თბილისის საკრებულოს წევრი ინგა გრიგოლია ტელეკომპანია „იმედს“ დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, საინფორმაციო გამოშვება „ქრონიკამ“ მის მიერ ხელისუფლების მიმართ გამოთქმული საყვედური ხელისუფლებისთვის მადლობის გადახდად „მონათლა“.
„ტრიბუნა.ge“ ინგა გრიგოლიას დაუკავშირდა და ამ საკითხთან დაკავშირებით განმარტებები სთხოვა.
ინგა გრიგოლია: სრულიად წარმოუდგენელი რამ მოვისმინე. არ მიყურებია „ქრონიკისთვის“ და ჩემი აპარატის თანამშრომლებმა რომ მითხრეს, გადავამოწმე, ჩანაწერი ვნახე. ტელეკომპანიამ გამოაცხადა რომ მე მადლობა გადავუხადე ხელისუფლებას პენსიის მატებასთან დაკავშირებით.
სინამდვილეში პრესკონფერენციაზე ვთქვი, რომ „ქრისტიან–დემოკრატები“ პენსიის საარსებო მინიმუმადე გაზრდისთვის ვიბრძვით. ჯერჯერობით ამაზე არ წამოვიდა ხელისუფლება, მაგრამ პირობას ვაძლევთ ყველას, რომ პენსიას გავაზრდევინებთ–მეთქი. შემდეგ ვთქვი, რომ 10–ლარიანი დანამატი რომელსაც თბილისის ბიუჯეტი ანაზღაურებდა თბილისელებისთვის, ახლა ცენტრალურმა ბიუჯეტმა უნდა დაფაროს და თბილისის ბიუჯეტიდან 34 მილიონი ლარი ჯანდაცვის პროგრამების დასაფინანსებლად უნდა დაგვრჩეს. .......................................................
http://www.tribuna.ge/index.php?option=com...d=2334&Itemid=1