forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (324) « პირველი ... 322 323 [324]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> იურიდიული კონსულტაცია, ნაწილი VIII
Правовед
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 859
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16

გამოგზავნილია: 20 Jun 2018, 10:59  #52943091      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გალე
ჩამოვყალიბდეთ:
დადებულია ხელშეკრულება ბინის დაქირავებაზე, ანუ საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხალშეკრულება. დამქირავებელი არ იხდის თანხას (რამდენი ხანი?) და მიღებულია გადაწყვეტილება მოხდეს გამოსახლება. ხელშეკრულების ვადა არ ამოწურულა(?) (ან ამოწურულია?).
ამ მიზნისათვის მიმართულია სასამართლოსთვის.
როგორც მივხვდი გარემოებების დაზუსტება არა არის აუცილებელი და რამდენად იყო იმის აუცილებლობა, რომ მაინცადამაინც სასამართლოსთვის მიემართა, ამის განხილვის საჭიროებაც არ არსებობს - შეკითხვის ავტორს ეს არც ეს აინტერესებს და ამგვარ სარჩელს მიიღებს თუ არა სასამართლო, არც ეს არის ინტერესის საგანი.

საჭიროა გავცეთ პასუხი შეკითხვებს (კასკადი აღარ არის, ეს უკვე კარგია) -
1. დაიწყება თუ არა გამოძიება?
2. სასამართლო დავის ხანგრძლივობა?
3. დამქირავებლის გამოსახლების საკითხი სასამართლო პროცესის დასრულებამდე?

პასუხები:
1. სასამართლო არავითარ გამოძიებებს არ აწარმოებს, მხარეებმა თვითონ უნდა ამტკიცონ ის გარემოებები რასაც ეყრდნობიან - დისპიზიციურობისა და შეჯიბრობითობის პრინციპები ეწოდებათ ამ მოვლენებს სამოქლაქო სამართალში (გადახედეთ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და მე-4 მუხლებს
https://matsne.gov.ge/ka/document/view/29962

2. კანონით დადგენილია - საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე და 391-ე მუხლებით განსაზღვრულია საპროცესო მოქმედების ვადები, რომლის მიხედვითაც, სამოქალაქო საქმეებს, სასამართლოები განიხილავენ განცხადების მიღების დღიდან არა უგვიანეს 2 თვისა, ხოლო განსაკუთრებით რთული კატეგორიის საქმეებზე, განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს 5 თვისა. სინამდვილეში შეიძლება 3 წელიც გაგრძელდეს - აღარ შევჩერდეთ ამ პრობლემაზე და ვიმეოროთ ის ფართოთ გავრცელებული ლანძღვა-გინებები ... შეკითხვის ავტორმაც იცის ალბათ, ამ უმსგავსობაზე პასუხის გამცემს ნამდვილად ვერ მოძებნი ვერავის, მაგრამ დასვა შეკითხვა და გავცეთ პასუხი ... გადახედეთ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დასახელებულ მუხლებს ...

3. დამქირავებლის გამოსახლების საკითხი სასამართლო პროცესის დასრულებამდე არ გადაწყდება - სასამართლოსთვის მიმართვის მიზანი და დავის საგანიც ხომ ეს არის - თუ პრობლემა გადაიჭრება, რაღა სასამართლოა საჭირო ...

პრინციპში, მოგიწოდებთ მთლიანად გაეცნოთ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსს და ეს ბმულებიც გამოგადგებათ
http://www.supremecourt.ge/frequently-asked-questions/
http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/librar...b68cc05e0b910d4

This post has been edited by Правовед on 20 Jun 2018, 11:09
Hey Berry
პოლიტიკური ცხოველი


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3404
წევრი No.: 121032
რეგისტრ.: 14-September 10

გამოგზავნილია: 20 Jun 2018, 12:26  #52943583      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გამარჯობა ესეთი კითხვა მაქვს:

ბუღალტერმა მიითვისა კომპანიის თანხა, განსაკუთრებით დიდი ოდენობის. კომპანია არ უჩივის, მაგრამ თხოვენ ამ თანხის დაბრუნებას.
ამ ბუღალტერს არ აქვს შანსი რომ ეს თანხა დააბრუნოს რადგან უკვე აღარ აქვს, არც რამე ქონება აქვს საკუთარ სახელზე და მზდაა პასუხი აგოს სამართლებლივად.

იმ შემთხვევაში, თუ პირველი თვითონ მივა და ჩაბარდება, სანამ კომპანია უჩივლებს, შანსი აქვს რომ შეუმსუბუქდეს სასჯელი? ისე 4 დან 7 წლამდე მუხლია.
Правовед
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 859
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16

გამოგზავნილია: 20 Jun 2018, 12:39  #52943686      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Hey Berry
ეს "უჩივის" უნდა დააზუსტოთ აუცილებლად ... რა იგულისხმეთ "თუ კომპანია არ უჩივის" "სანამ კომპანია უჩივლებს"-თან ერთად ... უჩივის (აპირებს), თუ არ უჩივის (არ აპირებს)?
თუ არ უჩივის ესე იგი დანაშაულს არ ყავს დაზარალებული ... თუ კომპანია არ უჩივის, მაგრამ თხოვენ ამ თანხის დაბრუნებას.- ეს ნიშნავს, სისხლის სამართლის საქმის აღძვრა არ სურთ, და ითხოვენ სამოქალაქო სამართლის წესით ზარალის ანაზღაურებას ...
"თვითონ მივა და ჩაბარდება" დაკავშირებულია დანაშაულის ნებაყოფლობით აღიარებასთან - საკმაოდ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება "ბუღალტერი" - დანაშაულის შეტყობინებაც უნდა მოახდინოს და მისის აღიარებაც ... არადა საქმე აღძრულიც არ არის - როგორი პერსპექტივა ექნება ამ საქმეს და მივა თუ არა საქმე "წლების დათვლამდე", საწყის ეტაპზე ძირითადან დამოკიდებულია კომპანიაზე - ან დაადასტურებს დანაშაულს, ან არა. ამ მიმართებით განვითარდება შემდგომშიც, ეს "მითვისებაც" უნდა განისაზღვროს და ჩამოყალიბდეს გარემოებების მიხედვით, რომლებიც ასევე უცნობია შეკითხვაზე პასუხის გასაცემად ...

