Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ქართული სპორტი > მარტვილის მერანი


Posted by: ogafa2 15 Oct 2016, 13:17
მარტვილის მერანი 6-0 ლიახვი ცხინვალი
* * *
http://pix.ge/

Posted by: ASETUISE 15 Oct 2016, 22:28
13 ან 23 ნომერს ნაიკის ბუცებში, ვიცნობ თუ არ ვცდები, საუბარი მომიწია ერთხელ სრულიად შემთხვევით, როგორც პიროვნებამ ძალიან კარგი შთაბეჭდილება დამიტოვა პროფესიონალისა და თავისი საქმის მოყვარულის, როცა ვუსმენდი გულში იმას ვნატრობდი ნეტა ასეთი მიზანდასახულობა და თავმდაბლობა ბევრ ქართველ ფეხბურთელს, განსაკუთრებით კი დევდარიანის 17 წლადელ ბიჭებს ჰქონდეთთქო.

Posted by: ogafa2 17 Oct 2016, 00:17
ASETUISE მელიავაზეა მგონი ლაპარაკი თუ არ ვცდები

Posted by: ASETUISE 17 Oct 2016, 02:20
ხო, მელიავა, უცნაური სახელი ქვია მგონი კიჭი

Posted by: ogafa2 17 Oct 2016, 17:11
კი ნამდვილად კიჭი ქვია კარგი კაცი

Posted by: ogafa2 19 Oct 2016, 12:29
http://pix.ge/
* * *

მარტვილში გამარჯვების გოლი მე-100 წუთზე აკაკი შულაიამ გაიტანა sa.gif
* * *
http://pix.ge/
* * *
ერთი ნაბიჯი ფინალამდე! "მერანი" ნახევარფინალშია!
"მერანი" 1 - 0 "კოლხეთი 1913"
მარტვილის "მერანი" დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალში ითამაშებს. მარტვილელებმა ნახევარფინალამდე ბათუმის "დინამო", გორის "დილა", დღეს კი ფოთის "კოლხეთი 1913" გამოთიშეს და დამსახურებულად მოიპოვეს ნახევარფინალში თამაშის უფლება.
1/4 ფინალურ მატჩში კი "მერანის" მეტოქე უმაღლეს ლიგაში ჩინებულად ათამაშებული ფოთის "კოლხეთი 1913" გახლდათ, რომელმაც წინა ტურში ბათუმის "დინამო" დაამარცხა სტუმრად და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე დამკვიდრდა. ფოთელები თასის დაპირისპირებაზეც საბრძოლო განწყობით ჩავიდნენ, მაგრამ მარტვილში დიდი წინააღმდეგობა დახვდათ და მეგრული დერბი მასპინძლების უპირატესობით, საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა.
ისევე, როგორც დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/4 ფინალური სხვა მატჩები, "მერანი" - "კოლხეთი 1913" ის შეხვედრის პირდაპირი ტრანსლაცია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საიტზე განხორციელდა.
შეხვედრის საწყისი წუთები უფრო დაზვერვითი ხასიათის გამოდგა და გუნდები ფრთხილობდნენ, თუმცა "მერანის" უპირატესობა მალე გამოიკვეთა. 25-ე და 34-ე წუთებზე გუნდებმა სახიფათო ეპიზოდები გაცვალეს, პირველ ეპიზოდში ფოთელთაგან კორობკას დარტყმულ ბურთს დაეუფლა კუპატაძე დამაჯერებლად, რადგან პოზიცია კარგად ჰქონდა შერჩეული "მერანის" კიპერს, მოგვიანებით კი მარტვილელების კომბინაციური შეტევა შოთა ჯიქიამ დაასრულა შორეული დარტყმით, მაგრამ არაზუსტად.
მეორე ტაიმის დასაწყისში კიჭი მელიავას მიერ მეტოქე გუნდის კარში გასროლილი ბურთი მცირე რიკოშეტის მერე საბანაძეს მიუვიდა "კოლხეთის" საჯარიმოში და ეფექტურად დაარტყა "მერანის" ფორვარდმა, მაგრამ მეკარე უშეცდომო იყო, მომდევნო ეპიზოდში კი წყაროზიამ გაითამაშა კედელი საბანაძესთან და დაარტყა, მაგრამ ძაგანიამ კუთხურზე მოიგერია ბურთი.
დღევანდელ შეხვედრაში თერთმეტმეტრიანის დანიშვნასაც ითხოვდნენ მარტვილელები, ნიკოლოზ საბანაძე მეკარესთან პირისპირ გავიდა და კიპერის მოატყუება შეძლო, შემდეგ კი საეჭვოდ წაიქცა, მსაჯის გადაწყვეტილებით ძაგანიას თამაშის წესი არ დაურღვევია და "მერანელი" ყვითელი ბარათით გააფრთხილა ნინუამ.
სტუმრებს, დასაწინაურებლად ყველაზე რეალური მომენტი მატჩის 76-ე წუთზე ჰქონდათ, როცა "ექს-მერანელი" ლაშა ჯღამაიას ფლანგიდან ზუსტი ჩაწოდებული ბურთი თავით კორობკამ გადაგზავნა კარში, ბურთი ჯერ ძელს მოხვდა, შემდეგ კი კუპატაძემ ივარგა. ფოთელების სხვა კონტრიერიშების დროს კი "მერანის" დაცვის ხაზი იყო შეუვალი, სადაც ერთ-ერთი საუკეთესო იყო მარტვილელი გიორგი გეგია, რომელიც თამაშიდან თამაშზე უმატებს და დღევანდელი შეხვედრაც უშეცდომოდ და საიმედოდ ჩაატარა.
გამარჯვებულის გამოსავლენად ძირითადი დრო არ იქნა საკმარისი და დამატებითი ტაიმები დაინიშნა, თამაში კი ისევ "მერანს" მიჰყავდა. მე-100 წუთზე შეცვლაზე შემოსულმა ზვიად ქანთარიამ იაქტიურა, როცა მისავე საჯარიმოსთან აართვა მეურვეს ბურთი, შეტევა ასევე შეცვლაზე შემოსულმა ვაჟა ლომაშვილმა გააგრძელა და ფოთელთა საჯარიმოში გააკეთა გამჭოლი გადაცემა, სადაც აკაკი შულაია დატოვეს სტუმრებმა უმეთვალყურეოდ, "მერანელმა" ახლო მანძილიდან გახსნა ანგრაიში, მ. ხურცილავას სახელობის ცენტრალური სტადიონის ტრიბუნები კი სიხარულის ემოციებისგან "დაინგრა".
დარჩენილ დროში საკმაოდ უხეში თამაში წავიდა და ისედაც "მკაცრ" ნინუას, რამდენჯერმე მოუწია ფებურთელების გაფრთხილება, ჯერ, ორი ყვითელი ბარათის გამო, "კოლხეთის" კაპიტანს - ლაშა გოგონაიას მოუწია მოედნის დატოვება, ცოტახანში კი მსაჯთან შელაპარაკების გამო ბოლქვაძეც გააძევა მოედნიდან მთავარმა არბიტრმა.
მეორე დამატებით ტაიმში მარტვილელებს უფრო მეტი სივრცე მიეცათ და 5 წუთიან მონაკვეთში, სამი რეალური საგოლე მომენტი ჰქონდათ მასპინძლებს, ჯერ შულაიამ და ქანთარიამ ვერ გამოიყენეს იდელაური შანსი, როცა მეკარესთან პირისპირ გავიდნენ, მესამე ეპიზოდში კი ბენჟამინ ტეიდი გაიყვანეს თანაგუნდელებმა ძაგანიასთან პირისპირ, თუმცა ამ შემთხვევაშიც მეკარე დაუფლა ბურთს.
საბოლოოდ, მატჩი გიორგი მიქაძის გუნდის გამარჯვებით 1-0 დასრულდა. დღევანდელი გამარჯვებით, მარტვილის "მერანმა" 6 წლის წინ მიღწეული საუკეთესო შედეგი გაიმეორა, მაშინაც პირველ ლიგაში იმყოფებოდა ჩვენი გუნდი, როცა თასის ნახევარფინალში გავიდა. იმედი ვიქონიოთ "მეორე ცდა" უფრო წარმატებული იქნება და ღირსეულად მიაღწევს "მერანი" მთავარ მიზანს ორივე ფრონტზე!
თუ ვის შეხვდება ჩვენი გუნდი ნახევარფინალში, უახლოეს დღეებში გაირკვევა წილისყრის შედეგად. თასის ნახევარფინალი კი 2 ნოემბერს გაიმართება მარტვილში და ფინალისტის ვინაობა ერთი შეხვედრის შედეგით გამოვლინდება.
19 ოქტომბერი. 15:00 მარტვილი. დ. ყიფიანის თასი. 1/4 ფინალი
"მერანი" (მარტვილი) - "კოლხეთი 1913" (ფოთი) 1-0 (0-0)
გოლი: შულაია (100')
"მერანი": კუპატაძე, ორბელაძე ©, ციმაკურიძე, მელიავა, გეგია, ტეიდი, წყაროზია (ქანთარია 106'), ჯიქია (ლომაშვილი 78'), ჩალაძე, შულაია, საბანაძე (წოწონავა 124').
სათადარიგო: მამალაძე, ჯიჯელავა, თოლორდავა, ლუკავა,
მთავარი მწვრთნელი: გიორგი მიქაძე
"კოლხეთი 1913": ძაგანია, კილასონია, რამალდანოვი, კერძევაძე, ქებურია, ჯღამაია, კაკულია, კორობკა, ბოლქვაძე, გოგონაია ©, ოზარკივ.
სათადარიგო: თებიძე, ტუღუში, ლუკავა, ჩაკვეტაძე, ქვარცხავა, შალიკაშილი, კოკაია.
მთავარი მწვრთნელი: გელა სანაია.
გაფრთხილება: რამალდანოვი, ჯღამაია, კაკულია, გოგონაია, ჩაკვეტაძე (კოლხეთი 1913)
ორბელაძე, წყაროზია, მელიავა, საბანაძე, ჩალაძე (მერანი)
გაძევება: გოგონაია, ბოლქვაძე (კოლხეთი 1913)
მთავარი მსაჯი: ბაკურ ნინუა...............................................

Posted by: ogafa2 20 Oct 2016, 18:06
http://pix.ge/

Posted by: ogafa2 22 Oct 2016, 00:49
http://pix.ge/

Posted by: mcenare-99 22 Oct 2016, 13:12
ძველი თემა რა უყავით? rolleyes.gif

Posted by: beka331 22 Oct 2016, 16:18
QUOTE
ძველი თემა რა უყავით? 

mcenare-99
100 გვერდს გადასცდა

Posted by: ogafa2 22 Oct 2016, 16:20
100 გვერდზე ავი და ახალი გახსენიოო

Posted by: mcenare-99 22 Oct 2016, 17:20
ინფორმაცია მაინც დაგედოთ გუნდზე მერე ან ძველი თემის ლინკი პირველ პოსტში

Posted by: ogafa2 22 Oct 2016, 17:39
ესე როგორ -https://forum.ge/?f=68&showtopic=34169583&st=1485

Posted by: took13 23 Oct 2016, 02:16
ლიგა პრო 1 ში რომ მოხვდეთ რომელ ადგილზე უნდა გახვიდეთ მინიმუმ ?

Posted by: ogafa2 23 Oct 2016, 09:21
პრო 1 ში ვერა პრო 2 ში ექვსეული,კარგი შანსი გვაქვს თასზე smile.gif

Posted by: took13 24 Oct 2016, 23:12
ogafa2

ეგ ვიგულისხმე. ოღონდ კითხვა ცოტა სხვანაირად უნდა დამესვა.

ლიგა პრო 1ში იქნება 10 გუნდი.
ლიგა პრო 2შიც 10 გუნდი. ამ 10 გუნდიდან 4 გუნდი, წლევანდელი გარდამავლი ჩემოუინატიდან გავარდნილი გუნდია. დ 6 გუნდი მოხვდება სულ პირველი ლიგის ორივე ზეონიდან პრო 2 ში. ხოდა კითხვა შემდეგში მდგომარეობს. თქვენს ზონაში თქვენ რომელ ადგილზე უნდა გახვიდეთ რომ მოხვდეთ პრო 2 ში. პლეი ოფფი ან რამე გიწევთ ?

Posted by: ogafa2 25 Oct 2016, 00:15
took13 გასაგებია პირველ ოთხეულში თუ მოვხვდით -პრო 2 ში.მეხუთე მეექვსეზე პლეი ოფფი.

Posted by: took13 25 Oct 2016, 02:15
ogafa2

მადლობა, გავაკრვიე უკვე.

არ არის ეგრე. პირველი მეორე ხვდება პირდაპირ პრო 2ში. 3, 4 , 5 , 6 ფლეი ოფი ყველა smile.gif

Posted by: ogafa2 25 Oct 2016, 02:28
took13 მართალი ხარ მასეა პირველი მეორე ხვდება პირდაპირ პრო 2ში. 3, 4 , 5 , 6 ფლეი ოფი ყველა

Posted by: ogafa2 30 Oct 2016, 17:06
გამარჯვება რუსთავში - "რუსთავი" 0-1 "მერანი"
საკუთარ მოედანზე ცხინვალის "ლიახვთან" დიდი ანგარიშით 6-0 (!) გამარჯვების შემდეგ, პირველი ლიგის გათამაშების კიდევ ერთი კალენდარული მატჩი მოიგო მარტვილის "მერანმა", მარტვილელებმა ამჯერად "რუსთავი" დაამარცხეს სტუმრად მინიმალური ანგარიშით 1-0.
აღნიშნულ მატჩში გიორგი მიქაძის და ვარლამ კილასონიას გუნდებს დანაკლისით მოუწიათ ასპარეზობა. მასპინძლებს ტრავმების გამო გიორგი ლემონჯავა და მერაბ გიგაური დააკლდათ, სტუმრების რიგებში კი ასევე ტრავმების გამო ვერ ითამაშეს რევაზ გეწაძემ და ივანე ხაბელაშვილმა.
თამაში ჩვენმა გუნდმა კარგად დაიწყო და შეხვედრის მე-8 წუთზე შეეძლო ლაშა ჩალაძეს ანგარიშის გახსნა, "მერანელი" მეტოქე გუნდის საჯარიმოს მისადგომებიდან დაემუქრა ალავიძეს კარს, მცირე მანძილით აცდა ბურთი.
21-ე და 23-ე წუთებზე საბანაძემ დაარტყა ორჯერ ზუსტად "რუსთავის" კარში, მაგრამ ორივე შემთხვევაში მასპინძელთა კიპერი ადვილად დაეუფლა ბურთს.
პირველ ნახევარში დათა სიჭინავას მიერ შესრულებულ საჯარიმო დარტყმას თუ არ ჩავთვლით, რა დროსაც კუპატაძემ ითამაშა დამაჯერებლად, მეტოქეს რეალური საგოლე მომენტი არ ქონია.
27-ე წუთზე ნიკოლოზ საბანაძე მცველს ადვილად გაცდა და შორიდან დაარტყა, ალავიძემ ბურთი ვერ დაიმორჩილა და კარის გვერდითა ძელმა იხსნა რუსთაველები.
39-ე წუთზე კი "მერანის" უპირატესობა გოლში გარდაისახა. შეტევა კიჭი მელიავამ წამოიწყო, მისი გადაცემის შემდეგ აკაკი შულაიამ ხელსაყრელ პოზიციაზე დაუგორა ბურთი ლაშა ჩალაძეს, რომელმაც კუთხეში მოჭრილი და რაც მთავარია ზუსტი დარტყმით ანგარიში გახსნა.
მეორე ნახევარში, ანგარიშიდან გამომდინარე უფრო დაცვაში გამაგრდა "მერანი" და კონტრიერიშებზე ააგო თამაში.
53-ე წუთზე მასპინძელთაგან ციცვიძე ფლანგიდან ჩაწოდებას აპირებდა, მაგრამ ბურთი კარისკენ წავიდა და კუპატაძემ მუშტით მოიგერია კუთხურზე.
მორიგი იერიშის დროს ჩიმაკაძის პასით ჩიკვაიძე ურტყამდა ახლოდან "მერანის" კარში, მცირედ არაზუსტად.
"მერანის" საპასუხო კონტრიერიში სახიფათო გამოდგა, მეკარესთან პირისპირ ქანთარია გადიოდა, მაგრამ "რუსთავის" მცველმა ითამაშა დაზღვევაზე კარგად.
შეხვედრის მიწურულს "ფოლადის" სტადიონზე მცირე შეხლა-შემოხლა ჯერ მოედანზე, შემდეგ კი გულშემატკივრებს შორის გაგრძელდა, მაგრამ სიტუაცია მალე განიმუხტა და თამაშიც განახლდა.
მსაჯის მიერ კომპენსირებული დრო მიმდინარეობდა, როცა "რუსთაველთაგან" შეცვლაზე შემოსული ციცქიშვილი წაიქცა "მერანის" საჯარიმოში, მასპინძლები თერთმეტმეტრიანის დანიშნვას ითხოვდნენ, თუმცა "მერანის" მცველმა გიორგი გეგიამ ბურთზე ითამაშა და მსაჯის გადაწყვეტილებით თამაშის წესები არ დარღვეულა.
საბოლოოდ შეხვედრა "მერანის" გამარჯვებით 1-0 დასრულდა. მარტვილელებს 13 ქულა აქვთ და ისევ მე-6 პოზიციაზე არიან. "მერანი" მომდევნო ორ მატჩს მარტვილში გამართავს. 2 ნოემბერს დ. ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალში "ჩიხურას" უმასპინძლებს ჩვენი გუნდი, 5 ნოემბერს კი პირველი ლიგის გათამაშებაში ხარაგაულის "ჩხერიმელას" დაუხვდება.
29 ოქტომბერი. 15:00. რუსთავი. პირველი ლიგა.
"რუსთავი" (რუსთავი) - "მერანი" (მარტვილი) 0-1 (0-1)
გოლი: ლაშა ჩალაძე (39')
"მერანი": კუპატაძე, ორბელაძე ©, ციმაკურიძე, მელიავა, გეგია, ტეიდი, ჩალაძე, შულაია, წყაროზია (გიორგაძე 78'), ჯიქია (ლომაშვილი 56'), საბანაძე (ქანთარია 60').
სათადარიგო: მამალაძე, წოწონავა, ჯიჯელავა.
მთავარი მწვრთნელი: გიორგი მიქაძე
"რუსთავი": ალავიძე, გოცაძე, ჩიკვაიძე, სარიშვილი, ჩიმაკაძე, ქათამაძე, ციცვიძე, მინდორაშვილი, სიჭინავა, ბრაჭული, კილასონია ©.
სათადარიგო: ქარდავა, ციცქიშვილი, თაბუკაშვილი, მეტრეველი, ივანიშვილი, ბაქრაძე, თათხაშვილი.
მთავარი მწვრთნელი: ვარლამ კილასონია.
გაფრთხილება: მელიავა (4'), ჩიკვაიძე (26'), ქათამაძე (50') გიორგაძე (79'), კუპატაძე (80).
მთავარი მსაჯი: გიორგი დოგრაშვილი ............... -------- ............ ედემი ელერჯია

Posted by: ogafa2 1 Nov 2016, 19:37
http://pix.ge/
* * *
http://s11.radikal.ru/i183/1611/17/f74f463ecf56.png
* * *
http://radikal.ru
* * *
გაგაცნობთ ჩვენი გუნდის სასტარტო შემადგენლობას: კუპატაძე, ორბელაძე ©, გიორგაძე, ციმაკურიძე, გეგია, ლომაშვილი, წყაროზია, ტეიდი, ჯიქია, შულაია, ქანთარია.
სათადარიგო: მამალაძე, წოწონავა, თოლორდავა, ლუკავა, ჯიჯელავა, ქაჯაია, ანთია.
მთავარი მწვრთნელი: გიორგი მიქაძე ............ წარმატებები მერანს

Posted by: acdachi 2 Nov 2016, 15:03
1-0 იგებს მერანი..
ეგრეც ვფიქრობ რომ უნდა მოიგონ



სტადიონზე იაპონიის, პორტუგალიის და ა.შ დროშები რა შუაშია?

Posted by: sergo_38_fcz 2 Nov 2016, 15:24
acdachi
პოლონეთი, ჩეხეთი, ავსტრია, საფრანგეთი და ჰოლანდია გამოგრჩა ...
smile.gif

დიმამ ახსნა, რომ ადგილობრივ პრეზიდენტს ჰყვარებია ჩეხური პივა, მაცარელა, ავსტრიული ძეხვი, ჰოლანდიური ჰაშიში და იაპონური სამზარეულო, მარა დიმა ისეთი ტიპია, ბოლომდე მაინც ვერ ვენდობი ...

Posted by: acdachi 2 Nov 2016, 15:45
არ გამომრჩენია, ა.შ დავწერე, ანუ აღარ ჩამოვთვალე
ეხლა დავაკვირდი საბერძნეთიც არის ესპანეთიც

მემგონი მარტვილი უჩუმრად შევოდა ევროკავშირში და გვიმალავენ
ფაქტია ევროპამდე ერთი ნაბიჯი აშორებთ smile.gif

Posted by: ogafa2 2 Nov 2016, 16:12
მერანი 3 - 0 ჩიხურა მოვიგეთ
* * *
http://pix.ge/http://pix.ge/

Posted by: took13 2 Nov 2016, 19:32
ogafa2

გილოცავთ.


იმედია მიმოხილვა დაიდება.

Posted by: beka331 2 Nov 2016, 19:59
ვა, ძალიან მაგარი, სიმართლე რომ ვთქვა მქონდა იმედი, მაგრამ არც იმდენად დიდი რომ ამხელა ანგარიში მეფიქრა..
ფინალში ტორპედოა და უნდა მოიგონ !

სადაც ამდენი ქნეს, ესეც რა

Posted by: ogafa2 2 Nov 2016, 20:54
გაიხარეთ ფინალში ვართ იმედია თასაც მოვიგებთ
* * *
http://pix.ge/ მიმოხილვა მალე დაიდება

Posted by: akkai 2 Nov 2016, 21:14
ალბათ იმ ორიდან ფინალში ესენი გერჩივნათ.
აბა წარმატებები

Posted by: beka331 2 Nov 2016, 21:20
თასი და ევროპა ლიგა ღადაობ ? lol.gif
რავიცი, ძალიან მაგარი იქნება, ეგებ მოხერხდეს, მაგრად ვბალეშიკობ

Posted by: ogafa2 2 Nov 2016, 21:47
თასი და ევროპა ლიგა კი მაგრამ მთავარია ჯგუფურები დადოს ვინმემ
* * *
http://pix.ge/
* * *
მარტვილის მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე შეკრებილი პუბლიკა დაუვიწყარი გამარჯვებისა და, შესაბამისად, ისტორიული შედეგის თვითმხილველი გახდა - პირველად "მერანის" არსებობის განმავლობაში, გუნდი საქართველოს თასის ფინალში გავიდა.

ახალგაზრდა სპეციალისტის, გიორგი მიქაძის შეგირდებმა თასის მიმდინარე გათამაშებაში აქამდეც შთამბეჭდავი თამაში აჩვენეს - ნახევარფინალამდე ზედიზედ უმაღლესი ლიგის ერთბაშად 3 გუნდი ჩამოიცილეს გზიდან, გუშინ ჩემპიონობის ერთ-ერთ ფავორიტ "ჩიხურას" შანსი არ დაუტოვეს და უდიდეს წარმატებასაც გამოჰკრეს ხელი.

აღსანიშნავია, რომ "მერანი" ნახევარფინალში მეორედ ასპარეზობდა. 6 წლის წინათ მარტვილელები, მალხაზ ჟვანიას თავკაცობით, ახლოს იყვნენ ფინალში გასვლასთან, თუმცა ქვეყნის მაშინდელ ჩემპიონ "ვიტ ჯორჯიასთან" ორრაუნდიან დაპირისპირებაში დამარცხდნენ და ტურნირს გამოეთიშნენ.

სანამ უშუალოდ შეხვედრის პერიპეტიებზე გადავიდოდეთ, ვთქვათ ისიც, რომ სტუმართა რიგებში დისკვალიფიცირებული იყო მიხეილ სარდალიშვილი, მასპინძელთა დანაკარგი კი გაცილებით დიდი იყო - ტრავმის გამო ივანე ხაბელაშვილსა და რევაზ გეწაძეს, ხოლო ბარათების სიჭარბის გამო კიჭი მელიავას, ნიკოლოზ საბანაძესა და ლაშა ჩალაძეს მოუწიათ მატჩის გამოტოვება.

საწყისი წუთები სტუმრებს ცუდს არაფერს უქადდა. მეტწილად, თანაბარი თამაში მიმდინარეობდა, რაც მოედანზე არსებულმა შინაგანმა დაძაბულობამ განაპირობა. საჩხერელები ძირითადად მაღალი ჩაწოდებებითა და "სტანდარტულებით" ცდილობდნენ, გასულიყვნენ ფონს. და მაინც, სტუმრები რამდენჯერმე დაემუქრნენ დავით კუპატაძის კარს, თუმცა ჯერ გიორგი განუგრავას შორეული, შემდეგ კი გიორგი რეხვიაშვილის თავური გამოდგა არაზუსტი.

34-ე წუთზე მერანელებმა შესანიშნავი სამსვლიანი (ორბელაძე-შულაია-ქანთარია) კომბინაცია გაითამაშეს, რის შედეგადაც ზვიად ქანთარია მეკარესთან მარტო დარჩა, დინო ჰამზიჩს ბურთი თავზე გადაუგდო და ანგარიშიც გაიხსნა.

ფრთაშესხმულ და ფანებისგან შეგულიანებულ მასპინძლებს ტაიმის ბოლოსკენ კიდევ ერთხელ შეეძლოთ გატანა, თუმცა შოთა ჯიქიას პასით ისევ ერთი-ერთზე გასულმა ქანთარიამ იგივე ხრიკი ჯეროვნად ვერ გამოიყენა - ამჯერად ბურთი კარს ზემოდან გადაევლო.

"ჩიხურას" დამრიგებელმა თამაშში გარდატეხის შეტანა ტაქტიკური გადაადგილებით სცადა, მაგრამ ეს ეფექტური არ აღმოჩნდა. პირიქით, მეორე ტაიმში "მერანის" უპირატესობა კიდევ უფრო გამოიკვეთა. მასპინძლებმა უკვე მთლიანად ჩაიგდეს ხელში თამაშის სადავეები და მშვიდად აკონტროლებდნენ ვითარებას.

"ჩიხურას" ცდა არ დაუკლია, მაგრამ მოწინააღმდეგის საჯარიმოსთან მიახლოება და რეალური ხიფათის შექმნა უჭირდა. "მერანმა" კი პრაგმატული, შედეგზე ორიენტირებული თამაშის გარდა, საგოლე მომენტების რეალიზების კარგი მაჩვენებლითაც დაგვამახსოვრა თავი.

53-ე წუთზე გიორგი ციმაკურიძემ ბენჟამინ ტეიდი დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა. საჯარიმოში ტეიდსა და შოთა კაშიას შორის ორთაბრძოლისას ორივე ფეხბურთელი წაიქცა, არბიტრმა სტუმართა მცველი დაადანაშაულა და 11-მეტრიანთან ერთად, ყვითელი ბარათითაც დასაჯა, პენალტი კი უნაკლოდ შეასრულა აკაკი წყაროზიამ - 2:0.

ამის შემდეგ "ჩიხურამ" რამდენიმე მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტი შექმნა. გამოსარჩევია საბა ლობჟანიძისა და კაშიას დარტყმები, მიზანს მცირე მანძილით რომ ასცდა. ყველაზე რეალური მომენტი მაინც თორნიკე გორგიაშვილს ჰქონდა. მისი თავური მარტვილელთა კარის დარაჯმა რის ვაივაგლახით მოიგერია.

"ჩიხურა" მაინც ცდილობდა გატანას, მაგრამ ამ დროს სტუმრებმა მოედნის ცენტრში უხეში შეცდომა დაუშვეს და განვითარდა შეტევა, რომელიც ლევან წოწონავას მიერ საშუალო დისტანციიდან გატანილი გოლით დასრულდა - 3:0.

მოკლედ, მარტვილში ნამდვილი საფეხბურთო ზეიმი შედგა. მერანელებმა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ კიდევ ერთხელ გაახარეს გულშემატკივრები და ნანატრი ფინალის საგზურიც დამსახურებულად მოიპოვეს.

საქართველოს თასი. 1/2-ფინალი
02.11. მარტვილი. "მურთაზ ხურცილავა"
მერანი-ჩიხურა 3:0
გოლები: 1:0 ქანთარია (34. შულაიას პასით), 2:0 წყაროზია (53-პენ), 3:0 წოწონავა (90)
მერანი: კუპატაძე, გიორგაძე, ციმაკურიძე, ორბელაძე, გეგია, წყაროზია, ტეიდი, ლომაშვილი, ჯიქია (67. წოწონავა), ქანთარია (83. ანთია), შულაია (90. ლუკავა).
სათადარიგოები: მამალაძე, თოლორდავა, ჯიჯელავა, ქაჯაია
მწვრთნელი: გიორგი მიქაძე
ჩიხურა: ჰამზიჩი, თ. გრიგალაშვილი (83. კაკუბავა), შ. კაშია, რეხვიაშვილი, განუგრავა, გვალია, ლექვთაძე, ჩიკვაიძე, გორგიაშვილი (75. კორიფაძე), ლობჟანიძე, ტატანაშვილი.
სათადარიგოები: სეფიაშვილი, დეკანოიძე, მუმლაძე
მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
გაფრთხილება: შ. კაშია (53), განუგრავა (59), შ. ჯიქია (63), გორგიაშვილი (71)
არბიტრი: გ. ყრუაშვილი. ............. --------- ........... ბესიკ გვაზავა


Posted by: ogafa2 4 Nov 2016, 00:11
http://radikal.ru/video/HZUce1gNOpS
* * *
http://radikal.ru/video/pdcbVNn4n3N

Posted by: ogafa2 6 Nov 2016, 16:47
http://pix.ge/
* * *
http://pix.ge/
* * *
http://radikal.ru/video/OEqlv8eMv5c

Posted by: ogafa2 8 Nov 2016, 00:06
გავედით ფინალში http://radikal.ru/video/xN7p0QTTfYn
* * *
შეუჩერებელნი! „მერანმა“ „ჩხერიმელაც" არ დაინდო
მარტვილის „მერანი“ მოწინააღმდეგე გუნდების „რბევას“ განაგრძობს, დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალში საჩხერის „ჩიხურას“ 3-0 დამარცხების შემდეგ, პირველი ლიგის გათამაშების XIV ტურში, უფრო დიდი ანგარიშით და ნაკლები ძალების დახარჯვით, 4-0 გაანადგურეს მარტვილელებმა ხარაგაულის „ჩხერიმელა“.
დღევანდელ დაპირისპირებაში ფავორიტი თავიდანვე ცნობილი იყო და მასპინძლები, რომ ღირსეულ სამ ქულას ჩაიწერდნენ აქტივში ეს ადვილად პროგნოზირებადი იყო.
„მერანელებმა“ სწრაფ გოლზე გააკეთეს აქცენტი და თუ შეხვედრის მე-8 წუთზე იუბილარი ლაშა ჩალაძის შორეული დაარტყმა გამოდგა მცირედ არაზუსტი, სამ წუთში, იგივე ჩალაძემ ითამაშა ჩინებულად, რომლის ფლანგიდან გარღვევას და დიაგონალურ გადაცემას, ნიკოლოზ საბანაძის ზუსტი თავური დარტყმა მოჰყვა და ანგარიში მე-11 წუთზე გაიხსნა 1-0.
საბანაძე ვახსენეთ და ისიც ვთქვათ, რომ მარტვილელთა თავდამსხმელმა, რომელმაც დისკვალიფიკაციის გამო თასის ნახევარფინალი გამოტოვა, დღევანდელ შეხვედრაში გაილაღა და შეიძლება ითქვას „ორმაგი დუბლი“ გაიფორმა, ჩვენმა „ცხრიანმა“ ორი გოლი და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა.
22-წუთზე აკაკი შულაიას მიერ მოწოდებული კუთხურის შემდეგ, სტუმრების საჯარიმოში ისევ საბანაძემ აჯობა ყველას და თავით მეორედ აიღო „ჩხერიმელას“ კარი 2-0.
მართალია, სტუმართა კიპერმა ოთხი გოლი გაუშვა, მაგრამ იმდენად სუსტად გამოიყურებოდა "ჩხერიმელას“ დაცვის ხაზი, რომ არა მარიამიძის თავგანწირული თამაში, შეიძლებოდა უფრო გამანადგურებელი ანგარიშით წაეგოთ ხარაგაულელებს.
ერთი ასეთი ეპიზოდი 33-ე წუთზე განხმუხტა მარიამიძემ, როცა ქანთარიას აჯობა და ნახტომში მოიგერია ბურთი, ერთ წუთში კი ნიკოლოზ საბანაძემ ცრუ მოძრაობით ჩამოიშორა მეურვე და საჯარიმოს მისადგომებიდან მოჭრილი, უძლიერესი დარტყმა განახორციელა მეტოქე გუნდის კარის მიმართულებით, ამჯერადაც შესანიშნავად ითამაშა კიპერმა და მუშტებით კუთხურზე მოიგერია ბურთი.
მეორე ნახევარიც მარტვილელების კარნახით წარიმართა და ბურთის გაგორებასთან ერთად, პერიოდულად მწვავე იერიშებსაც ახორციელებდენ მასპინძლები.
49-ე წუთზე აკაკი შულაია შეიჭრა სტუმართა საჯარიმოში და ჯიქიას გაუკეთა გადაცემა, შოთა ჯიქიას მარიამიძემ არ გაატანინა, 67-ე წუთზე კი ქანთარიას დარტყმულ ბურთს გადაეღობა "ჩხერიმელას" მეკარე.
ტაიმის მიწურულს სტუმრებს დაღლა დაეტყოთ, ბედს შეურიგდნენ და უკვე იმ მცირე წინააღმდეგობასაც ვერ უწევდნენ მეტოქეს, რასაც მეტ-ნაკლებად პირველ ნახევარში ახერხებდნენ.
83-ე წუთზე მარტვილელების მრავალსვლიანი კომბინაციის შემდეგ, ნიკოლოზ საბანაძეს თავადაც შეეძლო ახლო მანძილიდან დაერტყა და ჰეთ-თრიქი გაეფორმებინა, მაგრამ უფრო ხელსაყრელ ადგილას მყოფ ქანთარიას დაუგორა ბურთი და ქანთარიამ ახლო მანძილიდან 3-0 გახადა ანგარიში.
შეხვედრის დასრულებამდე ორი წუთით ადრე, ანალოგიურად მოიქცა საბანაძე, როცა "ჩხერიმელას" საჯარიმოში, შეცვლაზე შემოსულ ჯიქიას "დაუთმო" ამჯერად ბურთი, ჯიქიამ კარში ზუსტად დაარტყა და საბოლოო ანგარიში 4-0 დააფიქსირა.
ამ გამარჯვებით „მერანი“ „კოლხეთს“ დაეწია და სატურნირო ცხრილში მე-5 პოზიციაზეა. ჩვენი გუნდი მომდევნო შეხვედრას 9 ნოემბერს მცხეთაში გამართავს. მეტოქე თბილისის „მარკ სტარსი“ იქნება.
5 ნოემბერი. 14:00. მარტვილი. "მურთაზ ხურცილავა"
გარდამავალი ჩემპიონატი. პირველი ლიგა XIV ტური
"მერანი" (მარტვილი) - "ჩხერიმელა" (ხარაგაული) 4-0 (2-0)
გოლები: 1-0, 2-0 ნიკოლოზ საბანაძე (11' 20'), 3-0 ზვიად ქანთარია (83'), 4-0 შოთა ჯიქია (88')
"მერანი": მამალაძე, ორბელაძე © (ჯიქია 46') , გიორგაძე, ციმაკურიძე, გეგია (წოწონავა 46'), ლომაშვილი, ტეიდი, ჩალაძე, შულაია (წყაროზია 68'), ქანთარია, საბანაძე.
სათადარიგო: კუპატაძე, ლუკავა, ჯიჯელავა, ჩუბითიძე.
მთავარი მწვრთნელი: გიორგი მიქაძე
"ჩხერიმელა": მარიამიძე, ოკრიბაშვილი, გაბუნია, გაგოშიძე, სულაძე, ღლონტი, ურუშაძე, ჩოხელი, კვირიკაშვილი (დავუდი 70'), კურტანიძე (ჭყოიძე 59'), აკა.
სათადარიგო: კუდუხაშვილი, ნ. კურტანიძე, ჭყოიძე, ხეცურიანი.
მთავარი მწვრთნელი: პაატა ლურსმანაშვილი
გაფრთხილება: გიორგი კვირიკაშვილი (51'), აკაკი შულაია (66').
მთავარი მსაჯი: კოტე გიორგაძე (სამტრედია) ........... ----------- ............... ედემი ელერჯია

Posted by: ogafa2 10 Nov 2016, 14:37
"მარკ სტარსი" 1-3 "მერანი" http://pix.ge/

Posted by: ogafa2 14 Nov 2016, 14:30
"მერანელების" დღე!
"მერანი" (მარტვილი) 1-0 "იმერეთი" (ხონი)
"გურია" U17 (ლანჩხუთი) 0-4 "მერანი" U17 (მარტვილი)
"გურია" U15 (ლანჩხუთი) 0-1 "მერანი" U15 (მარტვილი)
თამამად შეიძლება ითქვას, 13 ნოემბერი "მერანელების" დღე იყო, ძირითადმა გუნდმა მორიგი გამარჯვება რომ მოიპოვა ეს უკვე იცით, უფროსებს არც ჭაბუკთა გუნდის ფეხბურთელები ჩამორჩნენ და ჩვენმა ასაკობრივმა გუნდებმა ლანჩხუთიდან 6 ქულა ჩამოიტანეს.
ჭაბუკთა ლიგის გათამაშებაში, ჩემპიონატის მიწურულს, განსაკუთრებულ ინტერესს U17 გუნდის ასპარეზობა იწვევს, რადგან U15 გუნდმა რამდენიმე ტურით ადრე გაინაღდა ჩემპიონობა და დარჩენილი შეხვედრები მათთვის ფორმალობას წარმოადგენს. მიუხედავად ამისა, ნორჩი "მერანელები" უმოტივაციობას არ უჩივიან და ბოლო ტურის წინა შეხვედრაში ლანჩხუთელი თანატოლები დაამარცხეს სტუმრად 1-0.
ალიკა კალანდიას შეგირდებმა სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე მყოფ "გურიასთან" იოლი გამარჯვება მოიპოვეს. მთავარ მწვრთნელს წინასწარ მოპოვებულმა ჩემპიონობამ, გუნდში როტაციის უფლება მისცა, შესაბამისად ორ ფეხბურთელს ჰქონდა დებიუტი "გურიასთან" მატჩში, თოდუამ და ჟვანიამ პირველად ითამაშეს "მერანის" რიგებში.
გოლი კი მეორე ტაიმის დაწყებიდან 15 წუთში გაიტანეს სტუმრებმა, "მერანის" კიპერის - გიორგი გეგეჭკორის შორეული ზუსტი გადაცემის შემდეგ, კვანტალიანმა გაუკეთა იდეალური პასი საბა კანკაძეს, "მერანის" ახალწვეულმა უშანსოდ დატოვა მოწინააღმდეგე გუნდის მეკარე და "სამქულიანი" გოლი გაიტანა.
ჭაბუკთა ლიგის გათამაშების დასრულებამდე ერთი ტური დარჩა. მარტვილელები 29 ქულით პირველ ადგილზე არიან და 8 ქულით უსწრებენ მეორე პოზიციაზე მყოფ ქობულეთის "შუქურას".
"მერანელები" ბოლო ტურის მატჩს 20 ნოემბერს მარტვილში გამართავენ ბათუმის "დინამოს" წინააღმდეგ.
"გურია" U15 (ლანჩხუთი) 0-1 "მერანი" (მარტვილი) U15
გოლი: 0-1 (საბა კანკაძე)
"მერანი": (U15) გეგეჭკორი, კარანაძე, გაბელია, თოლორდავა, ახალაია, ჯანჯღავა ©, სანაია, ნაჭყებია, კანკაძე, თოდუა, კვანტალიანი.
სათადარიგო: ჟვანია, ჯიჯელავა, ოდიშარია, დანელია, წოწონავა, ლაშქარავა.
მთავარი მწვრთნელი: ალიკა კალანდია.
პლეი-ოფი გაინაღდა "მერანის" U17-მა გუნდმა, რომელმაც ლანჩხუთის სათადარიგო სტადიონზე ადგილობრივ "გურიას" გამანადგურებელი ანგარიშით 4-0 მოუგო. მარტვილელებს პირველი ადგილის შანსიც აქვთ, უბრალოდ ეს სხვა გუნდზეც არის დამოკიდებული, თუ ბოლო ტურში ფოთის "კოლხეთი" სტუმრად ქობულეთში "შუქურასთან" წააგებს ან ფრეს ითამაშებს და "მერანი" საკუთარ მოედანზე ბათუმის "დინამოს" დაამარცხებს, პირველ ადგილზე "მერანი" გადაინაცვლებს.
რაც შეეხება "გურიასთან" მატჩს, სატურნირო ცხრილის აუსტაიდერთან ცოტნე მონიავას გუნდს გამარჯვება არ გასჭირვებია, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მთელი მატჩის განმავლობაში მარტვილელების კარნახით მიმდინარეობდა შეხვედრა, მასპინძლებმა მე-60 წუთამდე მაინც შეინახეს კარი მშრალად.
მე-60 წუთზე კი ცოტნე ხელაიამ ითამაშა კარგად "გურიას" საჯარიმოში და პენალტი გამოიმუშავა. თერთმეტმეტრიანი ზუსტად დავით ლუკავამ შეასრულა.
3-4 წუთში კახაბერ პერტაიამ ორამდე გაზარდა ანგარიში.
70-ე წუთზე "მერანის" ასაკობრივი გუნდის მთავარმა მეგოლემ თემურაზ თოლორდავა ლუკა შონიას პასით მესამედ აიღო მეტოქე გუნდის კარი.
შეხვედრის მიწურულს კი ლუკა შონიამ დაახლოებიდთ 25 მეტრიდან, შორეული, უძლიერესი დარტყმით ძალიან ეფექტური გოლი გაიტანა "ცხრიანში" და საბოლოო შედეგი დააფიქსირა 4-0 "მერანის" U17 გუნდის სასარგებლოდ.
U15 გუნდის მსგავსად, "მერანის" U17 გუნდიც ბოლო ტურის მატჩს მარტვილში გამართავს 20 ნოემბერს.
"გურია" U17 (ლანჩხუთი) 0-4 "მერანი" (მარტვილი) U17
გოლები: 0-1 (დავით ლუკავა, პენ), 0-2 (კახაბერ პერტაია), 0-3 (თეიმურაზ თოლორდავა), 0-4 (ლუკა შონია)
"მერანი": (U17) ჟიშკარიანი ©, ბოკუჩავა, ანთია, ქვარცხავა, პერტაია, ლეჟავა, ხელაია, ლომთაძე, შონია, ლუკავა. თოლორდავა.
სათადარიგო: მაკარაშვილი, ვეკუა, ლიპარტია, ქაჯაია, ხვითარია.
გაფრთხილება: ქაჯაია
მთავარი მწვრთნელი: ცოტნე მონიავა ............... -------- ................... ედემი ელერჯია
* * *
მერანი მარტვილი 1-0 იმერეთი ხონი https://www.youtube.com/watch?v=UfDvlOsb80c
* * *
http://pix.ge/
* * *
http://pix.ge/ ..............................................................

Posted by: ogafa2 15 Nov 2016, 23:39
http://pix.ge/
* * *
http://radikal.ru/video/V3UKcDHpBHF

Posted by: Ormurin_Langi 17 Nov 2016, 01:33
არაა გამორიცხული ფურორი მოახდინოს მერანმა.

ფინალია და ყველაფერი ხდება.

Posted by: ogafa2 17 Nov 2016, 13:35
Ormurin_Langi ამდენი ნაწვალები სხვანაირად ვერც წარმომიდგენია
* * *
"წყალბურთი" ხობში! "კოლხეთი" - "მერანი" 2-2

მეგრულ დერბის უამინდობამ და მოედნის ცუდმა საფარმა ხარისხი და სანახაობა დაუკარგა.. რომელ ხარისხზეა საუბარი, როცა კოჭებამდე ტალახში ჩაფლობილ ფეხბურთელებს გადაადგილება უჭირდათ და მოედანზე ისეთი წყალი იდგა ზუსტ პასებზე და ტაქტიკურ თამაშზე აქცენტის გაკეთებას აზრიც კი არ ჰქონდა.

წესით ასეთ მდგომარეობაში როცა არის მოედანი, არ უნდა ტარდებოდეს მატჩი, რადგან ფეხბურთს და ზოგადად სპორტს, რომ თავი დავანებოთ, ფეხბურთელების ჯანმრთელობის საკითხიც რისკის ქვეშ დგას, მაგრამ ჩვენს მრავლისმნახველ საფეხბურთო ჩემპიონატებში მსგავსი რამ იშვიათობას არ წარმოადგენს.

ზემოთ ხსენებული ფაქტის მიუხედავად, ორივე გუნდის ფეხბურთელებს ჟინი და მონდომება არ აკლდათ. უშეღავათო ორთაბრძოლები მრავლად იყო მოედანზე და ოთხი გოლთან ერთად, ორი გაძევება და რამდენიმე სახიფათო თუ კურიოზული მომენტი იხილა ხობის ცენტრალურ სტადიონზე შეკრებილმა პუბლიკამ.

მასპინძლებმა შეხვედრის დაწყებიდან 10 წუთში ორი გოლის გატანა მოახერხეს "მერანის" კარში. მე-4 წუთზე დაბალ კუთხეში გაიტანა გერგაიამ, 4 წუთში კი ანგარიში ორმადე მანუჩარ ლომაიამ გაზარდა.

მატჩის დებიუტშივე გაშვებული ორი სწრაფი გოლის გამო გიორგი მიქაძის გუნდი არ გატყდა და მარტვილელებს პირველ ნახევარში გათანაბრება თუ არა ანგარიშის სხვაობის შემცირება შეეძლოთ, ჯერ წყაროზიას პასით ქანთარიამ დაარტყა კარგად და მეკარემ მოიგერია, 26-ე წუთზე კი გამოცდილმა გიორგი ციმაკურიძემ ფლანგზე მეურვე ადვილად მოატყუა და საჯარიმოს გარედან უძლიერესად დაარტყა, თავის მხრივ ხობელთა მეკარემაც ბრწყინვალე "სეივი" შემოგვთავაზა და ნახტომში მუშტით კუთხურზე მოიგერია ბურთი.

31-ე წუთზე მასპინძელთაგან ირაკლი ქობალიამ ხელსაყრელი ადგილიდან დაარტყა, მაგრამ მცირედ უმტყუნა მიზანმა ქობალიას, საპასუხო ხიფათი მელიავამ შექმნა, მის მიერ ჩაწოდებულ ბურთს ჭურღულია ვერ დაეუფლა დამაჯერებლად, მცველებმა განმუხტეს სიტუაცია.

მეორე ნახევარი უფრო მეტად დაძაბული და ხისტი გამოდგა, მთავარმა მსაჯმა ჯერ მასპინძლებს გაუძევა მანუჩარ ლომაია, ანდრო გიორგაძის წინააღმდეგ უხეშობის გამო, რამდენიმე წუთში კი ვაჟა ლომაშვილს დაატოვებინა მოედანი, არბიტრის განმარტებით ფეხბურთელის მხრიდან სიტყვიერი შეუარცხყოფას ჰქონდა ადგილი.

მეორე ნახევარი კი იგივე სცენარით დაიწყო, იმ განსხვავებით, რომ, თუ პირველ ტაიმში მასპინძლები იგებდნენ ორბურთიანი სხვაობით 10 წუთში, მეორე ნახევარში 47-ე წუთზე აკაკი წყაროზიას ზუსტი გადაცემის შემდეგ, ზვიად ქანთარიამ თავური დარტყმით მინიმუმამდე შეამცირა სხვაობა.

51-ე წუთზე კი ნიკოლოზ საბანაძემ შეასრულა საჯარიმო დარტყმა, მცირე რიკოშეტის შემდეგ ხობელთა საჯარიმოში არსებული არეულობით გიორგი ციმაკურიძემ ისარგებლა და ახლო მანძილიდან სტატუსკვო აღადგინა.

საბოლოოდ მეგრული დერბი ფრედ 2-2 დასრულდა. მერანი 23 ქულით ისევ მე-4 ადგილზე დარჩა. ჩვენს გუნდს ისევე როგორც "კოლხეთს" პლეიოფში თამაში უკვე განაღდებული აქვს. ორივე ჯგუფიდან 1-2 ადგილებზე გასული გუნდები პირდაპირ ხვდებიან პრო-2 ლიგაში, უკვე გარკვეულია ის 4 გუნდი რომლებიც პრო-2 ლიგაში ითამაშებენ. ჩვენი ჯგუფიდან: "სამგურალი" და "რუსთავი". წითელი ჯგუფიდან: "ვიტ-ჯორჯია" და "გაგრა".

რაც შეეხება კიდევ ორ ადგილს. ჯგუფებში მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე ადგილებზე გასული გუნდები გამოავლენენ იმ ორ გუნდს, რომლებიც ასევე ითამაშებენ პრო-2 ლიგაში. ორ მატჩიან პლეიოფში წითელი ჯგუფის მესამე ადგილოსანი თეთრი ჯგუფის მეექვსე ადგილოსანს (პირობითად ა მატჩი), თეთრი ჯგუფის მესამე ადგილოსანი წითელი ჯგუფის მეექვსე ადგილოსანს (პირობითად ბ მატჩი), წითელი ჯგუფის მეოთხე ადგილოსანი თეთრი ჯგუფის მეხუთე ადგილოსანს (გ მატჩი), თეთრი ჯგუფის მეოთხე ადგილოსანი წითელი ჯგუფის მეხუთე ადგილოსანს (დ მატჩი) შეხვდებიან.

პლეიოფის პირველი მატჩების მასპინძლები იქნებიან მეხუთე და მეექვსე ადგილზე გასული გუნდები. წყვილებში გამარჯვებულები კი ორმატჩიან პლეიოფში გამოავლენენ მომავალ სეზონში ლიგა პრო-2 ში მონაწილე კიდევ ორ გუნდს. პლეიოფის პირველი მატჩები 28 ნოემბერს გაიმართება, განმეორებითი შეხვედრები 2 დეკემბერს. მეორე პლეიოფის მატჩები 5 და 9 დეკემბერს ჩატარდება.

მანამდე კი ჩვენი გუნდი 22 ნოემბერს თავისი არსებობის ისტორიაში ყველაზე პრინციპულ, მნიშვნელოვან და ისტორიულ მატჩს ზესტაფონში ჩაატარებს, სადაც დ. ყიფიანის სახელობის თასის ფინალში ქუთაისის "ტორპედოს" დაუპირისპირდება.

17 ნოემბერი. 14:00. ხობი. პირველი ლიგა

"ხობი" (კოლხეთი) - "მერანი" (მარტვილი) 2-2

გოლები: გოლები: 1-0 გერგაია (4'), 2-0 ლომაია (8), 2-1 ქანთარია (47'), 2-2 ციმაკურიძე (51)

"მერანი": კუპატაძე, ორბელაძე ©, ციმაკურიძე, მელიავა, გეგია, ლომაშვილი, ტეიდი, წყაროზია (წოწონავა 87'), ჯიქია (გიორგაძე 46'), ქანთარია (ჩუბითიძე 75'), საბანაძე.

სათადარიგო: მამალაძე, შულაია, ჯიჯელავა, თოლორდავა.

მთავარი მწვრთნელი: გიორგი მიქაძე

"კოლხეთი": ჭურღულია, ფიფია, ბერუაშვილი, ვართაგავა, გოგენია ©, გერგაია, ბუკია, წურწუმია, არქანია, ლომაია, ქობალია.

სათადარიგო: გელაშვილი, ბაკურაძე, ჭანტურიძე, გოგენია, ჯორბენაძე, რუხაია, ლოლუა.

მთავარი მწვრთნელი: როინ ონიანი

გაფრთხილება: გერგაია, წურწუმია, არქანია, ბაკურაძე, გიორგაძე.

გაძევება: ლომაია, ლომაშვილი.

მთავარი მსაჯი: ირაკლი კვირიკაშვილი

Posted by: beka331 17 Nov 2016, 22:58
აუ თბილისში რომ ყოფილიყო უეჭველი წავიდოდი.. ზესტაფონში პროსტა რა მინდა ტორე კი sad.gif

Posted by: ogafa2 17 Nov 2016, 23:12
[url=http://pix.ge/]user posted image[/url
* * *
beqa331 თბილისიდან კი არის შორი, მაშინ ტელევიზორში შეგიძლია უყურო
* * *
http://pix.ge/
* * *
http://pix.ge/
* * *
კოლხეთი ხობი 2-2 მერანი მარტვილი http://pix.ge/

Posted by: beka331 17 Nov 2016, 23:41
QUOTE
beqa331 თბილისიდან კი არის შორი, მაშინ ტელევიზორში შეგიძლია უყურო

მაგას კი აუცილებლად ვიზამ, მაგრამ სტადიონზე ყოფნა და იქიდან გულშემატკივრობას მაინც რომ სხვა მურამი აქვს , შენც იცი მგონი

Posted by: ogafa2 18 Nov 2016, 00:48
beqa331 რა თქმა უნდა სტადიონზე ქომაგობას რა ჯობია, არა და დღეს მაგარი ტამაში გვქდა ხობში ტალახში წყალში მაგრად გაუძლეს რომ არ დაშავდა ვინმე

Posted by: akkai 18 Nov 2016, 01:04
QUOTE (ogafa2 @ 4 Nov 2016, 00:11 )
http://radikal.ru/video/HZUce1gNOpS
* * *
http://radikal.ru/video/pdcbVNn4n3N




OFFTOPIC:
YOUTUBE ზე რო არხი გააკეთო და იქ ატვირთო ვიდეოები არ გირჩევნია?

ცალკე არხის ყურებადობა გაიზრდება და ცალკე ვიდეოების არქივიც იქნება და მერე იმ ლინკებს დადებ აქ


Posted by: ogafa2 18 Nov 2016, 01:33
ზედა ვიდეოში გამოჩნდა თამაზ კოსტავა უდიდესი ფეხბურთელი ბრწყინვალე მცველი .........................

Posted by: ogafa2 19 Nov 2016, 01:38
კოლხეთი ხ 2-2 მერანი https://www.youtube.https://www.youtube.com/watch?v=SAe02xWVZW0com/watch?v=SAe02xWVZW0
* * *
http://radikal.ru/video/QTteaQbv8VQ
* * *
http://pix.ge/
* * *

* * *

* * *

* * *
დ. ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების ფინალამდე, ორივე ფინალისტი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ფინალურ მატჩთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
გიორგი მიქაძე: ("მერანის" მთავარი მწვრთნელი) არ ვთვლი, რომ "მერანის" ფინალში გასვლა, შემთხვევითობა იყო. ეს ყველაფერი თავდაუზოგავი შრომის, რწმენის და მონდომების მონაპოვარია. უმაღლესი ლიგის ოთხი წამყვანი გუნდი გამოვთიშეთ თასის გათამაშებიდან, ისე რომ ყველა გუნდთან დიდი უპირატესობა გვქონდა. გარდა გორის "დილასთან" დაპირისპირებისა, გამოვყოფდი ამ შეხვედრას, რადგან დრამატული მატჩი გამოდგა და თერთმეტმეტრიანების სერიაში მოვიგეთ. ფინალში ჩვენს მოწინააღმდეგეზე იმას ვიტყვი, რომ "ტორპედო" ამ ეტაპზე ყველაზე პროგრესირებადი გუნდია. თამაშიდან თამაშამდე უმატებს და ეს ყველაფერი გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ფინალური მატჩი სანახაობრივი და საინტერესო გამოდგება ორი კარგი გუნდის მონაწილეობით.
ქუთაისის "ტორპედოს" მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა Sportall.ge-ს მკითხველთა კითხვებს უპასუხა. ამონარიდი ინტერვიუდან:
მკითხველი:
- "ტორპედო" გავიდა თასის ფინალში, სადაც კერკეტ კაკლად ქცეულ მარტვილის "მერანს" დაუპირისპირდება. და ვინაიდან თამაში მაღალი ხარისხის მოედანზეა დაგეგმილი, ეს ფაქტორი თქვენს გუნდს კიდევ უფრო უმტკიცებს ფავორიტის სტატუსს. ჩვენ დავინახეთ, როგორ დაამარცხა "მერანმა" "ჩიხურა"... რა იქნება "ტორპედოს" მთავარი პლუსი ამ თამაშში, "მერანისაგან" განსხვავებით?
კახა ჩხეტიანი:
- კი, მართალია, "მერანი" ხელოვნურზე თამაშობს, ჩვენ - ბალახზე, მაგრამ არ მგონია, ერთ კონკრეტულ შეხვედრაში ამან "მერანს" პრობლემა შეუქმნას. ფინალი ერთი მატჩისგან შედგება და იმარჯვებს ის, ვინც მაქსიმუმს გაიღებს. ამიტომ ვეცდებით, ჩვენი მაქსიმუმი გავიღოთ...

* * *
http://s017.radikal.ru/i443/1611/8b/77fd9690ac08.jpg

* * *
მიმდინარე სეზონში, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებას, მოულოდნელობები ნამდვილად არ მოჰკლებია. ფინალში ერთმანეთს უმაღლესი ლიგის აუტსაიდერი ქუთაისის "ტორპედო" და პირველლიგოსანი მარტვილის "მერანი" დაუპირისპირდებიან.
"მერანმა" პლეი-ოფში ისეთი გუნდის დამარცხება მოახერხა, როგორიც უამღლესი ლიგის ბინადარი და ჩემპიონის ტიტულისთვის მებრძოლი საჩხერის "ჩიხურაა". თასისთვის ბრძოლას გამოთიშა გორის "დილა" და ბათუმის "დინამოც" .
"მერანისათვის" ეს პირველი ფინალი და რელაური შანსია ევროასპარეზზე მოხვედისათვის.
გუნდის წარმატებულ სვლაზე qomagebi.ge-სთან კომენტარი მარტვილელთა თავდამსხმელმა და გუნდის ბომბარდირმა ნიკა საბანაძემ გააკეთა:
-სათასო სეზონი თქვენი გუნდისათვის მართლაც ფანტასტიური გამოვიდა, როგორ მოახერხეთ 4 მაღალი დონის გუნდის დამარცხება და ფინალამდე მოსვლა?
-ამის მიზეზი გუნდში არსებული ერთსულოვანი და მეგობრული გარემოა, ამან მოგვცა საფუძველი 4 ძლიერი გუნდი დაგვემარცხებინა და ფინალში გავსულიყავით.
-ფინალური მატჩსთვის როგორ ემზადებით, როგორ შეიძლებთ "ტორპედოსთან" სასურველი შედეგის მიღწევას?
-ბოლომდე ბრძოლა, თავდადება და სწორი ტაქტიკური თამაში - ესაა ის კრიტერიუმები, რითაც ქუთაისური გუნდის ძლევა შეგვიძლია. ის კარგი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული და ვფიქრობ უძლიერესი თამაშე გველის წინ.
- როგორი სეზონი ჩაატარა მარტვილის "მერანმა", შეასრულა გუნდმა დასახული მიზანი?
-თავდაპირველად ყველა ჯგუფის უპირობო ლიდერად მიგვიჩნევდა და მეტი მოლოდინი ჰქონდათ, თუმცა თავიდანვე ვერ დავიწყეთ კარგი თამაში. ნელ-ნელა დალაგდა ყველაფერი, შევთამაშდით, მწვრთვნელისა და ფეხბურთელების აზრები ერთმანეთს შეერწყა და შესაბამისად შედეგიც მოვიდა. იმედი მაქვს, ჩემპიონატში დარჩენილ ორ შეხვედრასაც ჩვენს სასარგებლოდ დავასრულებთ და ჩვენს დასახულ მიზანს მივაღწევთ.
* * *
მარტვილის "მერანი" ფინალში გასვლით არ დაკმაყოფილდება
* * *
http://qomagebi.ge/pages.php?id=540
* * *
http://pix.ge/
* * *
საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალის ბილეთების გაყიდვა 22 ნოემბერს, 10:00 ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის სალაროებში დაიწყება. ბილეთების ფასი 2 და 3 ლარია. ფინალში მონაწილე კლუბებს გულშემატკივართათვის საჩუქრად 500-500 ბილეთი გადაეცემათ.

Posted by: ogafa2 21 Nov 2016, 10:52
მერანის საფინალო ვარჯიში http://pix.ge/
* * *
საქართველოს დავით ყიფიანის თასის ფინალის პარტნიორია Borjomi • ბორჯომი http://radikal.ru
* * *
22 ნოემბერს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალური შეხვედრა გაიმართება, რომელიც ზესტაფონის "დავით აბაშიძის სახელობის არენაზე" 19:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ.

ტიტულისთვის ერთმანეთს პირველი ლიგის ბინადარი მარტვილის "მერანი" და უმაღლესლიგელი ქუთაისის "ტორპედო" დაუპირისპირდებიან. სანამ უშუალოდ გუნდებზე ვისაუბრებთ, მანამდე აღვნიშნოთ, რომ ფინალური მატჩი ზესტაფონში პირველად ტარდება. საერთოდაც, თბილისს გარეთ ფინალი პირველად 2016 წლის 18 მაისს გაიმართა. როდესაც "დინამო თბილისმა" ქუთაისის "რამაზ შენგელიას" სახელობის სტადიონზე ბოლნისის "სიონი" დაამარცხა და ტიტულს მე-13 დაეუფლა.

თასის ფინალში ძალიან ძნელია რომელიმე გუნდს ფავორიტის სტატუსი მიენიჭოს და ასეა დღესაც. ანუ ქუთაისის "ტორპედოსაც" და მარტვილის "მერანს" აბსოლუტურად თანაბარი შანსები აქვთ და ამ შემთხვევაში არანაირი მნიშვნელობა არა აქვს იმ ფაქტს, რომ მარტვილელები პირველ ლიგაში ასპარეზობენ, ხოლო ქუთათურები უმაღლეს ლიგაში მესამე ადგილზე იმყოფებიან.

"ტორპედო" თავის მე-7 ფინალს ითამაშებს, "მერანი" კი - პირველს! აღსანიშნავია, რომ საქართველოს თასის 26 წლიან ისტორიაში მეორედ ხდება როცა პირველილიგის გუნდი ახერხებს ფინალში გასვლას. პირველად ეს "გაგრამ" შეძლო 2011 წელს და მაშინაც უმაღლეს ლიგას "ტორპედო" წარმოადგენდა. გაგრელებმა დამატებით დროში მოახერხეს ტიტულის მოპოვება.

რა თქმა უნდა, საქართველოს თასის ფინალში გამარჯვება ორივე გუნდისათვის სერიოზული სტიმულია. თუმცა, დამატებითი მოტივაცია უნდა იყოს ისიც, რომ თასის მფლობელი ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს.

აქვე, ისიც უნდა დავამატოთ, რომ "ტორპედოს" ევროპალიგაზე მონაწილეობა ჩემპიონატიდანაც შეუძლია თუ გუნდი პირველ სამეულში დაიკავებს ადგილს. აი, "მერანი" კი მხოლოდ და მხოლოდ თასის აღებით გავა ევროსარბიელზე.
მოკლედ, საინტერესო ფინალი გველოდება...



ქუთაისის "ტორპედო"

ქუთაისის "ტორპედო" თასის ფინალში მე-7 გავიდა. წინა ექვსი შემთხვევიდან გუნდმა მხოლოდ ორჯერ მოახერხა ტიტულის მოგება.

ქუთათურებმა პირველად 1999 წელს მოახერხეს თასის აღება. ფინალში სენსაციურად გასული წყალტუბოს "სამგურალის" დამარცხებით (0:0პენ4:2 ). საერთოდაც, "ტორპედომ" იმ პერიოდში 4-ჯერ შეძლო ფინალში გასვლა. საიდანაც სამჯერ "ლოკომოტივს" შეხვდა (2000,2001,2002) და მხოლოდ ერთხელ მოახერხა რკინიგზელების დამარცხება, 2001 წლის 26 მაისს კვლავინდებურად პენალტების სერიაში (0:0 პენ4:3). როგორც ხედავთ "ტორპედომ" ორივე ფინალი პენალტების სერიაში მოიგო.

ამის შემდეგ იმერლები კიდევ ორჯერ იყვნენ ტიტულთან ახლოს. 2004 წელს "კლასიკოში" თბილისის "დინამოსთან" (2:1) დამარცხდნენ. აი 2011 წელს კი პირველმალიგელმა "გაგრამ" მოახერხა მათი დამარცხება.



მარტვილის "მერანი"

მარტვილის "მერანი" არსებობის ისტორიაში პირველად გავიდა თასის ფინალში. თანაც არ დაგავიწყდეთ, მარტვილელები პირველ ლიგაში ასპარეზობენ და საერთოდაც ეს მეორე შემთხვევაა, როცა ფინალში პირველილიგის გუნდი მონაწილეობს. პირველად 2011 წელს "გაგრამ" შეძლო ჯერ ფინალში გასვლა, შემდგომ კი "ტორპედოს" ძლევით საპატიო ჯილდოს დაუფლება.

წლევანდელ თასის გათამაშებამდე მარტვილელთა საუკეთესო მაჩვენებელად 2009/10 წლების სეზონში თასის ½ ფინალში გასვლა ითვლებოდა. მაშინ მალხაზ ჟვანიას გუნდი "ვიტ ჯორჯიასთან" ორრაუნდიან ბრძოლაში დამრაცხდა. მარტვილში მასპინძლებმა ვალერი იობაშვილის ერთადერთი გოლის წყალობით მოიგეს. განმეორებით მატჩი რუსთავში გაიმართა და ვეტერინარებმა 2:0 იმარჯვეს და საერთოდაც გელა გომელაურის გუნდმა მაშინ "დინამოს" დამარცხებით არსებობის ისტრიაში პირველად მოიგო თასი.

გადაწყვეტილია, რომ ფინალურ შეხვედრაში "მერანს" ვაჟა ლომაშვილი და ივანე ხაბელაშვილი დააკლდება. პირველი დისკვალიფიკაციის გამო. მეორე - ტრავმირებულია.



ურთიერთშეხვედრები

ურთიერთშეხვედრების მხრივ უპირატესობა "ტორპედოს" მხარესაა. ეს გუნდები უმაღლეს ლიგაში 14-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. აქედან 6- ჯერ “ტორპედომ” გაიმარჯვა, 5- ჯერ "მერანმა" მოიგო, სამი შეხვედრა კი ფრედ დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატში "მერანს" ხუთივე მატჩი შინ აქვს მოგებული "ტორპედოსთან".

რაც შეეხება სათასო შეხვედრებს, გუნდები მესამედ ხვდებიან ერთმანეთს. პირველად მათი გზები 2014/15 წლების სეზონში, მერვედფინალურ ეტაპზე გადაიკვეთა. მარტვილში ტორპედომ 3:0 მოიგო. ქუთაისში კი 3:4 დამარცხდა.



მერანი 0:3 ტორპედო

გოლები: 0:1 ტაბატაძე(27), 0:2 ჩიკვილაძე (66), 0:3 ტაბატაძე(67)



ტორპედო 3:4 მერანი

გოლები: 0:1 ფონიავა (6), 1:1 ჩაკვეტაძე (21), 2:1 კვერნაძე (22), 2:2 ფონიავა (54), 2:3 ჩიმაკაძე (57), 2:4 ჩიმაკაძე (65), 3:4 კვასხვაძე (73)



გზა ფინალამდე

ორივე გუნდმა მართლაც საინტერესო გზა განვლო ფინალამდე. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს "მერანის" გამოსვლა. მარტვილელებმა მიყოლებით გამოთიშეს ამბიციური უმაღლესლიგელები: ბათუმის "დინამო", გორის "დილა" (ეს უკანასკნელი პენალტების სერიაში),ფოთის "კოლხეთი" (რომელიც წელს საუცხოო სეზონს ატარებს) და მრისხანე საჩხერის "ჩიხურა", თანაც საჩხერელები 3:0 დამარცხეს.



1/16 მერანი 2:0 დინამო ბათ 1:0 2:0 შულაია (31,78)

1/8 მერანი 1:1 დილა გორი პენ 4:3 1:0 წყაროზია(51) 1:1 წიქარიძე (86)

1/4 მერანი 1:0დ.დ კოლხეთი ფოთი 1:0 შულაია(100)

1/2 მერანი 3:0 ჩიხურა 1:0 ზ.ქანთარია(34), 2:0 წყაროზია(53), 3:0 წოწონავა (90)



"მერანთან" შედარებით იოლი გზა გაიარა "ტორპედო" ქუთაისმა. ნახევარფინალამდე ქუთათურთა მეტოქეები პირველლიგას წარმოადგენდნენ: "სამგურალი", "ოდიში", "საირმე". ისიც სათქმელია, რომ არცერთი მეტოქ ხელწამოსაკრავი არაა.

ეს "მერანის" მაგალითიდანაც კარგათ ჩანს. მითუმეტეს, სათასო შეხვედრებში.

ცალკე უნდა გავიხსენოთ "ტორპედოს" ნახევარფინალური დაპირისპირება. ქუთათურთა მეტოქე ხომ "დინამო თბილისი" გახლდათ, თანაც მატჩი თბილიში იმართებოდა.

"ტორპედოს", რომელსაც ზედიზედ 11 მატჩში არ ყავდა "დინამო" დამარცხებული, ამას ემატებოდა ის ფაქტიც, რომ თასზე 9 ჩატარებული თამაშიდან არცეთი იყო მათ სასარგებლოდ დასრულებული. ანუ მარტივად რომ ვთქვათ, თასზე "ტორპედოს" დინამოსთვის არასდროს მოეგო.

კახა ჩეხეტიანის ბიჭებმა საბოლოოდ ყველაფერი დადეს და თავის ქომაგები უზომოდ გაახარეს. ფლაგმანი "დინამო არენაზე" დაამარცხეს და დღევანდელ შეხვედრაში თამაშის უფლებაც სრულიად დამსახურებულად მოიპოვეს.

ერთი საინტერესო დეტალიც უნდა გავიხსენოთ. 2007 წლიდან მოყოლებული ვინც მოახერხა თასზე "დინამოს" დამარცხება, შემდგომში ყველამ მოიპოვა თასი. ("ამერი", "ზესტაფონი", "ვიტ ჯორჯია", "გაგრა" და "დილა"). დანარჩენ შემთხვევაში თბილისელები ეუფლებოდნენ ჯილდოს.



1/16 სამგურალი 1:4 ტორპედო 1:0 ყიფიანი (6), 1:1 ტუღუში (17), 1:2 კაპანაძე (43) , 1:3 დოლიძე (83), 1:4 დოლიძე ( 88)

1/8 ოდიში 3:4 ტორპედო 0:1 საღრიშვილი (1), 1:1 ცაგარეიშვილი (25), 1:2 დოლიძე (35), 2:2 ცაგარეიშვილი (43), 3: 2 ცაგარეიშვილი (62), 3:3 კვერნაძე (74), 3:4 ქიმაძე (84)

1/4 საირმე 0:1 ტორპედო 0:1 კვერნაძე (84)

1/2 დინამო თბ 2:3 ტორპედო 0:1 ტაბატაძე (19), 1:1 ჯიღაური (30), 1:2 ქიმაძე (46), 2:2 ჯიღაური (62), 2:3 დოლიძე (63)



ზოგადი ფაქტები თასისი ისტორიაში

საქართველოს თასის ფინალში აქამდე ჩვიდმეტ გუნდს უასპარეზია (მერანი 18-ე გუნდი გახდა). აბსოლუტური რეკორდსმენი თბილისის "დინამოა": 15 ფინალი და 13 ტიტული!

"ტორპედო" - 6 ფინალი, 2 გამარჯვება; "დინამო" ბთ - 5 (1), "ზესტაფონი" - 5 (1), "ლოკომოტივი" - 4 (3), "ამერი" - 3 (2), "ცხუმი" - 2 (0), "ჩიხურა" - 2 (0), "სიონი" - 2 (0), "გურია" - 1 (1), "გაგრა" - 1 (1), "დილა" - 1 (1), "მეტალურგი"("გორდა") - 1 (0), "ოლიმპი" - 1 (0), "სამგურალი" - 1 (0), "ვიტ ჯორჯია" - 1 (0), "სამტრედია" - 1(0).



თბილისის "დინამო" და ბათუმის "დინამო" თასის ფინალში ერთმანეთს ხუთჯერ შეხვდნენ, "ტორპედო"-"ლოკომოტივი" და "ამერი"-"ზესტაფონი" კი - სამ-სამჯერ.



მწვრთნელები

თასის გათამაშების ისტორიაში აბსოლუტური რეკორდსმენი დავით ყიფიანია, რომელსაც ოთხჯერ აქვს ფინალი მოგებული (სამჯერ თბილისის "დინამოსთან", ერთხელ კი - "ტორპედოსთან" ერთად).

მართლაც უნიკალური შედეგით შეუძლია იამაყოს რევაზ ძოძუაშვილმა, რომელმაც საქართველოს თასი სამ სხვადასხვა გუნდთან (თბილისის "დინამო", "ტორპედო", "ლოკომოტივი") მოიგო.

კახა ჩხეტიანი და გიორგი მიქაძე კი თავის პირველ ფინალურ შეხვედრას ჩაატარებენ როგორც მთავარი მწვრთვნელები. ცნობისთვის ჩხეტიანს (რომელსაც მერანშიც უმუშავია) ფეხბურთელის რანგში ‘’ტორპედოსთან’’ ერთად 1999 და 2001 წელს აქვს მოგებული ტიტული. საერთოდაც კახას არაერთ ფინალში აქვს მონაწილებაა მიღებული ტორპედოს და ზესტაფონის მაისურით.
* * *
http://allsport.ge/?page=46&news_id=3624#.WDNU_7KLTDd
* * *
http://pix.ge/
* * *
[/url][url=http://radikal.ru]user posted image
............................................................................................................................

Posted by: ogafa2 22 Nov 2016, 12:27
წავედით ზრსტაფონში ვიგებთ დღეს 3-1

Posted by: koba-72 22 Nov 2016, 15:58
დავაი მერანი, გადახიე ყლორპედო!!!



Posted by: jaro87 22 Nov 2016, 21:46
გილოცავთ ღირსეულ თამაშს. გული არ გაიტეხოთ. ასეთი თამაშები რომ იყოს სულ, ბიჭები ძალიან გაიზრდებოდნენ და მოუმატებდნენ საკაიფოდ. შულაია, ფონიავა, ტეიდი, საბანაძე. მაგრად ითამაშეს ყველამ.

