სალამი ყველას. გადავხედე პოსტებს და გამიჩნდა სურვილი შევიტანო კორექტივები. უმეტესად ყველაფერი სწორედ წერია, მაგრამ ცოტა ჩემს წვლილსაც შევიტან. პირველ რიგში გეტყვით, რომ 2017 წლიდან ვცხოვრობ ბუდაპეშტში
გამგზავრებამდეფორინტის (უნგრეთის ეროვნული ვალუტის) ყიდვა საქართველოში შეიძლება, მაგრამ უსაშინლესი კურსით.
ფორინტი ლართან მიმართებაში არის თითქმის უცვლელი - 100 ფორინტი = დაახლოებით 1 ლარი (0.96 ლარი 17.12.2021)
აეროპორტიდან ქალაქამდეაეროპორტიდან ქალაქამდე შესაძლებელია მოხვდე 3 გზით - ტაქსი, ავტობუსი 100E ავტობუსი 200E. 100E არის ჩქაროსნული (ექსპრესი) ავტობუსი და ჩერდება მხოლოდ 4 გაჩერებაზე - აეროპორტი, კალვინის მოედანი Kálvin tér, ასტორია Astoria და დეაკის მოედანი Deák Ferenc tér. ეს ავტობუსი არის ძირითადად ტურისტებზე მორგებული და შესაბამისად მეტიც ღირს - 900 ფორინტი.
200E მიდის მხოლოდ კობანია კიშპეშტამდე Kőbánya-Kispest, სადაც მოგიწევთ მეტროზე, M3-ზე გადაჯდომა (თუ რა თქმა უნდა კობანიაზე დარჩენას არ აპირებთ). კი, 1 ბილეთის ფასი არის 350 ფორინტი, მაგრამ თუ ამ გზით აპირებთ წასვლას მე გირჩევდით აიღოთ გადასაჯდომი ბილეთი - Transfer Ticket, რაც 530 ფორინტი დაგიჯდებათ. ეს ბილეთი შედგება 2 ნაწილისგან (2 ბილეთისგან), რომლებიც ერთი პირველ ტრანსპორტში უნდა დააკომპოსტიროთ, მეორე მეორეში.
ერთჯერადი ბილეთები -
https://bkk.hu/en/tickets-and-passes/prices...d-for-one-ride/ტაქსი საკმაოდ ძვირია (ჩემი შეხედულებით).
ჩემი რჩევა იქნებოდა წინასწარ მოიფიქრეთ თუ გჭირდებათ მრავალ დღიანი ბილეთები და საჭიროების შემთხვევაში იყიდეთ პირდაპირ აეროპორტშივე, არა აპარატში, არამედ სატრანსპორტო კომპანიის ჯიხურში. აქ როგორც წესი რიგიც ნაკლებია და ადამიანურადაც აგიხსნიან ყველაფერს. აპარატში არ არის 1 კვირიანი ბილეთები, ამ ჯიხურში კიდე მოგყიდიან 1 კვირიან ბილეთს -4950 ფორინტად
P.S. სამუშაო დღეებში სატრანსპორტო აბონიმენტები მოქმედებ გემებზეც, რომელიც ჩვეულებრივი ტრანსპორტის ფუნქციას ითავსებს დუნაიზე.
ტრანსპორტის გადაგდებას არ გირჩევთ, არიან კონტროლიორები, რომლებიც ფორმით დგანან, არიან სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულები. თუ მაინცდამაინც ისე მოხდა, რომ უბილეთოდ დაგიჭირეს, აჯობებს ჯარიმა ქართულ პირადობაზე გამოაწერინოთ და არა პასპორტზე. გაითვალისწინეთ, როგორც კი რამე საბუთს მისცემთ ხელში, სანამ ჯარიმას არ გადაიხდით, ან ჯარიმის ქვითარს არ გამოართმევთ, ამ საბუთს უკან ვერ დაიბრუნებთ, ზალოგის პონტია რა
ჯარიმა არის 8000 ფორინტი ადგილზე გადახდით და 16000 თუ ქვითარს გამოართმევთ და ფოსტაში გადაიხდით. თუ ქვითარი არის პირადობაზე გამოწერილი, 100 წელი ვერავინ ვერსად ვერ გიპოვით
ფულის გადახურდავებას გირჩევთ არაბებთან, შედარებით უკეთესი კურსი აქვთ, მაგრამ თუ ცოტას ახურდავებთ, დიდი სხვაობა არ იქნება.
