1.
მესი - უპირობოდ ყველა დროის საუკეთესო. ლეოზე იმდენი მაქვს უკვე ნათქვამი, რომ მეტს ვერაფერს დავამატებ.
2.
კიჭა - ნამდვილი ფენომენი. დარწმუნებული ვარ მინიმუმ 90% არ დაეთანხმება კიჭას მეორე ადგილს, თუმცა ის იყო უპირობოდ ყველა დროის საუკეთესო თავდამსხმელი; ის არის ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც ტრამვამდე თითქმის მესის დონეზე თამაშობდა; მიუხედავად უმძიმესი ტრამვებისა, კიჭას აქვს ისტორიაში ყველაზე მეტი ტიტული მოგებული ნაკრებში; გაითვალისწინეთ, კიჭა არის ერთადერთი ფეხბურთელი ფეხბურთის ისტორიაში, რომელიც საუკეთესო იყო 4 სხვადასხვა სანაკრებო ტურნირზე. კიჭას მოგონილია უამრავი საოცარი ფინტი, რომელსაც იმეორებდნენ მერე რონალდინიო, კრისტიანო, ნეიმარი და ა.შ. ხოლო რაც კიჭამ 2002 წლის მსოფლიოზე გააკეთა უმძიმესი ტრამვების შემდეგ, ეს იყო საოცრება.
3.
პელე - სამ გზის მსოფლიო ჩემპიონი; დიდებულად თამაშობდა ორივე ფეხით და თავით; დარბოდა ყველაზე სწრაფად, ხტებოდა ყველაზე მაღლა, ჰქონდა არაამქვეყნიური ფიზიკური მონაცემები, ძალიან მაგარი დრიბლინგი და ა.შ. თუმცა პელეს არასოდეს უთამაშია ევროპაში, ამის გამო მაინც რჩება კითხვები მასთან დაკავშირებით;
4.
დიეგო - ნამდვილი გენიოსი. რაც დიეგომ გააკეთა 1986 წლის მსოფლიოზე, მსგავსი დონის პერფორმანსი არ ჰქონია არავის არც ერთ მსოფლიო ჩემპიონატზე. ნაპოლის მოაგებინა 2-ჯერ სერია A, რაზეც იძახიან რო ფენომენალური მიღწევაა ასეთ პატარა გუნდთან ერთად ასეთი დონის ტურნირის მოგება, თუმცა ნაპოლიმდე 2 წლით ადრე ვერონამ მოიგო სერია A, რაც ნიშნავს იმას, რომ იმ დროს პატარა გუნდებსაც შეეძლოთ მაშინ იტალიის ჩემპიონატის მოგება.
5.
კრისწი - 5 ოქროს ბურთის და 5 ჩემპიონთა ლიგის მფლობელი. 15 წელი უმაღლეს დონეზე თამაშობს, რაც ჯერ არ გაუკეთებია არავის ფეხბურთის ისტორიაში. ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი. სრულიად დამსახურებულად იკავებს მეხუთე ადგილს, თუმცა ძალიან ბევრისთვის ალბათ კიდევ უფრო მაღლა უნდა იდგეს.
6.
კრუიფი - ნამდვილი გენია; ფეხბურთის რევოლუციის სიმბოლო. ტოტალური ფეხბურთის სახე. ადამიანი, რომელმაც შეცვალა ფეხბუთი რენუს მიხელსთან ერთად. მას შემდეგ ფეხბურთი პრაქტიკულად არ შეცვლილა. გუნდის თამაშის ტაქტიკა შეიძლება ცვალო, მაგრამ ფუნდამენტალურად მას შემდეგ არ შეცვლილა არაფერი და არც შეიცვლება. 3 ოქროს ბურთის და 3 ჩემპიონთა ლოიგის მფლობელი.
კრუიფი ერთ-ერთია იმ 5 ფეხბურთელიდან ისტორიაში, რომელმაც მინიმუმ 3-ჯერ აიღო ოქროს ბურთი.ათუკა არ დაეთანხმება კრუიფის მხოლოდ მეექვსე ადგილს, მაგრამ რა ვქნა, ვერ ამოვაგდე წინა ხუთიდან ვერავინ.
7.
ბეკენბაუერი - ყველა დროის საუკეთესო მცველი, რომელიც ასევე ძალიან კარგი იყო შეტევაში. 112 გოლი აქვს გატანილი კარიერაში. მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი; სამ გზის ჩემპიონთა ლიგის მფლობელი; 2-ჯერ ოქროს ბურთის მფლობელი, რაც არის არაამქვეყნიური შედეგი მცველისთვის.
8.
დი სტეფანო - ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი. ყველა დროის ყველაზე დომინანტი გუნდის ლიდერი, 5 გზის ჩემპიონთა ლიგის და 2-ჯერ ოქროს ბურთის მფლობელი. სავარაუდოდ ალფრედო იყო პირველი ფეხბურთელი ფეხბურთის ისტორიაში, რომელიც იყო უნივერსალი და თამაშობდა ყველგან მოედანზე, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ტოტალური ფეხბურთი არ იყო შემოსული.
9.
პლატინი - ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი. მესის გარდა ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც ზედიზედ 3-ჯერ მოიგო ოქროს ბურთი; პოზიციით იყო პლეიმეიკერი, მიუხედავად ამისა 353 გოლი აქვს კარიერაში გატანილი, რაც არის ფენომენალური შედეგი. 1984 წლის ევროპის ჩემპიონატზე ჰქონდა ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო პერფორმანსი. კრისწინასთან ერთად ინაწილებს ევროპის ჩემპიონატებზე საუკეთესო ბომბარდირობას, მაგრამ სხვაობა ისაა, რომ პლატინიმ ევროპის ერთ ჩემპიონატზე გაიტანა იმდენი გოლი, რამდენიც კრისწინამ 4 ჩემპიონატზე.
პლატინი ერთ-ერთია იმ 5 ფეხბურთელიდან ისტორიაში, რომელმაც მინიმუმ 3-ჯერ აიღო ოქროს ბურთი.10.
ვან ბასტენი - 28 წლის ასაკში დაასრულა კარიერა, მიუხედავად ამისა 3-ჯერ გახდა ოქროს ბურთის მფლობელი; 2-ჯერ მოიგო მილანთან ერთად ჩემპიონთა ლიგა და თასების მფლობელთა თასი აიაქსთან; ყველაზე დიდი ჰოლანდიელისგან განსხვავებით, ამან ჰოლანდია ევროპის ჩემპიონიც გახადა ისტორიაში პირველად და უკანასკნელად, სადაც ფინალში გაიტანა ყველა დროის ერთ-ერთი ულამაზესი გოლი; 1988 წლის ვან ბასტენის ევროპის ჩემპიონატის პერფორმანსი იყო პლატინის 1984 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ საუკეთესო.
ვან ბასტენი ერთ-ერთია იმ 5 ფეხბურთელიდან ისტორიაში, რომელმაც მინიმუმ 3-ჯერ აიღო ოქროს ბურთი.
“And so, my fellow GEORGIANS: ask not what your country can do for you—ask what you can do for your country.”
Аджария и Самцхе-Джавахети – это путь армянского государства к Черному мору, выход к которому может решить главнейший вопрос блокады государственности и нации в целом.
Эдуард Абрамян