Posted by: ogafa2 23 Nov 2016, 11:34
ვერცხლის პრიზიორები - "მერანი" 1-2 "ტორპედო"
ფინალურ მატჩამდეც ავღნიშნავდით, რომ ის რაც "მერანმა" ამ სეზონში, დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებაზე შესძლო გმირობის ტოლფასი იყო. მარტვილელებმა რთული გზა განვლეს ფინალამდე და თავისი არსებობის ისტორიაში პირველად ვერცხლის პრიზიორები გახდნენ.
პირველ ლიგაში მოასპარეზე გუნდისთვის, რომელსაც ბევრი სხვა სირთულეებიც გადახდა თავს და თასთან ერთად პირველი ლიგის გათამაშებაშიც ჯერ კიდევ რამდენიმე პრინციპული მატჩი აქვს ჩასატარებელი, დიდ წარმატებად უნდა მივიჩნიოთ ფინალში გასვლა, მართალია "მერანელები" ტრიუმფისთვის ემზადებოდნენ და ღირსეულად განვლილი გზის სათანადოდ დაგვირგვინება სურდათ, მაგრამ..
რაც შეეხება ფინალს, ორი განსხვავებული ტაიმი იხილა "დავით აბაშიძეზე" შეკრებილმა გულშემატკივარმა, სადაც სრული ანშლაგი იყო. შექების ღირსნი არიან "მერანის" და "ტორპედოს" ქომაგები, რომლებიც დიდი რაოდენობით იყვნენ სტადიონზე და მხურვალე ქომაგობით, კიდევ უფრო ალამაზებდნენ მატჩს და საფინალო განწყობას ქმნიდნენ.. 2000-მდე მარტვილელი ქომაგი ჩავიდა ზესტაფონში თავისი საყვარელი გუნდის საგულშემატკივროდ.
გასხვავებული ტაიმები ვახსენეთ და ვთქვათ ისიც, რომ შეხვედრის საწყისი ათი წუთი "მერანს" ცუდს არაფერს უქადიდა, მაგრამ "ტორპედომ" მალევე მოიპოვა უპირატესობა და მე-16 წუთზე ბაბუნაშვილის მიერ შესრულებული საჯარიმო დარტყმის შემდეგ გურულმა თავური დარტყმით ანგარიში გახსნა.
გაშვებული ბურთის შემდეგ, კიდევ უფრო გაუჭირდა "მერანს" თამაშის დალაგება, ძირითადად მეტოქე აკონტროლებდა ბურთს და ტაიმის დასრულებამდე ათ წუთით ადრე ისევ "სტანდარტიდან" ამჯერად ბექა ტუღუშმა, რომელიც მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს და სპეციალური პრიზი გადასცეს, საჯარიმო დარტყმით ორამდე გაზარდა ანგარიში.
თუ პირველი ტაიმი "ტორპედოს" დიდი უპირატესობით მიმდინარეობდა, მეორე ნახევარში გიორგი მიქაძის გაწრთვნილები იყვნენ მოედნის ბატონ-პატრონი. 56-ე წუთზე ლაშა ჩალაძის წაქცევისთვის დანიშნული საჯარიმო "მერანის" ფორვარდმა ნიკოლოზ საბანაძემ შეასრულა უზადოდ 1-2.
გატანილმა გოლმა "მერანს" ფრთები შეასხა, თამაშის გადარჩენის შანსი გაჩნდა და გააფთრებით შეუტიეს მარტვილელემა მეტოქეს. ამას დაემატა ის ფაქტორიც, რომ საკმაოდ აქტიურად შემოვიდნენ შეცვლაზე გიორგი გეგია, ზვიად ქანთარია და ლევან წოწონავა. გეგია ხშირად ერთვებოდა შეტევებში, ქანთარიამ თავდასხმის ხაზი კიდევ უფრო გააძლიერა, ლევან წოწონავას კი მატჩის მიწურულს თერთმეტმეტრიანის გამომუშავებაც შეეძლო..
ყველაზე რეალური მომენტი კი მაინც აკაკი შულაიას ქონდა, 77-ე წუთზე მარტვილელი დიდი სისწრაფით დაიძრა მოწინააღმდეგე გუნდის კარისკენ, საჯარიმოსთან ორი მცველი ცრუ მოძრაობით ჩამოიტოვა, ოდნავ შეიწია და უძლიერესად გაისროლა "ტორპედოს" კარის მიმართულებით, თუმცა ასევე ბრწყინვალედ ითამაშა "ტორპედოს" გამოცდილმა მეკარემ როინ კვასხვაძემ.
იბრძოლმა "მერანმა", მონდომება და ჟინი არ დაუკლიათ "მერანელებს", მაგრამ ეს ბრძოლა არ გახდა საკმარისი და არც იღბალი იყო მარტვილელების მხარეს 22 ნოემბერს. საბოლოოდ შეხვედრა "ტორპედოს" გამარჯვებით 2-1 დასრულდა და ქუთათურებმა ღირსეულად მოიპოვეს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი.
რაც შეეხება "მერანს", როგორც უკვე ავღნიშნეთ, ეს დიდი წარმატებაა ჩვენი გუნდისთვის, რომელმაც რთული გზა გამოიარა ამ დღემდე. მივულოცოთ "მერანის" მებრძოლ ბიჭებს ვერცხლის მედლები, რომლებმაც შრომის, მონდომების, რწმენის ფასად მოპოვეს ეს აღიარება. მადლობა იმ გულშემატკივრების დიდ არმიას, რომლებმაც გუშინაც დაამტკიცეს, რომ ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ და "მერანი" მარტო არცერთ მოედანზე არ იქნება. "მერანი" ბრძოლას გააგრძელებს ამჯერად პირველ ლიგაში, პლე-იოფის მატჩებზე, წინ კიდევ ბევრ გამოწვევები და წარმატებები იქნება, ყველაზე მთავარი ის არის, რომ ჩვენ უფრო მეტი ვართ ვიდრე გუნდი, ჩვენ ვართ "მერანი".
დავით ყიფიანის სახელობის თასი. ფინალი
"მერანი" (მარტვილი) - "ტორპედო" (ქუთაისი) 1:2
ზესტაფონი, „დავით აბაშიძე“
მერანი: კუპატაძე, ორბელაძე, ციმაკურიძე, ტეიდი, ჯიქია (46’ ქანთარია), საბანაძე, შულაია, წყაროზია (61’ გეგია), მელიავა (90’ წოწონავა), გიორგაძე, ჩალაძე
მთ. მწვრთნელი: გიორგი მიქაძე
ტორპედო: კვასხვაძე, ტაბატაძე, ჭიჭინაძე, ფალავანდიშვილი, მამასახლისი, ბაბუნაშვილი (61’ საღრიშვილი), კაპანაძე (79’ ნერგაძე), დოლიძე (86’ ბენაშვილი), ქიმაძე, გურული, ტუღუში
მთ. მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი
მსაჯები: გ. ვადაჭკორია, ზ. მენთეშაშვილი, ზ. ფიფია, დ. ხარიტონაშვილი, ა. ნონიკაშვილი, დ. სანოძე
გაფრთხილება: 20’ ტეიდი (მერანი), 32’ ტუღუში (ტორპედო), 40’ წყაროზია (მერანი)
გოლები: 0:1 გურული (16), 0:2 ტუღუში (36), 1:2 საბანაძე (53) .......... ---------- ........... ედემი ელერჯია

Posted by: sergo_38_fcz 23 Nov 2016, 12:58
ბრავო "მერანსაც" და მარტვილელ ქომაგებსაც!

Posted by: took13 23 Nov 2016, 14:51
QUOTE (sergo_38_fcz @ 23 Nov 2016, 12:58 )
ბრავო "მერანსაც" და მარტვილელ ქომაგებსაც!

...
;................................................

Posted by: beka331 23 Nov 2016, 15:26
ძაან მეწყინა
თამაშს ვერ ვუყურე, მაგრამ ფლესკორით აქტიურად ვქომაგობდი

Posted by: ogafa2 23 Nov 2016, 15:49
მადლობა ყველას მერანის ქომაგობისათვის.ტორპედოსკი წარმატებებს http://pix.ge/
* * *
http://pix.ge/
* * *
http://pix.ge/
* * *
http://pix.ge/ ....................................................................................
* * *
http://pix.ge/ ..............................................................................................

Posted by: ogafa2 25 Nov 2016, 01:09
მარტვილის “მერანის” თავდამსხმელმა ნიკა საბანაძემ WORLDSPORT.GE-სთან საუბრისას თასის ფინალი შეაფასა და ზოგადად ყველა იმ თემას შეეხო, რომელიც მკითხველისთვის საინტერესო იქნება. მისი თქმით, “მერანს” გამარჯვებამდე თავდაჯერებულობა დააკლდა. ნიკამ თანაგუნდელებს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა თავდაუზოგავი თამაშისთვის. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ჯერ თავი შეიკავა, თუმცა გვითხრა, რომ სეზონის ბოლომდე კლუბში რჩება და ყველაფერს გავაკეთებ, “მერანი” პრო 2 ლიგაში რომ გადავიდესო.

- ზოგადი შეფასება და ორი განსხვავებული ტაიმი...

- დიახ, ნამდვილად იყო ორი განსხვავებული ტაიმი. თავიდან თამაში კარგად ვერ დავიწყეთ. 20 წუთის განმავლობაში ისე ჩანდა თითქოს გათიშულები ვიყავით, რასაც ლოგიკური პირველი სწრაფი გოლი მოჰყვა და ამან უფრო დაგვაბნია. ტაიმის მიწურულს მეორე გოლიც მივიღეთ და აქიდან გამომდინარე შემიძლია ვთქვა, რომ პირველი ნახევარი პირწმინდად წავაგეთ. რაც შეეხება მეორე ტაიმს, ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ ჩვენმა ბიჭებმა მოუმატეს და სულ სხვანაირი თამაში გამოვიდა. გუნდიც უფრო დალაგდა და საერთო ჯამში კარგი ფინალი იყო.

- დავალებები, რომელიც პირველი ტაიმის მერე მწვრთნელისგან მიიღეთ...

- გიორგი მიქაძემ გაგვამხნევა, სტიმული მოგვცა და გვითხრა, რომ ასე თამაშის გაგრძელება არ შეიძლებოდა. ბოლომდე ბრძოლისკენ მოგვიწოდა და რა თქმა უნდა, ტაქტიკური რჩევებიც მივიღეთ.

- როგორი გრძნობაა, როდესაც ასეთ მნიშვნელოვან მატჩში, ყოფილ გუნდს ხვდები და გოლიც გაიტანე?

- ქუთაისში ძალიან დიდი ხანი გავატარე, ჩემი კარიერაც სწორედ “ტორპედოდან” დაიწყო. აქედან გამომდინარე ყველას ქუთაისელი ვგონივარ, თუმცა თბილისელი ვარ. რა თქმა უნდა, ჩემთვის ეს ფინალი განსაკუთრებული იყო. საერთოდაც, ყველა თამაში განსაკუთრებულია, იქნება ეს ამხანაგური თუ ოფიციალური და ყველას სერიოზულად ვუდგები. ფინალი ხომ საერთოდ…სხვა თემაა... სულ სხვა ემოცია, მითუმეტეს ქუთაისის “ტორპედოსთან”. გოლის გატანას რაც შეეხება, ძალიან დიდი ემოცია და მუხტი მივიღე.

- რა დააკლდა “მერანს” გამარჯვებამდე?

- პირველ ყოვლისა თავდაჯერებულობა. ჩვენ ვერ ვირწმუნეთ ჩვენივე ძალის და იმის, რომ შეგვეძლო “ტორპედოს” დამარცხება. დავამატებ იმას, რომ ყველა ჩემმა გუნდელმა ბოლომდე იბრძოლა და ამისთვის განსაკუთრებული მადლობა მინდა თითოეულ მათგანს გადავუხადო.

- სამომავლო გეგმები...

- სეზონის ბოლომდე მარტვილის “მერანის” ღირსებას ვიცავ და 100%-ით ვარ გადართული დარჩენილ თამაშებზე. სამომავლო გეგმებზე კი ალბათ ჯერ ადრეა საუბარი. ვნახოთ, რა იქნება მომავალში, წინასწარ საუბარი არ მინდა.

- და ბოლოს, წინ დაძაბული მატჩები გელით და როგორ ფიქრობ რა შანსები აქვს “მერანს”?

- დარჩენილ თამაშებს რაც შეეხება, მართლაც რომ დაძაბულია და საინტერესო. 25-ში წყალტუბოს “სამგურალს” ვხვდებით, რომელიც ჩვენს ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა და ძალიან კარგი გუნდია. მძიმე თამაში იქნება და ჩვენ, ჩვენი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებთ. პლეი-ოფში კი ვნახოთ ვინ შეგვხვდება. იმედია, ჩვენს დასახულ მიზანს მივაღწევთ და პრო 2 ლიგაში გადავალთ
* * *
http://worldsport.ge/ge/page/147315_nika-sabanadze-imedia-dasaxul-mizans-mivagwevt-da-merani-pro-2-ligashi-gadava
* * *
http://pix.ge/
* * *
http://pix.ge/
* * *
http://pix.ge/
* * *
http://pix.ge/
* * *
http://pix.ge/
* * *
http://pix.ge/

Posted by: Ormurin_Langi 25 Nov 2016, 03:31
მეტ-ნაკლებად მაინც კარგი სეზონი გამოდგა, თასის ფინალში გასვლა პირველლიგელისთვის არაა ცუდი შედეგი.

Posted by: took13 25 Nov 2016, 07:51
ogafa2

იმედია პრო 2 ში ადგილს ნერვიულობის გარეშე შეინარჩუნებთ. წარმატებები .

Posted by: ogafa2 25 Nov 2016, 09:54
Ormurin_Langi რათქმაუნდა თასის ფინალში გასვლა პირველლიგელისთვის არაა ცუდი შედეგი. მითუმეტეს რამოდენიმე უმაღლეს ლიგელის ძლევაც მოვახერხეთ მშვენივრად.........took13 იმედია პრო 2 ში მოვხვდებით და ცოტაც გავძლიერდებით მადლიბა გაიხარეთ

Posted by: TORPEDO20 25 Nov 2016, 21:59
koba-72
ვინ ვინ გადახია ეტყობა biggrin.gif

ხვალ კი დინამო გაიჟიმებაო lol.gif tongue.gif

ogafa2
კაი კაცი ხარ შენ

მერანსაც წარმატებები კარგი გუნდია

საბანაძეს წაგართმევდით მარტო

Posted by: ogafa2 26 Nov 2016, 01:29
TORPEDO20 ნიკამ გუშინ მაგრად ითამაშა სამგურალთან როგორც მაგას ჩვევია სამივე გოლის გატანაში დიდი წვლილი მიუძღვის.წართმევაზე არა მგონია ძვირი დაგიჯდებათ.
* * *
"მერანმა" სეზონი გამარჯვებით დაასრულა, პლეი-ოფში კი ვანის "სულორს" შეხვდება
გარდამავალი ჩემპიონატის ბოლო ტურის შეხვედრას ორივე გუნდის მხრიდან განსაკუთრებული მოტივაცია არ ახლდა. "მერანს" პლეი-ოფში თამაში უკვე განაღდებული ჰქონდა, "სამგურალმა" კი ლიგა პრო2-ის საგზური უკვე მოიპოვა.
მიუხედავად ამისა, დღეს "მურთაზ ხურცილავაზე" ჩატარებული მატჩი საკმაოდ საინტერესო გამოვიდა. დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშეს ანდრო გიორგაძემ და ვაჟა ლომაშვილმა. ხაბელაშვილი ინდივიდუალურად ვარჯიშობს, გეწაძე კი, ხობის "კოლხეთთან" საშიანო მატჩში მიღებული ტრავმის შემდეგ, პირველად შეუერთდა თავი გუნდს. "მერანელმა" მოედანზე 8 წუთი დაჰყო.
ანგარიში 33-ე წუთზე გახსნეს მარტვილელებმა, საბანაძემ მეტოქეს ორთაბრძოლა მოუგო და ქანთარიას დაუგორა ბურთი, "მერანის" ფორვარდმა ერთი შეხებით გადაგზავნა ხაინდრავას კარში ბურთი 1-0.
39-ე წუთზე გიორგი გეგიას კარგი გადაცემის შემდეგ, შოთა ჯიქიამ დაარტყა მახვილგონივრულად, თუმცა ამჯერად გადარჩა "სამგურალი".
ჯიქიამ მაინც გაიტანა თავისი გოლ(ებ)ი, 42-ე წუთზე პირველი გოლის ავტორმა ასისტობა ითავა, ზვიად ქანთარიას მოზომილი პასის შემდეგ, შოთა ჯიქიამ ეფექტურად დაარტყა, "სამგურალის" კიპერი უძლური იყო 2-0.
ტაიმის მიწურულს კი იმავე ჯიქიამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, შეტევა კიჭი მეილავამ წამოიწყო ფლანგიდან, რომლის პასით ნიკოლოზ საბანაძემ ქანთარიასთან გაითამაშა კედელი და მეკარე ფაქტიურად მოტყუებული ჰყავდა, როცა თამაშის წესების დარღვევით შეაჩერეს მერანელი. დოგრაშვილმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა. პენალტი შოთა ჯიქიამ შეასრულა ზუსტად 3-0.
ანგარიშდან გამომდინარე, მეორე ნახევარში გიორგი მიქაძემ ფეხბურთელებს დასვენების საშუალება მისცა, საბანაძის, ორბელაძის და შულაიას ნაცვლად, ჩუბითიძე, წოწონავა და გეწაძე შემოიყვანა მოედანზე. რომელთაც აქტიურობა არ აკლდათ, განსაკუთრებით საგულისხმოა 81-ე წუთი როდესაც ერთგვარი შტურმი მოაწყვეს "მერანის" ფეხბურთელებმა "სამგურალის" კართან, ახლო მანძილიდან ზედიზედ ორჯერ დაარტყა წოწონავამ, მცველებმა გამოიტანეს ბურთი საჯარიმოდან, მესამედ გეწაძის უძლიერესი დარტყმა მოიგერია ხაინდრავამ თავგანწირვით.
საბოლოოდ მატჩი "მერანის" აბსოლუტური უპირატესობით და შესაბამისად დამაჯერებელი ანგარიშით გამარჯვებით 3-0 დასრულდა. "მერანმა" ჩემპიონატი მეოთხე ადგილზე დაასრულა და დებულების თანახმად ცნობილია პლეი-ოფში ჩვენი გუნდის მეტოქე, რომელიც "წითელ ჯგუფში" მეხუთე ადგილზე გავიდა. ეს გუნდი გახლავთ ვანის "სულორი. მარტვილელები ვანში 28 ნოემბერს ჩავლენ, განმეორებითი მატჩი კი 2 დეკემბერს გაიმართება მარტვილში. ამ წყვილის გამარჯვებული, მეორე პელიოფში "ლიახვი"-ბორჯომის" გამარჯვებულს დაუპირისპირდება, ეს მატჩები 5 და 9 დეკემბერს შედგება და გუნდი რომელიც ამ ბარიერსაც გადალახავს, პრო ლიგა 2-ში ითამაშებს.
25 ნოემბერი. 14:00. მარტვილი. "მურთაზ ხურცილავა"
"მერანი" (მარტვილი) - "სამგურალი (წყალტუბო) 3-0 (3-0)
გოლები: 1-0 ქანთარია (33'), 2-0, 3-0 ჯიქია (42', 45')
"მერანი": მამალაძე, ორბელაძე © (წოწონავა 46'), ციმაკურიძე, მელიავა, გეგია, ტეიდი, ჯიქია, ჩალაძე, შულაია (გეწაძე 82'), საბანაძე (ჩუბითიძე 58'), ქანთარია.
სათადარიგო: კუპატაძე, ჯიჯელავა.
მთავარი მწვრთნელი: გიორგი მიქაძე
"სამგურალი": ხაინდრავა, ჯანაშია, კაკუშაძე, ბიბილაშვილი ©, ენდელაძე, შალამბერიძე, გოგიჩაიშვილი, ყიფიანი, ბანძელაძე (ხვადაგიანი 46'), კანდელაკი (ჩიხლაძე 46'), ღონღაძე (დ. ჩიხლაძე 46').
სათადარიგო: კუჭუხიძე, ლაღაძე, გაგოშიძე, კუხალაშვილი.
მთავარი მწვრთნელი: გია გიგატაძე
მთავარი მსაჯი: გიორგი დოგრაშვილი ........... ---------- ....................ედემი ელერჯია
* * *
„ა“ - 28.11 ლიახვი - ბორჯომი
„ბ“ - 28.11 ჭიათურა - მეშახტე
„გ“ - 28.11 კოლხეთი ხობი - სქური
„დ“ - 28.11 სულორი - მერანი

Posted by: ogafa2 28 Nov 2016, 20:38
ლომივით ლომაშვილი და მნიშვნელოვანი გამარჯვება ვანში! „სულორი“ 0-1 „მერანი“
პროლიგა 2-ში მოსახვედრად პლეი-ოფის პირველი მატჩი წარმატებულად დაასრულა მარტვილის „მერანმა“. როგორც მოგეხსენებათ, პლეი-ოფის მატჩები ორ-რაუნდიანია და დიდი მნიშვნელობა აქვს სტუმრად გამართული პირველი შეხვედრის შედეგს, რათა განმეორებით დაპირისპირებაში უფრო კომფორტულად იგრძნოს მასპინძელმა გუნდმა თავი.
ვანელებმა ბოლო ტურის ჩათვლით ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ პლეი-ოფში ეთამაშათ და მოედანზე საკმაოდ აქტიური და მოტივირებული გამოვიდნენ მასპინძლები, მაგრამ „მერანმა“ მალევე მოიპოვა სათამაშო უპირატესობა და წესით მატჩის მიწურულამდე უნდა გადაეწყვიტათ შეხვედრის ბედი სტუმრებს, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში აკლდათ სიზუსტე "მერანელებს".
მე-5 და მე-9 წუთზე სახიფათო მომენტი გაცვალეს მეტოქეებმა, ჯერ მელიავას პასის შემდეგ ჩალაძემ ვერ დაარტყა ზუსტად, საპასუხო ეპიზოდი კი ჭრელაშვილს ჰქონდა, რომელმაც სტანდარტული შეასრულა კარგად, ამ დროს მამალაძე იყო დამაჯარებელი.
32-ე წუთზე "სულორი" გაშვებულ გოლს გადაურჩა, ნიკოლოზ საბანაძე, რომელიც გუნდის ბომბარდირობასთან ერთად, ზუსტი საგოლე გადაცემებითაც გამოირჩევა, კარგი პასი გაუკეთა ბენჟამინ ტეიდს, ნიგერიელი ლეგიონერის დარტყმა არაზუსტი გამოდგა.
47-ე წუთზე ხურციძემ აკაკი შულაიას არ გაატანინა ახლო მანძილიდან. ათ წუთში კი იგივე შულაიას კარგი ჩაწოდების შემდეგ, "მერანის" კაპიტანმა სერგი ორბელაძე თავით ზუსტად კი დაარტყა კარში, მაგრამ მეკარეს პოზიცია შერჩეული ჰქონდა და ბურთს ადვილად დაეუფლა.
58-ე წუთზე ანდრო გიორგაძემ სახიფათო სტანდარტული შეასრულა, "მერანის" ტანმაღალმა მცველმა საჯარიმოს მისადგომებიდან უძლიერესად გაისროლა, მეკარემ ბურთი ხელში ვერ შეიმაგრა და უკუაგდო, ახლო მანძილიდან კი ციმაკურიძის დარტყმა არაზუსტი იყო.
62-ე წუთზე საბანაძემ გამჭოლი ზუსტი გადაცემით ჩალაძე გაიყვანა კარგ პოზიციაზე, ჩალაძის დარტყმის შემდეგ "სულორის" კიპერი დაეუფლა ბურთს.
83-ე წუთზე შეცვლაზე შემოსული ზვიად ქანთარია გაიჭრა ფლანგზე, წინ გამოსული მეკარე მარტივად მოატყუა და ცარიელ კარში გადაგზავნა ბურთი, სანტიმეტრებში აცდა ბურთი კარს..
„სულორის“ კარში გოლი მწიფდებოდა და შეხვედრის 89-ე წუთზე დააგვირგვინეს მარტვილელებმა მათი უპირატესობა. კუთხურიდან ბურთი კიჭი მელიავამ მოაწოდა ზუსტად, საჯარიმოში კი ლომაშვილმა დაასწრო ყველას და აუღებელი თავური დარტყმით "სულორის" კარის ბადე შეარხია.
მთავარმა მსაჯმა გიორგი ყრუაშვილმა ძირითად დროს 4 წუთი დაამატა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში არაფერი შეცვლილა და „მერანმა“ პირველ რაუნდში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. მეორე, განმეორებით შეხვედრას მერანი“ 2 დეკემბერს „მურთაზ ხურცილავაზე“ გამართავს ვანის „სულორის“ წინააღმდეგ.
28 ნოემბერი. 14:00. ვანი. პლეი-ოფი პირველი მატჩი
„სულორი“ (ვანი) – „მერანი“ (მარტვილი) 0-1 (0-0)
გოლი: ვაჟა ლომაშვილი (89’)
„მერანი“: მამალაძე, ორბელაძე ©, გიორგაძე, მელიავა (გეწაძე 90+1), გეგია, ლომაშვილი, ციმაკურიძე, ტეიდი, ჩალაძე, შულაია (ჯიქია 86’), საბანაძე (ქანთარია 70’).
სათადარიგო: კუპატაძე, ჯიჯელავა, წოწონავა, ჩუბითიძე
მთავარი მწვრთნელი: გიორგი მიქაძე
„სულორი“: ხურციძე, ბრეგვაძე (ფირანაშვილი 90+3), ნიკოლაძე, კილაძე, ჭანკვეტაძე, სამშეიშვილი, ამბროლაძე (ტვილდიანი 65’), ჭრელაშვილი, კვასხვაძე, როხვაძე, ჩხეტიანი ©.
სათადარიგო: ღვინიანიძე, შენგელია, შეწირული, გვეტაძე, თორაძე.
მთავარი მწვრთნელი: გიგა ნიკოლეიშვილი
გაფრთხილება: ამბროლაძე (43'), ჭანკვეტაძე (49’), ნიკოლაძე (55’), მელიავა (60’), ჩალაძე (60’), კვასხვაძე (75’), ტვილდიანი (81’),
მთავარი მსაჯი: გიორგი ყრუაშვილი ............... ---------- ............. ედემი ელერჯია

Posted by: jaro87 28 Nov 2016, 20:51
შეიძლება ვანიც იმსახურებდეს სხვებზე მეტად პრო ლიგა 2–ში ყოფნას, მაგრამ არჩევანი თუ დადგა, რა თქმა უნდა მერანი ჯობია. უკვე ჩამოყალიბებული და შეთამაშებული გუნდია. აბა თქვენ იცით.

Posted by: beka331 28 Nov 2016, 22:55
კარგი ფრომ პირველი თამაში მოუგიათ..
მამენტ არც დამიშვია რომ პირველ ლიგაში არ დარჩება მერანი
შემდეგ სეზონში უმაღლესში !

Posted by: ogafa2 28 Nov 2016, 23:38
jaro87 beqa331 გაიხარეთ http://pix.ge/

Posted by: sergo_38_fcz 28 Nov 2016, 23:47
ogafa2
გილოცავთ!
ნამდვილად გგულშემატკივრობთ...

Posted by: ogafa2 29 Nov 2016, 06:19
sergo_38_fcz გაიხარე თქვენთვისაც მომელოცოს

Posted by: don gajetino 2 Dec 2016, 15:20
ვახ, ვახ 6--0


არ მეგონა ამხელა ანგარიშით თუ მოიგებდით, გილოცავთ

Posted by: ogafa2 2 Dec 2016, 22:05
don gajetino გაიხარე .....ნიკოლოზ საბანაძემ 6-0 გახადა ანგარიში
"მერანი" 6-0 "სულორი". http://pix.ge/

Posted by: jaro87 2 Dec 2016, 22:33
გაზაფხულიდან პრო ლიგა 2-იც საკმაოდ წარმომადგენლობითი იქნება და დიდი იმედი მაქვს მერანი უკვე პრო ლიგა 1-ში გადმოსვლისთვის იბრძოლებს, თუმცა უნდა ითქვას რომ ბორჯომის სახით ყველაზე ძლიერი მეტოქე შეგხვდათ. სამწუხაროა რომ თქვენიდან ერთ-ერთი გავარდება. (

Posted by: ogafa2 3 Dec 2016, 00:22
ერთ-ერთი გავარდება ....... მერანი 5 ში მიიღებს ბორჯომს
* * *
http://pix.ge/

Posted by: ogafa2 4 Dec 2016, 22:43
მერანმა” ”სულორი” არ დაინდო!
”მერანი” 6-0 ”სულორი”
პლეი-ოფის პირველი, ორ-რაუნდიანი ეტაპი ზედმეტი პრობლემების გარეშე მარტივად გადალახა მარტვილის ”მერანმა”, ამ წყვილში თავიდანვე გარკვეული იყო ფავორიტი გუნდი და ორი მატჩის ჯამში შვიდი უპასუხო გოლი გაუტანეს ”მერანელებმა” ”სულორს”.
დღევანდელი მატჩი კი 15 წუთით გვიან დაიწყო, სტუმრებს მარტვილში ჩამოსვლა შეაგვიანდათ და შეხვედრის მთავარმა მსაჯმა დავით ხარიტონაშვილმა ფეხბურთის ფედერაციასთან შეთანხმებით 13:15 წუთზე მისცა მატჩის დაწყების სასტვენის ნიშანი.
პირველი ნახევარი მაღალი ტემპით არ გამოირჩეოდა, მაგრამ ბურთს ძირითადად მასპინძლები ფლობდნენ და შესაბამისად სახიფათო მომენტებსაც მარტვილელები ქმნიდნენ.
37-ე წუთზე ”მერანის” კარგი პრესინგის შედეგად, მისავე საჯარიმოთან აკაკი შულაიამ აართვა ბურთი მეტოქეს და კარგი შეტევა წამოიწყო, საბოლოოდ გიორგი ციმაკურიძის დარტყმა კუთხურზე მოიგერიეს სტუმრებმა, ერთ წუთში მაინც გაიტანა ”ციმამ” თავისი გოლი, ”სულორის” საჯარიმოში არსებული არეულობით ისარგელა ”მერანელმა” და ანგარიში გახსნა 1-0.
თუ პირველ ტაიმში მეტ-ნაკლებად ”დაინდეს” მასპინძლებმა მოწინააღმდეგე, მეორე ნახევარში ”მერანმა” გაილაღა.
55-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა ზვიად ქანთარიამ ასისტობა ითავა და მისი პასით აკაკი შულაიამ ახლო მანძილიდან ორამდე გაზარდა ანგარიში 2-0.
72-ე წუთზე, კიდევ ერთი შეცვლაზე შემოსული ფეხბურთელის დროც დადგა. შოთა ჯიქიამ ხუთ წუთში ორჯერ დაამწუხრა ხურციძე. 72-ე წუთზე ისევ ქანთარია გამოდგა ასისტი, ჯიქიამ მოჭრილი დარტყმით დაბალ კუთხეში შეაგდო. 76-ე წუთზე კი იგივე ჯიქიამ დუბლი გაიფორმა.
77-ე წუთზე საგოლე გადაცემების ავტორმა ზვიად ქანთარიამ თავადაც გახსნა პირადი ანგარიში აღნიშნულ მატჩში 5-0.
საბოლოო შედეგი კი ნიკოლოზ საბანაძემ დააფიქსირა, გიორგი ციმაკურიძის ზუსტი გადაცემის შემდეგ, თავური დარტყმით დალაშქრა სტუმართა კარი ”მერანის” ბომბარდირმა 6-0.
ამ გამარჯვებით ”მერანმა” პროლიგა 2-ში მოსახვედრად პლეი-ოფის პირველი ეტაპი გაიარა, მეორე ეტაპზე ჩვენი გუნდი ”ბორჯომს” დაუპირისპირდება. ეს პლეი-ოფიც ორ-რაუნდიანი იქნება და ამ წყვილში გამარჯვებული გუნდი ითამაშებს პროლიგა 2-ში. ”მერანი” ”ბორჯომის” წინააღმდეგ 5 დეკემბერს ითამაშებს მარტვილში, განმეორებითი შეხვედრა კი 9 დეკემბერს ბორჯომში გაიმართება.
2 დეკემბერი. 13:15 მარტვილი. პლეი-ოფი
”მერანი” (მარტვილი) - ”სულორი” (ვანი) 6-0 (1-0)
გოლები: 1-0 გიორგი ციმაკურიძე (38’), 2-0 აკაკი შულაია (55’), 3-0, 4-0 შოთა ჯიქია (72’, 76’), 5-0 ზვიად ქანთარია (77’), 6-0 ნიკოლოზ საბანაძე (87’)
"მერანი": მამალაძე, ორბელაძე © (ქანთარია 46’), გიორგაძე, მელიავა (ჯიქია 61’), გეგია, ლომაშვილი, ციმაკურიძე, ტეიდი, შულაია (გეწაძე 70’), საბანაძე, ჩალაძე.
სათადარიგო: კუპატაძე, ჯიჯელავა, ჩუბითიძე, წოწონავა.
მთავარი მწვრთნელი: გიორგი მიქაძე
”სულორი” ხურციძე, ბრეგვაძე, კილაძე, შენგელია (ახვლედიანი 59’), ჩახუნაშვილი, ჭრელაშვილი, ჩხეტიანი, როხვაძე (მაღლაკელიძე 80’), ტვილდიანი (მამასახლისი, 81’) ძაგნიძე, ფირანაშვილი.
სათადარიგო ღვინიანიძე, ტრაპაიძე.
მთავარი მწვრთნელი: გიგა ნიკოლეიშვილი
გაფრთხილება: კილაძე (26’), ციმაკურიძე (33’), ჩხეტიანი (37’).
მთავარი მსაჯი: დავით ხარიტონაშვილი ...............---------......... ედემი ელერჯია
* * *
http://pix.ge/
* * *
"მერანი" პროლიგა2-ს მიუახლოვდა
პლეი-აუტის ფინალური, პირველი ეტაპის მატჩში, დამაჯერებელი ანგარიშით 2-0 დაამარცხა მარტვილის "მერანმა" "ბორჯომი" და დიდი ნაბიჯი გადადგა პროლიგა2-ში გადასასვლელად.
შეხვედრა მარტვილელების სრული უპირატესობით მიმდინარეობდა და დაცვაში ჩამჯდარ მეტოქეს პირველ ნახევარში დიდად არ შეუწუხებია დავით კუპატაძე.
21-ე წუთზე ლაშა ჩალაძის ზუსტი პასის შემდეგ, "მერანის ფორვარდმა ნიკა საბანაძემ დააწინაურა თავისი გუნდი 1-0.
მეორე ნახევარში რამდენიმე რეალური მომენტი შექმნეს მარტვილელებმა, მაგრამ მეორე გოლი შეხვედრის მიწურულს გავიდა. 85-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა შოთა ჯიქიამ, კიჭი მელიავას კარგი გადაცემის შემდეგ უშანსოდ დატოვა "ბორჯომის" კიპერი 2-0.
საბოლოოდ მატჩი "მერანის" გამარჯვებით 2-0 დასრულდა და განმეორებითი შეხვედრის წინ, რომელიც 9 დეკემბერს ბორჯომში გაიმართება, კარგი უპირატესობა მოიპოვა ჩვენმა გუნდმა.
როგორც მოგეხსენებათ პლეი-აუტის ამ ეტაპიდან გასული გუნდი მომავალი წლიდან ლიგაპრო2-ში ითამაშებს და უმაღლეს ლიგაში გადასვლისთვის იბრძოლებს. ასე, რომ გიორგი მიქაძის გუნდი ძალიან ახლოსაა დასახული მიზნის მიღწევასთან და სეზონის წარმატებულად დასრულებასთან.
5 დეკემბერი. 13:00. მარტვილი. პლეი-აუტი ფინალი (I მატჩი)
"მერანი" (მარტვილი) - "ბორჯომი" (ბორჯომი) 2-0 (1-0)
გოლები: 1-0 ნიკა საბანაძე (21'), 2-0 შოთა ჯიქია (85')
"მერანი": კუპატაძე, ორბელაძე ©, ციმაკურიძე, მელიავა, გიორგაძე, გეგია, ლომაშვილი, ტეიდი, ჩალაძე, შულაია, საბანაძე.
შეცვლაზე შევიდნენ: ჯიქია, ქანთარია, გეწაძე
სათადარიგო: მამალაძე, წოწონავა, ჩუბითიძე, ჯიჯელავა
მთავარი მსაჯი: ლაშა სილაგავა ............. ---------- .......... ედემი ელერჯია

Posted by: ogafa2 7 Dec 2016, 09:04
http://pix.ge/ ...........................
* * *
http://pix.ge/
* * *
http://pix.ge/ .......................................

Posted by: ogafa2 10 Dec 2016, 18:44
„მერანმა“ პროლიგა 2 „მცხეთა პარკზე“ გაინაღდა
პლეი-აუტის დასკვნითი ეტაპის, განმეორებითი მატჩი „ბორჯომს“ საკუთარ კედლებში უნდა ეთამაშა, მაგრამ უამინდობის გამო ეს შეხვედრა მცხეთაში გაიმართა. ვერ ვიტყვით, რომ ცუდად ემოქმედა აღნიშნულ ფაქტს ნომინალური მასპინძლებისთვის, რადგან 29-ე წუთზე თედიაშვილის დუბლით ბორჯომელები 2-0 ამარცხებდნენ სეზონის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს და დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალისტს.
ამ გუდებს შორის გამართული პირველი მატჩი მარტვილში „მერანის“ გამარჯვებით 2-0 დასრულდა და დღევანდელ შეხვედრაში ზედმეტად თავდაჯერებული გამოვიდა „მერანი“, ზოგადად თამაშის ტემპიც დაბალი იყო საწყის წუთებში. სტუმრებისთვის პირველი საფრთხე 24-ე წუთზე შეიქმნა, მატვილელებმა საკუთარ საჯარიმოში ითამაშეს არადამაჯერებლად და თედიაშვილმა ამით ისარგებლა, ახლო მანძილიდან გახსნა ანგარიში 1-0.
გაშვებული გოლიდან ხუთ წუთში, კუთხურიდან ნოდარ კიკნაველიძემ მოაწოდა ბურთი, „მერანის“ საჯარიმოში "ექს-მერანელმა" დავით ციცხვაიამ თედიაშვილს გაუკეთა პასი და თედიაშვილმაც დუბლი გაიფორმა 2-0. პირველ ტაიმში "მერანმა" მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტები შექმნა, მაგრამ გამოსვლებზე კიკნაძე დამაჯერებელი იყო.
მეორე ნახევარში გიორგი მიქაძის გუნდი უფრო მოტივირებული გამოვიდა. იმისთვის, რომ მარტვილელებს საფრთხე განემუხტათ, საჭირო იყო ერთი გოლის გატანა, 52-წუთზე განაპირა მცველმა გიორგი გეგიამ, რომელიც რამდენიმე მატჩია საუკეთესო თამაშით გამოირჩევა, მოწინააღმდეგე გუნდის შეტევა ჩაშალა და კარგი შეტევა წამოიწყო, იერიში ჩალაძემ გააგრძელა, რომლის იდეალური პასითაც მეკარესთან პირისპირ აკაკი შულაია გავიდა, მაგრამ მისი დარტყმის მერე მცირე მანძილით აცდა ბურთი კარს, არადა გოლის გატანა მართებდა „მერანელს".
მეორე ნახევარში მარტვილელებმა მეტოქეს პოზიციები მთლიანად დაათმობინეს და მეორე ტაიმში მხოლოდ ერთი გუნდი უტევდა გამუდმებით. „ბორჯომმა“ კი დროის გაყვანზე დაიწყო ფიქრი, მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრის ასეთი შედეგით დასრულების შემთხვევაში დამატებითი დრო დაინიშნებოდა.
62-ე წუთზე აკაკი შულაიას გადაცემის შემდეგ, ჩვენი გუნდის ნიგერიელმა ლეგიონერმა ბენჟამინ ტეიდმა ამ სეზონში ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა „მერანისთვის“. ტეიდმა დაბალ კუთხეში ზუსტად დაურტყა კიკნაძეს და დიდი სიხარული მოუტანა მარტვილელებს.
დარჩენილ დროში „ბორჯომი“ შეეცადა შეტევაზე გადასვლას, მაგრამ ბორჯომელებს ამისთვის არც ძალა ჰქონდათ შემორჩენილი და ისიც იცოდნენ, რომ ერთი გოლით თამაშს ვერ გადაარჩენდნენ.
საბოლოოდ „მერანმა“ მოიპოვა გამარჯვება საერთო ჯამში (3-2) და პროლიგა 2- ში მომავალი სეზონიდან სწორედ ჩვენი გუნდი ითამაშებს.
9 დეკემბერი. 13:00. პლეი-აუტი. ფინალი (II მატჩი) „მცხეთა პარკი“
„ბორჯომი“ (ბორჯომი) - „მერანი“ (მარტვილი) 2-1 (2-3)
გოლები: თედიაშვილი (24’, 29’) ტეიდი (62’)
"მერანი": კუპატაძე, ორბელაძე, გიორგაძე, მელიავა, ციმაკურიძე (ჯიქია 77'), გეგია, ლომაშვილი, ტეიდი, ჩალაძე (გეწაძე 84') შულაია, საბანაძე (ქანთარია 77')
სათადარიგო: მამალაძე, წოწონავა, ხაბელაშვილი, ჯიჯელავა.
მთავარი მწვრთნელი: გიორგი მიქაძე
„ბორჯომი“: კიკნაძე, ქარდავა, კილაძე, ხუმარაშვილი, კიკნაველიძე, ჯოჯუა, თედიაშვილი, ბურძენაძე, პავლიაშვილი, ტორონჯაძე, ციცხვაია.
სათადარიგო: შეყრილაძე, შენგელია, საიკოუ, კობესაშვილი, შაყულაშვილი, მასზი.
მთავარი მწვრთნელი: კობა თედიაშვილი
მთავარი მსაჯი: ბაკურ ნინუა ........... --------- ........... ედემი ელერჯია

* * *
http://pix.ge/ .....................................................
* * *
http://pix.ge/ .....................................
* * *
................................... ........................................... ......................................................

Posted by: took13 11 Dec 2016, 15:00
კი გაგჭირვებიათ ბოლო თამაშში.

გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ პრო 2ში.

Posted by: ogafa2 11 Dec 2016, 19:06
took13 მადლობა გაიხარე. ძლივს ჩამოვედით ქომაგები კი თამაშის მეორე ნახევარზე მოუსწარით და ყველაფერი დალაგდა ............
* * *
სეზონის შეჯამება - "მერანი"
2016 წლის სეზონი დასრულდა. გთავაზობთ ჩვენი გუნდის მიერ ჩატარებული მატჩების სტატისტიკურ მონაცემებს, სათამაშო დროს, გოლების ავტორებს, ასისტებს და ა.შ.
მეგოლეები
"მიმდინარე" სეზონში, "მერანის" საუკეთესო მეგოლე ნიკოლოზ საბანაძე გახდა. "მერანის" "ცხრიანმა" ცხრაჯერ დალაშქრა მეტოქე გუნდის კარი. აქიდან ერთი თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გაიტანა ჩვენი გუნდის ფორვარდმა. რეიტინგი ასე გამოიყურება:
1. ნიკოლოზ საბანაძე 9
2. ზვიად ქანთარია 7
3. შოთა ჯიქია 7
4. გიორგი ციმაკურიძე 7
5. აკაკი შულაია 4
6. ლაშა ჩალაძე 2
7. ბენჟამინ ტეიდი 2
8. ვაჟა ლომაშვილი 2
9. ანდრო გიორგაძე 1
10. კიჭი მელიავა 1
11. ივანე ხაბელაშვილი 1
რაც შეეხება საგოლე გადაცემების ავტორებს, აქ ოთხ ფეხბურთელს აქვს თანაბარი მონაგარი.
1. ნიკოლოზ საბანაძე 5
2. კიჭი მელიავა 5
3. ზვიად ქანთარია 5
4. აკაკი შულაია 5
5. ლაშა ჩალაძე 3
6. აკაკი წყაროზია 2
7. გიორგი ციმაკურიძე 2
8. სერგი ორბელაძე 1
9. ბენჟამინ ტეიდი 1
წითელი და ყვითელი ბარათების კუთხით შემდეგი სიტუაციაა
1. ანდრო გიორგაძე 4 ყვითელი 1 წითელი
2. ვაჟა ლომაშვილი 2 ყვითელი 1 წითელი
3. კიჭი მელიავა 4 ყვითელი
4. ბენჟამინ ტეიდი 4 ყვითელი
5. ნიკოლოზ საბანაძე 2 ყვითელი
6. დავით კუპატაძე 2 ყვითელი
7. აკაკი წყაროზია 2 ყვითელი
8. გიორგი გეგია 2 ყვითელი
9. შოთა ჯიქია 2 ყვითელი
10. ლევან წოწონავა 1 ყვითელი
11. ზვიად ქანთარია 1 ყვითელი
12. აკაკი შულაია 1 ყვითელი
13. რევაზ გეწაძე 1 ყვითელი
14. სერგი ორბელაძე 1 ყვითელი
სათამაშო დრო. ამ სეზონში ყველაზე მეტხანს მინდორზე ნიგერიელმა ლეგიონერმა ბენჟამინ ტეიდმა დაჰყო.
1. ბენჟამინ ტეიდი 1695 წუთი
2. ნიკოლოზ საბანაძე 1660 წუთი
3. სერგი ორბელაძე 1639 წუთი
4. ლაშა ჩალაძე 1568 წუთი
5. კიჭი მელიავა 1563 წუთი
6. გიორგი ციმაკურიძე 1546 წუთი
7. აკაკი შულაია 1346 წუთი
8. ვაჟა ლომაშვილი 1297 წუთი
9. გეგია გიორგი 1217 წუთი
10. ანდრო გიორგაძე 1059 წუთი
11. დავით კუპატაძე 990 წუთი
12. აკაკი წყაროზია 884 წუთი
13. ზვიად ქანთარია 837 წუთი
14. ზურაბ მამალაძე 810 წუთი
15. შოთა ჯიქია 804 წუთი
16. რევაზ გეწაძე 416
17. ლევან წოწონავა 192 წუთი
18. ივანე ხაბელაშვილი 157 წუთი
19. თორნიკე ჩუბითიძე 48 წუთი
20. გიორგი ჯიჯელავა 11 წუთი

Posted by: ogafa2 16 Dec 2016, 22:47
http://pix.ge/
* * *
მარტვილის "მერანის" აწ უკვე ყოფილი თავდამსხმელი ნიკოლოზ საბანაძე ქუთაისის "ტორპედოში" ითამაშებს. ასევე მერანიდან წავიდნენ ივანე ხაბელაშვილი. დავით კუპატაძე. --------- ახლა კი გაგაცნობთ იმ ფეხბურთელების სიას, რომელთა ნაწილმა უკვე მოაწერა ხელი ახალ კონტრაქტს "მერანთან", ნაწილი კი უახლოეს დღეებში დაადასტურებს გუნდთან თანამშრომლობის გაგრძელების საკითხს.
ზურაბ მამალაძე, სერგი ორბელაძე, კიჭი მელიავა, ლაშა ჩალაძე, ანდრო გიორგაძე, გიორგი გეგია, გიორგი ციმაკურიძე, ვაჟა ლომაშვილი, აკაკი წყაროზია, ბენჟამინ ტეიდი, რევაზ გეწაძე, ლევან წოწონავა, შოთა ჯიქია, გიორგი ჯიჯელავა, აკაკი შულაია, ზვიად ქანთარია. რაც შეეხება გუნდის გაძლიერებას ახალწვეულებით, ინფორმაციას, უახლოეს დღეებში ეტაპობრივად მოგაწვდით.

Posted by: ogafa2 21 Dec 2016, 22:04
შეხვედრა საფეხბურთო კლუბებთან http://radikal.ru/video/fRORtERlmiA
* * *
"მერანის" ახალწვეული -------------- 27 წლის ნახევარმცველი დავით მაისაშვილი.

Posted by: ogafa2 28 Dec 2016, 21:51
საფეხბურთო კლუბ მარტვილის "მერანს" კიდევ ერთი ახალწვეული ჰყავს. რევაზ ბარაბაძე ჩვენი გუნდის თავდასხმის ხაზს გააძლიერებს.
ბარაბაძეს თავის დროზე არაერთი ქართული და უცხოური კლუბის ღირსება დაუცავს. "ეთნიკოსი", "მეტალურგი", "ტორპედო", "ლოკომოტივი", "დილა", "ანჟი", "დნიპრო", "თბილისი". საქართველოს 21 წლამდე ნაკრებში ითამაშა 7 თამაში და გაიტანა 4 გოლი. ეროვნულ ნაკრებში 2 მატჩი ჩაატარა. ბარაბაძე ბოლოს ცხინვალის "ლიახვის" რიგებში გამოდიოდა.
წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს ახალწვეულს "მერანთან" ერთად.
* * *
http://pix.ge/ რევაზ ბარაბაძე

Posted by: ogafa2 7 Jan 2017, 21:13
ს.კ მარტვილის "მერანი" ახალგაზრდული შემადგენლობით მიიღებს მონაწილეობას. http://pix.ge/
* * *
დავით მაისაშვილი http://pix.ge/

Posted by: ogafa2 10 Jan 2017, 20:46
"მერანი" შეიკრიბა ......... პირველად ივარჯიშეს გუნდის ახალწვეულებმა: რევაზ ბარაბაძემ, დავით მაისაშვილმა, ვანო კურდღელაშვილმა და ირაკლი რუხაძემ.
* * *
http://pix.ge/

Posted by: ogafa2 12 Jan 2017, 21:41
მერანის ვარჯიში http://pix.ge/

Posted by: ogafa2 14 Jan 2017, 21:28
http://pix.ge/
* * *
"ზამთრის მასტერსი"-2017, საფეხბურთო კლუბი მარტვილის "მერანმა" ახალგაზრდული შემადგენლობით მიიღოო მონაწილეობა .
* * *
http://pix.ge/
* * *
http://pix.ge/
* * *
http://radikal.ru

* * *
http://radikal.ru
* * *
http://radikal.ru/video/pZ4OrImeg7t

Posted by: ogafa2 16 Jan 2017, 23:47
http://pix.ge/

Posted by: ogafa2 18 Jan 2017, 16:47
მერანი ვარჯიშზე http://pix.ge/

Posted by: ogafa2 20 Jan 2017, 21:54
http://pix.ge/
* * *
მოსამზადებელი პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, სავარაუდოდ 5-6 თებერვალს "მერანელები" თურქეთში გაემგზავრებიან და იქ გაივლიან შეკრებას
* * *
http://pix.ge/
* * *
გიორგი მიქაძე: "მერანის" მთავარი მიზანი, რა თქმა უნდა, პრო ლიგა 1-ში მოხვედრა იქნება

Posted by: ogafa2 26 Jan 2017, 00:09
შუქურა ქობულეთი 0-1 მერანი მარტვილი დღევანდელი სპარინგი
* * *
http://pix.ge/
* * *
http://radikal.ru/video/YxOTtfmHI5v

Posted by: ogafa2 28 Jan 2017, 22:34
პრო ლიგა გამოჩნდა http://pix.ge/
* * *
http://radikal.ru

Posted by: gabrito11 29 Jan 2017, 21:13
https://www.facebook.com/ProLeagueGeorgia/ ეწვიეთ და დაალაიქეთ საქართველოს ჩემპიონატის არაოფიციალური გვერდი <3 ბევრ საინტერესო რამეს ნახავთ <3

Posted by: ogafa2 29 Jan 2017, 21:45
gabrito11 გაიხარე მშვენიერია ვნახე
* * *
სამგურალი 1-1 მერანი სერგეი ტრეტიაკის გოლი "სამგურალის" კარში
http://radikal.ru/video/BRyYXk9XUda

Posted by: ogafa2 6 Feb 2017, 21:40
ს.კ მარტვილის მერანი თურქეთში 6 თებერვალი http://pix.ge/
* * *
ედემი წარმატებები


http://pix.ge/
* * *
პირველი ვარჯიში url=http://radikal.ru/video/9bipbzeVhVn][img]http://poster.radikal
* * *
http://radikal.ru/video/9bipbzeVhVn

Posted by: dundee 9 Feb 2017, 18:51
მერანი - პანდევის აკადემია 0:4

Posted by: ogafa2 10 Feb 2017, 20:57
"მერანი" "აკადემია პანდევთან" დამარცხდა
თურქულ შეკრებაზე მყოფმა მარტვილის "მერანმა" პირველი სპარინგ-მატჩი გამართა სიდეში, მაკედონიური "აკადემია პანდევის" წინააღმდეგ.
"აკადემია პანდევი" გასულ წელს, მაკედონიის ჩემპიონატში პირველ ლიგაში ასპარეზობდა და ახალი სეზონიდან უმაღლეს ლიგაში ითამაშებს.
რაც შეეხება შეხვედრას, მატჩი საკმაოდ მაღალ ტემპში დაიწყო და მაკედონიელები მე-12 წუთზე დაწინაურდნენ. მატჩის საუკეთესო მოთამაშე დორიევ ლუპცემ "მერანის" საჯარიმო მისადგომებიდან უძლიერესი დარტყმით გახსნა ანგარიში.
ლუპცეს გოლამდე აკაკი შულაიამ ითამაშა ფლანგზე ტექნიკურად და თამაშის წესების დარღვევით შეაჩერეს "მერანელი". საჯარიმო დარტყმა რევაზ გეწაძემ შეასრულა ზუსტად, თუმცა მეკარე დაეუფლა ბურთს.
მე-16 წუთზე კიჭი მელიავას ფლანგურ გარღვევას შეიძლებოდა გოლი მოჰყოლოდა, "მერანის" განაპირა მცველი მეურვეს მარტივად გაცდა და კარშიც დაარტყა, ამ ეპიზოდშიც უშეცდომო იყო ისტატოვ სტეფანი.
მარტვილელები პირველ ნახევარშივე შეეცადნენ ანგარიშის გათანაბრებას და გაშვებული გოლის შემდეგ საკმაოდ მწვავედ შეუტიეს მეტოქეს, განსაკუთრებით ხიფათი იქმნებოდა ფლანგებიდან, გეწაძის და შულაიას იერიშებით, მაგრამ საბოლოოდ კარში დარტყმის უზუსტობა ჩრდილავდა ამ შეტევებს.
პირველი ტაიმის დასრულებამდე წამები იყო დარჩენილი, როცა პირველი გოლის ავტორის პასით დიმოვმა ორამდე გაზარდა ანგარიში.
მეორე ტაიმი "მერანმა" აქტიურად დაიწყო და 53-ე წუთზე ყაზახ მსაჯს წესით თერთმეტმეტრიანი უნდა დაენიშნა "აკადემია პანდევის" კარში, რადგან კონტაქტი აშკარა იყო "მერანის" უკრაინელ ფორვარდ ტრეტიაკსა და მოწინააღმდეგე გუნდის მცველს შორის, თუმცა მსაჯმა თამაშის წესების დარვევა არ დააფიქსირა.
55-ე წუთზე ჩალაძე დაემუქრა სტეფანის კარს შორეული დარტყმით, მეკარე ზუსტი იყო
59-ე წუთზე მაკედონიელებმა გუნდური შეტევა მორიგი გოლით დაასრულეს.
შეხვედრის დასრულებამდე 10 წუთით ადრე ვანო კურდღელაშვილმა შეასრულა საჯარიმო დარტყმა, მცირე რიკოშეტის შემდეგ სერგეი ტრეტიაკს მიუვიდა ბურთი მოწინააღმდეგე გუნდის საჯარიმოში, რომლის პასითაც ხელსაყრელ პოზიციაზე აღმოჩნდა შოთა ჯიქია, "მერანის" შემტევის დარტყმა არაზუსტი გამოდგა.
86-ე წუთზე ისევ ჯიქიას ჰქონდა კარგი მომენტი, მაისაშვილის წამოწყებული შეტევა შულაია-რუხაძემ გაითამაშეს კარგად,საბოლოოდ რუხაძის ზუსტი პასის შემდეგ ჯიქიამ დაარტყა კარში, მაგრამ არც ამჯერად უწია "მერანელის" დარტყმამ მიზანს.
ამრიგად, "მერანი" პირველ ამხანაგურ მატჩში დამარცხდა. ჩვენი გუნდი თავის მომდევნო შეხვედრას 12 თებერვალს გამართავს. მეტოქე პოლონური კლუბი "სტალი" იქნება.
9 თებერვალი. 16:00. სიდე.
"მერანი" - "პანდევი აკადემია" 0-4
"მერანი": მამალაძე, ორბელაძე ©, მელიავა, გიორგაძე, ჩალაძე, გეწაძე, მაისაშვილი, ლომაშვილი, შულაია, ტრეტიაკი, ბარაბაძე.
მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდნენ: კურდღელაშვილი, გეგია, რუხაძე, თოლორდავა, ჯიქია, ლუკავა, წოწონავა.
სათადარიგო: კულუა
მთავარი მწვრთნელი: გიორგი მიქაძე

Posted by: ogafa2 13 Feb 2017, 20:22
12 თებერვალი. 13:00. სიდე. სპარინგ-მატჩი
"მერანი" - "სტალი" 0-4 (0-2)
* * *
http://pix.ge/
* * *
....... http://pix.ge/

Posted by: ogafa2 14 Feb 2017, 23:02
საქართველოს სუპერთასი მარტვილში გაიმართება http://pix.ge/

Posted by: took13 15 Feb 2017, 12:10
ogafa2

თქვენ შეკრებას როდის ამთავრებთ ?

იმედია, ფედერაციასთან ერთად, თქვენც ყველაფერს გააკეთებთ რომ ლამაზი მატჩი გამოვიდეს.

Posted by: ogafa2 15 Feb 2017, 22:54
ჩვენი გუნდი თურქეთში კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს გამართავს, 18 თებერვალს "მერანი" "როსტოვს" დაუპირისპირდება. რაც შეეხება 26 თებერვალს მთავარია კარგი ამინდი იყოს, ახლა თოვს - დანარჩენი ღმერთის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება.

Posted by: ARN1994 15 Feb 2017, 23:37
რამდენ მაყურებელს იტევს მარტვილის სტადიონი ზუსტად. დეწერეთ რა.მადლობა

Posted by: dundee 16 Feb 2017, 00:02
QUOTE
რამდენ მაყურებელს იტევს მარტვილის სტადიონი ზუსტად. დეწერეთ რა.მადლობა

სამი ათასიანი ტრიბუნა არის სტადიონზე.


Posted by: ogafa2 16 Feb 2017, 00:21
ARN1994 მე ვფიქრობდი იცოდი 2 000 დასაჯდომი სკამია
* * *
http://pix.ge/
* * *
კიდევ ერთი ამხანაგური მატჩი გამართა მარტვილის "მერანმა" თურქულ შეკრებაზე. ჩვენი გუნდის დღევანდელი მეტოქე მარიუპოლის "ილიჩევიცი" გახლდათ, რომელიც უკრაინის პირველ ლიგაში ასპარეზობს და სატურნირო ცხრილში პირველ პოზიციაზეა.
წინა ორი სპარინ-მატჩისგან გასხვავებით, აღნიშნულ შეხვედრაში მეტი შეთამაშება და დამაჯერებლობა ეტყობოდა ჩვენს გუნდს და მიუხედავად იმისა, რომ მატჩი უგოლო ფრით დასრულდა. ორივე გუნდის კართან იქმნებოდა სახიფათო ეპიზოდები.
პირველი რეალური მომენტი მარტვილელებმა შექმნეს, მე-19 წუთზე, კიჭი მელიავას პასის შემდეგ, ვანო კურდღელაშვილი შევიდა მეტოქე გუნდის საჯარიმოში და თავადვეც შეეძლო კარში დაერტყა, მაგრამ უფრო უკეთეს პოზიციაზე მყოფი რევაზ ბარაბაძის მისამართით გააკეთა გამჭოლი პასი, თუმცა უკრაინელმა მცველმა ჩაჭრა გადაცემა და კუთხურზე მოიგერია.
26-ე და 44-ე წუთზე გიორგი კულუამ ითამაშა დამაჯერებლად, "მერანის" კიპერმა პირველ ეპიზოდში საჯარიმო დარტყმა კუთხურზე მოიგერია, ტაიმის მიწურულს კი გამოსვლაზე ითამაშა კარგად.
მეორე ნახევარში მეტ-ნაკლებად სახიფათი ეპიზოდები განახორციელეს გუნდებმა, თუმცა ანგარიში არ გახსნილა. ხელსაყრელი მომენტი ჰქონდა მეტოქე გუნდის უკრაინელ ფორვარდს 68-ე წუთზე, მაგრამ შეცვლაზე შემოსულმა მამალაძემ უძლიერესი დარტყმა მუშტებით უკუაგდო, 89-ე წუთზე კი მეკარესთან პირისპირ გაჰყავდათ "ილიჩევიცის" ფეხბურთელებს თანაგუნდელი, ამჯერადაც მამალაძე დამაჯერებელი იყო და დასწრებაზე აჯობა მეტოქეს.
საბოლოოდ მატჩო ნულოვანი ფრით დარსულდა. ჩვენი გუნდი თურქეთში კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს გამართავს, 18 თებერვალს "მერანი" "როსტოვს" დაუპირისპირდება.
15 თებერვალი. 16:00. სიდე. სპარინგ-მატჩი
"მერანი" (მარტვილი) - "ილიჩევიცი" (უკრაინა) 0-0
"მერანი": კულუა (მამალაძე 55'), ორბელაძე (გიორგაძე 46'), მაისაშვილი, ჩალაძე, მელიავა (რუხაძე 46'), ლომაშვილი, ჯიქია (ტრეტიაკი 46'), კურდღელაშვილი, გეწაძე (გეგია 75'), ბარაბაძე (წოწონავა 75'), შულაია (თოლორდავა 86').
მთავარი მწვრთნელი: გიორგი მიქაძე .................... ----------- .......... ედემი ელერჯია

Posted by: ogafa2 18 Feb 2017, 19:59
http://pix.ge/
* * *
„მერანმა“ თურქული შეკრება გამარჯვებით დაასრულა!
თურქულ შეკრებაზე მყოფმა მარტვილის „მერანმა“ მეოთხე ამხანაგური მატჩი ჩაატარა სიდეში. ჩვენი გუნდის მეტოქე „როსტოვი 2“ გახლდათ. მცირე ტრავმის გამო აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობა ვერ მიიღო აკაკი შულაიამ.
რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, მარტვილელებმა თამაშის დებიუტშივე მოიპოვეს სრული უპირატესობა და საკუთარ კარს მიაჯაჭვეს რუსები. ათ წუთიან მონაკვეთში 6 კუთხური მოაწოდა „მერანმა“ და ერთ-ერთი ასეთი სტანდარტის დროს ცოტა, რომ გამართლებოდა რევაზ ბარაბაძეს, ანგარიშს გახსნიდა. მისი დარტყმული ბურთი მეკარემ მუშტებით მოიგერია.
მე-11 წუთზე კიჭი მელიავა დაემუქრა შორეული დარტყმით „როსტოვის“ კარს, მეკარე დაუფლა ბურთს. ამ ეპიზოდიდან ხუთ წუთში კი ვანო კურდღელაშვილმა ითამაშა ტექნიკურად, „მერანელი“ ორ მცველს მარტივად გაცდა და საჯარიმოში შესულმა მოჭრილი დაურტყა „როსტოვის“ კიპერს, რომელმაც ნახტომში მოიგერია ბურთი.
საკმაოდ სახიფათო იყო რევაზ გეწაძის მიერ შესრულებული საჯარიმო დარტყმები მეტოქე გუნდის კარის მიმართულებით, თუმცა 27-ე წუთამდე ანგარიში არ გახსნილა. 27-ე წუთზე ირაკლი რუხაძემ საკუთარ საჯარიმოსთან აართვა ბურთი მეურვეს, შეტევა კურდღელაშვილმა გააგრძელა, რომლის ზუსტი პასის შემდეგ რევაზ გეწაძემ გახსნა ანგარიში ახლო მანძილიდან 1-0.
30-ე წუთზე კიჭი მელიავას პასით რევაზ ბარაბაძე გავიდა კარგ პოზიციაზე, თუმცა მცველმა შეუშალა ხელი და ირაკლი რუხაძეს მიუვიდა საბოლოოდ ბურთი, რომელიც „როსტოვის“ საჯარიმოში დიდი სისწრაფით შეიჭრა, თუმცა მეკარემ ითამაშა დასწრებაზე კარგად და კუთხურზე გადააგდო ბურთი.
ანგარიში ორამდე დავით მაისაშვილმა გაზარდა. გეწაძე ბარაბაძის მიერ გათამაშებული კომბინაციის შემდეგ, რუსთა კიპერს ბურთი ხელიდან გაუვარდა, „მერანის“ ახალწვეულმა ერთი შეხებით გადაგზავნა ბურთი კარში 2-0.
ტაიმის მიწურულს ერთი საკმაოდ სახიფათო კონტრიერიში გამოეპარათ „მერანელებს“ და „როსტოვმა“ ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა 2-1. მანამდე კი მწვავე შეტევა ვერ დააგვირგვინეს რუსებმა, მამალაძესთან პირისპირ გასულმა „როსტოველთა“ შემტევმა, "მერანის" კიპერს ვერ აჯობა.
მეორე ტაიმი უფრო აქტიურად დაიწყო ჩვენმა მეტოქემ და ორი მწვავე იერიში განახორციელა „მერანის“ კართან, თუმცა ორივე შემთხვევაში ჩინებულად ითამაშა შეცვლაზე შემოსულმა გიორგი კულუამ და ნახტომში მოიგერია ბურთი.
„მერანის“ მხრიდან კი ბარაბაძეს და ტრეტიაკს ჰქონდათ ანგარიშის გაზრდის კარგი შანსი, მაგრამ საბოლოო დარტყმა არაზუსტი გახლდათ „მერანის“ შემტევების შესრულებით.
ამრიგად შეხვედრა მარტვილელების დამსახურებული გამარჯვებით 2-1 დასრულდა. ამით "მერანმა" თურქეთში სპარინგ-მატჩების სერია დაასრულა. "მერანელები" კიდევ ორ დღეს დაჰყოფენ სიდეში და საქართველოში 20 თებერვალს დაბრუნდებიან
17 თებერვალი. 16:00. სიდე. საკონტროლო მატჩი
"მერანი" (მარტვილი) - "როსტოვი 2" (როსტოვი) 2-1 (2-1)
გოლები რევაზ გეწაძე (27'), დავით მაისაშვილი (43').
"მერანი": მამალაძე, ორბელაძე ©, მაისაშვილი, მელიავა, გეგია, ჩალაძე, ლომაშვილი, კურდღელაშვილი, გეწაძე, რუხაძე, ბარაბაძე.
შეცვლაზე შემოვიდნენ: კულუა, ჯიქია, გიორგაძე, წოწონავა, თოლორდავა, ლუკავა, ტრეტიაკი.
მთვარი მწვრთნელი: გიორგი მიქაძე ................. ---------- ......... ედემი ელერჯია

Posted by: ogafa2 19 Feb 2017, 21:59
ს.კ მერანი მაეტვილი - როსტოვი 2 http://radikal.ru/video/LoFah6vGXRm

Posted by: ogafa2 25 Feb 2017, 21:30
მერანი 1-1 სამგურალი ამხანაგური http://radikal.ru/video/UJYveAs2kRx
* * *
ისტორიული დღე მარტვილში - მურთაზ ხურცილავას სახელობის ცენტრალური სტადიონი სუპერთასის მატჩს უმასპინძლებს!

მარტვილის "მერანის" ცენტრალური სტადიონი, რომელსაც "მერანის" პრეზიდენტის: ფრიდონ ინჯიას ინიციატივით მურთაზ ხურცილავას სახელობის არენა ეწოდა, უმნიშვნელოვანეს ტურნირს, საქართველოს სუპერთასის მატჩს უმასპინძლებს.

აღნიშნული მატჩის მარტვილში ჩატარება, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გადაწყვიტა და ამის ერთ-ერთი მიზეზი რეგიონებში ფეხბურთის განვითარება და მასობრიობის გაზრდა გახლავთ.

26 თებერვალს "მურთაზ ხურცილავას" სახელობის ცენტრალურ სტადიონზე სუპერთასისთვის, ქვეყნის ჩემპიონი "სამტრედია" და დავით ყიფიანის სახელობის თასის გამარჯვებული ქუთაისის "ტორპედო" იბრძოლებენ.

არადა, სულ ცოტა დააკლდა მარტვილის "მერანს", რომ დავით ყიფიანის სახელობის თასს დაუფლებოდა და შესაბამისად სუპერთასის მონაწილე გუნდი ყოფილიყო, თუმცა ეს ახლო წარსულია და ხვალ მარტვილელი ქომაგები ნეიტრალური გულშემატკივრის როლში იქნებიან.

"მერანის" ხელმძღვანელობამ სუპერთასის მასპინძლობისთვის მზადება გადაწყვეტილების მიღებისთანავე დაიწყო და "მერანის" ფინანსებითა და ადგილობრივი ხელისუფლების ტექნიკით სტადიონზე ჩატარდა მთელი რიგი სამუშაოები იმისთვის, რომ თამაშზე ჩამოსული გუნდები და გულშემატკივრები მაქსიმალურად კმაყოფილები დარჩნენ.

სუპერთასის მატჩი მარტვილში ხვალ, 26 თებერვალს 14:00 საათზე დაიწყება და შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას ტვ პირველი შემოგთავაზებთ.

სუპერთასის მატჩზე დასწრება უფასოა! ............ --------- ............ ედემი ელერჯია

Posted by: mcenare-99 26 Feb 2017, 03:16
QUOTE
რამდენ მაყურებელს იტევს მარტვილის სტადიონი ზუსტად. დეწერეთ რა.მადლობა

სამი ათასიანი ტრიბუნა არის სტადიონზე.

1800 იტევსო ოფიციალურად

Posted by: ogafa2 26 Feb 2017, 23:04
მარტვილი - მურთაზ ხურცილავა - სუპერთასი http://radikal.ru/video/b8t8sdo1FP7

Posted by: mcenare-99 27 Feb 2017, 01:25
დღევანდელი მატჩის ბილეთი არავის გაქვთ?

Posted by: ogafa2 27 Feb 2017, 20:43
უფასო დასწრება იყო ბილეთი არ იყო საჭირო.

