სამყარო მალავს საშინელ ამბავს
საშველი არ ჩანს ვეგუები ამ აზრს
ვივიწყებ განზრახ ცხადში ნანახს
ცხოვრება ხატავს ტრაგიკულ ზღაპარს
მიუყვები მშვიდად ჩემს ბოლო გზას
ტანჯვები არ მაქვს წყვდიადს არ გავს
წარსული მალავს ბედნიერების წამალს
წუთისოფელი ყველას გვტანჯავს
მოვედი გონს ვერ შევიცვლი როლს
უკვე ვგრძნობ უხსენებელ.დროს
ვუყურებ ცას მიმიღებს მწამს.
* * *
დღეს ნათელია ბატონობს მზე
ცაზე დაგიწერ ღრუბლებით ლექს
სიცოცხლით მავსებ მინათებ გზებს
სიო გიჩეჩავს შავ ლამაზ თმებს
გაზაფხულის სურნელი სიმშვიდეს ფენს
ოცნების ყვავილებს მოგიძღვნი ბევრს
სამყაროს უყვარხარ მიყვარხარ მეც.
* * *
ცხოვრებით ნაცემი მაწუხებს განცდები
უფსკრულში ვარდები თან მიმაქვს დარდები
მაგონდება კადრები რაც მაქვს ნაკადრები
სინანულით ვდაბლდები აღსარებით ცას ვწვდები
მეცვლება აზრები რწმენით ავღდგები
სულს მიმშვიდებს ღვთაებრივი ჰანგები
უკვე განვდევნე წარსულის ლანდები
მომავალის ბილიკს იმედით გავყვები.
* * *
შემომეწერა
დაელოდე ღამეს მთვარეს
აანთებს ტალღებზე სანთლებს
ვარსკვლავებზე ბევრად ნათელს
სიო არხევს ვარდებს
სურნელს სარკმელში აფრქვევს
ვცდებით არკძალულ საზღვრებს
თქვენი კითხვები მაბნნევს
ვეღარ ვპოულობ აზრებს
ნუ იტყვი სათქმელს
მოდი შევეშვათ განცდებს
ცოდვები დღეს არვნებს
ფულით გავდევნით მავნეს
მალე გავყვლეფთ ხალხებს
წავართმევთ ყველას სახლებს
ფულის სიყვარული გვაძლევს
ჯადოსნურ მაგიურ ძალებს.