-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------Grand Prix Racing Online არის ფორმულა 1-ის უფასო ონლაინ მენეჯერი, სადაც თქვენ მართავთ საკუთარ გუნდს. თამაშს იწყებთ უბრალო ბოლიდით, რომლის განვითარებითაც შეგიძლიათ გახდეთ საუკეთესო მენეჯერი და მოიგოთ ელიტის ჯგუფის თასი.----როგორც რეალურ ფორმულა 1-ში და სხვა ავტორბოლებში, აქაც დაგჭირდებათ დაფიქრება და ცოტაოდენი წვალება, რათა გახდეთ წარმატებული მენეჯერი. თქვენ მოგიწევთ გათვალოთ ბევრი დეტალი, მაგალითად პილოტის და ტექნიკური დირექტორის აყვანა, ბოლიდის პარამეტრების დაყენება, კვალიფიკაციის გავლა და სარბოლო სტრატეგიის შედგენა, პერსონალის მართვა და სპონსორების მოზიდვა.----სეზონი შედგება 17 რბოლისგან, კვირაში ტარდება ორი რბოლა. რაც უფრო ყურადღებით მიუდგებით თამაშს, რათქმაუნდა შედეგსაც მეტს მიიღებთ.▀▄▀▄▀▄▀▄ სარეგისტრაციო ლინკი: WWW.GPRO.NET ▄▀▄▀▄▀▄▀სურათები ₪₪₪₪₪₪₪₪₪₪₪₪₪₪₪₪₪₪₪₪₪₪₪₪₪₪₪₪₪₪₪₪₪₪₪₪₪₪₪₪₪₪₪₪₪₪₪₪₪₪₪₪₪₪₪₪₪----------------------------სახელმძღვანელო დამწყებთათვის---------------------------------------------თამაშში ჩართვა შეგიძლიათ შუა სეზონის დროსაც, არ არის აუცილებელი სეზონი დამთავრებული იყოს და ახალი იწყებოდეს. დარეგისტრირების შემდეგ მოგიწევთ ცოტა ხანი ლოდინი (ძირითადად მაქსიმუმი არის 1-2 საათი) სანამ რომელიმე ჯგუფში დაგამტკიცებენ.
----მაშ ასე, თქვენ დარეგისტრირდით და თქვენი ანგარიშიც დამტკიცდა, ახლა თქვენ გაინტერესებთ რა გააკეთოთ შემდეგი.
გირჩევთ წაიკითხოთ მთელი სახელმძღვანელო, სანამ დაიწყებთ ფულის ხარჯვას და გაივლით კვალიფიკაციას. დამწყებისთვის მთავარია გააფორმოს კონტრაქტი კარგ პილოტთან და ეკონომია გაუკეთოს ფულს.
სახელმძღვანელო განკუთვნილია მოთამაშეებისათვის, რომლებიც ახალი დარეგისტრირებული არიან Grand Prix Racing Onlain-ზე (შემოკლებით GPRO) და სურთ მალე მიაღწიონ წარმატებას. ერთი შეხედვით თამაში ძალიან მარტივი თუმცა მას თავისი სირთულეებიც გააჩნია, რის დაძლევაშიც ეს სახელმძღვანელო დაგეხმარებათ. რეგისტრაციის შემდეგ Rookie ჯგუფში მოხვდერილ მოთამაშეებს დაახლოებით 2-3 სეზონი სჭირდებათ ხოლმე რომ თამაშში გაერკვენენ და გადავიდნენ ზედა ჯგუფში Amateur-ში, ეს სახელმძღვანელო კი დაგეხმარებათ ერთ სეზონშივე გადახვიდეთ ზედა ჯგუფში და სეზონის განმავობაში მაღალი ქულები დააგროვოთ.
თავი 1. პირველი შეხედულების შექმნა თამაშზე.პირველი რაც უნდა გააკეთოს ახალდარეგისტრირებულმა მოთამაშემ, ესაა წაიკითხოს შემდეგი ინფორმაცია
GAME RULES,
FAQ,
NEWBIE GUIDE და
Wiki. თუ ამ სახელმძღვანელოს შემდეგ კიდევ გაგიჩნდათ კითხვები, მათზე პასუხს იპოვით ჩამოთვლილ მასალებში.
თავი 2. პილოტის მოძებნა და კონტრაქტის გაფორმება.პილოტის შესაფასებლად გამოიყენება შემდეგი მონაცემები:
Overall ეს არის კომპლექსური მაჩვენებელი, რომელიც გვიჩვენებს პილოტის საშუალო მაჩვენებელს.
Concentrationმოქმედებს: სიჩქარეზე და შეცდომების დაშვების ალბათობაზე.
ახალბედებისთვის სასურველი მაჩვენებელი: 150-ზე მეტი (სასურველია 200-ზე მეტი)
ზრდის ან კლების მიზეზი: მხოლოდ ტრეინინგი
Talentმოქმედებს: სიჩქარეზე წვიმიან ამინდში და მაღალი რისკების დროს გასწრებაზე.
ახალბედებისთვის სასურველი მაჩვენებელი: 100-ზე მეტი (თუმცა იქიდან გამომდინარე რომ ცოტა წვიმიანი ამინდებია, შეიძლება ითქვას უმნიშვნელოა)
ზრდის ან კლების მიზეზი: მუდმივია, მისი ზრდა და კლება შეუძლებელია.
