forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (52) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> სად შეგხვედრიათ ქართველი საზღვარგარეთ უცნაურ დროს, და უცნაურ ადგილას | VOL 2 |
Killuminater
მანკუნიანელი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6267
წევრი No.: 120891
რეგისტრ.: 11-September 10

  გამოგზავნილია: 13 Feb 2012, 00:29  #29689497      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
user posted image

ისტორიები გრძელდება აქ : )

ჩემი აზრით, ეს თემა ერთ-ერთი საუკეთესოა ფორუმზე, აქ კარგსაც წავიკითხავთ ქართველებზე და სამწუხაროდ ცუდსაც, ისტორიები, რომელიც ემიგრანტებს თუ უბრალოდ ტურისტ/მოგზაურებს გადახდათ თავს, რომლის წაკითხვისაც ზოგს შერცხვება ზოგი კი სიამაყის გრძნობით აღივსება, მაგრამ ერთს ვიტყვი, სხვისი ცუდი საქციელის გამო არასდროს არ უნდა შეგვრცხვეს თუ ვინ ვართ და საიდან მოვდივართ yes.gif 2kiss.gif

ხო კიდევ ერტს ვიტყვი, მადლობა kertis - ს რომ ესეთი თემა გვაჩუქა 2kiss.gif



user posted image

წინა თემის TOP-10 მპოსტავი.



ესეც თემის პირველი ნაწილი





This post has been edited by Killuminater on 13 Feb 2012, 00:29

მიმაგრებული სურათი
th_thwd.gif


--------------------
"Listen up, maggots. You are not special. You are not a beautiful or unique snowflake. You're the same decaying organic matter as everything else."



"I see the strongest and the smartest men who have ever lived... and these men are pumping gas and waiting tables."



მაჰათმა განდი
| ციურიხი* ნიუ იორკი* თბილისი* ედინბურგი* დუბაი* ლონდონი*


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6518
წევრი No.: 50449
რეგისტრ.: 1-January 08

გამოგზავნილია: 13 Feb 2012, 20:38  #29700416      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
კარგი თემაა. აბა, წამოვიდა ისტორიები.


ეს უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების(არამოქალაქეებისაც) შეხვედრის ამსახველი კადრებია smile.gif






პატივისცემით,
განდი.
არწივი.


--------------------
დავით აღმაშენებლის, ილიას და მაჰათმა განდის გზა ჩვენ ტაძრამდე მიგვიყვანს.

<სძლიო საკუთარ თავს> - აი, რა საკითხი დგას დღის წესრიგში.

<თავისუფლებისკენ მიზანმიმართული სწრაფვა>, <საკუთარი ხალხის უანგარო სამსახური>, <პრიორიტეტების გონიერი გადანაწილება>, - განდი-- "თავისუფლებისთვის მებრძოლი".
VTEC
DC5 Driver


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7048
წევრი No.: 40113
რეგისტრ.: 17-August 07

გამოგზავნილია: 15 Feb 2012, 23:01  #29736659      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
უცანური დრო და უცნაური ადგილი არ ვიცი, მაგრამ მილიარდნახევრიან ჩინეთში ჯარის ძმაკაცი რომ შეგხვდება რესტორანში, მგონი უცნაურია smile.gif


--------------------
ჟOPEL ASTRA
HONDA ACCORD
HONDA CIVIC
ACURA RSX Type-S
.o/_________\o
(_\___(/\)___/_)
[] ▓▓▓▓▓ []
Paco_rabanne
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1345
წევრი No.: 135639
რეგისტრ.: 8-September 11

გამოგზავნილია: 16 Feb 2012, 04:48  #29741160      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მე შემხვდნენ მინსკში ..ბექა ვარ ბრატ მთაწმინდა ჩემიაო facepalm.gif facepalm.gif ..1 სააათი მელაპარაკა იმდენი მკოცნა biggrin.gif biggrin.gif ..პოლონეთში მიდიოდა

This post has been edited by Paco_rabanne on 16 Feb 2012, 04:50
Johnnie Walker



********
ჯგუფი: Members
წერილები: 27299
წევრი No.: 4423
რეგისტრ.: 23-February 04

გამოგზავნილია: 16 Feb 2012, 17:03  #29748755      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Paco_rabanne
QUOTE
.ბექა ვარ ბრატ მთაწმინდა ჩემიაო facepalm.gif

lol.gif lol.gif gigi.gif არა რა, ამ ხალხს არაფერი არ ეშველება... smile.gif
anthro
luzid


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3456
წევრი No.: 14928
რეგისტრ.: 28-November 05

