#50533073 · 10 May 2017, 02:50 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
neo> გააჩნია საიტის აწყობას რას ეძახი. უბრალოდ მასეთი სახის გვერდს ააწყობ, მაგრამ არ იქნება დინამური, იქნება სტატიკური. ანუ, ვერაფერს შეცვლი, თუ ხელით არ ჩაასწორებ.
html/css/java[ertad]script-ით იწყობა მხოლოდ დიზაინი, ვიზუალი, რასაც საიტზე ხედავ, ანუ მაგით ქმნი განლაგება, სად სურათი უნდა იყოს, სად ტექსტი და ა.შ.
მაგრამ, მანდ რომ სტატიებია, იმას დროდადრო დამატება ხომ უნდა, განახლება, ჩანაცვლება, სულ ერთი და იგივე ხომ არ იქნება? ან მანდ რამდენი სტატიაცაა, იმდენ გვერდს ხომ არ გააკეთებ ცალ-ცალკე html ფაილებში?
სწორედ მაგისთვისაა პროგრამირების ენები, მათ შორის PHP. PHP-ით შეგეძლება, ავტომატურად გამოიტანო ახალი სტატიები და სათაურები, რომელთაც ბაზაში დაამატებ. და თუ ბაზაში ჩაასწორებ, ავტომატურად ჩასწორდება, ისე, რომ html კოდისთვის ხელის ხლება არ დაგჭირდება.
პროგრამირება ნიშნავს სწორედ მაგას - საქმის ავტომატურად გაკეთებას.
ანუ შენ, რობოტს უწერ ინსტრუქციას, პროგრამას და ის უკვე ავტომატურად აკეთებს იმ მოქმედებებს, რასაც გაუწერ.
|