Aggressivenessმოქმედებს: სიჩქარეზე და ნაწილების ცვეთაზე. შესაბამისად სიჩქარე მეტია, მაგრამ ნაწილები უფრო მალე ცვთება
ახალბედებისთვის სასურველი მაჩვენებელი: 0-50 (რაც ნაკლები მით უკეთესი)
ზრდის ან კლების მიზეზი: ვარჯიში, რბოლის შედეგი. თუ კარგი შედეგი ვაჩვენეთ რბოლაში დაიკლებს 1-2 მაჩვენებლით , შესაბამისად ცუდი შედეგის საფუძველზე აიწევს 1-2 მაჩვენებლით.
Experienceმოქმედებს: მოქმედებს სიჩქარეზე და შეცდომებზე (რაც მეტია მით სწრაფია და ნაკლები შეცდომაც მოუვა). პრაქტიკისას უკეთესი სეტაპის საშუალებას გვაძლევს
ახალბედებისთვის სასურველი მაჩვენებელი 20-ზე მეტი
ზრდის ან კლების მიზეზი ყოველი რბოლის მერე იმატებს 1 ან 2 მაჩვენებლით.
Technical Insight (TI) მოქმედებს: საწვავის წვაზე (რაც დიდია მაჩვენებელი მით უფრო ეკონომიურად ვწვავთ) და ასევე პრაქტიკისას უკეთესი სეტაპის საშუალებას გვაძლევს.
ახალბედებისთვის სასურველი მაჩვენებელი 20-ზე მეტი.
ზრდის ან კლების მიზეზი ტრეინინგი და ასევე რბოლის მერე იმატებს 1-2 მაჩვენებელს
Staminaმოქმედებს: კვალიფიკაციის სიჩქარე
ახალბედებისთვის სასურველი მაჩვენებელი 30-ზე მეტი
ზრდის ან კლების მიზეზი ტრეინინგები
Charismaმოქმედებს: სპონსორებთან მოლაპარაკებებს აადვილებს
ახალბედებისთვის სასურველი მაჩვენებელი 0 და მეტი.
ზრდის ან კლების მიზეზი ტრეინინგი, 4-5 რბოლაში 1 მაჩვენებლით იზრდება.
Motivationმოქმედებს: სიჩქარეზე
ახალბედებისთვის სასურველი მაჩვენებელი 100-ის ფარგლებში
ზრდის ან კლების მიზეზი ვარჯიში, რბოლის შედეგები, კონტრაქტის გაგრძელებისას 50-ით იმატებს მაჩვენებელი.
Reputationმოქმედებს: პილოტის ხელფასზე
ახალბედებისთვის სასურველი მაჩვენებელი 0 და მეტი
ზრდის ან კლების მიზეზი რბოლის შედეგები
Weightმოქმედებს: სიჩქარეზე რბოლაზე, კვალიფიკაციაში
ახალბედებისთვის სასურველი მაჩვენებელი რაც ნაკლები მით უკეთესი
ზრდის ან კლების მიზეზი ვარჯიში
Ageმოქმედებს: არაფერზე
ახალბედებისთვის სასურველი მაჩვენებელი 30-ზე ნაკლები
ზრდის ან კლების მიზეზი - 1 სეზონი 1 წელი
პილოტის ვარჯიში შეიძლება მხოლოდ რბოლებს შორის ერთხელ. ამაზე დაწვრილებით მესამე თავში ვისაუბრებთ.
პილოტი რომელიც დარეგისტრირების შემდეგ გეძლევათ 99%-ით არის ძალიან სუსტი, ამიტომ ის ახალი პილოტით უნდა შეცვალოთ. როდესაც ახალ პილოტს გაუფორმებთ კონტრაქტს ძველი თავისით წავა. პილოტის შერჩევის დროს გაითვალისწინეთ, რომ არ ღირს აიყვანოთ პილოტი რომლის საერთო დონეც (Overall) 74-ზე ნაკლებია, ასეთი პილოტები იშვიათად რომ რამეში გამოგადგეთ, ასე რომ ეძებეთ პილოტი 75-85 დონეს შორის. დამატებით შეგიძლიათ ამო ფორმულით შეადაროთ პილოტები 1 x Concentration + 1 x Talent + 0,2 x Aggressiveness + 1 x Experience + 1 x Stamina + 0,2 x Charisma - 1 x Weight
მთავარი ყურადღება მიაქციეთ იმ მონაცემებს რომლებიც ჩამოვთვალეთ და არა პილოტის მიერ გაკეთებულ სწრაფ წრეებს ან მოპოვებულ პოულ პოზიციებს.