Posted by: ogafa2 1 Mar 2017, 22:34
ს.კ მერანი მარტვილი http://radikal.ru][img

* * *
[rlradikal.ru]user posted image[/url]

Posted by: ogafa2 4 Mar 2017, 08:08
http://radikal.ru

Posted by: ogafa2 5 Mar 2017, 11:08
user posted image
* * *
http://radikal.ru/video/8FUqCAZFCeZ
* * *
უიღბლობა, მსაჯის ფაქტორი და ნადირაძის გმირობა
"მერანი" - "გაგრა" 0-0
ეროვნული ლიგა 2-ის ცენტრალური მატჩი მარტვილში შედგა. პირველი ტურის გახსნით შეხვედრაში "მერანმა" "გაგრას" უმასპინძლა და რომ არა, საფეხბურთო ფორტუნა, გიორგი ნადირაძის თავგანწირული თამაში და მთავარი მსაჯის მიერ მიღებული საეჭვო გადაწყვეტილებები, მარტვილელები დამსახურებულ სამ ქულას ჩაიწერდნენ საკუთარ აქტივში.
დღეს, მიუხედავად წვიმიანი ამინდისა, "მერანის" გულშემატკივრები თავიანთი საყვარელი გუნდის საქომაგოდ საკმაოდ მრავლად იყვნენ. მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე საქართველოს ეროვნული ჰიმნი აჟღერდა და მსაჯმაც თამაშის დაწყების ნიშანი მისცა.
აქვე ისიც ვთქვათ, რომ გიორგი მიქაძე საკადრო პრობლემებით შეხვდა დღევანდელ დაპირისპირებას, ვარჯიშზე მიღებული ტრავმის გამო, ორი წამყვანი მოთამაშე, გიორგი გეგია და ლაშა ჩალაძე ვერ დაეხმარნენ საკუთარ გუნდს "გაგრას" წინააღმდეგ.
რაც შეეხება შეხვედრას, მარტვილელებმა მატჩის დებიუტშივე ხელთ იგდეს სადავეები და უკვე მე-10 წუთზე კიჭი მელიავამ ფლანგური გარღვევის შემდეგ, "გაგრას" საჯარიმოში მცველი ცრუ მოძრაობით ჩამოიშორა და კარშიც დაარტყა, ნადირაძე დაეუფლა ბურთს.
მე-15 წუთზე რევაზ ბარაბაძემ საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო და მკერდით დაუგდო ბურთი შეტევაში ჩართულ ვაჟა ლომაშვილს, "მერანელის" უძლიერესი დარტყმა არაზუსტი გამოდგა.
27-ე წუთზე სტუმრების მიერ შესრულებულ სტანდარტს მოჰყვა ხიფათი, საბოლოოდ გიორგი ტყეშელაშვილი ურტყამდა "მერანის" კარის მიმართულებით მცირედ არაზუსტად.
32-ე წუთზე რევაზ გეწაძემ შეასრულა საჯარიმო დარტყმა კარგად, საბოლოოდ მაისაშვილმა გაატარა ბურთი და გოლიც გავიდა, თუმცა მთავარი არბიტრის გადაწყვეტილებით თამაშგარე მდგომარეობა დაფიქსირდა და გოლი არ ჩაითვალა.
39-ე წუთზე მელიავას მიერ ფლანგიდან ჩაწოდებული ბურთი კარისკენ წავიდა, ნადირაძემ მოასწრო რეაგირება და კუთხურზე მოიგერია.
ტაიმის მიწურულს "გაგრელთა" უკრაინელი მწვრთნელი მიხვდა, რომ მოედნის შუაგული ფაქტიურად დაკარგული ჰქონდა მის გუნდს და შემტევი ფეხბურთელი, ნიკოლოზ ჯიშკარიანი მოხსნა და მის ნაცვლად საყრდენი შეიყვანა ლუტსენკოს სახით.
ორი კარგი შანსი ჰქონდა "მერანის" "ცხრიანს", ბარაბაძე ჯერ გეწაძის პასით დაემუქრა თავური დარტყმით "გაგრას" კარს, 55-ე წუთზე კი შულაიას პასის შემდეგ, ვარდნაში ერთი შეხებით ცდილობდა ეფექტური გოლის გატანას, ეს დარტყმაც უზუსტო იყო. რასაც სტუმართაგან "ექს-მერანელი" შოთა გვაზავას საპასუხო დარტყმა მოჰყვა, მცირე მანძილით აცდა ბურთი კარს.
74-ე წუთზე კი დღევანდელ მატჩში ყველაზე საეჭვო გადაწყვეტილება მიიღო ხარიტონაშვილმა, რადგან "მერანის" უკრაინელი ფორვარდი, სერგეი ტრეტიაკი მეკარესთან პირისპირ რჩებოდა და ანგარიშსაც გახსნიდა, რომ არა მეტქოე გუნდის ფეხბურთელის უხეში თამაში, ტრეტიაკი "გაგრას" საჯარიმოში წააქციეს, მაგრამ მსაჯის სასტვენი დუმდა..
78-ე და 85-ე წუთებზე კი გიორგი ნადირაძის გმირობამ იხსნა "გაგრა". პირველ ეპიზოდში აკაკი შულაიას მიერ შორეული გასროლილი ბურთი უკუაგდო ნახტომში "გაგრას" კიპერმა, დამატებაზე კი სერგეი ტრეტიაკის თავური დარტყმაც გაუვნებელყო.
85-ე წუთზე კი კიჭი მელიავას უძლიერესი დარტყმა მოიგერია ნადირაძემ, დამატებაზე კი ვანო კურდღელაშვილი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო ორივე გუნდის მხრიდან, ახლოს იყო მიზანთან, თუმცა მისი დარტყმული ბურთი კარის გვერდითა ძელს მოხვდა და "გაგრა" გადარჩა.
შეხვედრის ბოლო 15 წუთი სტუმრები მთელი გუნდით დაცვაში ჩაჯდნენ და ძირითადად საკუტარი საჯარიმოდან ბურთის გამოტანით და დროის გაყვანით იყვნენ დაკავებულნი, თუმცა მიუხედავად "მერანის" ზეწოლისა ანგარიში არ გახსნილა და მატჩი ფრედ 0-0 დასრულდა.
დასასრულს უნდა ავღნიშნოთ გიორგი მიქაძის გუნდის საუკეთესო თამაში პირველ ტურში, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენმა გუნდმა გამარჯვების მოპოვება ვერ მოახერხა, "მერანმა" დღეს ძალიან ლამაზი, სანახაობრივი მატჩი აჩუქა თავის ერთგულ გულშემატკივარს და ბევრი ტაში და ოვაცია დაიმსახურა. "მერანი" მეორე ტურის შეხვედრას სტუმრად გამართავს "ცხინვალის" წინააღმდეგ, ეს მატჩი 10 მარტს გაიმართება.
4 მარტი. 15:00. მარტვილი. "მურთაზ ხურცილავა".
"მერანი" (მარტვილი) - "გაგრა" (გაგრა) 0-0
"მერანი": კულუა, ორბელაძე ©, მაისაშვილი, მელიავა, გეწაძე, ლომაშვილი, ტეიდი, კურდღელაშვილი (რუხაძე 89'), შულაია, ბარაბაძე, ტრეტიაკი (გიორგაძე 89').
სათადარიგო: მამალაძე, წოწონავა, ჯიქია.
მთავარი მწვრთნელი: გიორგი მიქაძე
"გაგრა": ნადირაძე, კახიანი, ქურდაძე, გეთიაშვილი, სამხარაძე, გაფრინდაშვილი, გვაზავა, ჯიშკარიანი (ლუტსენკო 40'), გ, ქურდაძე (წურწუმია 87'), ტყეშელაშვილი, პაპავა (ხინთიბიძე 75').
სათადარიგო: მაღრაძე, გ. ტყეშელაშვილი, კაკუშაძე, ქანთარია.
მთავარი მწვრთნელი: ანატოლი პისკოვეცი
გაფრთხილება:რევაზ გეწაძე (19'), ვაჟა ლომაშვილი (24'), ლევან ქურდაძე (33'), კიჭი მელიავა (51'), ბენჟამინ ტეიდი (60'), შოთა გვაზავა (65').
მთავარი მსაჯი: დავით ხარიტონაშვილი ...................... ----------- .......... ედემი ელერჯია
* * *
ს.კ მერანი მარტვილი http://pix.ge/

Posted by: ogafa2 7 Mar 2017, 23:31
ეროვნული ლიგა ორი http://radikal.ruradika

* * *
http://radikal.ru

Posted by: ogafa2 10 Mar 2017, 00:17
http://radikal.ru

Posted by: ogafa2 11 Mar 2017, 06:51
ღირსეული სამი ქულა და კურდღელაშვილის შოუ "ფოლადზე!"
"ცხინვალი" 1-3 "მერანი"
ეროვნული ლიგა 2-ის მეორე ტურის მატჩში "ცხინვალმა" მარტვილის "მერანს" რუსთავში "უმასპინძლა". წინა ტურში ორივე გუნდს ფრე ჰქონდა ნათამაშევი და გამარჯვების წყურვილი და მოტივაცია განსაკუთრებული გახლდათ დღევანდელ შეხვედრაში გუნდების მხრიდან.
მატჩი კი საკმაოდ ხისტი გამოდგა და მაღალ ტემპში დაიწყო. ფეხბურთელები უხეშობას არ ერიდებოდნენ და არსენ ნონიკაშვილს მე-11 წუთზე დასჭირდა ჯიბიდან ყვითელი ბარათის ამოღება, არბიტრმა წივწივაძე გააფრთხილა. მარტვილელებმა თავიდანვე მოიპოვეს უპირატესობა და პირველი ნახევარი ჩვენი გუნდის კარნახით მიმდინარეობდა.
მე-16 წუთზე შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე ვანო კურდღელაშვილის გადაცემის შემდეგ, "მერანის" უკრაინელმა ლეგიონერმა, სერგეი ტრეტიაკმა ერთი შეხებით, ზუსტი დარტყმით მელნიჩენკოს კარის ბადე შეარხია.
25-ე წუთზე აკაკი შულაიას პასით რევაზ ბარაბაძე ურტყამდა თავით არაზუსტად.
48-ე წუთზე ვანო კურდღელაშვილმა "ცხინვალის" საჯარიმო ხაზთან ცრუ მოძრაობით ორი მეურვე ჩამოიშორა,მარჯვენათი მოჭრილი დაარტყა და ცხრიანში გაახვია ბურთი.
55-ე წუთზე ისევ "მერანის" "ათიანი" მოექცა ყურადღების ცენტრში, ამჯერად, "ცხინვალის" საჯარიმოში შესულმა კურდღელაშვილმა დაბალ კუთეში გაუტანა მელნიჩეკოს და დუბლი გაიფორმა.
3-0-ის შემდეგ, მატჩის ბედი ფაქტიურად გადაწყვეტილი იყო და "მერანელები" ოდნავ მოეშვნენ. მეტოქე გააქტიურდა და მეორე ტაიმის შუა წელში საკმაოდ მწვავედ შეუტიეს მოწინააღმდეგეს "ცხინვალის" ფეხბურთელებმა, რასაც გოლი მოჰყვა. 67-ე წუთზე თამაზ მაქაცარიამ გაიტანა პრესტიჟის გოლი 1-3.
68-ე წუთზე მეოთხე გოლის გატანაც შეეძლო "მერანს". კიჭი მელიავას ზუსტი გადაცემის შემდეგ, რევაზ ბარაბაძე მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა, "მერანის" შემტევმა ბურთის თავზე გადაგდება დაუპირა კიპერს, თუმცა მეკარემ ითამაშა კარგად.
გოლის გატანა შეეძლო შეცვლაზე შემოსულ შოთა ჯიქიასაც, რომელიც ერთი-ერთზე იყო მეკარესთან, ამჯერადაც დამაჯერებელი იყო "ცხინვალის" კიპერი.
ამრიგად "მერანმა" დამსახურებული ქულა მოიპოვა მეორე ტურის მატჩში და ჩვენი გუნდი ამ ეტაპზე 4 ქულით მეორე პოზიციაზეა სატურნირო ცხრილში. ისიც უნდა ავღნიშნოთ, რომ დღევანდელ შეხვედრას გიორგი მიქაძის გუნდი სამი წამაყვანი მოთამაშის გარეშე შეხვდა. გიორგი გეგია, რევაზ გეწაძე და ლაშა ჩალაძე ამ თამაშშიც ვერ დაეხმარნენ საკუთარ გუნდს ტრავმის გამო.
"მერანი" მესამე ტურის მატჩს მარტვილში გამართავს 19 მარტს, ტყიბულის "მეშახტეს" წინააღმდეგ. მანამდე კი 15 მარტს, მარტვილელები ისევ რუსთავს ესტუმრებიან და ამჯერად ადგილობრივ "რუსთავს" დაუპირისპირდებიან დავით ყიფიანის სახელობის თასის მეთექვსმეტედფინალში.
10 მარტი. 15:00. რუსთავი. "ფოლადი". ეროვნული ლიგა 2
"ცხინვალი" (ცხინვალი) - "მერანი" (მარტვილი) 1-3 (0-1)
გოლები: 0-1 სერგეი ტრეტიაკი (16'), 0-2, 0-3 ვანო კურდღელაშვილი (48', 55'), 1-3 თამაზ მაქაცარია (67').
"მერანი": კულუა, გიორგაძე, მაისაშვილი, მელიავა, ორბელაძე, ლომაშვილი (წოწონავა 62'), ტეიდი, კურდღელაშვილი, შულაია (რუხაძე 58'), ბარაბაძე, ტრეტიაკი (ჯიქია 61').
სათადარიგო: მამალაძე, ლუკავა, თოლორდავა.
მთავარი მწვრთნელი: გიორგი მიქაძე
"ცხინვალი": მელნიჩენკო, კასრელიშვილი (თათხაშვილი 64'), ცერცვაძე, მაქაცარია, ქოჩლაძე, ოლუვა, იოსელიანი (კენჭაძე 49'), ქრისტესიაშვილი, სულთანიშვილი, წივწივაძე, გადრანი.
სათადარიგო: კერესელიძე, გელაშვილი, ჯამარაული, გვალია.
მთავარი მწვრთნელი: გოჩა ჩიქოვანი
გაფრთხილება: წივწივაძე (10'), იოსელიანი (42'), ქოჩლაძე (87'), კურდღელაშილი (87')
მტავარი მსაჯი: არსენ ნონიკაშვილი
სხვა მატჩები:
"სამგურალი" 4-2 "რუსთავი"
"მეშახტე" 2-1 "გურია"
"გაგრა" 0-2 "სიონი"
"ზუგდიდი" - "ვიტ ჯორჯია" 11 მარტს გაიმართება ........... -------------- .......... ედემი ელერჯია
* * *
http://radikal.ru

Posted by: ogafa2 14 Mar 2017, 20:44
http://radikal.ru
* * *
http://radikal.ru

Posted by: ogafa2 17 Mar 2017, 08:19
ს.კ მერანი მარტვილი http://radikal.ru

Posted by: ogafa2 19 Mar 2017, 00:29
........ http://radikal.ru ..........
* * *
............... http://radikal.ru ..........
* * *
---- http://radikal.ru --

Posted by: ogafa2 20 Mar 2017, 23:18
http://radikal.ru/video/VRdNqZaAJlh

Posted by: ogafa2 23 Mar 2017, 08:08
მერანი - მეშახტე http://pix.ge/

Posted by: ogafa2 27 Mar 2017, 07:44
ს.კ მერანი მარტვილი http://pix.ge/

Posted by: ogafa2 29 Mar 2017, 08:25
ეროვნული ლიგა ყველაზე საინტერესო http://radikal.ru

Posted by: ogafa2 30 Mar 2017, 23:03
მერანი - სიონი
შაბათი, 1 აპრ. 2017, 16:00
მურთაზ ხურცილავა - მარტვილი
მსაჯები
არბიტრი - ბ. ნინუა
პირველი ასისტენტი - ა. აფციაური
მეორე ასისტენტი - ი. მაჩიტიძე
მეოთხე მსაჯი - ი. ხერხაძე http://radikal.ru

Posted by: ogafa2 1 Apr 2017, 20:03
მერანი გალიდერდა http://radikal.ru

* * *
http://radikal.ru/video/cln1a5bwxTg
* * *
Marika Odisharia Savi Meliava-სთან და 3 სხვა-თან. მერანი 1-0 სიონი . პირველი ადგილი ჩვენია
* * *
"მერანი" ეროვნული ლიგა 2-ის ერთპიროვნული ლიდერია! "მერანი" - "სიონი" 1-0
ეროვნული ლიგა 2-ის მეოთხე ტურის ცენტრალური მატჩი მარტვილში გაიმართა, "მურთაზ ხურცილავაზე" "მერანმა" ბოლნისის "სიონს" უმასპინძლა, რომელსაც ამ მატჩამდე, სამიდან სამი მოგება ჰქონდა და სატურნირო ცხრილს ლიდერობდა. თავის მხრივ მარტვილელები შვიდი ქულით მეორე ადგილზე იყვნენ და მოგების შემთხვევაში სატურნირო ცხრილის ლიდერი გახდებოდნენ, ეს ფაქტი კიდევ უფრო მეტ ინტერესს აძლევდა აღნიშნულ დაპირისპირებას და "მერანელებისთვის" გამარჯვების წყურვილს ორმაგად ზრდიდა.
შეხვედრა საკმაოდ მაღალ ტემპში დაიწყო და სანახაობრივი, დაძაბული მატჩი იხილა "მერანის" სტადიონზე შეკრებილმა მრავალრიცხოვანმა ქომაგმა. მე-12 წუთზე კიჭი მელიავას მიერ დაგორებული ბურთი აკაკი შულაიამ გაისროლა "სიონის" კარის მიმართულებით და რომ არა თორნიკე ზარქუას დამაჯერებელი თამაში ანგარიში გაიხსნებოდა, "სიონის" კიპერმა კუთხურზე მოიგერია ბურთი. არანაკლებ სახიფათო იყო სტუმრების საპასუხო იერიში, რა დროსაც გამოცდილი ჯაბა დვალი ურტყამდა თავით "მერანის" კარში. მცირე მანძილით აცდა ბურთი კარს.
ზოგადად, პირველ ნახევარში საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა "სიონი" და კობა ჟორჟიკაშვილის შეგირდები ამტკიცებდნენ, რომ შემთხვევით არ იყვნენ პირველ ადგილზე, თუმცა რადიკალურად შეიცვალა სურათი მეორე ნახევარში, რადგან მეორე ტაიმში მხოლოდ ერთი გუნდი უტევდა და ეს "მერანი" გახლდათ.
ტაიმის მიწურულს კულუამ ითამაშა არადამაჯერებლად და ბოლნისელებმა საკმაოდ სახიფათო კონტრიერიში განახორციელეს, მაგრამ მეტოქე გუნდის ფეხბურთელის დარტყმა კულუამ გაანეიტრალა და თავისი შეცდომაც გამოასწორა.
მეორე ნახევარში "მერანის" დამრიგებელმა ცვლილებებს მიმართა და გარკვეული კრექტივები შეიტანა თამაშში. კურდღელაშვილის და ჩალაძის გამოსვლამ უფრო მწვავე გახადა "მერანის" იერიშები და როგორც თავში ვახსენეთ, მეორე ტაიმი მარტვილელების სრული უპირატესობით მიმდინარეობდა.
გოლი 56-ე წუთზე გაიტანეს მასპინძლებმა. ვანო კურდღელაშვილმა ჩამოაწოდა კუთხურიდან ბურთი, საჯარიმოში თავით შულაიამ მოიგო, საბოლოო დამაგვირგვინებელი თავური დარტყმა კი "მერანის" მცველმა, დავით მაისაშვილმა განახორციელა და სადებიუტო გოლით საკუთარი გუნდი დააწინაურა.
70-ე წუთზე ბოლნისელების მდგომარეობა კიდევ უფრო გაუსაძლისი გახდა. გიორბელიძემ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია.
მეორე ტაიმში, ანგარიშის გაზრდის კარგი შანსი ჰქონდათ , ჯერ ბარაბაძეს, მელიავას პასით, რომლის თავური დარტყმის შემდეგ კუთხურზე გადააგდო ბურთი "სიონის" კარის დარაჯმა, შემდეგ კურდღელაშვილის დატყმული ბურთი მოიგერია ზარქუამ. მოგვიანებით კი კიჭი მელიავამ, რომელიც მთელი მატჩის განმავლობაში ფლანგიდან ერთვებოდა შეტევებში და მოსვენებას არ აძლევდა, მეტოქე გუნდის მცველებს, საჯარიმოსთან ერთი მეურვე ჩამოიშორა და ყუმბარისებურად დაარტყა, ბურთი ზემოდან მცირე მანძილით გადაცდა კარს.
საბოლოოდ, მატჩი "მერანის" დამსახურებული გამარჯვებით დასრულდა. ამ მოგებით "მერანმა" პირველ ადგილზე აინაცვლა და ჩვენი გუნდი სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს 10 ქულით. "მერანი" მომდევნო შეხვედრას "მცხეთა პარკზე" გამართავს 5 აპრილს, მეტოქე "ვიტ ჯორჯია" იქნება.
1 აპრილი. 16:00. მარტვილი. "მურთაზ ხურცილავა"
"მერანი": კულუა, ორბელაძე ©, გიორგაძე (კურდღელაშვილი 52'), მაისაშვილი, მელიავა, გეწაძე, ლომაშვილი, ტეიდი, შულაია (რუხაძე 86'), ბარაბაძე, ტრეტიაკი (ჩალაძე 61').
სათადარიგო: მამალაძე, ჯიქია, წოწონავა.
მთავარი მწვრთნელი: გიორგი მიქაძე
"სიონი": ზარქუა, გიორბელიძე, კალანდაძე, კოშკაძე (ლილუაშვილი 75'), მანაგაძე (აღდგომელაშვილი 85'), დვალი, კირკიტაძე, თევზაძე, სიხარულია, ხაბელაშვილი (ჯაფიაშვილი 75'), გურეშიძე.
სათადარიგო: მაქაცარია, ყრუაშვილი, უგულავა, სვანიძე.
მთავარი მწვრთნელი: კობა ჟორჟიკაშვილი
გოლი: დავით მაისაშვილი (56').
გაფრთხილება: ტრეტიაკი (24'), სიხარულია (45'), გიორბელიძე (58'),
გაძევება: გიორბელიძე (70'), უგულავა (72').
მთავარი მსაჯი: ბაკურ ნინუა ............... ---------- .......... ედემი ელერჯია

Posted by: beka331 2 Apr 2017, 19:03
კაია, ამ ეტაპზე უშუალო კონკურენტს რომ მოუგეს..

დიდი იმედი მაქვს რომ ამოვლენ წელს..
მითუმეტეს ახალი ჩემპიონატის შეფუთვიდან და ფინანსებიდან გამომდინარე, ძალიან მაგარი იქნებოდა

Posted by: ogafa2 2 Apr 2017, 21:13
beqa331 იმედია ამოვლენ უფრო მოუმატებენ და საინტერესო იქნება
* * *
http://radikal.ru/video/mM7L6AIRGlR

Posted by: ogafa2 3 Apr 2017, 22:24
http://radikal.ru

Posted by: ogafa2 6 Apr 2017, 08:29
http://radikal.ru

Posted by: beka331 6 Apr 2017, 10:33
სგ სგ
შესანიშნავი..
კაია კაი ფორმაში ყოფნა smile.gif

Posted by: ogafa2 6 Apr 2017, 23:59
beqa331 გაიხარე იქოქება ნელნელა მერანი იმედია კიდევ მოუმატებს smile.gif

* * *
http://radikal.ru/video/1pc2smvIxmE

Posted by: ogafa2 8 Apr 2017, 00:19
"მერანი" "მცხეთა პარკზეც" ვერ შეაჩერეს! "ვიტ ჯორჯია - "მერანი" 1-3
დაუმარცხებელია მარტვილის "მერანი" ეროვნულ ლიგა 2-ში. მარტვილელები დღეს, "ვიტ ჯორჯიას" მცხეთაში ესტუმრნენ და მიმდინარე ჩემპიონატში ზედიზედ მეოთხე გამარჯვება იზეიმეს!
მატჩი არცთუ ისე მაღალ ტემპში დაიწყო და ორივე გუნდი ფრთხილად ცდილობდა თამაშის წარმართვას. მე-7 წუთზე მასპინძლების მხრიდან ერთ-ერთმა გამორჩეულმა მოთამაშემ, პაატა ღუდუშაურმა დააარტყა საჯარიმოს მისადგომებიდან, თუმცა არაზუსტად. უზუსტო იყო საპასუხო იერიშის დროს ლაშა ჩალაძის დარტყმაც, რომელიც კიჭი მელიავას კარგი გადაცემის შემდეგ დაემუქრა შეროზიას კარს.
ანგარიში კი 24-ე წუთზე გახსნეს მასპინძლებმა, ზურაბ ღირდალაძის მიერ წამოწყებული შეტევა, დავლაშელიძემ გააგრძელა, "მერანის" საჯარიმოში შევიდა და ახლო მანძილიდან თავისი გუნდი დააწინაურა 1-0.
"მერანელებს" წონასწორობის აღსადგენად ექვსი წუთი ეყოთ. 30-ე წუთზე ამ შეხვედრის საუკეთესო მოთამაშემ, ვაჟა ლომაშვილმა "ვიტ ჯორჯიას" მისადგობებთან ორი მცველი ჩამოიტოვა, ბურთი კარგად გაისწორა და არც თუ ისე ძლიერი, მაგრამ რაც მთავარია ზუსტი დარტყმით სტატუს-კვო აღადგინა 1-1.
57-ე წუთზე ბენჟამინ ტეიდის შორეული დარტყმა გაანეიტრალა "ვიტ ჯორჯიას" კიპერმა.
70-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა ირაკლი რუხაძემ ითამაშა ფლანგზე კარგად, რომელიც ტრეტიაკის პასის შემდეგ "ვიტ ჯორჯიას" საჯარიმოში შეიჭრა და ჩიტიშვილმა თამაშის წესების დარღვევით შეაჩერა "მერანელი", რისთვისაც ყვითელი ბარათი მიიღო, "ვიტ ჯორჯიას" კარში კი თერთმეტმეტრიანი დარტყმა დაინიშნა. პენალტი თავად დაზარალებულმა შეასრულა, თუმცა ამ ეპიზოდში შეროზიამ ნახტომში კუთხურზე მოიგერია ბურთი. კუთხურიდან რევაზ გეწაძემ პირდაპირ კარში გადაგზავნა ბურთი და 1-2 გახდა ანგარიში.
75-ე წუთზე კახაბრიშვილი გავიდა მეკარესთან პირისპირ, მაგრამ ზურაბ მამალაძემ ითამაშა დამაჯერებლად აღნიშნულ ეპიზოდში.
მატჩის მიწურულს, "ვიტ ჯორჯია" მთელი გუნდით წინ წავიდა და თამაშის გადარჩენა სცადა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ ბოლოს წინა წუთზე, როცა მასპინძლები შეტევაში იყვნენ, რევაზ გეწაძემ გამოიტანა ბურთი საკუთარი საჯარიმოდან და მოედნის შუაგულში ტრეტიაკი გაიყვანა შეროზიასთან პირისპირ, "მერანის" უკრაინელმა ლეგიონერმა გვერდი აუარა "ვიტის" კიპერს და საბოლოო ანგარიში 1-3 დააფიქსირა "მერანის" სასაგერბელოდ.
"მერანი" ამ გამარჯვებით ისევ ერთპიროვნულად ლიდერობს სატურნირო ცხრილს 13 ქულით. მარტვილელებს ხუთი მატჩიდან, ერთი ფრე და ოთხი მოგება აქვთ, ბურთების შეფარდება 12-2. ჩვენი გუნდი მომდევნო ტურის მატჩს მარტვილში გამართავს 9 აპრილს, მეტოქე "რუსთავი" იქნება.
5 აპრილი. 16:00. "მცხეთა პარკი". V ტური
"ვიტ ჯორჯია" (თბილისი) - "მერანი" (მარტვილი) 1-3 (1-1)
"ვიტ ჯორჯია": შეროზია, ჩაკვეტაძე, გურამ გურეშიძე, ღუდუშაური, ღირდალაძე, გიგა გურეშიძე (ტეტუნაშვილი77'), ჭანკოტაძე, ექვთიმიშვილი, ჩიტიშვილი (მუხულიშვილი 77'), საჯაია, დავლაშელიძე (კახაბრიშვილი 67')
სათადაიგო: ისერიშვილი, კამლაძე, ვაზაგაშვილი, მოსიაშვილი.
მთავარი მწვრთნელი: თენგიზ კობიაშვილი
"მერანი": მამალაძე, ორბელაძე, ტეიდი, ბარაბაძე (ტრეტიაკი 60'), კურდღელაშვილი (გიორგაძე 46'), შულაია (რუხაძე 66'), მაისაშვილი, ლომაშვილი, მელიავა, ჩალაძე, გეწაძე.
სათადარიგო: კულუა, ჯიქია, წოწონავა.
მთავარი მწვრთნელი: გიორგი მიქაძე
გოლები: 1-0 დავლაშელიძე (24'), 1-1 ლომაშვილი (30'), 1-2 გეწაძე (71'), 1-3 ტრეტიაკი (90+3')
გაფრთხილება: დავლაშელიძე (28'), ღუდუშაური (40), კურდღელაშვილი (42'), ჩაკვეტაძე (45'), ჩიტიშვილი (70'), რუხაძე (78'), ტეტუნაშვილი (89').
მთავარი მსაჯი: ლაშა სილაგავა .............. ------ ........... ედემი ელერჯია

Posted by: ogafa2 9 Apr 2017, 22:56
http://adikal.rur .........................................................
* * *
მარტვილის "მერანი" ტრიუმფალურ სვლას განაგრძობს. "მერანელებმა" დღეს "მურთაზ ხურცილავას" სახელობის სტადიონზე "რუსთავს" უმასპინძლეს და სერგეი ტრეტიაკის დუბლით 2-1 დაამარცხეს მეტოქე. "მერანის" ზედიზედ მეხუთე გამარჯვებასთან ერთად, მეხუთე გოლი ჩაიწერა საკუთარ აქტივში სერგეი ტრეტიაკმაც.
გიორგი მიქაძის დამოძღვრილი გუნდი უდანაკარგოა მიმდინარე სეზონში და რაც კიდევ უფრო სასიამოვნოა, "მერანელები" სანახაობრივი, შეტევაზე ორიენტირებული ფეხბურთით ანებივრებენ საკუთარ გულშემატკივრებს, რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ წვიმიანი ამინდი იყო, უხვად მოვიდნენ დღეს სტადიონზე და მთელი მატჩის განმავლობაში ომახიანად ქომაგობდნენ "მერანს".
მატჩი კი წუთიერი დუმილით დაიწყო. ფეხბურთელებმა, გულშემატკივარმა და დამსწრე საზოგადოებამ, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს 9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მშვიდობიანი მიტინგის დარბევის დროს დაღუპული 21 გმირის ხსოვნას.
შეხვედრა მაღალ ტემპში წარიმართა და მარტვილელებმა ბურთზე კონტროლი მალევე დააწესეს, თუმცა პირველი ორი ხიფათი სტუმრებმა შექმნეს, მე-7 წუთზე მეტრეველმა დაარტყა არაზუსტად ახლო მანძილიდან, მომდევნო ეპიზოდში კი ექს-მერანელ ჩიმაკაძეს უმტყუნა მიზანმა.
"მერანის" საპასუხო იერიში საკმაოდ სახიფათო გამოდგა, კიჭი მელიავას მიერ წამოწყებული შეტევა კურდღელაშვილმა გააგრძელა, მაგრამ მცველებმა შეუშალეს ხელი "რუსთავის" საჯარიმოში, იქიდან გამოვარდნილ ბურთს საჯარიმოს მისადგომებთან ლომაშვილი დაუხვდა და ყუმბარისებურად გაისროლა მერლანის კარის მიმართულებით, ბურთი ზემოდან გადაცდა კარს.
28-ე წუთზე ბენჟამინ ტეიდმა აართვა მეურვეს ბურთი და კურდღელაშვილს დაუთმო, კურდღელაშვილმა ფლანგზე შულაიას გაუკეთა გადაცემა, შულაიას პასის შემდეგ ტრეტიაკი გავიდა მეკარესთან პირისპირ და ახლო მანძილიდან აუღებელი დაურტყა "რუსთავის" კარის დარაჯს 1-0.
31-ე წუთზე რევაზ გეწაძემ დაჰკრა შორიდან, მცირე რიკოშეტის შემდეგ ტრეტიაკს მიუვიდა ბურთი და ახლოს იყო მეორე გოლის გატანასთან, მაგრამ ოდნავ წინ გაექცა ბურთი უკრაინელს და მეკარე დაეუფლა.
83-ე წუთზე "მერანის" ლეგიონერმა მაინც შეასრულა დუბლი. სერგეი ტრეტიაკმა კიდევ ერთხელ გაახარა ადგილობრივი პუბლიკა, როცა ბენჟამინ ტეიდის ზუსტი გადაცემის შემდეგ, ერთი შეხებით, მოჭრილი დაარტყმით 2-0 გახადა ანგარიში.
თამაშის ბედი გადაწყვეტილი ჩანდა, მაგრამ 90-ე წუთზე დათა სიჭინავას მიერ ზუსტად შესრულებულმა საჯარმო დარტყმამ, მატჩს ინტრიგა დაუბრუნა. რადგან მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში რუსთაველებს დასაკარგი არაფერი ჰქონდათ და მთელი გუნდით წინ წავიდნენ. შეხვედრის გადარჩენის შანსი გაუჩნდა მეტრეველს, მაგრამ მისი დარტყმა გამოცდილმა მამალაძემ გააქვავა. მესამე გოლის გატანა "მერანსაც" შეეძლო, მაგრამ შეცვლაზე შემოსული შოთა ჯიქია ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი "მცველს" მოხვდა და ხიფათიც განიმუხტა.
ამრიგად "მერანმა" ზედიზედ მეხუთე გამარჯვება მიითვალა. ჩვენი გუნდი 16 ქულით სატურნირო ცხრილის ერთპიროვნული ლიდერია და 4 ქულით უსწრებს უახლოეს მდევარ ბოლნისის "სიონს". მარტვილელები მომდევნო ტურის მატჩს ლანჩხუთში გამართავენ სტუმრად, სადაც ადგილობრივ "გურიას" დაუპირისპირდებიან.
9 აპრილი. 16:00. მარტვილი. "მურთაზ ხურცილავა".
ეროვნული ლიგა 2. VI ტური
"მერანი" (მარტვილი) - "რუსთავი" (რუსთავი) 2-1 (1-0)
„მერანი“: მამალაძე, ორბელაძე ©, მაისაშვილი, მელიავა, ლომაშვილი, გეწაძე, ტეიდი, ჩალაძე, კურდღელაშვილი (გიორგაძე 46'), შულაია (რუხაძე 80'), ტრეტიაკი (ჯიქია 85').
სათადარიგო: კულუა, ბარაბაძე. წოწონავა.
მთავარი მწვრთნელი: გიორგი მიქაძე
"რუსთავი": მერლანი, მინდორაშვილი, ბრაჭული, ვასაძე, გაფრინდაშვილი, სიჭინავა ©, მეტრეველი, კილაძე (ცაცკრიალაშვილი 64'), ჩიმაკაძე (ლობჯანიძე 73'), აფაქიძე, ქათამაძე (გოგინაშვილი 46').
სათადარიგო: ალავიძე, გუჯაბიძე, ციცვიძე, გოცაძე.
მთავარი მწვრთნელი: ვარლამ კილასონია.
გაფრთხილება: კურდღელაშვილი (38'), მეტრეველი (42').
გოლები: გოლები:1-0, 2-0 (ტრეტიაკი 28', 83') 2-1 სიჭინავა (90')
მთავარი მსაჯი: გიორგი ვადაჭკორია .............. ----------- .......... ედემი ელერჯია

Posted by: ogafa2 13 Apr 2017, 08:37
http://radikal.ru

* * *
http://radikal.ru

Posted by: ogafa2 14 Apr 2017, 22:21
"მერანი" მიქრის.. "გურია" - "მერანი" 0-2
"მერანი" წაუგებელ სერიას აგრძელებს. მარტვილელები დღეს ლანჩხუთს ესტუმრნენ და მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს. "მერანელებმა" მართლაც, რომ ყველა კომპონენტში დაჯაბნეს მეტოქე და დამსახურებული სამი ქულა ჩაიწერეს აქტივში.
დღევანდელმა მატჩმა ლანჩხუთში დიდი ინტერესი გამოიწვია და ადგილობრივი გულშემატკივარი დიდი რაოდენობით მოვიდა საკუთარი გუნდის საქომაგოდ. "მერანსაც" ჩამოჰყვა ერთგული ქომაგები მარტვილიდან, რომლებიც მხურვალედ ამხნევებდნენ თავიანთ ფეხბურთელებს, მთელი მატჩის განმავლობაში.
სტუმრებს უკვე მე-6 წუთზე შეეძლოთ ანგარიშის გახსნა. შეტევა აკაკი შულაიამ წამოიწყო, რომლის პასითაც ჩალაძემ გააგრძელა იერიში, ორ მცველს გასცდა და ტრეტიაკს დაუგორა ბურთი, უკრაინელმა დაბალ კუთხეში დაარტყა, მცირე მანძილით აცდა ბურთი კარს.
მომდვენო შეტევაც ჩალაძე-შულაიამ ერთობლივი ძალებით განახორცილეს, საბოლოოდ შულაია შეიჭრა "გურიას" საჯარიმოში, მასპინძელთა ფეხბურთელი იძულებული იყო თამაშის წესები დაერღვია. კვირიკაშვილმა სრულიად სამართლიანად გაიშვირა ხელი თერთმეტრმეტრიანის ნიშნულისკენ.
პენალტი უზადოდ რევაზ ბარაბაძემ შეასრულა, რომელმაც აუღებელი დაურტყა ხვედელიძეს და მეოთხე გოლი მიითვალა მიმდინარე სეზონში.
39-ე წუთზე "მერანის" განაპირა მცველმა კიჭი მელიავამ ჩაახვია ბურთი კუთხურის ალამიდან "გურიას" საჯარიმოში, გურულთა კიპერი არადამაჯერებლად გამოვიდა, ყველას ლომაშვილმა დაასწრო და ახლო მანძილიდან უფრო სოლიდური გახადა ანგარიში.
ტაიმის მიწურულს, მესამე გოლის გატანაც შეეძლოთ სტუმრებს. რევაზ გეწაძის მიერ შესრულებული სტანდარტის შემდეგ, მეკარემ მუშტებით კუთხურზე მოიგერია ბურთი.
მეორე ნახევარში მასპინძლები შედარებით გააქტიურდნენ და 57-ე წუთზე "ექს-მერანელი" ალექსანდრე შენგელიას უძლიერესი დარტყმის განეიტრალება მოუწია ზურაბ მამალაძეს, 69-ე წუთზე კი "მერანის" გამოცდილმა კიპერმა პუბლიკის ოვაცია დაიმსახურა, რადგან ახლო მანძილიდან სანდრო ბახიას მიერ დარტყმული ურთულესი ბურთი მოიგერია.
82-ე წუთზე, წესით გოლი უნდა გასულიყო "გურიას" კარში, თუმცა საფეხბურთო ფორტუნამ აშკარად არ გაუღიმა შეცვლაზე შემოსულ შოთა ჯიქიას. შეტევა ტეიდმა წამოიწყო, რომლის პასით ტრეტიაკმა შოთა ჯიქია გაიყვანა ხელსაყრელ ადგილას, "მერანელმა" მეურვე მარტივად ჩამოიცილა და ტექნიკურად დაარტყა, ბურთი გვერდითა ძელს მოხვდა.
საბოლოოდ მატჩი "მერანის" გამარჯვებით 2-0 დასრულდა. ეს მარტვილელების მიერ მოპოვებული ზედიზედ მეექვსე გამარჯვებაა. მატჩის დასასრულს, "მერანის" პრეზიდენტს, ფრიდონ ინჯიას, რომელიც თავისი გუნდის ყველა თამაშს ესწრება, გულშემატკივრებმა გამარჯვება მიულოცეს და მადლობა გადაუხადეს იმ სიხარულისთვის, რასაც "მერანი" შესანიშნავი თამაშებით ჩუქნის თავის რაიონს.
ჩვენი გუნდი მომდევნო ტურის მატჩს მარტვილში ჩაატარებს. 23 აპრილს "მერანი" წყალტუბოს "სამგურალს" უმასპინძლებს. დღევანდელი მონაცემებით კი მარტვილის გუნდი 19 ქულით პირველ ადგილზეა სატურნირო ცხრილში.
13 აპრილი. 16:00. ლანჩხუთი, "ევ. შევარდნაძე". VII ტური
"გურია" (ლანჩხუთი) - "მერანი" (მარტვილი) 0-2 (0-2)
მამალაძე, ორბელაძე, მაისაშვილი, მელიავა (ლუკავა 86'), გეწაძე, ლომაშვილი, ტეიდი, ჩალაძე, შულაია, ტრეტიაკი (წოწონავა 82'), ბარაბაძე (ჯიქია 58').
სათადარიგო: კულუა, გიორგაძე, თოლორდავა.
მთავარი მწვრთნელი: გიორგი მიქაძე
"გურია": ხვედელიძე,შენგელია, კუსიანი, მოსიძე, მეგრელიშვილი, კაშია, კიკნაველიძე (კოტრიკაძე 53'), მალანია, ბარბაქაძე (ტყემალაძე 67'), ბახია, გოგუაძე.
სათადარიგო: ძაგანია, ლაბაძე, ნარიაშვილი.
მთავარი მწვრთნელი: გიგლა იმნაძე
გოლები: ბარაბაძე (18' პენ), ლომაშვილი (37').
გაფრთხილება: კუსიანი (27'), ტრეტიაკი (52'), ჯიქია (60'), ბახია (67').
მთავარი მსაჯი: ირაკლი კვირიკაშვილი ...................... ------------ .............. ედემი ელერჯია
* * *
http://radikal.ru

Posted by: ogafa2 20 Apr 2017, 00:14
http://radikal.ru

Posted by: ogafa2 22 Apr 2017, 23:17
http://radikal.ru

Posted by: ogafa2 24 Apr 2017, 07:56
მფრინავი ბიჭები მარტვილიდან და ბარაბაძის ბენეფისი! "მერანი" - "სამგურალი" 4-0
"მერანი" დაუმარცხებელია და მიმდინარე სეზონში, ქულების დაკარგავს არც აპირებენ მარტვილელები. ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება (!) იზეიმეს დღეს "მურთაზ ხურცილავაზე" "მერანელებმა" და უახლოეს მდევართან, "გაგრასთან" ქულათა სხვაობა ხუთამდე გაზარდეს.
მატჩი საკმაოდ მაღალ ტემპში დაიწყო "მერანმა" და საწყისი წუთებიდანვე მოიპოვა საგრძნობი უპირატესობა.
პირველი ხიფათი კი მე-2 წუთზე სტუმრებმა შექმნეს. ფლანგიდან, "ექს-მერანელი" დათა ციცხვაიას მიერ ჩაწოდებული ბურთის "მერანის" კარში გადაგზავნას ბანძელაძე აპირებდა, თუმცა ჩვენი გუნდის ახალგაზრდა კიპერმა, გოგი კულუამ ითამაშა დასწრებაზე კარგად და დამაჯერებლად დაეუფლა ბურთს.
მარტვილელებმა მე-6 წუთზე გახსნეს ანგარიში. "მერანის" ნიგერიელი ლეგიონერის, ბენჟამინ ტეიდის ზუსტი გადაცემის შემდეგ, მეტოქე გუნდის საჯარიმოში უმეთვალყურეოდ დარჩენილმა რევაზ ბარაბაძემ, ახლო მანძილიდან შანსი არ დაუტოვა დავით კუპატაძეს 1-0.
მე-11 წუთზე ისევ ბარაბაძე დაემუქრა "სამგურალის" კარს ეფექტური, უძლიერესი დარტყმით, ამჯერად არაზუსტად.
29-ე წუთზე კუპატაძემ შეიყვანა ბურთი თამაშში, ბრეგვაძეს საკუთარ საჯარიმოსთან ტეიდი ეთამაშა მჭიდროდ და ბურთი დააკარგვინა, შეტევა ბარაბაძემ გააგრძელა, საბოლოოდ ხელსაყრელ პოზიციაში მყოფ სერგეი ტრეტიაკს მიუვიდა ბურთი, უკრაინელმა ზუსტი დარტყმით 2-0 გახადა ანაგარიში.
79-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა ირაკლი რუხაძემ ითამაშა ჩინებულად, რომელმაც მოჭრილი, ზუსტი გადაცემით ბარაბაძე გაიყვანა მეკარესთან პირისპირ, "მერანის" "ცხრიანმაც" თანაგუნდელი არ დააღალატა და დუბლი გაიფორმა 3-0.
82-ე წუთზე გეწაძის მიერ შესრულებული, უძლიერესი დარტყმა უკუაგდო კუპატაძემ, შეტევა გაგრძელდა და დამაგვირგვინებელი დარტყმა ბარაბაძემ შეასრულა, მისი გასროლილი ბურთი, ნახტომში კუთხურზე მოიგერია "სამგურალის" კიპერმა.
მოგვიანებით აკაკი შულაია ჩაერთო ფლანგიდან კარგად და შეცვლაზე შემოსულ შოთა ჯიქიას ჩაუწოდა ბურთი საჯარიმოში, ჯიქიას დარტყმა არაზუსტი გამოდგა.
89-ე წუთზე პრესტიჟის გოლის გატანა შეეძლოთ სტუმრებს, თუმცა, ლაშა ჩიხლაძემ ეს შანსი ვერ გამოიყენა. "მერანის" კარში დანიშნული თერთმეტმეტრიანი დარტყმა არაზუსტად შეასრულა წყალტუბოელმა.
საბოლოო შედეგი რევაზ ბარაბაძემ დააფიქსირა, რომელიც დღევანდელ მატჩში, ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე გახლდათ, "მერნის" ტანმაღალი ფორვარდი 90+1 წუთზე, ბენჟამინ ტეიდის კარგი გადაცემის შემდეგ მეკარესთან პირისპირ გავიდა და ზუსტი, ტექნიკური დარტყმით ჰეთ-თრიკი გაიფორმა 4-0.
ამრიგად, გიორგი მიქაძის დამოძღვრილები ტრიუმფალურ სვლას განაგრძობენ. "მერანი" სატურნირო ცხრილში პირველ პოზიციაზეა 22 ქულით. ჩვენი გუნდი მომდევნო ტურის შეხვედრას 29 აპრილს ზუგდიდში გამართავს, სადაც ადგილობრივ "ზუგდიდს" დაუპირისპირდება.
23 აპრილი. 16:00. მარტვილი. "მურთაზ ხურცილავა".
ეროვნული ლიგა 2. VIII ტური.
"მერანი" (მარტვილი) - "სამგურალი" (წყალტუბო) 4-0 (2-0)
"მერანი": კულუა, ორბელაძე © (კურდღელაშვილი 46'), მაისაშვილი, მელიავა, გეწაძე, ლომაშვილი, ტეიდი, ჩალაძე (ჯიქია 82'), შულაია, ტრეტიაკი (რუხაძე 64'), ბარაბაძე.
სათადარიგოები: მამალაძე, წოწონავა, თოლორდავა, ლუკავა.
მთავარი მწვრთნელი: გიორგი მიქაძე.
"სამგურალი": კუპატაძე, კაკუშაძე, ნერგაძე, კილაძე, ენდელაძე, შალამბერიძე (ლიპარტელიანი 87'), გოგიჩაიშვილი, ბრეგვაძე, ჯიმშელეიშვილი, ბანძელაძე (ხარაბაძე 43'), ციცხვაია (ლ. ჩიხლაძე 61').
სათადარიგოები: კუჭუხიძე, დ.ჩიხლაძე, ჯღამაია, ჩავჩიძე,
მთავარი მწვრთნელი: გია გიგატაძე.
გოლები: 1-0 ბარაბაძე (6'), 2-0 ტრეტიაკი (29'), 3-0 ბარაბაძე (79'), 4-0 ბარაბაძე (90+1).
გამოუყენებელი პენალტი: ლ. ჩიხლაძე (89').
გაფრთხილება: ჯიმშელეიშვილი (21'), მელიავა (65'), გეწაძე (72'), ხარაბაძე (75'), ენდელაძე (81'), მაისაშვილი (82').
მთავარი მსაჯი: ჯენერი ხორავა ............. --------- ........... ედემი ელერჯია

Posted by: ogafa2 25 Apr 2017, 10:55
http://radikal.ru/video/u2UMvARKQGg
* * *
http://radikal.ru/video/ewybHSVmwp8

Posted by: ogafa2 27 Apr 2017, 06:55
http://radikal.ru

Posted by: ogafa2 28 Apr 2017, 23:09
http://radikal.ru

Posted by: ogafa2 29 Apr 2017, 23:46
http://radikal.ru/video/vzyw1sIklmu
* * *
მეგრული დერბი ლიდერის გამარჯვებით დასრულდა!
"ზუგდიდი" - "მერანი" 1-2
ზედიზედ მერვე გამარჯვება მოიპოვა "მერანმა" (!), დიახ, თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ მიმდინარე სეზონში "მერანი" დაუმარცხებელი გუნდია. მარტვილელებმა დღეს "ზედაეწერი"-ს სტადიონზე "ზუგდიდი" დაამარცხეს 2-1 და პირველი წრე ტრიუმფალურად დაასრულეს.
მიუხედავად იმისა, რომ სატურნირო ცხრილის აუტსაიდერი და ლიდერი ხვდებოდნენ ერთმანეთს, მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. პირველი ტაიმი შედარებით დაბალ ტემპში მიმდინარეობდა და თითო სახიფათო მომენტი გაცვალეს გუნდებმა. მე-15 წუთზე რუხაძე-შულაიას მიერ კარგად გათამაშებული კომბინაციის შემდეგ, რუხაძემ ჩააწოდა "ზუგდიდი"-ს საჯარიმოში, სადაც თავით სერგეი ტრეტიაკმა ითამაშა კარგად, თუმცა მისი ეფექტური თავური დარტყმის შემდეგ მცირედით აცდა ბურთი კარს.
ზუგდიდელების საპასუხო იერიშს ბულია აგვირგვინებდა შორეული დარტყმით, არც მასპინძელთა შემტევს გაუმართლა.
მეორე ტაიმში "მერანმა" თამაში უფრო გაამწვავა და არაერთი სახიფათო ეპიზოდიც შექმნა. საკამოდ კარგად ჩაერთო თამაშში, 46-ე წუთზე შეცვლაზე შემოსული ლაშა ჩალაძე.
55-ე წუთზე სტუმრებმა ანგარიში გახსნეს. რევაზ გეწაძის მიერ მეტოქე გუნდის საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი საბოლოოდ სერგეი ტრეტიაკს მიუვიდა და "მერანის" მეგოლემ სეზონში მეშვიდე, აღნიშნულ მატჩში კი პირველი გოლი გაიტანა.
ათ წუთში მეორედ აიღეს "ზუგდიდი"-ს კარი "მერანელებმა". კუთხურის ალამიდან ვანო კურდღელაშვილმა თავზე დაასვა ბურთი რევაზ ბარაბაძეს, რომელმაც ზუსტი თავური დარტყმით ორამდე გაზარდა ანგარიში.
მეორე ნახევარში, ახლო მანძილიდან შეეძლოთ მასპინძლებს გოლის გატანა, მაგრამ ამ ეპიზოდში კულუამ იმოქმედა ჩინებულად, მან ფეხით მოიგერია ბურთი.
76-ე წუთზე მასპინძლების მდგომარეობა კიდევ უფრო გაუსაძლისი გახდა, რადგან მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და დროზე ადრე მოუწია მოედნის დატოვება ირაკლი ჟვანიას. თუმცა, 85-ე წუთზე შეცვლაზე შემოსული აკაკი ფარჯიკიას მიერ გატანილმა გოლმა, შეხვედრას ინტრიგა დაუბრუნა, ფარჯიკიას შორეული დარტყმის და მცირე რიკოშეტის შემდეგ ზუგდიდელებმა ანგარიშის სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს 1-2.
მეტოქემ თამაშის გადარჩენას სცადა, მაგრამ შეტევის განვითარება უჭირდათ კაცნაკლულ მასპინძლებს. მატჩის მიწურულს, მესამე გოლის გატანა შეეძლო "მერანს", ჯერ ლევან წოწონავამ ვერ გაუტანა პირისპირ მამინაშვილს, მოგვიანებით კი ლაშა ჩალაძის უძლიერესი დარტყმა გაანეიტრალა "ზუგდიდელთა" კიპერმა.
ამრიგად მეგრული დერბი, "მერანის' გამარჯვებით 2-1 დასრულდა. მარტვილელებმა პირველი წრე ერთი ამოსუნთქვით, უდანაკარგოთ ჩაამთავრეს, შესაბამისად, გიორგი მიქაძის გუნდი სატურნირო ცხრილის უპირობო ლიდერია 25 ქულით.
29 აპრილი. 16:00. "ზედაეწერი".
ეროვნული ლიგა 2. IX ტური.
"ზუგდიდი" (ზუგდიდი) - "მერანი" (მარტვილი) 1-2 (0-0)
"ზუგდიდი": მამინაშვილი, რუხაია, გოლუბკა, მალანია, სამუშია (ფიფია 78'), ბულია, აკობია, ხუბუა, ჟვანია, ნ. ქირია (ფარჯიკია 78'), ჭკადუა (კუკავა 60').
სათადარიგო: მ. ეხვაია, ბუკია, გოგალაძე, ი. ეხვაია.
მთავარი მწვრთნელი: ბესიკ შეროზია.
"მერანი": კულუა, ორბელაძე, მაისაშვილი, ლომაშვილი, შულაია, გეწაძე, ტეიდი, კურდღელაშვილი (ჯიქია 71'), რუხაძე (ჩალაძე 46'), ბარაბაძე (წოწონავა 80'), ტრეტიაკი.
სათადარიგო: მამალაძე, ლუკავა.
მთავარი მწვრთნელი: გიორგი მიქაძე.
გოლები: 0-1 სერგეი ტრეტიაკი (51'), 0-2 რევაზ ბარაბაძე (65'), 1-2 აკაკი ფარჯიკია (85').
გაფრთხილება: ვაჟა ლომაშვილი (29'), სერგეი ტრეტიაკი (36'), რევაზ გეწაძე (39'), გიორგი ბულია (41'), ირაკლი ჟვანია (53'), იური გოლუბკა (67'), შოთა ჯიქია (83'), აკაკი ფარჯიკია (88').
გაძევება: ირაკლი ჟვანია (76').
მთავარი მსაჯი: არსენ ნონიკაშვილი ................ ------------ ................. ედემი ელერჯია

Posted by: ogafa2 1 May 2017, 20:58
http://radikal.ru

* * *
url=http://radikal.ru[]user posted image[/url]

Posted by: ogafa2 6 May 2017, 00:27
"მერანის" პირველი მარცხი
"გაგრა" - "მერანი" 1-0
ნებისმიერი წაგება დასანანია, მაგრამ როცა 90 წუთის განმავლობაში შენი გუნდი უტევს, დიდ უპირატესობას ფლობს, არაერთ საგოლე მომენტს ქმნის და მსაჯის მიერ კომპენსირებულ ბოლო წუთზე, რომ უშვებს ალოგიკურ გოლს, ორმაგად დასანანია.
სწორედ ასე მოხდა, საქართველოს ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე", სადაც "გაგრას" დაუპირისპირდა "მერანი" და პირველი დაუმსახურებელი მარცხი იწვნია მიმდინარე სეზონში.
თბილისში, ისედაც საკადრო პრობლემებით ჩასულ გიორგი მიქაძეს (დისკვალიფიკაციის გამო, გუნდის ერთ-ერთი ბომბარდირი, სერგეი ტრეტიაკი და რევაზ გეწაძე ვერ დაეხმარნენ საკუთარ გუნდს), კიდევ ერთი პრობლემა დაემატა, სიცხის გამო აღნიშნულ თამაშში მონაწილეობის მიღება ვერ შესძლო "მერანის" გამოცდილმა კაპიტანმა, სერგი ორბელაძემ.
მიუხედავად ზემოთ ჩამოთვლილი არასასიამოვნო ფაქტებისა, მარტვილელებმა მალევე იგდეს ხელთ მატჩის სადავეები და მე-5 წუთზე "ექს-მერანელი" ზვიად ქანთარიას მიერ შექმნილ სახიფათო ეპიზოდს თუ არ ჩავთვლით, როცა "გაგრას" შემტევი ახლო მანძილიდან დაემქურა თავისი ყოფილი გუნდის კარს, "ბასაზე" ძირითადად ერთი გუნდი უტევდა და ეს "მერანი" გახლდათ.
პირველი შანსი ჩვენი გუნდიდან რევაზ ბარაბაძეს ჰქონდა. კიჭი მელიავას ფლანგური ჩართვის და კარგი ჩაწოდების შემედეგ, "მერანის" ტანმაღალი თავდამსხმელი თავით ურტყამდა, თუმცა მიზანმა უმტყუნა.
28-ე წუთზე ვანო კურდღელაშვილის მიერ შესრულებულ საჯარიმო დარტყმას მოჰყვა "გაგრელთა" საჯარიმოში მცირე ქაოსი, მაგრამ მცველებმა კუთხურზე მოიგერიეს ბურთი, კუთხურიდან ისევ კურდღელაშვილმა მოაწოდა ბურთი, საჯარიმოში მაისაშვილი და ბარაბაძე აღმოჩნდენ კარგ პოზიციაში, საბოლოოდ ბარაბაძემ დაარტყა ახლოდან არაზუსტად.
კიდევ ერთი კარგი შანსი, კარგად გათამაშებული სტანდარტის მერე მიეცათ სტუმრებს, როცა ბარაბაძემ გააყოლა კურდღელაშვილს ბურთი, "მერანის" "ათიანმა" საჯარიმოში შეიწია და ძლიერ დაჰკრა, მაგრამ ნადირაძემ არ გაატანინა.
ყველაზე რეალური მომენტი მაინც აკაკაი შულაიას ჰქონდა, კიჭი მელიავას წამოწყებული შეტევა გააგრძელა "მერანელმა" და უძლიერესად გაისროლა, ბურთი ხარიხამ აისხლიტა.
თითქოს მატჩი ფრედ უნდა დასრულებულიყო, მსაჯის მიერ კომპენსირებული ბოლო, მესამე წუთი მიმდინარეობდა როცა საფეხბურთო ფორტუნამ ბოლომდე გაწირა "მერანი", ჩვენი გუნდის სააჯარიმოში ზვიად ქანთარიამ მიიღო ბურთი, "მერანის" ყოფილმა ფორვარდმა ერთი მოძრაობით ჩამოიშორა ჩალაძე და ზუსტი დარტყმით, გამარჯვების გოლი გაიტანა. "მერანს" მატჩის გადასარჩენად დროც არ ჰქონდა და საბოლოოდ შეხვედრა მასპინძლების გამარჯვებით 1-0 დასრულდა.
მიუხედავად წაგებისა ჩვენი გუნდი სატუნრირო ცხრილს კვლავ ლიდერობს, უბრალოდ ისაა, მეორე ადგილოსანთან ქულების სხვაობა ორ ქულამდე შემცირდა. "მერანი" თავის მომდევნო შეხვედრას 9 მაისს გამართავს მარტვილში, მეგრული გუნდი "მურთაზ ხურცილავაზე" ს.კ. "ცხინვალს" უმასპინძლებს.
4 მაისი. 17:00. საქართველოს ტექნიკური ცენტრი "ბასა".
ეროვნული ლიგა 2. X ტური.
"გაგრა" (გაგრა) - "მერანი" (მერანი) 1-0 (0-0)
გოლი: ზვიად ქანთარია (90+3)
"მერანი": მამალაძე, მაისაშვილი, ლომაშვილი, მელიავა, ჩალაძე, ტეიდი, შულაია, კურდღელაშვილი, ჯიქია (გიორგაძე 80'), რუხაძე, ბარაბაძე.
სათადარიგო: კულუა, ორბელაძე, წოწონავა, ლუკავა.
მთავარი მწვრთნელი: გიორგი მიქაძე.
"გაგრა": ნადირაძე, ლუცენკო (გაფრინდაშვილი 66'), გიორგი თ. ტყეშელაშვილი, გვაზავა (ქურდაძე 46'), კახიანი, გიორგი ე. ტყეშელაშვილოი, ქანთარია, გეთიაშვილი, კიკნაძე, მოსიაშვილი (ჯგერენაია 81'), ჯიშკარიანი.
სათადარიგო: ისიანი, პაპავა, წურწუმია, სამხარაძე.
მთავარი მწვრთნელი: ანატოლი პისკოვეცი.
გაფრთხილება: გიორგი ე. ტყეშელაშვილი (8'), ირაკლი რუხაძე (37'), აკაკი შულაია (56'), გიორგი კახიანი (67'), ვანო კურდღელაშვლი (71').
მთავარი მსაჯი: ბაკურ ნინუა .................... ---------- ........................ ედემი ელერჯია

Posted by: ogafa2 7 May 2017, 20:11
http://radikal.ru
* * *
15 წლამდე ლიგა http://radikal.ru

Posted by: ogafa2 9 May 2017, 23:59
ტრეტიაკი გოლით დაბრუნდა, "მერანი" წინ მიიწევს!
"მერანი" - "ცხინვალი" 3-1
დღეს, ეროვნული ლიგა 2-ის, მეთერთმეტე ტურის, საშინაო მატჩი გამართა "მერანმა". მარტვილელებმა "მურთაზ ხურცილავაზე" "ცხინვალს" უმასპინძლეს და დამაჯერებელი ანგარიშით 3-1 დაამარცხეს მეტოქე.
მიუხედავად იმისა, რომ მასპინძლები საწყისი წუთებიდან დიდი ძალებით უტევდნენ, "ცხინვალმა" ტაიმის მიწურულამდე მშრალად შეინახა კარი. არადა, არაერთი სახიფათო მომენტი შექმნეს "მერანელებმა" პირველი წუთიდან მოყოლებული, როცა აკაკი შულაია გადიოდა მეკარესთან პირისპირ, მაგრამ წამის მეასედით დაასწრო მეურვემ და კუთხურზე მოიგერია ბურთი. მომდევნო ეპიზოდში კი, კიჭი მელიავა დაემუქრა შორეული დარტყმით კერესელიძის კარს, მცირედ არაზუსატდ.
მე-13 წუთზე, ვანო კურდღელაშვილის პასის შემდეგ, სერგეი ტრეტიაკი აღმოჩნდა ხელსაყრელ პოზიციაში და ტექნიკურად დაარტყა, მაგრამ არც ამ დარტყმამ უწია მიზანს. რეალური შანსები ჰქონდათ აკაკი შულაიას და ბენჟამინ ტეიდს, რომლებმაც მართალია, დღევანდელ შეხვედრაში გოლი ვერ გაიტანეს, მაგრამ ორივემ საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი.
22-ე წუთზე ლაშა გვალიას მიერ უძლიერესად დარტყმული ბურთი "გააქვავა" "მერანის" ახალგაზრდა კიპერმა.
პირველ ნახევარში "მერანის" ზეწოლამ საბოლოოდ შედეგი მაინც გამოიღო. 37-ე წუთზე საგოლე შეტევა დავით მაისაშვილმა წამოიწყო, რომლის პასითაც შულაია ჩაერთო ფლანგზე, აკაკი შულაიას მიერ საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი კი "მერანის" უკრაინელმა ლეგიონერმა სერგეი ტრეტიაკმა ერთი შეხებით გადაგზავნა "ცხინვალის" კარში და თავისი გუნდი დააწინაურა.
სტუმრებმა ამ მდგომარეობიდან გამოსვლა კარგად ვერც მოასწრეს, როცა ორ წუთში, უკვე მეორედ დალაშქრა "მერანმა" "ცხინვალის" კარი. მეორე გოლში, ლომის წვლილი კიჭი მელიავას მიუძღვის, "მერანის" განაპირა მცველმა, ტრეტიაკთან გაითამაშა კედელი და საჯარიმოში შესულმა ახლო მანძილიდან დაურტყა კერესელიძეს, "ცხინვალის" მეკარემ უკუაგდო ბურთი, მეორე ცდაზე "მელიავამ პასის გაკეთება გადაწვიტა და არც შემცდარა, მეტოქე გუნდის საჯარიმოში მყოფმა ლაშა ჩალაძემ ერთი შეხებით, ეფექტური დარტყმით "ცხინვალის" კარის ბადე შეარხია 2-0.
გიორგი მიქაძის მიერ განხორცილებულმა ცვლილებებმაც გაამართლა, რადგან მესამე გოლი სტუმართა კარში, სწორედ შეცვლაზე შემოსულმა ირაკლი რუხაძემ გაიტანა, მანამდე ბენჟამინ ტეიდი "ამოქმედდა" ფლანგზე, ნიგერიელმა მეურვე სიჩქარეში ჩამოიტოვა და გამჭოლი გადაცემა გააკეთა საჯარიმოში, რუხაძემ კი ერთი შეხებით შანსი არ დაუტოვა კერესელიძეს 3-0.
ცხინვალელებმა ერთადერთი ის შესძლეს, რომ პრესტიჟის გოლი გაიტანეს. შეხვედრის 59-ე წუთზე, სტუმართა მთავარმა მეგოლემ, დავით მაისაშვილთან ჭიდილს კარგად გაართვა თავი და საბოლოო შედეგი 3-1 დააფიქსირა.
"მერანი" სატურნირო ცხრილს 28 ქულით ლიდერობს. მეორე და მესამე პოზიციაზე "გაგრა" და "სიონი" არიან 23 და 21 ქულით, თუმცა ამ გუნდებს ერთი თამაშით ნაკლები აქვთ.
რაც შეეხება ჩვენი გუნდის მიერ გასამართ, მომდევნო შეხვედრას, "მერანი" 13 მაისს, ტყიბულის "მეშახტეს" სავარაუდოდ ვანში დაუპირისპირდება.
9 მაისი. 17:00. მარტვილი. "მურთაზ ხურცილავა".
ეროვნული ლიგა 2.
"მერანი" (მარტვილი) - "ცხინვალი" (ცხინვალი) 3-1 (2-0)
"მერანი": კულუა, ორბელაძე (კ) (გიორგაძე 60'), მაისაშვილი, მელიავა, ლომაშვილი, გეწაძე, ჩალაძე, ტეიდი (ჯიქია 56'), კურდღელაშვილი, შულაია (რუხაძე 46'), ტრეტიაკი.
სათადარიგო: მამალაძე, გეგია, წოწონავა.
მთავარი მწვრთნელი: გიორგი მიქაძე.
"ცხინვალი": კერესელიძე, კოკაია, გვალია, სულთანიშვილი (ბარაბაძე 46'), იოსელიანი (გელაშვილი 33') ოლუვა (ქრისტესიაშვილი 54'), ცერცვაძე (კ), ყურშავიშვილი, კასრელიშვილი, ქოჩლაძე, მაქაცარია.
სათადარიგო: მელნიჩენკო, მუზაშვილი, წივწივაძე.
მთავარი მწვრთნელი: მალხაზ ლაცაბიძე.
გოლები: 1-0 სერგეი ტრეტიაკი (37'), 2-0 ლაშა ჩალაძე (39'), 3-0 ირაკლი რუხაძე (52'), თამაზ მაქაცარია (58').
გაფრთხილება: ნიკოლოზ ყურშაშიშვილი (55').
მთავარი მსაჯი: შოთა ქუხილავა ......... --------- ......... ედემი ელერჯია

Posted by: ogafa2 11 May 2017, 00:28
http://radikal.ru ............................
* * *
http://radikal.ru

Posted by: ogafa2 14 May 2017, 07:39
ფრე "მეშახტესთან"
"მეშახტე" 0-0 "მერანი"
"მერანი" ნულოვანი ფრით დაშორდა "მეშახტეს". ვანში, აღნიშნულ შეხვედრას დაძაბულობა ნამდვილად არ აკლდა, რასაც ვერ ვიტყვით მატჩის სანახაობრივ მხარეზე, ამის მთავარი მიზეზი კი გრიგოლ ნიკოლეიშვილის სახელობის ცენტრალური სტადიონის საფარი გახლდათ, რაც იმდენად ცუდ მდგომარეობაშია, რომ ორივე გუნდის ფეხბურთელებს უჭირდათ კომბინაციური, ტექნიკური ფეხბურთის თამაში, შესაბამისად რეალური სახიფათო ეპიზოდები იშვიათად იქმნებოდა და ბურთის გაგორება ჭირდა.
მატჩი კი წუთიერი დუმილით დაიწყო. გუნდებმა, სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივრებმა და დამსწრე საზოგადოებამ, 9 მაისს, ტყიბულში, "ელიზბარ მინდელის" სახელობის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპული ოთხი ადამიანის ხსოვნას მიაგეს პატივი.
ისიც ვთქვათ, რომ გიორგი მიქაძე და თავისი ვიზავი საკადრო პრობლემებით შეხვდნენ დღევანდელ დაპირისპირებას. მარტვილელების მხრიდან, ტრავმების გამო, აკაკი შულაიამ და რევაზ ბარაბაძემ ვერ ითამაშეს. მასპინძელთაგან კი ტრავმირებული საბა ლომია და დისკვალიფიცირებული ირაკლი ბაჯელიძე ვერ დაეხმარნენ საკუთარ გუნდს.
პირველ ნახევარში გუნდებმა ორი სახიფათო მომენტი გაცვალეს. მეშვიდე წუთზე ხუჭუამ დაკიდა ბურთი "მერანის" საჯარიმოში, სადაც ლაშა ჩაფიძე ერთი შეხებით, უძლიერესი დარტყმით გზავნიდა კარში ბურთს, მამალაძემ ითამაშა დამაჯერებლად.
საპასუხო იერიშის დროს, სერგეი ტრეტიაკმა ითამაშა ჩინებულად, რომელმაც ორი მეურვე ტექნიკურად ჩამოიშორა, კარგად გაისწორა ბურთი და უძლიერესად გაისროლა, მცირე მანძილით აცდა ბურთი კარს.
თუ პირველ ტაიმში შეტევაზე აკეთებდა აქცენტს "მეშახტე", მეორე ნახევარში მეორე ნომრად არჩია თამაში გოგიჩაიშვილმა და მასპინძლები საკმაოდ სახიფათო კონტრიერიშებზე ცდილობდნენ თამაშის აწყობას. მეორე ტაიმში ორი მეტ-ნაკლებად რეალური ეპიზოდში შექმნა "მერანმა" და ორივეჯერ რევაზ გეწაძე დაემუქრა მეტოქე გუნდის კარს, პირველ ეპიზოდში ნონოსმა გაანეიტრალა გეწაძის შორეული დარტყმა, მეორე შემთხვევაში კი მიზანმა უმტყუნა "მერანელს".
გოლის გატანასთან უფრო ახლოს იყო მასპინძლების აფრიკელი ლეგიონერი, შეცვლაზე შემოსულ მარტინს ნვანკვოს რიკოშეტით მიუვიდა ბურთი და ხელსაყრელი პოზიციიდან ძლიერადაც დაარტყა, მაგრამ ზურაბ მამალაძემ კარგად ითამაშა ამ ეპიზოდში. მატჩის მიწურულს "მეშახტეს" შემტევის თავური დარტყმის შემდეგ, მცირე მანძილით გადაცდა კარის ზედა ძელს ბურთი, თუმცა "მერანის" კიპერს პოზიცია შერჩეული ჰქონდა და სიტუაციას აკონტროლებდა.
ამრიგად, ვანში, "მეშახტეს" და "მერანის" დაპირისპირება ფრედ 0-0 დასრულდა. ჩვენი გუნდი 29 ქულით პირველ ადგილზეა. რაც შეეხება მომდევნო ტურს, "მერანი" 20 მაისს ბოლნისში ადგილობრივ "სიონს" შეხვდება.
13 მაისი. 17:00. ვანი. "გრიგოლ ნიკოლეიშვილი".
ეროვნული ლიგა 2. ტური XII.
"მეშახტე" (ტყიბული) - "მერანი" (მარტვილი) 0-0
"მეშახტე": ნონოსი, მჭედლიშვილი, აფხაზავა, ყურულაშვილი, ქართველიშვილი, ჩაფიძე (ნვანკვო 74'), ღონღაძე (ხოსიტაშვილი 66') კიკაბიძე, გედენიძე, ხუჭუა, ვეკუა (ჭოხონელიძე 57').
სათადარიგო: ტყეშელაშვილი, ბრეგაძე, ჩუბინიძე, კალაჯიშვილი.
მთავარი მწვრთნელი: კახი გოგიჩაიშვილი.
"მერანი": მამალაძე, ორბელაძე (კ), გიორგაძე (კურდღელაშვილი 46'), მაისაშვილი (წოწონავა 72'), მელიავა, ლომაშვილი, გეწაძე, ტეიდი, ჩალაძე, რუხაძე (ჯიქია 69'), ტრეტიაკი.
სათადარიგო: კულუა, გეგია.
მთავარი მწვრთნელი: გიორგი მიქაძე.
გაფრთხილება: ჩაფიძე (37'), ლომაშვილი (43'), გედენიძე (49'), ჭოხონელიძე (58'), ნვანკვო (90').
მთავარი მსაჯი: პაპუნა მაჭარაძე ............... ----------- ..........ედემი ელერჯია
* * *
http://radikal.ru/video/QslyJ6VTsEh ეს გამომრჩა ტეიდისა და რუხაძის დუეტი / მერანი 3–1 ცხინვალი
Marika Odisharia

Posted by: ogafa2 15 May 2017, 07:46
http://radikal.ru/video/3lGm6MUjftg

Posted by: Ormurin_Langi 15 May 2017, 13:31
ogafa2
ბოლნისში მძიმე ტამაში გექნებათ
მგონი წააგებთ ისეთი წინათგრძნობა მაქვს

Posted by: ogafa2 15 May 2017, 21:39
Ormurin_Langi არა მგონია მძიმე თამაში გამოვიდეს უფრო მგონია ქულებს გაიყოფენ

Posted by: Ormurin_Langi 15 May 2017, 23:02
QUOTE (ogafa2 @ 15 May 2017, 21:39 )
Ormurin_Langi არა მგონია მძიმე თამაში გამოვიდეს უფრო მგონია ქულებს გაიყოფენ

მე ბოლნისის გამარჯვება მინდა :დ

თუ დადიხარ თამაშებზე ნომრები გავცვალოთ და გნახავ თამაშზე

მარტვილში ვიყავი წინა თამაშზე 1-0 რომ მოგვიგეთ კარგი იქნება შენც თუ ჩამოხვალ

Posted by: Human Rights 16 May 2017, 01:36
QUOTE
შულაია


ეს აშკარად პრო1-ის დონის იგროკია რატომ არავინ დაიმატა მიკვირს, თასის ფინალიდნა მახსოვს ძალიან კარგი ბიჭია.
მგონი ასაკობრივ ნაკრებშიც უთამაშია.

Posted by: ogafa2 16 May 2017, 08:27

Ormurin_Langi აუცილებლად ჩამოვალ ბოლნისში შვილიშვილთან ერთად როგორც ყოველთვის,გამარჯვბით თამაშზე გამოჩნდება ნახვითაც პრობლემა არიქნება.
* * *
Human Rights შულაია კი ახაალგაზრდულ ნაკრებშია,ისე კი მინდა რომელიმე მერანელის ტორპედოში ხილვა

Posted by: Ormurin_Langi 16 May 2017, 12:38
Human Rights
QUOTE
ეს აშკარად პრო1-ის დონის იგროკია რატომ არავინ დაიმატა მიკვირს, თასის ფინალიდნა მახსოვს ძალიან კარგი ბიჭია.
მგონი ასაკობრივ ნაკრებშიც უთამაშია.

ცხინვალში გააფუჭეს ეგ თორე საერთოდ უნდა დაფრინავდეს ახლაsad.gif
მართლა მიკვირს რა უნდა მეორე ლიგაში sad.gif


ogafa2
ძალიან კარგი იმედია კარგ თამაშს ვიხილავთ

Posted by: ogafa2 16 May 2017, 15:52
იმედია კარგი თამაში იქნება და კიდევ ორჯერ უნდა შევხვდეთ ერთმანეთს ამ სეზონში

Posted by: Ormurin_Langi 16 May 2017, 17:24
QUOTE (ogafa2 @ 16 May 2017, 15:52 )
იმედია კარგი თამაში იქნება და კიდევ ორჯერ უნდა შევხვდეთ ერთმანეთს ამ სეზონში

ოცამდე აბა yes.gif yes.gif

...............................................

Posted by: ogafa2 16 May 2017, 22:15
კარგად კარგად გაიხარე აბა ოცამდე smile.gif

Posted by: ogafa2 18 May 2017, 22:40
WORLDSPORT.GE გთავაზობთ ახალ რუბრიკას “ფეხბურთელები საქართველოს ჩემპიონატიდან”. ჩვენი პირველი რესპოდენტი ეროვნული ლიგა 2-ის ლიდერის, მარტვილის “მერანის” 20 წლის ნახევარმცველი აკაკი შულაიაა.

როგორც ახალგაზრდა მოთამაშემ ჩვენთან საუბარში განაცხადა, ბავშობიდანვე ძალიან უნდოდა ფეხბურთელი გამხდარიყო, მისი კუმირი კი რონალდინიო იყო, რომელმაც სპორტის ეს სახეობა შეაყვარა. ძალიან პატარა იყო, როდესაც “მერანში” მოხვდა და ამბობს, რომ კლუბში ისეთი მეგობრული გარემო დახვდა, გუნდთან შეგუება არ გასჭირვებია. დებიუტი “ცხინვალთან” დაპირისპირების დროს ჰქონდა 2013-2014 წლების სეზონში და აღსანიშნავია, რომ პირველივე მატჩში შეძლო გოლის გატანა. დიდი სურვილი აქვს, მოხვდეს ეროვნულ ნაკრებში და გვპირდება, რომ ყველაფერს გააკეთებს ეროვნული მაისურის ტარების ღირსი რომ გახდეს.

ფეხბურთი ბავშობიდან მიყვარდა, რაიონში სულ ასაკით დიდებთან მათამაშებდნენ, რადგან კარგად გამომდიოდა. მერე გადავწყვიტე უკეთ დავუფლებოდი და ფეხბურთზე შევედი. ჭაბუკთა ლიგაში “სერგიეთში” ვთამაშობდი. ჩემს ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი ჯესი სურმავას, ლევან ნოდიას და თენგო წიწინაძეს მიუძღვით და მინდა მადლობა გადავუხადო მათ. 16 წლის ასაკში უკვე უმაღლეს ლიგაში გადამიყვანეს და აქიდან დაიწყო ჩემი პროფესიონალური კარიერა.

ჩემი კუმირი რონალდინიო იყო, სწორედ მისმა თამაშმა შემაყვარა ფეხბურთი.

- რთული იყო “მერანში” მოხვედრა?

- თავისთავად. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ძალიან პატარა ვიყავი ასაკით. “მერანის” მთავარ გუნდში რომ გამომიძახეს ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. პირველი ვარჯიშიდანვე ძალიან კარგი გარემო დამხვდა. ყველა თბილად მექცეოდა, ისე ვართ, როგორც ერთი დიდი ოჯახი. ძალიან მეგობრული კლუბია “მერანი”.

- როგორი მდგომარეობაა გუნდში და რა არის ამ სეზონის მთავარი მიზანი?

- როგორც გითხარით, ერთიანი გუნდი ვართ. დიდ დროს ვატარებთ ერთად და ეს ყველაზე მთავარია. სწორედ ეს ერთობა გვაძლევს ძალას, რომ სეზონი კარგად ჩავამთავროთ. გარკვეული გამოცდილება გამაჩნია, მაგრამ ჩვენთან ისეთი მოთამაშეებიც არიან, რომლებსაც ყურადღებით ვაკვირდები, როგორ იქცევიან, თამაშობენ და მეც ვცდილობ მათნაირი ვიყო.