გამოგზავნილია: 16 Feb 2012, 21:24  #29752982      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ირიბად ამ თემისაა:-)

რაღაც დიდ ტაგუნგზე ვარ შვეიცარიაში და ათასკაციან მენზაში ძლივს ვიპოვე თავისუფალი ადგილი, დავჯექი და ვსადილობ. ამ დროს მიყურებს გვერდით მჯდომი გერმანელი გოგონა და უცებ მეუბნება. შენო ამისა და ამის და ხომ არა ხარო? კინაღამ ლუკმა ყელში გამეჩხირა. მე ვუთხარი- კი, მაგრამ საიდან მიცნობ... ნორვეგიაში ,პრაქტიკაზე გავიცანი ორი წლის წინო. მიგამსაგავსეო.
არადა არ ვგევარ ასე ძალიან ჩემს ძმას. ესეც რომ არ იყოს- ამ ათას კაცში რარა მაინცდამაინც ამ გოგოს მივუჯექი გვერდით...
ფაქტიურად დაუსწრებლად და უცნაურად შევხვდი ჩემს ძმას :-)


--------------------
adamiani
Johnnie Walker



********
ჯგუფი: Members
წერილები: 27299
წევრი No.: 4423
რეგისტრ.: 23-February 04

გამოგზავნილია: 18 Feb 2012, 12:23  #29776666      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
უცნაურში არა, მაგრამ უცნაური იყო საოცრად პოზიტიური შთაბეჭდილება, იმ ქართველმა რომ მოახდინა.
იმიტომ რომ მე პირადად ბრადიაგების, მაიმუნების და მათხოვრების მეტი საზღვარგარეთ სხვა ქართველი საერთოდ არ შემხვედრია და თავს ვარიდებ ხოლმე.

მოკლედ, რომში, სან-პიეტროს გუმბათზე, ვინც არ იცით, ასვლა დიდი ფიზიკური დატვირთვაა. პირველად კაი 20 წლის წინ ავედი სულ სირბილ-სირბილით და მაშინ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი smile.gif

ხოდა წელს თავი გავიგიჟე, ისევ გადავწყვიტე იქ აძრომა, არა და საშინელებაა ის გაუთავებელი საფეხურები, ბოლოს უნდა თოკს ეპოტინო რომ აძვრე, თან ისეთი ვიწროა ასასვლელი, კაცი ძლივს ეტევი და მოძრაობა არ უნდა შეაჩერო. თუმცა ბავრი ჩერდება და დანარჩენები უცდიან. ხოდა მივაწექი მეც ბოლომდე, თითქმის შეუჩერებლად და ბოლოს ვხედავ ცუდად ვარ, ამ ხნის სტაჟიანი მწეველი... ვეღარც გული იტანს, ვეღარც "დიხანია" მყოფნის biggrin.gif მოკლედ, გავჩერდი, დავდექი, ჰაერს თევზივით ვყლაპავ და ვიცი, რომ სახეზე მკვდრის ფერი მადევს biggrin.gif

ამ დროს ვიღაც ძალიან სიმპატიური, ახოვანი, ჭაღარა, კარგად ჩაცმული ტიპი მომიახლოვდა და პირში ვალიდოლს მატენის biggrin.gif

ეგრევე გრაციე მილლე-მეთქი, იტალიურად და - გამიღიმა, თავს როგორა გრძნობ, ცუდად ხომ არა ხარო, ქართულად, მეც გამიჭირდა აქ ამოსვლაო. არა და ჩემზე ბევრად უფროსი კაცი ჩანდა (ასე მომეჩვენა, ყოველ შემთხვევაში), მაგრამ კარგად მოვლილ-შენახული biggrin.gif

მესიამოვნა, რაღა დაგიმალოთ, პირველად მივიღე საზღვარგარეთ თანამემამულის შეხვედრისგან გულრწფელი სიამოვნება.

ასე რომ, ასეთებიც ხდება თურმე smile.gif

This post has been edited by Johnnie Walker on 18 Feb 2012, 12:29
Asmeta1084
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5243
წევრი No.: 89214
რეგისტრ.: 17-April 09