https://www.google.com/maps/@47.4945995,19....3312!8i6656https://goo.gl/maps/TZBXEYma1KQgc8Ac6 გულიაშიგულიაში (უნგ. Gulyás იკითხება როგორც გუიაში) - არის სოუსი
არის კიდე წვნიანი გულიაში - გუიაშლევეშ (უნგ. Gulyásleves)
ჭუპა-ჭუპაყველაზე ფართოდ გავრცელებული აბანოებია
სეჩენი,
გელერტი და
რუდაში. პირადად მე იშვიათად დავდივარ აქ, ეს უფრო ტურისტული ადგილებია, მაგრამ არჩევანზე თუ მიდგა საქმე ალბათ მაინც სეჩენის ავარჩევდი, რადგან რუდაში ცოტა "მეპენსიონერება", თუმცა სულ ზედა სართულიდან ძალიან მაგარი პანორამაა დუნაიზე, გელერტი რღაც "მესკუჩნება", სეჩენი კიდე რაღაც ახალგაზრდული პონტია. თუ თბილ პერიოდში სტუმრობთ ბუდაპეშტს და მხოლოდ ერთი ადგილის წყალში ჩადება გსურთ, მაშინ შემიძლია გირჩიოთ
პალატინუსი.
ბუხალოვკაბუდაპეშტში არის უაბრავი ე.წ. "რუინ-პაბი". მათი უმრავლესობა განლაგებულია მეშვიდე რაიონში (ებრაელების უბანში). ყველაზე ცნობილი არის სიმპლა კერტი (უნგ. Szimpla Kert. უნგრულ ენაში sz იკითხება როგორც ქართული ასო "ს"). სიმპლა ყველაზე ძვირი დაწესებულებაა რუინ-პაბებში. აქ ისევ უნდა გავითვალისწინოთ, თუ რა გვსურს: 1-2 დღით ჩამოსული ტურისტები თავს იყრიან სიმპლაში, ვინც აქ სწავლობს ძირითადად სხვა პაბებში არიან გადანაწილებულნი. ასევე ამ რაიონში არის ერთი საინტერესო ბარი -
"ლამპაში". ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ბამჟატნიკია, მაგრამ თავისი ხიბლი გააჩნია. პირადად მე მომწონს
"გრუნდი". აქ 18:00 საათიდან 19:00 საათამდე აქვთ "ბედნიერი საათი". 1 კათხა შოპრონის ყიდვის შემთხვევაში მეორეს გჩუქნიან, ოღონდ უნდა დაუკონკრეტო რამდენი გინდა, თუ 2 კათხა გინდა და ეტყვი "ორი კათხა დამისხით", დაგისხავენ 4-ს. უნდა უთხრა 1+1 მინდა.
კლუბებიპირადად მე კლუბების დიდი მოყვარული არ ვარ, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ
მორისონი მუდამ სავსეა ახალგაზრდობით. ასევე პოპულარულია
A38 კლუბი, რომელიც არის გემზე პეტოფის ხიდთან, ბუდას მხარეს.
შეგიძლიათ
გოჟდუზე გაიაროთ (თბილისის შარდენის პონტია). აქ უამრავი კლუბი, კაფე და რესტორანია
თოხლიძალიან მომწონს ეს დაწესებულება -
ლეჩო. აქ 18:00 მდე არის ჩვეულებრივი სასადილოს პონტი, მერე ჯადოსნური მეთოდით სასადილო გადაიქცევა რესტორნად და ფასებიც შესაბამისი ხდება. ასევე საკმაოდ გემრიელი სამზარეულო აქვთ
"ლურჯ ვარდში - kek rozsa". რაც შეეხება ტროფეას, შემიძლია ვთქვა, რომ ჯობია სამუშაო დღეებში ესტუმროთ, რადგან უქმეებზე ფასები უფრო მაღალია და მაინც ვერ შეჭამთ იმდენს, რომ ის ფასი ამოიღოთ.
საინფორამციო პორტალიამ საიტზე შეგიძლიათ ნახოთ რა ივენთებია დაგეგმილი ქალაქში, რა დაათვალიეროთ, სად რა ფასებია.
სასიამოვნო დროის ტარებას გისურვებთ ბუდაპეშტში.
იმედია ვინმეს დავეხმარე
* * *