- მე-12 ტურის შემდგომ პირველ პოზიციაზე მყარად იმყოფებით. როგორ ფიქრობ, დამსახურებულად ხართ ცხრილის სათავეში?

- რა თქმა უნდა დამსახურებულად ვართ პირველ ადგილზე და ვერავინ იტყვის, რომ ჩვენ არ უნდა ვიყოთ სათავეში. ვიმედოვნებ, სეზონის ბოლომდე შედეგსაც და თამაშის ხარისხსაც ბევრად გავაუმჯობესებთ.

- მთავარ კონკურენტად ვის მიიჩნევთ ეროვნული ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში?

- ჩვენს ჩემპიონატში კარგი გუნდებია და ცხრილშიც კარგად ჩანს ვინ გვიწევს კონკურენციას.

- რას იტყვი ჩემპიონატის დონეზე, როგორც ეროვნული ლიგა 2-ის, ისე ეროვნული ლიგის?

- ნათელია, რომ ჩემპიონატი ძალიან დაძაბულია და კარგი თამაშები ტარდება. ეს ყველაფერი დონეზეც აისახება. ცვლილება ნამდვილად ეტყობა.

- არცთუ დიდი ხნის წინ იწერებოდა, რომ “დინამოში” გადასვლა გადაწყვეტილი იყო. რამდენად შეეფერება ეს სიმართლეს და რა მოხდა სინამდვილეში.

- ამ თემაზე ლაპარაკი არ მსურს. არ გამოვრიცხავ, რომ შესაძლოა ჭორი იყო. თუმცა ნათელია, რომ მე “მერანში” ვარ და არა “დინამოში”.

- ხომ არ არის დაინტერესება რომელიმე ქართული თუ უცხოური კლუბებიდან?

- ჩემამდე ინფორმაცია არ მოსულა, თუმცა იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ არიან გუნდები, რომლებიც ჩემით არიან დაინტერესებული, თუმცა კონკრეტულ კლუბზე ვერაფერს ვიტყვი.

- თუ “მერანი” ეროვნულ ლიგაში გადავა, რისი შანსიც ძალიან დიდია, დარჩები მარტვილში?

- რა თქმა უნდა, დიდი შანსია, რომ დავრჩე, თუმცა ამ თვის ბოლოს კონტრაქტი მეწურება და არ ვიცი რა მოხდება.

- გასულ სეზონში საქართველოს თასის მოგებასთან ახლოს იყავით, ფინალს როგორ გაიხსენებდი და როგორ ფიქრობ რა დაგაკლდათ გამარჯვებამდე?

- ალბათ ძლიერმა გაიმარჯვა. სხვა რა გითხრათ. ისინი უფრო იმსახურებდნენ მოგებას. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, თუმცა არ გაგვიმართლა. ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ფინალამდე მივსულიყავით. მჯერა, ჩვენი დროც მოვა და დავამტკიცებთ, რომ “მერანს” ყველაფრის გაკეთება შეუძლია. ახლა კი სრულიად ჩემპიონატზე ვართ გადართული.

- 21-წლამდე ნაკრებსაც რომ შევეხოთ – რა სიტუაციაა გუნდში და ხომ არ ყოფილა ეროვნული ნაკრებიდან რაიმე შემოთავაზება?

- ეროვნული ნაკრებიდან შემოთავაზება არ ყოფილა. ეს ჩემი დიდი სურვილია, რომელიც ძალიან მინდა რომ ავისრულო. იმედია ამ სიამოვნებას მივიღებ როცა ღირსი ვიქნები.

- ბოლოს გვითხარი შენი საუკეთესო თერთმეტეული

- ბუფონი, რამოსი, ბონუჩი, მარსელო, კარვახალი, ბუსკეტსი, ინიესტა, მოდრიჩი, მესი, რონალდო, ნეიმარი.
* * *
http://worldsport.ge/ge/page/154456_akaki-shulaia-vimedovneb-erovnul-nakrebshi-tamashs-davimsaxureb
* * *
http://radikal.ru/video/2Fo0cIw5Vjz

Posted by: Ormurin_Langi 20 May 2017, 23:33
ogafa2
კაი თამაში იყო საბოლოო ჯამში ფრე ლოგიკური იყო მაგრამ უპირატესობა ნამდვიალდ გვქონდა დაჟე 10 კაცით რო დავრჩით მაშინაც biggrin.gif

წვიმამ და დატბორვამ ხელი შეუშალა თორე შეიძლება უფრო უკეთესი მატჩი ვეხილა

Posted by: ogafa2 21 May 2017, 08:37
Ormurin_Langi კარგი თამაში გამოვიდა ესაა საფარი რომ არ დატბორირიყო კიდევ უკეთესი იქნებოდა.

Posted by: Ormurin_Langi 21 May 2017, 10:59
QUOTE (ogafa2 @ 21 May 2017, 08:37 )
Ormurin_Langi  კარგი თამაში გამოვიდა ესაა საფარი რომ არ დატბორირიყო კიდევ უკეთესი იქნებოდა.

კი biggrin.gif

არანორმალური წვიმა წამოვიდა biggrin.gif

ისე პირველი ტაიმის მერე მოსვლა მინდოდა და ნახვა მაგრამ პოლიციამ არაფრით ქნა smile.gif

ტამაშის მერეც ვცადე მაგრამ არ შვებოდენ user.gif

Posted by: ogafa2 21 May 2017, 20:40
Ormurin_Langi მე გამოვედი შესვენებაზე ბავშვთან ერთად მე მნახავდი მეგონა ვერა,თამაშის შემდეგ კი 15 წუთი არ გაგვიშვეს თქვენივე უსაფრთხოებას ვიცავთო,მერე აუხსენით შორს მივდივართ გაგვატარეთქო და მანქანებთან მიგვაცილეს ეგ იყო და წამოვედით. ეგ არაფერი კიდევ ერთხელ მომიწევს წელს სტეფანიაზე წამოსვლა

Posted by: Ormurin_Langi 21 May 2017, 22:11
ogafa2
შესვენებაზე თქვენსკენ მოვედი და არ მოიშვეს შეიძლება ავცდით კიდეც ერთმანეთს რავი თან მაგრად დაცხო წვიმამ მაგ დროს biggrin.gif

ნომრები უნდა ჩაგვეწერა ერთმანეთის
შემდეგში გამოვასწოროთ არაუშავს დიდი ალბათობით ჩამოვალ მარტვილში და თამაშის წინ ან შესვენებაზე გავიცნოთ ერთმანეთი smile.gif

Posted by: ogafa2 21 May 2017, 22:38
Ormurin_Langi არარის პრობლემა მომწერე აქვე პირადში შენი ნომერი და დაგირეკავ.
* * *
ბოლნისში, "თამაზ სტეფანიას" სახელობის ცენტრალურ სტადიონზე გამართულმა შეხვედრამ, რომელიც მეცამეტე ტურის ცენტრალურ მატჩად იყო მიჩნეული, სტატუსი აშკარად გაამართლა, რადგან გულშემატკივარმა დაძაბული, უშეღავათო ორთაბრძოლებით დატვირთული, საინტერესო ფეხბურთი იხილა, ორი კარგი გუნდის მონაწილეობით და რომ არა, ტაიმის მიწურულს მეტეოროლოგიური პირობების გაუარესება და კოკისპირული წვიმა, რამაც სტადიონი დატბორა და ბურთის გაგორება ჭირდა მოედანზე, სანახაობრივად კიდევ უკეთესი მატჩი გამოდგებოდა.
შეხვედრა კი საკმაოდ მაღალ ტემპში დაიწყო და მასპინძლებმა მეორე წუთზე შექმნეს პირველი ხიფათი, ბოლნისელთა შეტევას ჯაბა დვალი აგვირგვინებდა, რომელმაც ზუსტად კი დაარტყა, მაგრამ გოგი კულუას ბურთის დაუფლება არ გასჭირვებია. რადგან კულუა ვახსენეთ ისიც ვთქვათ, "მერანის" ახალგაზრდა კიპერმა ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა თავისი გუნდის რიგებში.
მარტვილელების საპასუხო იერიში კი გოლით დასრულდა. შეტევა რევაზ გეწაძემ წამოიწყო და ჩალაძემ გააგრძელა, საბოლოოდ ბენჟამინ ტეიდი გზავნიდა "სიონის" კარში ბურთს, თუმცა პასი გამოუვიდა სერგეი ტრეტიაკის მისამართით და "მერანის" მეგოლემ, მარჯვენა დაბალ კუთხეში გაუტანა ზარქუას.
გაშვებული გოლის შემდეგ მწვავედ შეუტიეს მასპინძლებმა მეტოქეს და ერთმანეთის მიყოლებით, ორი სახიფათო ეპიზოდი შექმნეს. სიხარულიას ახლო მანძილიდან სუსტად დარტყმული ბურთი იოლი ნადავლი გამოდგა "მერანის" კიპერისთვის. მოგვიანებით კი, დვალის საჯარიმო დარტყმა გაანეიტრალა კულუამ. თუმცა, დვალმა მაინც გაიტანა თავისი გოლი, "სიონის" გამოცდილმა ფორვარდმა 25-ე წუთზე აღადგინა წონასწორობა 1-1.
გიორგი მიქაძეს, ორი იძულებითი ცვლილების განხორციელებამ მოუწია. აკაკი შულაიას ეუხეშნენ ბოლნისელები და პირველი ტაიმის შემდეგ შესაცვლელი იქნა, მანამდე კი, მე-18 წუთზე გუნდის კაპიტანმა, სერგი ორბელაძემ მიიღო ტრავმა და მის ნაცვლად ბარაბაძე შევიდა მოედანზე.
სწორედ შეცვლაზე შემოსულ რევაზ ბარაბაძეს შეეძლო პირველ ნახევარში, ისევ წინ გაეყვანა "მერანი", როცა გეწაძის ჩინებული ჩაწოდების შემდეგ, თავით გზავნიდა ბურთს ზარქუას კარში, თუმცა ამ მომენტში ხარიხამ იხსნა მასპინძლები.
მეორე ტაიმში მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნის დროზე ადრე დატოვება მოუწია, მასპინძელთაგან გიორბელიძეს, თუმცა მათ სანაქებოდ უნდა ითქვას, რომ ბოლნისელებს დანაკლისი დიდად არ დასტყობიათ და მოსაგებად გაიბრძოლეს. რეალური ეპიზოდები კი ორივე გუნდს ჰქონდა მეორე ნახევარში. "სიონის" მხრიდან კოშკაძის საჯარიმო დარტყმა მოიგერია კულუამ, შემდეგ კი კუთხურიდან შექმნილი ხიფათი განმუხტა. "მერანს" ორი კარგი მომენტი ჰქონდა ბოლო წუთებზე. ახლო მანძილიდან შოთა ჯიქიას უძლიერესი დარტყმა მოიგერია მუშტებით კუთხურზე ზარქუამ, კუთხურიდან კი გეწაძემ ჩაახვია "სიონის" საჯარიმოში, სადაც ჩვენმა ტანმაღალმა ფორვარდმა, რევაზ ბარაბაძემ დაარტყა თავით, თუმცა ამჯერადაც არ გაუმართლა "მერანელს".
საბოლოოდ შეხვედრა ფრედ 1-1 დასრულდა. მარტვილელები ისევ მყარად ლიდერობენ სატურნირო ცხრილს 30 ქულით. ჩვენი გუნდი მომდევნო შეხვედრას 24 მაისს გამართავს მარტვილში, მეტოქე თბილისის "ვიტ ჯორჯია" იქნება.
20 მაისი. 17:00. ბოლნისი. "თამაზ სტეფანია".
ეროვნული ლიგა 2. ტური XIII.
"სიონი" (ბოლნისი) - "მერანი" (მარტვილი) 1-1 (1-1)
"სიონი": ზარქუა, კირტიკაძე, სვანიძე, თევზაძე, გიორბელიძე, ყურაშვილი, ჯაფიაშვილი, კოშკაძე, სიხარულია, დვალი (კ), ჭეიშვილი ( უგულავა 65’).
სათადარიგო: მაქაცარია, ნემსაძე, ლილუაშვილი, გურეშიძე, აღდგომელაშვილი;
მთავარი მწვრთნელი: კობა ჟორჟიკაშვილი.
"მერანი": კულუა, მელიავა, გიორგაძე, ორბელაძე (ბარაბაძე 18’), გეწაძე, მაისაშვილი, ჩალაძე, ტეიდი, შულაია (რუხაძე 46’), კურდღელაშვილი (ჯიქია 64’), ტრეტიაკი.
სათადარიგო: მამალაძე, წოწონავა, გეგია.
მთავარი მწვრთნელი: გიორგი მიქაძე.
გაფრთხილება: გიორბელიძე (6’), (57’), ტეიდი (28'), ყურაშვილი (45+1), გიორგაძე (67'), ჩალაძე (68'), ჯიქია (73'), გეწაძე (80'), კირკიტაძე (90+1), სიხარულია (90+3).
გაძევება: გიორბელიძე (57’).
გოლი: ტრეტიაკი (11’), დვალი (25’).
მთავარი მსაჯი: ირაკლი კვირიკაშვილი ................. ---------- ............. ედემი ელერჯია

Posted by: ogafa2 23 May 2017, 07:21
http://radikal.ru/video/bL1EGdGkwEz

Posted by: ogafa2 25 May 2017, 08:22
„მერანი“ წინ მიიწევს! „მერანი“ – „ვიტ ჯორჯია“ 2-0
მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა მარტვილის „მერანმა“ თბილისის „ვიტ ჯორჯიას“ წინააღმდეგ მარტვილში. ეროვნული ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილის ლიდერს კონკურენტები მიუახლოვდნენ და დღეს „მერანისთვის“ მისაღები შედეგი მხოლოდ სამი ქულა იყო, რადგან ამ გამარჯვების შემდეგ ჩვენმა გუნდმა უახლოეს მდევრებთან ჰანდიკაპი შეინარჩუნა და კვლავ მყარად არის პირველ პოზიციაზე.
გიორგი მიქაძე აღნიშნულ მატჩს საკადრო პრობლემებით შეხვდა. ტრავმების გამო, აკაკი შულაიამ და გუნდის კაპიტანმა, სერგი ორბელაძემ ვერ ითამაშეს, შოთა ჯიქია კი დისკვალიფიცირებული იყო.
მარტვილში დილიდან წვიმდა, თუმცა შუადღის შემდეგ გამოიდარა და მშვენიერი სათამაშო ამინდი იყო "მურთაზ ხურცილავაზე". თამაში ორივე გუნდმა ერთმანეთის დაზვერვით დაიწყო, მაგრამ მასპინძლებმა ბურთზე კონტროლი მალე დააწესეს და მწვავედაც შეუტიეს მეტოქეს.
მე-12 წუთზე ლაშა ჩალაძემ ითამაშა კარგად, რომელმაც მეტოქე გუნდის საჯარიმოსთან მიიღო ბურთი, ოდნავ შეიწია და მოჭრილი დაურტყა შეროზიას. "ვიტის" კიპერი დაეუფლა ბურთს.
"მერანის" მეორე სახიფათო იერიში გოლით დასრულდა. ბენჟამინ ტეიდის მიერ "ვიტ ჯორჯიას" საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი სერგეი ტრეტიაკმა რევაზ ბარაბაძეს აუგდო დასარტყმელად, "მერანის" "ცხრიანმა" კი ერთი შეხებით მოათავსა ბურთი სტუმართა კარში - 1:0.
ტაიმის მიწურულს კიჭი მელიავას მიერ სახიფათოდ ჩაკიდული ბურთი მოიგერია მუშტებით "ვიტის" კიპერმა, ბენჟამინ ტეიდის შორეული, უძლიერესი დარტყმა კი მცირედ აცდა კარს.
თუ პირველ ნახევარში შედარებით ინერტული იყო "ვიტ ჯორჯია" და ძირითადად მასპინძლების კარნახით მიმდინარეობდა მატჩი, მეორე ტაიმში გააქტიურდა და საკმაოდ სახიფათოდაც შეუტიეს მეტოქეს "ვეტერინარებმა". 55-ე წუთზე პაატა ღუდუშაურის შორეული დარტყმა გაანეიტრალა ზურაბ მამალაძემ, 59-ე წუთზე კი მცირე რიკოშეტის შემდეგ, "მერანის" საჯარიმოში მიუვიდა ბურთი, შეცვლაზე შემოსულ დათო საჯაიას და ზუსტად რომ დაერტყა ანგარიში გაათანაბრდებოდა.
71-ე წუთზე სტანდარტი დაინიშნა "ვიტ ჯორჯიას" კარის მიმართულებით, რევაზ გეწაძემ საჯარიმოში ჩააწოდა კარგად, სადაც ბარაბაძემ ერთი შეხებით ახლოდან 2-0 გახადა ანგარიში.
გოლი არ გაუტანია, მაგრამ ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ დღევანდელ მატჩში ირაკლი რუხაძე, "მერანის" ახალგაზრდა ნახევარმცველი პერიოდულად უტევდა ფლანგიდან მეტოქე გუნდს და მთელი მატჩის განმავლობაში აქტიური იყო.
84-ე წუთზე ტრავმის გამო გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, "მერანის" რიგებში განაპირა მცველი, გიორგი გეგია გამოჩნდა, რომელმაც რევაზ ბარაბაძე შეცვალა.
მანამდე კი, შეხვედრის დასრულებამდე 10 წუთით ადრე ბარაბაძეს ჰეთ-თრიქის შესრულებაც შეეძლო, როცა ბენჟამინ ტეიდის იდეალური პასით პირისპირ გადიოდა მეკარესთან, მისი დარტყმული ბურთი მცირე მანძილით აცდა კარს.
მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ერთი ბურთის გაქვითვა შეეძლოთ სტუმრებს, თუმცა დავლაშელიძეს ახლოდან არ გაატანინა მამალაძემ.
საბოლოო ანგარიში არ შეცვლილა და "მერანმა" მორიგი დამსახურებული სამი ქულა მოიპოვა. ჩვენი გუნდი 33 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს სატურნირო ცხრილს. მარტვილელები მომდევნო ტურის მატჩს რუსთავში გამართავენ 28 მაისს, ადგილობრივი "რუსთავის" წინააღმდეგ.
24 მაისი. 17:00. მარტვილი. "მურთაზ ხურცილავა".
ეროვნული ლიგა 2. ტური XIV.
"მერანი" (მარტვილი) - "ვიტ ჯორჯია" (თბილისი) 2-0 (1-0)
გოლები: 1-0, 2-0 რევაზ ბარაბაძე (23', 71').
„მერანი“: მამალაძე (კ), გიორგაძე, მაისაშვილი, ლომაშვილი, მელიავა, გეწაძე, ტეიდი, ჩალაძე, რუხაძე (წოწონავა 88'), ტრეტიაკი (კურდღელაშვილი 46'), ბარაბაძე (გეგია 84').
სათადარიგო: კულუა, ლუკავა, თოლორდავა.
მთავარი მწვრთნელი: გიორგი მიქაძე.
"ვიტ ჯორჯია": შეროზია, მუხულიშვილი, ტეტუნაშვილი, ჩაკვეტაძე, გურამ გურეშიძე (კ), ღუდუშაური, კახაბრიშვილი (ღირდალაძე 46'), გიგა გურეშიძე (საჯაია 46'), ექვთიმიშვილი (ვაზაგაშვილი 77'), ჩიტიშვილი, დავლაშელიძე.
სათადარიგო: ისერგიშვილი, კამლაძე, დანელია, სეხნიაშვილი.
მთავარი მწვრთნელი: თენგიზ კობიაშვილი
გაფრთხილება: ექვთიმიშვილი (31'), გეწაძე (34'), ღუდუშაური (62'), საჯაია (69').
მთავარი მსაჯი: დავით ხარიტონაშვილი .......... ----- ..........ედემი ელერჯია
* * *
https://www.facebook.com/fcmerani/videos/1309040095861661/
* * *
http://radikal.ru

Posted by: ogafa2 26 May 2017, 08:34
http://radikal.ru .................

Posted by: otokarcobra 26 May 2017, 11:04
ogafa2
რუსულ საიტზე რატომ ტვირთავენ ვიდეოებს რა უბედურებაა? იუთუბზე მაინც გაუშვან

Posted by: ogafa2 26 May 2017, 22:41
მერანი მარტვილი 2-0 ვიტ ჯორჯია https://www.youtube.com/watch?v=aCvyZMd1aOo

Posted by: ogafa2 28 May 2017, 22:53
http://moifotki.org/i/efc8d660af6249378cc601aea127ef6c

Posted by: ogafa2 29 May 2017, 23:59
http://radikal.ru/video/klGLld1Cpd6
* * *
http://moifotki.org/i/389b8af09f9741598662b298e6960ffd
* * *
ეროვნული ლიგა 2 https://www.youtube.com/channel/UCvzq7elAXClVdQzvvnFKO1A

Posted by: ogafa2 1 Jun 2017, 11:39
http://moifotki.org/i/dafa15c5337a456b9cf683c5318c3e6f

Posted by: Ormurin_Langi 1 Jun 2017, 23:19
QUOTE (ogafa2 @ 1 Jun 2017, 11:39 )
http://moifotki.org/i/dafa15c5337a456b9cf683c5318c3e6f

ხვალ რუსთავს დავატორმუზებთ ბოლნისში biggrin.gif
.......................................

Posted by: ogafa2 3 Jun 2017, 22:08
Ormurin_Langi არ გაგიმართლდა პროგნოზი რას იზამ http://moifotki.org/i/f5a3aff89bf9435a8eb695b23358f11f
* * *
http://moifotki.org/i/aa08d24367e643a6aa57fa7e7d79b72f
* * *
უ 19 გურია 2-3 მერანი მარტვილი

Posted by: ogafa2 10 Jun 2017, 22:33
ლევან გეგეჭკორი საფეხბურთო კარიერას თბილისის "დინამოში" გააგრძელებს. მარ­ტ­ვი­ლის "მე­რან­ში" გაზ­რ­დილ­მა უნი­ვერ­სალ­მა, რომელსაც მცვე­ლა­დაც შე­უძ­ლია თა­მა­ში და ნა­ხე­ვარ­მ­ც­ვე­ლა­დაც, წლების განმავლობაში თამაშობდა "მერანში" და სა­ქარ­თ­ვე­ლოს ყვე­ლა ასა­კობ­რი­ვი ნაკ­რე­ბის მა­ი­სუ­რი მო­ირ­გო.............................................
http://moifotki.org/i/5c376b023ec34eed890ef565c6a9870e

Posted by: ogafa2 16 Jun 2017, 08:28
http://moifotki.org/i/1ba7d964ed3447b3ba1358a6c69c5515

Posted by: ogafa2 18 Jun 2017, 01:03
url=http://radikal.ru/video/VdaiL8YCZqy]user posted image[/url]
* * *
https://www.youtube.com/watch?v=xt7AfA8quwM

Posted by: ogafa2 19 Jun 2017, 08:13
„მერანმა“ ლიდერობა განიმტკიცა !
{„სამგურალი“ VS „მერანი“ 1-3}
მარტვილის „მერანი“ კვლავ ერთპიროვნული ლიდერია! ჭყონდიდელებმა მეორე წრის ბოლოს წინა ტურის მატჩი სამტრედიაში გამართეს წყალტუბოს „სამგურალის“ წინააღმდეგ და სერგეი ტრეტიაკის დუბლით და რევაზ ბარაბაძის გოლით 3-1 დაამარცხეს მეტოქე.
მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ დაპირისპირებაში გიორგი მიქაძის კონტიგენტი ძირითადი შემადგენლობის სამ მოთამაშეს მოისაკლისებდა (ანდრო გიორგაძე და რევაზ გეწაძე დისკვალიფიკაციის გამო, ტრიბუნებიდან ადევნებდნენ თვალს საკუთარი გუნდის თამაშს, მათ შორის იყო სერგი ორბელაძე, რომელიც ტრავმირებულია) თავიდანვე, აშკარად იგრძნობოდა, რომ „მერანელების“ კარნახით წარიმართებოდა მატჩი და ასეც მოხდა.
ანგარიში 24-ე წუთზე „მერანის“ ბომბარდირმა, სერგეი ტრეტიაკმა გახსნა. ამ ეპიზოდში, მოედნის შუაგულში, ვაჟა ლომაშვილი ეთამაშა მჭიდროდ მეტოქეს და ბურთი დააკარგვინა, მანდვე ლაშა ჩალაძემ წამოიწყო შეტევა, რომელმაც რევაზ ბარაბაძე მოძებნა, ბარაბაძის დიდებული პასით სერგეი ტრეტიაკი გავიდა ხელსაყრელ პოზიციაზე, უკრაინელმა აუღებელი დაურტყა კუჭუხიძეს.
ხუთ წუთში კიდევ უფრო გაუსაძლისი გახდა ნომინალური მასპინძლების მდგომარეობა, რადგან მარტვილელების მიერ გათამაშებული კარგი კომბინაციის შემდეგ, რომელშიც ლამის მთელმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა, შოთა ჯიქიამ „სამგურალის“ საჯარიმოში თავზე დაასვა ბურთი ტრეტიაკს, რომელსაც ახლო მანძილიდან მეტოქე გუნდის კარის მეორედ დალაშქვრა არ გასჭირვებია.
ტაიმის მიწურულს, წყალტუბოელებმა ანგარიშის სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს. კუთხურიდან მოწოდებული ბურთი ბიბილაშვილმა თავით გადაგზვანა „მერანის“ კარში-1:2. ამ გოლმა თითქოს თამაშს ინტრიგა დაუბრუნა, თუმცა 51-ე წუთზე „მერანის“ ტანმაღალმა ფორვარდმა რევაზ ბარაბაძემ, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო იყო დღევანდელ მატჩში, შორეული საჯარიმო დარტყმა შეასრულა უზადოდ და საბოლოო შედეგი დააფიქსირა.
ბარაბაძეს დუბლის გაფორმებაც შეეძლო. შეხვედრის 75 წუთზე, შეცვლაზე შემოსული ირაკლი რუხაძის კარგი გადაცემით, მეკარესთან პირისპირ გადიოდა „მერანელი“, თუმცა მისი დარტყმა არაზუსტი გამოდგა.
„მერანმა“ ამ გამარჯვებით 39 ქულა დააგროვა და ეროვნული ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილის სათავეშია! მის უახლოეს მდევრებს - „რუსთავს“ და „გაგრას“ 36-36 ქულა აქვთ. ჩვენი გუნდი მომდევნო ტური მატჩს 22 ივნისს მარტვილში გამართავს „ზუგდიდის“ წინააღმდეგ. მეგრული დერბი „მურთაზ ხურცილავას“ სახელობის სტადიონზე, 22 ივნისს, 18:00 საათზე აიღებს სტარტს.
17 ივნისი. 18:00. სამტრედია. „ე. მანჯგალაძე“.
ეროვნული ლიგა 2. ტური XVII.
„სამგურალი“ (წყალტუბო) – „მერანი“ (მარტვილი) 1-3 (1-2)
გოლები: 0-1, 0-2 სერგეი ტრეტიაკი (24', 28'), 1-2 ბექა ბიბილაშვილი (43'), 1-3 რევაზ ბარაბაძე (51').
"სამგურალი": კუჭუხიძე, ნერგაძე, ბიბილაშვილი (კ), ხარაბაძე, ენდელაძე, შალამბერიძე (კაკუშაძე 82'), გოგიჩაიშვილი, ბანძელაძე, ჩიხლაძე, ლაღაძე (ფანცხავა 88'), ციცხვაია (ჩხეტიანი 46').
სათადარიგო: კუპატაძე, ჯიმშელეიშვილი, ლიპარტელიანი, კილაძე.
მთავარი მწვრთნელი: გია გიგატაძე.
"მერანი": მამალაძე (კ), მაისაშვილი, ლომაშვილი, მელიავა, ტეიდი, გეგია, ჩალაძე, ჯიქია (კურდღელაშვილი 52'), შულაია (რუხაძე 67'), ტრეტიაკი (წოწონავა 84'), ბარაბაძე.
სათადარიგო: კულუა, ლუკავა, თოლორდავა.
მთავარი მწვრთნელი: გიორგი მიქაძე.
გაფრთხილება: ბენჟამინ ტეიდი (41').
მთავარი მსაჯი: პაპუნა მაჭარაძე .................... --------------- ........... ედემი ელერჯია
* * *
http://moifotki.org/i/bf87d0d354604354a7d457a7eb52f445

Posted by: ogafa2 22 Jun 2017, 23:16
http://moifotki.org/i/98cf6f8dbd364f4bba9c704e89a5f3c8
* * *
მეორე წრე დასრულდა! ეროვნულ ლიგა 2-ს ღირსეული ლიდერი ჰყავს - მარტვილის „მერანი“!
ეროვნული ლიგა 2-ის მეორე წრე მეგრული დერბით დასრულდა. მარტვილში, ჭყონდიდელებმა 5 უპასუხო გოლი გაუტანეს ს. კ. „ზუგდიდს“, კუთვნილი სამი ქულა ჩაიწერეს აქტივში და ერთთვიან შესვენებაზე ერთპიროვნული ლიდერის სტატუსით გავიდნენ!
მეგრულ დუელში აშკარა ფავორიტი „მერანი“ გახლდათ და მასპინძლებს დღევანდელ შეხვედრაში დასაწინაურებლად 6 წუთი ეყოთ. შეტევა ჩვენი გუნდის განაპირა მცველმა, კიჭი მელიავამ წამოიწყო, რომლის პასის შემდეგ, ფლანგზე აკაკი შულაიამ ერთი მცველი მარტივად ჩამოიშორა და გამჭოლი გადაცემა გააკეთა“ზუგდიდის“ საჯარიმოში, სადაც ლაშა ჩალაძემ იაქტიურა. საბოლოოდ, მეკარის ბაქანთან უმეთვალყურეოდ დარჩენილ „მერანის“ ერთ-ერთ გოლეადორს, სერგეი ტრეტიაკს მიუვიდა ბურთი, რომელმაც ახლო მანძილიდან გახსნა ანგარიში-1:0.
გოლის გატანიდან 5 წუთში, ტრეტიაკი დუბლის გაფორმებასთან ახლოს იყო. შოთა ჯიქიას კარგი პასით „მერანელი“ მეკარესთან პირისპირ გავიდა და ტექნიკურადაც დაარტყა, ბურთი მცირე მანძილით აცდა კარს. მოგვიანებით ვაჟა ლომაშვილის მოჭრილი, უძლიერესი დარტყმის შემდეგ ჩაუქროლა ბურთმა ჯომიდავას კარის ხარიხას.
30-ე წუთზე სტუმართა მცველების არადამაჯერებელი თამაშით აკაკი შულაიამ ისარგებლა და მეკარესთან პირისპირ გასულმა ზუსტი დარტყმით ორამდე გაზარდა ანგარიშის სხვაობა.
ტაიმის მიწურულს კი პირველი გოლის მსგავსი კომბინაცია გაითამაშეს მარტვილელებმა. შეტევა კვლავ მელიავამ წამოიწყო, ამჯერადაც აკაკი შულაიამ გააკეთა საჯარიმოში კარგი გადაცემა, ლამაზი კომბინაცია კი რევაზ ბარაბაძემ დააგვირგვინა ერთი შეხებით, ყუმბარისებური დარტყმით-3:0.
სტუმრებს ორი მეტ-ნაკლებად სახიფათო ეპიზოდი ჰქონდათ, თუმცა ჯერ კუკავას, შემდეგ კი დათა ქირიას დარტყმული ბურთი გაანეიტრალა გიორგი კულუამ.
მეორე ნახევარში ორივე გუნდის მწვრთნელებმა ცვლილებებს მიმართეს და შეიძლება ითქვას, მასპინძელთაგან შეცვლაზე შემოსულმა ფეხბურთელებმა აშკარად გაუმართლეს მწვრთნელს იმედები, რადგან ირაკლი რუხაძე საკმაოდ აქტიურად შემოვიდა თამაშში და გოლიც გაიტანა, ვანო კურდღელაშვილმა საგოლე გადაცემა მიითვალა, ჩვენი გუნდის ახალწვეული - რაფაელ ჩუკურა კი უშეცდომო გახლდათ.
70-ე წუთზე ირაკლი რუხაძემ ოთხამდე გაზარდა ანგარიში. თამაშის დასრულებამდე 7 წუთით ადრე კი, კიდევ ერთი დამუშავებული კომბინაციის შემდეგ გაიტანეს გოლი „მერანელებმა“. რევაზ ბარაბაძემ ვანო კურდღელაშვილთან გაითამაშა კედელი, რომელმაც იდელაური პასი გაუკეთა „მერანის“ „ცხრიანს“, ბარაბაძემ ახლო მანძილიდან შანსი არ დაუტოვა მეტოქე გუნდის კიპერს-5:0.
როგორ ავღნიშნეთ, ამ მატჩით მეორე წრე დასრულდა. ისევე როგორც, პირველ წრეში, ჩვენი გუნდი ამჯერადაც ერთპიროვნული ლიდერია ეროვნული ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილში 42 ქულით. „მერანი“ მეორე ადგილზე მყოფ „რუსთავს“ 3 ქულით, ხოლო მესამე პოზიციაზე მყოფ „გაგრას“ 6 ქულით უსწრებს.
დღეიდან, ეროვნულ ჩემპიონატში ერთთვიანი პაუზაა გამოცხადებული. მესამე წრე კი 22 ივლისს განახლდება. 22 ივლისს „მერანი“ მარტვილში ს.კ. „გაგრას“ უმასპინძლებს.
22 ივნისი. 18:00. მარტვილი. „მურთაზ ხურცილავა“.
ეროვნული ლიგა 2. ტური XVIII.
„მერანი“ (მარტვილი) – „ზუგდიდი ( ზუგდიდი) 5-0 (3-0)
გოლები: 1-0 სერგეი ტრეტიაკი (6’), 2-0 აკაკი შულაია (30’), 3-0 რევაზ ბარაბაძე (45’), 4-0 ირაკლი რუხაძე (70’), 5-0 რევაზ ბარაბაძე (83’).
გაფრთხილება: ლაშა ჩალაძე (90’).
„მერანი“: კულუა, მაისაშვილი, გიორგაძე (ჩუკურა 65’), მელიავა, გეგია, ლომაშვილი (კ), ჩალაძე, ჯიქია (კურდღელაშვილი 60’), შულაია (რუხაძე 55), ტრეტიაკი, ბარაბაძე.
სათადარგო: მამალაძე, წოწონავა, თოლორდავა, ლუკავა.
მთავარი მწვრთნელი: გიორგი მიქაძე.
„ზუგდიდი“: ჯომიდავა, თ აკობია, ლ. აკობია (კ), მალანია, სამუშია (ჭკადუა 71’), ბულია (კუკავა 46’) დ. ქირია, ლაშხია, რუხაია, ნ. ქირია (ხუბუა 46’), ჟვანია.
სათადარიგო: მამინაშვილი, ფხაკაძე, გაბედავა, ბუკია.
მთავარი მწვრთნელი: მამუკა ჭაჭუა.
მთავარი მსაჯი: ბაკურ ნინუა ................. -------- ............. ედემი ელერჯია

Posted by: ogafa2 23 Jun 2017, 23:23
http://moifotki.org/i/af389ad7ac694f3e91708fae50985b8d

Posted by: ogafa2 25 Jun 2017, 10:59
http://moifotki.org/i/fdb81c0e58d976ede3498c4035bc5d22

Posted by: akhala 25 Jun 2017, 12:14
ogafa2

ჯანაშიას რა სტატუსი აქვს ზუგდიდში ხომ არ იცი?

Posted by: ogafa2 26 Jun 2017, 06:39
akhala ჯანაშიაზუგდიდის კერძო მესაკუთრე გახდა

Posted by: akhala 26 Jun 2017, 09:57
ogafa2

გასაგებია, ანუ გადაიბარა უკვე კლუბი

P.S შემდეგ წელს გიხილავთ უმაღლესში smile.gif

Posted by: ogafa2 26 Jun 2017, 22:06
akhala უმაღლესში ხილვა კარგია გაიხარე smile.gif

Posted by: ogafa2 30 Jun 2017, 14:07
http://moifotki.org/i/2523233781922c8864d331aae93b4cce

Posted by: ogafa2 5 Jul 2017, 23:14
http://moifotki.org/i/e9158a334e1dd799c6caeb8a2e70824c

Posted by: akhala 5 Jul 2017, 23:48
შვიდი ქულა შეგიძლიათ დაგეგმოთ ამ სამ თამაშში

ogafa2

სტადიონის გვერდით სათადარიგო მოედანი რომ არის, მანდ რამდენად კარგი საფარია? ძირითადი გუნდი ხომ იქ ვარჯიშობს?

Posted by: took13 6 Jul 2017, 00:15
akhala

თავიდან ალბათ შეთამაშების პრობლემა ექნებათ. მაგრამ მეშახტე ძლიერდება როგორც ვიცი. ტორპედოდან კვასვხაძე და ფურცხვანიძე წაიყვანეს. დილადან ტარიელ ხაინდრავა.

ზუგდიდი რას აპირებს ? ანგელოზივით სტადიონი იქნება წლის ბოლოს მზად sad.gif

Posted by: ogafa2 7 Jul 2017, 00:49
akhala სტადიონის გვერდით სათადარიგო მოედანის საფარი ბუნებრივია სავარჯიშოდ მშვენიერია.სპარინგებშიკი შეთამაშება მთაარი

Posted by: ogafa2 9 Jul 2017, 00:12
http://moifotki.org/i/688bc67b197d6a893b2dcee414ac0be7
* * *
ამხანაგური მატჩი - ამხანაგური ანგარიშით
{„მერანი“ 1-1 „ზუგდიდი“}
მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში, მესამე წრის დაწყებამდე, ჩვენმა გუნდმა დღეს პირველი ამხანაგური მატჩი გამართა „ზუგდიდის“ წინააღმდეგ და შეხვედრა ფრედ 1-1 დასრულდა. ანგარიში მე-9 წუთზე რევაზ ბარაბაძემ გახსნა, 4 წუთში კი „მერანის“ ფორვარდმა საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი და ანგარიში გათანაბრდა.
გიორგი მიქაძის გუნდი რამდენიმე დღეა შეიკრიბა არასრული შემადგენლობით. სხვადასხვა მიზეზების გამო დღევანდელ სპარინგ მატჩში „მერანის“ რამდენიმე წამყვან ფეხბურთელს არ მიუღია მონაწილეობა, თუმცა ახალწვეულებზე და გუნდის საბოლოო შემადგენლობაზე უახლოეს დღეებში შეიტყობთ, რაც შეეხება მეგრული კლუბების დაპირისპირებას, მატჩი საკმაოდ საინტერესო გამოდგა და მიუხედავად იმისა, რომ თამაში მარტვილელების სრული უპირატესობით მიმდინარეობდა და არაერთი რეალური საგოლე მომენტი ჰქონდათ მასპინძლებს, მე-13 წუთის შემდეგ ანგარიში არ შეცვლილა და გუნდები ფრეზე გაიყარნენ.
„მერანი“ მომდევნო საკონტროლო მატჩს 11 ივლისს გამართავს. ჩვენი გუნდი სტუმრად ტყიბულში ადგილობრივ „მეშახტეს“ დაუპირისპირდება.
7 ივლისი. 18:00. მარტვილი. „მურთაზ ხურცილავა“.
საკონტროლო მატჩი.
„მერანი“ (მარტვილი) – „ზუგდიდი“ (ზუგდიდი) 1-1 (1-1)
გოლები: 1-0 რევაზ ბარაბაძე (9’), 1-1 რევაზ ბარაბაძე (13’) (საკ.კარ)
„მერანი“: მამალაძე, ორბელაძე (კ), მაისაშვილი, მელიავა, გეწაძე, ლომაშვილი, ჯიქია, კურდღელაშვილი, რუხაძე, ჩალაძე, ბარაბაძე.
შეცვლაზე შევიდნენ: კულუა, ფაცაცია, ლუკავა, გეგია, თოლორდავა, წოწონავა.
მთავარი მწვრთნელი: გიორგი მიქაძე.
„ზუგდიდი“: ჯომიდავა, კურსანოვი, ლ. აკობია (კ), თ. აკობია, რუხაია, ეგნატენკო, დ. ქირია, ნ. ქირია, სამუშა, კუკავა, ჩიმაკაძე.
სათადარიგო: ეხვაია, ჟარიკოვი, ფხაკაძე, ძაძუა, მალანია, გოგალაძე, ჟვანია.
მთავარი მწვრთნელი: დავით მახარაძე.
#საკონტროლო_მატჩი .............. ედემი ელერჯია

Posted by: akhala 9 Jul 2017, 00:35
ჰაილაითები რაც ვნახე, ბევრი მომენტი გქონდათ

ზოგადად, კარგი გუნდია.. ტრეტიაკის მაგალითზე უკრაინიდან 2-3 ნორმალური ფეხბურთელი რომ ჩამოიყვანოთ, კარგ შედეგს დადებთ ეროვნულ ლიგაშიც
* * *



QUOTE
სტადიონის გვერდით სათადარიგო მოედანის საფარი ბუნებრივია სავარჯიშოდ მშვენიერია


მშვენიერი.. პატარა 20 კაცისთვის გათვლილი ბაზაც რომ დაამატოთ მაგ ინფრასტრუქტურას, მერე უკვე კარგად იქნება გამართული ყველაფერი 2kiss.gif

Posted by: ogafa2 9 Jul 2017, 01:08
akhala ჩამოყვანით მე არვარ გუნდში ორი ლეგიონერის მეტი იყოს. ადგილობრივი ბავშვები ყველას ყავს მთავარია მცოდნე მწრთვნელები smile.gif
* * *
http://moifotki.org/i/288d9e5446c5ec7bca1bf8eb05a01e1f
* * *
http://moifotki.org/i/0d515bde1925a1c8bbb65419d98a7c4a

Posted by: ogafa2 11 Jul 2017, 00:01
http://moifotki.org/i/f43a565f41d0da698e1f403fa8dc4234

Posted by: ogafa2 12 Jul 2017, 06:19
„მერანის“ მეორე ფრე - „მეშახტე“ – „მერანი“ 0:0
„მერანი“ ეროვნული ლიგის გათამაშების დაწყებამდე, მოსამზადებელ ეტაპს აგრძელებს. ჩვენმა გუნდმა დღეს მორიგი სპარინგ-მატჩი გამართა. მარტვილელები ტყიბულს ესტუმრნენ და ადგილობრივ „მეშახტეს“ უგოლო ფრით დაშორდნენ.
ტყიბულში, „მეშახტეს“ ბაზაზე გამართული ამხანაგური მატჩი, საკმაოდ გახსნილი, საინტერესო გამოდგა და მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე დასრულდა, ორივე გუნდს ჰქონდა ანგარიშის გახსნის შანსი..
გიორგი მიქაძემ ორი განსხვავებული შემადგენლობა ათამაშა. მარტვილელთა დამრიგებელმა სინჯებზე მყოფ რამდენიმე ფეხბურთელს მისცა თავის გამოჩენის შანსი. საბოლოოდ თუ რომელი ფეხბურთელი მოირგებს „მერანის“ მაისურს, ამას უახლოეს დღეებში გავიგებთ. შემადგენლობა გადახალისებულმა „მეშახტემაც“, რომელსაც ახალი სამწვრთნელო შტაბი ჰყავს გიორგი ჭელიძის ხელმძღავნელობით, საკმაოდ კარგად წარმოაჩინა თავი და სტუმრების მიერ შეთავაზებულ კომბინაციურ, შემტევ ფეხბურთს მედგარი წინააღმდეგობა გაუწია.
პირველ ნახევარში ორჯერ ვანო კურდღელაშვილი დაემუქრა ტარიელ ხაინდრავას კარს, კარგი შანსი ჰქონდა სინჯებზე მყოფ ნუცუსაც. მასპინძელთაგან გიორგი ტყეშელაშვილის დარტყმული ბურთი მოიგერია „მერანის“ ახალგაზრდა კიპერმა, ტაიმის მიწურულს კი ენდელაძემ ვერ გამოიყენა ხელსაყრელი მომენტი.
„მერანმა“ ორჯერ გოლიც გაიტანა, მაგრამ მთავარმა მსაჯმა ორივე შემთხვევაში თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. გოლის გატანის იდეალური შანსი მარტვილელებს 65-ე წუთზე ჰქონდათ, როცა სერგეი ტრეტიაკმა ორთაბრძოლა მოუგო მეტოქეს, წინ გაიჭრა და მეკარესთან პირისპირ გავიდა, მის მიერ უძლიერესად დარტყმული ბურთი კუთხურზე მოიგერია ტყიბულელთა კარის დარაჯმა.
შეხვედრის დასრულებამდე 5 წუთით ადრე კი თავისი ოსტატობა მამალაძემ გამოავლინა. ჩვენი გუნდის გამოცდილმა კიპერმა ჯერ ფურცხვანიძეს აუღო ურთულესი ბურთი და შემდეგ კი ყურულაშვილს არ გაატანინა ახლო მანძილიდან.
საბოლოოდ მატჩი ფრედ 0-0 დასრულდა. „მერანი“ ეროვნული ლიგა 2-ის დაწყებამდე კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს გამართავს. ჩვენი გუნდი 14 ივლისს წყალტუბოში ადგილობრივ „სამგურალს“ დაუპირისპირდება და ამით ტესტ-მატჩების სერია დასრულდება.
11 ივლისი. 18:00. ტყიბული. „მეშახტეს ბაზა“. ტესტ მატჩი
„მეშახტე“ (ტყიბული) – „მერანი“ (მარტვილი) 0-0
„მეშახტე“: ხაინდრავა, ხარაბაძე, ყურულაშვილი, მჭედლიშვილი, ჭანკვეტაძე, ქართველიშვილი (კ), იოსელიანი, ჭრელაშვილი, ენდელაძე, კვასხვაძე, გ. ტყეშელაშვილი.
შეცვლაზე შევიდნენ: ლ. ტყეშელაშვილი, ჭოხონელიძე, ბანძელაძე, ფურცხვანიძე, ყიფიანი, ცაგარეიშვილი, გვენეტაძე.
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჭელიძე.
„მერანი“: კულუა, ორბელაძე (კ), მელიავა, ლომაშვილი, გეწაძე, კურდღელაშვილი, ისმაილი, მაისაშვილი, ნუცუ, ტრეტიაკი, ბარაბაძე.
შეცვლაზე შევიდნენ: მამალაძე, გეგია, ჩუკურა, ფაცაცია, ტეიდი, ჯიქია, რუხაძე, წოწონავა, თოლორდავა, ლუკავა.
მთავარი მწვრთნელი: გიორგი მიქაძე. ......................... ----------------- ............ ედემი ელერჯია

Posted by: ogafa2 13 Jul 2017, 09:19
http://radikal.ru/video/xOuPwaq7d2t
* * *
ფრიდონ ინჯია: მინდა, ეტაპობრივად გავაუმჯობესო ინფრასტრუქტურა ..................ორი წლის წინ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და უეფას მედიაოფიცერმა მამუკა კვარაცხელიამ განაცხადა - ფრიდონ ინჯიასა და კიდევ 6 კაცს, რომლებიც ქართულ კერძო კლუბებს პატრონობენ, ღირსების ორდენი უნდა მიანიჭონ იმისთვის, რასაც ისინი აკეთებენ და ამდენი წელია, საკუთარი სახსრებით ინახავენ კლუბებსო...

...ძნელია, არ დაეთანხმო. ფრიდონ ინჯია უკვე 11 წელია (ანუ დაარსების დღიდან) მარტვილის "მერანს" უდგას სათავეში და იმ უამრავი პრობლემისა და ურთულესი წლების მიუხედავად, რაც ქართულ ფეხბურთს ჰქონია, ხელი არ ჩაუქნევია და კლუბის პატრონობა არ შეუწყვეტია.

ნამდვილი საფეხბურთო გარემო, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, კარგი მენეჯმენტი და სამწვრთნელო შტაბი - ეს "მერანის" წარმატების რეცეპტია და მისი მთავარი სულის ჩამდგმელი სწორედ ფრიდონ ინჯიაა.

"მერანს" თავისი ხელწერა აქვს ქართულ ფეხბურთში და მიუხედავად იმისა, რომ 2015 წელს გუნდი უმაღლეს ლიგას დაემშვიდობა, გარდამავალი ჩემპიონატიდან ლიგა 2-ში გადავიდა და საქართველოს თასის ფინალისტიც გახდა.

რას აპირებს სამომავლოდ, როგორი შეხედულება აქვს ფეხბურთის განვითარების ფონდზე და სხვა მნიშვნელოვან თემებზე? - "ლელომ" ამ კითხვებით ფრიდონ ინჯიას მიმართა...

- უპირველეს ყოვლისა, გუნდის შედეგებზე გკითხავთ. პირველი ნახევარი დასრულდა. როგორ შეაფასებდით "მერანის" გამოსვლას ეროვნულ ლიგა 2-ში?
- მოდით, დავიწყოთ იქიდან, რომ ჩვენ ის ამოცანა, რომელიც უნდა შეგვესრულებინა, შევასრულეთ. პირველი ნახევრის შედეგით, რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვარ, შეიძლებოდა უკეთესიც ყოფილიყო, რადგან იყო ისეთი თამაშებიც, როცა არ ვიმსახურებდით წაგებას, მაგრამ ფეხბურთი ამითაა საინტერესო - მოულოდნელობებით, დაძაბულობით...

- რას იტყვით იმ ცვლილებებზე, რაც ბოლო დროს განხორციელდა ფეხბურთის ფედერაციის მიერ და რამდენად შეუწყო ხელი კლუბებს ფეხბურთის განვითარების ფონდმა?
- ცვლილებების შედეგებს მომავალი გვიჩვენებს. რაც შეეხება ფეხბურთის განვითარების ფონდს, ერთს ვიტყვი - რომ არა ეს ფონდი და ის ხედვები, რაც ამ ფონდთან მიმართებაში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას აქვს, დღეს საქართველოში ფეხბურთი არ იქნებოდა!

ამასთან, ისიც უნდა ვთქვა, რომ უკეთესი იქნებოდა, ისე გაგრძელებულიყო, როგორც თავიდანვე იყო დაგეგმილი. ვგულისხმობ დაფინანსების ვადებს, რადგან გათვლილი იყო 5 წელიწადზე და საბოლოოდ ეს დაფინანსება გადანაწილდება 6 წელიწადზე. ამ ოთხ წელიწადში, შესაბამისი ფინანსებით, შეგეძლო, დაგეგეგმა და გაგეკეთებინა საქმე უფრო კარგად, ვიდრე 5 წელში.

მთლიანობაში, როგორც თავში ვახსენე, დროული და სწორი იყო სახელმწიფოს მხრიდან ფეხბურთის მიმართ ასეთი ფორმით მხარდაჭერა და ეს მისასალმებელია.

- როგორც შევიტყვეთ, მარტვილში სასტუმროს აშენებას აპირებთ. ზოგადად, რა ინფრასტრუქტურული ღონისძიებები იგეგმება?
- სასტუმროსთან დაკავშირებით მართალი ხართ. იცით, ჩვენ თუ არ გავაფართოვეთ და არ მოვაწყვეთ ისეთი ინფრასტრუქტურა, რომელიც მისაღები იქნება და კომფორტულად იგრძნობენ თავს ფეხბურთელები, მაშინ შედეგიც სასურველი არ იქნება. ასე რომ, დაგეგმილი გვაქვს, წელს დავიწყოთ სასტუმროს მშენებლობა და ვნახოთ, რა გამოგვივა. ეს დაფინანსებაზეა დამოკიდებული. ამ შემთხვევაში მე არ მაქვს მხედველობაში ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსება, ვგულისხმობ იმას, რასაც ჩვენ ვაკეთებდით 11 წლის განმავლობაში.

ამ ეტაპზე ჩემი მთავარი ამოცანა, "მერანის" ეროვნულ ლიგაში აღზევებასთან ერთად, ამ სასტუმროს აშენებაა. მინდა, ეტაპობრივად გავაუმჯობესო ინფრასტრუქტურა. მე და ჩემი გუნდი ვცდილობთ, ყოველდღიურად წინ წავიდეთ ამ კუთხითაც.

- "მერანი" ეროვნულ ლიგაში აღზევების ერთ-ერთი კანდიდატია. მართალია, ჯერ ადრეა ამაზე ლაპარაკი, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ქართული ფეხბურთის ელიტას დაუბრუნდებით, რა მიზნები გექნებათ იქ? არა მგონია, მხოლოდ ლიგაში ადგილის შენარჩუნება იყოს "მერანის" ამბიცია...
- ჯერ ადრეა ამაზე ფიქრი, რადგან წინ კიდევ ორი წრე და დიდი ბრძოლები გველოდება... მაგრამ, რადგან მეკითხებით, გეტყვით - "მერანი" უმაღლეს ლიგაში მხოლოდ მონაწილეობისთვის არ დაბრუნდება, ჩვენ აუცილებლად გავაძლიერებთ შემადგენლობას და მოვემზადებით იმისთვის, რომ ზედა ხუთეულში გავმაგრდეთ, მანამდე კი, როგორც გითხარით, რთული გზაა გასავლელი...

აქვე უნდა აღვნიშნო გიორგი მიქაძისა და მთელი სამწვრთნელო შტაბის კარგი მუშაობა. ახლა მიდის სელექცია იმისთვის, რომ მესამე წრის დაწყებამდე გავძლიერდეთ. დიდი ალბათობით, ორი წამყვანი ფეხბურთელი დაგვტოვებს, თუმცა, ეს არ გამოიწვევს "მერანის" დასუსტებას, რადგან ძირითადი ბირთვი შენარჩუნებულია. ეს ჩვეულებრივი პროცესია. არის რეზერვი და რამდენიმე ფეხბურთელს დავიმატებთ.

აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, მესამე წრიდან "მერანი" უფრო შემტევ, უფრო დალაგებულ ფეხბურთს ითამაშებს და მარტვილელ გულშემატკივარს მეტ სიხარულს მოუტანს.

* * *
http://moifotki.org/i/6caa75b96c1152c330d3fae40408a2b7
* * *
http://www.sportall.ge/fexburti/qarthuli-fekhburthi/chempionati/106175-fridon-injia-minda-etapobrivad-gavaumjobeso-infrastruqtura.html

Posted by: ogafa2 16 Jul 2017, 00:37
ეროვნული ლიგა 2-ის ლიდერის, მარტვილის "მერანის" მცველი უკრაინულ პრემიერლიგაში გააგრძელებს კარიერას.

21 წლის ანდრო გიორგაძემ 2-წლიანი კონტრაქტი პოლტავის "ვორსკლასთან" გააფორმა. http://moifotki.org/i/569f09687809a645aaf856900938f329

Posted by: akhala 16 Jul 2017, 02:01
ogafa2

ამ ორ ლეგიონერზე რამე ინფორმაცია არ გაქვს?

საინტრესოა, აქამდე სად თამაშობდნენ, რამდენი წლის არიან და ა.შ.

Posted by: ogafa2 16 Jul 2017, 14:59
akhala ლეგიონერებზე მალე გადაწყდება ჯერ კონტრაქტი დადონ ვინ როგორ გამოჩნდება

Posted by: ogafa2 21 Jul 2017, 08:16
„მერანი“ VS „გაგრა“ - რევანშის მოლოდინში!
ერთთვიანი პაუზის შემდეგ ეროვნული ლიგა 2 „მერანი“ - „გაგრას“ მატჩით განახლდება. დიახ, 21 ივლისს ჭყონდიდელები „მურთაზ ხურცილავას“ სახელობის ცენტრალურ სტადიონზე „გაგრას“ მიიღებენ და რევანშის აღებას შეეცდებიან.
ეროვნულ ლიგა 2-ის მიმდინარე გათამაშებაში „გაგრა“ ერთადერთი გუნდია, რომელსაც „მერანთან“ მარცხი არ განუცდია. ამ გუნდებს შორის ჩატარებული პირველი ტურის მატჩი, მიუხედავად იმისა, რომ „მერანის“ სრული უპირატესობით მიმდინარეობდა ფრედ 0-0 დასრულდა. სტუმრად გამართულ შეხვედრაშიც მარტვილელები დომინირებდნენ, მაგრამ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გაშვებული ერთადერთი გოლით „გაგრამ“ გაიმარჯვა მაშინ. ასე რომ, აღნიშნული დაპირისპირების წინ მარტვილელებს ორმაგი მოტივაცია აქვთ და ხვალინდელ მატჩში მიქაძის შეგირდებისთვის დამაკმაყოფილებელი შედეგი მხოლოდ 3 ქულა იქნება!
გუნდები
„მერანმა“ სეზონის ნახევარი წარმატებით დაასრულა. მეგრული კლუბი პირველობას არავის უთმობს და 42 ქულით სატურნირო ცხრილის ერთპიროვნული ლიდერია. მეორე წრის ბოლო ტურის მატჩი „ზუგდიდის“ წინააღმდეგ გამართა ჩვენმა გუნდმა და დიდი ანგარიშით 5-0 დაამარცხა აუტსაიდერი.
საფეხბურთო კლუბმა „გაგრამ“ წინა ტურში „ცხინვალთან“ დაკარგა ქულები, „გაგრელებმა“ 2-3 დათმეს ის შეხვედრა და ჩვენი ხვალინდელი მეტოქე 36 ქულით მესამე პოზიციას იკავებს ცხრილში, შესაბამისად 6 ქულით ჩამორჩება ლიდერს.
ურთიერთშეხვედრები
ამ გუნდების არსებობის ისტორიაში, “გაგრას" და „მერანის“ გზები 8-ჯერ გადაიკვეთა და მცირე უპირატესობა სტუმრების მხარესაა, რადგან 8 შეხვედრიდან 3-ჯერ "მერანმა" იმარჯვა, 4-ჯერ "გაგრამ". ერთადერთი ნულოვანი ფრე კი ამა წლის 4 მარტს ითამაშეს გუნდებმა "მურთაზ ხურცილავაზე".
დისკვალიფიკაცია
ჯერჯერობით უცნობია ტრავმის გამო თუ ექნებათ დანაკლისი გუნდებს, რაც შეეხება დისკვალიფიკაციას, არცერთი გუნდის ფეხბურთელს არ ემუქრება დისკვალიფიკაციის გამო ამ დუელის გამოტოვება.
და ბოლოს, „მერანისთვის“ ყველა მატჩს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ყველა მატჩზე შემართებით გამოდის „მერანი“ და თავს არ ზოგავს, მაგრამ ხვალინდელ დაპირისპირებაში განსაკუთრებული მოტივაცია და ჟინი მართებს ჩვენს გუნდს. იმისთვის, რომ ნავსი გატყდეს და დასახულ მიზანს მივაღწიოთ, მარტვილელი ერთგული ქომაგების მხარდაჭერა აუცილებლად დასჭირდებათ ჩვენს ბიჭებს, ასე რომ 21 ივლისს მოდი სტადიონზე და უქომაგე შენს საყვარელ გუნდს!
"მერანი" - "გაგრას" მატჩი "მურთაზ ხურცილავას" სახელობის ცენტრალურ სტადიონზე 21 ივლისს 18:00 საათზე დაიწყება.
#უქომაგე_მერანს
#მერანი_შენი_გუნდიან .................. --------- ........ ედემი ელერჯია
* * *
http://moifotki.org/i/aa949711c5fd52401b4a32936a04b099 ................................................................................
* * *
http://moifotki.org/i/579644134cbd0223e221e329843f8c3e

Posted by: ogafa2 22 Jul 2017, 20:30
რევანში შედგა: „მერანმა“ პრინციპული მეტოქე დაამარცხა!
მესამე წრის მე-19 ტურის ცენტრალურ მატჩამდე ვწერდით, რომ „გაგრა“ ერთადერთი გუნდი იყო ვისთანაც „მერანს“ მიმდინარე გათამაშებაში გამარჯვება არ ჰქონდა მოპოვებული, რადგან წინა ორ შეხვედრაში საფეხბურთო ფორტუნა აშკარად წყალობდათ გაგრელებს, თუმცა დღევანდელ დაპირისპირებაში, განსაკუთრებულად მოტივირებული მარტვილელების შეჩერება ვერ შესძლეს სტუმრებმა და „მერანმა“ უმნიშვნელოვანესი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში.
არადა საკადრო პრობლემებით მოუწია თამაში გიორგი მიქაძის გუნდს დღეს. რევაზ ბარაბაძე, ლაშა ჩალაძე და ირაკლი რუხაძე ტრავმის გამო ვერ დაეხმარნენ თანაგუნდელებს. სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ ითამაშა ორმა ახალწვეულმაც. ახალწვეული ვახსენეთ და აქვე უნდა ითქვას რაფაელ ჩუკურაზეც. ჩვენი გუნდის ლეგიონერმა, რომელსაც წლების წინ „მერანში“ უთამაშნია, ბრწყინვალედ იასპარეზა „გაგრას“ წინააღმდეგ და გოლითაც გამოიჩინა თავი. შემადგენლობის მხრივ საფიქრალი პისკოვესსაც ჰქონდა, რადგან ტრავმის გამო ქანთარია და ხინთიბიძე ვერ მოხვდნენ 18 კაციან განაცხადში.
შეხვედრა კი საკმაოდ მაღალ ტემპში დაიწყო, პირველი 15 წუთი სტუმრებმა მეორე ნომრად თამაში არ ისურვეს და მატჩის დებიუტი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, თუმცა მასპინძლებმა მალე დააწესეს ბურთზე კონტროლი, რასაც რამდენიმე სახიფათო ეპიზოდი მოჰყვა „გაგრას“ კართან.
ანგარიშის გახსნის, პირველი ყველაზე რეალური შანსი რევაზ გეწაძეს ჰქონდა. „მერანელმა“ საჯარიმო დარტყმა შეასრულა შესანიშნავად, მის მიერ მოჭრილმა ბურთმა სანტიმეტრებში ჩაუქროლა ნადირაძის კარის გვერდითა ძელს. სტუმართაგან, საპასუხოდ წურწუმიამ განახორციელა შორეული, უძლიერესი დარტყმა არაზუსტად.
38-ე წუთზე „გაგრა“ კაპიტანმა იხსნა გაშვებული გოლისგან. სერგეი ტრეტიაკის მიერ მეტოქე გუნდის საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთს, გეწაძე გზავნიდა თავით ახლო მანძილიდან ნადირაძის კარში, თუმცა გიორგი ტყეშელაშვილმა უკუაგდო ბურთი, დამატებაზე კურდღელაშვილი ურტყამდა ძლიერ, ამ ეპიზოდშიც თავგანწირულად ითამაშა გაგრელმა და ხიფათი განიმუხტა.
ტაიმის მიწურულს მაინც დაწინაურდა „მერანი“ და ვინ გაიტანდა გოლს თუ არა სერგეი ტრეტიაკი. ჩვენმა მთავარმა მეგოლემ, რომელსაც უკვე 14 გოლი დაუგროვა, გეწაძისგან მიიღო კარგი გადაცემა, ოდნავ შეყოვნდა და ცაციათი ზუსტი დარტყმით დაბალ კუთხეში გაუტანა ნადირაძეს. სტუმრებს მალე შეეძლოთ გათანაბრება, თუმცა ახლო მანილიდან ვერ გამოიყენეს კარგი შანსი.
ამის შემდეგ, გუნდებმა თითო სახიფათო მომენტი გაცვალეს, ჯერ ჯიქიას პასით ტრეტიაკის დარტყმულ ბურთს დაეუფლა სტუმართა კიპერი, შემდეგ კი პაპავამ გაისოლა უძლიერესად შორიდან და ძელს გაარტყა ბურთი.
79-ე წუთზე ჩვენს მიერ ნაქებმა რაფაელმა ახლო მანძილიდან, უძლიერესი დარტყმით ანგარიში ორამდე გაზარდა.
სტუმრებმა მსაჯის მირ კომპენსირებულ დროში ერთი ბურთი გაქვითეს. შეცვლაზე შემოსულმა დიმიტრი თუთბერიძემ ჩინებული თავური დარტყმით შეამცირა ანგარიშის სხვაობა მინიმუმამდე. თუთბერიძის გოლმა გაგრელებს თამაშის გადარჩენის იმედი დაუბრუნა და დარჩენილ მცირე დროში, მთელი გუნდით წინ წავიდნენ, რა დროსაც საკმაოდ სახიფათო კონტრიერიში გამოეპარათ. შეცვლაზე შემოსული დავით ლუკავა, რომელიც ამავდროულად „მერანის“ U19 გუნდის ფებურთელია, დიდი სისწრაფით დაიძრა მეტოქის კარისკენ და თავის მეურვეს გაასწრო. გაფრინდაშვილმა, რომელსაც პირველ ტაიმში უკვე მიღებული ჰქონდა გაფრთხილება, წესების დარღვევით შეაჩერა „მერანელი“, რისთვისაც მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და დროზე ადრე დატოვა მოედანი. თამაში მთლიანობაში უხეში გამოდგა, განსაკუთრებული უხეშობით გამოირჩეოდნენ სტუმრები, შედეგად გაფრინდაშვილის გაძევებამდე წურწუმიას დაატოვებინა ნინუამ მოედანი 76-ე წუთზე.
საბოლოოდ მატჩი, მარტვილელების დამსახურებული გამარჯვებით 2-1 დასრულდა. ჩვენი გუნდი 45 ქულით პირველ ადგილზეა და 6 ქულით უსწრებს უახლოეს მდევარ „რუსთავს“, მესამე ადგილზე მყოფი „გაგრა“ კი 9 ქულით ჩამოიტოვა. თუმცა „რუსთავს“ ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. „მერანი“ თავის მომდევნო შეხვედრას სტუმრად გამართავს თბილისში, „ცხინვალის“ წინააღმდეგ. ეს მატჩი 27 ივლისს 18:00 საათზე გაიმართება.
21 ივლისი. 18:00. მარტვილი. „მურთაზ ხურცილავა“.
ეროვნული ლიგა 2. XIX ტური.
„მერანი“ (მარტვილი) – „გაგრა“ (გაგრა) 2-1 (1-0)
გოლები: 1-0 სერგეი ტრეტიაკი (43’), 2-0 რაფაელ ჩუკურა (79’), 2-1 დიმიტრი თუთბერიძე (90+2).
„მერანი“: კულუა, ორბელაძე (კ), მაისაშვილი, მელიავა, გეგია, ლომაშვილი, ტეიდი, ჩუკურა (ლუკავა 88’), გეწაძე (თოლორდავა 70’), კურდღელაშვილი (ჯიქია 63’), ტრეტიაკი.
სათადარიგო: მამალაძე.
მთავარი მწვრთნელი: გიორგი მიქაძე.
„გაგრა“: ნადირაძე, კახიანი (გაფრინდაშილი 46’), გეთიაშვილი, ტყეშელაშვილი (კ), ჯგერენაია, ჯიშკარიანი, წურწუმია, მუჩაკი, ქურდაძე (მნათობიშვილი 66’), მოსიაშვილი (თუთბერიძე 85’), პაპავა.
სათადარიგო: ისიანი, გვაზავა, ცირდავა, ხოსიტაშვილი.
მთავარი მწვრთნელი: ანატოლი პისკოვეცი.
გაფრთხილება: წურწუმია (25’, 76’), მუჩაკი (28’), მელიავა (31’), გაფრინდაშვილი (54’ 90+2’), ჯგერენაია (62’), გეთიაშვილი (69’), ჯიშკარიანი (86’), ჩუკურა (88’).
გაძევება: წურწუმია (76’), გაფრინდაშვილი (90+2).
მთავარი მსაჯი ბაკურ ნინუა........... ---------- ............ ედემი ელერჯია

Posted by: ogafa2 25 Jul 2017, 00:40
http://moifotki.org/i/dfa07500f0db69d511f722179e083b08 .................................................................
* * *
http://radikal.ru/video/GJtRuxujtEM

Posted by: ogafa2 27 Jul 2017, 23:20
http://moifotki.org/i/4310c3be2377193195089901741c0d9f .................................................................................................................................................................................................................................................
* * *
„მერანის“ ნულოვანი ფრე „ცხინვალთან“
„მცხეთა პარკზე“, ეროვნული ლიგა 2-ის მე-20 ტურის მატჩში, ნომინალური მასპინძლის სტატუსით, „ცხინვალმა“ მარტვილის „მერანს“ უმასპინძლა.რაც უფრო ნაკლები დრო რჩება ეროვნული ლიგის გათამაშების დასრულებამდე, მით უფრო განსაკუთრებული მონდომებით იღწვის ყველა გუნდი თავისი ამოცანის შესასრულებლად და ეროვნულ ლიგა 2-ში ადგილის შესანარჩუნებლად მებრძოლმა „ცხინვალმა“ მედგარი წინააღმდეგობა გაუწია სატურნირო ცხრილის ლიდერს.
ორი განსხვავებული ტაიმი იხილა მცხეთაში გულშემატკივარმა, პირველ ნახევარში უფრო ცხინვალელები დომინირებდნენ და ანგარიშის გახსნის რეალური შანსიც „მასპინძლებს“ ჰქონდათ, როცა ჯერ „მერანის“ ახალგაზრდა კიპერმა ითამაშა დასწრებაზე კარგად, დამატებაზე კი თამაზ მაქაცარიას მიერ დარტყმული ბურთი, ჩვენი გუნდის გამოცდილმა კაპიტანმა, სერგი ორბელაძემ კარის ხაზიდან გამოიტანა.
ამ მომენტამდე კი მარტვილელები დაემუქრნენ პროკოპენკოს კარს. ჯერ მეორე წუთზე ტრეტიაკს წამის მეასედით დაასწრო „ცხინვალის“ კარის დარაჯმა, შემდეგ კი ბენჟამინ ტეიდის უძლიერეს დარტყმას გადაეღობა უკრაინელი კიპერი. ტეიდმა მოგვიანებით საჯარიმოს მისადგომებიდანაც დაჰკრა შორიდან, თუმცა მცირედ არაზუსტად.
მეორე ტაიმში „მერანმა“ თამაში გამოასწორა და მომენტებიც მეტი შექმნა, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე იყო პროკოპენკო. „ცხინვალის“ კიპერმა ორჯერ სერგეი ტრეტიაკს არ გაატანინა და ახლო მანძილიდან შოთა ჯიქიას დარტყმულიც გაანეიტრალა, როცა ნახტომში კუთხურზე მოიგერია ბურთი და გაშვებული გოლისგან იხსნა საკუთარი გუნდი.
საბოლოოდ, მიუხედავად იმისა, რომ არაერთი სახიფათო ეპიზოდი შეიქმნა ორივე გუნდის კართან, გუნდები უგოლოდ დაშორდნენ ერთმანეთს და სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, ეს დღევანდელი მატჩისთვის ლოგიკური შედეგი იყო.
„მერანი“ მომდევნო ტურის მატჩს 3 აგვისტოს მარტვილში გამართავს. მეტოქე ტყიბულის „მეშახტე“ იქნება. მანამდე კი, მე-20 ტურის 4 შეხვედრა დღეს ჩატარდება.
27 ივლისი. 18:00. „მცხეთა პარკი“.
ეროვნული ლიგა 2. XX ტური.
„ცხინვალი“ (ცხინვალი) – „მერანი“ (მარტვილი) 0-0
„ცხინვალი“: პროკოპენკო, ცერცვაძე (კ), მაისურაძე (ლომსაძე 64’), მაქაცარია, მესხი, ჭანუყვაძე (კენჭაძე 52’), ლაცაბიძე, ქრისტესიაშვილი, შენგელია (ყურშავიშვილი 46’), ლეჟავა, გადრანი.
სათადარიგო: აბაშიძე, ყურშავიშვილი, ლომსაძე, თათხაშვილი, მათიაშვილი, კენჭაძე, წივწივაძე.
მთავარი მწვრთნელი: მალხაზ ლაცაბიძე.
„მერანი“: კულუა, ორბელაძე (კ), მაისაშვილი, მელიავა, გეგია (თოლორდავა 80’), ტეიდი, ჩუკურა, ლომაშვილი, კურდღელაშვილი (ჯიქია 46’), გეწაძე (ლუკავა 90’), ტრეტიაკი.
სათადარიგო: მამალაძე, ჯიქია, თოლორდავა, ლუკავა.
მთავარი მწვრთნელი: გიორგი მიქაძე.
გაფრთხილება: მაისურაძე (53’), ყურშავიშვილი (60’), კენჭაძე (62’), გეგია (76’), ტრეტიაკი (90+4’).
მთავარი მსაჯი: ირაკლი კვირიკაშვილი ....................... ----------------- .....ედემი ელერჯია

Posted by: ogafa2 30 Jul 2017, 12:37
[URL=http://moifotki.org/i/dcecfca61998315fb765ae79fb31b8fc]user posted image[/URL .........................................................................................................................................................

Posted by: akhala 30 Jul 2017, 17:18
ogafa2

რადიკალ.რუ-ს ნაცვლად იუთუბზე რომ ატვირთოთ ვიდეოები არ ჯობია?