პილოტისთვის კონტრაქტის შეთავაზების დროს უნდა გავითვალისწინოთ თუკიდევ რამდენ მოთამაშეს აქვს გაკეთებული შეთავაზება. თუ არავის არ აქვს შეთავაზება გაკეთებული, მაშინ შეიძლება დავუკლოთ Salary და Signing on fee მოთხოვნილზე 19%-ით, მაგრამ ამ დროს 17 რბოლაზე უნდა შევთავაზოთ კონტრაქტი, წინააღმდეგ შემთხვევაში პილოტი არ დაგთანხმდებათ. ასევე იმ შემთხვევაში თუ არავის არ აქვს შეთავაზება გაკეთებული ბონუსებიც შეგიძლიატ არ შესთავაზოთ. თუ მხოლოდ ერთ მოთამასეს აქვს გაკეთებული შეთავაზება, მაშინ შეგიძლიათ salary გაზარდოთ 15-30 ათასით, ხოლო თუ მეტი მოთამაშე შესთავაზებს თქვენთვის სასურველ პილოტს კონტრაქტს, მაშინ შეგიძლიათ გაზარდოთ ბონუსი რბოლის მოგებისთვის და ა.შ. რეალურად არ ღირს Rookie-ში აიყვანოთ პილოტი თუ მისი salary შეადგენს 2 მილიონზე მეტს, წინააღმდეგ სემთხვევაში თქვენი ბიუჯეტი არ გაიზრდება მნიშვნელოვნად და წარმატებასაც ვერ მიაღწევთ. Signing on fee-ს მაქსიმალური ზღვარი არის Salary-ზე სამჯერ მეტი. რაც უფრო მეტ რბოლაზე შესთავაზებთ პილოტს კონტრაქტს, მით უფრო მარივად დაითანხმებთ მას. თუ თქვენ სეზონის შუაში აკეთებთ შეტავაზებას, მაშინ აჯობებს პილოტს შესთავაზოთ კონტრაქტი იმდენ რბოლაზე რამდენიც დარჩენილია. თუ შეტავაზებას აკეთებთ სეზონის დასაწყისში, ან დასასრულში, მაშინ კონტრაქტი შესთავაზეთ რამდენიმე პილოტს ერთდროულად, რადგან ერთის აყვანა მაინც მოახერხოთ და სხვამ არ გაჯობოთ (ეს იმ შემთხვევაში რათქმაუნდა თუ სხვასაც აქვს შეთავაზება გაკეთებული). გაითვალისწინეთ, რომ თითო სეთავაზება 500 ათასი ღირს და ერთდროულად შეგიძლიათ მხოლოდ 4 პილოტს შესთავაზოთ კონტრაქტი. პილოტისთვის კონტრაქტის შეტავაზების საუკეთესო ვარიანტი არის ორშაბათშ და ხუთშაბათს 20:00 საათისთვის ( ამ დროს იწურება შეთავაზებების ვადა), რათა უფრო დანამდვილებით იცოდეტ რამდენ მოთამაშეს აქვს კონტრაქტი სეთავაზებული.
არის კიდევ ერთი ფაქტორი. თუ სეზონის ბოლოს პილოტის საერთო დონე (Overall) 85-ზე მეტია და თქვენ ვერ გადადიხართ ზედა ჯგუფში, მაშინ თქვენ კარგავთ ამ პილოტს.
თავი 3. პილოტის ვარჯიში.პილოტის შეძენის შემდეგ საჭიროა მისი ვარჯიში, რადგან ფაქტიურად არ არსებობს ისეთი პილოტი, რომლის მონაცემებიც დაგვაკმაყოფილებს. პილოტი შეგიძლიათ ავარჯიშოთ მხოლოდ ერთხელ რბოლებს შორის. პილოტის ვარჯიში აუცილებელია და ამაში ფულის დაზოგვა არ ღირს (ეს ეხება პილოტის ვარჯის და არა ტესტებს)
პილოტის ვარჯიშის მოქმედება მის მონაცემებზე შემდეგია:
• Fitness class:+2 Stamina
-1 Weight
-5-დან -10-მდე Motivation
• Yoga: +4-დან +6-მდე Concentration
-2 Aggressiveness
-2 Stamina
+5-დან +10-მდე Motivation
• PR training:+5-დან +8-მდე Charisma
-3 Concentration
• Tech training:+5 Technical insight
Motivation: -70-დან +21-მდე
• Sports psychologist:+9-დან +32-მდე Motivation
• Ninja Class:+1 Concentration
+4-დან +7-მდე Aggressiveness
როგორც წესი Rookie-ში ძირითადად პილოტს ფიტნესზე და იოგაზე ავარჯიშებენ. პირველ რიგში მნიშვნელოვანია იოგაზე ვარჯი, რომელიც ზრდის კონცენტრაციას და შესაბამისად სისწრაფეს. შემდეგ საჭიროა ფიტნესზე ვარჯიში, რომელიც პილოტის წონას აგდებს და ზრდის Stamina-ს, რომელიც იოგაზე ვარჯიშის დროს კლებულობს. ვარჯიშები ზრდის პილოტის საერთო დონეს. ვარჯიშის დროს არ დაგავიწყდე, რომ თუ თქვენ რცებით Rookie-ში პილოტის საერთო დონე 85-ზე მაღალი არ უნდა იყოს. თუ პილოტის დონე 85-ს გადასცდა თქვენ კი მისი დატოვება გსურთ, მაშინ დახარჯეთ ფული მინუს 15მილიონამდე, ამ შემთხვევაში პილოტის მოტივაცია 0-ზე ეცემა და შესაბამისად საერთო დონეც იკლებს. თუ თქვენი ბალანსი არის მინუსში, მაშინ Rookie ჯგუფში თქვენ შეგიძლიათ სესთავაზოთ კონტრაქტი იმ პილოტს, რომლის საერთო დონეც 70-ზე ნაკლებია. იმისათვის, რომ მარტივად გადავარდეთ მინუს 15 მილიონში, თქვენ შეგიძლიათ განაახლოთ ბოლიდის ძვირადღირებული დეტალები, ან რომელიმე პილოტს შესთავაზოთ კონტრაქტი და მერე გააუქმოთ (და ასე იქამდე სანამ -15 მილიონი არ გექნებათ, ერთი შეთავაზება 500 ათასი ღირს). ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს ბოლო რბოლამდე, რადგან ბოლო რბოლის შემდეგ შემდეგ სეზონამდე იბლოკება ის ფუნქციები, რომლითაც ფულის დახარჯვა შეგიძლიათ.
