დიდი ხანია ვეძებ სამსახურს ჯობსზე და მსგავს საიტებზე, სივებს ვაგზავნი, რეკავენ, მივდივარ და ზოგან პირობები არ მაწყობს, ზოგან მერე აღარ რეკავენ და ა.შ. ყოველ პოზიციაზე სხვადასხვა სივს და სამოტივაციო წერილს ვწერ, რაც საკმაოდ დამღლელია. ვეძებ სადმე სასტუმროში, ოფისში ან სხვა მცირე/საშუალო ტიპის ნებისმიერ ნორმალურ კომპანიაში რაიმე პოზიციას, მინიმუმ 600-700 ლარი ანაზღაურებით (სრული განაკვეთის შემთხვევაში), 300-400 ლარი ნახევარი განაკვეთი თუ იქნება. უაზრო "ვითომ" გამოსაცდელი პერიოდები არ მაწყობს. ანაზღაურების გარეშე რო აპახავებენ მაგას ვგულისხმობ. სამსახურს ვეძებ იმისთვის რო საარსებოდ მჭირდება ფული და უაზრო შემოთავაზებები არ მაწყობს, ეგეთები ჯობსიდან და მსგავსი საიტებიდანაც ყელში მაქ უკვე სერიოზულად. რო იწვალებ, მთელი დღე რო განცხადებაზე მორგებული სივის და სამოტივაციოს დაწერას მოუნდები, მერე რო დაგირეკავენ და მისვლას რო ინანებ მაგაზე საშინელება არაფერია. თან ვიღაც ჟორას კანტორაში და რამე კი არა, იმენნა მეინსტრიმ კომპანიებზე და ორგანიზაციებზე მაქ საუბარი. ერთი რამე ემპირიულად დავამტკიცე, რო უმეტეს შემთხვევაში გოგოები აყავთ არამარტო მომსახურების, არამედ საჯარო/არასამთავრობო სექტორშიც. პროფესიით პოლიტოლოგი ვარ და უკვე ვნანობ ამ არჩევანს. ფიზიკა/კომპ. მეცნიერებები მესწავლა უნდა ისევ, მარა მაშინ არ მქონდა პირველადი შეხება ამ სფეროს საგნებთან და შესაბამისად ინტერესიც არ გამჩენია უნიში მესწავლა აღნიშნული მეცნიერებები. ამ სოც. მეცნიერებებზე დოქტორი თუ არ გახდი უდაბლესი ხელფასის პოზიციებზე (პროფესიით) უნდა იჯდე წლობით, როცა ნიჭიერი tech guy თუ ხარ სწავლის დამთავრებიდან მალევე ადეკვატურ ხელფასზე დაიწყებ მუშაობას. მიზეზი ეხა დავინახე და ეგრეცაა. რასაც ვუყურებ ამ სოც. და ჰუმანიტარულ ფაკულტეტებზე ყბედობის მეტს არაფერს ასწავლიან (არცაა რეალურად რამე ხელშესახები სასწავლი). ზუსტად ეგაა მიზეზი შესაბამისი სამსახურების სიმწირისა და დაბალი ხელფასებისა. ტვინი მინდა გამოვიყენო, მარა რეალურად რა იციო რო მკითხონ მარტო არაფრისმომცემ ფილოსოფიას თუ დავაბრეხვებ, იმიტო რო რეალურად რამე უნარებს არ გასწავლიან/არ ისწავლება ამ დედააფეთქებულ ჭორიკნულ სოციალურ/ჰუმანიტარულ მეცნიერებებზე. სულ სხვა დონეა ეს ფუნდამენტური მეცნიერება რა. 100 გვერდიანი პოლიტიკის ტექსტებს რო ვკითხულობდი მაგას ტიურინგის ნაშრომები მეკითხა თავის დროზევე, ეხა სუ სხვა დონეზე ვიქნებოდი. მოკლედ...
ძაან გადავუხვიე, მარა მინდოდა დამეფიქსირებინა ეს აზრი სადმე. რაც შეეხება ამ ეტაპზე რაც ვიცი, ესენია: ინგლისური კარგ დონეზე, ცოტა რუსული, ეკონომიკა მაქ მაინორად გავლილი და ბევრი გამოსადეგი რამე ვისწავლე ამ დისციპლინაში მაინც. აგრეთვე თვლა და ზოგადად მათემატიკა მევასება და არ მეშლება advanced გამოთვლების ჩატარება. საოფისე და სხვა საჭირო პროგრამები ვიცი intermediate/advanced დონეზე. დაჟე IT support-ს რაც ეხება მაგასაც ადვილად გავართმევ თავს, კარგად მესმის კომპები და სხვა ციფრული გაჯეტები. პროგრამირება და გრაფიკა არ ვიცი რათქმაუნდა. ერთი ფორუმელივით რაც არ ვიცი იმ პოზიციაზე არაფერს არ ვითხოვ.
მოკლედ, მართლა მჭირდება რამე სამსახური და დამეხმარეთ ან მიშუამდგომლეთ ვინმესთან ან რავი... წინასწარ გიხდით მადლობას.
P.S. პოლიტგანყში თუ გაავრცელებთ პოსტს ეგეც დახმარება იქნება. 1000 პოსტი არ მაქვს სამწუხაროდ. ეგეთი წესი აქვთ მაგათ ვინც არ იცით.
This post has been edited by Sabarchmage on 5 Dec 2018, 21:53