ვისაც აინტერესებს, უფრო ადვილად მოძებნიდა

Posted by: ogafa2 31 Jul 2017, 07:08
akhala კი ჯობია იუთუბზე ატვირთვა
* * *
https://www.facebook.com/fcmerani/?fref=ts "ცხინვალი" - "მერანი" 0-0

Posted by: ogafa2 4 Aug 2017, 21:17
user posted image ეროვნულ ლიგა 2-ში 21-ე ტური ასეთი შედეგებით დასრულდა

Posted by: ogafa2 6 Aug 2017, 00:11
ლიდერმა აუტსაიდერი მინიმალური ანგარიშით დაამარცხა
{„მერანი“ VS „მეშახტე“ 1-0}
მარტვილში, „მურთაზ ხურცილავას“ სახელობის ცენტრალურ სტადიონზე „მერანი“ – „მეშახტეს“ მატჩს წინ დაჯილდოება უძღოდა. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ, ეროვნული ლიგა 2-ის პირველი ნახევრის საუკეთესო მწვრთნელად „მერანის“ თავკაცი - გიორგი მიქაძე დაასახელა, გამარჯვებულს სფფ-ს სპეციალური პრიზი ჩვენი გუნდის პრეზიდენტმა, ბატონმა ფრიდონ ინჯიამ გადასცა.
რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, ვერ ვიტყვით, რომ ინტერესმოკლებული იყო, რადგან ორივე გუნდის ფეხბურთელებმა ბევრი სახიფათო ეპიზოდი შექმნეს მეტოქე გუნდის კართან, მაგრამ, მაღალმა ტემპერატურამ მაინც დაასვა თავისი დაღი თამაშის ხარისხზე და ტემპზე.
მასპინძლებს სწრაფად შეეძლოთ დაწინაურება, მათმა პრესინგმა შედეგი გამოიღო, რადგან საკუთარი საჯარიმოს მისადგომებთან „მეშახტეს“ მცველმა მოულოდნელად დაკარგა ბურთი, ხელსაყრელი ადგილიდან შოთა ჯიქიამ ვერ გაიტანა.
პირველ ნახევარში რაფაელ ჩუკურასაც მართებდა ანგარიშის გახსნა, როცა მის მიერ უძლიერესად დარტყმული ბურთი მცირედით აცდა მიზანს, მოგვიანებით კი რევაზ გეწაძის საჯარიმო დარტყმის შემდეგ, ტყიბულელთა კარის გვერდითა ძელმა იხსნა მეტოქე.
ვერ ვიტყვით იმასაც, რომ გიორგი ჭელიძის შეგირდები უსაქმოდ ყოფილიყვნენ. ტყიბულელები ეროვნულ ლიგა 2-ში დასარჩენად იბრძვიან და მათი კონტრ-იერიშები საკმაოდ სახიფათო იყო დღევანდელ მატჩში. განსაკუთრებით შალვა ფურცხვანიძე აქტიურობდა.
მარტვილელთა თავკაცმა მეორე ნახევარში ცვლილებებს მიმართა. იძულებითი, მცირე პაუზის შემდეგ, ლაშა ჩალაძე დაუბრუნდა მოედანს, მასთან ერთად ვანო კურდღელაშვილიც შეუერთდა თანაგუნდელებს, ორივე ფეხბურთელი საკმაოდ აქტიურად შევიდა. ზოგადად მეორე ნახევარში „მერანმა“ უფრო დაალაგა თამაში და მეტოქეზე ზეწოლაც გააძლიერა, რამაც მალე გამოიღო შედეგი. მე-60 წუთზე ლევან ტყეშელაშვილი, ვანო კურდღელაშვილის საჯარიმო დარტყმის შესრულების შემდეგ ბურთს დაეუფლა, თუმცა საბოლოოდ ხელიდნ გაუვარდა და მასთან ახლოს მყოფმა „მერანის“ ცენტრალურმა მცველმა დავით მაისაშვილმა უმალვე დასაჯა „მეშახტეს“ კიპერი 1-0.
გოლის გაშვების შემდეგ, უფრო დიდი ძალებით წავიდნენ წინ სტუმრები და რამდენიმე კარგი მომენტი შექმნეს ჩვენს კართან, თუმცა მოწოდების სიმაღლეზე იყო გოგი კულუა. „მერანელების“ მხრიდან ვანო კურდღელაშვილს შეეძლო ანგარიშის გაზრდა, როცა მის მიერ შორეული, უძლიერესად დარტყმული ბურთი ხარიხამ აისხლიტა. უფრო გვიან კი რაფაელ ჩუკურას სერგეი ტრეტიაკისთვის, რომ მიეცა პასი, უკრაინელი გაიტანდა, თუმცა მარცხენა ფლანგიდან გააგრძელა შეტევა ჩუკურამ.
ამრიგად, მატჩი მინიმალური ანგარიშით, მაგრამ რაც მთავარია „მერანის“ გამარჯვებით დასრულდა. ჩვენი გუნდი 49 ქულით კვლავ პირველია, 42 ქულაა „რუსთავის“ მონაგარი, თუმცა ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული რუსთაველებს. „მერანი“ კი მომდევნო ტურის მატჩსაც შინ გამართავს. 10 აგვისტოს, ჩვენი გუნდი „მურთაზ ხურცილავაზე“ ბოლნისის „სიონს“ უმასპინძლებს.
3 აგვისტო. 18:00. მარტვილი. „მურთაზ ხურცილავა“.
ეროვნული ლიგა 2.
„მერანი“ (მარტვილი) – „მეშახტე“ (ტყიბული) 1:0 (0:0)
გოლი: დავით მაისაშვილი (60’).
„მერანი“: კულუა, ორბელაძე (კ), მაისაშვილი, მელიავა, გეგია (ჩალაძე 46’), ლომაშვილი, ტეიდი, ჩუკურა, ჯიქია (კურდღელაშვილი 46’), გეწაძე (თოლორდავა 56’), ტრეტიაკი.
სათადარიგო: მამალაძე, ლუკავა.
მთავარი მწვრთნელი: გიორგი მიქაძე.
„მეშახტე“: ლ. ტყეშელაშვილი, ჭანკვეტაძე, ბარაბაძე, ბანძელაძე, ქართველიშვილი (კ), გ. ტყეშელაშვილი, ფურცხვანიძე (ყიფიანი 62’), იოსელიანი, ენდელაძე (ცაგარეიშვილი 72’), კვასხვაძე, ჭრელაშვილი.
სათადარიგო: ხაინდრავა, აფხაზავა, ყურულაშვილი, მჭედლიშვილი.
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჭელიძე.
გაფრთხილება: გიორგი გეგია (40’), თორნიკე ბანძელაძე (45+2’), გივი იოსელიანი (57’).
მთავარი მსაჯი: გოგა კიკაჩეიშვილი.
#ერიცნული_ლიგა2 ................ ----------- ........... ედემი ელერჯია
* * *
კულუა და მაისაშილი გამოარჩიესuser posted image
* * *
მერანი (მარტვილი) - მეშახტე (ტყიბული) 1-0 https://youtu.be/u7r95AVeuFU

Posted by: ogafa2 8 Aug 2017, 01:59
ეროვნული ლიგა 2-ის პირველი ნახევრის საუკეთესო მწვრთნელად „მერანის“ თავკაცი - გიორგი მიქაძე დაასახელა, გამარჯვებულს სფფ-ს სპეციალური პრიზი ჩვენი გუნდის პრეზიდენტმა, user posted image ფრიდონ ინჯიამ გადასცა.

Posted by: ANTIRUS 8 Aug 2017, 20:10
რატო წავიდა მიქაძე? სხვა გუნდში გადადის?

Posted by: giolagvilava 9 Aug 2017, 00:47
უთანხმოება მოუვიდა ხელმძღვანელობასთან.

Posted by: ANTIRUS 9 Aug 2017, 01:05
giolagvilava

რასთან დაკავშირებით?
კარგად ქონდა გუნდი აწყობილი და ცუდია

Posted by: giolagvilava 9 Aug 2017, 18:30
ოგაფას კითხე, მაგან იცის დეტალურად ყველაფერი.

Posted by: ANTIRUS 10 Aug 2017, 09:09
giolagvilava
QUOTE
ოგაფას კითხე, მაგან იცის დეტალურად ყველაფერი.


თუ რამე ისეთი არაა იქნებ დაწეროთ მიზეზი

Posted by: dundee 10 Aug 2017, 17:53
ჭორის დონეზე ვიცი, რომ ჟვანია ბრუნდება თელავიდან.

Posted by: ogafa2 10 Aug 2017, 22:33
"მერანი" მარტვილი 4 - 0 "სიონი" ბოლნისი

Posted by: Schickeria 10 Aug 2017, 23:47
თამაშIს წინ დაააჯილდოვეს და თAმაშIს მერე გააგდეს , მინიმუმ ტეხავს

Posted by: ogafa2 11 Aug 2017, 00:05
Schickeria გაგდებით არავის გაუგდია, თვითონ წავიდა,თამაშის მერე არა

Posted by: Schickeria 11 Aug 2017, 00:55
და რატო წავიდა ? მაგიც პსჟ ხო არ გამოისყიდა? არ უნდა გაგეკტდეს რმაე ოფიციალური განცცადება

Posted by: ogafa2 11 Aug 2017, 01:46
მერანის ოფიციალურ გვერდზე არის განცხადება მაგის შესახებ, ............ ახალი მწრთვნელის ვინაობა როგორც ვიცი უცხოელი იქნება.

Posted by: Schickeria 11 Aug 2017, 03:12
რო წავიდა გავიგეტ მეგობარი მარა მიზეზიც თQვან

Posted by: ogafa2 11 Aug 2017, 09:53
„მერანმა“ „სიონი“ არ დაინდო! „მერანი“ – „სიონი“ 4-0
დღეს, ეროვნული ლიგა 2-ის ლიდერმა მარტვილის „მერანმა“ ბოლნისის „სიონს“ უმასპინძლა და გამანადგურებელი ანგარიშით 4-0 (!) დაამარცხა მეტოქე. მრისხანე ჭყონდიდელებმა ყველა კომპონენტში დაჯაბნეს მოწინააღმდეგე გუნდი და შედეგმაც არ დააყოვნა...
მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცხელოდა, „მურთაზ ხურცილავას“ სახელობის არენაზე უხვად მოვიდა ადგილობრივი ქომაგი და მათ სანაქებოდ უნდა ითქვას, მთელი თამაშის განმავლობაში არ გაჩერებულან, „მერანელებმა“ კი შესანიშნავი თამაშით გადაუხადეს ერთგულ გულშემატკივრებს თანადგომა და სანახაობასთან ერთად, ოთხი ერთმანეთზე უკეთესი გოლი გაიტანეს მეტოქე გუნდის კარში.
უშეცდომო იყო დღეს „მერანის“ ახალგაზრდა კიპერი გოგი კულუა და დაცვის ხაზი, ნახევარდაცვა მოედნის ცენტრს საიმედოდ აკონტროლებდა და გოლებიც გაჰქონდა, მარტვილელთა 15-მა ნომერმა, სერგეი ტრეტიაკმა კი მე-15 გოლი მიითვალა...
„სიონი“ გამოცდილი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია, კობა ჟორჟიკაშვილის შეგირდები სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციაზე არიან და მიუხედავად ანგარიშისა და მასპინძელთა დიდი უპირატესობისა, ჯაბა დვალმა და მისმა თანაგუნდელებმა არაერთი ხიფათი შექმნეს „მერანის“ კართან, თუმცა როგორც ზემოთ ვახსენეთ, მარტვილელთა დაცვას ვერაფერი მოუხერხეს ბოლნისელებმა.
სტუმართა კარის რბევას რაფაელ ჩუკურამ დაუდო სათავე. ნიგერიელმა მეურვეს ტექნიკურად აუარა გვერდი, საჯარიმოში შევიდა და უძლიერესად დაარტყა მარცხენა დაბალ კუთხეში, ზარქუა უძლური აღმოჩნდა-1:0.
მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო როცა, „მერანის“ კიდევ ერთმა ლეგიონერმა, ბენჟამინ ტეიდმა „სიონის“ საჯარიმოს მისადგომებიდან საფირმო დარტყმით ჩინებული გოლი გაიტანა „სიონის“ კარში 2-0.
მე-60 წუთზე „მერანის“ ბომბარდირის ჯერიც დადგა. პირველი გოლის ავტორმა რაფაელ ჩუკურამ უკრაინელს იდეალური გადაცემა გაუკეთა და ახლო მანძილიდან არ გასჭირვებია ტრეტიაკს გოლის გატანა-3:0.
საბოლოო შედეგი შეცვლაზე შემოსულმა ირაკლი რუხაძემ დააფიქსირა. „მერანის“ ახალგაზრდა შემტევი, რომელიც საკმაოდ აქტიურად შემოვიდა მოედანზე, ასევე შეცვლაზე შემოსული ვანო კურდღელაშვილის ზუსტი გადაცემის შემდეგ, მეკარესთან პირისპირ გავიდა, სტუმართა კიპერი ცრუ მოძრაობით ჩამოიცილა და ცარიელ კარში შეაგორა ბურთი-4:0.
ამრიგად, „მერანმა“ მორიგი, დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა და კიდევ უფრო განიმტკიცა ლიდერობა. ჩვენს გუნდს 22 ტურის შემდეგ 52 ქულა აქვს და 7 ქულით უსწრებს უახლოეს მდევარ „რუსთავს“, რომელიც თავის მატჩს ხვალ გამართავს „გაგრას“ წინააღმდეგ. რაც შეეხება მომდევნო ტურს. მარტვილელები 17 აგვისტოს სტუმრად, მცხეთაში „ვიტ ჯორჯიას“ დაუპირისპირდებიან.
10 აგვისტო. 18:00. მარტვილი. „მურთაზ ხურცილავა“.
ეროვნული ლიგა 2. XXII ტური.
„მერანი“ (მარტვილი) – „სიონი“ (ბოლნისი) 4-0 (1-0)
გოლები: 1-0 რაფაელ ჩუკურა (36’), 2-0 ბენჟამინ ტეიდი (52’), 3-0 სერგეი ტრეტიაკი (60’), 4-0 ირაკლი რუხაძე (90+3’).
“მერანი“: კულუა, ორბელაძე (კ), მაისაშვილი, მელიავა, გეგია, ლომაშვილი, ტეიდი, ჩუკურა (ჯიქია 87’), ჩალაძე, გეწაძე (კურდღელაშვილი 66’), ტრეტიაკი (რუხაძე 77’).
სათადარიგო: მამალაძე, ლუკავა, თოლორდავა.
მწვრთნელი: არჩილ ღურწკაია.
„სიონი“: ზარქუა, თომაშვილი, გიორბელიძე (ჭეიშვილი 66’), კოშკაძე, მანაგაძე, დვალი (კ), ჯაფარიძე, ქიქავა, სვანიძე, სიხარულია (უგულავა 65’), ჭანკოტაძე (მიქაბერიძე 60’).
სათადარიგო: მაქაცარია, ნოზაძე, ყურაშვილი, თევზაძე.
მთავარი მწვრთნელი: კობა ჟორჟიკაშვილი.
გაფრთხილება: გეწაძე (34’), სიხარულია (60').
მთავარი მსაჯი: დავით ხარიტონაშვილი............ ----------- ........... ედემი ელერჯია

Posted by: ogafa2 12 Aug 2017, 23:34
user posted image ტურის ყვველა ანგარიში
* * *
user posted image ეროვნული ლიგა 2-ის XXII ტურის სიმბოლური ნაკრების "სპორტ-ექსპრესის" ვერსიით

Posted by: ANTIRUS 14 Aug 2017, 12:38
და მიზეზი რა იყო წასვლის? აწყობილი გუნდიდან ვინ მიდის? სხვა შემოთვაზება ქონდა?

Posted by: ogafa2 14 Aug 2017, 18:18
ANTIRUS მე როგორც ვიცი არავის არ უნდოდა მაგის გაშვება ,თვითონ თავის თავს დააბრალოს წავალო და წავიდა.

Posted by: ogafa2 16 Aug 2017, 09:28
"მერანი" მარტვილი 4 - 0 "სიონი" ბოლნისი https://www.facebook.com/fcmerani/?fref=ts
* * *
[img]JJieTi31iJhV[/img „ვიტ ჯორჯია“ VS „მერანი“...............................................................................................

Posted by: akhala 16 Aug 2017, 10:59
ეტყობა უკეთესი შემოთავაზება ჰქონდა და წავიდა..

დილაში კარგი იქნებოდა ისე მიქაძე

Posted by: ვალენსია 16 Aug 2017, 11:00
akhala
QUOTE
ეტყობა უკეთესი შემოთავაზება ჰქონდა და წავიდა..

დილაში კარგი იქნებოდა ისე მიქაძე


ერთ-ერთ ასაკობრივ ნაკრებში იქნება

Posted by: imereti 16 Aug 2017, 11:14
ogafa2
QUOTE
როგორც ვიცი არავის არ უნდოდა მაგის გაშვება ,თვითონ თავის თავს დააბრალოს წავალო და წავიდა.

ხოო? რავი, მე ვაბშე სხვა ინფორმაცია მაქვს... არცთუ სასიამოვნო მერანის მხრიდან...

Posted by: ogafa2 16 Aug 2017, 13:34
imereti არვიცი ცუდი თანამშრომლობა არ ყოფილა მერანის მხრიდან ეგ ვიცი
* * *
"მერანი" მარტვილი 4 - 0 "სიონი" ბოლნისი https://www.facebook.com/fcmerani/?fref=ts
* * *
user posted image
ვიტ ჯორჯია VS მერანს ბაკურ ნინუა განსჯის

Posted by: ogafa2 18 Aug 2017, 18:06
დასანანი მარცხი „მცხეთა პარკზე“! „ვიტ ჯორჯია“ – „მერანი“ 1-0
მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა ეროვნული ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილის ლიდერმა მარტვილის „მერანმა“. არადა მინიმუმ ქულის წამოღება შეეძლოთ მარტვილელებს მცხეთიდან.
„მცხეთა პარკზე“ მატჩი გარდამავალი უპირატესობით დაიწყო და პირველი 15 წუთი არცერთი გუნდის კართან არ შექმნილა სახიფათო მომენტი. გოლი მე-17 წუთზე გავიდა. „მერანის“ დაცვის ხაზის ჩავარდნით პაატა ღუდუშაურმა ისარგებლა და საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერ დაჰკრა, მცირე რიკოშეტის შემდეგ, პირდაპირ კარში წავიდა ბურთი და კულუა უძლური აღმოჩნდა - 1:0.
მარტვილელები გაშვებული გოლის შემდეგ, კიდევ უფრო გააქტიურდნენ და 51-ე წუთზე კიჭი მელიავას მიერ მოწოდებულ კუთხურს რაფაელ ჩუკურა გზავნიდა კარში, რომლის ცაციათი დარტყმული ბურთი მცველებს რომ არ მოეგერიებინათ, ანგარიში გათნაბრდებოდა. მომდევნო ეპიზოდში „მერანის“ მეორე ლეგიონერი, ბენჟამინ ტეიდი ჩაერთო საქმეში, თუმცა ამ ეპიზოდში „ვიტის“ კიპერმა შეროზიამ ითამაშა დამაჯერებლად. მთლიანობაში, „ვეტერინარების“ გამარჯვებაში მათ კიპერს მიუძღვის ლომის წილი, რადგან არაერთხელ იხსნა საკუთარი გუნდის კარი, განსაკუთრებით მეორე ტაიმში.
65-ე წუთზე გიორგი გეგიამ ითამაშა კარგად ფლანგზე, განაპირა მცველმა ზუსტი გადაცემა გაუკეთა შეცვლაზე შემოსულ „მერანის“ ტანმაღალ ფორვარდს. ბარაბაძემ თავით ზუსტად კი დაარტყა მაგრამ, მეკარემ კუთხურზე მოიგერია ბურთი.
69-ე წუთზე „მერანელების“ მდგომარეობა უფრო გართულდა, მსაჯმა ხისტი თამაშისთვის პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენა დავით მაისაშვილს და ჩვენი გუნდი 10 კაცით დარჩა, თუმცა მარტვილელების სანაქებოდ უნდა ითქვას, მათ ეს დიდად არ დასტყობიათ, რადგან დარჩენილ 20 წუთში საკუთარ საჯარიმოს მიაჯაჭვეს მეტოქე და ცოტა რომ გამართლებოდათ თამაშის გადარჩენას შეძლებდნენ.
ანგარიშის გაქვითვასთან ახლოს იყო ლაშა ჩალაძე, რომელიც, ვაჟა ლომაშვილის იდეალური გადაცემის შემდეგ ახლო მანძილიდან ერთი შეხებით გზავნიდა ბურთს „ვიტ ჯორჯიას“ კარში, თუმცა მეკარე დაუფლა ბურთს.
მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი, რაფაელ ჩუკურას პასს თითქოს ხიფათი არ უნდა მოჰყოლოდა, მაგრამ სერგეი ტრეტიაკმა დიდი სისწრაფე აკრიფა და წამის მეათედში რომ არ დაესწრო კიპერს, უკრაინელი გაიტანდა.
მიუხედავად ქულების დაკარგვისა, „მერანი“ სატურნირო ცხრილში ლიდერობას ინარჩნუნებს, კვლავ ოთხი ქულაა სხვაობა უახლოეს ლიდერთან, თუმცა „რუსთავს’ ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. მომდევნო მატჩი კი ტურის და შეიძლება სეზონის ცენტრალურ შეხვედრად მივიჩნიოთ, რადგან 24 აგვისტოს „მერანი“ მარტვილში „რუსთავს“ მიიღებს და ე.წ. „ექვსქულიან“ მატჩში გამარჯვებას სასიცოცხლო მნიშვნელობის სტატუსი ექნება.
17 აგვისტო. 17:30. მცხეთა. „მცხეთა პარკი“
„ვიტ ჯორჯია“ (თბილისი) – „მერანი“ (მარტვილი) 1-0 (1-0)
გოლი: პაატა ღუდუშაური (17’)
„მერანი“: კულუა, ორბელაძე (კ), მაისაშვილი, მელიავა, გეგია, ლომაშვილი, ტეიდი, რაფაელი, ჩალაძე (კურდღელაშვილი 76’), რუხაძე (ბარაბაძე 62’), ტრეტიაკი.
სათადარიგო: მამალაძე, ჯიქია, თოლორდავა, ლუკავა.
მწვრთნელი: არჩილ ღურწკაია.
„ვიტ ჯორჯია“: შეროზია, ჩაკვეტაძე (ტეტუნაშვილი 5’), გურამ გურეშიძე (კ), ღუდუშაური, კახაბრიშვილი (კამლაძე 58’), ღირდალაძე (ზარიძე 80’), ვეკუა, გიგა გურეშიძე, ექვთიმიშვილი, ჩიტიშვილი, საჯაია.
სათადარიგო: ტაბატაძე, ვაზაგაშვილი, კაკუშაძე, სეხნიაშვილი.
მთავარი მწვრთნელი: ლაშა ფირცხალაიშვილი.
გაფრთხილება: ირაკლი რუხაძე (33’), ზურაბ ღირდალაძე (61’), ირაკლი კამლაძე (62’), დათო საჯაია (88’).
გაძევება: დავით მაისაშვილი (70’).
მთავარი მსაჯი: ბაკურ ნინუა ............... ---------- ......... ედემი ელარჯია

Posted by: ogafa2 20 Aug 2017, 12:28
user posted image ს.კ მერანი მარტვილი
* * *
user posted image ეროვნული ლიგა 2-ის XXIV ტურის ანონსი

Posted by: ogafa2 21 Aug 2017, 22:45
უკვე ცნობილია მწვრთნელის ვინაობა, რომელიც მარტვილის „მერანს“ უთავკაცებს. ჩვენი კლუბის ხელმძღვანელობამ 40 წლის სპეციალისტთან, მიხეილ მახვილაძესთან სეზონის ბოლომდე გააფორმა კონტრაქტი.
* * *
user posted image „მერანს“ მიხეილ მახვილაძე გაწრთვნის

Posted by: ogafa2 25 Aug 2017, 17:10
ლიდერთა დუელი ფრედ დასრულდა: „მერანი“ – „რუსთავი“ 0:0
24 აგვისტოს, მარტვილის „მურთაზ ხურცილავას“ სახელობის ცენტრალურ სტადიონზე კარგი საფეხბურთო ატმოსფერო სუფევდა. მიუხედავად იმისა, რომ ერთპიროვნული ლიდერის და უშუალო კონკურენტის მატჩში გოლი არ გასულა, შეხვედრა ძალიან დაძაბული და საინტერესო გამოდგა, რაც გავსებულმა ტრიბუნებმა და ომახიანმა ქომაგობამ კიდევ უფრო გაალამაზა. აღნიშნული მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია კი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ განახორციელა ეროვნული ლიგის ვებ-გვერდზე.
„მერანი“ „რუსთავის“ წინააღმდეგ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა გაიყვანა და ვერ ვიტყვით, რომ ცუდი დებიუტი ჰქონდა მიხეილ მახვილაძეს, რადგან თითოეულმა მარტვილელმა ყველაფერი ჩადო ამ მატჩის მოსაგებად და „მერანმა“ აშკარად დაჯაბნა თავისი ვიზავი ყველა კომპონენტში.
დაწინაურება სტუმრებს მე-14 წუთზე შეეძლოთ, მცირე რიკოშეტის შემდეგ, ხელსაყრელი ადგილიდან ციცქიშვილმა ვერ გაიტანა. „მერანის“ საპასუხო იერიშების გოლით დასრულება ჯერ სერგეი ტრეტიაკს, შემდეგ კი რევაზ ბარაბაძეს შეეძლო, თუმცა პირველ ეპიზოდში არაზუსტი იყო დარტყმა, მეორე შემთხვევაში კი მერლანი დაეუფლა ბურთს.
ბარაბაძემ მთლიანობაში არაერთი საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო და რამდენიმე კარგი შანსი ჰქონდა, თუმცა საბოლოო დაგვირგვინება იყო წარუმატებელი.
„მერანელებისთვის“ ფრე სასურველი შედეგი არ იყო და მეორე ნახევარში საკუთარ კარს მიაჯაჭვეს მასპინძლებმა მეტოქე. ყველაზე რეალური ეპიზოდი მაინც რაფაელ ჩუკურას ჰქონდა, რომელიც ჭყონდიდელთა საკვანძო მოთამაშედ იქცა. შეცვლაზე შემოსული ვანო კურდღელაშვილის იდეალური პასის შემდეგ, ჩუკურა მეკარესთან პირისპირ გავიდა და კარშიც დააარტყა, თუმცა აქ მირზა მერლანმა გადაარჩინა საკუთარი გუნდი. გოლის გატანა შეეძლო „მერანის“ განაპირა მცველს, გიორგი გეგიასაც, რომელმაც ფლანგიდან პირდაპირ კარში გაუშვა ბურთი და მერლანს მისი მოგერიება კინაღამ მძიმე ტრავმად დაუჯდა.
სტანდარტულიდან არ ქონია შანსი, მაგრამ, სათამაშო ეპიზოდიდან სახიფათოდ ურტყამდა „რუსთაველთა“ მთავარი მეგოლე დათა სიჭინავა მეორე ტაიმში, მაგრამ უშეცდომო იყო მარტვილელთა ახალგზარდა კიპერი გოგი კულუა, რომელმაც ნახტომში მოიგერია ბურთი.
საბოლოოდ მატჩი გატანილი გოლების გარეშე ფრედ 0-0 დასრულდა. „მერანი“ კვლავ ინარჩუნებს პირველ ადგილს სატურნირო ცხრილში, „რუსთავი“ 1 ქულთ ჩამორჩება ლიდერს. მომდევნო ტურის შეხვედრას ჩვენი გუნდი ლანჩხუთში გამართავს 8 სექტემბერს ადგილობივი „გურიას“ წინააღმდეგ, აღნიშნული მატჩი „ევ. შევარდნაძის“ სახელობის სტადიონზე 17:00 საათზე დაიწყება.
24 აგვისტო. 17:30. მარტვილი. „მურთაზ ხურცილავა“.
ეროვნული ლიგა 2. XXIV ტური.
„მერანი“ (მარტვილი) – „რუსთავი“ (რუსთავი) 0-0
„მერანი“: კულუა, ორბელაძე (კ), ლომაშვილი, გეგია, მელიავა, ჩალაძე, ჩუკურა, ტეიდი, გეწაძე (რუხაძე 84’), ტრეტიაკი (კურდღელაშვილი 60’), ბარაბაძე.
სათადარიგო: მამალაძე, ჯიქია, თოლორდავა, ლუკავა.
მთავარი მწვრთნელი: მიხეილ მახვილაძე.
„რუსთავი“: მერლანი, ბრაჭული, ვასაძე, გაფრინდაშვილი, სიჭინავა, გუჯაბიძე (ცაცკრიალაშვილი 76’), აფაქიძე, ლობჯანიძე (ქათამაძე 84’), გოგინაშვილი (კირკიტაძე 60’), ციცქიშვილი, მინდორაშვილი.
სათადარიგო: ალავიძე, სამხარაძე, მეტრეველი, კილაძე.
მთავარი მწვრთნელი: ვარლამ კილასონია.~
გაფრთხილება: ბრაჭული (23’), მინდორაშვილი (81’), ჩუკურა (89’), გაფრინდაშვილი (90+5).
მთავარი მსაჯი: ირაკლი კვირიკაშვილი ............ -------- ........ ედემი ელერჯია.
* * *
user posted image მოგვიწევს მეოთხე წრეში რუსთავში მოგება

Posted by: ogafa2 28 Aug 2017, 11:10
user posted image ს.კ მერანი - რუსთავი

Posted by: ogafa2 29 Aug 2017, 13:18
user posted image ს.კ მერანი - რუსთავი

Posted by: akhala 29 Aug 2017, 13:20
ogafa2

ტევადობა რამდენია თქვენი სტადიონის?

მეორე მხარესაც რომ იყოს გადახურული ტრიბუნები, მშვენიერი კოხტა ევროპული სტადიონი გამოვიდოდა

Posted by: ogafa2 30 Aug 2017, 17:39
akhala ტრიბუნები არა და ჯერ ახალი გაზონის დაგებას აპირებენ როგორც ვიცი. ახლა ტევადობით 2000 მდე ეტევა

Posted by: Lockhead 30 Aug 2017, 19:43
QUOTE (ogafa2 @ 30 Aug 2017, 17:39 )
akhala ტრიბუნები არა და ჯერ ახალი გაზონის დაგებას აპირებენ როგორც ვიცი. ახლა ტევადობით 2000 მდე ეტევა

ბუნებრივი თუ ხელოვნური?
---------------------------------

Posted by: ogafa2 30 Aug 2017, 21:58
Lockhead ხელოვნური კი არის მაღალი ხარისხის დაგებული,ბუნებრივით უნდა შეცვალონ

Posted by: took13 30 Aug 2017, 22:02
ogafa2

ზამთრის შესვენებაზე დააგებთ ?

ხელოვნური აღების დროს გაფუჭდება ? თუ არ ფუჭდება სხვაგან გადატანა შესაძლებელია ?.

Posted by: ogafa2 31 Aug 2017, 10:46
took13 გაფუჭებით ეგ ხელოვნური არ ფუჭდება სათადარიგო მინდორზე დააგებენ, ზამთრის შესვენებაზე.

Posted by: ogafa2 2 Sep 2017, 03:44
დამაჯერებელი გამარჯვება ამხანაგურ მატჩში
„ზუგდიდი“ 1-3 „მერანი“
სანაკრებო პაუზით ისარგებლა მარტვილის „მერანმა“ და ამხანაგური შეხვედრა გამართა. ჩვენი გუნდი სტუმრად ზუგდიდში ადგილობრივ „ზუგდიდს“ დაუპირისპირდა და 3-1 დაამარცხა მეტოქე.
მეგრული კლუბების პაექრობა „ზედაეწერში“ უხვგოლიანი გამოდგა და მარტვილელების კარნახით წარიმართა. ანგარიში შეხვედრის დებიუტში რევაზ ბარაბაძემ ეფექტური დარტყმით გახსნა. „მერანელთა“ ფორვარდმა ირაკლი რუხაძის კარგი გადაცემის შემდეგ, მკერდით გაისწორა ბურთი და ყუმბარისებური გასროლით 1-0 გახადა ანგარიში სტუმართა სასარგებლოდ.
სამ წუთში, პირველი გოლის ასისტმა თავად გაიტანა, ვანო კურდღელაშვილის იდეალური პასი კარგად გამოიყენა რუხაძემ.
21-ე წუთზე კი ბენჟამინ ტეიდმა შორეული, ზუსტი გადაცემით მეკარესთან პირისპირ გაიყვანა ირაკლი რუხაძე, რომელმაც ზუგდიდელთა კიპერს თავზე გადაუგდო ბურთი და დუბლი გაიფორმა.
მასპინძლებმა 31-ე წუთზე პრესტიჟის გოლი გაიტანეს. აღნიშნულ ეპიზოდში ფხაკაძე აღმოჩნდა კარგ პოზიციაზე. ზუგდიდელმა შემტევმა მეკარეს ტექნიკურად აუარა გვერდი და შეხვედრის საბოლოო შედეგი დააფიქსირა.
მეორე ტაიმში ანგარიში არ შეცვლილა და მატჩი მარტვილელების გამარჯვებით 3-1 დასრულდა.
1 სექტემბერი. 17:00. „ზედაეწერი“. ამხანაგური მატჩი.
„ზუგდიდი“ (ზუგდიდი) – „მერანი“ (მარტვილი) 1-3 (1-3)
გოლები: 0-1 რევაზ ბარაბაძე (7’), 0-2, 0-3 ირაკლი რუხაძე (10, 21’), 1-3 გიორგი ფხაკაძე (31’).
„ზუგდიდი“: ჯომიდავა, შაკიროვი, აკობია, კირსანოვი, რუხაია, იგნატენკო, ქირია, ლაშხია, სამუშია, კუკავა, ფხაკაძე.
სათადარიგო: გელაშვილი, ხარბედია, წოწონავა, ნ. ქირია, თ. აკობია, ჟვანია, მახარაძე, წყაროზია, გადელია.
მთავარი მწვრთნელი: დავით მახარაძე.
„მერანი“: კულუა, ორბელაძე, ლომაშვილი, გეგია, მელიავა, ტეიდი, ჩალაძე, კურდღელაშვილი, რუხაძე, ტრეტიაკი, ბარაბაძე.
სათადარიგო: ჟიშკარიანი, მაისაშვილი, ჩუკურა,ლუკავა, ც. ფაცაცია, ვ. ფაცაცია.
მთავარი მწვრთნელი: მიხეილ მახვილაძე.
მთავარი მსაჯი: იაგო მალიშავა ....... ----- ....... ედემი ელერჯია
* * *
ზუგდიდი 1 - 3 მერანი მარტვილი https://www.facebook.com/fcmerani/?fref=ts
* * *
[img]JJiLqipbiKIo[/img მიხეილ მახვილაძე: ჩვენი მიზანი "მერანის" უმაღლეს ლიგაში დაბრუნებაა
* * *
ეროვნული ლიგა 2-ის ლიდერი მარტვილის "მერანი" ახლახან 39 წლის მიხეილ მახვილაძემ ჩაიბარა. მან ამ პოსტზე გიორგი მიქაძე შეცვალა. ზოგადად, "მერანი" თავისი გაქანებითა და სტანდარტებით ისეთი კლუბია, მასზე უმაღლეს ლიგაში ასპარეზობა ალალია და სადღეისოდ ამ საგზურის მოპოვების მთავარი პრეტენდენტიცაა.

მარტვილურ კლუბს წლების განმავლობაში თავისი ნიშა უჭირავს ქართულ საკლუბო ფეხბურთში. მის წიაღში არაერთი ისეთი მოთამაშე აღიზარდა, წარმატებით რომ ითამაშა როგორც საქართველოს ახალგაზრდულ, ისე ეროვნულ ნაკრებში. ამ პრესტიჟს შენარჩუნება სჭირდება...

"მერანის" საფეხბურთო ინფრასტრუქტურა ისეთია, თვალს რომ ახარებს. კოხტა სტადიონს უკანასკნელ ხანს ასეთივე დამხმარე ნაგებობები შეემატა, ფეხბურთელები კი "მერანს" მართლაც კარგი ჰყავს...

ბევრი ელოდა, რომ მარტვილურ კლუბს რომელიმე უცხოელი სპეციალისტი ჩაიბარებდა. სწორედ ამას აცხადებდნენ "ლელოსთან" საუბარში კლუბის ხელმძღვანელები, მაგრამ მოხდა სხვა რამ - "მერანის" შეფობამ არჩევანი დამწყებ სპეციალისტ მიხეილ მახვილაძეზე შეაჩერა.

მას ზურგს ხანგრძლივი საფეხბურთო კარიერა უმაგრებს. წლების განმავლობაში იყო ქუთაისის "ტორპედოს" ერთ-ერთი ლიდერი. წარმატებით დაუცავს სხვადასხვა ქართული კლუბის ღირსება. მისთვის "მერანი" პირველი გამოწვევაა დიდ ფეხბურთში.

გუშინ "ლელო" მარტვილელთა ახალ დამრიგებელს დაუკავშირდა...

"დამეთანხმებით, დამწყები მწვრთნელისთვის დიდი პატივი, გამოწვევა და პასუხისმგებლობაა, ხელმძღვანელობდე ისეთ ტრადიციულ და წარმატებულ კლუბს, როგორიცაა მარტვილის "მერანი".

რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი უმაღლეს ლიგაში დაბრუნებაა. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, მიმაჩნია, რომ გუნდს რეალურად შესწევს ამის ძალა. "მერანში" არის ჯანსაღი კონკურენცია, გუნდი ერთ მუშტადაა შეკრული და, ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია, მივიდეთ დასახულ მიზნამდე...

მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო გიორგი მიქაძეს და მის სამწვრთნელო შტაბს. მათ გუნდში დიდი მოცულობის სამუშაო ჩაატარეს. სხვა რომ არაფერი ვთქვათ, "მერანს" გასულ სეზონში ერთი ნაბიჯი დააკლდა ევროტურნირებამდე. მოგეხსენებათ, გუნდმა საქართველოს თასის

გათამაშების ფინალში იასპარეზა.

რა თქმა უნდა, მე არ ვაპირებ ახალი ველოსიპედის გამოგონებას, გარკვეული სიახლეები კი აუცილებლად იქნება. თქვენც იცით, რამდენი კაციცაა, იმდენი აზრია ფეხბურთზე. მეც მაქვს ჩემი ხედვა და, ალბათ, ამაში გასაკვირი არაფერია...

ამ ეტაპზე ვერ დავინახე სამწვრთნელო შტაბში ცვლილებების აუცილებლობა. ის ხალხი, ვინც "მერანის" სამწვრთნელო შტაბში მუშაობს, საკუთარ საქმეს ძალიან კარგად აკეთებს. შეიძლება, ჩვენ არ ვიცნობდით ერთმანეთს, მაგრამ მერე რა, რომ ერთმანეთის ძმაკაცები და ახლობლები არ ვართ? მთავარია, ჩვენი შეხედულებები ერთმანეთს ბოლომდე ემთხვევა. დარწმუნებული ვარ, ცხოვრება ერთმანეთთან კიდევ უფრო დაგვაახლოებს. ჩემთვის არაფერს ნიშნავს ის, ვიცნობ და ვმეგობრობ თუ არა ამა თუ იმ ადამიანთან. მთავარია, ის კარგად აკეთებდეს საქმეს...

ალბათ, ვერ დავასახელებთ ადამიანს, რომელსაც არ მოსწონს შემტევი, სანახაობრივი ფეხბურთი. სპორტის ნომერ პირველი სახეობა ხომ იმითაა უნიკალური, რომ ის დიდებულ სანახაობას წარმოადგენს. რა თქმა უნდა, მეც შემტევი ფეხბურთის მოყვარული ვარ, მაგრამ გუნდის თამაშში ბალანსი აუცილებელია.

როცა ჩვენ ვსაუბრობთ გუნდზე, როგორც ერთიან, მთლიან ორგანიზმზე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ დაცვაცა და შეტევაც არის ფეხბურთის ნაწილი, რომელთა გონივრული გამოყენება განაპირობებს გუნდის წარმატებას. ერთს მეორის გარეშე ფასი ეკარგება და პირიქით...

ორი აზრი არაა, გუნდი ცოცხალი ორგანიზმია და ყველა კლუბი შეიძლება იდეაში გაძლიერდეს. რა თქმა უნდა, არც "მერანია" გამონაკლისი. ამ ეტაპზე კონკრეტული კანდიდატურები არ არიან. თუ გამოჩნდება ამის შანსი, სიამოვნებით. "მერანი" მაღალი მიზნებისთვის იბრძვის, გუნდში არის კონკურენცია, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ: გაძლიერება არავის აწყენს", - გვითხრა მიხეილ მახვილაძემ.

* * *
user posted image მიხეილ მახვილაძე: ჩვენი მიზანი "მერანის" უმაღლეს ლიგაში დაბრუნებაა
* * *
* * *
https://www.sportall.ge/fekhburthi/fekhburthii/erovnuli-liga/108332-mikheil-makhviladze-chveni-mizani-qmeranisq-umaghles-ligashi-dabrunebaa.html

Posted by: ogafa2 7 Sep 2017, 06:43
user posted image ს.კ მერანი მარტვილი

Posted by: ogafa2 9 Sep 2017, 08:25
„მერანმა“ „გურია“ გაანადგურა!
{„გურია“ – „მერანი“ 0-5}
განსხვავებული მიზნებით და სატურნირო მდგომარეობით შეხვდნენ ლანჩხუთში გამართულ შეხვედრას გუნდები. „მერანი“ უმაღლესი ლიგისკენ მიილტვის, „გურია“ კი ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის. არსებული რეალობიდან გამომდინარე, გურულებს მედგარი წინააღმდეგობა უნდა გაეწიათ ლიდერისთვის, თუმცა მიხეილ მახვილაძის შეგირდებმა მატჩის დებიუტშივე მოუწყვეს შტურმი მასპინძლებს და შედეგად, შეხვედრა სულ რაღაც 10 წუთის დაწყებული იყო, როცა მარტვილელები 3-0 ანადგურებდნენ მეტოქეს...
მოწინააღმდეგე გუნდის რბევას მე-2 წუთზე, რევაზ ბარაბაძემ დაუდო სათავე. შეტევა გიორგი გეგიამ წამოიწყო, მის გადაცემის შემდეგ, სერგეი ტრეტიაკმა თავით რევაზ ბარაბაძეს გადაუმისამართა ბურთი,რომელმაც ეფექტური დარტყმით შანსი არ დაუტოვა კიპერს.
მე-5 წუთზე „მერანის“ „ცხრიანმა“ საჯარიმო დარტყმა შეასრულა ზუსტად და დუბლი გაიფორმა.
მე-11 წუთზე ლაშა ჩალაძის კარგი პასი გამოიყენა ვანო კურდღელაშვილმა, რომელიც ტექნიკური თამაშით გამოირჩევა, „მერანელმა“ ცრუ მოძრაობით ჩამოიშორა მეკარე და კიდევ უფრო სოლიდური გახადა ანგარიში.
58-ე წუთზე ისევ ბარაბაძის ჯერი დადგა. „მერანის“ ფორვარდმა ამჯერადაც საჯარიმო დარტყმა შეასრულა საფირმოდ და მიმდინარე ჩემპიონატში მე-15, დღევანდელ შეხვედრაში კი მე-3 გოლი მიითვალა.
მატჩის საბოლოო ანგარიში მარტვილელთა გუნდის ბომბარდირმა, სერგეი ტრეტიაკმა დააფიქსირა. უკრაინელმა ლაშა ჩალაძის ზუსტი გადაცემის შემდეგ, მარჯვენა დაბალ კუთხეში გაიტანა.
დღევანდელ შეხვედრაში ჩვენი გუნდის რიგებში დებიუტი ჰქონდა, ცოტნე ფაცაციას, რომელიც 17 წლისაა და „მერანის“ 19-წლამდე გუნდში ასპარეზობს. მარტვილელთა ახალწვეული საკმაოდ პერსპექტიული ფეხბურთელია, ფაცაციამ 10 წუთი დაჰყო მოედანზე და კარგი შთაბეჭდილება დატოვა.
ამრიგად ჩვენმა გუნდმა დიდი ანგარიშით დაამარცხა სტუმრად „გურია“.
25 ტურის შემდეგ „მერანი“ 56 ქულით ლიდერობს სატურნირო ცხრილს და 4 ქულით უსწრებს უახლოეს მდევარ „რუსთავს“, თუმცა რუსთაველებს ერთი თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული.
8 სექტემბერი. 17:00. ლანჩხუთი. “ევ. შევარდნაძე“.
„გურია“ (ლანჩხუთი) – „მერანი“ (მარტვილი) 0:5 (0:3)
გოლები: 0:1’ 0:2’ რევაზ ბარაბაძე (2’ 5’), 0:3 ვანო კურდღელაშვილი (11’), 0:4 რევაზ ბარაბაძე (59’), 0:5 სერგეი ტრეტიაკი (68’).
„გურია“: პოლტავეცი, იაგრი (არქანია 56’), პაოლო, სილვა, ბერიძე, კიკნაველიძე, ჭანკოტაძე, ტელა, მოსიძე (წერეთელი 85’), შარიქაძე (კ) (ნარიაშვილი 53’), ბაკურაძე.
სათადარიგო: ხვედელიძე, კოტრიკაძე, ლაბაძე, დუდუჩავა.
მთავარი მწვრთნელი: გია გურული.
„მერანი“: კულუა (მამალაძე 46’), ორბელაძე (კ), ლომაშვილი, მელიავა, გეგია, ჩალაძე, ტეიდი, რუხაძე, კურდღელაშვილი (ჯიქია 71’), ტრეტიაკი, ბარაბაძე (ც. ფაცაცია 78’).
სათადარიგო: თოლორდავა, ლუკავა, ვ. ფაცაცია.
მთავარი მწვრთნელი: მიხეილ მახვილაძე.
მთავარი მსაჯი: გიორგი ყრუაშვილი........... ------------ ........ ედემი ელერჯია

Posted by: akhala 9 Sep 2017, 10:36
ანდრო გიორგაძე რატომ არ ჩანს ვორსკლაში?

ვინმემ ხომ არ იცის რამე?

Posted by: ogafa2 10 Sep 2017, 19:52
Super Member მალე გამოჩნდება ძირითადში როგორც გავიგე თვითონ დაანონსაა.
* * *
user posted image ......... გურია 0-5 მერანი მარტვილი

Posted by: ogafa2 13 Sep 2017, 21:37
user posted image ...............გურია 0-5 მერანი მარტვილი

Posted by: ogafa2 16 Sep 2017, 22:11
მახვილაძის მახვილი და შეუჩერებელი მარტვილელები!
{„მერანი“ – „სამგურალი“ 4-1}
მარტვილის „მერანი“ მოწინააღმდეგე გუნდების განადგურებას აგრძელებს. მახვილაძის შეგირდებმა ლანჩხუთში 5-0 მოგებული მატჩის შემდეგ, წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლეს და ისევ დიდი ანგარიშით გაიმარჯვეს.
ეროვნულ ლიგა 2-ის გათამაშებაში, „მერანელები“ დამაჯერებლად მიიწევენ წინ და ასე თუ გააგრძელეს, ქართულ საფეხბურთო ელიტაში მათ აღზევებას არაფერი უდგას წინ. სატურნირო ცხრილში ქულათა სხვაობა 6 ქულამდე გაზარდა „მერანმა“ უახლოეს მდევართან. თუმცა „რუსთაველები“ თავიანთ მატჩს ხვალ გამართავენ.
რაც შეეხება დღევანდელ დაპირისპირებას, მიუხედავად ანგარიშისა, პირველ ნახევარში წყალტუბოელები ცუდად ნამდვილად არ გამოიყურებოდნენ და რამდენიმე ხიფათიც შექმნეს ჩვენს კართან, თუმცა მოწოდების სიმაღლეზე იყო ჩვენი გუნდის ახალგაზრდა კიპერი, გოგი კულუა. მატჩის დაწყებიდან 20-25 წუთში „მერანი“ უპირატესობას დაუფლა და მასპინძლების კარნახით მიმდინარეობდა თამაში, რასაც გოლი მოჰყვა.
38-ე წუთზე „მერანის“ მთავარმა სნაიპერმა სერგეი ტრეტიაკმა რაფაელ ჩუკურას გადაცემის შემდეგ, საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერ დაჰკრა და მარჯვენა დაბალ კუთხეში მოათავსა ბურთი - 1:0.
მეორე ტაიმი 10 წუთის დაწყებულიც არ იყო, როცა ვანო კურდღელაშვილმა შენიშნა, რომ ოდნავ წინ იყო გამოსული სტუმართა კიპერი და თავზე გადაუგდო ბურთი კუჭუხიძეს - 2:0.
78-ე წუთზე პირველი გოლის ასისტმა რაფაელ ჩუკურამ მესამე გოლი შეაგდო „სამგურალის“ კარში, თუმცა მანამდე უნდა ავღნიშნოთ ვაჟა ლომაშვილის ბრწყინვალე თამაში, რომელმაც სამ მეურვეს ტექნიკურად აუარა გვერდი და ჩინებული პასით მეკარესთან პირისპირ გაიყვანა ნიგერიელი.
სტუმრებმა 89-ე წუთზე პრესტიჟის გოლი გაიტანეს, თავი დემურ ჩიხლაძემ გამოიჩინა. შეხვედრის საბოლოო ანგარიში კი შეცვლაზე შემოსულმა ირაკლი რუხაძემ დააფიქსირა. „მერანელმა“ კიჭი მელიავას გრძელი პასის შემდეგ, მოჭრილი, ზუსტი დარტყმით 4:1 გახადა ანგარიში.
ამრიგად, „მერანი“ აგრძელებს წარმატებულ სვლას. ჩვენი გუნდი მომდევნო ტურის მატჩს 21 სექტემბერს გამართავს ზედაეწერში, მეტოქე ს.კ. "ზუგდიდი“ იქნება.
16 სექტემებრი. 17:00. მარტვილი. „მურთაზ ხურცილავა“.
„მერანი“ (მარტვილი) – „სამგურალი“ (წყალტუბო) 4-1 (1-0)
გოლები: 1:0 სერგეი ტრეტიაკი (38’), 2:0 ვანო კურდღელაშვილი (53’), 3:0 რაფაელ ჩუკურა (78’), 3:1 დემურ ჩიხლაძე (89’), 4:1 ირაკლი რუხაძე (90+2’).
„მერანი“: კულუა, ორბელაძე (კ), მაისაშვილი, გეგია, მელიავა, ჩალაძე, ტეიდი, რაფაელი, კურდღელაშვილი (თოლორდავა 84’), ტრეტიაკი (რუხაძე 63’), ბარაბაძე (ლომაშვილი 72’).
სათადარიგო: მამალაძე, ლომაშვილი, ჯიქია, რუხაძე, თოლორდავა, ლუკავა, ც. ფაცაცია.
მთავარი მწვრთნელი: მიხეილ მახვილაძე.
„სამგურალი“: კუჭუხიძე, კაკუშაძე, ენდელაძე, ბიბილაშვილი (კ), გოგიჩაიშვილი, შალამბერიძე, ბანძელაძე, გოგუაძე, კილაძე, ჩავჩიძე (ლაღაძე 55’- ჩიხლაძე 72’), ციცხვაია (ბრეგვაძე 77’).
სათადარიგო: ნუცუბიძე, ბრეგვაძე, ნერგაძე, ჩიხლაძე, ა. ფანცხავა, ზ.ფანცხავა, ლაღაძე.
მთავარი მწვრთნელი: გია გიგატაძე.
გაფრთხილება: შალამბერიძე (15’), ბარაბაძე (43’), ჩუკურა (50’), ბრეგვაძე (85’).
მთავარი მსაჯი: ბორის გლუშჩუკი. ......... ----- ......... ედემი ელერჯია

Posted by: ogafa2 18 Sep 2017, 21:05
მერანი 4-1სამგურალი https://www.facebook.com/fcmerani/photos/pcb.1423295571102779/1423293181103018/?type=3&theater

Posted by: imereti 18 Sep 2017, 21:20
ogafa2
QUOTE
ორბელაძე (კ)

ეს სერგი ორბელაძეაო არ მითხრა biggrin.gif

Posted by: JorgeFonseca 18 Sep 2017, 21:24
imereti
http://www.fcmerani.ge/?menuid=4&lang=1 ეგ არის biggrin.gif

Posted by: imereti 18 Sep 2017, 21:39
JorgeFonseca
მერე ეგერ არ იყო ნორჩი დინამოელი? biggrin.gif

Posted by: JorgeFonseca 18 Sep 2017, 21:54
imereti
QUOTE
მერე ეგერ არ იყო ნორჩი დინამოელი?

82-ში ყოფილა დაბადებული ჯერ ადრეა მაგისთვის ნორჩი დინამოელი biggrin.gif

Posted by: imereti 18 Sep 2017, 23:17
JorgeFonseca
QUOTE
82-ში ყოფილა დაბადებული ჯერ ადრეა მაგისთვის ნორჩი დინამოელი

82-ის პოსლე ავგუსტა დაბადებულები არ მიიღებიან მანდ biggrin.gif

Posted by: ogafa2 19 Sep 2017, 08:08
imereti რატო გაგიკვირდა ხუთი წელია აქ თამაშობს
* * *
https://www.facebook.com/pg/fcmerani/videos/?ref=page_internal

Posted by: imereti 19 Sep 2017, 11:18
ogafa2
QUOTE
რატო გაგიკვირდა ხუთი წელია აქ თამაშობს

მე ის გამიკვირდა, კიდე რომ თამაშობს...

Posted by: ogafa2 19 Sep 2017, 17:38
imereti კი ჯერჯერობით მშვენივრად თამაშობს.
* * *
[img]PKirriW7iMVB[/img "მერანელები" სიმბოლურ გუნდში
* * *
user posted image ................

Posted by: ogafa2 20 Sep 2017, 22:58
user posted image .......... ისევ ოთხეული "მერანიდან ....

Posted by: ogafa2 22 Sep 2017, 00:13
მეგრული დერბი „მერანის“ გამარჯვებით დასრულდა!
{„ზუგდიდი - „მერანი“ 0:2}
მესამე წრის დასასრულს, ზედაეწერში, მეგრული დერბი გაიმართა. ეროვნული ლიგა 2-ის ერთპიროვნულმა ლიდერმა, მარტვილის „მერანმა“ ფავორიტის სტატუსი მატჩის დებიუტშივე გაამართლა და ფაქტიურად ჭყონდიდელებმა პირველ ტაიმშივე გადაწყვიტეს თამაშის ბედი. შეხვედრა 10 წუთის დაწყებული იყო, როცა „მერანის“ უკრაინელმა ლეგიონერმა: სერგეი ტრეტიაკმა, რევაზ ბარაბაძის იდეალური პასის შემდეგ უშანსოდ დატოვა ვახტანგ ჯომიდავა.
პირველ ნახევარში კიდევ ერთხელ გაიბრწყინა „მერანის“ სნაიპერმა. 38-ე წუთზე კიჭი მელიავას მიერ გაკეთებული მახვილ-გონივრული გადაცემა ბენჟამინ ტეიდმა ოსტატურად გაატარა და საბოლოოდ ბურთი ტრეტიაკს მიუვიდა, რომელმაც შესანიშნავად დაარტყა და „ზუგდიდის“ კარის „ცხრიანში“ ჩასვა ბურთი. სხვათაშორის, მიმდინარე გათამაშებაში, ეს ტრეტიაკის მიერ გატანილი მე-19 გოლი გახლდათ და ბომბარდირთა დავაში ის ერთი ბურთით ჩამორჩება ჯაბა დვალს.
ანგარიშიდან გამომდინარე, მარტვილელებს მეორე ნახევარში დიდი ძალები არ დაუხარჯავთ, თუმცა თამაში მათი კარნახით მიდიოდა და სტუმრები პერიოდულად ქმნიდნენ სახიფათო ეპიზოდებს. წინა მატჩების მსგავსად დღევანდელ დაპირისპირებაშიც დიდი ანგარიშით მოიგებდა ალბათ „მერანი“, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე იყო მასპინძელთა კიპერი, რომელმაც არაერთხელ იხსნა „ზუგდიდელთა“ კარი.
ამრიგად, ჩვენმა გუნდმა ზედიზემ მესამე გამარჯვება მოიპოვა და სატურნირო ცხრილში კიდევ უფრო განიმტკიცა მდგომარეობა. ეროვნული ლიგა 2-ის ლიდერს 62 ქულა აქვს. მარტვილელები მომდევნო ტურის შეხვედრას თბილისში გამართავენ. 26 სექტემბერს „დავით პეტრიაშვილის“ სახელობის სტადიონზე „მერანს“, საფეხბურთო კლუბი „გაგრა“ უმასპინძლებს.
21 სექტემბერი. 16:30. ზედაეწერი
ეროვნული ლიგა 2. ტური XXVII
„ზუგდიდი“ {ზუგდიდი} – „მერანი“ {მარტვილი} 0:2 {0:2}
გოლები: 0:1, 0:2 სერგეი ტრეტიაკი {11’,38’}
„ზუგდიდი“: ჯომიდავა, თ. აკობია, წყაროზია, დ. ქირია, ჩიმაკაძე, ლაშხია (წოწონავა 46’), რუხაია, კირსანოვი, სამუშია (კუკავა 58’), იგნატენკო, ლ. აკობია (ხარბედია 46’) (კ).
სათადარიგო: მამინაშვილი, ძაძუა, ხარბედია, წოწონავა, კუკავა, ნ. ქირია, გელაშვილი.
მთავარი მწვრთნელი: მამუკა ჭაჭუა.
„მერანი“: კულუა, ორბელაძე (კ), მაისაშვილი, მელიავა, ჩალაძე, ტეიდი, ჩუკურა, ლომაშვილი (ჯიქია 83’), კურდღელაშვილი (გეწაძე 68’), ტრეტიაკი, ბარაბაძე (რუხაძე 60’).
სათადარიგო: მამალაძე, ჯიქია, რუხაძე, გეგია, გეწაძე, თოლორდავა, ფაცაცია.
მთავარი მწვრთნელი: მიხეილ მახვილაძე................
მთავარი მსაჯი: გიორგი ვადაჭკორია ................. -------------- -------- ედემი ელარჯია .
* * *
ზუგდიდი (ზუგდიდი) - მერანი (მარტვილი) 0:2 https://www.youtube.com/watch?v=YK9sF-0AK7E

Posted by: ogafa2 23 Sep 2017, 09:09
user posted image "ზუგდიდი" -"მერანი" 0:2

Posted by: ogafa2 25 Sep 2017, 09:37
........................... ეროვნული ლიგა 2-ის დასრულებამდე დარჩა 9 ტური!
▶ "გაგრა" VS "მერანი" - 26 სექტემბერი
▶ "მერანი" VS "ცხინვალი" - 2 ოქტომბერი
▶ "მეშახტე" VS "მერანი" - 13 ოქტომბერი
▶ "სიონი" VS "მერანი" - 19 ოქტომბერი
▶ "მერანი"VS "ვიტ ჯორჯია" - 27 ოქტომბერი
▶ "რუსთავი"VS "მერანი" - 3 ნოემბერი
▶ "მერანი" VS "გურია" - 16 ნოემბერი
▶ "სამგურალი" VS "მერანი" - 21 ნოემბერი
▶ "მერანი" VS "ზუგდიდი" - 25 ნოემბერი ................

Posted by: ogafa2 27 Sep 2017, 09:02
user posted image "გაგრა" 0:1-"მერანი"
* * *
„მერანი“ „პეტრიაშვილზეც“ ვერ შეაჩერეს!
{„გაგრა“ – „მერანი“ 0:1}
„მერანმა“ მეოთხე, დასკვნითი წრეც გამარჯვებით დაიწყო. მეტოქე მარტვილელებს რთული ჰყავდათ „გაგრას“ სახით და ორივე გუნდის სტატუსიდან და მიზნებიდან გამომდინარე შეხვედრამ დიდი ინტერესი გამოიწვია. თამაშის პირდაპირი რეპორტაჟის ყურება გულშემატკივრებს, ეროვნული ლიგის საიტზე შეეძლოთ.
მატჩი კი საკმაოდ მაღალ ტემპში დაიწყო და სტუმრებმა პირველივე წუთებიდანვე აგრძნობინეს მეტოქეს, რომ „მერანი“ მხოლოდ და მხოლოდ მოსაგებად იყო ჩასული თბილისში. შეხვედრა 7 წუთის დაწყებული იყო, როცა ზედიზედ ორი კუთხური მოაწოდა ვანო კურდღელაშვილმა. თუ პირველი სტანდარტის შემდეგ გადარჩნენ მასპინძლები, მეორე კუთხურის დროს, რაფაელ ჩუკურამ დაუგორა ბურთი კარგ პოზიციაზე მყოფ კიჭი მელიავას, „მერანის“ განაპირა მცველმა კი საჯარიმოს მისადგომებიდან ერთი შეხებით, უძლიერესი გასროლით აუღებელი დაურტყა ნადირაძეს.
გოლის შემდეგ, გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა მატჩი, „გაგრელები“ თამაშის გადარჩენას ცდილობდნენ, „მერანი“ კი არაერთხელ იყო მეორე გოლის გატანასთან ახლოს, მაგრამ საბოლოოდ ანგარიში არ შეცვლილა და ჩვენმა გუნდმა უმნიშვნელოვანესი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში. დღევანდელი მონაცემებით „მერანი“ 6 ქულით უსწრებს უახლოეს მდევარ „რუსთავს“, თუმცა ჩვენს კონკურენტს ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.
და ბოლოს, ორიოდე სიტყვა, აუცილებლად უნდა ვთქვათ „მერანის“ ქომაგებზე. „მერანელები“ ისევე, როგორც ყოველთვის, დღესაც მხურვალედ გულშემატკივრობდნენ თავიანთ საყვარელ გუნდს და მთელი მატჩის განმავლობაში არ გაჩერებულან.
„მერანი“ მომდევნო ტურის მატჩს 2 ოქტომბერს გამართავს. მარტვილელები საკუთარ კედლებში „ცხინვალს“ უმასპინძლებენ.
26 სექტემბერი. 18:00. თბილისი. „დავით პეტრიაშვილი“
ეროვნული ლიგა 2. XXVIII ტური
„გაგრა“ (გაგრა) – „მერანი“ (მარტვილი) 0:1 (0:1)
გოლი: კიჭი მელიავა (7’)
"მერანი": კულუა, ორბელაძე (კ), მაისაშვილი, მელიავა, ჩალაძე, ლომაშვილი, ტეიდი, ჩუკურა, კურდღელაშვილი (გეწაძე 80’), ტრეტიაკი (რუხაძე 55’), ბარაბაძე.
სათადარიგო: მამალაძე, ჯიქია, რუხაძე, გეწაძე, გეგია, თოლორდავა, ლუკავა.
მთავარი მწვრთნელი: მიხეილ მახვილაძე
"გაგრა": ნადირაძე (კ), კიკნაძე, ჯგერენაია, ხოსიტაშვილი, ჯიშკარიანი, გვაზავა, მოსიაშვილი (ქურდაძე 59’), პაპავა (ხინთიბიძე 46’), გაფრინდაშვილი, კახიანი (თუთბერიძე 69’), ქანთარია
სათადარიგო: შევჩუკი, გეთიაშვილი, წურწუმია, ხინთიბიძე, ცირდავა, თუთბერიძე, ქურდაძე.
მთავარი მწვრთნელი: დენის ხომუტოვი
გაფრთხილება: მელიავა (25’), ტეიდი (39’), ლომაშვილი (49’), ქანთარია (55’), თუთბერიძე (82’).
მთავარი მსაჯი: გოგა კიკაჩეიშვილი ................. --------- ....... ედემი ელერჯია
* * *
https://www.facebook.com/fcmerani/?fref=ts „გაგრა“ – „მერანი“ (მარტვილი) 0:1

Posted by: ogafa2 28 Sep 2017, 22:17
user posted image მერანის ძრავი კიჭი მელიავა

Posted by: ogafa2 30 Sep 2017, 17:12
user posted image „გაგრა“ – „მერანი“ (მარტვილი) 0:1
* * *
„მერანი“ VS „ცხინვალი“ - მზადება ზედიზედ მეოთხე გამარჯვებისთვის!

Posted by: ogafa2 2 Oct 2017, 23:09
user posted image მერანი მარტვილი 3-1 ცხინვალი
* * *
„მერანის“ მეოთხე, მელიავას მეორე - მარტვილელების მორიგი გამარჯვება!
{„მერანი“ – „ცხინვალი“ 3:1}
უკვე ზედიზედ მეორე მატჩია კიჭი მელიავა „მერანის“ ქომაგებს ულამაზესი გოლებით ანებივრებს. ჩვენი გუნდის განაპირა მცველმა ჯერ „გაგრასთან“ გაიბრწყინა, როცა მოჭრილი, უძლიერესი დარტყმით გამარჯვების გოლი გაიტანა ნადირაძის კარში. დღეს კი უფრო შორი მანძილიდან, ყუმბარისებური გასროლით, კიდევ ერთი შესანიშნავი გოლი შეაგდო.
„მურთაზ ხურცილავაზე“ დღევანდელი შეხვედრა წუთიერი დუმილით დაიწყო, ფეხბურთელებმა, გულშემატკივრებმა და სტადიონზე დამსწრე საზოგადოებამ, „ზუგდიდის“ ფეხბურთელის, შოთა მამინაშვილის ხსოვნას მიაგეს პატივი.
წვიმის თანხლებით გამართული მატჩი კი საკმაოდ ხისტი გამოდგა. ძირითადად სტუმრები უხეშობდნენ და მატჩის მთავარ არბიტრს, ირაკლი კვირიკაშვილს „ცხინვალის“ ორი ფეხბურთელის გაძევება მოუწია. სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ ორიევე შემთხვევაში ადეკვატური იყო მთავარი მსაჯის გადაწყვეტილება.
ანგარიში სწრაფად გახსნეს მარტვილელებმა, მე-8 წუთზე „მერანის“ ბომბარდირმა სერგეი ტრეტიაკმა ჩალაძის ზუსტი გადაცემის შემდეგ, ახლო მანძილიდან თავური დარტყმით შანსი არ დაუტოვა თანამემამულე პროკოპენკოს - 1:0.
28-ე წუთზე კი ბარაბაძის პასით კიჭი მელიავამ საფირმო გოლით ორამდე გაზარდა ანგარიში. ერთ წუთში სტუმრებმა კონტრიერიში გამოიყენეს კარგად და ვაჟა მათიაშვილმა მინიმუმამდე დაიყვანა სხვაობა.
როგორც თავში ვახსენეთ, მატჩი საკმაოდ უხეში გამოდგა და მეორე ნახევარში 9 კაცით დარჩა „ცხინვალი“. მახვილაძის გუნდი ძირითადად შეტევაში იყო და ბევრი სახიფათო მომენტი შექმნა, თუმცა მეორე ტაიმში მხოლოდ ერთი გოლი გავიდა და ის „მერანის“ ნიგერიელი ლეგიონერის, რაფაელ ჩუკურას ანგარიშზეა, რომელმაც საბოლოო შედეგი (3:1) დააფიქსირა.
„მერანმა“ ამ გამარჯვებით ლიდერობა კვლავ განიმტკიცა სატურნირო ცხრილში. ჩვენი გუნდი 68 ქულით პირველ პოზიციაზე. „მერანელები“ მომდევნო მატჩს 13 ოქტომბერს გამართავენ ტყიბულში „მეშახტეს“ წინააღმდეგ.
2 ოქტომბერი. 16:00. მარტვილი. „მურთაზ ხურცილავა“.
ეროვნული ლიგა 2.
„მერანი“ (მარტვილი) – „ცხინვალი“ 3:1 (2:1)
გოლები: 1:0 სერგეი ტრეტიაკი (7’), 2:0 კიჭი მელიავა (28’), 2:1 ვაჟა მათიაშვილი (29’), 3:1 რაფაელ ჩუკურა (77’).
"მერანი": კულუა, ორბელაძე (კ) (რუხაძე 33’), მაისაშვილი, მელიავა, ჩალაძე, ლომაშვილი, ტეიდი, ჩუკურა, კურდღელაშვილი (ჯიქია 67’), ტრეტიაკი, ბარაბაძე (გეწაძე 76’).
სათადარიგო: მამალაძე, გეწაძე, ჯიქია, რუხაძე, გეგია, თოლორდავა, ც. ფაცაცია.
მთავარი მწვრთნელი: მიხეილ მახვილაძე.
„ცხინვალი“: პროკოპენკო, ყურშავიშვილი, ცერცვაძე (კ), მაისურაძე (სულთანიშვილი 82’), მაქაცარია, ლაცაბიძე, ლომსაძე (შენგელია 42’), ქრისტესიაშვილი (ბარაბაძე 71’), წივწივაძე, გადრანი.
სათადარიგო: კერესელიძე, მესხი, ჭანუყვაძე, თათხაშვილი, სულთანიშვილი, შენგელია.
მთავარი მწვრთნელი: მალხაზ ლაცაბიძე.
გაფრთხილება: ტეიდი (41’), ლაცაბიძე (42’), ლაცაბიძე (52’).
გაძევება: ყურშავიშვილი (38’), ლაცაბიძე (58’).
მთავარი მსაჯი: ირაკლი კვირიკაშილი ................ -------- ............ ედემი ელერჯია

Posted by: ogafa2 4 Oct 2017, 10:20
user posted image მერანი 3-1 ცხინვალი

Posted by: ogafa2 6 Oct 2017, 07:17
user posted image .......... მერანი 3-1 ცხინვალი

Posted by: ogafa2 8 Oct 2017, 01:04
user posted image ........... მერანი 3-1 ცხინვალი

Posted by: ogafa2 9 Oct 2017, 22:16
92-ე წუთზე არბიტრებმა ჩათვლილი გოლი 5 წუთის შემდეგ გააუქმეს

* * *
.................... https://www.facebook.com/FC-Salkhino-Martvili-%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%98-383141432054088/?hc_ref=ARTFO8K1n2QX3nJD0PSZOZduW2-CHmXBeRj_emXSM_wyXeFSJJWw38q55_8Utwko1H8&fref=nf
* * *
..... საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა საქართველოს რეგიონლიგის გათამაშებაში. ს.კ. ლესიჭინე (ჩხოროწყუ) ს.კ. სალხინოს (მარტვილი) მასპინძლობდა. მატჩი მასპინძლების სასარგებლოდ 2-1 იყო, როცა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში (90+2 წუთზე) საჯარიმო დარტყმა დაინიშნა ლესიჭინეს კარში. სტანდარტულიდან, წესების სრული დაცვით პატარაიამ გაათანაბრა ანგარიში და მთავარმა არბიტრმაც ჩათვალა გოლი. თუმცა რამდენიმე წუთში გვერდითა მსაჯთან კონსულტაციის შემდეგ, არბიტრმა გადაწყვეტილება შეცვალა და გოლი გაუქმდა. სალხინო აღნიშნულ ფაქტს აპროტესტებს და ლესიჭინეს ფეხბურთელების, მწვრთნელების და გულშემატკივრების მხრიდან მსაჯზე ზემოქმედებაზე საუბრობს, რამაც საბოლოო გადაწყვეტილებაზე იქონია ზეგავლენა და ვიდეომასალას ავრცელებს.
* * *
............ https://www.facebook.com/ELigaUnofficial/videos/1694059010644506/

Posted by: ogafa2 11 Oct 2017, 09:10
user posted image ლესიჭინე - სალხინო

Posted by: ogafa2 12 Oct 2017, 22:35
user posted image ეროვნული ლიგა 2

Posted by: ogafa2 14 Oct 2017, 09:17
ფრე აუტსაიდერთან! „მეშახტე“ – „მერანი“ 1:1
ფრედ, 1:1 დასრულდა ტყიბულში, „მეშახტეს ბაზაზე“ გამართული XXX ტურის შეხვედრა ადგილობრივ „მეშახტესა“ და მარტვილის „მერანს“ შორის. სტუმრებმა თამაშის საწყისი წუთებიდანვე მოიპოვეს უპირატესობა და მონაცვლეობით რამდენიმე სახიფათო ეპიზოდი შექმნეს. „მეშახტემ“ კი „ტრადიციას“ არ უღალატა, თავიდანვე მეორე ნომრად არჩია თამაში და დაცვის ხაზი საიმედოდ გაამაგრა.
პირველ ტაიმში ორჯერ, სერგეი ტრეტიაკს შეეძლო საკუთარი გუნდის დაწინაურება, ჯერ ვანო კურდღელაშვილის ჩინებული პასი ვერ გამოიყენა უკრაინელმა, მეორე ეპიზოდში კი გეწაძის მიერ მოწოდებული კუთხურის შემდეგ, თავით გზავნიდა ბურთს ტყეშელაშვილის კარში, თუმცა სულ მცირე მანძილით აცდა. ირაკლი რუხაძის დარტყმული ბურთი კი გვერდითა ძელმა მოიგერია. აღნიშნულ იერიშებს მასპინძელთა შეტევაც მოჰყვა, თუმცა ამ შემთხვევაში კულუა დამაჯერებელი იყო.
მარტვილელთათვის, ტრავმის გამო, გუნდის კაპიტნის, სერგი ორბელაძის არ ყოფნით გამოწვეულ არასახარბიელო სიტუაციას, კიდევ უფრო ამძიმებდა რევაზ ბარაბაძის სათადარიგო სკამზე ყოფნა, რომელმაც სულ ახლახანს მოირჩინა ტრავმა და თავიდანვე „მერანელის“ სასტარტოში შეყვანა სარისკო იყო, თუმცა „მერანის“ ტანმაღალი ფორვარდი მაინც შეიყვანა მოედანზე მახვილაძემ მეორე ნახევარში და ამ გადაწყვეტილებამაც გაამართლა..
მანამდე კი, მეორე ტაიმში, დიდი ძალებით შეტევაში გადართულ სტუმრებს საკმაოდ სახიფათო კონტრ-იერიში გამოეპარათ და შეცვლაზე შემოსულმა კვასხვაძემ მაისაშვილთან და კულუასთან ორთაბრძოლას კარგად გაართვა თავი და ანგარიში გახსნა. „მერანი“ დამარცხების შემთხვევაში ლიდერობას კარგავდა და ისედაც მთელი მატჩი შეტევაში გადართულმა მარტვილელებმა კიდევ უფრო გააძლიერეს ზეწოლა მეტოქეზე და ამან შედეგი გამოიღო. მსაჯის მოერ კომპნესირებულ ბოლო წუთზე, რევაზ ბარაბაძემ ჩუკურას კარგი გადაცემის შემდეგ, კარგად შეარჩია პოზიცია და თავით აუღებელი დაურტყა ტყეშელაშვილს 1:1.
„მერანი“ კვლავინდებურად ლიდერობს სატურნირო ცხრილს 69 ქულით. ჩვენი გუნდი მომდევნო ტურის მატჩს ისევ სტუმრად ჩაატარებს 19 ოქტომბერს. ამჯერად ბოლნისში „სიონის“ წინააღმდეგ
13 ოქტომბერი. 15:00. ტყიბული. „მეშახტეს ბაზა“.
ეროვნული ლიგა 2. XXX ტური.
„მეშახტე“ (ტყიბული) – „მერანი“ (მარტვილი) 1:1 (0:0)
გოლები: 1:0 კვასხვაძე (81’), 1:1 ბარაბაძე (90+3’)
„მერანი“: კულუა, მაისაშვილი, ლომაშვილი (კ), მელიავა, ჩალაძე, ტეიდი, ჩუკურა, რუხაძე (ბარაბაძე 62’), გეწაძე, კურდღელაშვილი (ჯიქია 79’), ტრეტიაკი.
სათადარიგო: მამალაძე, გეგია, ლუკავა, ფაცაცია.
მთავარი მწვრთნელი: მიხეილ მახვილაძე.
მეშახტე: ტყეშელაშვილი, აფხაზავა, ლინკოლნი, ქართველიშვილი, გვენეტაძე (ყურულაშვილი 46’) (კ), ხარაბაძე, ბანძელაძე, ჭრელაშვილი, ყიფიანი (ჭანკვეტაძე 73’), ენდელაძე, ცაგარეიშვილი (კვასხვაძე 60’).
სათადარიგო: კვერნაძე, ფურცხვანიძე, ჭოხონელიძე, ასანიძე
მთავარი მწვრთნელი: რევაზ ძოძუაშვილი
მთავარი მსაჯი: დავით ხარიტონაშვილი ............. ---------- ....... ედემი ელერჯია
* * *
https://www.facebook.com/fcmerani/videos/1444214265677576/ " მეშახტე“ – „მერანი“ 1:1

Posted by: ogafa2 15 Oct 2017, 13:33
https://www.youtube.com/watch?v=__WZDKckhZY

Posted by: ogafa2 16 Oct 2017, 15:22
user posted image ეროვნული ლიგა 2

Posted by: ogafa2 18 Oct 2017, 22:50
„სიონი“ VS „მერანი“ - პრევიუ
ეროვნულ ლიგა 2-ში, პირველი ადგილისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის. არანკლებ დაძაბულია სიტუაცია სატურნირო ცხრილის ფსკერზეც, სადაც ჯერ არაფერია გარკვეული და ამ ლიგაში დასარჩენად, ერთდროულად რამდენიმე გუნდი იბრძვის, ამას ემატება ბრძოლა მესამე ადგილისთვის და სწორედ მესამე პოზიციის შესანარჩუნებლად მომართული ბოლნისის „სიონი“ იქნება XXXI ტურში „მერანის“ მეტოქე.
მოსალოდნელ ორთაბრძოლამდე, „მერანმა“ ერთ-ერთ აუტსაიდერთან, „მეშახტესთან“ დაკარგა ქულები და ფრედ 1:1 ითამაშა სტუმრად ტყიბულში. კიდევ უფრო წარუმატებელი გამოდგა ბოლნისელების მატჩი „ცხინვალთან“, რადგან ჟორჟიკაშვილის გუნდმა დიდი ანგარიშთ 2:4 დათმო ის შეხვედრა. „მერანს“ და მის უახლოეს მდევარს შორის ქულათა სხვაობა ერთ ქულამდე შემცირდა, „სიონის“ მარცხით კი მის კონკურენტებს გაეზარდათ შანსები მესამე ადგილისთვის, ასე რომ, 19 ოქტომბერს, ორივე გუნდი განსაკუთრებული მოტივაციით და საბრძოლო განწყობით გავა „თამაზ სტეფანიას“ სახელობის მოედანზე.
ურთიერთშეხვედრები
გადავხედოთ ურთიერთშეხვედრების ისტორიასაც, რომელიც სათავეს 2010 წლიდან იღებს. დიდი ანგარიშით 4:0 დაამარცხა „მერანმა“ „სიონი“ ბოლო შეხვედრაში. მაშინ, მარტვილში რევაზ გეწაძემ გახსნა ანგარიში, შემდეგ კი ჩვენი გუნდის სამივე ლეგიონერმა გამოიჩინა თავი გოლით. მთლიანობაში, არსებობის ისტორიაში, სულ 16 ჯერ შეხვდნენ გუნდები ერთმანეთს, აქიდან 6-ჯერ "მერანმა" მოიგო, 6-ჯერ "სიონმა" მოიპოვა გამარჯვება, 4 მატჩი კი ფრედ დასრულდა, ბურთების შეფარდება 18-15 „მერანის“ სასარგებლოდ.
დისკვალიფიკაცია
ამ შეხვედრისთვის არცერთი გუნდის ფეხბურთელს არ ემუქრება დისკვალიფიკაციის გამო თამაშის გამოტოვება.
„სიონი“ – „მერანის“ მატჩი ბოლნისში, „თამაზ სტეფანიას“ სახელობის სტადიონზე 19 ოქტომბერს 15:00 საათზე დაიწყება ....... ----- .....ედემი ელერჯია

Posted by: ogafa2 20 Oct 2017, 07:40
user posted image სიონი - მერანი

Posted by: ogafa2 22 Oct 2017, 22:54
"სიონი" (ბოლნისი) - "მერანი" (მარტვილი) 0:0
{ვიდეო-მიმოხილვა} https://www.facebook.com/fcmerani/videos/1450025251763144/
* * *
user posted image მარტვილის საფეხბურთო სკოლის საწვრთნელ ბაზაზე განათების ბოძები დამონტაჟდა.