მონაცემების როლი საერთო დონეში (1 Overall 48/48):
8/48 - Concentration
12/48 - Talent
7/48 - Aggressiveness
4/48 - Experience
6/48 - Technical insight
7/48 - Stamina
4/48 - Charisma
4/48 - Motivation
-4/48 - Weight(kg)
მაგალითად თუ თქვენ გსურთ გაზარდოთ პილოტის ოვერალი 1-ით, მაშინ თქვენ კონცენტრაცია უნდა გაზარდოთ 6 ერთეულით (8х6=48 ), ან პილოტის წონა უნდა შეამციროთ 12 ერთეულით (-4х-12=48 ).
თავი 4. სპონსორის ძებნა.სეზონის დამთავრება დადებით ბალანსში, ეს არის ერთ ერთი მოთხოვნა იმ მოთამაშისთვის, რომელიც აპირებს ზედა ჯგუფში გადასვლას. ამისათვსი საწიროა, რაც შეიძლება მეტი ფული სემოგივიდეტ ბიუჯეტში. ერთ-ერთი საშუალება კი ბიუჯეტის შევსების არის ფულის მიღება სპონსორისგან. ყოველ მოთამასეს მაქსიმუმშეუძლია ჰყავდეს 5 სპონსორი ერთდროულად და აწარმოოს მოლაპარაკება 10 სპონსორთან პარალელურად. დასაწყისისტვის Rookie ჯგუფში მოთამაშეს ეძლევა ერთი სპონსორი, რომლის ვადაც 10 რბოლაა, სემოსავალი კი 1 მილიონი რბოლაზე. პირველ რბოლამდევე საჭიროა 1 კომპანიას კიდევ სესთავაზოთ სპონსორობა, რადგა მოლაპარაკებები რამდენიმე რბოლის განმავლობაში გრძელდება და მისი სწრაფად წარმართვა დამოკიდებულია რბოლაში თქვენს მიერ დაკავებულ ადგილზე. რაც უფრო მოწინავე პოზიციებზე დაასრულებს რბოლას, მით უფრო მალე დაიტანხმებთ სპონსორს.
სპონსორებს აქვთ რამოდენიმე მახასიათებელი:
• Finances - რაც უფრო მეტი აქვს ეს მაჩვენებელი, მით უფრო მეტ ფულს შემოგთავაზებთ.
• Expectations - ეს მონაცემი განსაზღვრავს სპონსორის მოლოდინს თვენ სედეგებზე, რაც მეტი აქვს ეს მაჩვენებელი, მით უკეთეს შედეგს ელოდება თქვენგან. თუ შეგეკითხებათ როგორ შედეგ ელოდებით შემდეგ სეზონში, თქვენ კი დაბალ სედეგებს უპასუხებთ, ან რბოლას ცუდი სედეგით დაამტავრებთ, მაშინ ასეტი სპონსორი უკმაყოფილო დარჩება, მაგრამ ასეთ სპონსორს აქვს ერთი პლიუსი, ის მეტ ფულს გთავაზობთ სხვებტან შედარებით.
• Patience - ეს არის სპონსორის მოთმინების მაჩვენებელი მოლაპარაკებების დროს პასუხების გაცემაზე და თქვენ შედეგებზე.
• Reputation - სპონსორის რეპუტაცია. რაც მეტი აქვს რეპუტაცია სპნსორს მით უფრო ნაკლებ უსიამოვნო სიურპრიზს შემოგტავაზებტ, მაგალიტად არ გაწყვეტს კონტრაქტს.
• Image - სპონსორის იმიჯი ბაზარზე. წარმატებული მოლაპარაკებებისთვის სასურველია, რომ სპონსორის იმიჯი ძალიან არ აჭარბებდეს პილოტის ქარიზმას.
• Negotiation - მოლაპარაკებები. რაც უფრო მეტი აქვს სპონსორს ეს მონაცემი, მით უფრო მარტივად დაითანხმებთ მას. ამ მონაცემის სიდიდის შემთხვევაში პილოტი მიდის დათმობებზე, მაგალითად თუ თქვენ არ მოგწონთ სემოტავაზებული თანხა ან რბოლების რაოდენობა.
ჩამოთვლილი მონაცემებიდან ჩანს, რომ უკეთესია შეარჩიოთ ისეტი სპონსორი, რომელსაც მარალი ექნება შემდეგი მონაცემები: ფინანსები, მოთმინება, რეპუტაცია, მოლაპარაკებები, ხოლო მოლოდინები და იმიჯი ნაკლები.