გამოგზავნილია: 18 Feb 2012, 15:53  #29779640      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
1998 წლის ოქტომბერი, საბერძნეთიდან მოვდივარ ავტობუსით (თვითმფრინავე დამაგვიანდა და მომიწია ავტობუსით ჯაყჯაყი). მოკლედ, მგონი ერთადერთი ქართველი ვიყავი ვინც ნამდვილად ტურისტული მიზნით იყო ჩასული, რადგან საბერძნეთის საზღვარზე ერთადერთი ვიყავნი ვისაც ვიზა არ ჰქონდა ვადაგასული.
მოკლედ, ავტობუსში ჩვენი სასახელო მოქალაქეებიც იყვნენ, წამალ გაჩხერილები. რა უბნელი ხარ ძმაუუუ? მანდ უბანში "პორშეს" იცნოოობ? არა თქო. ეეე, როგორ ტოო, პორშეს ყველას იცნობსს. გულში ვფიქრობ ერთი თქვენიც და მერე იმ პორშესიც, 2,000 კმ-ში ვარ თბილისიდან რა დროს "პორშეა"...
* * *
2001-ში პირველად ჩავედი ჰოლანდიაში, რაღაც სტუდენტურ "ტუსოვკაზე", ეინდჰოვენში. ხოდა წავედით ჩასვლის დღეს ფეხით ცენტრის დასათვალიერებლად. ამ დროს უცბად "ქართველები ხართ ძმაუუუუ???", დაბოლილი თანამემალეები გაეძრნენ. აუუ ჩემი, როდის მიდიხართ? მაგარ პატივს გცემდით ტოოო. რაზე ხართ ჩამოსულიო? ვეუბნებით რაღაც კონფერენციაზე. და რადიო პერსონაჟი "ზაზუშა" გახსოვთ? ერთი მეორეს ეკითხება: წავიდეეეთ კონფერენციაზეეე? მეორე: რა გვინდააა კონფერენციაზეეე. მოკლედ დავემშვიდობეთ და გავაგრძელეთ გზა smile.gif
* * *
smile.gif))) და ყველაზე მაგარი გამახსენდა. ვდგავართ ქართველები 2-3 კაცი და უცბად ვხედავთ მოდიან 3 ტიპი, ათენშიც კი გამორჩეული ჩაცმულობით: თავზე ხელზე ფეხზე წაკრული ბენდენებით, მოკლედ მაგარ სტრანი ვიდზე ევროპის კვალობაზეც კი. ხოდა ვლაპარაკობთ აუ ესენი ვინ არიან, ნაღდად ვიღაც პიდარასტები არიან და რაღაც ეგეთ დღეში ვართ. მოგვიახლოვდნენ და .... ოიიი საოცრებავ, ქართველები აღმოჩნდნენ.
* * *
ათენში რომ ვნახე ქუთეისელ, საყურეებიან ძველ ბიჭზე აღარაფერს ვამბობ smile.gif)) კენგოლით
* * *
ეჰჰჰ... დღეს ეს ხალხი სხვადასხვა ძალიან მაღალ თანამდებობაზეა, 1 მინისტრია, მეორე - ერთ-ერთი ცნობადი ძალოვანი სტრუქტურის ხელმძღვანელი. ჩამოსული იყვნენ 4-5 კაცი რაღაც გამოცდილების გასაზიარებლად ჰოლანდიაში, მე მაგ დროს იქ ვსწავლობდი და ჩემს მეგობარს შევდხდი, რომელიც მათ ახლდათ (აბა ამ აწ უკვე მინისტრმა და მეორე ხელმძღვანელმა ინგლისური არ იცოდნენ). სირცხვილი და თავის მოჭრა იყო. ქუჩაში რომ იდგა და გამვლელ ჰოლანდიელ გოგოებს რომ მიმართავდა ქართულად: "გოგონი, შეიძლება შენს ძ...ებს ვეთამაშო?". მაღაზიებს სპეკულიანტებივით რომ შეესივნენ, იქაც იგივე გოიმური ტექსტები.
მაშინ რას წარმოვიდგენდი რომ ესენი მინისტრები და დეპარტამენტის უფროსი გახდებოდნენ, რა თანამდებობებიც ეჭირათ მაშინ, ისიც მეტისმეტი იყო

This post has been edited by Asmeta1084 on 18 Feb 2012, 16:06
Castro-Urdiales
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10859
წევრი No.: 28249
რეგისტრ.: 12-January 07

გამოგზავნილია: 18 Feb 2012, 18:16  #29782157      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ჰმ, სასწაული აქ თურმე ჩემპიონი ვყოფილვარ smile.gif

