#6178144 · 19 Jul 2007, 00:05 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (tatala_t @ 18 Jul 2007, 21:23 ) | ურეთრიტი თუ ცისტიტი მაქვს ვერ გამიგია. გთხოვთ დამეხმაროთ რა ჩივილები ასეთი მაქვს: შარდვისას მაქვს საშინელი ტკივილი, და დისკომფორტი შარდვის მერე. დავლიე მონურალი მაგრამ არაფერი არ მიშველა. |
მკურნალობის მხრივ არავითარი განსხვავება არ არის. არც სიმპტომებშია განსხვავება. საშარდე გზების ინფექციებში ანსხვავებ 2 ტიპს: გართულებულს და გაურთულებელს.
გართულებულში შედის პიელონეფრიტი (ანუ თირკლმლის ინფექცია) და ადვილი მისახვედრია იმით რომ ავადმყოფს რომ შეხედავ ტოქსიურად გამოიყურება. გართულებულს უნდა ახლდეს მაღალი სიცხე, შეიძლებ ღებინება და შემცინვება. გართულებულს საავადმყოფოში უნდა მკურნალობა ინტრავენური ანტიობიოტიკებით.
შენ რასაც აღწერ, სიცხის გარეშე, ან გაურთულებელი ინფექციაა (არ აქვს მნიშვნელობა ცისტიტი იქნება თუ ურეთრიტი) ან შარდის ბუშტის ან ურეთრას გაღიზიანება სხვა მიზეზების გამო(კენჭი მაგალითად).
ანტიბიოტიკი შეგიძლია სინჯო თუ რა თქმა უნდა ალერგია არ გაქვს იმ ანტიბიოტიკზე ან მის კომპონენტებზე. ჩვეულებრივ მაგათზე იხმარება ან 1) ციპროფლოქსაცინი 500 მგ ერთხელ დღეში 7 დღე ან 2) ტრიმეთოპრიმ/სულფამეთოქსაზოლი (ბაქტრიმი ქვია აქ. მაქ მე მგონი ბისეპტოლი) 160/800მგ დღეში ორჯერ 7 დღე. ისე წიგნები იძახიან 3 დღე საკმარისიაო მკურნალობა, მარა მე არ მინახია 3 დღე საკმარისი რო იყოს.
--------------------
ცოტა გავიშალოთ, უფრო ბევრი გამოვჩნდებით
|