მოლაპარაკებების დროს სპონსორი გისმევთ რამოდენიმე კითხვას, რომელზეც თქვენ უნდა გასცეთ პასუხი. პასუხის გაცემა არ გადადოთ შემდეგი რბოლითვის რადგან ეს დააყოვნებს მოლაპარაკებებს. Rookie-ში ჯობია მოლაპარაკებები აწარმოოთ ერთ სპონსორთან და არა რამოდენიმესტან პარალელურად, რადგან მაშინ მოლაპარაკებების დრო იწელება და ნაწილდება იმდენ სპონსორზე რამდენზეც გაქვთ შეთავაზება გაკეთებული. მოლაპარაკებების გახანგრძლივებას შეიძლება მოყვეს ორი უარყოფითი შედეგი:
1) სხვა მოტამაშემ დაგასწროთ მისი აყვანა;
2) სპონსორის ფული რამოდენიმე რბოლის შემდეგ შემოგივათ, რადგან კონტრაქტს უფრო გვიან გააფორმებთ.
უმჯობესია მოლაპარაკებები დაიწყოთ ისეთ სპონსორთან, რომელსაც სხვა მოტამაშესთან არ აქვს მოლაპარაკებები. თუ თქვენ დარჩებით Rookie ჯგუფში და ზევით ვერ გადაინაცვლებთ, მაშინ ახალ სეზონზე თქვენ დაკარგავთ ძველ სპონსორს/სპონსორებს და გეყოლებათ კვლავ ერთი სპონსორი 10 რბოლით.
თავი 5. ბოლიდის რემონტი.რბოლის დროს ბოლიდის ყველა დეტალი ცვდება რაღაც დონეზე, რომელიც პროცენტებშია მოცემული. დეტალების ცვეთა დამოკიდებულია რამოდენიმე ფაქტორზე:
- ტრასის მახასიათებლებზე;
- ბოლიდის დეტალების განვითარების დონეზე;
- რისკზე სუფტა ტრასის დროს, რომელსაც სარბოლო სტრატეგიის დროს უთითებთ;
- პილოტის გამოცდილებაზე.
ბოლიდი დეტალები ცვდება ტესტების დროსაც (ტსტებზე მეშვიდე თავში ვისაუბრებთ). პრაქტიკების და კვალიფიკაციის დროს ბოლიდის დეტალები არ ცვდება.
ახალდარეგისტრირებულ მოთამაშეს ეძლევა ბოლიდი პირველი დონის დეტალებით და 0%-იანი ცვეთით, თუმცა სუფთა ტრასაზე მაღალი რისკების შემთხვევაში შესაძლებელია პირველივე რბოლის დროს რომელიმე დეტალი 99%-ზე გაცვდეს და რბოლასაც კი გამოეთიშოთ. სანამ გავივლით კვალიფიკაციას და პრაქტიკებს მანამდე შეამოწმეთ დეტალების ცვეთა და შეცვალეთ ის დეტალები, რომლებსაც ფიქრობთ, რომ კიდევ ერთ რბოლას ვერ გაუძლებენ. დეტალები უნდა შეცვალოთ მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, რადგან სეზონის ბოლოს როცა უკვე 3-4 დონის ბოლიდ გეყოლებათ ფული აღარ გეყოფათ მისი ნაწილების შეცვლაზე, მაღალ ჯგუფში კი სწორედ ასეთი განვითარების ბოლიდით უნდა გადახვიდეთ რათა წარმატებას მიაღწიოთ.
ყოველი შემდეგი დონის დეტალი წინაზე 23,85%-ით ძვირი ღირს. თქვენ შეგიძლიათ მხოლოდ ერთი დონით მაღალზე გაზარდოთ თითოეული დეტალი, ხოლო დაკლებისას რამდენითაც გინდათ (დაკლება უფასოა). რაც უფრო დააკლებთ განვითარების დონეს მით უფრო ნაკლებია ცვეთა, მაგალითად თუ თქვენ მეოთხე დონის 95%-იანი ცვეთის დეტალს მესამე დონეზე ჩამოიყვანთ, მისი ცვეთა 83% იქნება, ხოლო თუ მეორეზე 73%. ასევე რაც უფრო მეტი აქვს ცვეთა დეტალს, მისი დაბალ დონეზე ჩამოყვანისას უფრო ნაკლებად იქნება გაცვეთილი, ანუ ჯობია 95%-იანი დეტალი ჩამოვიყვანოთ დაბალ დონეზე ვიდრე მაგალითად 60%-იანი.
თუ თქვენ სუფთა ტრასის დროს რისკებს 20-ზე მაღლა არ დააყენებთ თითოეულმა დეტალმა დაახლოებით 2-4 რბოლა უნდა გაძლოს (ელექტრონიკამ 5-6). ასე რომ დაახლოებით 12 რბოლის შემდეგ სავარაუდოდ თქვენ უკვე გეყოლებათ მეოთხე დონის ბოლიდი ამავე დონის ნაწილებით. ამ დროს უკვე ვიწყებთ დეტალებით მანიპულირებას. ანუ როდესაც უკვე მეოთხე დონის დეტალი ვეღარ ძლებს, თქვენ მას ჩამოიყვანთ მესამე დონეზე და ცვეთაც 10-15%-ით დაიკლებს, შესაბამისად ეს დატეალი კიდევ ერთ რბოლას გაძლებს, ხოლო შემდეგ უკვე ბოლომდე გაცვეთილ დეტალს აიყვანთ ისევ მეოთხე დონეზე. ამ სტრატეგიით თქვენ ამატეურში (ანუ ზედა ჯგუფში) უნდა გადახვიდეთ 30-60 მილიონით.