This post has been edited by Правовед on 20 Jun 2018, 12:49
გალე
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4948
წევრი No.: 114323
რეგისტრ.: 21-April 10

გამოგზავნილია: 20 Jun 2018, 13:22  #52943958      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
Правовед
QUOTE
3. დამქირავებლის გამოსახლების საკითხი სასამართლო პროცესის დასრულებამდე არ გადაწყდება - სასამართლოსთვის მიმართვის მიზანი და დავის საგანიც ხომ ეს არის - თუ პრობლემა გადაიჭრება, რაღა სასამართლოა საჭირო ...

https://matsne.gov.ge/ka/document/view/3208905


საცხოვრებელი სახლიდან/ბინიდან ან/და სხვა მფლობელობიდან უკანონო მფლობელისა და მასთან მყოფი პირის/პირების გამოსახლების/გამოყვანის წესის დამტკიცების შესახებ კანონი რატომ არსებობს ვერ ვხდები.

ანუ მუხლი 3. განცხადების წარდგენის წესი, საერთოდ არაფერში არ მეხმარება?

თუ სასამართოლ დამთავრდა საერთოდ რად მინდა ამ განცხადების წარდგენა? სასამართლო გადაწყვეთს იმათ გამოსახლებას ხო?
სასამართლო გადაწყვეტილებამდე თუ ვერ გამოვიყენე მაშინ საერთოდრატომ არსებობს ეს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება?


--------------------
ვერ მოინდომებ ისეთი რაღაცის გაგებას, რასაც ვერ გაიგებ.
Правовед
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 859
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16

გამოგზავნილია: 20 Jun 2018, 16:21  #52945022      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გალე
მომწონს თქვენი შემართება!
მარაააა?! ... tongue.gif და რაღა მე-3 მუხლიდან დაიწყეთ წაკითხვა, დაგეწყოთ თავიდან და გაცნობოდით: "ეს წესი(!) (საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის № 75 ბრძანებაზეა ლაპარაკი) განსაზღვრავს მართლზომიერი მფლობელის მოთხოვნის შემთხვევაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შესახებ დასაბუთებული! ვარაუდის! არსებობისას! ...
ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევის დანაშაული ჩადენილი აქვს დამქირავებელს?! თქვენ არ გინდოდათ, ეწინაარმდეგებოდით?! შეიპარა და მოკალათდა? თუ ბრძოლით შეიჭრა? მაშინ ქირავნობა საერთოდ რა შუაშია - არც დამქირავებელი ქვია მაგ ტიპს და გასასამართლებელიცაა ...
უკანონოდ შესვლად ჩაითვლება სხვა პირის ბინასა თუ სხვა მფლობელობაში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გამოჩენა ან ყოფნა. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დასადგენად აუცილებელია, ზუსტად და ნათლად იყოს გამოხატული ბინის მეპატრონის ნება მასში სხვა პირის არასასურველი ყოფნის შესახებ. აღნიშნული დანაშაული ფორმალურ შემადგენლობათა რიცხვს განეკუთვნება და იგი დამთავრებულად ითვლება სხვის ბინაში უკანონო შესვლის მომენტიდან.

QUOTE
საერთოდ რად მინდა ამ განცხადების წარდგენა?
ამაზე თქვენ თვითონ უნდა გასცეთ პასუხი ...

QUOTE
სასამართლო გადაწყვეთს იმათ გამოსახლებას ხო?
- სასამართლოს მაგივრად მაგ შეკითხვაზეც ვერავინ გასცემს პასუხს - აბა რა ვიცით?!

თ უ ?!
QUOTE
მაშინ საერთოდრატომ არსებობს ეს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება?
ამ შეკითხვის მომხრე ნამდვილად ვარ - და საერთოდ, რატომ არსებობს შინაგან საქმეთა სამინისტო? პასუხი მგონია მთელმა საქართველომ არ იცის ... ვმარჩიელობთ და ექსპერიმენტებში ვართ უკვე რამდენი ხანია lol.gif

This post has been edited by Правовед on 20 Jun 2018, 16:49
ASIMO
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 288
წევრი No.: 133871
რეგისტრ.: 17-July 11

გამოგზავნილია: 21 Jun 2018, 19:37  #52952240      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გამარჯობა,
განქორწინების მოთხოვნისას, სასამართლოში რომ შემაქვს სარჩელი თუ განცხადება, (მეუღლესთან დიდი ხანია გაშორებული ვარ და სხვა ქვეყანაში ცხოვრობს, კონტაქტი არ მაქვს და არავინ იცის სად ცხოვრობს)

ხომ შემიძლია მე თვითონ შევიტანო სარჩელი, ისე რომ ადვოკატი არ ავიყვანო?

და რას ვაკეთებ? მივდივარ დიღომში საქალაქო სასამართლოში, ქორწინების მოწმობით და ჩემი პირადობით და..........?

This post has been edited by ASIMO on 21 Jun 2018, 19:39
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (324) « პირველი ... 322 323 [324]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.1102 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]