Posted by: ogafa2 25 Oct 2017, 08:57
user posted image მარტვილის ახალი საფეხბურთო სკოლის საწვრთნელი ბაზა მალე ამოქმდდება

Posted by: jaro87 25 Oct 2017, 09:31
ძალიან კარგი როცა რაღაც კეთდება და ჩანს. იმედია გადმოხვალთ და ჩაანაცვლებთ რომელიმე მუქთახორა გუნდს.

Posted by: ogafa2 25 Oct 2017, 22:16
user posted image jaro87 - ბაზისკენ მიმავალი გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.jaro87

Posted by: Lockhead 26 Oct 2017, 00:30
ვააა....საღოლ ინჯიას. არ მეგონა თუ უკვე ასეთ დონეზე იყო კლუბი მისული. იმედია სტადიონიც სათანადო დონის იქნება, როცა ამის საშუალება იქნება. ასეთ ხალხს სჭირდება სწორედ ხელშეწყობა ზუსტად და არა იმათ ვინც ფეხბურთს მარტო მეწველ ძროხად აღიქვამს.

Posted by: otokarcobra 26 Oct 2017, 00:37
ogafa2
თვითონ სკოლის მინდვრების ფოტოები არ გაქვს?

Posted by: akhala 26 Oct 2017, 01:20
up.gif

ნეტა ყველა კლუბი ავითარებდეს ასე ინფრასტრუქტურას

Posted by: took13 26 Oct 2017, 06:15
Lockhead

ინჯია საკუთარი ხარჯებით აშენებს ?

როგორც მახსოვს რეგ. განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პროექტი იყო თუ მეშლება ?
* * *
პროექტი "მუნიციპალური განვითარების ფონდის" მეშვეობით და "ევროპის საინვესტიციო ბანკის" დაფინანსებით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 732.223 ლარი შეადგინა.

500 კაცზე გათვლილი გადახურული ტრიბუნა და განათებაცო.

ogafa2

ტრიბუნის და მოედნის სურათებიც რომ დადოთ შეგიძლიათ? რამდენი მოედანი იქნება მაგ ბაზაზე სულ და ხელოვნური თუა ?

Posted by: ogafa2 26 Oct 2017, 10:23
took13 სკოლა კი რეგ. განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პროექტია
* * *
user posted image მარტვილი დიდი ჭყონის ,,ბერმუხა"-ს მოედანი
მარტვილის ,,სალხინო" 2-1 ქუთაისის ,,ტორპედო-2"

Posted by: ogafa2 28 Oct 2017, 20:21
............... „ზუგდიდი“ (U19) (ზუგდიდი) - მერანი“ (U19) (მარტვილი) 1:4 (0:0)
გოლები: 0:1 ც. ფაცაცია (48’პენ), 0:2 ლ. შონია (53’), 0:3 ი. ცხაკაია (60’), 0:4 დ. ლუკავა (62’), 1:4 გ. გოგალაძე.
„ზუგდიდი“ (U19) : ეხვაია (კ), შარია, ე. ქეცბაია, შონია, ნანავა, ჭედია, რ. ქეცბაია, თორდია, კაცია, გოგალაძე, შელია.
სათადარიგო: თოდუა, კოზმავა, ხინჩაგაშვილი, ბიგვავა.
მთავარი მწვრთნელი: ლაშა გულორდავა.
„მერანი“ (U19): ჟიშკარიანი (მაკარაშვილი 70’), ბოკუჩავა, ლეჟავა, პერტაია, ჭოლაძე (ახალაია 70’), კაკულია, ც. ფაცაცია, ლომთაძე (პაპავა 65’), შონია, ცხაკაია, ლუკავა.
მთავარი მწვრთნელი: ცოტნე მონიავა.
მთავარი მსაჯი: ირაკლი ქარსელაძე ..........

Posted by: otokarcobra 28 Oct 2017, 20:56
ogafa2
რატო არ გვიმჩნევ ორ კაცს, დადე რა მინდვრის ფოტოები ან გვითხარი რო არ გაქვს

Posted by: ogafa2 28 Oct 2017, 21:59
otokarcobra არ მაქვს მეტი ფოტოები თორემ დავდებდი.
* * *
user posted image .....„ზუგდიდი“ (U19) (ზუგდიდი) - მერანი“ (U19) (მარტვილი)

Posted by: ogafa2 30 Oct 2017, 09:13
უმნიშვნელოვანესი გამარჯვება, ბრძოლა ლიდერობისთვის გრძელდება!
„მერანი“ – „ვიტ ჯორჯია“ 1:0
დღეს, მარტვილში, „მურთაზ ხურცილავაზე“ მოსულმა გულშემატკივარმა საკმაოდ დაძაბული შეხვედრა იხილა.. მატჩის დაწყებამდე ორივე გუნდის ფეხბურთელებმა და სტადიონზე შეკრებილმა საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო მარტვილის მკვიდრის, ვეტერანი ფეხბურთელის და „მერანის“ ერთგული ქომაგის, როლანდ სილაგაძის ხსოვნას.
შეხვედრა კი სტუმრებისთვის არასასიამოვნოდ დაიწყო, რადგან პირველივე წუთზე ტრავმა მიიღო და შესაცვლელი გახდა პაატა ღუდუშაური. მე-7 წუთზე კი ვანო კურდღელაშვილი შეაჩერეს წესების დარღვევით საკუთარ საჯარიმოში და მთავარმა მსაჯმაც სრულიად სამართლიანად დანიშნა თერთმეტმეტრიანი.
პენალტი რევაზ ბარაბაძემ დაარტყა, თუმცა შეროზიამ ნახტომში მოიგერია ბურთი.
ვთქვათ ისიც, რომ თავიდანვე ხისტი თამაშით და უხეშობით გამოირჩეოდნენ „ვეტერინარები“, რასაც მატჩის დებიუტში, ზემოთ ნახსენები თერთმეტმეტრიანი მოჰყვა, ტაიმის დასასრულს კი მასპინძელთა ფეხბურთელის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის, შალვა ექვთიმიშვილს გასახდელში გაატანა წითელი ბარათი ირაკლი კვირიკაშვილმა, რაც მცირე შეხლა-შემოხლით გაგრძელდა მოედანზე, თუმცა სიტუაცია მალე განიმუხტა და მეორე ნახევარი „მშვიდად“ განახლდა.
„მერანმა“ მეორე ტაიმში კიდევ უფრო დიდი ძალებით შეუტია მეტოქეს და საკუთარ კარს მიაჯაჭვა, თუმცა გოლი არ გადიოდა, რადგან „ვიტ-ჯორჯიას“ დაცვის ხაზი და მეკარე უშეცდომო გახლდათ. 61-ე წუთზე კი მწვავე შეტევა ჩვენი გუნდის ბომბარდირმა სერგეი ტრეტიაკმა დააგვირგვინა გოლით. გოლის ეპიზოდში, რაფაელ ჩუკურას მიერ საჯარიმოს მისადგომებიდან გასროლილი ბურთი ხარიხამ უკუაგდო, დამატებაზე კი უკრაინელი ზუსტი იყო.
მიუხედავად იმისა, რომ სტუმრები კაცნაკლულნი იყვნენ, დასაკარგი არაფერი ჰქონდათ და საკმაოდ სახიფათო მომენტები შექმნეს მატჩის მიწურულს, მაგრამ ანგარიში არ შეცვლილა. „მერანის“ ამ გამარჯვების შემდეგ, უშუალო კონკურენტთან ქულათა სხვაობა ისევ ერთი ქულაა. ჩვენი გუნდი მომდევნო ტურში, მიმდინარე ჩემპიონატის ყველაზე პრინციპულ მატჩს ჩაატარებს, რადგან მახვილაძის კონტიგენტი 3 ნოემბერს „რუსთავში“ ჩავა და გამარჯვებისთვის ყველაფერს გააკეთებს.
29 ოქტომბერი. 15:00. მარტვილი. „მურთაზ ხურცილავა“.
ეროვნული ლიგა 2. ტური XXXII
„მერანი“ (მარტვილი) – „ვიტ ჯორჯია“ (თბილისი) 1:0 (0:0)
გოლი: სერგეი ტრეტიაკი (61’).
„მერანი“: კულუა, ორბელაძე (კ), მაისაშვილი, გეგია, ჩალაძე, ლომაშვილი (ვ. ფაცაცია 90+2), ტეიდი (ჯიქია 76’), რაფაელი, კურდღელაშვილი (გეწაძე 65’), ტრეტიაკი, ბარაბაძე.
სათადარიგო: მამალაძე, ლუკავა, თოლორდავა, ც. ფაცაცია.
მთავარი მწვრთნელი: მიხეილ მახვილაძე.
„ვიტ ჯორჯია“: შეროზია, საჯაია, გურამ გურეშიძე (კ), ჩაკვეტაძე, გიგა გურეშიძე (ზარიძე 65’), დავლაშელიძე, ღუდუშაური (კახაბრიშვილი 5’), ჩიტიშვილი, კაკუშაძე (ტეტუნაშვილი 46’), ექვთიმიშვილი, კამლაძე.
სათადარიგო: ტაბეშაძე, მუხულიშვილი, ვაზაგაშვილი, დანელია.
მთავარი მწვრთნელი: ლაშა ფირცხალაიშვილი.
გაფრთხილება: გურეშიძე გურამ (45+3’), კულუა (86’).
გაძევება: ექვთიმიშვილი (45+3’).
მთავარი მსაჯი: ირაკლი კვირიკაშვილი ........ --------- ....... ედემი ელერჯია

Posted by: ogafa2 31 Oct 2017, 09:13
user posted image ............. „მერანი“ – „ვიტ ჯორჯია“ 1:0
* * *
"მერანი" - "ვიტ ჯორჯია" 1:0
https://www.facebook.com/fcmerani/videos/1458598727572463/
* * *
user posted image ეროვნული ლიგა 2

Posted by: ogafa2 1 Nov 2017, 09:41
............. 30. 10.2017 წელი
ქ.მარტვილი
,,მურთაზ ხურცილავა"-ს სახელობის ცენტრალური მოედანი
,,რეგიონთა თასი"-ს U-13 გათამაშება
სამეგრელო 2-1 იმერეთი
გოლი: რურუა (აბაშა) ღურწკაია (ზუგდიდი)
ფინალური თამაშები გაიმართება კახეთში, ლაგოდეხის ბაზაზე, სადაც 4 საუკეთესო რეგიონალური ნაკრებიდან გამოვლინდება გამარჯვებული გუნდი, რომელიც გაემგზავრება გერმანიაში და მიეცემა საშუალება გაეჯიბრონ გერმანიის წარმატებული აკადემიის გუნდებს.
* * *
........ მარტვილის საფეხბურთო სკოლა

Posted by: ogafa2 2 Nov 2017, 11:00
user posted image .............. ,,მურთაზ ხურცილავა"
,,რეგიონთა თასი"-ს U-13 გათამაშება
* * *
user posted image ................. ეროვნული ლიგა 2

Posted by: ogafa2 3 Nov 2017, 11:45
ასეთი გოლი მინდა დღეს კიჭიმ გაიტანოს :/w/ww.fhttpsacebook.com/fcmerani/videos/1434563489975987/
* * *
..... https://www.facebook.com/fcmerani/videos/1434563489975987/

Posted by: ogafa2 4 Nov 2017, 17:09
user posted image ............... რუსთავი 1-0მერანი

Posted by: ogafa2 5 Nov 2017, 21:36
ბოლო წუთების სინდრომი - „რუსთავი“ – „მერანი“ 1:0
რუსთავში, „ფოლადზე“ სამჯერ შეხვდნენ „რუსთავი“ და „მერანი“ ერთმანეთს არსებობის ისტორიაში და სამივე მატჩში ბოლო წუთები აღმოჩნდა „მერანისთვის“ საბედისწერო.. დღესაც 90-ე წუთზე გაიტანეს მასპინძლებმა გამარჯვების გოლი და უმნიშვნელოვანესი ქულები მოიპოვეს.
ტურის და ზოგადად ჩემპიონატის ცენტრალურმა დაპირისპირებამ კი დიდი ინტერესი გამოიწვია. მარტვილელი გულშემატკივრები დიდი რაოდენობით ჩავიდნენ თავიანთი საყვარელი გუნდის საქომაგოდ რუსთავში. ადგილობრივმა ქომაგებმაც მათვის განკუთვნილი ტრიბუნები გაავსეს და ორივე გუნდის გულშემატკივრები მთელი თამაშის განმავლობაში ამხნევებდნენ თავიანთ ფეხბურთელებს ომახიანად. მიუხედავად იმისა, რომ თამაშის სტატუსიდან გამომდინარე საწყის წუთებში ორივე გუნდი ფრთხილობდა, მატჩი საინტერესო და სანახაობრივი გამოდგა, აქვე ვთქვათ ისიც, რომ 23-ე წუთზე ტრავმა მიიღო და შესაცვლელი გახდა „მერანის“ ცენტრ-ფორვარდი რევაზ ბარაბაძე.
მთლიანობაში, ორი განსხვავებული ტაიმი იხილა „ფოლადზე“ შეკრებილმა პუბლიკამ. პირველ ტაიმში სტუმრები იყვნენ ახლოს ანგარიშის გახსნასთან, თუმცა რაფაელ ჩუკურას ორჯერ არ გაუღიმა საფეხბურთო ფორტუნამ. მეორე ნახევარში კი „რუსთაველებს“ არ გაუმართლათ ზედიზედ რამდენიმე ეპიზოდში. ჯერ სიჭინავას დარტყმული ბურთი უკუაგდო ძელმა და დამატებაზე მეტრეველმა ვერ ივარგა. მეორე ეპიზოდში კი ვასაძეს არ გაატანინა კულუამ ახლო მანძილიდან. მანამდე, ვანო კურდღელაშვილმა ითამაშა ჩინებულად, როცა მოჭრილი დარტყმით ცდილობდა საკუთარი გუნდის დაწინაურებას, მაგრამ სულ მცირედით აცდა ბურთი კარს. 59-ე წუთზე კი სერგეი ტრეტიაკმა შეაგდო „მერანის“ კომბინაციური შეტევის შემდეგ გოლი, თუმცა თამაშგარე მდგომარეობა დაფიქსირდა.
შეხვედრის 90-ე წუთი მიმდინარეობდა და თითქოს მატჩი ფრედ უნდა დამთავრებულიყო, როცა შეტევაში დიდი ძალებით გადართულმა მარტვილელებმა უწყინარ სიტუაციაში დაკარგეს ბურთი. დათა სიჭინავა მეკარესთან პირისპირ გადიოდა და ლაშა ჩალაძემ შეაჩერა მეურვე წესების დარღვევით, რასაც თერთმეტმეტრიანი მოჰყვა. პენალტი თავად დაზარალებულმა შეასრულა ზუსტად - 1:0.
ამ მარცხით „მერანმა“ ეროვნულ ლიგა 1-ში, პირველი ადგილით გადასვლის შანსი შეიმცირა, რადგან 4 ქულით უსწრებს უკვე „რუსთავი“. მართალია ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურია დარჩენილი, მაგრამ მხოლოდ თეორიული შანსი რჩებათ მარტვილელებს. პლეიოფის შემთხვევაში კი (რაც დიდი ხანია განაღდებული აქვს ჩვენს გუნდს) „მერანს“ ეროვნული ლიგა 1-ის მეცხრე ადგილოსანთან მოუწევს თამაში (ორრაუნდიანი მატჩი) და ამ ბარიერის დაძლევის შემდეგ უმაღლეს ლიგაში აღზევდება. მომდევნო ტური კი 16 ნოემბერს გაიმართება და „მერანი“ საკუთარ არენაზე ლანჩხუთის „გურიას“ უმასპინძლებს.
3 ნოემბერი. 15:00. რუსთავი. „ფოლადი“.
ეროვნული ლიგა 2. XXXIII ტური.
„რუსთავი“ (რუსთავი) – „მერანი“ (მარტვილი) 1:0 (0:0)
გოლი: 1:0 დათა სიჭინავა (პენ, 90’).
„რუსთავი“: მერლანი, სამხარაძე (ქათამაძე 85’), ვასაძე, გაფრინდაშვილი (ციცქიშვილი 66’), სიჭინავა (კ), მეტრეველი, გუჯაბიძე, აფაქიძე, კილაძე, გოგინაშვილი (კირკიტაძე 46’), მინდორაშვილი.
სათადარიგო: ალავიძე, ცაცკრიალაშვილი, ლობჯანიძე, კილასონია.
მთავარი მწვრთნელი: ვარლამ კილასონია.
„მერანი“: კულუა, ორბელაძე (კ), მაისაშვილი, მელიავა, ჩალაძე, ლომაშვილი, ტეიდი, ჩუკურა, კურდღელაშვილი (გეწაძე 90+2), ტრეტიაკი, ბარაბაძე (რუხაძე 23’).
სათადარიგო: მამალაძე, ჯიქია, გეგია, თოლორდავა, ვ. ფაცაცია.
მთავარი მწვრთნელი: მიხეილ მახვილაძე.
გაფრთხილება: ლაშა ჩალაძე (90+2).
მთავარი მსაჯი: გიორგი ვადაჭკორია ........... ------ ...... ედემი ელერჯია

Posted by: Human Rights 5 Nov 2017, 21:41
ძალიან საეჭვო პენალტი კი იყო ჩემმა მზემ

Posted by: ShotaSB 5 Nov 2017, 21:48
QUOTE
ძალიან საეჭვო პენალტი კი იყო ჩემმა მზემ

ვის კარში ჩემმა მზემ?

Posted by: Human Rights 5 Nov 2017, 21:50
ShotaSB
მარტვილის კარში რუსთავთან ბოლო წუთზე ჩემმა მზემ.

Posted by: ogafa2 5 Nov 2017, 23:07
"რუსთავი" - "მერანი" 1:0 https://www.facebook.com/fcmerani/videos/1463617103737292/
* * *
[img]JnirrirrieXa[/img ....... რუსთავი - მერანი: პოლარის სისტემის შედეგები
* * *
user posted image .....................

Posted by: ogafa2 7 Nov 2017, 20:06
user posted image ....... მელიავა სპრინტში საუკეთესოა

* * *
https://www.youtube.com/watch?v=I_UfrzXGbZw ...... მარტვილის ,,სალხინო" 3-2 ხელვაჩაურის ,,მაჭახელა"

Posted by: ogafa2 11 Nov 2017, 10:40
F.C Salkhino Martvili რეგიონალური ლიგის XXV-ტურის მატჩი
დიდი ჭყონის ,,ბერმუხა"-ს მოედანი
მარტვილის ,,სალხინო" 3-2 ხელვაჩაურის ,,მაჭახელა"
შემადგენლობა:
დარციმელია, ბერიშვილი, ჩხეტია, გაბელია, პატარაია, (ქაჯაია) გ.ჯიჯელავა, ჯანჯღავა, ტუღუში, ჯეჯეია (ბ.ჯიჯელავა), ხევსურიანი (სურმავა), დარჯანია.
გაძევება: გ.ჯიჯელავა
გოლი: ჩხეტია 56'
ხევსურიანი 64'
დარჯანია 96'
* * *
https://www.youtube.com/watch?v=I_UfrzXGbZw
* * *
user posted image მარტვილის ,,სალხინო" 3-2 ხელვაჩაურის ,,მაჭახელა"

Posted by: ogafa2 13 Nov 2017, 10:09
user posted image .............

Posted by: ogafa2 14 Nov 2017, 22:11
user posted image ს.კ მერანი მარტვილი
* * *
მუსიკის ავტორი: ბადრი გვილავა.
ტექსტის ავტორი: მურმან წოწორია, ბადრი გვილავა.
არანჟირება: გიორგი ჯანელიძე.
ასრულებს: ბადრი გვილავა ფოთის სახალხო ანსამბლ "ფაზისთან" ერთად.

https://www.youtube.com/watch?v=YU6Nwc7Kgn0
* * *
მარტვილელმა ბადრი გვილავამ საფეხბურთო გუნდ ,,სალხინო"-ს ჰიმნი მიუძღვნა
მუსიკის ავტორი: ბადრი გვილავა.
ტექსტის ავტორი: მურმან წოწორია, ბადრი გვილავა.
არანჟირება: გიორგი ჯანელიძე.
ასრულებს: ბადრი გვილავა ფოთის სახალხო ანსამბლ "ფაზისთან" ერთად.
საფეხბურთო გუნდ ,,სალხინო"-ს ხელმძღვანელები მადლობას ვუხდით ბატონ ბადრი გვილავას გაწეული თანადგომისათვის და ასევე ყველა იმ ადამიანს რომლებიც დაეხმარნენ ბატონ ბადრის ს.კ ,,სალხინო"-ს არსებობის 60 წლიანი ისტორიის მანძილზე გუნდისათვის შეექმნა პირველი ჰიმნი
* * *
............... https://www.youtube.com/watch?v=YU6Nwc7Kgn0

Posted by: ogafa2 17 Nov 2017, 19:22
„მერანის“ დამაჯერელი გამარჯვება: „მერანი“ – „გურია“ 3:0
„მერანმა,“ XXXIV ტურის მატჩი ლანჩხუთის „გურიას“ წინააღმდეგ გამართა. აღნიშნულ დაპირისპირებაში აშკარა ფავორიტები მარტვილელები იყვნენ და შეხვედრაც მასპინძლების დამაჯერებელი გამარჯვებით 3:0 დასრულდა.
პირველ ნახევარში, მიუხედავად იმისა, რომ „მერანელებმა“ მეტოქე საკუთარ კარს მიაჯაჭვეს და არაერთი სახიფათო მომენტი შექმნეს, გოლი 35-ე წუთამდე არ გავიდა. ანგარიში რევაზ ბარაბაძემ, ვანო კურდღელაშვილის ჩინებული გადაცემის შემდეგ გახსნა, რომელმაც ახლო მანძილიდან, ერთი შეხებით დაარტყა და შანსი არ დაუტოვა გურულთა კიპერს - 1:0.
მეორე ტაიმში, მიხეილ მახვილაძის მიერ განხორციელებულმა ცვლილებებმაც გაამართლა, რადგან შეცვლაზე შემოსულმა რევაზ გეწაძემ საგოლე გადაცემა მიითვალა, „მერანის“ ახალგაზრდული გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, თენგიზ თოლორდავამ კი პირველი გოლი გაიტანა „მერანის“ მაისურით.
70-ე წუთზე, მასპინძელთა 70-ე ნომერმა, რევაზ გეწაძემ, კუთხურის ალამიდან ზუსტი გადაცემით, დავით მაისაშვილი მოამარაგა, ჩვენი გუნდის ცენტრალურმა მცველმა კი მეურვეს საჰაერო ორთაბრძოლა მოუგო და თავით გადაგზავნა ბურთი "გურიას" კარში - 2:0.
საბოლოო შედეგი, როგორ ავღნიშნეთ, თენგიზ თოლორდავამ დააფიქსირა. შეხვედრის დასრულებამდე 3 წუთით ადრე, კიჭი მელიავამ მახვილ-გონივრული გადაცემით მეკარესთან პირისპირ გაიყვანა თანაგუნდელი, რომელმაც ხვედელიძეს ტექნიკურად აუარა გვერდი და ცარიელ კარში შეაგორა ბურთი - 3:0.
ამ გამარჯვებით, „მერანს“ 76 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში კვლავ მეორე ადგილზეა. ჩვენი გუნდი მომდევნო ტურის მატჩს 21 ნოემბერს გამართავს ტყიბულში, წყალტუბოს „სამგურალის“ წინააღმდეგ.
17 ნოემბერი. 14:00. მარტვილი. „მურთაზ ხურცილავა“.
ეროვნული ლიგა 2. ტური XXXIV .
“მერანი” (მარტვილი) – „გურია“ (ლანჩხუთი) 3:0 (1:0).
გოლები: 1:0 რევაზ ბარაბაძე (35’), 2:0 დავით მაისაშვილი (70’), 3:0 თენგიზ თოლორდავა (87’).
„მერანი“: მამალაძე, ორბელაძე (კ) (ვ. ფაცაცია 79’), მაისაშვილი, მელიავა, გეგია, ტეიდი, ლომაშვილი, ჩუკურა (გეწაძე 46), კურდღელაშვილი, ტრეტიაკი (თოლორდავა 69’), ბარაბაძე.
სათადარიგო: კულუა, გეწაძე, ჯიქია, რუხაძე, თოლორდავა, ვ. ფაცაცია, ც. ფაცაცია.
მთავარი მწვრთნელი: მიხეილ მახვილაძე.
„გურია“: ხვედელიძე, პაოლო რომანი, მეგრელიშვილი, კოტრიკაძე, ბაკურაძე (ნარიაშვილი 54’), კიკნაველიძე, არქანია (ჯაფარიძე 80’), ტყემალაძე, შარიქაძე, ლაბაძე (ტელა 63’), და სილვა.
სათადარიგო: პოლტავეცი, ბერიძე, ნარიაშვილი, ტელა, დუდუჩავა, ჯაფარიძე, წერეთელი.
მთავარი მწვრთნელი: დავით მახარაძე.
მთავარი მსაჯი: შოთა ქუხილავა.
სხვა მატჩები:
"მეშახტე" - "ვიტ ჯორჯია" 2:0
"სიონი" - "რუსთავი" 0:1
"ცხინვალი" - "სამგურალი" 2:0
"გაგრა" - "ზუგდიდი" 0:0 ............. --------- .......... ედემი ელერჯია

Posted by: ogafa2 18 Nov 2017, 21:07
user posted image ........... მერანი 3-0 გურია

Posted by: Ormurin_Langi 18 Nov 2017, 21:22
ogafa2
არ იფიქროთ რომ რუსთავს მისცა სიონმა თამაში როგორც ავი ხმეობი ყბედობენ მომენტები გვქონდა მაგრამ არ გაგვიმართლა smile.gif

იმედია ფოთს აჯობებთ და გადახვალთ 1 ლიგაში გბალეშიკობთ


Posted by: ogafa2 19 Nov 2017, 07:59
Ormurin_Langi გაიხარე თქვენც ასევე გისურვებთ პირველ ლიგაში გადასვლას. wink.gif

Posted by: ogafa2 20 Nov 2017, 21:22
user posted image .............. „მერანის“ ახალგაზრდული გუნდი დასავლეთ ჯგუფის ჩემპიონია
* * *
„მერანის“ ახალგაზრდული გუნდი დასავლეთ ჯგუფის ჩემპიონია
* * *
„მერანის“ ახალგაზრდული გუნდი დასავლეთ ჯგუფის ჩემპიონია

Posted by: ogafa2 21 Nov 2017, 23:24
user posted image სამგურალი 0-0 მერანი

Posted by: ogafa2 25 Nov 2017, 12:40
ეროვნული ლიგა 2, მეგრული დერბით დასრულდება!
ეროვნული ლიგა 2-ის ბოლო ტურის მატჩს, მარტვილის „მერანი“ საკუთარ არენაზე, „ზუგდიდის“ წინააღმდეგ გამართავს. ბოლო ტურამდეც გარკვეული იყო, რომ ჩვენი გუნდი პლეი-ოფში ითამაშებს და ხვალინდელი ტური, სატურნირო თვალსაზრისით, „მერანისთვის“ ფორმალურია, თუმცა „მერანი“, რომ ყველა შეხვედრაში გამარჯვებისთვის იბრძვის, ეს უკვე იცის მისმა ერთგულმა გულშემატკივარმა..
სასისოცხლო მნიშვნელობა აქვს მეორე მეგრული გუნდისთვის 35-ე ტურს, რადგან მარტვილში მარცხის შემთხვევაში, შესაძლოა, „ზუგდიდმა“ ლიგა 2-ში ადგილი ვერ შეინარჩუნოს, თუ ტყიბულში „მეშახტე“ მოუგებს „რუსთავს“. მოკლედ, ზემოთ ნახსენებ მოტივაციებს, დერბის სტატუსსაც თუ დავუმატებთ, 25 ნოემბერს, „მურთაზ ხურცილავაზე“ საინტერესო თამაში უნდა შედგეს.
ურთიერთშეხვედრები
„მერანი“ VS „ზუგდიდის“ ურთიერთშეხვედრების ისტორია 13 ოფიციალურ მატჩს ითვლის და ამ კუთხით სრული თანაფარდობაა, რადგან 5 მატჩი „მერანმა“ მოიგო, 5 „ზუგდიდმა“, 3 მეგრული დუელი კი გატანილი გოლების გარიშე 0:0 დასრულდა. ბოლოს, „მერანი“ „ზუგდიდს“ ამა წლის 21 სექტემბერს შეხვდა „ზედაეწერში“ და სერგეი ტრეტიაკის დუბლით 2:0 დაამარცხა მეტოქე.
დანაკლისი
„მერანის“ მხრიდან „ზუგდიდის“ წინააღმდეგ ვერ ითამაშებს ვანო კურდღელაშვილი, რომელსაც დისკვალიფიკაცია აქვს. სტუმრებს იგივე მიზეზით, ექს-მერანელი, აკაკი წყაროზია ვერ დაეხმარება.
მსაჯთა ბრიგადა
მეგრულს დერბის ბაკურ ნინუა განსჯის. მთავარ მსაჯს ასისტენტობას, სპიცინი და ჟივიძე გაუწევენ, მეოთხე მსაჯი კი ხერხაძე იქნება.
P.S. შეგახსენებთ, რომ „მერანი“ VS „ზუგდიდის“ დაპირისპირება, „მურთაზ ხურცილავას“ სახელობის სტადიონზე, 25 ნოემბერს, 14:00 საათზე დაიწყება.

Posted by: ogafa2 26 Nov 2017, 21:06
https://www.facebook.com/fcmerani/videos/1483432578422411/
* * *
....... ფლეი-ოფის პირველი მატჩი ფოთში, "რაგბი არენაზე" 30 ნოემბერს გაიმართება. განეორებითი შეხვედრა კი 3 დეკემბერს, მარტვილში, „მურთაზ ხურცილავას“ სახელობის ცენტრალურ სტადიონზე ჩატარდება
* * *
user posted image ........... ფლეი-ოფი

Posted by: ogafa2 27 Nov 2017, 22:13
user posted image .................
* * *
user posted image ................ ფლეი-ოფი

Posted by: ogafa2 30 Nov 2017, 13:59
https://www.facebook.com/fcmerani/
* * *
„კოლხეთი 1913“ – „მერანი“ 2:1 – ყველაფერი მარტვილში გადაწყდება!
ეროვნულ ლიგა 1-ში აღზევებისთვის, პლეი-ოფის პირველი რაუნდის მატჩი ფოთში, „პარკი არენაზე“ შედგა. მეგრული დერბი საკმაოდ საინტერესო გამოდგა და პირველი ტაიმის საწყისი წუთები სტუმრების იერიშებით წარიმართა. „მერანი“ ბურთს ფლობდა და მწვავედაც უტევდა, მაგრამ ყველაზე სახიფათო დარტყმა მე-12 წუთზე დავით ბოლქვაძემ განახორციელა, მცირედ არაზუსტად.
34-ე წუთზე, რევაზ ბარაბაძის თავური დარტყმის შემდეგ, ხარიხამ იხსნა მასპინძლები. თამაშის სცენარიდან გამომდინარე, მარტვილელებს მართებდათ ანგარიშის გახსნა, მაგრამ პირიქით მოხდა. შეხვედრის 36-ე წუთზე, ალექსანდრ დებრიჩინსკი დატოვეს უმეთვალყურეოდ „მერანის“ მცველებმა და „კოლხეთი 1913“-ის შემტევმა, დაბალ კუთხეში გაიტანა. ხუთ წუთში, გამოცდილი დავით ბოლქვაძის შორეულ, მოჭრილად დარტყმულ ბურთს ვერ გაუმკლავდა ზურაბ მამალაძე.
მარტვილელების სანაქებოდ უნდა ითქვას, რომ მეორე გოლის გაშვებიდან, სწრაფად მოეგნენ გონს და „მერანის“ მთავარმა მეგოლემ, სერგეი ტრეტიაკმა, კიჭი მელიავას ზუსტი გადაცემის შემდეგ, თავური დარტყმით, შანსი არ დაუტოვა სეფიაშვილს - 2:1.
მეორე ნახევარშიც, ძირითადად „მერანელები“ აქტიურობდნენ და ანგარიშის გათანაბრების შანსიც ჰქონდათ, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში აკლდა მათ შეტევებს სიზუსტე. საბოლოოდ, შეხვედრა, „კოლხეთი 1913“-ის გამარჯვებით - 2:1 დასრულდა. ორ მეგრულ კლუბს შორის რომელი გუნდი მოიპოვებს საფეხბურთო ელიტის საგზურს, 3 დეკემბერს, მარტვილში, „მურთაზ ხურცილავაზე“ გადაწყდება, სადაც საკუთარ კედლებში, წესით დიდი უპირატესობა ექნებათ ჭყონდიდელებს და ერთგული ქომაგების დიდი მხარდაჭერაც არ მოაკლდებათ, რომლებიც დღეს ფოთშიც ჩავიდნენ დიდი რაოდენობით და მთელი მატჩის განმავლობაში სამაგალითოდ გულშემატკივრობდნენ თავიანთ საყვარელ გუნდს.
30 ნოემბერი. 14:30. ფოთი. „პარკი არენა“.
პლეი-ოფის I მატჩი.
„კოლხეთი 1913“ (ფოთი) – „მერანი“ (მარტვილი) 2:1 (2:1)
გოლები: 1:0 ალექსანდრ დებრიჩინსკი (36’), 2:0 დავით ბოლქვაძე (41’), 2:1 სერგეი ტრეტიაკი (43’).
„მერანი“: მამალაძე, ორბელაძე (კ), გეგია, მაისაშვილი (თოლორდავა 88’), მელიავა, ტეიდი, ლომაშვილი, ჩალაძე, კურდღელაშვილი (ჯიქია 80’), ტრეტიაკი, ბარაბაძე (ჩუკურა 48’).
სათადარიგო: კულუა, თოლორდავა, ჯიქია, ჩუკურა, ვ. ფაცაცია, გეწაძე, რუხაძე.
მთავარი მწვრთნელი: მიხეილ მახვილაძე.
„კოლხეთი 1913“: სეფიაშვილი, გ. კილასონია, გოგონაია (კ), ნონდი, ბროვკო, დებრიჩინსკი, ჯანელიძე, ჟიშკარიანი, მაჩარია (ბახია 52’), ბოლქვაძე (შალიკაშვილი 84’), ბუხაიძე (მახარაძე 73’).
სათადარიგო: შერმადინი, კერძევაძე, კაკულია, შალიკაშვილი, მახარაძე, ბახია.
მთავარი მწვრთნელი: ალექსანდრ შტელინი.
გაფრთხილება: გოგონაია (45+1), ნონდი (45+3), კურდღელაშვილი (62’), ბოლქვაძე (70’).
მთავარი მსაჯი: გოგა კიკაჩეიშვილი ................ ------ ...... ედემი ელერჯია
* * *
https://www.facebook.com/fcmerani/videos/1488652637900405/ ............ კოლხეთი1913 2-1 მერანი მარტვილი
* * *
https://www.facebook.com/fcmerani/videos/1489200854512250/ ........... ფლეი-ოფი

Posted by: ogafa2 3 Dec 2017, 13:14
https://www.myvideo.ge/tv/meore
* * *
გოოოოოოო კურდღელაშვილი 1-0 .................

Posted by: ARN1994 3 Dec 2017, 13:22
Tsin Merani! Ggulshematkiveobt! Daamahvenwbt momaval tsels Eligas!

Posted by: ogafa2 3 Dec 2017, 13:30

ARN1994 გაიხარე გილოცავ ტორპედოს ჩემპიონობას

Posted by: ARN1994 3 Dec 2017, 13:31
ogafa2

Madloba! Bunebrivi saparis dageba xom ar igegmeba eligistvis?

Posted by: ogafa2 3 Dec 2017, 14:12
კი იგეგმება მაგრამ დაგვერხა 1-1

Posted by: ARN1994 3 Dec 2017, 14:19
ogafa2

Nu geshinia,gaitang kide

Posted by: ogafa2 3 Dec 2017, 14:26
აქამდე უნდა გაეტანათ ................................................................................

Posted by: levani-dinamo 3 Dec 2017, 14:30
ogafa2

ბიჭოო კოლხეთი სად გადარჩა

Posted by: ogafa2 3 Dec 2017, 14:34
ფუი ნელნელა იწურება შანსები .................................
* * *
1 - 2 ..................................................................................................................................................................................................

Posted by: Strategy2008 3 Dec 2017, 14:55
mad.gif

...........................................................

Posted by: ogafa2 3 Dec 2017, 15:00
mad.gif 2 - 2 ....................................................................................................................

Posted by: Spacey 3 Dec 2017, 15:04
ეს კოლხეთი რომ გაჯობებს, ესეიგი ვერ მოემზადეთ სათანადოდ.

მინდოდა მერანის გადმოსვლა

Posted by: took13 3 Dec 2017, 15:07
რა რთულია მთელი წლის ნაშრომი რომ წყალში იყრება. არ მეგონა თუ ვერ მოიგებდით.

მთელი სეზონიდან გამომდინარე იმსახურებდით თითქოს ამოსვლას მაგრამ პრაგმატულობით ამ კონკრეტულ ორ თამაშში ვერ აჯობეთ.

სხვასაც ვერ დააბრალებთ. ლიდერი გუნდის მწვრთნელებს შუა სეზონში არ ცვლიან.

Posted by: ogafa2 3 Dec 2017, 15:15
took13 მწვრთვნელი არავის შეუცვლია ბევრჯერ დავწერე.თვითონ წავიდა მიზეზი რა გამოლევს

Posted by: ogafa2 4 Dec 2017, 21:13
https://www.facebook.com/fcmerani/videos/vb.101859216579761/1489200854512250/?type=2&theater&comment_id=1489587994473536&reply_comment_id=1490594937706175&notif_t=video_reply&notif_id=1512226593676329
* * *
http://www.ipress.ge/new/93610-erovnuli-liga-martvilis-merani-isev-liga-2shi-fotis-kolkheti-isev-umaghlesshi-itamashebs

Posted by: Ormurin_Langi 5 Dec 2017, 07:53
ogafa2
sad.gif

მაგრად გატეხა იმსახურებდით 1 ლიგას sad.gif

Posted by: bagrat margveli 5 Dec 2017, 10:59
QUOTE (Ormurin_Langi @ 5 Dec 2017, 07:53 )
მაგრად გატეხა იმსახურებდით 1 ლიგას sad.gif

ხო, იძახონ აღმასკომის სხდომებზე ინჯიას ნაბოზარმა ბიჭმა და გასულუქებულმა ### ფიფიამ "არ გვინდა "ზესტაფონიო" და მერე გაიკვირვეთ თქვენ, რატომ ეტყვნებათ დედის პროჭი გადამწყვეტ მოეტში მთავარ შეხვედებში.

ასე ეკუთვნოდა ორივეს და იმ ზესტაფონელს მოვუტყა დდს ტრაკი, ვინც ინჯიას "ახალი ქსელები" დაიყენოს აწი fig.gif

Posted by: ogafa2 5 Dec 2017, 11:34
Ormurin_Langi თქვენ გილოცავთ კარგია.ჩვენ არ გაგვიმართლა პირველ ნახევარში მეტი უნდა შეგვეგდო, შემდეგში ვეცდებით.
bagrat margveli არვიცი არმგონია მაგათ ვინმე ეკითხებოდეს მმაგ საქმეს,მემგონი პირიქით დაიწერა ზესტა უნდა დაეშვათ ..........

* * *
.......................... „მერანი“ - "კოლხეთი 1913“ 2:2
დღეს, პლეი-ოფის განმეორებითი შეხვედრა გაიმართა მარტვილში. პირველ დაპირისპირებაში, სტუმრად, ფოთის „კოლხეთი 1913“-თან 1-2 წაგებული მატჩის შემდეგ, „მერანს“ საკუთარ სტადიონზე, სადაც სრული ანშლაგი იყო, სასურველი ანგარიშით გამარჯვება აძლევდა ხელს, ეროვნული ლიგა 1-ში აღსაზევებლად და მატჩიც მასპინძლებისთვის მისაღები სცენარით დაიწყო, რადგან საწყისი წუთები, „მერანი“ დიდი ძალებით უტევდა და ამან შედეგიც გამოიღო. შეხვედრის მე-16 წუთზე, ვანო კურდღელაშვილმა, საჯარიმოს მისადგომებიდან, უძლიერესი, ზუსტი დარტყმით "მერანი" დააწინაურა - 1:0.
პირველ ნახევარში, უფრო სოლიდურიც უნდა გამხდარიყო ანგარიში მასპინძლების სასარგებლოდ, მაგრამ დღეს, აშკარად არ სწყალობდათ მარტვილელებს საფეხბურთო ფორტუნა. 37-ე წუთზე, კიჭი მელიავას შესანიშნავი პასის შემდეგ, ბენჟამინ ტეიდს ახლო მანძილიდან მართებდა გოლის გატანა, თუმცა ნიგერიელის დარტყმული ბურთი სულ მცირედით აცდა კარს.
პირველ ტაიმში დაფიქსირებული ანგარიში, „მერანს“ უმაღლესის საგზურს უნაღდებდა, მაგრამ, პირველ რაუნდის მატჩის შედეგი, ჩვენს გუნდს მშვიდად ყოფნის საშუალებას არ აძლევდა და „მერანელები“ მწვავე შეტევებს აგრძელებდნენ. იდეალური შანსი ჰქონდათ, სერგეი ტრეტიაკს, ვაჟა ლომაშვილს და რევაზ ბარაბაძეს, თუმცა ორჯერ ხარიხამ იხსნა სტუმართა კარი. ლომაშვილის თავური დარტყმის დროსაც, ჯერ ხარიხას მოხვდა ბურთი, შემდეგ კი კარის ხაზიდან გამოვარდა.
54-ე წუთზე, სტანდარტული შეასრულეს ფოთელებმა და ამ სტანდარტს თითქოს ხიფათი არ უნდა მოჰყოლოდა, თუმცა შეცვლაზე შემოსულ ბუხაიძეს მიუვიდა ბურთი და „კოლხეთი 1913“-ის შემტევმა წონასწორობა აღადგინა. „მერანელებს“ 2:1 -ზე, თამაშის დამატებით დროში გადაყვანა შეეძლოთ და მთელი ძალებით შეტევაზე გადავიდნენ, რა დროსაც ერთი კონტრიერიში გამოეპარათ და იგივე ბუხაიძემ ბოლო წუთზე დუბლი გაიფორმა. შეხვედრის კომპენსირებულ დროში, ვანო კურდღელაშვილმაც დუბლი შეასრულა, „მერანელმა“ შესანიშნავი გოლით გაათანაბრა ანგარიში, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ანგარიში სტუმრებს აძლევდათ ხელს..
ამრიგად, მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. „კოლხეთი 1913“-მა ეროვნულ ლიგაში 1-ში ადგილი შეინარჩუნა, ჩვენი გუნდი კი ეროვნულ ლიგა 2-ში გააგრძელებს ასპარეზობას და ახალი სეზონიდან იბრძოლებს უმაღლეს ლიგაში აღსაზევებლად.
3 დეკემბერი. 13:00. მარტვილი. „მურთაზ ხურცილავა“.
პლეი-ოფის განმეორებითი მატჩი.
„მერანი“ (მარტვილი) – „კოლხეთი 1913“ (ფოთი) 2:2 (1:0).
გოლები: კურდღელაშვილი 1:0 (16’), 1:1 ბუხაიძე (54’), 1:2 ბუხაიძე (90’), 2:2 კურდღელაშვილი (90+2’).
„მერანი“: კულუა, ორბელაძე (ლ), მაისაშვილი (ჯიქია 83’), მელიავა, გეგია, ლომაშვილი, ტეიდი, ჩალაძე (რუხაძე 55’), კურდღელაშვილი, ტრეტიაკი, ბარაბაძე.
სათადარიგო: მამალაძე, თოლორდავა, ჯიქია, ლუკავა, ვ. ფაცაცია, რუხაძე.
მთავარი მწვრთნელი: მიხეილ მახვილაძე.
„კოლხეთი 1913“: სეფიაშვილი, კილასონია, გურეშიძე, გოგონაია (კ), კაკულია, ბროვკო, დერებჩინსკი, ჯანელიძე, ჟიშკარიანი, ბახია (ბუხაიძე 37’), ბოლქვაძე (ვ. კილასონია).
სათადარიგო: შერმადინი, კერძევაძე, მაჩარია, შალიკაშვილი, მახარაძე, კილასონია, ბუხაიძე.
მთავარი მწვრთნელი: ალექსანდრე შტელინი.
გაფრთხილება: ჯანელიძე (58’), ჟიშკარიანი (70’), ბროვკო (73’), მაისაშვილი (78’), ორბელაძე (80’), დერებჩინსკი (80’), ბუხაიძე (90’).
მთავარი მსაჯი: გიორგი ყრუაშვილი .......... ------------- ......... ედემი ელერჯია
* * *
user posted image მერანი 2-2 კოლხეთი 1913
* * *
სეზონის სტატისტიკური მონაცემები
* * *
სეზონის სტატისტიკური მონაცემები

Posted by: ogafa2 6 Dec 2017, 12:57
................ https://www.facebook.com/fcmerani/?hc_ref=ARR6dhfIfFEmJ3rfJi7Pn4H7dAJhhgSmtKZ-hrVyzj19jkzHWNRRMoo7BqMb6JGPjX8&fref=nf

Posted by: ogafa2 7 Dec 2017, 22:06
user posted image ..........
* * *
........... საფეხბურთო კლუბ მარტვილის "მერანის" დამაარსებელი და პრეზიდენტი, ბატონი ფრიდონ ინჯია იუბილარია. "მერანის" ხელმძღვანელობის, ფეხბურთელების, მწვრთნელების და პერსონალის სახელით ვულოცავთ იუბილარს. ჯანმრთელობას, ბედნიერებას და წარმატებებს ვუსურვებთ ოჯახთან ერთად.
* * *
მერანის youtube არხი 2017 წლის სეზონის ყველა მატჩი
https://www.youtube.com/channel/UCugPqLKDHOdjMHwEfuyMucA

Posted by: ogafa2 10 Dec 2017, 21:10
"ანდრო გიორგაძის წარმატებული დებიუტი!"
უცხოურმა სპორტულმა გამოცემამ, footboom.com-მა, ქართველი ფეხბურთელის, ექს-მერანელი ანდრო გიორგაძის დებიუტს "ვორსკლა"-ში, საკმაოდ კარგი სტატია მიუძღვნა.
შეგახსენებთ რომ, ანდრო გიორგაძე, "მერანში" გასული წლის იანვარში ჩაირიცხა. ახალგაზრდა ცენტრალური მცველის კარგი თამაშით, მალე რამდენიმე გუნდი დაინტერესდა და საბოლოოდ გიორგაძე, მარტვილის "მერანიდან" უკრაინის პრემიერლიგის გუნდში გადავიდა.
ექს-მერანელს, თავის ახალ კლუბში წარმატებული დებიუტი რამდენიმე დღის წინ ჰქონდა და უცხოური პრესის ქებაც დაიმსახურა.
აი რას წერს footboom.com: "ბოლო ტურში, "ვორსკლას" რიგებში ქართველი ლეგიონერი, ანდრო გიორგაძე გამოჩნდა. ეს ფეხბურთელი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრიცაა და უკრაინულ გუნდში მარტვილის "მერანიდან" გადმოვიდა. გიორგაძე მეორე სართულზე ბრძოლაში საუკეთესოა და ზოგადად, საიმედო მცველია. მან გოლის გატანაც მოასწრო "ვორსკლას" დუბლებში, როცა "დინამო" კიევის მეორე გუნდს გაუტანა. "ოლექსანდრიასთან" მატჩში კი ცენტრალური მცველის პოზიციაზე საუკეთესო იყო და მისმა გუნდმა 3:1 დაამარცხა მეტოქე." .................... მერანი წარმატებებს უსურვებს თავის ყოფილ ფეხბურთელს საფეხბურთო კარიერაში .......
* * *
user posted image .......... ანდრო გიორგაძე

Posted by: Ormurin_Langi 11 Dec 2017, 11:48
ისე რა უსამართლობაა 21 ქულით გაგვასწარით სიონს და ხვ3ნ გადავედით თქვენ არა
პლეიოფები ვაბშე გასაუქმებელია 3 ეგრევე უნდა ვარდებოდეს და 3 ამოდიოდეს

Posted by: datagonashvili 11 Dec 2017, 12:41
Ormurin_Langi
10 გუნდიან ჩემპიონატში 3 გუნდის გავარდნა ნამეტანია
10 პირდაპირ უნდა ვარდებოდეს
9 ადგილი ფლეიოფს უნდა თამასობდეს მეორე ადგილოსანთან და ეგაა

ავსტრიაში - 1 ვარდება და ისიც ფლეიოფით არკვევს
შვეიცარია - 1 ვარდება პირდაპირ
ესტონეთი - 1 ვარდება, 1 ფლეიოფი
მაკედონია - 2 ვარდება, 1 ფლეიოფი

Posted by: Ormurin_Langi 11 Dec 2017, 13:29
QUOTE (datagonashvili @ 11 Dec 2017, 12:41 )
Ormurin_Langi
10 გუნდიან ჩემპიონატში 3 გუნდის გავარდნა ნამეტანია
10 პირდაპირ უნდა ვარდებოდეს
9 ადგილი ფლეიოფს უნდა თამასობდეს მეორე ადგილოსანთან და ეგაა

ავსტრიაში - 1 ვარდება და ისიც ფლეიოფით არკვევს
შვეიცარია - 1 ვარდება პირდაპირ
ესტონეთი - 1 ვარდება, 1 ფლეიოფი
მაკედონია - 2 ვარდება, 1 ფლეიოფი

12 გუნდამდე უნდა გაიზარდოს

.......................

Posted by: Rene Adler 11 Dec 2017, 13:30
QUOTE
12 გუნდამდე უნდა გაიზარდოს


16 რო გვყავდა ხო ავშენდით და biggrin.gif

Posted by: Ormurin_Langi 11 Dec 2017, 14:00
QUOTE (Rene Adler @ 11 Dec 2017, 13:30 )
QUOTE
12 გუნდამდე უნდა გაიზარდოს


16 რო გვყავდა ხო ავშენდით და biggrin.gif

ზესტა მერანი ბათუმი ვიტი

ამ ოთხიდან 2 რომელიმე გუნდი რომ იყოს 1 ლიგაში გაასწორებდა

Posted by: Spacey 11 Dec 2017, 14:21
QUOTE
ესტონეთი - 1 ვარდება, 1 ფლეიოფი


ეს არ იქნებოდა ცუდი

Posted by: George:) 11 Dec 2017, 16:33
QUOTE
10 გუნდიან ჩემპიონატში 3 გუნდის გავარდნა ნამეტანია


ნორმალურ ქვეყანაში, რა თქმა უნდა, 10-დან 3 ძაან ბევრია, მაგრამ საქართველოსთვის იდეალურია.

4-5 გუნდი ბოლო ტურამდე იბრძვის, რომ ფლეი-აუტს გადაურჩეს და 4-5 გუნდი ბოლომდე იბრძვის ევროსაგზურისათვის.

შედეგად, ყველაზე სუფთა ჩემპიონატი მივიღეთ, რაც კი ჩატარებულა (ჩაწყობილი თამაშების რაოდენობით)

არაფრით არ შეიძლება ამ სისტემის შეცვლა.


Posted by: ogafa2 12 Dec 2017, 09:56
https://www.facebook.com/xose.desilvasantos/videos/2004887663059937/

Posted by: ogafa2 14 Dec 2017, 09:47
user posted image მერანი-კოლხეთი
* * *
user posted image ................ ეროვნული ლიგა 2
* * *
user posted image ............. ეროვნული ლიგა 2

Posted by: ogafa2 22 Dec 2017, 20:41
user posted image ....... ს.კ მერანი მარტვილი 2006

Posted by: ogafa2 26 Dec 2017, 12:56
user posted image ...... ს.კ მერანი მარტვილი

Posted by: ogafa2 10 Jan 2018, 16:01
ურთიერთშეთანხმების საფუძველზე "მერანი" დატოვეს: ზურაბ მამალაძემ, სერგი ორბელაძემ, დავით მაისაშვილმა, ლაშა ჩალაძემ, შოთა ჯიქიამ, რაფაელ ჩუკურამ, რევაზ გეწაძემ, ირაკლი რუხაძემ და რევაზ ბარაბაძემ ...................................
............ კლუბში შემდეგი ფეხბურთელები მივიდნენ: ნიკოლოზ ხინთიბაძე, დავით ბოლქვაძე, კახაბერ მეშველიანი, თამაზ ჯიშკარიანი, ვაჟა მათიაშვილი, გიორგი ჯანჯღავა, ნიკა მგელაძე, გიორგი ციმაკურიძე
და ოთარ კვერნაძე.

* * *
user posted image .... ს.კ მერანი შეიკრიბა

Posted by: ogafa2 11 Jan 2018, 23:18
user posted image ..... ზამთრის თასი 2018 იწყება
* * *
[]Jpi7virriaWA[/img] ....U19 მერანი მარტვილი
* * *
user posted image ... U19 ს.კ მერანი მარტვილი

Posted by: ogafa2 13 Jan 2018, 13:06
user posted image .......... https://www.youtube.com/watch?v=C6q-R3dcXcM

Posted by: ogafa2 16 Jan 2018, 00:46
.......... https://www.facebook.com/fcmerani/videos/1531304210301914/
* * *


"მერანმა" შემდეგი მოთამაშეები შეინარჩუნა: გოგი კულუა, კიჭი მელიავა, გიორგი გეგია, ბენჟამინ ტეიდი, ვაჟა ლომაშვილი, ვანო კურდღელაშვილი, სერგეი ტრეტიაკი, თენგიზ თოლორდავა, დავით ლუკავა, ვაჟა და ცოტნე ფაცაციები.

ახლა კი ინფორმაცია გუნდის ახალწვეულებზე. მარტვილელებმა ერთდროულად რამდენიმე მოთამაშე დაიმატეს. კარში კულუას კონკურენტი 25 წლის კახა მეშველიანი იქნება, რომელსაც "ზესტაფონსა" და "სამტრედიაში" უთამაშია, ბოლოს კი ქუთაისის "ტორპედოში" ირიცხებოდა.

ამიერიდან, "მერანის" ღირსებას ბათუმის "დინამოს" ყოფილი ფეხბურთელი, ნიკა მგელაძეც დაიცავს. 31 წლის ცენტრალურმა მცველმა კარიერა "ვიტ ჯორჯიაში" დაიწყო, შემდეგ იყო "ცხინვალი", ზუგდიდის "ბაია", ლიტვის "ბანგა", ხოლო 2014 წლიდან - ბათუმის "დინამო".

დაცვაში მისი პარტნიორი გიორგი ჯანჯღავა იქნება - 22 წლის ფეხბურთელი, რომელიც სოხუმის "ცხუმიდან" მიიწვიეს. ჯანჯღავას ნახევარდაცვაშიც შეუძლია თამაში.

"მერანს" გიორგი ციმაკურიძე დაუბრუნდა, რომელიც მცველია, მაგრამ ნახევარმცველადაც ხშირად თამაშობდა. 34 წლის ფეხბურთელი "მერანში" 2015-16 წლებში გამოდიოდა და გუნდის ერთ-ერთ ლიდერიც გახლდათ.

ციმაკურიძე 2017 წელს ტაილანდის დაბალი ლიგის კლუბ "სონგჰლა იუნაიტედში" გამოდიოდა. საინტერესოა, რომ 2010 წლის შემდეგ მან ამ ქვეყანაში ხუთ-ნახევარი წელი ითამაშა და 7 გუნდის ფორმა მოირგო.

"მერანში" ფოთის "კოლხეთის" ორი ნახევარმცველი დაიმატეს - პირველია გამოცდილი დავით ბოლქვაძე, რომელიც მარტვილურ კლუბში 2014-15 წლებშიც გამოდიოდა, ხოლო მეორე - თამაზ ჟიშკარიანი - 24 წლის ფეხბურთელი ფლანგის შემტევია და აქამდე "ბაიას", "გაგრასა" და "კოლხეთის" რიგებში უთამაშია.

ახალწვეულები საგრძნობლად გააძლიერებენ "მერანის" თავდასხმას - 24 წლის ოთარ კვერნაძემ კარიერა "ზესტაფონში" დაიწყო, 2014-16 წლებში ქუთაისის "ტორპედოს" ფეხბურთელი გახლდათ, 2017 წელს კი ჯერ თბილისის "დინამოს", ხოლო შემდეგ საჩხერის "ჩიხურას" ღირსებას იცავდა.

მას ორი კონკურენტი ეყოლება - თბილისის "დინამოს" აღზრდილი, საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების ყოფილი ფორვარდი, 23 წლის თავდამსხმელი ვაჟა მათიაშვილი, რომელიც ბოლოს "ცხინვალში" თამაშობდა.

"მერანის" თავდასხმის ხაზს "გაგრას" ექსწევრი, ნიკა ხინთიბიძეც გააძლიერებს. 25 წლის თავდამსხმელმა წინა სეზონში "გაგრას" სახელით 15 გოლი გაიტანა.
* * *
https://www.facebook.com/fcmerani/videos/vb.101859216579761/1532510840181251/?type=2&theater&notif_t=notify_me_page&notif_id=1516127405382017
* * *
"მერანი" ახალი სეზონისთვის მზადებას აგრძელებს

Posted by: ogafa2 19 Jan 2018, 17:07
............. https://www.facebook.com/fcmerani/videos/1534310450001290/
* * *
https://www.facebook.com/fcmerani/videos/1401838236581846/
* * *
.... https://www.youtube.com/watch?v=Rmy0lI2jHzA

Posted by: ogafa2 20 Jan 2018, 22:04
user posted image ს.კ მერანი მარტვილი

Posted by: ogafa2 23 Jan 2018, 22:06
მარტვილის "მერანი" გასულ სეზონში უმაღლეს ლიგაში აღზევების ერთ-ერთ უპირობო კანდიდატად მიიჩნეოდა და პირნათლად ამტკიცებდა ამ სტატუსს ჩემპიონატის მიწურულამდე, რადგან მეოთხე წრემდე "მერანი" სატურნირო ცხრილის ერთპიროვნული ლიდერი იყო და კონკურენტებს დამაჯერებლად უსწრებდა.

თუმცა ჩემპიონატის ბოლოს მოხდა ისე, რომ "მერანმა" პირველობა ვერ შეინარჩუნა და პლეი ოფის ორრაუნდიან მატჩში ფოთის "კოლხეთთან" დაკარგა ეროვნულ ლიგაში აღზევების შანსი.

თუ რატომ ვერ მიაღწია "მერანმა" დასახულ მიზანს, რა გეგმები აქვთ კლუბში და რა მიზანი ექნებათ ახალ სეზონში, ამ თემებზე სასაუბროდ "ლელო" კლუბის დამაარსებელსა და პრეზიდენტს, ფრიდონ ინჯიას დაუკავშირდა, რომელიც წლებია ჭყონდიდურ გუნდს პატრონობს საკუთარი სახსრებით და მიუხედავად ეროვნულ ჩემპიონატში არსებული მრავალი წინააღმდეგობისა და სხვა პრობლემებისა, "მერანზე" ხელი არ ჩაუქნევია, სულ უფრო მეტს აკეთებს მარტვილური გუნდისთვის და, ზოგადად, ქართული ფეხბურთისთვის...

- ბატონო ფრიდონ, წინა სეზონში "მერანი" უმაღლეს ლიგაში აღზევების ყველაზე რეალურ კანდიდატად მიიჩნეოდა. როგორ ფიქრობთ, რა დააკლდა თქვენს კლუბს ამ ამოცანის შესასრულებლად?

- ჩვენი მხრიდან ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ეს მიზანი განხორციელებულიყო. ვფიქრობ, უფრო სხვა გარემოებებმა იქონია ამაზე გავლენა.

მართალია, ახლა ვერაფერს შევცვლით, მაგრამ იმ რეალობაზე, რაზეც ახლა ვისაუბრებ, თუ ყურადღება დროულად არ იქნება გამახვილებული, ახალ სეზონშიც წარმოიქმნება ასეთი პრობლემები, რადგან შეუიარაღებელი თვალითაც აშკარად ჩანდა, რომ ჩვენს კონკურენტებს გზა ხსნილი ჰქონდათ და რამდენიმე თამაში უბრძოლველად დაუთმეს მეტოქეებმა.

იყო შემთხვევა, როცა სარეზერვო გუნდითაც ეთამაშნენ და ამ კუთხით ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს. ცალკე თემაა მიკერძოებული მსაჯობა. ყველაზე არ ვამბობ, მაგრამ იყო რამდენიმე თამაში, სადაც აშკარად იგრძნობოდა მიკერძოება.

საბოლოოდ, ჩვენმა გუნდმა ამდენ წნეხს ვერ გაუძლო. გარდამავალ ჩემპიონატში 9 ქულა უსამართლოდ დაგვაკლეს, ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე. დღესაც არ არის ეს საქმე ბოლომდე გამოძიებული და მაშინ ნულიდან მოგვიწია ჩემპიონატის დაწყებამ.

ამ ამბის შემდეგ არცერთი გუნდი არ დაუჯარიმებიათ. მებადება სრულიად ლეგიტიმური შეკითხვა - ანუ, არც ერთი თამაში არ ყოფილა საეჭვო? და არცერთ თამაშზე არ ჰქონიათ კითხვის ნიშანი?

მიუხედავად ამისა, რეალური შანსი გვქონდა პლეი ოფით გავსულიყავით უმაღლეს ლიგაში და მეტოქემ თავადვე აღიარა, რომ ორივე მატჩში ვაჯობეთ, მაგრამ შრომასთან, მონდომებასა და ყველაფერთან ერთად, ცოტა საფეხბურთო ფორტუნაც არის საჭირო.

- 2018 წლის ჩემპიონატში "მერანის" მიზანი უცვლელია? რა გეგმები გაქვთ?

- იცით, წარმატება და წარუმატებლობა ფეხბურთისთვის, და ზოგადად სპორტისთვის, თანმდევია. ზოგიერთს ჰგონია, რომ ხელს ჩავიქნევთ და გული აგვიცრუვდება.

მაგრამ ეს ასე არ არის. ჩვენ 12 წლის შრომა გვაქვს ჩადებული ამ კლუბში. ყველას პატივს ვცემ, მაგრამ არა მგონია დღეს საქართველოში იყოს ისეთი კლუბი, რომლის მფლობელიც პირადი სახსრებიდან ხარჯავდეს თითოეულ თეთრს.

არიან კერძო კლუბები, მაგრამ ისინი მოდიან საწარმოებიდან, რაღაც ფუნდამენტი ჰქონდათ, მაგრამ სახლიდან წამოღებული ფულით არჩენდეს კლუბს, სხვა დღეს არ მეგულება.

ყველამ იცის, რომ აქ არანაირი ფინანსური მოგება არ არის ბიზნესის კუთხით, მაგრამ ფეხბურთის სიყვარულის გამო ვაკეთებ ამას და არც ახლა ვაპირებ ფარ-ხმალის დაყრას... რაც შეეხება მიზანს, რა თქმა უნდა, ეს იქნება უმაღლეს ლიგაში დაბრუნება და უფრო მეტიც - ძალიან შორსმიმავალი გეგმები გვაქვს და ამას აუცილებლად განვახორციელებთ.

იმედი მაქვს, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და მისი გუნდი ახალი სეზონიდან უფრო მეტად გააკონტროლებენ ჩემპიონატში არსებულ ვითარებას და შეიცვლება მიდგომა ქართული ფეხბურთის მიმართ სახელმწიფოს მხრიდანაც.

ვგულისხმობ საკანონმდებლო დონეს, სხვა შემთხვევაში, ქართული ფეხბურთი წინ ვერ წავა. მე დიდ პატივს ვცემ ქართულ რაგბის და მორაგბეებს, მათ ძალიან დიდი მიღწევები აქვთ, მაგრამ ნომერ პირველი სპორტი საქართველოში ფეხბურთია და ამ სახეობას მეტი ყურადღება უნდა.

დღეს რაგბი პირველ ადგილზეა შედეგებითაც და მოწყობითაც. რატომ? იმიტომ, რომ ყველანაირი ხელშეწყობა აქვს ბიძინა ივანიშვილისგან, ხელშეწყობა აქვს სახელმწიფოსგან... ამ შემთხვევაში, რაგბისთვის სახელმწიფო ბიძინა ივანიშვილია.

აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ კარგია ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის არსებობა. რომ არა ეს ფონდი, მერწმუნეთ, შეიძლებოდა, საქართველოს ჩემპიონატის ჩატარების საკითხიც კი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დამდგარიყო.

- როგორ ფიქრობთ, ფეხბურთის ფედერაციაში ახალი ხელმძღვანელობის მოსვლის შემდეგ უკეთესობა შეინიშნება? წინ წავედით თუ ისევ იქ ვართ?

- შორს არ წავსულვართ. მოლოდინი მეტი იყო, როგორც ხელისუფლების მოღვაწეობაში ამ 5 წლის განმავლობაში, ისევე ფედერაციის მიმართ. აუცილებელია მეტი კომუნიკაცია ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტსა და ეროვნული ლიგისა და ლიგა 2-ის კლუბების პრეზიდენტებს შორის. გასათვალისწინებელია ვეტერანების ხედვები, რადგან მათ ქართული ფეხბურთისთვის მხოლოდ კარგი უნდათ.

- თქვენ "ლელოსთან" წინა ინტერვიუს დროს ახსენეთ სასტუმრო, სადაც იცხოვრებდა "მერანი"? რა ხდება ამ მხრივ?

- ეს საკითხი დღის წესრიგში რჩება. მინდა, რომ გუნდი ერთად იყოს და არა მარტო მთავარ გუნდზეა ლაპარაკი, სამომავლოდ ვაპირებთ, ავაშენოთ ისეთი კომპლექსი, სადაც ასაკობრივი გუნდებიც იცხოვრებენ და კარგი პირობები ექნებათ.

აქვე, მინდა ვთქვა ისიც, რომ ფეხბურთის ფედერაცია დაგვპირდა ცენტრალურ სტადიონზე ხელოვნური საფარის დაგებას და ეს თუ განხორციელდა, ძალიან კარგი იქნება. ჩვენ სტადიონის განათების საკითხს მოვაგვარებთ.

ამ შემთხვევაში, ხელოვნური საფარი გადასატანი იქნება გვერდით სათადარიგო მოედანზე და იქ ივარჯიშებენ გუნდები. ამ პროექტის განხორციელების შემთხვევაში, აუცილებლად დაგვჭირდება ადგილობრივი გამგეობის გვერდში დგომაც.

- დაბოლოს, რას ეტყვით მარტვილელებს, "მერანის" ქომაგებს?

- ვეტყოდი იმას, რომ "მერანი" კიდევ უფრო უკეთესი გუნდი იქნება ახალ სეზონში, ყოველ შემთხვევაში, სამწვრთნელო შტაბისგან ასეთი ინფორმაცია მაქვს. "მერანი" აუცილებლად გადავა უმაღლეს ლიგაში და იქნება ის გუნდი, რომელიც დიდ სიხარულს მოუტანს მარტვილსა და "მერანის" ქომაგებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
* * *
........ http://lelo.ge/article/%E1%83%A4%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%93%E1%83%9D%E1%83%9C-%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%AF%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%AA-%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%98-%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%A0-%E1%83%A7%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%94%E1%83%AD%E1%83%95%E1%83%9D-%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%AA-%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%97-%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%96%E1%83%94-%E1%83%90%E1%83%A0-%E1%83%B0%E1%83%A5%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%90%E1%83%97-%E1%83%99%E1%83%98%E1%83%97%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98-2540

Posted by: Lockhead 23 Jan 2018, 22:55
QUOTE (ogafa2 @ 23 Jan 2018, 22:06 )


აქვე, მინდა ვთქვა ისიც, რომ ფეხბურთის ფედერაცია დაგვპირდა ცენტრალურ სტადიონზე ხელოვნური საფარის დაგებას და ეს თუ განხორციელდა, ძალიან კარგი იქნება. ჩვენ სტადიონის განათების საკითხს მოვაგვარებთ.

ამ შემთხვევაში, ხელოვნური საფარი გადასატანი იქნება გვერდით სათადარიგო მოედანზე და იქ ივარჯიშებენ გუნდები. ამ პროექტის განხორციელების შემთხვევაში, აუცილებლად დაგვჭირდება ადგილობრივი გამგეობის გვერდში დგომაც.


........ http://lelo.ge/article/%E1%83%A4%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%93%E1%83%9D%E1%83%9C-%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%AF%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%AA-%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%98-%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%A0-%E1%83%A7%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%94%E1%83%AD%E1%83%95%E1%83%9D-%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%AA-%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%97-%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%96%E1%83%94-%E1%83%90%E1%83%A0-%E1%83%B0%E1%83%A5%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%90%E1%83%97-%E1%83%99%E1%83%98%E1%83%97%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98-2540

მოედნის ხელოვნური საფარის გადატანაში ფულის უაზრო ხარჯვას ჯობია დარჩეს ისე როგორც არის და გვერიდით (ან სადმე სხვაგან) საფუძვლიანად გაკეთდეს ნორმალური სტადიონი. მინდორს თუ ფედერაცია დააგებს გამგეობამ 2 ტრიბუნა (აღმისავლეთ-დასავლეთი) ამოიყვანოს და განათებას თუ კლუბი თვითონ მიხედავს (ამის რესურსი თუ აქვთ) ყველაზე კარგი გამოსავალია.

Posted by: ogafa2 25 Jan 2018, 20:16
Lockhead არა საფარის გადატანაში ფულის უაზრო ხარჯვა არ იქნება, იქ სადაც არის სტადიონი ორი ათასიანი ტრიბუნა არის,აღმოსავლეთი დაემატება და ნორმალური გამოვა, განათებას კლუბი თვითონ აკეთებს.
* * *
........... მარტვილის საფეხბურთო სკოლის მშენებლობა დასრულდა
user posted image
* * *
......... user posted image
* * *
........ user posted image
* * *
......... user posted image

Posted by: Ormurin_Langi 26 Jan 2018, 17:34
QUOTE (ogafa2 @ 25 Jan 2018, 20:16 )
Lockhead არა საფარის გადატანაში ფულის უაზრო ხარჯვა არ იქნება, იქ სადაც არის სტადიონი ორი ათასიანი ტრიბუნა არის,აღმოსავლეთი დაემატება და ნორმალური გამოვა, განათებას კლუბი თვითონ აკეთებს.
* * *
........... მარტვილის საფეხბურთო სკოლის მშენებლობა დასრულდა
user posted image
* * *
......... user posted image
* * *
........ user posted image
* * *
......... user posted image

up.gif up.gif up.gif up.gif

წარმატებები მარტვილს


Posted by: ogafa2 28 Jan 2018, 17:18
საფეხბურთო სკოლის გახსნა მარტვილში https://www.facebook.com/LevanKobiashviliofficial/videos/1663208917074138/

Posted by: tornike71 28 Jan 2018, 17:41
გილოცავთ სკოლის გახსნას,მართალია დინამოს სკოლაა მაგრამ მარტვილში ბევრ კარგ ფეხბურთელს გაზრდის და ახალი ტალანტები გაჩნდება.