კარგით გავაგრძელებ იქნებ დაებედოს ამ თემას:
მოკლედ მიღების საათები დამთავრებულია უკვე დიდი ხნის და სამსახურის ბოლო წუთებიღა არის გადასაგორებელი. კარებზე კაკუნია...ჰმ, ვცდილობ აგრესიის გარეშე "მობრძანდის" წარმოთქმას... გაიღო კარები შავგვრემანი გოგონა დგას....... ამ თურქებს ხომ დროის შეგრძნება არ აქვთ..წინასწარი დასკვნა. მივანიშნე რომ მიღების საათები უკვე დიდი ხნის (3 საათია გასული) დამთავრებულია. ჩაილაპარა ნაცნობი სიტყვები, ნაცნობ ენაზე... ჰოი საოცრებავ ქართველი. შემოვიპატიჟე და არც მინანია. ერთ-ერთი ცნობილი ორგანიზაციის განსაკუთრებით ნიჭიერთა სტიპენდიატი აღმოჩნდა. მოკლედ მე აღარ ვუშვებდი smile.gif

პ.ს. მაგრამ პუნქტუალობა გენეტიკურია ალბათ smile.gif

This post has been edited by Castro-Urdiales on 18 Feb 2012, 18:18


--------------------
Wenn die Menschheit noch einmal von vorne anfinge, wäre die Wissenschaft nach einer bestimmten Zeit auf demselben Stand wie heute?
"res publica res populi est"
"Nur wer die Arbeit kennt, weiss, was ich meide"----Goehte
Johnnie Walker



********
ჯგუფი: Members
წერილები: 27299
წევრი No.: 4423
რეგისტრ.: 23-February 04

გამოგზავნილია: 18 Feb 2012, 18:36  #29782511      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Asmeta1084
up.gif მაგარი ისტორიები მოყევი smile.gif დიდი უმრავლესობა ქართველები თავისმოჭრა ვართ საზღვარგარეთ. შეხება არც გინდა, შორიდან რომ დაინახავ ჰაბიტუსით, მიხვრა-მოხვრით, ქცევით - უყურებ და ეგრევე სირცხვილის გრძნობა გეუფლება.

მოკლედ, 90-იანი წლებია და ვარ სან-ფრანცისკოში ხანგრძლივი საქმით, პრაქტიკულად ვცხოვრობ იქ. ხოდა იქ სუპერმარკეტის ხორცი გადასარევია, მაგრამ ნამეტანი "დამუშავებული", ძვლებგამოცვლილი, ცხიმის ნატამალი რომ არა აქვს. ისეთი ხორცის საყიდლად, ძვლიანის, ცხიმიანის, უნდა წახვიდე მიშნ სტრიტზე, რომელიც არის მექსიკელების უბანი და ყველაფერი კაპიკები ღირს და ხორციც ისეთია, კაი ნეკნებიან სამწვადედ რომ გამოდგება, ჩვენ რომ გვიყვარს მოკლედ, ისეთი.

მოკლედ, შევედი ერთ-ერთ ფუდსტორში და კარებშივე მესმის გაუთავებელი უკონტროლო ქართული გინება. მივუახლოვდი და ვიღაც ჩვენი ძმა კაი ბიჭი მექსიკელ გამყიდველს აგინებს. იქაური მექსიკელები კიდე ჩვენი ყასბებივით, ნაწილ ხორცს დახლზე დებენ, დაჭრილს და ნაწილიც - უკან უკიდიათ, აირჩიე რაც გინდა.
ხოდა შევესწარი დიალოგის ფინალს: გაიგეეე, შე დედა####ლოო? შავ სათვალებიანი ებაზრება მექსიკელს, ხელებს უქნევს, ძმაკაციც იქვე უდგას, დოლჩე/გაბანას ბრჭყვიალა ჯინსებში, გამხმარი ორივე, ჩაშლილი კბილებით.... მექსიკელი ეუბნება არ მესმის რა გინდაო დამტვრეულ ინგლისურზე ეს კიდე, კაიფშია და უბრალოდ აწვება: ეს რა მოჭერი, შე დედა მ####ო, ეგ ხორცი ვარგააა? სუნი ხომ არ არდის, შენი სუნიანი დედას შ ....? ეს რომ მე წავიღოო, კაროჩეე... და ახალი არ იყოოს, მოვბრუნდები და დედის ჯიგრების ყაურმებს დაგი###ვო, გაიგეეეე, შე თესლო, შენი.... და ა.შ. biggrin.gif

არ ვიყავი მე ბავშვობაში ანგელოზი, უბანიც ხიფათიანი იყო, სადაც გავიზარდე, მაგრამ ეგეთი გინება საქართველოშიც არ მომისმენია! mad.gif

უბრალოდ სარგებლობდა, ნაბიჭვარი, რომ იმ კაცს (კაი მოზრდილ მუტრუკს, ამ ლაწირაკს ჩაყლაპავდა უპრობლემოდ) არ ესმოდა, თორემ მექსიკელი ყასაბი იანკი პრაფესორი ნაღდად არ რის, რომ სასამართლოში უჩივლოსsmile.gif, არც 1996 წელი იყო 2012, ამ ყასბებს ჩემხელა ყამები ეკიდათ გვერდებზე და არ შეარჩენდა, დაუსვამდა ერთს მამა-პაპაურად... არ არიან ეგენი ჩვენზე ნაკლები ფიცხი ხალხი. და მერე - იგივე მექსიკური მაფია ისე გააცურებდა მექსიკაში, რომ შერჩებოდა ხახვივით და სწორიც იქნებოდა.

