ქეისი #1: ერთ-ერთმა ბანკმა უარი თქვა არასრულწლოვანი პიროვნებისათვის მომსახურების გაწევაზე იმ მოტივით, რომ ემსახურებიან მხოლოდ სრულწლოვნებს.
-------------------->
თუმცა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანებაში №24/04 მუხლი მე-6 მიღებული 2011 წლის 7 აპრილს წერია:
"4. არამეწარმე ფიზიკურ პირს ანგარიში გაეხსნება შემდეგი დოკუმენტების საფუძველზე:
ა) განაცხადი ანგარიშის გახსნის თაობაზე (რომლიც ადასტურებს, რომ იგი არ წარმოადგენს მეწარმე ფიზიკურ პირს ან/და არ გამოიყენებს ამ ანგარიშს სამეწარმეო საქმიანობისათვის. აღნიშნული პირობის დარღვევიდან გამომდინარე, ყველა შედეგზე პასუხისმგებლობა ეკისრება ანგარიშის მფლობელს);
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ხელმოწერის ნიმუში."
რადგანაც არასრულწლოვანი პირი მიჩნეულია შეზღუდულ ქმედუნარიან პირად, ამიტომ ზოგიერთ ბანკში აუცილებელია (ზოგში - არა), მიიყვანოთ ერთ-ერთი მშობელი და იქონიოთ დაბადების მოწმობა.
ნოტარიული მინდობილობა არ გჭირდებათ! იქვე მოაწერს დედა ან მამა განაცხადს ხელს.
ქეისი #2: ერთ-ერთი ბანკი აცხადებდა უარს, შეესრულებინა ფიზიკური პირის გადარიცხვა ერთ-ერთი კომპანიის ანგარიშზე იმ მოტივით, რომ ამ კომპანიის დავალიანება უნდა გადახდილიყო კომუნალური მოდულიდან, შესაბამისად, აუცილებელი იყო საკომისიოს გადახდა.
------------------->
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება №336
2007 წლის 21 დეკემბერი
მე-9 მუხლი, მე-3 ნაწილი
„დ) ფიზიკური პირი უფლებამოსილია თავისი საბანკო ანგარიშიდან გადარიცხვები აწარმოოს როგორც სხვა ფიზიკური პირის, ისე იურიდიული პირის საბანკო ანგარიშზე ან განახორციელოს ბიუჯეტის, ან სხვა გადახდა. ფიზიკური პირი ასევე უფლებამოსლია თავისი საბანკო ანგარიშიდან გადარიცხვები აწარმოოს სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის მაგივრად.“.
შესაბამისად, თქვენ შეგიძლიათ, გამოიყენოთ თქვენი უფლება და სადაც გინდათ, იქ გადარიცხოთ თანხა, თუნდაც კომუნალური დავალიანება.
სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ნებისმიერი ხელშეკრულება ბათილია, თუ ის კანონს ეწინააღდეგება. შესაბამისად, ბანკი ამ უფლებას ვერ შეზღუდავს.
იმედი მაქვს, თემა საინტერესოდ განვითარდება. მიამატეთ თქვენი ქეისები.
ნებისმიერი ბრძანების ან კანონის მოძებნა შესაძლებელია ამ საიტზე
http://matsne.gov.ge/index.php
კაცს დააწვენენ საგიჟეთში, რომელიც პერიოდულად იძახის: "გაგაწარმოვებ, გაგაწარმოვებო..."
მეორე გიჟი ეუბნება: "მე ვერ გამაწარმოვებ, e ხარისხად x ვარო".
ანეგდოტი მათემატიკოსებისათვის :))