თუ თქვენ ზედა ეტაპზე არ გადახვალთ და კვლავ Rookie-ში დარჩებით, მაშინ ახალ სეზონს თქვენ კვლავ პირველი დონის ბოლიდით დაიწყებთ, თუარადა ზედა ჯგუფში გადახვალთ იმ დონის დეტალებით რომლებიც გქონდათ ოღონდ ცვეთა 0% ექნებათ. ამიტომ აჯობებს თუ თქვენ ზედა ჯგუფში გადადიხართ, სეზონის ბოლოს ფული არ დახარჯოთ დეტალების რემონტში, რადგან ახალ სეზონზე ყველა დეტალის ცვეთა მაინც 0% იქნება.
თავი 6. პერსონალი და აღჭურვილობა.Rookie-ში რეკომენდირებულია შემდეგი ობიექტების განვითარება:
• Commercial – აუმჯობესებს სპონსორებთან მოლაპარაკებას;
• Pitstop training center – პიტ სტოპის გუნდის მუშაობას აუმჯობესებს.
Rookie-ში შეგიძლიათ მაქსიმუმ 20-მდე გაზარდოთ მათი განვიტარების დონე. პირველივე რბოლამდე თქვენ შეგიძლიათ ეს ორი მაჩვენებელი მაქსიმუმამდე აიყვანოთ.
თავი 7. ტესტები.Rookie-ში ტესტების გავლას დიდი სარგებელი არ მოქვს, პირიქით, გახარჯინებთ ფულს და ცვეთს დეტალებს. Rookie-ში არ გჭირდებათ ტესტები იმისთვის, რომ ზედა ეტაპზე გადახვიდეთ, ამიტომ ტყუილი ხარჯი იქნება ეს თქვენთვის. ტესტების დროს მართალია თქვენ შეგიძლიათ ძალიან ცოტათი გაზარდოთ პილოტის მონაცემები, მაგრამ ზარალი უფრო დიდია, ეს არის დახარჯული მილიონი და დეტალების ცვეტა, რომელმაც შეიძლება 20%-საც მიაღწიოს, ამიტომ სანამ რუკიში ხართ ტესტებზე არ იფიქროთ, ჩათვალეთ რომ ის თქვენთვის არ არსებობს.
თავი 8. პრაქტიკები.ყველა რბოლის წინ ტქვენ შეგიძლიათ გაიაროთ პრაქტიკის 8 წრე სადაც თქვენ უნდა დააყენოთ ბოლიდის მონაცემები, ამ დროს დეტალები არ ცვდება. ყველა რბოლას თავისი ინდივიდუალური მონაცემების სჭირდება, ამიტომ ამ მონაცემების დაყენება ყველა რბოლის წინ მოგიწევთ. მონაცემების ზუსტი დაყენების შემთხვევაში პილოტი შეძლებს მაქსიმალურად გამოიყენოს ბოლიდის შესაძლებლობები და კარგი დრო აჩვენოს კვალიფიკაციაზე და შემდეგ უკვე რბოლაზე. სულ არის ექვსი დეტალი რომლის მონაცემებიც უნდა დააყენოთ წინა ანტიფრთა (Front wing/Переднее антикрыло), უკანა ანტიფრთა (Rear wing/Заднее антикрыло), ძრავი (Engine/Двигатель), მუხრუჭები (Brakes/Тормоза), ტრანსმისია (Gear/Трансмиссия), დაკიდების სისტემა (Suspension/Подвеска). მონაცემების ერთეულები რომლებიც უნდა დააყენოთ არის 0-დან 999-მდე. ყველა პილოტს აქვს მონაცემების კმაყოფილების საკუთარი დიაპაზონი, რომელიც შემდეგი ფორმულით შეიძლება გამოითვალოს: 135 - (0,1 * Experience) - (0,3 * Technical insight).
პილოტის კმაყოფილების დიაპაზონი Rookie-ში არის დაახლოებით 120 +/- 15 რაც საშუალებას გაძლევთ ოპტიმალური მონაცემები დააყენოთ თქვენი ბოლიდისთვის. პრაქტიკის გავლის დროს ჩვენ უნდა ავიღოთ რაღაც საშუალო მაჩვენებელი და ისე გავიაროთ პრაქტიკა. საბურავებს ამ დროს ვირჩევთ EXTRA SOFT-ს (ამ დროს ყურადღება უნდა მიაქციოთ ამინდს, თუ წვიმს, მაშინ უნდა აირჩიოთ RAIN ტიპის საბურავები). პრაქტიკის პირველი წრის გავლის შემდეგ პილოტი გვაძლევს რჩევებს, რომლის მიხედვითაც მერე უკვე შევცვლით ამ მონაცემებს.
ქვევით მოცემულია პილოტის ყველა კომენტარი და მისი უკმაყოფილების დონე:
Wings+3 I am really missing a lot of speed in straights
+2 The car is lacking some speed in the straights
+1 The car could have a bit more speed in the straights
-1 I am missing a bit of grip in the curves
-2 The car is very unstable in many corners
-3 I cannot drive the car, there's no grip on it
Engine+3 No, no, no!!! Favour a lot more the low revs!