Posted by: ogafa2 28 Jan 2018, 21:03
user posted image ......... მარტვილის საფეხბურთო სკოლა
* * *
.... მარტვილში სამეგრელოს რეგიონის საფეხბურთო აკადემია გაიხსნა https://www.facebook.com/samegrelozemosvanetismxare/videos/945343018966001/

Posted by: ogafa2 29 Jan 2018, 21:22
........ ლევან კობიაშვილი მარტვილის საფეხბურთო აკადემიის გახსნაზე https://www.facebook.com/LevanKobiashviliFunPage/videos/1938599106456666/

Posted by: ogafa2 31 Jan 2018, 19:50
user posted image .... ს.კ მერანი მარტვილი

Posted by: Lockhead 31 Jan 2018, 20:30
QUOTE (ogafa2 @ 25 Jan 2018, 20:16 )
Lockhead არა საფარის გადატანაში ფულის უაზრო ხარჯვა არ იქნება, იქ სადაც არის სტადიონი ორი ათასიანი ტრიბუნა არის,აღმოსავლეთი დაემატება და ნორმალური გამოვა, განათებას კლუბი თვითონ აკეთებს.
* * *
........... მარტვილის საფეხბურთო სკოლის მშენებლობა დასრულდა
user posted image
* * *
......... user posted image
* * *
........ user posted image
* * *
......... user posted image

ერთი ბუნებრივიც რო მიუმატონ გვერდით ვაფშე ხოშიანი იქნება lol.gif

Posted by: ogafa2 31 Jan 2018, 22:33
Lockhead ბუნებრივსაც პირდებიან ცოტა მოცილებით და ვნახოთ
* * *
user posted image.... ს.კ მერანი მარტვილი

Posted by: ogafa2 2 Feb 2018, 01:18
...............................................................................................................................................................................................................................
* * *
......... https://www.facebook.com/fcmerani/videos/1550463135052688/

Posted by: ogafa2 3 Feb 2018, 23:25
user posted image ..... დღე მეორე. სიდე. ფოტორეპორტაჟი
* * *
user posted image ..... "მერანი" თურქულ შეკრებაზე მზადებას განაგრძობს

* * *
user posted image "მერანი" თურქულ შეკრებაზე
* * *
"მერანის" მზადება ხვალინდელი მატჩისთვის და გუნდის მთავარი მწვრთნელის, მიხეილ მახვილაძის კომენტარი https://www.facebook.com/fcmerani/videos/1552075208224814/
* * *
user posted image.......... "მერანი" - "დინამო" კიევის 21 წლამდე გუნდს დაუპირისპირდება.
* * *
user posted image .....................
* * *
user posted image ..........
* * *
user posted image ............
* * *
[img]JpivLirridUp[/img ..........
* * *
user posted image ...........................................................................................................................................................................
* * *
user posted image ........................................................................................................................................................

Posted by: ogafa2 5 Feb 2018, 13:47
user posted image ................... დაწყების დრო შეიცვალა
* * *
ნიკოლოზ ხინთიბიძის გოლი კიევის "დინამოს" 21 წლამდე გუნდის კარში https://www.facebook.com/fcmerani/videos/1553098121455856/

Posted by: ogafa2 7 Feb 2018, 11:14
user posted image https://www.facebook.com/fcmerani/videos/1553186414780360/
* * *
user posted image .................. მეორე სპარინგი

Posted by: ogafa2 9 Feb 2018, 17:54
მერანი 2-0 შახტარი (U21 https://www.facebook.com/fcmerani/videos/1556015907830744/
* * *
გამარჯვება „შახტართან“ და ერთი კვირის შეჯამება

⏩ნაყოფიერი შეკრება გრძელდება
უკვე ერთი კვირაა მარტვილის „მერანი“ თურქეთში, სიდეში იმყოფება და ნაყოფიერ შეკრებას გადის. სასიამოვნოა ის ფაქტიც, რომ ჩვენი გუნდის ახალწვეულებმა ადვილად გაიარეს ადაპტაცია და „მერანი“ ახალგაზრდა და გამოცდილი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული, მებრძოლი გუნდი იქნება. მიხეილ მახვილაძის კონტიგენტში მცირე საკადრო პრობლემებია, რადგან დავით ბოლქვაძეს, ნიკა მგელაძეს და ცოტნე ფაცაციას მიკრო ტრავმები აწუხებთ, რის გამოც წინა მატჩში მათ მონაწილეობა არ მიუღიათ, თუმცა სამივე ფეხბურთელი უკვე ვარჯიშობს და „მერანელები“ მალე შეუერთდებიან მთავარ გუნდს.

⏩რევანში უკრაინელებთან
გამარჯვებას ყოველთვის აქვს ფასი, არა აქვს მნიშვნელობა მატჩის სტატუსს, ეს სპარინგ-მატჩი იქნება თუ სხვა ტურნირი. ასე რომ, თურქეთში რაც უფრო მეტ წარმატებულ შეხვედრებს ჩაატარებს „მერანი“, ეს მით უფრო მეტ თავდაჯერებას შეჰმატებს გუნდს.

პირველ საკონტროლო მატჩში, კიევის „დინამოს“ 21 წლამდელებთან მარცხის შემდეგ, რევანში, ქართველებმა მეორე უკრაინულ გუნდთან აიღეს. უკრაინის ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდის, „შახტარის“ რეზერვი ცუდი რომ არ იქნება, ამას დიდი ბჭობა არ სჭირდება და შახტარის 21 წლამდე გუნდი, სადაც საქართველოს ნაკრების წევრი, გიორგი არაბიძე ასპარეზობს (გუშინდელ მატჩში ქართველს მონაწილეობა არ მიუღია), უკრაინის ახალგაზრდულ ლიგაში პირველი ადგილით ლიდერობს. მიუხედავად ზემოთ ხსენებული საკადრო პრობლემებისა, გუშინდელ დაპირისპირებაში „მერანმა“ სადავეები საწყისი წუთებიდანვე იგდო ხელთ. შეტევები ძირითადად დონეცკელების კართან იქმნებოდა და რომ არა მათი კიპერის კარგი თამაში, უფრო დიდი ანგარიშითაც შეეძლოთ ჩვენებურებს გამარჯვება.

⏩ციმას დუბლი, შედეგიანი კურდღელაშვილი და სახიფათო ხინთიბიძე

გამოცდილი გიორგი ციმაკურიძე, რომ ჩვეულ ფორმაშია გუშინდელ მატჩშიც გამოჩნდა. მართალია, ჩვენმა „ოთხიანმა“ ორივე გოლი თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გაიტანა, მაგრამ პენალტებსაც გატანა უნდა და მთლიანობაში ციმაკურიძეს ერთ-ერთი კარგი მატჩი ჰქონდა.
კვლავ, ბევრ თავსატეხს უჩენს ტანმორჩილი ვანო კურდღელაშვილი მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს, რომელიც ტექნიკური თამაშით გამოირჩევა. პირველი პენალტი სწორედ ვანომ გამოიმუშავა, როცა „შახტარის“ საჯარიმოში თამაშის წესების დარღვევით შეაჩერეს უკრაინელებმა.

მეორე თერთმეტმეტრიანის დროსაც, კურდღელაშვილის კარგი გადაცემის შემდეგ ეუხეშნენ ჩვენს ახალწვეულს, ვაჟა მათიაშვილს „შახტარის“ მცველები.

ახალწვეული ვახსენეთ და არ შეიძლება არ ავღნიშნოთ ნიკოლოზ ხინთიბიძე. მართალია, „მერანელთა“ შემტევს წინა მატჩისგან შედარებით, ამ შეხვედრაში გოლით არ გამოუჩენია თავი, მაგრამ აქაც ჩინებულად გაისარჯა, განსაკუთრებით ორ ეპიზოდში, როცა მისავე საჯარიმოსთან „მოჰპარა“ ბურთი მეტოქეს და მწვავე შეტევა წამოიწყო, რაც კინაღამ გაშვებულ გოლად დაუჯდათ „შახტარის“ ფეხბურთელებს.

⏩მომდევნო მეტოქე სერბული „დინამო“
თურქულ შეკრებაზე ჩვენი გუნდი კიდევ ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. რიგით მესამე სპარინგ-მატჩი 11 თებერვალს გაიმართება და მეტოქე სერბული კლუბი იქნება. „დინამო“ სერბეთის ჩემპიონატის პირველ ლიგაში ასპარეზობს, სატურნირო ცხრილის პირველ ადგილოსანია და უმაღლეს ლიგაში აღზევების მთავარი კანდიდატია.

8 თებერვალი. 18:00. თურქეთი. ბელეკი.
სპარინგ-მატჩი. „შახტარი“ (U21) – „მერანი“ 0:2 (0:0).
გოლები: გიორგი ციმაკურიძე 0:1 (პენ), 0:2 (პენ).

„მერანი“: კულუა (მეშველიანი 46’), ციმაკურიძე (ჯანჯღავა 72’), ლომაშვილი, მელიავა, ჟიშკარიანი (გეგია 72’), ვ. ფაცაცია, ტეიდი (ჟვანია 74’), შულაია (ლუკავა 74’), ტრეტიაკი (მათიაშვილი 70’), კურდღელაშვილი (თოლორდავა 74’), ხინთიბიძე (მიქავა 74’).
მთავარი მწვრთნელი: მიხეილ მახვილაძე.
#თურქული_შეკრება ..................... ედემი ელერჯია
* * *
user posted image ვრანის დინამო - მერანი მარტვილი

Posted by: ogafa2 12 Feb 2018, 14:06
"დინამო" ვრანი - "მერანი" მარტვილი 2:1
https://www.facebook.com/fcmerani/videos/1558874530878215/
* * *
....... მარტვილის საფეხბურთო სკოლა .............
* * *
10 და 11 თებევალს მარტვილის საფეხბურთო სკოლის საწვრთნელ ბაზაზე ჩატარდა დინამოს აკადემიის ასაკობრივი გუნდების დასაკომპლექტებლად სელექციის მეორე ეტაპი.

შერჩევები გაიმართა U13, U12, U11, U10, U9 და U8 ასაკობრივ ჯუფებში, რომელშიც მონაწიელობა მიიღო 197- მა მონაწილემ.
* * *
user posted image ............. მარტვილის საფეხბურთო სკოლა
* * *
https://www.facebook.com/fcmerani/videos/1559555054143496/

Posted by: ogafa2 14 Feb 2018, 02:13
მერანის მზადება ხვალინდელ მატჩისთვის https://www.facebook.com/fcmerani/videos/1560882890677379/

Posted by: ogafa2 15 Feb 2018, 12:58
user posted image ...................................................................................................................................................
* * *
"მიედზ ლეგნიცა" - "მერანი" 1:0
{ვიდეო-მიმოხილვა} https://www.facebook.com/fcmerani/videos/1561831533915848/

Posted by: ogafa2 17 Feb 2018, 22:16
user posted image ......... მარტვილის ,,სალხინო" 1-0 ზუგდიდის U-19 ...........17 თებერვალს მარტვილის საფეხბურთო სკოლის საწვრთნელ ბაზაზე გაიმართა ამხანაგური შეხვედრა, სადაც მარტვილის ,,სალხინო" დაუპირისპირდა ,,ზუგდიდი U-19"-ს და 1-0 დაამარცხა. მარტვილის ,,სალხინო" დარციმელია, ფაილოძე, ბარამიძე, გაბელია, ბერიშვილი, ციკოლია, ჯიჯელავა, ტუღუში, ჯეჯეია, კაკულია, წოწონავა. სათადარიგო: ჟიშკარიანი, წულაია, დარჯანია, ქიქავა, ბაღიშვილი, ჯანაშია. გოლი: დარჯანია 74'

Posted by: ogafa2 22 Feb 2018, 00:35
...................................................................................................................................................................................................................................... .... 21 თებერვალს მარტვილის საფეხბურთო სკოლის საწვრთნელ ბაზაზე გაიმართა ამხანაგური შეხვედრა, სადაც მარტვილის ,,სალხინო"-მ უმასპინძლა ,,სამტრედია-2"-ს და 6-2 დაამარცხა.
მარტვილის ,,სალხინო"
დარციმელია, ბერიშვილი, ბარამიძე, ჩხეტია, ჯეჯეია, ჯიჯელავა, ჯანჯღავა, კაკულია, ტუღუში, ფაილოძე, წოწონავა.
სათადარიგო: ჟიშკარიანი, წულაია, დარჯანია, ქიქავა, ბაღიშვილი, გაბელია.
გოლი: წოწონავა 7' (პ)38' ფაილოძე 12' ავტოგოლი 19' დარჯანია 81' 92'

Posted by: ogafa2 23 Feb 2018, 20:38
user posted image..........სპარინგი

Posted by: ogafa2 24 Feb 2018, 22:20
"მერანი" - "სულორი" 5:0 https://www.facebook.com/fcmerani/photos/pcb.1571455579620110/1571453806286954/?type=3&theater
* * *
https://www.facebook.com/fcmerani/videos/1571372692961732/?type=3&theater

Posted by: ogafa2 26 Feb 2018, 01:21
user posted image ........................................................................................................................................................................

Posted by: ogafa2 27 Feb 2018, 20:43
მარტვილის საფეხბურთო სკოლის 15 და 17 წლამდე გუნდებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მისცა ნებართვა იასპარეზონ ჭაბუკთა ლიგის U-15-ის და U-17-ის გათამაშებებში, რაც ჩვენი სკოლის მოსწავლეთა განვითარებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია.

25 თებერვალს მარტვილის საფეხბურთო სკოლის საწვრთნელ ბაზაზე გაიმართა ჭაბუკთა ლიგის გათამაშების I-ტური, სადაც ,,სალხინო" U-17 -ის გუნდმა, რომელსაც წვრთნის ალიკა კალნდია უმასპინძლა ბათუმის ,,დინამო"-ს და დაამარცხა 2-0

Posted by: akhala 3 Mar 2018, 21:55
გავიგე, კიდევ ერთი უკრაინელი ლეგიონერი დაგიმატებიათ

წარმატებები)

Posted by: ogafa2 5 Mar 2018, 11:49
akhala .................. „მერანი“ უკრაინული ტანდემით შეუტევს

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე მარტვილის „მერანმა“ კიდევ ერთი ფეხბურთელი დაიმატა. „მერანის“ ღირსებას უკრაინელი ფეხბურთელი ტარას პუჩკოვსკი დაიცავს.

პუჩკოვსკი ამპლუით თავდამსხმელია და უკრაინის ყველა ასაკობრივ ნაკრების წევრი გახლდათ, რომელმაც უკრაინის 21-წლამდე ნაკრებში, 10 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

Posted by: დავი 5 Mar 2018, 12:10
https://www.transfermarkt.co.uk/taras-puchkovsky/profil/spieler/176413


ეს არის

Posted by: akhala 5 Mar 2018, 12:42
ogafa2

იმედია, ათამაშდება ახალი უკრაინელი მალე

კიდევ გჭირდებათ გაძლიერება, პირველი ადგილით თუ გინდათ ეროვნულში გადმოსვლა

Posted by: ogafa2 5 Mar 2018, 14:22
user posted image .............
akhala მართალი ხარ გაძლიერება მართლა არ გვაწყენდა

Posted by: akhala 5 Mar 2018, 14:29
QUOTE
akhala მართალი ხარ გაძლიერება მართლა არ გვაწყენდა


მთავარია, სურვილი და მონდომება

ნორმალურ ფასად შეიძლება საინტერესო ფეხბურთელის ჩამოყვანა

Posted by: ogafa2 6 Mar 2018, 21:09
akhala გასაგებია ლეგიონერი კარგია რაზეც ყველა ლაპარაკობს. მაგრამ კიდევ უკეთესი იქნება ახალგაზრდა მწრთვნელების მომზადება ...........

Posted by: GRAZU 8 Mar 2018, 12:14
ლაივი გექნებათ თელავთან თამაშის?
baby.gif

Posted by: ogafa2 8 Mar 2018, 22:24
არა მგონია არავითარი ინფორმაცია არ ყ ოფილა

Posted by: ogafa2 10 Mar 2018, 13:59
https://www.facebook.com/fcmerani/videos/1578734495558885/
* * *
user posted image .....................................
* * *
ღირსეული და საჭირო გამარჯვება: "მერანი" 1:0 "თელავი"

ეროვნული ლიგა 2-ის მეორე ტურში, მარტვილის „მერანმა“ საფეხბურთო კლუბ „თელავს“ უმასპინძლა და დამაჯერებელი, კარგი თამაშით 1:0 დაამარცხა მეტოქე.

მახვილაძის კონტიგენტი საკადრო პრობლემებით დაუხვდა კახეთის წარმომადგენელ გუნდს. დავით ბოლქვაძეს და თამაზ ჟიშკარიანს მცირე ტრავმების გამო დღევანდელ მატჩში მონაწილეობა არ მიუღიათ. იგივე მიზეზით, გიორგი ციმაკურიძეს სათადარიგო სკამიდან მოუწია თამაშში ჩართვა, რადგან მე-60 წუთზე გიორგი გეგიამ ტრავმა მიიღო და იძულებითი ცვლილება მოუწია „მერანელთა“ დამრიგებელს.

რაც შეეხება თავად მატჩს, წვიმიანი ამინდის მიუხედავად, მეგრულ-კახური დუელი საინტერესო გამოვიდა. მარტვილელებმა პირველივე წუთებიდანვე მოიპოვეს უპირატესობა და შეხვედრა მათი კარნახით მიმდინარეობდა. აქვე ვთქვათ ისიც, რომ ჭყონდიდელთა რიგებში დღეს უკრაინელ ფეხბურთელს, ტარას პუჩკოვსკის ჰქონდა დებიუტი, რომელმაც სასტარტოდან დაიწყო თამაში. უკრაინელმა ფორვარდმა 90 წუთი დაჰყო მოედანზე და გულშემატკივარს კარგი თამაშით დაამახსოვრა თავი.

„მერანმა“ პირველ ტაიმში იმდენად დიდი ძალებით შეუტია მეტოქეს, რომ გოლი გარდაუვალი ჩანდა და შეხვედრის 27- ე წუთზე კუთხურიდან მოწოდებული ბურთი სერგეი ტრეტიაკმა მოიპოვა და ახლო მანძილიდან აუღებელი დაურტყა სანიკიძეს - 1:0. დაწინაურების შემდეგ, მასპინძლებს ანგარიშის გაზრდის არაერთი შანსი ჰქონდათ თუმცა, რიგ ეპიზოდებში სტუმართა კიპერი იყო დამაჯერებელი, სხვა შემთხვევაში კი დამაგვირგვინებელ ფაზაში აკლდა მათ იერიშებს სიზუსტე.

ამრიგად, „მერანმა“ დღეს მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, 4 ქულით ცხრილის სათავეში გადაინაცვლა. ჩვენი გუნდი „გაგრასთან ერთად, თანაბარი ქულებით ლიდერობს ეროვნული ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილს. „მერანი“ მომდევნო ტურის მატჩს 16 მარტს გამართავს. მარტვილელები მცხეთაში, „მცხეთა პარკზე“, ადგილობრივ „ვიტ ჯორჯიას“ დაუპირისპირდებიან.

9 მარტი. 14:00. მარტვილი. „მურთაზ ხურცილავა“.
ეროვნული ლიგა 2. II ტური.
„მერანი“ (მარტვილი) – „თელავი“ (თელავი) 1:0 (1:0).
გოლი: 0:1 სერგეი ტრეტიაკი (27’).

„მერანი“: კულუა, მგელაძე, ვ. ფაცაცია, მელიავა, გეგია (ციმაკურიძე 61’), ლომაშვილი (კ), ტეიდი, კურდღელაშვილი, ტრეტიაკი, ხინთიბიძე (ლუკავა 66’), პუჩკოვსკი (მათიაშვილი 90+3’).
სათადარიგო: მეშველიანი, ბოლქვაძე, ჯანჯღავა.
მთავარი მწვრთნელი: მიხეილ მახვილაძე.

„თელავი“: სანიკიძე, თოლორდავა, მარაქველიძე (რუხაძე 60’), ბერიაშვილი, ნოზაძე (წყაროზია 68’), კუკუჯანაშვილი (მარსელო 77’), იოსელიანი, ჯიქია, გოგოლიძე, ხარებაშილი, ნიქაბაძე.
სათადარიგო: ზუროშვილი, გალახვარიძე, მურველაშვილი, მაისურაძე.
მთავარი მწვრთნელი: გიორგი დეკანოსიძე.

გაფრთხილება: ბერიაშვილი (13’), ნოზაძე (16’), იოსელიანი (28’), ტეიდი (69’), კურდღელაშვილი (73’), ხარებაშვილი (82’).
მთავარი მსაჯი: გოგა კიკაჩეიშვილი. ......... -------- ...... ედემი ელერჯია
* * *
"მერანი" - "თელავი" 1:0 https://www.facebook.com/fcmerani/videos/1584571284975206/

Posted by: ogafa2 12 Mar 2018, 07:41
user posted image .....................................................................................................................................................
* * *

* * *
"მერანის" 17 წლამდე გუნდი ასაკობრივი ლიგის ლიდერია

სამიდან სამი გამარჯვება! გიგა ცუცქირიძის დამოძღვრილები უდანაკარგო სვლას აგრძელებენ. "მერანის" 17 წლამდე გუნდმა პირველ ტურში, სტუმრად "ზესტაფონი" დაამარცხა 2:1, შემდეგ, ასევე სტუმრად 3:1 სძლია "ჩიხურას", დღეს კი ნორჩმა "მერანელებმა" მარტვილში სამტრედიელ თანატოლებს უმასპინძლეს და მათე ქომეთიანის ჰეთ-თრიქით 3:0 გაიმარჯვეს. ........................................................................................................................................................................
* * *
user posted image"მერანი" (U19) - "ზუგდიდი" (U19) 6:0

Posted by: ogafa2 17 Mar 2018, 06:35
"ვიტ ჯორჯია" - "მერანი" 1:0
{ვიდეო} https://www.facebook.com/
* * *
user posted image ...................................................................................................................

Posted by: დანელია 22 Mar 2018, 14:32
ლიგა II ის MVP ის დამატებასთან არიან ძალიან ახლოს smile.gif

Posted by: took13 22 Mar 2018, 16:45
დანელია

სიჭი? გააძლიერებთ.

ახალი უკრაინელი ბიჭიც კარგი ჩანს. მიმოხილვებში რაც ვნახე 1-2 ისეთი დაკრა შორიდან ))

Posted by: დანელია 23 Mar 2018, 11:50
კი, სიჭინავა. გააძლიერებთ და მეტი არა?! smile.gif

შალვა ბურჯანაძე კიდე იჯარით.

ეგ ახალი უკრანელი კაპიკებში ჩამოვიდა, ჯორჯ-ახალა-ქაშ პროდაქშენია smile.gif დიდი შანსია კიდე ერთი ლეგიონერი დაიდოს და ეგ თუ გამოვიდა ჩათვალე გარანტირებულად ლიგა I შია მერანი.

Posted by: tornike71 23 Mar 2018, 11:52
ისე წელს მაინც უნდა გადმოვიდეს მერანი,კარგად დაიწყებთ ხოლმე და მერე ბოლოში ვეღარ აგვირგვინებთ.

Posted by: took13 23 Mar 2018, 12:24
დანელია
ვა გამიხარდა ბურჯანაძის ამბავი. იმედია ითამაშებს იქ. აქვს პოტენციალი მაგ ბიჭს.

სიჭის რაც შეეხება, შარშანდელის დონეზე არამგონია ჩაატაროს. ვარლამს მთლიანად მაგაზე ქონდა აწყობილი გუნდი. თუმცა დიდი ძალა რომ იქნება რად უნდა თქმა.

უკვრაინელზე მითხრა Qashმა. ძალიან კარგი, იმედია მეორეც გამოვა.
სადაც ჯანსაღი აზრია იქ იქნება წარმატებაც. უფრო მეტად ვუქომაგებ მარტვილის ამოსვლას.

Posted by: დანელია 23 Mar 2018, 12:37
took13

კი ითამაშებს, მაგიტო დაიმატეს.
თუხარელი დაიმატეს კიდე...შუქურაში რო იყო ის ფორმა თუ დაიბრუნა, კარგი იქნება.
უკრაინელი ამ წუთებში წყდება...

Posted by: Sean 23 Mar 2018, 13:29
QUOTE
ბურჯანაძის

მშვენიერი, იმედია ექნება პრაქტიკა

ძალიან კარგი მონაცემები აქვს ჩემი აზრით ამ ბიჭს, CB-სი, დახვეწა უნდა ოღონდ სერიოზული

Posted by: ogafa2 23 Mar 2018, 22:09
https://www.facebook.com/fcmerani/videos/1598783396887328/?notif_id=1521663979160276&notif_t=notify_me_page
* * *
დათა სიჭინავას და შალვა ბურჯანაძეს წარდგენა მარტვილის "მერანში"

Posted by: დანელია 27 Mar 2018, 01:27
user posted image

სერგი კუხიანიძეც იჯარით war.gif
ტორპედოს ასაკობრივებრივებში ერთ-ერთი გამორჩეული იყო sa.gif

Posted by: ogafa2 27 Mar 2018, 21:47
user posted image ............. მარტვილის "მერანს" კიდევ ერთი ახალწვეული ჰყავს.

"მერანის" ღირსებას ქუთაისის "ტორპედოს" აღზრდილი, 18 წლის ფორვარდი - სერგო კუხიანიძე დაიცავს.

Posted by: დანელია 28 Mar 2018, 15:58
ირაკლი კლიმიაშვილიც მერანში bis.gif


--------

Posted by: ogafa2 28 Mar 2018, 23:54
იქოქება მერანი მალე შარშანდელზე უფრო ძლიერი გუნდი იქნება
* * *
ირაკლი კლიმიაშვილის წარდგენა მარტვილის "მერანში" https://www.facebook.com/fcmerani/videos/1605183919580609/
* * *
........................................................................................................................................................

Posted by: ogafa2 30 Mar 2018, 22:45
user posted image ............. "მერანი" - "შუქურა" 1:0

Posted by: ogafa2 1 Apr 2018, 22:22
უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოიპოვა მარტვილის „მერანმა“ საშინაო შეხვედრაში. ჭყონდიდელები დღეს, „მურთაზ ხურცილავას“ სახელობის არენაზე ქობულეთის „შუქურას“ დაუპირისპირდნენ და ნიკა მგელაძის მიერ 53-ე წუთზე გატანილი გოლით 1:0 დაამარცხეს მეტოქე.

„მერანის“ რიგებში დღევანდელ მატჩში, ერთბაშად ხუთ ფეხბურთელს ჰქონდა დებიუტი და უნდა ითქვას, რომ დებიუტანტებმა კარგად წარმოაჩინეს თავი. დათა სიჭინავამ საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში, აქტიური იყო ირაკლი კლიმიაშვილი, შეცვლაზე შემოსული სერგო კუხიანიძე და შალვა ბურჯანაძეც კარგად ჩაერთვნენ თამაშში. კახაბერ მეშველიანს კი საუკეთესო მატჩი ჰქონდა მარტვილელთა რიგებში და „მერანის“ დღევანდელ გამარჯვებაში მასპინძელთა კიპერს ლომის წილი მიუძღვის.

გოლი სტანდარტულიდან გაიტანეს მიხეილ მახვილაძის შეგირდებმა. 53-ე წუთზე საჯარიმო დარტყმა დაინიშნა „შუქურას“ კარის მიმართულებით. დათა სიჭინავამ „შუქურას“ საჯარიმოში „მერანის“ ცენტრალურ მცველს, ნიკა მგელაძეს ბურთი თავზე დაასვა, რომელმაც ზუსტი, აუღებელი თავური დარტყმით სამი ქულის მომტანი გოლი გაიტანა სტუმართა კარში.

ამ გამარჯვების შემდეგ, „მერანს“ 7 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე აინაცვლა. ჩვენი გუნდი მომდევნო ტურის მატჩს 4 აპრილს გამართავს სტუმრად, თბილისის „შევარდენთან“.

30 მარტი. 16:00. მარტვილი. „მურთაზ ხურცილავა“.
ეროვნული ლიგა 2. ტური IV.

„მერანი“ (მარტვილი) – „შუქურა“ (ქობულეთი) 1:0 (0:0)
გოლი: ნიკა მგელაძე (53’).

„მერანი“: მეშველიანი, მგელაძე, ვ. ფაცაცია (კუხიანიძე 46’), მელიავა, გეგია, ლომაშვილი ©, ტეიდი, კლიმიაშვილი, სიჭინავა (ხინთიბიძე 90+2’), ტრეტიაკი, მათიაშვილი (ბურჯანაძე 75’).

სათადარიგო: აბრამიშვილი, ციმაკურიძე, ბურჯანაძე, ბოლქვაძე, კურდღელაშვილი, ხინთიბიძე, კუხიანიძე.

მთავარი მწვრთნელი: მიხეილ მახვილაძე.

„შუქურა“: კუპატაძე ©, კალანდია, რამოსი, ივანიაძე, ქათამაძე, ჭანუყვაძე (ნემსაძე 72’), კვასხვაძე, კონიეჰა (ბულუხაძე 86’), ცეცხლაძე, ჯეფერსონი, დასე.

სათადარიგო: მოწყობილი ბულუხაძე, წულუკიძე, ფოთელიძე, ნემსაძე, გოგმაჩაძე, მალაზონია.

მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჭელიძე.

გაფრთხილება: ვაჟა მათიაშვილი (74’).

მთავარი მსაჯი: გიორგი ყრუაშვილი. ............. ------- ......... ედემი ელერჯია
* * *
https://www.facebook.com/fcmerani/videos/1606314999467501/

Posted by: ogafa2 3 Apr 2018, 08:18
user posted image .......... მარტვილის ,,სალხინო"-მ ზესტაფონის ,,ზესტაფონი" 2-0 დაამარცხა
* * *
user posted image .........

Posted by: ogafa2 5 Apr 2018, 04:05
https://www.facebook.com/fcmerani/videos/1611211735644494/ ....................... შევარდენი 2-1 მერანი | მატჩის ვიდეო-მიმოხილვა
* * *
დასანანი მარცხი „შევარდენთან“: „შევარდენი“ – „მერანი“ 2:1

ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“, მე-5 ტურის შეხვედრა წააგო მარტვილის „მერანმა“ თბილისის „შევარდენთან“. არადა, თამაშის საერთო სურათის გათვალისწინებით, მარტვილელებს, მინიმუმ ქულის აღება მართებდათ გუშინდელ დაპირისპირებაში და პირველ ნახევარში მათ მიერ შექმნილი სახიფათო მომენტების ნაწილი მაინც რომ გამოეყენებინათ, მატჩი სტუმრებისთვის სასურველი შედეგით დასრულდებოდა..

თამაში კი საკმაოდ მაღალ ტემპში დაიწყო და პირველი ხიფათი მე-2 წუთზე კახაბერ მეშველიანმა განმუხტა, როცა მიხეილ როსტიაშვილს არ გაატანინა ახლო მანძილიდან.

„მერანის“ საპასუხო იერიშის შემდეგ კი „შევარდენი“ გადარჩა. სტანდარტული დათა სიჭინავამ შეასრულა. მოჭრილი, ყუმბარისებური დარტყმის შემდეგ, ნადირაძემ ბურთი ხელებში ვერ შეიმაგრა, თუმცა დამატებაზე, ახლოდან არაზუსტი იყო სერგო კუხიანიძე.

მომდევნო ეპიზოდში, სტუმრები თერთმეტმეტრიანის დანიშვნას ითხოვდნენ „შევარდენის“ საჯარიმოში დათა სიჭინავას წაქცევისთვის, თუმცა მთავარი არბიტრის აზრით, თამაშის წესების დარღვევა არ ყოფილა და თამაში გაგრძელდა.

მე-17 წუთზე ანგარიში უნდა გახსნილიყო. გუნდის კაპიტანმა, ვაჟა ლომაშვილმა მახვილგონივრული პასით, სერგეი ტრეტიაკი გაიყვანა მეკარესთან პირისპირ, უკრაინელმა მეტოქე გუნდის კიპერი ცრუმოძრაობით მოატყუა, მაგრამ ოდნავ წინ გაექცა ბურთი და შეტევამ სიმწვავე დაკარგა, საბოლოოდ მაინც დაარტყა ტრეტიაკმა კარში, თუმცა ცარიელი კარიდან მცველებმა გამოიტანეს ბურთი.

24-ე წუთზე კი მასპინძლებმა კუთხური გაითამაშეს, საბოლოოდ ექს-მერანელი შოთა ჯიქიას ზუსტი გადაცემით „შევარდენის“ ფორვარდმა, ფარიდ ნაბიევმა გახსნა ანგარიში 1:0.

მეორე გოლიც სტანდარტულიდან გაიტანეს „შევარდენის“ ფეხბურთელებმა. 32-ე წუთზე ომარ პატარკაციშვილმა გამოიჩინა თავი გოლით- 2:0.

მეორე ნახევარში, მასპინძლები მთელი გუნდით დაცვაში ჩაჯდნენ და ანგარიშის შენარჩუნებაზე ფიქრი 46-ე წუთიდანვე დაიწყეს. „მერანი“ დიდი ძალებით უტევდა, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში აკლდა სიზუსტე „მერანელთა“ შეტევებს. წონასწორობის აღდგენის კარგი შანსი ჰქონდა სერგო კუხიანიძეს, რომელიც ერთი შეხებით, ეფექტური დარტყმით აპირებდა გოლის გატანას. ანალოგიური ეპიზოდი ვერ გამოიყენა ნიკოლოზ ხინთიბიძემ. სერგეი ტრეტიაკის მიერ შორეული გასროლილი ბურთი კი ნადირაძემ მუშტებით კუთხურზე მოიგერია. 70-ე წუთზე დათა სიჭინავა გაიყვანეს თანაგუნდელებმა კარგ პოზიციაზე და „მერანის“ ახალწვეულმა ზუსტადაც დაარტყა კარში და გაიტანა, მაგრამ თამაშგარე მდგომარეობა დაფიქსირდა.

მარტვილელებმა ანგარიშის სხვაობია მაინც შეამცირეს, შეცვლაზე შემოსულმა დავით ბოლქვაძემ 77-ე წუთზე თამაშის გადარჩენის შანსი დაუბრუნა თავის გუნდს. აღნიშნულ ეპიზოდში კიჭი მელიავამ ითამაშა ფლანგზე კარგად და სწორედ მისი საგოლე გადაცემის შემდეგ დაასრულა შეტევა გოლით გამოცდილმა ნახევარმცველმა. .

დარჩენილ დროში „მერანი“ მასპინძელთა საჯარიმოში დაბანაკდა და თამაშის გადარჩენა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში შეეძლოთ მარტვილელებს, თუმცა ბენჟამინ ტეიდის დარტყმული ბურთი მცველებმა კუთხურზე მოიგერიეს.

ამრიგად, 5 ტურის შემდეგ „მერანს“ 7 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა. მიხეილ მახვილაძის გუნდი თავის მომდევნო მატჩს 13 აპრილს გამართავს, წყალტუბოს „სამგურალის“ წინააღმდეგ მარტვილში.

4 აპრილი. 16:00. თბილისი. ტექნიკური ცენტრი „ბასა“.
ეროვნული ლიგა . ტური V.
„შევარდენი“ (თბილისი) – „მერანი“ (მარტვილი) 2:1 (2:0)
გოლები: 1:0 ფარიდ ნაბიევი (24’), 2:0 ომარ პატარკაციშვილი (32’), 2:1 დავით ბოლქვაძე (77’).

„მერანი“: მეშველიანი, მგელაძე, ვ. ფაცაცია, მელიავა, გეგია (ბოლქვაძე 42’), ლომაშვილი ©, ტეიდი, კლიმიაშვილი, სიჭინავა, ტრეტიაკი, კუხიანიძე (ხინთიბიძე 58’).

სათადარიგო: აბრამიშვილი, ციმაკურიძე, ბოლქვაძე, კურდღელაშვილი, ხინთიბიძე, ბურჯანაძე, მათიაშვილი.

მთავარი მწვრთნელი: მიხეილ მახვილაძე.

„შევარდენი“: ნადირაძე ©, სატურინიო, პატარკაციშვილი, გუჯაბიძე, ნაბიევი, ქანთარია (მაისურაძე 73’), გედენიძე, ჩიკვაიძე, როსტიაშვილი (ოდიკაძე 61’), ჯიქია, კილასონია (ჯიშკარიანი 82’).

სათადარიგო: აბაშიძე, მთივლიშვილი, ნემსაძე, მაისურაძე, ჯიშარიანი, ოდიკაძე, ლიპარტელიანი.
მთავარი მწვრთნელი: გელა სანაია.

გაფრთხილება: ლომაშვილი (44’), სატურინიო (87’).

მთავარი არბიტრი: დავით სანოძე .......... -------- ........ ედემი ელერჯია

Posted by: ogafa2 13 Apr 2018, 08:27
user posted image ...... მარტვილის ,,სალხინო" ,,რეგიონალური ლიგის" A ჯგუფში გალიდერდა

Posted by: hopla123 13 Apr 2018, 08:35
მერანმა მემგონი კარგი ქნა რო ვერ გადავიდა უმაღლესში. რუსთავი სულ დაიშალა ყველა ახალი მოიყვანეს

Posted by: ogafa2 13 Apr 2018, 13:51
hopla123 მალე დაიქოქება მერანი და წელს მოახერხებს გადასვლას

Posted by: otokarcobra 13 Apr 2018, 16:19
სამსახურში უსაქმოდ ვარ და მერანი-სამგურალი ჩავრთე, რა ტუზი დამეცა მე-20 წუთზე 2:2 biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: ogafa2 14 Apr 2018, 06:52
https://www.facebook.com/fcmerani/videos/1619986274767040/
* * *
მერანი - სამგურალი 2:2 | ვიდეომიმოხილვა

Posted by: jaro87 14 Apr 2018, 11:11
QUOTE
მალე დაიქოქება მერანი და წელს მოახერხებს გადასვლას


ძალიან ბევრ ქულას კარგავს დასაწყიშივე და გაუჭირდება. როცა ყველაზე კარგი შანსი ქონდა, ჯერ იყო და პირველი ადგილი გაანიავა, მერე კიდე სრულიად უსახურ კოლხეთთან წააგო. პირველი ადგილით ალბათ ბათუმის დინამო გადავა, მერანი, ვიტ ჯორჯია და გაგრა იბრძოლებენ გადათამაშებისთვის. ამ ეტაპზე ასე ჩანს.

Posted by: ogafa2 14 Apr 2018, 13:37

jaro87 გვიჭირს ჯერჯერობით არაა გუნდი შეთამაშებული ..................

Posted by: ogafa2 16 Apr 2018, 21:50
user posted image ............. წალენჯიხის ,,სქური" 4-5 მარტვილის ,,სალხინო"
* * *
,,დავით ყიფიანი"-ს სახელობის თასის გათამაშება
* * *
user posted image ......................................................................................................

Posted by: ogafa2 19 Apr 2018, 22:46
user posted image ......... ერთგულმა ქომაგებმა გუნდთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და „მერანი“ თბილისში გააცილეს.

Posted by: ogafa2 21 Apr 2018, 08:42
https://www.facebook.com/fcmerani/videos/1626843354081332/

Posted by: ogafa2 22 Apr 2018, 14:03
"მერანი" "ნორჩ დინამოსთან" მინიმალური ანგარიშით დამარცხდა

მარტვილის „მერანი“ ეროვნული ლიგა 2-ის, მე-7 ტურის მატჩში „ნორჩ დინამოსთან“ 0:1 დამარცხდა. არადა წესით, „შატილის“ სტადიონზე მარტვილელები შეხვედრის დებიუტშივე უნდა დაწინაურებულიყვნენ, რადგან თამაშის პირველივე წუთზე მიუტევებელი შეცდომა დაუშვა მასპინძელთა გუნდის კაპიტანმა, სევასტი თოდუამ. მისი არაზუსტი გადაცემით დათა სიჭინავამ ისარგებლა და მეკარესთან პირისპირ გასულს ანგარიში უნდა გაეხსნა, თუმცა შეყრილაძეს ვერ აჯობა..

პირველ ნახევარში ძირითადად „მერანი“ ფლობდა ბურთს და სახიფათო მომენტებიც „ნორჩ დინამოელთა“ კართან იქმნებოდა. მე-14 წუთზე ჯერ ძელმა იხსნა მასპინძელთა კარი, როცა დათა სიჭინავას მიერ მეტოქე გუნდის საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი კარისკენ წავიდა, დამატებაზე კი ვანო კურდღელაშვილის დარტყმული ბურთი კიპერმა მუშტებით მოიგერია.

27-ე წუთზე კი ისევ სიჭინავა იყო მიზანთან ახლოს, რადგან მის მიერ კუთხურიდან მოწოდებული ბურთი „დინამოს“ ფეხბურთელმა გამოიტანა საკუთარი კარის ხაზიდან.

ტაიმის განმავლობაში სტუმრები სახიფათო მომენტებს უხვად ქმნიდნენ, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში აკლდათ სიზუსტე ან მოწინააღმდეგე გუნდის მეკარე თამაშობდა დამაჯერებლად.

მეორე ნახევარში „ნორჩმა დინამომ“ თამაში შედარებით გამოასწორა, მაგრამ თამაში მაინც „მერანის“ კარნახით მიმდინარეობდა. 55-ე წუთზე საჯარიმო დარტყმა დაინიშნა მეშველიანის კარის მიმართულებით. სტანდარტი გოგი ფიფიამ შეასრულა. საბოლოოდ, „მერანის“ საჯარიმოში მცველების უყურადღებო თამაშით იაგო დეისაძემ ისარგებლა და ახლო მანძილიდან ანგარიში გახსნა - 1:0.

დარჩენილ დროში მარტვილელებმა თამაშის გადარჩნა სცადეს და საკმაოდ მწვავედ შეუტიეს მეტოქეს. კარგი მომენტი ჰქონდა შეცვლაზე შემოსულ სერგეი ტრეტიაკს, თუმცა ვერ გამოიყენა.
83-ე წუთზე კი დათა სიჭინავას მიეცა ისევ შანსი, საჯარიმო დარტყმით აღედგინა წონასწორობა და „მერანელმაც“ ზუსტად დაარტყა კარში, თუმცა შეყრილაძემ პოზიცია კარგად შეარჩია და ნახტომში კუთხურზე მოიგერია ბურთი.

საბოლოოდ, მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა. „მერანი“ პირველი წრის ბოლოს წინა მატჩს 26 აპრილს გამართავს. მარტვილელები საკუთარ არენაზე საფეხბურთო კლუბ „ცხინვალს“ უმასპინძლებენ. შეხვედრა 13:00 საათზე დაიწყება და მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას აჭარის ტელევიზია უზრუნველყოფს.

20 აპრილი. 16:00. თბილისი. „შატილი“.
ეროვნული ლიგა 2. ტური VII

“ნორჩი დინამო“ (თბილისი) – „მერანი“ (მარტვილი) 1:0 (0:0)
გოლი: იაგო დეისაძე (55’).

„მერანი“: მეშველიანი, ციმაკურიძე, ბურჯანაძე, ლომაშვილი ©, მელიავა, ტეიდი, კლიმიაშვილი, კურდღელაშვილი (კუხიანიძე 77’), სიჭინავა, პუჩკოვსკი (ტრეტიაკი 46’), ხინთიბიძე (ბოლქვაძე 57’).

სათადარიგო: კულუა, მგელაძე, გეგია, ვ. ფაცაცია, ბოლქვაძე, კუხიანიძე, ტრეტიაკი.

მთავარი მწვრთნელი: მიხეილ მახვილაძე.

„ნორჩი დინამო“: შეყრილაძე, თოდუა ©, ჯოჯუა (გოგობერიშვილი 82’), დეისაძე, ჩუკურა, თევზაძე, მელქაძე (ჩიმაკაძე 78’), ფიფია, ტყეშელაშვილი, კაკაშვილი, გეწაძე.

სათადარიგო: მიქავა, ჩიმაკაძე, გოგობერიშვილი, ფოფხაძე, ჟვანია, ძამსაშვილი, შენგელიძე.

მთავარი მწვრთნელი: ავთანდილ შენგელია.

გაფრთხილება: პუჩკოვსკი (31’), ტყეშელაშვილი 52’), კაკაშვილი (72’), კუხიანიძე (90+1).

მთავარი მსაჯი: გიორგი ვარდიძე.
* * *
....... ედემი ელერჯია ...............................

Posted by: ogafa2 28 Apr 2018, 08:14
https://www.facebook.com/fcmerani/videos/1632372773528390/
"მერანი" - "ცხინვალი" 0:1 | ვიდეო-მიმოხილვა
* * *
user posted image .......... 28 აპრილი. 16:00. მარტვილი. “მურთაზ ხურცილავა“.
„მერანი“ (U19) – “სამტრედია“(U19) 3:1 (3:0)
გოლები: 1:0 თენგიზ თოლორდავა (7’), 2:0, 3:0 (დავით ლუკავა 22’, 44’), 3:1 გიორგი ლომიძე (70’ პენ).

Posted by: ogafa2 2 May 2018, 08:06
პირველი წრის ბოლო ტურის მატჩი გამართა მარტვილის „მერანმა“ ბათუმში და ანგარიშით 0:1 დამარცხდა. სანამ უშუალოდ თამაშს შევეხებოდეთ, ვთქვათ ისიც, რომ ნამდვილი საფეხბურთო ატმოსფერო იყო ანგისას ბაზაზე. სავსე ტრიბუნები, განათებული სტადიონი და საინტერესო თამაში. ანგისას ბაზა „დინამო“ –„მერანის“ მატჩით გაიხსნა..

შეხვედრა მარტვილელებმა აქტიურად დაიწყეს და მატჩის დებიუტში, 3 წუთიან მონაკვეთში, ზედიზედ 3 კუთხური მოაწოდა დათა სიჭინავამ. შედარებით სახიფათო იყო მესამე კუთხური, თუმცა ამ ეპიზოდში ალავიძემ ითამაშა დამაჯერებლად. მალე მასპინძლებმაც შეუტიეს მწვავედ, თამაში გათანაბრდა და გარდამავალი უპირატესობით წარიმართა.

ტაიმის მიწურულს, ორი საკმაოდ სახიფათო მომენტი გაცვალეს გუნდებმა და ორივე შემთხვევაში ქების ღირსია მიხეილ ალავიძე და გოგი კულუა. 29-ე წუთზე ბათუმელთა კაპიტანმა, ვალერიან თევდორაძემ გაისროლა ბურთი საჯარიმოს მისადგომებიდან უძლიერესად, კულუამ ნახტომში მოიგერია. 35-ე წუთზე კი დავით ბოლქვაძის მიერ შესრულებული საჯარიმო დარტყმის დროს კულუას ვიზავიმ ითამაშა ჩინებულად და თავისი გუნდი გადაარჩინა.

42-ე წუთზე, კიდევ ერთხელ გამოიჩინა თავი შესანიშნავი თამაშით გოგი კულუამ, რადგან გურამ ადამაძის მიერ ახლო მანძილიდან თავით დარტყმული ბურთი კარის ხაზთან გააქვავა სტუმართა კიპერმა.

მეორე ტაიმშიც იქმნებოდა მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტები ორივე გუნდის კართან. შეხვედრის საერთო სურათიდან გამომდინარე კი უფრო საყაიმო ანგარიშისკენ მიდიოდა თამაში, თუმცა 70-ე წუთზე მასპინძლები დაწინაურდნენ. აღნიშნულ ეპიზოდში ბათუმელთაგან ფარტენაძემ კარში დაარტყა, მაგრამ, საბოლოოდ მეკარის ბაქანთან ახლოს მყოფ ამირან აბუსელიძეს მიუვიდა ბურთი და “დინამოელმა” ახლო მანძილიდან გახსნა ანგარიში.

დარჩენილ დროში „მერანელებს“ მონდომება და ცდა არ დაუკლიათ თამაშის გადასარჩენად, მაგრამ საბოლოოდ ანგარიში არ შეცვლილა და შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა. „მერანი“ მომდევნო ტურის მატჩსაც სტუმრად გამართავს.ჩვენი გუნდი 5 მაისს, ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ „გაგრას“ დაუპირისპირდება.

1 მაისი. 20:00. ბათუმი. ანგისას ბაზა.
ეროვნული ლიგა 2. ტური IX.
“დინამო“ (ბათუმი) – „მერანი“ (მარტვილი) 1:0 (0:0)
გოლი: ამირან აბუსელიძე (70’).

„დინამო“ ბთ: ალავიძე, ფარტენაძე, ადამაძე, ქავთარაძე, ვარშანიძე, თევდორაძე (კ) (განუგრავა 88’), შარიქაძე, ჯანელიძე (აბუსელიძე 59’), გაგოშიძე, ჩალაძე, ფლამარიონი (დეკანოიძე 90+2’).

სათადარიგო: შოვნაძე, ტროფიმოვი, ჯიჯავაძე. კვარაცხელია.

მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე.

„მერანი“: კულუა, მგელაძე, ციმაკურიძე (პუჩკოვსკი 75’), ვ. ფაცაცია, მელიავა (კ), გეგია, ტეიდი, ბოლქვაძე (ხინთიბიძე 85’), კლიმიაშვილი, სიჭინავა, კუხიანიძე (ტრეტიაკი 63’).

სათადარიგო: მეშველიანი, ბურჯანაძე, ლომაშვილი, ლუკავა.
მთავარი მწვრთნელი: მიხეილ მახვილაძე.

გაფრთხილება: კუხიანიძე (52’), შარიქაძე (54’), გეგია (69’), ციმაკურიძე (73’), ქავთარაძე (86’).

მთავარი მსაჯი: გიორგი ავაზაშვილი.
* * *
........ ედემი ელერჯია ........................................

Posted by: crack94 2 May 2018, 09:01
ogafa2
ფაცაცია გეგია და კუხიანიძე ძაან სუსტები არიან

მახვილაძე ვერ ქაჩავს

Posted by: jaro87 2 May 2018, 09:58
კიდევ ერთხელ დამტკიცდა რომ ტრენერი ძალიან ბევრს ნიშნავს. ფაქტიურად უტრენეროდ თამაშობთ. ვერ მოერგო მახვილაძე გუნდს. ჯერ კი არის დიდი დრო დარჩენილი, მაგრამ კონკურენტები ძალიან ბევრია და ალბათ გადათამაშებაში მოხვედრაც გაგიჭირდებათ.

Posted by: ogafa2 2 May 2018, 22:58
crack94 jaro87 გასაგებია ყველა ხედავს ვერ დაიქოქა მერანი .......... "დინამო" ბთ - "მერანი" 1:0 | ვიდეო-მიმოხილვა ......... https://www.facebook.com/fcmerani/videos/1637344459697888/

Posted by: დანელია 3 May 2018, 00:52
crack94

შენ დინამო ბთ - მერანს უყურე და მაქედან დაასკვენი რომ ფაცაციაა სუსტი? biggrin.gif თუ მანამდეც გაქვს მაგის თამაში ნანახი?
სუსტი კი არა, ყველაზე მაგარი მონაცემები აქვს ცენტრ. მცველებში ახალი თაობიდან, მასე კარგა ხანია არავინ მომწონებია...სოლომონას უნდა ამოვუყენო ნაკრებში გვერდში smile.gif
დავაი ვაჟიკო sa.gif

user posted image

Posted by: ogafa2 4 May 2018, 08:45
user posted image დინამო ბთ - მერანი
* * *
user posted image დინამო ბთ - მერანი
* * *
user posted image მარტვილის ,,სალხინო"-მ ქუთაისის ,ტორპედო 2" სტუმრად 4-0 დაამაცხა

Posted by: ogafa2 6 May 2018, 21:26
„მერანის“ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება კაპიტნის და იუბილარის გოლებით!
„გაგრა“ – „მერანი“ 0:2

ეროვნული ლიგა 2-ის მეორე წრე წარმატებით დაიწყო მარტვილის „მერანმა“. გამარჯვება მოწყურებული მეგრული კლუბი, ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ „გაგრას“ დაუპირისპირდა და ვაჟა ლომაშვილის და ბენჟამინ ტეიდის მიერ გატანილი ჩინებული გოლებით 2:0 დაამარცხა მეტოქე.

„ბასაზე“ პირველი ტაიმი თანაბრად წარიმართა და ორივე გუნდს ჰქონდა შანსი დაწინაურებულიყო, თუმცა მთავარი მოვლენები მეორე ნახევარში განვითარდა.

მეორე ტაიმი ხუთი წუთის დაყებული იყო, როცა დათა სიჭინავას მიერ კარგად მოწოდებული კუთხურის შემდეგ, ჩვენი გუნდის კაპიტანმა, ვაჟა ლომაშვილმა თავური დარტყმით „გაგრას“ კარის ბადე შეარხია.

83-ე წუთზე კი იუბილარის ჯერი დადგა („მერანის“ ნიგერიელი ლეგიონერი, ბენჟამინ ტეიდი დღეს 24 წლის გახდა), რომელმაც კარგი საჩუქარი გაუკეთა საკუთარ თავს და „მერანს. ტეიდმა მოედნის შუაგულში კიჭი მელიავასგან მიიღო ბურთი, საჯარიმოს მისადგომებისკენ დაიძრა და შორეული, უძლიერესი დარტყმით „ცხრიანში“ მოათავსა ბურთი.

მეორე გოლმა საბოლოოდ გადაწყვიტა მატჩის ბედი. „მერანმა“ შეხვედრის მიწურულს კიდევ ერთი ლამაზი გოლი გაიტანა. დავით ბოლქვაძის კარგი გადაცემის შემდეგ, ნიკოლოზ ხინთიბიძემ ეფექტური თავური დარტყმით გადაგზავნა ბურთი მეტოქე გუნდის კარში, თუმცა თამაშგარე მდგომარეობა დაფიქსირდა.

ამრიგად, „მერანმა“ უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოპოვა მე-10 ტურის მატჩში. „მერანელები“ მომდევნო ტურის შეხვედრასაც სტუმრად გამართავენ. მიხეილ მახვილაძის გუნდი, 12 მაისს, „გივი ჩოხელის“ სახელობის სტდიონზე „თელავს“ დაუპირისპირდება.

5 მაისი. 16:00. ტექნიკური ცენტრი „ბასა“.
ეროვნული ლიგა 2. ტური X.

„გაგრა“ (გაგრა) – „მერანი“ (მარტვილი) 0:2 (0:0)
გოლები: 0:1 ვაჟა ლომაშვილი (50’), 0:2 ბენჟამინ ტეიდი (83’).

„გაგრა“: ისიანი, ბრაჭული, ზახარენკო, სამხარაძე, გაფრინდაშვილი, ცაცკრიალაშვილი (კ) (პაპავა 60’), ხაბელაშვილი (სულთანიშვლი 64’), ლომსაძე (კილაძე 75’), სოფრომაძე, გოგატიშვილი, კაკიაშვილი.

სათადარიგო: ქუთათელაძე, ხოსიტაშვილი, მაგრაქველიძე, გაბრიჩიძე.
მთავარი მწვრთნელი: დენის ხომუტოვი.

„მერანი“: კულუა, მგელაძე, ლომაშვილი (კ), მელიავა, ვ. ფაცაცია, ტეიდი (ხინთიბიძე 87’) კლიმიაშვილი (ბურჯანაძე 71), ბოლქვაძე, ლუკავა, კუხიანიძე (თოლორდავა 58’), სიჭინავა.

სათადარიგო: მეშველიანი, გეგია, კურდღელაშვილი.
მთავარი მწვრთნელი: მიხეილ მახვილაძე.

გაფრთხილება: დავით ლუკავა (80’).

მთავარი მსაჯი: აბდულა ბასლეჰლო ................. ----- ....... ედემი ელერჯია
* * *
"გაგრა" - "მერანი" 0:2 | ვიდეო-მიმოხილვა https://www.facebook.com/fcmerani/videos/1641586812606986/

Posted by: ogafa2 12 May 2018, 12:20
user posted image თასის 1/16 ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმაართა
* * *
ეროვნული ლიგა 2-ის, მე-11 ტურის მატჩში მარტვილის „მერანი“ თელავში, ადგლობრივ „თელავთან“ დამარცხდა.

„გივი ჩოხელის“ სახელობის სტადიონზე მასპინძლები 24-ე წუთზე, გიორგი ნიქაბაძემ დააწინაურა, რომელსაც მცირე რიკოშეტის შემდეგ, „მერანის“ საჯარიმოში ხელსაყრელ პოზიციაზე მიუვიდა ბურთი და ახლო მანძილიდან ანგარიში გახსნა.

47-ე წუთზე, შეცვლაზე შემოსულ გიორგი ციმაკურიძეს ორი წუთი დასჭირდა წონასწორობის აღსადგენად. აღნიშნულ ეპიზოდში, დავით ბოლქვაძემ წამოიწყო სახიფათო შეტევა, რომლის პასის შემდეგ, დავით ლუკავამ იაქტიურა და გიორგი ციმაკურიძემ მიიღო მისგან საგოლე გადაცემა, საბოლოოდ „მერანის“ გამოცდილმა ფეხბურთელმა მარცხენა დაბალ კუთხეში გაუტანა ლუკა სანიკიძეს.

გადამწყვეტი გოლი „მერანის“ კარში ორი ექს-მერანელის მონაწილეობით გავიდა. 67-ე წუთზე, ვასიკო გოგოლიძის მიერ კუთხურიდან მოწოდებული ბურთი ფირუზ მარაქველიძემ ერთი შეხებით გადაგზავნა კარში და საბოლოო შედეგი - 2:1 დააფიქსირა.

ჩვენი გუნდი მომდევნო ტურის მატჩს 17 მაისს გამართავს. „მერანელები“ საკუთარ კედლებში გათამაშების ლიდერ, თბილისის „ვიტ ჯორჯიას“ დაუპირისპირდებიან.

ეროვნული ლიგა 2. ტური XI.
„თელავი“ (თელავი) – „მერანი“ (მარტვილი) 2:1 (1:0)
გოლები: 1:0 გიორგი ნიქაბაძე (28’), 1:1 გიორგი ციმაკურიძე (47’), 2:1 ფირუზ მარაქველიძე (67’).

„თელავი“: სანიკიძე, თოლორდავა (კ), მარაქველიძე, ნოზაძე (ნ. ბაშელეიშვილი 72’), მურველაშვილი, ჯიქია, ნიაზ ლენა, გოგოლიძე (ნ. ბაშელეიშვილი 84’), ანხელ გონსალესი (იოსელიანი 75’), ხარებაშვილი, ნიქაბაძე.

სათადარიგო: ზუროშვილი, ბერიაშვილი, მ. ბაშელეიშვილი, კუკუჯანაშვილი, იოსელიანი, ნ. ბაშელეიშილი, რუხაძე.

მთავარი მწვრთნელი: გიორგი დეკანოსიძე.

„მერანი“: კულუა, მგელაძე, ბურჯანაძე (თოლორდავა 80’), მელიავა, ვ. ფაცაცია, ლომაშვილი (კ), ბოლქვაძე, სიჭინავა (ციმაკურიძე 46’), ლუკავა, კლიმიაშვილი, კუხიანიძე (ც. ფაცაცია 46’).

სათადარიგო: მეშველიანი, ხინთიბიძე, გეგია, ციმაკურიძე, თოლორდავა, კურდღელაშვილი, ც. ფაცაცია.

მთავარი მწვრთნელი: მიხეილ მახვილაძე.

გაფრთხილება: ირაკლი კლიმიაშვილი (25’), გიორგი მურველაშვილი (28’), დავით ბოლქვაძე (56’), ფირუზ მარაქველიძე (57’), ნიკოლოზ ნოზაძე (60’), ლუკა სანიკიძე (90+1).

მთავარი მსაჯი: პაპუნა მაჭარააძე ......... -------- ....... ედეიმი ელერჯია

Posted by: ogafa2 13 May 2018, 21:58
"თელავი" - "მერანი" 2:1 | გოლები https://www.facebook.com/fcmerani/videos/1648359005263100/

Posted by: დანელია 14 May 2018, 21:19
QUOTE (დანელია @ 3 May 2018, 00:52 )

სუსტი კი არა, ყველაზე მაგარი მონაცემები აქვს ცენტრ. მცველებში ახალი თაობიდან, მასე კარგა ხანია არავინ მომწონებია...სოლომონას უნდა ამოვუყენო ნაკრებში გვერდში smile.gif

user posted image

20 წლამდე ნაკრებში გამოიძახეს, 21 წლამდელებისთვის არჩევენ ფეხბურთელებს.
აზებაიჯანთანაა ამხანაგური...
დავაი ვაჟიკო ეროვნულამდე უნდა ავიდეთ smile.gif sa.gif

Posted by: ogafa2 14 May 2018, 23:33
user posted image მარტვილის "მერანის" ახალგაზრდა ცენტრალურ მცველს, ვაჟა ფაცაციას საქართველოს 20-წლამდე ნაკრებში უხმეს.

ვასილ მაისურაძემ შეკრებაზე 20 ფეხბურთელი მიიწვია და მათ შორისაა "მერანელი".

Posted by: LosVikingos 15 May 2018, 01:41
ეგ კარგია და წარმატებები ვაჟას მაგრამ აუცილებლად უნდა მოიგოთ ვიტთან. თორემ ხელს ჩავიქნევ ამ გუნდზე. არადა წელს ფავორიტებში განვიხილადვდი.

Posted by: ogafa2 15 May 2018, 08:58
ვიტისტან კი ველოდებით სამ ქულას თუ დაიქოქა მერანი sa.gif

Posted by: ogafa2 18 May 2018, 23:37
მერანი - ვიტ ჯორჯია | ვიდეომიმოხილვა https://www.facebook.com/fcmerani/videos/1652493088183025/
* * *
......... საფეხბურთო კლუბმა მარტვილის „მერანმა“ და გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მიხეილ მახვილაძემ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი გაწყვიტეს.

„მერანი“ მადლობას უხდის მიხეილ მახვილაძეს გაწეული სამსახურისთვის და წარმატებებს უსურვებს სამწვრთნელო კარიერაში.
* * *
user posted image მერანი მარტვილი
* * *
user posted image მარტვილის „მერანს“ გამოცდილი, უკრაინელი სპეციალისტი, ანატოლი პისკოვეცი გაწრთვნის.

Posted by: ogafa2 21 May 2018, 00:36
user posted image 19-წლამდე ოქროს ლიგის 8 მონაწილე გუნდი ცნობილია

Posted by: levani-dinamo 21 May 2018, 00:39
ogafa2
QUOTE
ოქროს ლიგის 8 მონაწილე გუნდი ცნობილია

სულ 10 გუნდი არ იქნება?

Posted by: ogafa2 21 May 2018, 23:23
levani-dinamo მგონი ცხრა გუნდიანი უნდა იყოს.

Posted by: levani-dinamo 22 May 2018, 03:04
ogafa2
9 თუ იქნება ძაან ცუდია. ალბათ აქაც ორწრიანი იქნება. ამათი ფორმატი სადმე დევს თუ რამდენი გუნდი იქნება?

Posted by: ogafa2 22 May 2018, 07:31
levani-dinamo ოქროს ლიგის ფორმატი ვერ ვნახე შარშან მერანის U15 მონაწილეობდა ორწრიანი იქნება ალბათ ?

Posted by: levani-dinamo 22 May 2018, 15:34
ogafa2
U15-დან და U17-დან ჯგუფიდან 2-2 გუნდი გადის და 10 გუნდი ასე შეგროვდება. ასაკობრივ ჩემპიონატებში თუნდაც ოქროს ლიგაში 2 წრე ძაან ცოტაა ჯერ ერთი ესენი ბევრს არ თამაშობენ და მეორეც კონკურენცია ნაკლებია

Posted by: ogafa2 22 May 2018, 21:22
levani-dinamo კონკურეცია გასაგებია,ფორმატი და ასე შემდეგ ...... განსაკუთრე
ბული ყურადღება კი ჭირდება

Posted by: levani-dinamo 22 May 2018, 22:26
ogafa2
ეხლა წლევანდელ სეზონში რა ხდება უ19-ში პირველ ეტაპზე 12 თამაშია და ოქროს ლიგა თუ 10 გუნდიანი იქნება ეგეც შენი 18 თამაში და ეს 30 თამაში კმარა? უ15-ში და უ17-შიც ანალოგიურია

Posted by: ogafa2 24 May 2018, 12:05
დღეს ახალი მწვრთნელი გვეყოლება ბათუმში შუქურას თან



Posted by: dundee 25 May 2018, 00:16
ogafa2
უკრაინელები გაუშვეს გუნდიდან?
ბოლო 4 ტურია განაცხადში არ არიან.

Posted by: ogafa2 25 May 2018, 01:14
კი უკრაინელები გაუშვეს გუნდიდან
* * *
„შუქურა“ – „მერანი“ 2:2 - ბოლო წუთის სინდრომი!

ვინც დღეს ანგისას ბასაზე გამართულ მატჩს ადევნა თვალი, ადვილად დაგვეთანხმება, რომ მარტვილის „მერანს“ ყველა ლოგიკით უნდა გაემარჯვა დღევანდელ დაპირისპირებაში და თან დიდი ანგარიშით, რადგან სტუმრებმა პირველი ნახევარი დამაჯერებელი თამაშით 2:0 მოიგეს და მეორე ნახევარშიც არაერთი მომენტი ჰქონდათ იმისთვის, რომ ანგარიში გაეზარდათ..

„შუქურასთან“ მატჩისთვის „მერანი“ ახალმა დამრიგებელმა, ანატოლი პისკოვეცმა მოამზადა, თუმცა უკრაინელ სპეციალისტს შარშან „გაგრაში“ მუშაობის დროს მიღებული დისკვალიფიკაცია ჯერ კიდევ არა აქვს მოხდილი და საკუთარი გუნდის თამაშს ტრიბუნიდან ადევნებდა თვალს, შესაბამისად, მთავარი მწვრთნელის მოვალეობა მოედანზე მისმა ასისტენტმა, ბაგრატ ხელაიამ შეასრულა.

როგორც ავღნიშნეთ „მერანმა“ შეხვედრა საკამოდ მაღალ ტემპში დაიწყო და ჭყონდიდელები პირველივე წუთიდანვე იმდენ სახიფათო მომენტს ქმნიდნენ, გოლი გარდაუვალი ჩანდა. მე-18 წუთზე ფლანგიდან გიორგი ციმაკურიძის მიერ ჩაწოდებულ ბურთს ნიკოლოზ ხინთიბიძე ეფექტური, ტექნიკური დარტყმით გზავნიდა დავით კუპატაძის კარში, თუმცა „შუქურას“ კიპერმა უკუაგდო ბურთი, დამატებაზე მაინც ყველას ხინთიბიძემ დაასწრო და „მერანის“ რიგებში თავისი პირველი გოლი გაიტანა.

„მერანს“ მეტოქეზე ზეწოლა გოლის გატანის შემდეგაც არ შეუწყვეტია. 38-ე წუთზე ბენჟამინ ტეიდმა ითამაშა ბრწყინვალედ, რომელმაც ბრძოლაში აჯობა რამდენიმე მეტოქეს, „შუქურას“ საჯარიმოში შეაღწია და კარში დაარტყა, კიპერმა მუშტებით მოიგერია ბურთი, თუმცა იქვე ჩასაფრებულმა ნიკოლოზ ხიბთიბიძემ თავით გაიტანა და დუბლიც გაიფორმა.

მეორე ნახევარში არაერთხელ შეეძლოთ „მერანელებს“ ანგარიშის გაზრდა, გოლის გატანასთან ყველაზე ახლოს დათა სიჭინავა და ვანო კურდღელაშვილი იყვნენ, თუმცა სიჭინავამ ხელსაყრელი პოზიციიდან გვერდითა ძელს გაარტყა ბურთი, კურდღელაშვილმა კი ახლო მანძილიდან ვერ შესძლო იდეალური შანსის გამოყენება.

დარჩენილ დროში ორჯერ შეუტია „შუქურამ“ და ორივე ეპიზოდი საბედისწერო გამოდგა სტუმრებისთვის, რადგან ნიკო კვასხვაძემ 61-ე წუთზე შეამცირა ანგარიშის სხვაობა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი შეცვლაზე შემოსულმა გიორგი ჭანუყვაძემ საკუთარი გუნდისთვის ქულის მომტანი გოლი გაიტანა 2:2.

24 მაისი. 19:00. ბათუმი. ანგისას ბაზა
ეროვნული ლიგა 2. ტური XIII

„შუქურა“ (ქობულეთი) – „მერანი“ (მარტვილი) 2:2 (0:2)
გოლები: 0:1, 0:2 ნიკოლოზ ხინთიბიძე (18’ 39’), 1:2 ნიკო კვასხვაძე (61’), 2:2 გიორგი ჭანუყვაძე (90+1’).

„მერანი“: კულუა, ლომაშვილი (კ), ბურჯანაძე (ც. ფაცაცია 88’), ვ. ფაცაცია, მელიავა, გეგია, ტეიდი (კურდღელაშვილი 71’), კლიმიაშვილი, სიჭინავა, ციმაკურიძე (ბოლქვაძე 60’), ხინთიბიძე.

სათადარიგო: მეშველიანი, კურდღელაშვილი, ლუკავა, კუხიანიძე, ც. ფაცაცია, ბოლქვაძე.
მწვრთნელი: ბაგრატ ხელაია

„შუქურა“: კუპატაძე, ბულუხაძე, ფოთელიძე, რამოსი, მალანია (კალანდაძე 63’), ლობჯანიძე, ჩელებაძე, ქათამაძე, კვასხვაძე (გოგმაჩაძე 81’), კონიეჰა (ჭანუყვაძე 46’), ჯერალდო.

სათადარიგო: დობორჯგინიძე, კალანდაძე, წულუკიძე, ჭანუყვაძე, გოგიტიძე, გოგმაჩაძე, ნუნიეში.

მთავარი მწვრთნელი: თენგიზ კობიაშვილი.

გაფრთხილება: ნიკოლოზ ხინთიბიძე (2’) გიორგი გეგია (72’).

მთავარი არბიტრი: პაპუნა მაჭარაძე ............ ---------- ........ ედემი ელერჯია

Posted by: jaro87 25 May 2018, 09:26
QUOTE
კი უკრაინელები გაუშვეს გუნდიდან


არადა მინიმუმ ტრეტიაკი არ იყო გასაშვები. პისკოვეციც ანტილეგიონერია? )))

Posted by: amikoo 25 May 2018, 09:32
jaro87

პისკოვეციც აღარაა.
როგორც ვხდები, უმაღლესისთვის ბრძოლა აღარ იგეგმება.

Posted by: Rene Adler 25 May 2018, 10:53
ამოსვლის შანსი უკვე ძალიან მცირეა და ალბათ იფიქრეს ამათ რაღაზე ვუხადოთ ხელფასიო

Posted by: ogafa2 25 May 2018, 15:30
პისკოვეცმა თუ დაქოქა მერანი ამოსვლის შანსი იქნება .....................................................................
* * *
user posted image .................... მერანი ჩემპიონ!!!!

Posted by: ogafa2 26 May 2018, 22:44
"შუქურა" - "მერანი" 2:2 | ვიდეო-მიმოხილვა https://www.facebook.com/fcmerani/videos/1659215124177488/

Posted by: ogafa2 28 May 2018, 07:03
user posted image........... მარტვილის ,,სალხინო"-ს 17 წლამდე გუნდმა, ჭაბუკთა ლიგის A-ჯგუფში I-ადგილი დაიკავა და მომავალი სეზონიდან ,,ოქროს ლიგაში" თამაშის უფლება მოიპოვა.. შემადგენლობა: გვილავა, კარანაძე, გაბელია, გეგეჭკორი, თოდუა, ჯანჯღავა, C.ლაშქარავა, თირქია, კვანტალიანი, ნაჭყებია, ჟვანია, სათადარიგო; ჩომახიძე, ოდიშარია, დანელია, სიგუა, სურმავა. გოლები: ნაჭყებია, 15' 72' ჯანჯღავა 28' თირქია 46' კვანტალიანი 65'
* * *
.................................. მთავარი მწრთვნელი ა კალანდია

Posted by: ogafa2 29 May 2018, 08:51
user posted image https://www.facebook.com/383141432054088/videos/612000215834874/

Posted by: ogafa2 30 May 2018, 22:40
user posted image ჩვენ უკვე 12 000 ვართ!
* * *
user posted image მერანი ვარჯიშზე
* * *
user posted image კარგი ბიჭები

Posted by: ogafa2 3 Jun 2018, 08:33
„მერანი“ "ტორპედოსთან" უხვგოლიან მატჩში დამარცხდა

დღეს, „ტორპედოს“ ბაზაზე ამხანაგური მატჩი გამართა „მერანმა“ ქუთაისის „ტორპედოს“ წინააღმდეგ და ანგარიშით 3:4 დამარცხდა.

შეხვედრა საკმაოდ საინტერესო და უხვგოლიანი გამოვიდა, მარტვილელთა მხრიდან აღნიშნულ მატჩში მცირე ტრავმების გამო მონაწილეობა არ მიუღიათ ნიკა მგელაძეს და ბენჟამინ ტეიდს, ძმები ფაცაციები კი საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში არიან გამოძახებული.

„ტორპედოსთან“ მატჩში, ანატოლი პისკოვეცმა, „მერანის“ 19-წლამდე გუნდის რამდენიმე ფეხბურთელსაც მისცა თავის გამოჩენის შანსი.

ანგარიში „მერანელებმა“ მე-7 წუთზე გახსნეს, ნიკოლოზ ხინთიბიძის აქტიური თამაშის და კარგი პასის შემდეგ, „მერანის“ ლაზარეთიდან ახლახანს გამოსულმა ვაჟა მათიაშვილმა ახლოდან გაუტანა ქვილითაიას.

22-ე წუთზე ექს-მერანელმა ლევან კუტალიამ წონასწორობა აღადგინა. 25-ე წუთზე თორნიკე კაპანაძემ წინ გაიყვანა თავისი გუნდი. პირველი ნახევრის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე კი სარდალიშვილმა 3:1 გახადა ანგარიში.

მეორე ნახევარში, მარტვილელებმა უფრო დიდი ძალებით შეუტიეს და მიუხედავად იმისა, რომ 56-ე წუთზე 1:4 აგებდნენ, 71-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა სერგო კუხიანიძემ, დათა სიჭინავას ფლანგური გადაცემის შემდეგ, ერთი შეხებით გაიტანა, სამ წუთში კი გიორგი ციმაკურიძემ შორეული დარტყმით მინიმუმამდე დაიყვანა ანგარიშის სხვაობა. დარჩენილ დროში გათანაბრებაც შეეძლოთ სტუმრებს, რადგან 81-ე წუთზე ნიკოლოზ ხინთიბიძის მიერ გატანილ გოლზე თამაშგარე მდგომარეობა დაფიქსირდა, 83-ე წუთზე კი ისევ ხინთიბიძე იყო გოლის გატანასთან ახლოს, თუმცა ამ ეპიზოდში „ტორპედოს“ კიპერმა გადაარჩინა მასპინძლები და კუთხურზე მოიგერია ბურთი.

საბოლოოდ მატჩი „ტორპედოს“ გამარჯვებით 4:3 დასრულდა.

„მერანი“ ეროვნული ლიგა 2-ში, მე-14 ტურის მატჩს 8 ივნისს გამართავს. მარტვილელები საკუთარ მოედანზე თბილისის „შევარდენს“ დაუპირისპირდებიან.

ამხანაგური მატჩი
„ტორპედო“ (ქუთაისი) – „მერანი“ (მარტვილი) 4:3
გოლები: 1:0 მათიაშვილი (7’), 1:1 კუტალია (15’), 2:1 კაპანაძე (28’), 3:1 სარდალიშვილი (40’), 4:1 კაპანაძე (56’), 4:2 კუხიანიძე (71’), 4:3 ციმაკურიძე (74’).

„ტორპედო“: ქვილითაია (კ), მამასახლისი, გურული, ტაბატაძე, გიგაური, ქიმაძე, დოლიძე, სარდალიშვილი, წიქარიძე, კუტალია, კაპანაძე.

