#60081017 · 7 Feb 2023, 21:54 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ყველას მოგესალმებით! მოკლედ, არგუმენტირებული ესე მაქვს დასაწერი ლიდერობაზე.
თემა და მიმართულება არის ძალაუფლების 5 ასპექტი: 1. აღიარებული 2. ექსპერტული 3. ლეგიტიმური 4. დაჯილდოების 5. დასჯა/იძულების
ხოდა ვინმეს შეუძლია, რომ დამეხმაროს ან მიმართულება მომცეს? საინფორმაციო ესე რომ მქონდეს დასაწერი, გასაგებია, უბრალოდ ვისაუბრებდი მათზე და დავწერდი დადებით და უარყოფით მხარეებს. მაგრამ არგუმენტირებული ესე მაქვს დასაწერი და ამ ხუთზე უნდა დავწერო, როგორც ერთ მთლიანობაზე. რანაირად ვერ მივხვდარვარ. ამ ხუთიდან, ცალცალკე აღებული, ზოგი დადებითია და ზოგი უარყოფითი, მაგრამ ერთ მთლიანობაში როგორ ვილაპარაკო მათზე, ვერ ვხვდები. მხოლოდ ერთ რომელიმეზე რომ მქონდეს დასაწერი, კიდევ ხო. რანაირად დავწერო, რომ ეს 5 ასპექტი დადებითია ან უარყოფითია. უბრალოდ, მოცემულობა გვაქვს, რომ ძალაუფლება დგას ამ 5 ასპექტზე.
|