+2 The engine revs are too high
+1 Try to favour a bit more the low revs
-1 I feel that I do not have enough engine power in the straights
-2 The engine power on the straights is not sufficient
-3 You should try to favour a lot more the high revs
Brakes+3 Please, move the balance a lot more to the back
+2 I think the brakes effectiveness could be higher if we move the balance to the back
+1 Put the balance a bit more to the back
-1 I would like to have the balance a bit more to the front
-2 I think the brakes effectiveness could be higher if we move the balance to the front
-3 I would feel a lot more comfortable to move the balance to the front
Gear+3 Please, put a lot lower ratio between gears
+2 The gear ratio is too high
+1 I cannot take advantage of the power of the engine. Put the gear ratio a bit lower
-1 I am very often in the red. Put the gear ratio a bit higher
-2 The gear ratio is too low
-3 It feels like the engine is going to explode. Put a lot higher ratio between gears
Suspension+3 The car is far too rigid. Lower a lot the rigidity
+2 The suspension rigidity is too high
+1 The car is too rigid. Lower a bit the rigidity
-1 I think with a bit more rigid suspension I will be able to go faster
-2 The suspension rigidity is too low
-3 The suspension rigidity should be a lot higher
თუ პილოტის უკმაყოფილების დონე არის -1, მაშინ მონაცემებ ვადიდებთ პილოტის კმაყოფილების დიაპაზონის ნახევრით, თუ -2 მაშინ კმაყოფილების დიაპაზონის რაოდენობით. შესაბამისად +ის შემთხვევაში ვამცირებთ ამ მონაცემებს შესაბამისი დონით. თუ პილოტი კმაყოფილია მონაცემებით და თქვენ კიდევ გაქვთ პრაქტიკის წრეები დარჩენილი (სულ არის 8 წრე), მაშინ შეგვიძლია მონაცემები შეგვიძლია შევცვალოთ პილოტის კმაყოფილების დიაპაზონის ნახევრით და ვცადოთ უკეთესი დროის ჩვენება, თუ დრო გაუარესდა, მაშინ დაუბრუნდებით იმ მონაცემებს, რომლებზეც პილოტი კმაყოფილია.
მაგალითადთუ პილოტის Experience არის 30 და Technical insight 33 მაშინ ფორმულის გამოყენებით პილოტის კმაყოფილების დონე ასე გამოითვლება 135 - (0,1 * 30) - (0,3 * 33) = 122,1
დავუშვათ ამ პილოტით პრაქტიკის პირველი წრე გავიარეთ ასეთი მონაცემებით:
Front wing: 400
Rear wing: 400
Engine: 800
Brakes: 600
Gear: 600
Suspension: 400
პილოტის კომენტარი იქნება ასეთი (ყოველ ტრასაზე განსხვავებული რათქმაუნდა, ეს უბრალოდ მოყვანილია ერთი მაგალითი):
Wings: The car is very unstable in many corners
Engine: The engine revs are too high
Brakes: I would like to have the balance a bit more to the front
Gear: I cannot take advantage of the power of the engine. Put the gear ratio a bit lower
ვნახავთ უკმაყოფილების დონეს და შესაბამისად ვცვლით მონაცემებს:
Wings: -2 (ვზრდით მონაცემებს 120 -ით - ანუ უფრო მოსახერხებელი იქნება თუ დავამრგვალებთ 122,1-ს 120-ზე)
Engine: +2 (ვამცირებთ მონაცემებს 120-ით)
Brakes: -1 (ვზრდით მონაცემებს 60-ით)
Gear: +1 (ვამცირებთ მონაცემებს 60-ით)
Suspension: კომენტარები არ ქონდა, შესაბამისად პილოტი კმაყოფილია ამ მონაცემით, ამიტომ ვზრდით მას 60-ით (კმაყოფილების დიაპაზონის ნახევრით)
პრაქტიკის მეორე წრისთვის შეგვყავს უკვე ეს მონაცემები:
Front wing: 520
Rear wing: 520
Engine: 680
Brakes: 660
Gear: 540
Suspension: 460
თუ პილოტი კიდევ უკმაყოფილოა რომელიმე დეტალით, როლითაც პირველ წრეზეც უკმაყოფილო იყო, მაშინ ჩვენ ისევ იმ მიმართულებით ვცვლით მონაცემებს (ვზრდით ან ვამცირებთ), ოღონდ იმის ნახევრით რითაც აქამდე. ანუ თუ ჩვენ წინაზე გავზარდეთ მონაცემი 60 ერთეულით, ახლა გავზრდით 30-ით, ან პირიქით თუ წინაზე შევამცირეთ ახალც ვამცირებთ. თუ პილოტი პირველ წრეზე კმაყოფილი იყო მონაცემით, მაგრამ ჩვენ გავზარდეთ ის (ამ მაგალითზე ეს იყო Suspension) და ახლა პილტი უკმაყოფილოა ამ მონაცემით, მაშინ ჩვენ ამ მონაცემს ვამცირებთ იმის ნახევრით რითაც გავზარდეთ, ანუ თუ გავზარდეთ წინაზე 60-ით, ახლა შევამცირებთ 30-ით.