სათადარიგო: მიქაია, გრიგალაშვილი, ბოჭორიშვილი, წაქაძე, ლიპარტია, ფურცხვანიძე, მახარობლიძე, ბოხაშვილი, კუჭუხიძე, მეგრელიძე.

მთავარი მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი.

„მერანი“: კულუა, ლომაშვილი (კ), ციმაკურიძე, ლეჟავა, მელიავა, გეგია, ბოლქვაძე, კლიმიაშვილი, სიჭინავა, ხინთიბიძე, მათიაშვილი.

სათადარიგო: მეშველიანი, ბოკუჩავა, ლომთაძე, პერტაია, თოლორდავა, კურდღელაშვილი, კუხიანიძე.

მთავარი მწვრთნელი: ანატოლი პისკოვეცი.

მთავარი მსაჯი: ირაკლი ხერხაძე. ............. ---------- ............. ედემი ელერჯია

Posted by: ogafa2 5 Jun 2018, 17:09
user posted image
* * *
სულ მალე, ოქროს ლიგის გათამაშება დაიწყება, სადაც მარტვილის "მერანის" 19-წლამდელები მიიღებენ მონაწილეობას.

........... გამარჯვებული გუნდი მომავალ წელს უეფას ახალგაზრდულ ლიგაში იასპარეზებს.

Posted by: levani-dinamo 5 Jun 2018, 17:20
ogafa2
QUOTE
გამარჯვებული გუნდი მომავალ წელს უეფას ახალგაზრდულ ლიგაში იასპარეზებს

ასე ქულები თუ ვანიავებთ გაისად და იმის გაისად კიდე გვეყოფა კი რეიტინგი იმისთვის რომ ახალგაზრდულ ლიგაზეც ითამაშონ?

Posted by: ogafa2 5 Jun 2018, 20:57
levani-dinamo ისე ეროვნული ლიგების დაფინანსებას ამათ მიხედონ ჯობია რეიტინგიც აიწევს ლიგებბზე კი კერძო კლუბებმა თავიანთ თავს მიხედონ

Posted by: levani-dinamo 5 Jun 2018, 22:28
ogafa2
მარტო ხელფასების მიცემას მართლა ჯობია აკადემიები გააძლიერონ ნახე რა ანგარიშებით მთავრდება

ისე ასაკობრივებსაც ცალკე საიტი რომ გაუკეთონ, თავისი ლაივსქორით, სტრიმებით აი როგორც ელიგაა ცუდი არ იქნება. ასევე ბომბარდირების სიაც გამოაქვეყნონ. რა ვიცი ეს ჩემი აზრია და მგონი ცუდი არ უნდა იყოს. ეხლა შეიძლება ვინმემ იკითხოს ვის აქვს ასაკობრივ ჩემპიონატს ცალკე საიტიო მაგრამ სხვას რას ვუყურებთ ჩვენ ჩვენი გავაკეთოთ. ცოტა მეტი პიარი და ყურადღების მიქცევა უნდა

Posted by: ogafa2 6 Jun 2018, 11:52
levani-dinamo მიმიხვდი ხელფასების მიცემაზე აბა ინფრასტრუქტურა კი ბატინო. ასაკობრივებსაც ეყოლება მაყურებელი და არანაკლებ საინტერესო იქნება საიტებიციც გაეძრობა მთავარია როგორი კონტროლის ქვეშ იქნება კარგი გაგებით რეგიონი იქნება თუ დედაქალაქი.

Posted by: levani-dinamo 6 Jun 2018, 21:56
ogafa2
ამ ფულისმჭამელებს საქმეს ისე ვერ გააკეთებინებ თუ რაღაცით არ აიძულე. აი მაგალითად ასე თუ აკადემია არ გეყოლება ელიგაში ვერ ითამაშებ ან რამე კატეგორიული მოთხოვნა იყოს

Posted by: ogafa2 9 Jun 2018, 12:43
.......... მერანი - შევარდენი 0:0 | ვიდეო-მიმოხილვა
https://www.facebook.com/fcmerani/videos/16739672760356 06/

Posted by: ogafa2 18 Jun 2018, 07:38
მარტვილელთა ქამბექი ლანჩხუთში | „სამგურალი“ VS „მერანი“ 2:4

უხვგოლიანი, საინტერესო, მატჩი გაიმართა ლანჩხუთში, სადაც წყალტუბოს „სამგურალმა“ მარტვილის „მერანს“ „უმასპინძლა“. ჭყონდიდელებმა უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოიპოვეს გასვლით შეხვედრაში და აღნიშნულ დაპირისპირებაში, სასურველი შედეგის დასაფიქსირებლად ყველაფერი ჩადეს ანატოლი პისკოვეცის დამოძღვრილებმა.

პირველ ნახევარში სწრაფი გოლები იხილეს „მერანის“ და „სამგურალის“ გულშემატკივრებმა, რომლებიც მთელი მატჩის განმავლობაში არ გაჩერებულან და ომახიანად ქომაგობდნენ თავიანთ გუნდებს.

მე-8 წუთზე, „ექს-მერანელი“ ზაურ გოგუაძე "მერანის" საჯარიმოსთან ორ მეურვეს გაცდა და დააწინაურა „სამგურალი“. მარტვილელებს ანგარიშის გასათანაბრებლად ერთი წუთი ეყოთ. მე-9 წუთზე, ვანო კურდღელაშვილმა შორეული დარტყმით შესანიშნავი გოლი გაიტანა და წონასწორობა აღადგინა - 1:1.

31-ე წუთზე, ნომინალური მასპინძლები კიდევ ერთხელ გავიდნენ წინ თენგიზ ბრეგვაძის მიერ გატანილი გოლით - 2:1.

მეორე ნახევარში "მერანმა" თამაში უფრო დაალაგა, მეტოქეზე ზეწოლაც გააძლიერა და ამან შედეგი მალე გამოიღო. 54-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა დათა სიჭინავამ კუთხურის ალამიდან მოაწოდა ბურთი კარგად, საჯარიმოში მისი ადრესატი ვაჟა ლომაშვილი გახლდათ, რომელიც თავური დარტყმით კარში გზავნიდა ბურთს, საბოლოოდ ნიკოლოზ ხინთიბიძე შეეხო ბურთს და "მერანმა" მეორედ გაათანაბრა - 2:2.

70-ე წუთზე კიდევ ერთი ლამაზი გოლი გაიტანეს სტუმრებმა, ბრწყინვალე კომბინაცია და ნიკოლოზ ხინთიბიძისგან ქუსლით მიღებული გადაცემა ვანო კურდღელაშვილმა მორიგი გოლით დააგვირგვინა - 2:3.

შეხვედრის ბოლო წუთზე კი თავად ხინთიბიძემ გაიფორმა დუბლი. დათა სიჭინავას გრძელი პასის შემდეგ, თითქმის დაკარგულ ბურთზე იბრძოლა "მერანის" "ცხრიანმა" და მეტოქე გუნდის მცველს აჯობა, საჯარიმოში მეკარესაც ცრუ მოძრაობით აუარა გვერდი და საბოლოო ანგარიში 4:2 დააფიქსირა "მერანის" სასარგებლოდ.

ამ გამარჯვებით „მერანმა“ „სამგურალს“ გადაუსწრო და სატურნირო ცხრილში მერვე ადგილზე აინაცვლა. ჩვენი გუნდი მომდევნო ტურის მატჩს 24 ივნისს მარტვილში გამართავს, მეტოქე თბილისის „ნორჩი დინამო“ იქნება.

ეროვნული ლიგა 2. ტური XV.
17 ივნისი. 17:30. ლანჩხუთი. "ევ. შევარდნაძე".

“სამგურალი“ (წყალტუბო) – „მერანი“ (მარტვილი) 2:4

გოლები: 1:0 ზაურ გოგუაძე (8’), 1:1 ვანო კურდღელაშვილი (9’), 2:1 თენგიზ ბრეგვაძე (31’), 2:2 ნიკოლოზ ხინთიბიძე (54’), 2:3 ვანო კურდღელაშვილი (70’), 2:4 ნიკოლოზ ხინთიბიძე (90’).

"მერანი": მეშველიანი, ლომაშვილი (კ), მელიავა, გეგია, ციმაკურიძე, ვ. ფაცაცია, კლიმიაშვილი (ლომთაძე 63'), ბოლქვაძე (თოლორდავა 87'), ც. ფაცაცია (სიჭინავა 46'), კურდღელაშვილი, ხინთიბიძე.

სათადარიგო: კულუა, სიჭინავა, მათიაშვილი, ლუკავა, ლომთაძე, თოლორდავა, ბოკუჩავა.

მთავარი მწვრთნელი: ანატოლი პისკოვეცი.

"სამგურალი": ნუცუბიძე, ბიბილაშვილი (კ), კაკუშაძე, ნერგაძე, შალამბერიძე, გოგუაძე (ზ. ფანცხავა 69'), გოგიჩაიშვილი (ღონღაძე 72'), ბანძელაძე, ბრეგვაძე (საღრიშვილი 59'), ლაღაძე, ჩხეტიანი.

სათადარიგო: საღრიშვილი, ქოიავა, ღონღაძე, ხელაძე, მანაგაძე, ზ. ფანცხავა, ბ. ფანცხავა.

მთავარი მწვრთნელი: ბესიკ ხაჭიპერაძე.

მთავარი მსაჯი: შოთა ქუხილავა ........ ---------- .......... ედემი ელერჯია
* * *
user posted image .................. ს კ.მერანის ფანკლუბი

Posted by: ogafa2 19 Jun 2018, 07:41

* * *
„მერანის“ 19-წლამდე გუნდმა დიდი ანგარიშით გაიმარჯვა! user posted image

Posted by: ogafa2 20 Jun 2018, 12:39
F.C Salkhino Martvili - ოფიციალური გვერდი- .................. მიმდინარე წლის 19 ივნისს ქ. ზესტაფონში დავით აბაშიძის სახელობის ცენტრალურ მოედანზე გაიმართა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის რეგიონული ლიგის A-ჯგუფის მეთოთხმეტე ტურის შეხვედრა, სადაც მარტვილი "სალხინო" სტუმრობდა ზესტაფონის "ზესტაფონს"

თავიდანვე ავღნიშნავთ რომ დავით აბაშიძის სახელობის მოედანი საქართველოში არის ერთერთი საუკეთესო და იქ არსებული გარემო ფეხბურთელისათვის არის დამატებითი მოტივაცია მაქსიმალურად გამოავლინოს თავისი შესაძლებლობები.

გამომდინარე იქიდან რომ ,,სალხინო“ ერთპიროვნულად ლიდერობს რეგიონალური ლიგის A- ჯგუფის გათამაშებას და ასევე მოწინააღმდეგეც პრაქტიკულად არის ზედა ოთხეულში მოხვედრილი გუნდი, ჩვენთვის სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანი იყო აღნიშნულ შეხვედრა, რადგან ზესტაფონში გამარჯვებით პრაქტიკულად ,,სალხინო" გაიმყარებდა I ადგილს რეგიონალურ ლიგაში.

თამაშის პირველი ნახევარი მასპინძელთა ტერიტორიული უპირატესობით წარიმართ. თამაშს თავიდანვე ეტყობოდა რომ ,,სალხინო"-ს ფეხბურთელები ცდილობდნენ მოწინააღმდეგე გუნდისათვის მოედნის ცენტრში მიეცათ სათამაშო უპირატესობა და სწრაფი კონტრშეტევებით შეექმნათ ხიფათი ,,ზესტაფონი“-ს კართან. თამაში თავიდანვე ხისტი ორთაბრძოლებით მიმდინარეობდა რასაც თამაშის პირველივე ნახევარში მოჰყვა ,,სალხინო“-ს 3 ფეხბურთელის ყვითელი ბარათით გაფრთხილება. შეიძლება ითქვას რომ აღნიშნულ შეხვედრაში საუკეთესო იყო სალხინოს მეკარე ბოჩია დარციმელია, რომელმაც მთელი თამაშის მანძილზე რამოდენიმეჯერ იხსნა გუნდი გაშვებული გოლისაგან.

პირველი ნახევრშივე ,,სალხინო“-ს ფეხბურთელებმა რამოდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს მოწინააღმდეგის კართან, განსაკუთრებით აქტიურობდნენ ფლანგებიდან შეტევებში წულაია და წოწონავა, ასევე საჯარიმოს სიახლოვიდან სტანდარტულიც დაარტყა წულაიამ მაგრამ არაზუსტად. ჩვენ გუნდმა ყველაზე რეალური მომენტი შექმნა პირველი ტაიმის მიწურულს, როდესაც ჯეჯეიას ჩამოწოდებული კუთხური გადასცდა მასპინძელთა მეკარეს და თითქოსდა ნიკა ტუღუშს არ უნდა გასჭირვებოდა ბურთის კარში შეგორება, მაგრან კარგად ითამაშა ზესტაფონელთა მცველმა, დაასწრო ,,სალხინო“-ს ფეხბურთელს და ზედ კარის ხაზიდან გამოიტანა ბურთი, ეს იყო ყველაზე რეალური მომენტი ჩვენი გუნდისათვის მატჩის პირველ ნახევარში.

რაც შეეხება მეორე ნახევარს, თამაშს მთლიანად ,,სალხინო"-ს ფეხბურთელები აკონტროლებდნენ, რასაც მოჰყვა რამოდენიმე მწვავე შეტევა, ასევე დარჯანიც მუდმივად ცდილობდა დასარტყამ პოზიციებზე გასვლას.

,,სალხინო“-ს სათამაშო უპირატესობას მალევე მოჰყვა შედეგი, შეხვედრის 55-ე წუთზე კუთხურის ნიშნულთან ახლოს დანიშნული ჯარიმა წინა ძელთან სიახლოვეს ჩააწოდა ჯეჯეიამ, რასაც მოჰყვა მასპინძელთა გუნდის მცველების და მეკარის შორის შეუთანხმებელი თამაში და მათ შორის შექმნილი არეულობით ისარგებლა ზვიად ციკოლიამ და ზუსტად თავური დარტყმით კანონზომიერად დააწინაურა მარტვილის სალხინო 0-1.

გატანილი გოლის შემდეგ კიდებ რამოდენიმე რეალური მომენტი შეიქმნა, ჯერ დარჯანიამ მცველებს მოუგო ორთაბრძლოა და ძლიერად შემოაგდო პატარა საჯარიმოში ბურთი და წულაიამ ვერ შეძლო კუთხის დაკეტვა და შემდეგ თავად დარჯანიას შეეძლო გოლის გატანა დასწრებაზე მაგრამ ამ ეპიზოდში კარგად ითამაშა მასპინძელთა მეკარემ.

გატანილი გოლის შემდეგ მარტვილელებმა კვლავ აქცენტი გააკეთეს ანგარიშის შენარჩუნებაზე, რასაც მწვრთნელის მხრიდან მოჰყვა შეცვლების განხორციელება და დაცვითი ხაზის გაძლიერება. მეორე ნახევარის მიწურულს ზესტაფონელებს კვლავ შეექმნათ გოლის გატანის შესაძლებლობა, მაგრამ აქაც მეკარე დარციმელიას კარგი თამაშით მოწინააღმდეგეს არ მიეცა გოლის გატანის შესაძლებლობა.

საბოლოო ჯამში ,,სალხინო“-მ დამსახურებულად გაიმარჯვა ურთულეს ორთაბრძოლაში და ღირსეულად ლიდერობს რეგიონალური ლიგის A-ჯგუფის გათამაშებას.

სალხინოს შემადგენლობა:
დარციმელია, ფაილოძე, (ბერიშვილი 78’) ჩხეტია, ბარამიძე, ჯეჯეია, ციკოლია, ტუღუში, (ბაღიშვილი 64’) ჯიჯელავა, წოწონავა, (პატარაია 91’) წულაია, დარჯანია.
სათადარიგო:
ჟიშკარიანი, კაკულია, ბაღიშვილი, ბერიშვილი, პატარაია, ქიქავა, ჯანჯღავა.

გოლი: ზვიად ციკოლია 55’

მწვრთნელი: გივი ხელაია, გალაქტიონ ჭუბაბრია
* * *
მარტვილის ,,სალხინო"-მ ,,ზესტაფონი" გასვლაზე 1-0 დაამარცხა user posted image

Posted by: ogafa2 25 Jun 2018, 14:40
„მერანი“ – „ნორჩი დინამო“ 1:1

ფრედ 1:1 დასრულდა მარტვილში „მერანისა“ და „ნორჩი დინამოს“ მატჩი.

ანგარიში სტუმრებმა 72-ე წუთზე გახსნეს, ექს-მერანელი რევაზ გეწაძის ზუსტი გადაცემის შემდეგ, „ნორჩი დინამოს“ შემტევმა, იაგო დეისაძემ თავური დარტყმით დააწინაურა თავისი გუნდი.

მარტვილელებმა წონასწორობა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში აღადგინეს. საჯარიმო დარტყმა უზადოდ ვანო კურდღელაშვილმა შეასრულა და ქულის მომტანი გოლი გაიტანა მეტოქე გუნდის კარში.

16 ტურის შემდეგ "მერანი" კვლავ მე-8 პოზიციაზეა სატურნირო ცხრილში 18 ქულით. ჩვენი გუნდი მომდევნო ტურის მატჩს 30 ივნისს გამართავს "მცხეთა პარკზე", სადაც საფეხბურთო კლუბ "ცხინვალს" დაუპირისპირდება.

ეროვნული ლიგა 2. ტური XVI.
24 ივნისი. 18:00. მარტვილი. „მურთაზ ხურცილავა“.

„მერანი“ (მარტვილი) – „ნორჩი დინამო“ (თბილისი) 1:1 (0:0)
გოლები: 0:1 იაგო დეისაძე (72’), 1:1 ვანო კურდღელაშვილი (90+10’).

"მერანი": მეშველიანი, ლომაშვილი © (მგელაძე 54'), მელიავა, ვ. ფაცაცია, გეგია, ციმაკურიძე, ტეიდი, კლიმიაშვილი, ბოლქვაძე (მათიაშვილი 90+2'), კურდღელაშვილი, ხინთიბიძე.

სათადარიგო: კულუა, ლომთაძე, მგელაძე, მათიაშვილი, ც. ფაცაცია, თოლორდავა, ბოკუჩავა.

მთავარი მწვრთნელი: ანატოლი პისკოვეცი.

"ნორჩი დინამო": შეყრილაძე, ფოფხაძე, ტყეშელაშვილი, თოდუა ©, ჩუკურა, კაკაშვილი, გოგებაშვილი, კაშია (ჯოჯუა 90'), გეწაძე, დეისაძე (ბეროშვილი 90+11'), შენგელიძე (ფიფია 55').

სათადარიგო: მიქავა, მიქელაძე, ჟვანია, თევზაძე, ფიფია, ჯოჯუა, ბერიშვილი.

მთავარი მწვრთნელი: ავთანდილ შენგელია.

გაფრთხილება: ვ. ფაცაცია (32'), კაკაშვილი (79').

მთავარი არბიტრი: ბაკურ ნინუა ........ ----------- ............. ედემი ელერჯია
* * *
https://www.facebook.com/fcmerani/videos/1694513563980977/

Posted by: ogafa2 1 Jul 2018, 14:51
"მერანი" "მცხეთა პარკზე" დამარცხდა
"ცხინვალი" - "მერანი" 1:0

წარუმატებელი გამოდგა მე-17 ტურის მატჩი „მერანისთვის“. მარტვილელები „მცხეთა პარკზე“ საფეხბურთო კლუბ „ცხინვალს“ დაუპირისპირდნენ და მინიმალური ანგარიშით 0:1 დათმეს შეხვედრა.

კაპიტნის გარეშე მოთამაშე „მერანმა“ (მცირე ტრავმის გამო, ვაჟა ლომაშვილმა ტრიბუნებიდან ადევნა თვალი მატჩს), შეხვედრის 24-ე წუთზე გაუშვა გოლი. ნიკა წივწივაძის მიერ დარტყმული ბურთი გვერდითა ძელს შეეხო და შემდეგ გავიდა კარში.

სტუმრებს პირველ ნახევარში ანგარიშის გათანაბრება და წინ გასვლაც შეეძლოთ, რადგან ზედიზედ ორი იდეალური მომენტი ჰქონდათ და ორივე შემთხვევაში ირაკლი კლიმიაშვილს მართებდა გოლის გატანა, თუმცა პირველ ეპიზოდში ლუკა გადრანმა ცარიელი კარიდან გამოიტანა ბურთი და გადაარჩინა საკუთარი გუნდი, მეორე შემთხვევაში კი „ცხინვალელთა“ კიპერმა ივარგა.

მეორე ნახევარში ძირითადად „მერანი“ დომინირებდა და მეტ-ნაკლებად სახიფათო ეპიზოდებს ქმნიდა, თუმცა ჭყონდიდელებმა თამაშის გადარჩება ვერ შესძლეს და მატჩი ნომინალური მასპინძლის გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

„მერანი“ მეორე წრის ბოლო შეხვედრას 6 ივლისს გამართავს. მე-18 ტურში ჩვენი გუნდი ბათუმის „დინამოს“ დაუხვდება საკუთარ მოედანზე.

„მერანის“ მთავარი მწვრთნელის, ანატოლი პისკოვეცის თქმით, საზაფხულო შესვენებაზე გუნდი რამდენიმე ფეხბურთელით გაძლიერდება და გააგრძელებს ბრძოლას, როგორც ჩემპიონატზე ისევე საქართველოს თასზე.

30 ივნისი. 18:00. მცხეთა. „მცხეთა პარკი“.
ეროვნული ლიგა 2. ტური XVII.
„ცხინვალი“ (ცხინვალი) – „მერანი“ (მარტვილი) 1:0
გოლი: ნიკა წივწვივაძე (24’).

„მერანი“: მეშველიანი, მგელაძე, მელიავა ©, ვ. ფაცაცია, გეგია, ტეიდი, ციმაკურიძე, კლიმიაშვილი (თოლორდავა 80’), ბოლქვაძე (მათიაშვილი 74’), კურდღელაშვილი, ხინთიბიძე.

სათადარიგო: კულუა, ლომთაძე, ბოკუჩავა, მათიაშვილი, ც. ფაცაცია, თოლორდავა, ლუკავა.
მთავარი მწვრთნელი: ანატოლი პისკოვეცი.

„ცხინვალი“: კერესელიძე, ლაცაბიძე, ცერცვაძე ©, მაღალდაძე, მეტრეველი, შალამბერიძე, ქრისტესიაშვილი, კაჭკაჭიშვილი, ლობჯანიძე, წივწვივაძე, გადრანი.

სათადარიგო: მამადოვი, ყურშავიშვილი, მაისურაძე, ბარაბაძე, თათხაშვილი, მესხი, ჯოხაძე.
მთავარი მწვრთნელი: იური გაბისკირია.

გაფრთხილება: ირაკლი კლიმიაშვილი (42’), ლუკა გადრანი (52’), ნიკოლოზ მაისურაძე (58’), გიორგი ციმაკურიძე (65’), ვაჟა ფაცაცია (68’), გიორგი ლაცაბიძე (75’).

მთავარი არბიტრი: გოგა კიკაჩეიშვილი .................. --------- ............. ედემი ელერჯია

Posted by: Ormurin_Langi 1 Jul 2018, 18:09
[
ogafa2
რა დაემართა გუნდს?

....................

Posted by: ogafa2 2 Jul 2018, 11:34

Ormurin_Langi სადაა გუნდი ჩავარდა ვერ თამაშობს იქნება პისკოვეცმა რამე მოუხერხოს

Posted by: geor-gien 2 Jul 2018, 15:27
მარტვილის "მერანის" საყრდენი ნახევარმცველი ბენჟამინ ტეიდი საფეხბურთო კარიერას ლატვიაში გააგრძელებს.
ტეიდი ამიერიდან "ლიეპაიას" ღირსებას დაიცავს, რომელიც ლატვიის ვირსლიგაში (უმაღლესი ლიგა) მესამე პოზიციაზეა.
https://sportall.ge/fekhburthi/fekhburthii/erovnuli-liga-2/120236-qmeranisq-fekhburtheli-latviis-chempionatis-mesameadgilosan-klubshi-gadavida.html

Posted by: ogafa2 2 Jul 2018, 16:41
......... "ცხინვალი" - "მერანი" 1:0 | ვიდეო - მიმოხილვა https://www.facebook.com/fcmerani/videos/1703978676367799/?notif_id=1530420535920003&notif_t=notify_me_page

Posted by: jaro87 3 Jul 2018, 00:13
ტეიდს "მერანთან" კონტრაქტი ამოეწურა და ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვა გუნდი.

ჩვენი ფეხბურთის რეალური სახე....
გუნდი წამყვანი მოთამაშე უსასყიდლოდ მიდის გუნდიდან.

Posted by: ogafa2 3 Jul 2018, 08:44
jaro87 ჩვენი ფეხბურთის რეალური სახე.... ყველგან კარგად ჩანს. ტეიდს რაც შეეხბა ალალი იყოს


Posted by: ogafa2 7 Jul 2018, 15:04
მერანი 0:4 დინამო ბთ | ვიდეო - მიმოხილვა https://www.facebook.com/fcmerani/videos/1712727325492934/
* * *
მეკარე რა კურტუა რა კულუა smile.gif თავდასხმელზე მეტი გოლები გააქვს

Posted by: Ormurin_Langi 8 Jul 2018, 22:02
ogafa2
ვაახ გული მწყდება რა კარგი გუნდი იყავით შარშან ცოტა გაგმართლებოდათ sad.gif

Posted by: ogafa2 9 Jul 2018, 00:36
rmurin_Langi შარშანდელის მეოთხედი არ იყო წელს , ახლა ხდება გაძლიერება და ვნახოთ რა გამოვა

Posted by: ogafa2 19 Jul 2018, 15:17
„სამგურალი“ –„მერანის“ ამხანაგური ფრე წყალტუბოში

მარტვილის „მერანი“ მოსამზადებელ ეტაპს აგრძელებს. ჩვენი გუნდი დღეს „სამგურალს“ გაეჯიბრა ამხანაგურად. წყალტუბოში გამართული შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა.

დღევანდელ მატჩში გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ანატოლი პისკოვეცმა სინჯებზე მყოფ რამდენიმე ფეხბურთელს მისცა თავის გამოჩენის შანსი.

ანგარიში მარტვილელებმა გახსნეს, ლუცენკოს შორეული პასის შედეგად, მეკარსეთან პირისპირ გასულმა ნიკოლოზ ხინთიბიძემ ზუსტი დარტყმით დააწინაურა „მერანი“. წყალტუბოელებს მანამდე შეეძლოთ გოლის გატანა თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან, თუმცა გოგი კულუამ მეტოქეს კუთხე გამოუცნო და პენალტი მოგერია.

წინასწორობა მაინც აღადგინეს მასპინძლებმა, გოლი „მერანის“ კარში „ექს-მერანელმა“ ზაურ გოგუაძემ გაიტანა, მოგვიანებით ლაშა ჩიხლაძემ წინ გაიყვანა თავისი გუნდი.

საბოლოო შედეგი კი ქორქიამ დააფიქსირა 2:2

Posted by: ogafa2 22 Jul 2018, 14:48
https://web.facebook.com/fcmerani/videos/1730474133718253/ .......................... სამგურალი 2:2 მერანი | ვიდეო - მიმოხილვა [ამხანაგური მატჩი]

* * *
user posted image გოგი კულუა
* * *
F.C Salkhino Martvili - ოფიციალური გვერდი ........................................... მარტვილის ,,სალხინო"-მ ვარჯიშები განაახლა .......................... მარტვილის ,,სალხინო"-მ საქართველოს რეგიონალური ლიგის A-ჯგუფის პირველ სეზონში 36 ქულით I ადგილი დაიკავა და A და B ჯგუფების საუკეთესო ოთხეულთან ერთად იბრძოლებს 2019 წლის IV ლიგაში გადასასვლელად.

Posted by: ogafa2 27 Jul 2018, 14:13
https://www.facebook.com/fcmerani/videos/1742813585817641/ მერანი 6-1 სალხინო l ვიდეომიმოხილვა
* * *
დღეს, „მერანმა“ მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში რიგით მესამე სპარინგ-მატჩი გამართა „მურთაზ ხურცილავას“ სახელობის სტადიონზე „სალხინოს“ წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ამ ორი ჭყონდიდური გუნდის დაპირისპირებას ამხანაგური მატჩის სტატუსი ჰქონდა, ადგილობრივ გულშემატკივრებში საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია და შეხვედრაც უხვგოლიანი და საინტერესო გამოდგა.

ახალწვეულებით დახუნძლულმა „მერანმა“ ანგარიში მე-12 წუთზე გახსნა. მოსიაშვილის ზუსტი გადაცემის შემდეგ, თავური დარტყმით იაროსლავ გალენკომ დააწინაურა თავისი ახალი გუნდი - 1:0.

მეორე გოლი, დათა ციცხვაიამ გაიტანა ზახარჩენკოს პასით. მეკარესთან პირისპირ გასულმა ციცხვაიამ, კიპერს ცრუ მოძრაობით აუარა გვერდი და ცარიელ კარში შეაგორა ბურთი - 2:0.

მეორე ნახევარში ანატოლი პისკოვეცმა, თითქმის მთლიანი შემადგენლობა შეცვალა და ყველა ფეხბურთელს მისცა თავის გამოჩენის საშუალება. კარგად შემოვიდა თამაშში ნიკოლოზ ხინთიბიძე, რომელმაც ჯერ თერთმეტმეტრიანი გამოიმუშავა, რომელიც ცოტნე ფაცაციამ აქცია გოლად, მოგვიანებით კი თავად ითამაშა შესანიშნავად და გოლიც გაიტანა. ამ შემთხვევაში ვანო კურდღელაშვილი გახლდათ ასისტი. კურდღელაშვილმა მე-60 წუთზე თავად გამოიმუშავა პენალტი და თვითონვე დაარტყა ზუსტად 5-0.

ერთი გოლი საკუთარ კარში ჩაჭრეს „სალხინოს“ ფეხბურთელებმა,
შეხვედრის საბოლოო ანგარიში კი ლევან წოწონავამ დააფიქსირა. „სალხინოს“ შემტევმა თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გაიტანა პრესტიჟის გოლი.

ამრიგად, მატჩი "მერანელების" გამარჯვებით 6:1 დასრულდა.
"მერანი" ეროვნული ლიგა 2-ის მესამე წრის პირველი ტურის მატჩს 3 აგვისტოს გამართავს "გაგრას" წინააღმდეგ.
* * *
user posted image მერანი - სალხინო მარტვილი
* * *
user posted image .......... მერანი - სალხინო მარტვილი
* * *
user posted image ............. მერანი - სალხინო მარტვილი

Posted by: ogafa2 31 Jul 2018, 15:39
user posted image მერანი-სალხინო მარტვილი

Posted by: ogafa2 7 Aug 2018, 12:44
„მერანმა“ მესამე წრე გამარჯვებით დაიწყო!

ჰაერივით საჭირო 3 ქულა მოიპოვა მარტვილის „მერანმა“ „მურთაზ ხურცილავას“ სახელობის არენაზე. ანატოლი პისკოვეცმა თავისი ყოფილი გუნდი დაამარცხა. ორი უკრაინელი სპეციალისტის დუელი „მერანელთა“ თავკაცის გამარჯვებით დასრულდა.

„მერანი“ დანაკლისით შეხვდა დღევანდელ თამაშს, რადგან დისკვალიფიკაციის გამო, მარტვილელთა მთავარი დამრტყმელი ძალა, ნიკოლოზ ხინთიბიძე ვერ ეხმარებოდა საკუთარ გუნდს. აქვე უნდა ავღნიშნოთ ისიც, რომ დღევანდელ მატჩში მეგრული კლუბის რიგებში 7 ფეხბურთელს ჰქონდა დებიუტი. პაპუნა მოსემღვდლიშვილმა, გიორგი ტყეშელაშვილმა, ევგენი ზახარჩენკომ, იოანე ჭაბუკიანმა, ოლეგ ლუცენკომ, თორნიკე მოსიაშვილმა და ამეტ დუგუმ ოფიციალურად პირველად მოირგეს „მერანის“ მაისური.

მატჩი კი საკმაოდ ხისტი და დრამატული გამოდგა და ორივე გუნდის ფეხბურთელები თავგანწირვით იბრძოდნენ მოედანზე.

„მერანმა“ ანგარიში 38-ე წუთზე გახსნა. გოლით აღნიშნა თავის მშობლიურ გუნდში დაბრუნება დათა ციცხვაიამ. ფლანგიდან კიჭი მელიავას ზუსტი გადაცემის შემდეგ, „გაგრას“ საჯარიმოში ციცხვაიამ პოზიცია სწორად შეარჩია და აუღებელი თავური დარტყმით დააწინაურა „მერანი“- 1:0.

მეორე ნახევარი სტუმრებმა აქტიურად დაიწყეს და თორნიკე გაფრინდაშვილის პასით, რატი ცაცკრიალაშვილმა აღადგინა წონასწორობა - 1:1.

მარტვილელთა გეგმებში ფრე არ შედიოდა და მასპინძლებმა გაშვებული გოლის შემდეგ უფრო გააძლიერეს ზეწოლა მეტოქეზე, სახიფათო იყო სტუმართა კონტრიერიშებიც, მაგრამ კახაბერ მეშველიანმა ერთ-ერთ ეპიზოდში ბრწყინვალე რეაქცია გამოავლინა და საკუთარი გუნდი გადაარჩინა. მეორე შემთხვევაში კი გამოცდილი გიორგი ტყეშელაშვილი იყო საიმედო დაზღვევაზე.

შეხვედრის დასრულებამდე 20 წუთით ადრე პისკოვეცმა ვანო კურდღელაშვილი შემოიყვანა მოედანზე და „მერანის“ „ათიანმაც“ მთავარი მწვრთნელის იმედი გაამართლა, რადგან ვანომ ჯერ პენალტი მოიპოვა, რომელიც თავადვე შეასრულა უზადოდ, მსაჯის მიერ კომპენსირებულ ბოლო წუთზე კი ასევე შეცვლაზე შემოსული ამეტ დუგუს პასის შემდეგ, ზუსტი დარტყმით, საბოლოო შედეგი 3:1 დააფიქსირა.

ამ გამარჯვებით „მერანმა“ სატურნირო ცხრილში ქულების სხვაობა შეამცირა მეტოქეებთან და განწყობაც გამოიკეთა. ჩვენი გუნდი მომდევნო ტურის მატჩსაც საკუთარ კედლებში გამართავს 9 აგვისტოს „თელავის“ წინააღმდეგ და გამარჯვების შემთხვევაში კიდევ უფრო გაზრდის შანსს სამეულში მოსახვედრად.

ეროვნული ლიგა 2. ტური XIX
3 აგვისტო. 17:30. მარტვილი.

„მერანი“ (მარტვილი) – „გაგრა“ (გაგრა) 3:1 (1:0)
გოლები: 1:0 დათა ციცხვაია (38’), 1:1 რატი ცაცკრიალაშვილი (50’), 2:1 ვანო კურდღელაშვილი (88’პენ), 3:1 ვანო კურდღელაშვილი (90+4’).

„მერანი“: მეშველიანი, ტყეშელაშვილი, მოსემღვდლიშვილი, ზახარჩენკო, მელიავა ©, ჭაბუკიანი (გეგია 57’), რომანენკო, ლუცენკო (დუგუ 67’), მოსიაშვილი (კურდღელაშვილი 70’), ციცხვაია, გალენკო.

სათადარიგო: კულუა, ციმაკურიძე, კურდღელაშვილი, ვ. ფაცაცია, გეგია, დუგუ, თოლორდავა.

მთავარი მწვრთნელი: ანატოლი პისკოვეცი.

„გაგრა“: შევჩუკი, ბრაჭული, სამხარაძე, თ. გაფრინდაშვილი, ცაცკრიალაშვილი, ხაბელაშვილი (სპანდერაშვილი 79’), ლომსაძე (მაგრაქველიძე 46’), გ. გაფრინდაშვილი, ივანიაძე (პაპავა 69’), კილაძე, სულთანიშვილი.

სათადარიგო: ისიანი, ხოსიტაშვილი, კასრელიშვილი, მაგრაქველიძე, პაპავა, კაკიაშვილი, სპანდერაშვილი.

მთავარი მწვრთნელი: დენის ხომუტოვი.

გაფრთხილება: გიგა სამხარაძე (10’), ივანე ხაბელაშვილი (11’), ოლეგ ლუცენკო (13’), ევგენი ზახარჩენკო (34’), გიორგი გეგია (72’), თორნიკე გაფრინდაშვილი (87’), რომან მირონენკო (90+1’).

მთავარი მსაჯი: გოგა კიკაჩეიშვილი ............ ----- .......... ედემი ელერჯია
* * *
user posted image მერანი 3-1 გაგრა
* * *
user posted image მერანი 3-1 გაგრა
* * *
user posted image მერანი 3-1 გაგრა

Posted by: ogafa2 10 Aug 2018, 12:03
"მერანი" 2-0 "თელავი" I ვიდეო-მიმოხილვა https://www.facebook.com/fcmerani/videos/1765260313572968/

Posted by: dundee 10 Aug 2018, 14:11
QUOTE
"მერანი" 2-0 "თელავი" I ვიდეო-მიმოხილვა https://www.facebook.com/fcmerani/videos/1765260313572968/

რატომ არ ამუშავებთ იუთუბის არხს?

https://www.youtube.com/channel/UCugPqLKDHOdjMHwEfuyMucA

Posted by: ogafa2 11 Aug 2018, 21:39
dundee მადლობა დაიქოქოს მერანი ჯერ - მერე ლიგა 1 ში უფრო საინტერესო იქნება

* * *
დუგუს დუბლი და ზედიზედ მეორე გამარჯვება! „მერანი“ წინ მიიწევს!

მესამე წრე ისე კარგად დაიწყო „მერანმა“, უკეთესს ვერ ინატრებდნენ ჭყონდიდელი გულშემატკივრები. რომლებმაც ომახიანი ქომაგობით თავიანთი წვლილი შეიტანეს დღევანდელ გამარჯვებაში. „მერანმა“ კი „გაგრას“ დამარცხების შემდეგ, კიდევ ერთი საჭირო 3 ქულა მოიპოვა, ამჯერად „თელავთან“ მატჩში.

„მერანის“ თავკაცმა, ანატოლი პისკოვეცმა, „თელავის“ წინააღმდეგ გამარჯვებული შემადგენლობა არ შეცვალა და წინა მატჩის მსგავსად ამ შემთხვევაშიც გაამართლა უკრაინელი სპეციალისტის ტაქტიკამ.

პირველი ნახევარი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და ორივე გუნდს შეეძლო ანგარიშის გახსნა, თუმცა საქმე გოლამდე არ მისულა.

მეორე ნახევარში კი ნიკოლოზ ხინთიბიძე, ვანო კურდღელაშვილი და „მერანის“ ახალწვეული, 20 წლის უკრაინელი ფეხბურთელი, ამეტ დუგუ შევიდნენ მოედანზე და თამამად შეიძლება ითქვას სამივე „მერანელი“ კარგად ჩაერთო თამაშში. დუგუმ კი გადაწყვეტი როლი შეასრულა დღევანდელ გამარჯვებაში.

ანგარიში მასპინძლებმა 74-ე წუთზე გახსნეს, ამეტ დუგუმ საჯარიმოს მისადგომებთან თანამემამულე ზახარჩენკოსგან მიიღო ბურთი და არცთუ ისე ძლიერი, მაგრამ ზუსტი დარტყმით დააწინაურა „მერანი“. ორ წუთში კი კიდევ ერთხელ გაახარა ადგილობრივი გულშემატკივარი დუგუმ, კიჭი მელიავას კარგი გადაცემის შემდეგ, უკრაინელმა აუღებელი თავური დარტყმით საბოლოო შედეგი 2:0 დააფიქსირა.

„მერანმა“ ამ გამარჯვების შემდეგ კიდევ უფრო შეამცირა სხვაობა მეტოქე გუნდებთან და 24 ქულით მე-7 ადგილზეა სატურნირო ცხრილში. მარტვილელები მომდევნო ტურის მატჩს, 17 აგვისტოს, სტუმრად მცხეთაში „ვიტ ჯორჯიას“ წინააღმდეგ გამართავენ და წარმატებული სერიის გასაგრძელებლად ყველაფერს გააკეთებენ.

ეროვნული ლიგა 2 . ტური XX.
9 აგვისტო. 17:30. მარტვილი. „მურთაზ ხურცილავა“.
„მერანი“ (მარტვილი) – „თელავი“ (თელავი) 2:0 (0:0).
გოლები: 1:0, 2:0 (74,’76’) ამეტ დუგუ.
„მერანი“: მეშველიანი, ტყეშელაშვილი, მოსემღვდლიშვილი, ზახარჩენკო, მელიავა ©, ჭაბუკიანი, მირონენკო (დუგუ 58’), ციმაკურიძე, მოსიაშვილი, გალენკო (კურდღელაშვილი 58’), ციცხვაია (ხინთიბიძე 45’).

სათადარიგო: კულუა, ციმაკურიძე, კურდღელაშვილი, ხინთიბიძე, ვ. ფაცაცია, დუგუ, თოლორდავა.

მთავარი მწვრთნელი: ანატოლი პისკოვეცი.

„თელავი“: სანიკიძე, ბერიაშვილი ©, ნ. ბაშელეიშვილი (თოლორდავა 70’), მ. ბაშელეიშვილი, დვალი (გონსალესი 63’), ჯიქია, აფაქიძე, ტვილდიანი (იოსელიანი 54’), გოგოლიძე, ხარებაშვილი, რუხაძე.

სათადარიგო: მამადოვი, თოლორდავა, მარაქველიძე, კუკუჯანაშვილი, იოსელიანი, გალახვარიძე, გონსალესი.

მთავარი მწვრთნელი: გიორგი დეკანოსიძე.

გაფრთხილება: მოსიაშვილი (64’), გონსალესი (90+2’), მოსემღვდლიშვილი (90+4’).

მთავარი არბიტრი: გიორგი ყრუაშვილი .............. ----- ........ ედემი ელერჯია

Posted by: ogafa2 17 Aug 2018, 17:31
https://www.youtube.com/watch?v=MCTahU6HtZY ვიტჯორჯია მერანი

Posted by: ogafa2 19 Aug 2018, 08:42
„მერანი“ მესამე წრეში დაუმარცხებელია I „ვიტ ჯორჯია“ – „მერანი“ 2:2

მესამე წრეში დაუმარცხებელ სვლას განაგრძობს მარტვილის „მერანი“, რომელმაც ზედიზედ ორი გამარჯვების შემდეგ, მნიშვნელოვანი ქულა აიღო სტუმრად თბილისის „ვიტ ჯორჯიასთან“.

სამი თამაშია უკვე უკრაინელი სპეციალისტის, ანატოლი პისკოვეცის ტაქტიკური სვლა ამართლებს და ძალიან უჭირთ მეტოქე გუნდებს ფიზიკურად შესანიშნავად მომზადებული „მერანელების“ შეჩერება, განსაკუთრებით მეორე ნახევარში. ამართლებს შეცვლებიც, რადგან თუ „გაგრასთან“ შეცვლაზე შემოსულმა ვანო კურდღელაშვილმა დუბლით მოაგებინა თავის გუნდს, „თელავთან“ მატჩში, უკრაინელმა ლეგიონერმა, ამეტ დუგუმ გაიმეორა იგივე, „ვიტ ჯორჯიასთან" კი, როცა 0:2 მარცხდებოდნენ მარტვილელები, შეცვლაზე შემოსულმა დათა ციცხვაიამ შეამცირა ანგარიშის სხვაობა, რასაც კიდევ ერთი გამოცდილი ფეხბურთელის, გიორგი ციმაკურიძის გოლი მოჰყვა და ანგარიში გათანაბრდა - 2:2.

„მცხეთა პარკზე“ ეროვნული ლიგა 2-ის, XI ტურის მატჩს წინ წუთიერი დუმილი უძღოდა. ფეხბურთელებმა და დამსწრე საზოგადოებამ ტრაგიკულად გარდაცვლილი "ბორჯომის" ფეხბურთელის, თედო კაკულიას და საქართველოს ნაკრების მეკარის, ნუკრი რევიშვილის ასევე ტრაგიკულად გარდაცვლილი 9 წლის ქალიშვილის ხსოვნას მიაგეს პატივი.

მატჩი კი „მერანმა“ შემართებით დაიწყო და სწრაფადვე შეეძლო დაწინაურება, თუმცა საწყისი წუთებიდანვე დამაჯერებელი იყო „ვეტერინართა“ კიპერი, ჯონი შეროზია, რომელსაც დიდი წილი მიუძღვის იმაში რომ არ დამარცხდა „ვიტ ჯორჯია“, მიუხედავად იმისა, რომ პირველი ნახევარი 2:0 მოიგეს მასპინძლებმა.

მე-13 წუთზე, სტუმართა დაცვის ხაზის ჩავარდნით ისარგებლეს თბილისელებმა და მეკარესთან პირისპირ გასულმა ექს-მერანელმა, ნოდარ კიკნაველიძემ ანგარიში გახსნა - 1:0.

44-ე წუთზე, თერთმეტმეტრიანი დაინიშნა „მერანის“ კარში, რაც ზუსტად შეასრულა კიდევ ერთმა ექს-მერანელმა, ჯონი შეროზიამ და პირველი ნახევარი მასპინძელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა.

46-ე წუთიდან კი მხოლოდ ერთი გუნდი უტევდა „მცხეთა პარკზე“ და ეს „მერანი“ გახლდათ. „ვიტელებმა“ საქმე გაკეთებულად ნაადრევად ჩათვალეს და მთელი გუნდით დაცვაში ჩაჯდნენ, „მერანმა“ კი შეტევა კიდევ უფრო გააძლიერა და გოლიც მწიფდებოდა.

82-ე წუთზე, შეცვლაზე შემოსულმა დათა ციცხვაიამ, რომან მირონენკოს ზუსტი გადაცემის შემდეგ, აუღებელი თავური დარტყმით მინიმუმამდე შეამცირა ანგარიშის სხვაობა, ორ წუთში კი გიორგი ციმაკურიძემ მოუტანა საკუთარ გუნდს ქულა. კიჭი მელიავას სახიფათო ჩაწოდების შემდეგ, „ვიტ ჯორჯიას“ საჯარიმოში ჩასაფრებულმა ციმაკურიძემ დაუხვედრა ბურთს ფეხი და ანგარიში გათანაბრდა - 2:2.

მსაჯის მიერ კომპენსირებული ბოლო წუთი მიმდინარეობდა, როცა ვანო კურდღელაშვილს კიდევ ერთ მატჩში შეეძლო გმირი გამხდარიყო, რადგან 90+4 წუთზე ვანომ ამეტ დუგუსგან მიიღო პასი, ბურთი კარგად გაისწორა და უძლიერესად გაისროლა თავისი ყოფილი გუნდის კარის, მარჯვენა დაბალ კუთხეში, თუმცა ამჯერადაც შეროზიამ იხსნა „ვიტ ჯორჯია“.

XXI ტურის შემდეგ, „მერანს“ 25 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-7 პოზიციაზეა. ჩვენი გუნდი მომდევნო ტურის მატჩს მარტვილში გამართავს 23 აგვისტოს, მეტოქე კი ქობულეთის „შუქურა“ იქნება.

17 აგვისტო. 17:30. „მცხეთა პარკი“.
ეროვნული ლიგა 2. ტური XXI.

„ვიტ ჯორჯია“ (თბილისი) – „მერანი“ (მარტვილი) 2:2 (2:0)
გოლები: 1:0 (ნოდარ კიკნაველიძე 13’), 2:0 ჯონი შეროზია (43’პენ), 2:1 დათა ციცხვაია (82’), 2:2 გიორგი ციმაკურიძე (84’).

„ვიტ ჯორჯია“: შეროზია ©, კამლაძე, გეთიაშვილი, ც. მოსიაშვილი (დავლაშელიძე 75’), მაისურაძე, ჩაკვეტაძე, კიკნაველიძე, ვეკუა (ვასაძე 67’), საჯაია, ღუდუშაური, კვარაცხელია (ზარიძე 55’).

სათადარიგო: ქავთარაძე, ჩიტიშვილი, კურმაშვილი, ვაზაგაშვილი, ზარიძე, ვასაძე, დავლაშელიძე.

მთავარი მწვრთნელი: ლაშა ფარცხალაშვილი.

„მერანი“: მეშველიანი, ტყეშელაშვილი, ვ. ფაცაცია (დუგუ 46’), ზახარჩენკო, მელიავა ©, გეგია, მირონენკო, ციმაკურიძე, თ. მოსიაშვილი (ციცხვაია 77’), გალენკო (კურდღელაშვილი 46’), ხინთიბიძე.

სათადარიგო: კულუა, კურდღელაშვილი, ციცხვაია, ლუცენკო, დუგუ, თოლორდავა, ჭაბუკიანი.

მთავარი მწვრთნელი: ანატოლი პისკოვეცი.

გაფრთხილება: იაროსლავ გალენკო (31'), თორნიკე მოსიაშვილი (43'), გიორგი ვეკუა (63'), პაატა ღუდუშაური (80'), ნიკოლოზ ხინთიბიძე (90+2').

მთავარი მსაჯი: გიორგი ვადაჭკორია. ............. ---- ....... ედემი ელერჯია
* * *
https://www.facebook.com/fcmerani/videos/217738382422604/ "ვიტ ჯორჯია" - "მერანი" 2:2 I ვიდეო-მიმოხილვა

Posted by: ogafa2 24 Aug 2018, 08:09
მერანი 0-0 შუქურა https://www.facebook.com/boris.tsulaia/videos/1887058468007954/?notif_id=1535050182549081&notif_t=feedback_reaction_generic

Posted by: ogafa2 28 Aug 2018, 08:26
ნულოვანი ფრე „შუქურასთან“ I „მერანი“ – „შუქურა“ 0:0

გატანილი გოლების გარეშე, ფრედ 0:0 დასრულდა ეროვნული ლიგა 2-ის, 22-ე ტურის მატჩი მარტვილის „მერანსა“ და ქობულეთის „შუქურას“ შორის.

მესამე წრეში, შთამბეჭდავი სტარტის შემდეგ, „მერანელებისთვის“ მისაღები შედეგი მხოლოდ გამარჯვება იქნებოდა ჩემპიონატის ერთ-ერთ აუტსაიდერთან, თუმცა დღევანდელ დაპირისპირებაში გუნდები თითო ქულას დასჯერდნენ.

„მერანი“ საწყის წუთებში აქტიური იყო, მაგრამ მალე თამაში გათანაბრდა და გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. საკმაოდ სახიფათო იყო „შუქურას“ კონტრიერიშები მეორე ნახევარში და რომ არა „მერანის“ კიპერის, კახაბერ მეშველიანის შესანიშნავი თამაში, სტუმრებს დაწინაურებაც შეეძლოთ.

22-ტურის შემდეგ, „მერანს“ 26 ქულა აქვს და კვლავ მე-7 პოზიციაზეა სატურნირო ცხრილში. ჭყონდიდელები მომდევნო ტურის მატჩს თბილისში გამართავენ. 29 აგვისტოს ჩვენი გუნდის მეტოქე თბილისის „შევარდენი“ იქნება.

23 აგვისტო. 17:00. მარტვილი. „მურთაზ ხურცილავა“.
ეროვნული ლიგა 2. ტური XXII.

„მერანი“ (მარტვილი) – „შუქურა“ (ქობულეთი) 0:0

„მერანი“: მეშველიანი, ტყეშელაშვილი, მოსემღვდლიშვილი, ზახარჩენკო, მელიავა ©, გეგია, მირონენკო (დუგუ 46’), ციმაკურიძე, მოსიაშვილი (კურდღელაშვილი 46’), ციცხვაია (გალენკო 90+1’), ხინთიბიძე.

სათადარიგო: კულუა, კურდღელაშვილი, დუგუ, ლუცენკო, ვ. ფაცაცია, თოლორდავა, გალენკო.

მთავარი მწვრთნელი: ანატოლი პისკოვეცი.

„შუქურა“: ჯიოევი, ბულუხაძე, კალანდაძე, კალანდია, რამოსი (გოგმაჩაძე 90+3’), ჩელებაძე © (ნემსაძე 89’), ჭანუყვაძე (მუხულიშვილი 74’), ექვთიმიშვილი, ნუნიეში, სანაშვილი, ჯერალდო.

სათადარიგო: ტაკიძე, ფოთელიძე, ნემსაძე, გოგმაჩაძე, მუხულიშვილი, ქათამაძე, კუსიანი.

მთავარი მწვრთნელი: თენგიზ კობიაშვილი.

გაფრთხილება: ნუნიეში (27’), ტყეშელაშვილი (35’), ზახარჩენკო (45+1’), მეშველიანი (50’), ციცხვაია (57’), ექვთიმიშვილი (82’), მუხულიშვილი (90’).

მთავარი არბიტრი: ირაკლი კვირიკაშვილი ......... -------- ....... ედემი ელერჯია

Posted by: ogafa2 31 Aug 2018, 07:45
user posted image ................. ოქროს ლიგა U19.
* * *
„მერანი“ „შევარდენთან“ ბოლო წუთზე დამარცხდა
„შევარდენი“ – „მერანი“ 2:1

დასანანი მარცხი იწვნია მარტვილის „მერანმა“ გასვლით მატჩში, თბილისის „შევარდენთან“. არადა სტუმრებს შეხვედრის დებიუტშივე შეეძლოთ დაწინაურება, მე-2 წუთზე გიორგი ტყეშელაშვილის კარგი პასით, იაროსლავ გალენკო გადიოდა მეკარესთან პირისპირ, რომელსაც ლექსო კვახაძე უშლიდა ხელს, თუმცა მაინც დაარტყა უკრაინელმა, ნადირაძემ მოიგერია ბურთი.

პირველი ნახევრის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე მასპინძლებმა ანგარიში გახსნეს. კუთხურიდან მოწოდებულ ბურთს კვახაძე გზავნიდა თავით „მერანის“ კარში, ძელიდან ასხლეტილი ბურთი კი ახლო მანძილიდან „შევარდენის“ ბრაზილიელმა ლეგიონერმა, ფელიპე პაიმიმ გაიტანა.

რადიკალურად განსხვავებული მეორე ნახევარი იხილა „დავით პეტრიაშვილზე“ შეკრებილმა გულშემატკივარმა, რადგან „მერანმა“ მეორე ნახევარში ბურთზე კონტროლი დააწესა და სტუმართა იერიშები საკმაოდ სახიფათო იყო. კარგად ჩაერთვნენ თამაშში შეცვლაზე შემოსული ფეხბურთელებიც. ნიკოლოზ ხინთიბიძემ გამთანაბრებელი გოლის დროს, თითქმის დაკარგულ ბურთზე ბოლომდე იბრძოლა და საგოლე კომბინაციაც წამოიწყო. საბოლოოდ, ამ იერიშის გოლით დაგვირგვინებას თავად ხინთიბიძე შეეცადა ქუსლით, მაგრამ ნადირაძემ უკუაგდო ბურთი, დამატებაზე ამეტ დუგუ ზუსტი იყო 1:1.

კიდევ ერთ შეცვლაზე შემოსულ ფეხბურთელს, თორნიკე მოსიაშვილს შეეძლო წინ გაეყვანა „მერანი“, თუმცა 76-ე წუთზე მის მიერ შორიდან უძლიერესად გასროლილი ბურთი „შევარდენის“ კარის ხარიხას მოხვდა.

მატჩის დასრულებამდე წამები იყო დარჩენილი, როცა სტანდარტი გაითამაშეს მასპინძლებმა. „მერანის“ საჯარიმოში კი დასწრებაზე ყველას „ექს-მერანელმა“ ზვიად ქანთარიამ აჯობა და ერთი შეხებით სამი ქულის მომტანი გოლი გაიტანა.

ეროვნული ლიგა 2. ტური XXIII.
29 აგვისტო. 17:00. თბილისი. „დავით პეტრიაშვილი“.
„შევარდენი“ (თბილისი) – „მერანი“ (მარტვილი) 2:1 (1:0)
გოლები: 1:0 ფელიპე პაიმი (44’), 1:1 ამეტ დუგუ (55’), 2:1 ზვიად ქანთარია (90+4’)

„მერანი“: მეშველიანი, ტყეშელაშვილი, მოსემღვდლიშვილი (ციმაკურიძე 46’), ვ. ფაცაცია, მელიავა ©, გეგია, მირონენკო, ლუცენკო (მოსიაშვილი 71’), დუგუ, გალენკო, ციცხვაია (ხინთიბიძე 46’).

სათადარიგო: კულუა, კურდღელაშვილი, ხინთიბიძე, მოსიაშვილი, ციმაკურიძე, თოლორდავა, ჭაბუკიანი.

მთავარი მწვრთნელი: ანატოლი პისკოვეცი.

„შევარდენი“: ნადირაძე, სატურნინიო, პატარკაციშვილი, ვალეევი, პაიმი (ჯიქია 52’), ჩიკვაიძე, ჯიშკარიანი, გოგინაშვილი (ქანთარია 76’), ოდიკაძე © (მეგრელაძე 58’), გოგატიშვილი, კვახაძე.

სათადარიგო: სომხიშვილი, სალუქვაძე, ნარიმანიძე, კაკულია, ქანთარია, მეგრელაძე, ჯიქია.
მთავარი მწვრთნელი: გელა სანაია.

გაფრთხილება: ოლეგ ლუცენკო (22’), გიორგი ტყეშელაშვილი (46’), მერაბ მეგრელაძე (85’).

მთავარი არბიტრი: არსენ ნონიკაშვილი .......... --------- ....... ედემი ელერჯია

Posted by: ogafa2 4 Sep 2018, 13:31
user posted image .......U19 სამტრედია 1-1 მერანი
* * *
user posted image ....... ,,სალხინო"-ს 17 წლამდელების გამარჯვება ,,ნორჩი დინამო"-სთან 2-0

Posted by: ogafa2 5 Sep 2018, 16:04
user posted image ............... ოქროს ლიგა I U19 - სატურნირო ცხრილი

Posted by: ogafa2 8 Sep 2018, 12:34
https://www.facebook.com/fcmerani/videos/2229405063801345/ ........ "დილა" 2-1 "მერანი" I ვიდეო-მიმოხილვა

Posted by: ogafa2 16 Sep 2018, 13:28
https://www.youtube.com/channel/UCugPqLKDHOdjMHwEfuyMucA
* * *
https://www.facebook.com/fcmerani/videos/986551524878513/ ................ გიორგი ციმაკურიძეს მიერ გატანილი გოლი "სამგურალის" კარში.

Posted by: ogafa2 19 Sep 2018, 08:00
ბოლო წუთების სინდრომი: „მერანი“ – „სამგურალი“ 1:1

უკვე მეორე თამაშია, „მერანი“ ბოლო წუთებზე კარგავს ქულებს. თუ წინა ტურში „შევარდენთან“ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გაუშვა გოლი ჩვენმა გუნდმა, დღეს „სამგურალთან“ საშინაო მატჩში 86-ე წუთამდე 1:0 ამარცხებდა მეტოქეს, თუმცა შეხვედრის ძირითადი დროის დასრულებამდე 4 წუთით ადრე გაათანაბრეს ანგარიში წყალტუბოელებმა..

სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ დღევანდელ თამაშში ფრე ლოგიკური შედეგი იყო, რადგან „მერანს“ გამარჯვების გოლის გატანის არაერთი შანსი ჰქონდა, მაგრამ რომ არა კახაბერ მეშველიანი, იგივე შანსის გამოყენება სტუმრებსაც შეეძლოთ, თუმცა „მერანის“ კიპერი უშეცდომო იყო „სამგურალთან“ დაპირისპირებაში.

პირველი ტაიმი შედარებით დაბალ ტემპში მიმდინარეობდა და უფრო თვალსასეირო ფეხბურთი მეორე ნახევრიდან გაჩაღდა, ამას ხელი „მერანის“ მიერ გატანილმა გოლმაც შეუწყო, რადგან „სამგურალი“ აგებდა და ვაბანკზე წავიდა, „მერანს“ კი მეტი სივრცეები მიეცა და საკმაოდ სახიფათო იყო მარტვილელთა იერიშები.

გოლი შეცვლაზე შემოსულმა გიორგი ციმაკურიძემ გაიტანა. საჯარიმო დარტყმა რომან მირონენკომ შეასრულა, უკრაინელის მიერ „სამგურალის“ საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი კი აუღებელი თავური დარტყმით მოათავსა ნონოსის კარში “მერანელმა”.

„სამგურალის“ ფეხბურთელები არ გატყდნენ და თამაშის გადასარჩენად ბოლომდე გაიბრძოლეს. ოთხი წუთი აშორებდა „მერანს“ მეტად საჭირო 3 ქულას, როცა ერთ-ერთი კონტრიერიშის დროს, ბაქარ ლაღაძე გაიყვანეს თანაგუნდელებმა კარგ პოზციაზე და ამ უკანასკნელმაც ზუსტი დარტყმით აღადგინა წონასწორობა-1:1.

„მერანი“ 27 ქულით კვლავ მე-7 პოზიციაზეა სატურნირო ცხრილში. ჩვენი გუნდი მომდევნო მატჩს დავით ყიფიანის სახელობის თასზე გამართავს. 19 სექტემბერს, 15:30 საათზე, „მურთაზ ხურცილავას“ სახელობის სტადიონზე „მერანის“ მეტოქე თბილისის „დინამო“ იქნება.

ეროვნული ლიგა 2. ტური XXIV
„მერანი“ (მარტვილი) – „სამგურალი“ (წყალტუბო) 1:1 (0:0)
გოლები: 1:0 გიორგი ციმაკურიძე (55’), 1:1 ბაქარ ლაღაძე (86’)

„მერანი“: მეშველიანი, ზახარჩენკო, გეგია, მირონენკო, ხინთიბიძე, გალენკო (73.ლუცენკო), დუგუ, მოსემღვდლიშვილი (46.ციმაკურიძე), მოსიაშვილი (46.კურდღელაშვილი), ფაცაცია, მელიავა ©.

სათადარიგოები: კულუა, ფაცაცია, თოლორდავა, ციცხვაია
მთავარი მწვრთნელი: ანატოლი პისკოვეცი.

“სამგურალი”: ნონოსი, კაკუშაძე, ენდელაძე, ბიბილაშვილი ©, ბანძელაძე, ხარაბაძე (66.საღრიშვილი), შალამბერიძე, ლიპარტელიანი (58.გოგუაძე), ჭეიშვილი (57.ბრეგვაძე), ლაღაძე, ჩხეტიანი.

სათადარიგოები: ნუცუბიძე, ახვლედიანი, ღონღაძე, ჩიხლაძე
მთავარი მწვრთნელი: ბესიკ ხაჭიპერაძე

გაფრთხილება: მოსემღვდლიშვილი (45’), ლუცენკო (93’).

არბიტრი: დავით ხარიტონაშვილი .......... ---------- ........ ედემი ელერჯია
* * *
https://www.youtube.com/watch?v=Whe6vnJ5WJg
* * *
................................................................................................................................................... user posted image
* * *
http://cup.gff.ge/game/1278-mer-dtb ........................... ს.კ მერანი მარტვილი - დინამო თბილისი
* * *
დდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდ
* * *
ღირსეული თამაში და გამოუყენებელი შანსები, "მერანი" თასის მერვედფინალში "დინამოსთან" დამარცხდა

საქართველოს, დავით ყიფიანის სახელობის თასის მერვედფინალში მარტვილის „მერანს“ რთული მეტოქე ერგო თბილისის „დინამოს“ სახით, თუმცა ვინც დღევანდელ თამაშს ადევნა თვალი დაგვეთანხმება, რომ „მერანმა“ უშეღავათო ბრძოლაში წააგო ქართული ფეხბურთის ფლანგმანთან და ჭყონდიდელებს პირველ ნახევარში შექმნილი სახიფათო მომენტები, რომ გამოეყენებინათ, მეოთხედფინალში გასვლის შანსი ექნებოდათ.

პირველი ნახევარი უფრო საინტერესო და სანახაობრივი გამოდგა, ვიდრე მეორე ტაიმი. „მერანი“ მეტოქეს თამამად და მწვავედ უტევდა და თამაშის სურათიდან გამომდინარე მასპინძლები უნდა დაწინაურებულიყვნენ, მაგრამ „მერანელები“ კარგად ორგანიზებული იერიშების საბოლოო დაგვირგვინებას ვერ ახერხებდნენ.

27-ე წუთზე გოლი გარდაუვალი ჩანდა „დინამოს“ კარში, შეტევა ნიკოლოზ ხინთიბიძემ წამოიწყო, რომელმაც მეურვეს საკუთარ საჯარიმოში მოპარა ბურთი და კიჭი მელიავას გაუკეთა პასი. მელიავას გრძელი დიაგონალური და რაც მთავარია ზუსტი გადაცემის შემდეგ კი ამეტ დუგუ აღმოჩნდა მეკარესთან პირისპირ, ამ ეპიზოდში უკრაინელ ლეგიონერს მართებდა გოლის გატანა, ან უკეთეს შემთხვევაში, ხელსაყრელ პოზიციაზე მყოფი დავით ციცხვაია ელოდებოდა თანაგუნდელის პასს, თუმცა დუგუმ თავად დაარტყა და არაზუსტად.

ამ მომენტის გაფუჭებიდან ერთი წუთიც არ იყო გასული, როცა ფეხბურთის დაუწერელი კანონი „ვერ გაიტან, გაგიტანენ“ ამოქმედდა. სტუმართა კონტრიერიშის დროს, ახლო მანძილიდან ბუდუ ზივზივაძემ გახსნა ანგარიში, რომელემაც 78-ე წუთზე კიდევ ერთხელ აიღო „მერანის“ კარი და დუბლი გაიფორმა.

შეხვედრის მიწურულს, გიორგი ციმაკურიძემ, რომელიც ბოლო თამაშები მოედანს უგოლოდ არ ტოვებს, „მერანი“ თამაშში დააბრუნა. 90-ე წუთი მიმდინარეობდა, როცა ჩვენი გუნდის ერთ-ერთმა გამოცდილმა ფეხბურთელმა, ნიკოლოზ ხინთიბიძის ზუსტი გადაცემის შემდეგ, თავური დარტყმით დალაშქრა „დინამოს“ კარი.

მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მასპინძლები მთლიანი გუნდით შეტევაში გადავიდნენ, ადგილობრივმა ქომაგმაც აუბა მხარი და საკმაოდ სახიფათოდაც უტევდნენ მარტვილელები მოწინააღმდეგს, თუმცა საბოლოოდ ანგარში არ შეცვლილა და დავით ყიფიანის სახელობის თასის მეოთხედფინალის საგზური თბილისის „დინამომ“ მოიპოვა.

მიუხედავად მარცხისა, იმის თქმა ნამდვილად შეიძლება, რომ „მერანის“ ფეხბურთელებმა საკმაოდ დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს ეროვნული ლიგა 1-ის ერთ-ერთ ლიდერს და ღირსეული თამაშით დაასრულეს მიმდინარე წელს სათასო ასპარეზობა.

19 სექტემბერი. 15:30. მარტვილი. „მურთაზ ხურცილავა“
დავით ყიფიანის სახელობის თასი. მერვედფინალი

„მერანი“ (მარტვილი) – „დინამო“ (თბილისი) 1:2 (0:1)
გოლები: 0:1, 0:2 ბუდუ ზივზივაძე (28’, 78’) 1:2 გიორგი ციმაკურიძე (90’)

„მერანი“: მეშველიანი, ტყეშელაშვილი, მელიავა (კ), ზახარჩენკო, ვ. ფაცაცია (კურდღელაშვილი 69’), გეგია, დუგუ, ლუცენკო (მოსიაშვილი 46’), ციმაკურიძე, ხინთიბიძე, ციცხვაია (გალენკო 57’).

სათადარიგო: კულუა, კურდღელაშვილი, მოსიაშვილი, გალენკო, მირონენკო, ჭაბუკიანი, მოსემღვდლიშვილი.
მთავარი მწვრთნელი: ანატოლი პისკოვეცი.

„დინამო“: ბულისკერია, რუხაია, თოთაძე (კ), კობოური, კუცია (ქარდავა 71’), ზივზივაძე, შულაია (ივანიშვილი 63’), ივანისენია, ხარაბაძე, შენგელია, ნინუა (ქოჩლაძე 81’).

სათადარიგო: სიკაჩი, ლოჩოშვილი, ქარდავა, ქოჩლაძე, ერგემლიძე, ივანიშვილი, გილმორი.
მთავარი მწვრთნელი: კახი კაჭარავა.

გაფრთხილება: თოთაძე (17’), ტყეშელაშვილი (24’), დუგუ (40’).

მთავარი არბიტრი: ირაკლი კვირიკაშვილი ....... ------- ......... ედემი ელერჯია

Posted by: ogafa2 24 Sep 2018, 12:39
user posted image ................... "მერანი" (მარტვილი) 3-1 "გაგრა" (გაგრა) U19

Posted by: ogafa2 26 Sep 2018, 10:16
„მერანი“ „ნორჩ დინამოსთან“ დამარცხდა

25-ე ტურის შეხვედრა გამართა მარტვილის „მერანმა“ ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშებაში. თბილისში, „შატილის“ სახელობის სტადიონზე გამართული მატჩი მასპინძლების გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

"დინამო" მე-20 წუთზე გიორგი ბერიაშვილმა დააწინაურა. 74-ე წუთზე კი ექს-მერანელმა, დავით ბოლქვაძემ ორამდე გაზარდა ანგარიში.

მარტვილელებმა თამაშის მიწურულს ერთი ბურთი გაქვითეს. გალენკოს პასით, ნიკოლოზ ხინთიბიძემ გაიტანა ახლო მანძილიდან ერთი შეხებით.

დარჩენილ დროში „მერანელები“ თამაშის გადარჩენას ეცადნენ, თუმცა საბოლოოდ ანგარიში არ შეცვლილა.

„მერანი“ მომდევნო ტურის მატჩს 29 სექტემბერს მარტვილში გამართავს. ჩვენი გუნდის მეტოქე "ცხინვალი" იქნება.

24 სექტემბერი. 16:00. თბილისი. „შატილი“
ეროვნული ლიგა 2. ტური XXV

„ნორჩი დინამო“ (თბილისი) – „მერანი“ (მარტვილი) 2:1 (1:0)
გოლები: 1:0 გიორგი ბერიაშვილი (20’), 2:0 დავით ბოლქვაძე (74’), 2:1 ნიკოლოზ ხინთიბიძე (89’).

„ნორჩი დინამო“: მუჯრიშვილი, თოდუა (კ), ბოლქვაძე, ბერიაშვილი (ფიფია 81’), გოგობერიშვილი, ფოფხაძე, თევზაძე, კახელიშვილი (შენგელიძე 70’), ჯაფარიძე, კაკაშვილი, გეწაძე (დეისაძე 90+2’).

სათადარიგო: შეყრილაძე, დეისაძე, ქარქუზაშვილი, მელქაძე, ფიფია, ჟვანია, შენგელიძე.
მთავარი მწვრთნელი: ავთანდილ შენგელია.

„მერანი“: მეშველიანი, ტყეშელაშვილი, ვ. ფაცაცია, ზახარჩენკო (ციცხვაია 46’), მელიავა (კ), გეგია (კურდღელაშვილი 78’), დუგუ (მოსიაშვილი 63’), ციმაკურიძე, მირონენკო, ხინთიბიძე, გალენკო.

სათადარიგო: კულუა, კურდღელაშვილი, ც. ფაცაცია, მოსიაშვილი, ციცხვაია, ჭაბუკიანი, მოსემღვდლიშვილი.
მთავარი მწვრთნელი: ანატოლი პისკოვეცი.

გაფრთხილება: ევგენი ზახარჩენკო (34’), მიხეილ მუჯრიშვილი (40’).

მთავარი არბიტრი: გიორგი ვარდიძე ................... ------- .... ედემი ელერჯია

Posted by: ogafa2 30 Sep 2018, 10:15
ფრე კონკურენტთან: „მერანი“ – „ცხინვალი“ 1:1

ეროვნული ლიგა 2-ის, 26-ე ტურში მარტვილის „მერანმა“ საკუთარ არენაზე ერთ-ერთ უშუალო კონკურენტს, საფეხბურთო კლუბ „ცხინვალს“ უმასპინძლა და ახლოს იყო უმნიშვნელოვანეს გამარჯვებასთან, თუმცა მსაჯის მიერ კომპენსირებულ ბოლო წუთზე ეს შანსი ხელიდან გაუშვა..

მარტვილელებმა მატჩი ძალიან კარგად დაიწყეს და მე-18 წუთზე დაწინაურდნენ კიდეც. ვანო კურდღელაშვილის ჭკვიანური პასის შემდეგ, ნიკოლოზ ხინთიბიძე გავიდა მეკარესთან პირისპირ, „მერანელმა“ სტუმართა კიპერს ცრუ მოძრაობით აუარა გვერდი და ცარიელ კარში შეაგორა ბურთი -1:0.

ხინთიბიძეს მალე დუბლის გაფორმებაც შეეძლო, რადგან გოლის გატანიდან ერთ წუთში, ისევ ხელსაყრელ პოზიციაზე აღმოჩნდა „მერანის“ შემტევი და კერესელიძეს თავზე გადაუგდო ბურთი, მაგრამ „ცხინვალის“ მცველმა ითამაშა დაზღვევაზე კარგად.

კარგი მომენტები შექმნეს მეორე ნახევარში სტუმრებმაც და ერთ ეპიზოდში ნიკა წივწივაძის მიერ დარტყმული ბურთი ძელმა აისხლიტა, დანარჩენ შემთხვევაში კი კახაბერ მეშველიანი იყო მოწოდების სიმაღლეზე.

მსაჯის მიერ კომპენსირებული დრო კი კიდევ ერთხელ აღმოჩნდა „მერანელებისთვის“ საბედისწერო, რადგან 93-ე წუთზე „მერანის“ კარის მიმართულების დანიშნული საჯარიმო დარტყმის გათამაშების შემდეგ, მასპინძელთა გუნდის საჯარიმოში შეცვლაზე შემოსულ ლუკა ვარძელაშვილს მიუვიდა ბურთი და ზუსტი დარტყმით წონასწორობა აღადგინა - 1:1.

„მერანი“ მომდევნო ტურის მატჩს 5 ოქტომბერს ქუთაისში გამართავს, სადაც ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშების ლიდერს, ბათუმის „დინამოს“ დაუპირისპირდება.

29 სექტემბერი. 16:00. მარტვილი. „მურთაზ ხურცილავა“
ეროვნული ლიგა 2. ტური XXVI

„მერანი“ (მარტვილი) – „ცხინვალი“ (ცხინვალი) 1:1 (1:0)
გოლები: 1:0 ნიკოლოზ ხინთიბიძე (18’), 1:1 ლუკა ვარძელაშვილი (90+3’).

„მერანი“: მეშველიანი, ზახარჩენკო (ლუცენკო 46’), მირონენკო (დუგუ 46’), ხინთიბიძე, კურდღელაშვილი, ტყეშელაშვილი, ჭ