აბა ეთქვა ეგეთები ესპანურად, პოლიციამდე მაგას ვინ მიუშვებდა, იქვე ამოუღებდნენ გულ-ღვიძლს და იმის ძმაკაცს გაატანდნენ საკუჭმაჭედ biggrin.gif

აი ეგეთები ვართ: ნაგლები და ნასტირნები, სადაც გაგვდის და სადაც ვერა - ეგრევე ვიქცევით ხოლმე ჩმორებად და უტრაკო ყარაჩოღლებად smile.gif

მე ცხადია, ავერიდე სიტუაციას, გული კი ამერიია (უკვე მერამდენედ!) თანამემამულეებზე sad.gif

This post has been edited by Johnnie Walker on 18 Feb 2012, 22:35
Killuminater
მანკუნიანელი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6267
წევრი No.: 120891
რეგისტრ.: 11-September 10

გამოგზავნილია: 18 Feb 2012, 20:01  #29783918      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
საინტერესო ისტორიებია smile.gif

Johnnie Walker
ცუდი ყველგან არის : )

ამიტომ იმ ცუდის გამო არ არის მიზანშეწონილი რომ შენი წარმოთქმული სიტყვები მთლიან ერზე გავრცელდეს. : ))



Johnnie Walker



********
ჯგუფი: Members
წერილები: 27299
წევრი No.: 4423
რეგისტრ.: 23-February 04

გამოგზავნილია: 18 Feb 2012, 22:23  #29786991      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Killuminater
QUOTE
ცუდი ყველგან არის : ) ამიტომ იმ ცუდის გამო არ არის მიზანშეწონილი რომ შენი წარმოთქმული სიტყვები მთლიან ერზე გავრცელდეს. : ))

მე უფრო ასე ვიტყოდი: კარგი ყველგან არის biggrin.gif

და ამას სიამოვნებით გავავრცელებ ყველა ერზე ამქვეყნად, მითუმეტეს - საკუთარზე.

უბრალოდ, ჩემი პირადი გამოცდილებით, საზღვარგარეთ თანამემამულეებს უმჯობესია კაცი ერიდოს biggrin.gif

This post has been edited by Johnnie Walker on 18 Feb 2012, 22:24
Castro-Urdiales
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10859
წევრი No.: 28249
რეგისტრ.: 12-January 07

გამოგზავნილია: 19 Feb 2012, 02:33  #29792153      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ალბათ მე გამიმართლა და ცუდებზე მეტი უკეთესი შემხვედრია! smile.gif
Solveig
ensom


*********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 61146
წევრი No.: 8096
რეგისტრ.: 6-January 05

გამოგზავნილია: 19 Feb 2012, 02:51  #29792323      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Johnnie Walker
მართლა მიკვირს, რომ ასეთი ცუდი მოგონებები გაქვთ.
QUOTE
, ჩემი პირადი გამოცდილებით, საზღვარგარეთ თანამემამულეებს უმჯობესია კაცი ერიდოს 

ასე, საქართველოშიც ვერ ენდობი კაცი ძალიან ბევრს...


--------------------
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად მომუშავე ჰიდროაგრეგატი არის მტრის წისქვილი. © სლავა მესხი

"ქალი-დიდი ძალაა"- გვეუბნება პარტია (© კ/ფ "შეხვედრა წარსულთან")

Vita nostra brevis est, brevi finietur,
venit mors velociter, rapit nos atrociter,
nemini parcetur!
Johnnie Walker



********
ჯგუფი: Members
წერილები: 27299
წევრი No.: 4423
რეგისტრ.: 23-February 04

გამოგზავნილია: 19 Feb 2012, 10:51  #29793632      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Solveig
QUOTE
მართლა მიკვირს, რომ ასეთი ცუდი მოგონებები გაქვთ.

ეტყობა ძირითადად ეგეთებს გადავეყრებოდი ხოლმე. sad.gif

მაგრამ მომხდრა სხვაც - ჩემი წინის წინა პოსტი ნახე.
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (52) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0304 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]