გავაგრძელოთ ამ მაგალითზე ბოლიდის აწყობა. როგორც უკვე გამოვითვალეთ მეორე წრეზე შეგვყავს ეს მონაცემები:
Front wing: 520
Rear wing: 520
Engine: 680
Brakes: 660
Gear: 540
Suspension: 460
პილოტის კომენტარი კი არის ეს:
Wings: I am missing a bit of grip in the curves
Brakes: I would like to have the balance a bit more to the front
Suspension: The car is too rigid. Lower a bit the rigidity
კვლავ ვნახავთ პილოტის უკმაყოფილების დონეს და შევცლით მისი მიხედვით მონაცემებს:
Wings: -1 (ვზრდით მონაცემებს 60-ით, წინაზე გვქონდა გაზრდილი 120-ით ამიტომ ახლა ვანახევრებთ)
Engine: კომენტარები აღარ არის (ამიტომ ვცვლით მონაცემებს წინას საპირისპირო მიმართულებით და ვზრდით 60-ით)
Brakes: -1 (ვზრდით 30-ით)
Gear: კომენტარები არ არის (ვცვლით მონაცემებს წინას საპირისპირო მიმართულებით და ვზრდით 30-ით)
Suspension: +1 (წინაზე ჩვენ გავზარდეთ ეს მონაცემი 60-ით როცა პილოტი კმაყოფილი იყო, ამიტომ ახლა ვამცირებთ 30-ით).
შედეგად ვირებთ ასეთ მონაცემებს:
Front wing: 580
Rear wing: 580
Engine: 740
Brakes: 690
Gear: 570
Suspension: 430
ვაგრძლებეთ შემდეგი ექვსი წრის გავლას და ყოველ მომდევნო წრეზე 2-ჯერ ვამცირებთ მონაცემების ერთეულს რითაც ვცვლით.
მეხუთე წრიდან უკვე ვიწყებთ წინა და უკანა ანტიფრთას შორის განსხვავების შეცვლას. თავიდან განსხვავებას ვაკეთებთ -100/+100, მეექვსე წრეზე -150/+150, ხოლო მეშვიდეზე -50/+50. შემდეგ ვნახულობთ მეოთხედან მეშვიდე წრემდე ნაჩვენებ დროებს და რომელიც უკეთესი იქნება იმ სხვაობას დავტოვებთ ანტიფრთებს შორის. თუ მსრალი ამინდია მერვე წრეზე ჩვენ უკვე შეგვიძლია დავაყენოთ HARD ტიპის საბურავები და ვნახოთ თუ როგორია სხვაობა საბურავების ტიპებს შორის. ეს სხვაობა ტრასების მიხედვით განსხვავებულია, ზოგ ტრასაზე შეიძლება ფაქტიურად ნულის ტოლი იყოს, ხოლო ზოგგან დიდი განსხვავება შეადგინოს. სწორედ ამის განსაზღვზრა გვაძლევს საშუალებას დავადგინოთ საბურავის ტიპი კვალიფიკაციის გავლის დროს და სარბოლო სტრატეგიის დაგეგმისას. მაგალითად მეშვიდე წრეზე EXTRA SOFT-ით აჩვენა 1:26,527, ხოლო მერვეზე HARD-ით 1:27,558, განსხვავება შეადგენს 1,031. ამ მაჩვენებელს ვყოფთ ამ მაჩვენებელს სამზე და მივირებთ 0,344-ს, ეს აირს ის განსხვავება რაც იქნება MEDIUM ტიპის საბურავებთან. შესაბამისად უფრო სწრაფად გაივლის SOFT -ით ვიდრე MEDIUM-ით.
ასევე უნდა გაითვალისწინოთ ის ფაქტორი, რომ წვიმის დროს სხვანაირი მონაცემების დაყენებაა საჭირო. თუ პრაქტიკების და პირველი კვალიფიკაციის დროს მშრალი ამინდია, მაშინ თქვენ პრაქტიკებზე წვიმის მონაცემებს ვერ დააყენებთ რათქმაუნდა (წვიმის მონაცემებზე გადაყვანა დაგჭირდებათ იმ შემთხვევაში თუ მეორე კვალიფიკაციის ან რბოლის დროს წვიმაა). ამიტომ მონაცემებს ვცვლით შემდეგი მეთოდით:
Wings +90
Engine -80
Brakes +40
Gear -80
Suspension -100
თუ პირიქით პრაქტიკების დროს წვიმა იყო, ხოლო რბოლა მშრალია მაშინ ამის საპირისპიროდ შევცლით მონაცემებს და მივირებთ სასურველ შედეგს. მაგალითად Wings-ს შევცლით -90-ით, Engine -ს +80-ით და ა.შ. გახსოვდეთ პრაქტიკების და კვალიფიკაციის დროს ბოლიდის დეტალები არ ცვდება, ამიტომ ამაზე არ იდარდოთ.
ყ უ რ ა დ ღ ე ბ ა ! პრაქტიკების გავლის დროს არ განაახლოთ (დაარეფრეშოთ) გვერდი, რადგან ეს მიჩნეული იქნება პრაქტიკის წრის გავლად იმ მონაცემებიც რომლებიც მითითებული გაქვთ და თქვენ დაკარგავთ ერთ წრეს უკეთესი მონაცემების დასაყენებლად.
Why Is The Paradise We Live In So Much Like Hell...