან გვევლინება როგორც სიყვარულის ღმერთი ანუ სერაფიმებიდან…
მამა ღმერთია ქრისტეში ჩაღვრილი სულიწმინდის სახით, ესაა სამების ჩემეული განმარტება… ის ერთარსი კი იმდენად მიუწვდომელია მისი გაგებას თუ საერთოდ წვდომას ჯობია ისევ ქრისტეს
იმ დედამიწაზე მოსვლით ვიმჯელოთ როცა იგი განკაცდა, მან სასწაულები გვიჩვენა იმ დონეზე სადაც ადამიანის გონებისთვის ხელმისაწვდომია, ანუ ადამიანსაც შეუძლია იმის გაკეთება… და
ამიტომ გვიჩვენა ეს სასწაულები აბა საკუთარი რეკლამისთვის არ საჭიროებდა ის ამას… ხოლო რაც არ გვიჩვენა და არც მიგვახვედრა ეს ის წვდომაა რაც ადამიანის საფეხურიდან ვერ გაიგებს კაცი….
ამიტომაა სამების გაგებაც ასე ძნელი, ბევრისთვის… და საერთოდ ღმერთის განმარტებაც ძალზედ ძნელია… მე როგორც შევძელი ისე მოგახსენე ზემოთ ღმერთის განმარტება…

QUOTE
სულიერ სამყაროში კი არის ბევრი ,,უმაღლესი მე''-ს ერთობლიობა,სადაც ყველანი ერთნაირები ვართ,გასხივოსნებული სულები.


სულიერ სამყაროში ადამიანთა მეებია და ერთნაირები სულაც არაა ისინი თავისი უნარებიდან გამომდინარე გამოირჩევიან სიდიდით და მომცველობით...

* * *
alikantura
QUOTE
ზოგადად განმარტებას სრულყოფილების.ნუ თემის სათაურიც გვეუბნება,
რომ ამ განმარტების მიხედვით და ბიბლიაში აღწერილი ღმერთის შესახებ ინფორმაციით
უნდა ვიმსჯელოთ რამდენად ჩანს რომ ის სრულყოფილია

ღმერთი არის სრულყოფილი, მაგრამ როგორც ზემოთ ვთქვი ადამიანი ვერ შეედრება მას, მიუხედავად იმისა რომ
ადამიანი მის ხატად და სახად არის შექმნილიო ეს ვიცით, მაგრამ ადამიანს ჯერ არ დაუმთავრებია თავის სრულყოფილება..
ანუ მან ღმერთობამდე რომ მიაღწიოს მთელი ეს ზემოთ ჩამოთვლილი იერარქიები უნდა გაიაროს… ასე რომ სრულყოფილების
განმარტებაზე როცა ვლაპარაკობთ უნდა ითქვას ისიც თუ რომელი გადმოსახედიდან ღმერთის თუ ადამიანის?

ადამიანის სრულყოფილებაზე უკვე მოგახსენეთ, რომ მას ანგელოზის საფეხური აქვს მისაღწევი და ამით ამთავრებს ის ადამიანის
საფეხურზე ყოფნას, ის გაივლის ხელთდასხმულობის გზას და ხდება ანგელოზი აი ესაა მისი სრულყოფილებისკენ სვლის პირველი
ეტაპი ანუ ადამიანური ეტაპი, შემდეგ ანგელოზის ეტაპი იწყება…

ღმერთის გადმოსახედიდან რომ ვიმჯელოთ სრულყოფილია ის ვინც ერთარსის გაგებას შესძლებს და გახდება ღმერთი… smile.gif

პს.
ყველა ის მიწიერი განმარტებები რომლებიც ჩამოთვლილ იქნა ზემოთ შენს მიერ თუ სხვების მიერ, ეს არის ადამიანის განვითარების გზა
და არა მისი სრულყოფილების ფინალი, მე კი ფინალზე ვამბობ, რომ ადამიანი სრულყოფილდება როცა ის ანგელოზის საფეხურზე ავა…
მას აღარ ქვია ადამიანი მაგ დროს…ის ანგელოზი ხდება.


1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (8) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0357 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]