#57361493 · 31 Dec 2020, 17:55 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Frankens†ein
QUOTE | ხეებს კი არ ჭრიან ეს კომპანიები, თესავენ, ზრდიან და შემდეგ ცოცხლად ყიდიან, ქოთანში. |
კავკასიური სოჭი იზრდება საკმაოდ მკაცრ პირობებში. 6 წელია ვცდილობ და თბილისში გაზრდა ვერ მოვახერხე. მიზეზი ვიცი, მაგრამ მაინც ვცდილობ. არმოსავლური სოჭი, სამხრეთ საქართველოში და სვანეთში რომ იზრდება, კიდევ ეგუება პირობებს. კავკასიური ძნელად. იზრდება ტემპერატურულ ციკლში, - დღისით 19-26 გრადუსი, ღამით, 14-17. სხვა პირობებში ზრდის ტემპი დაბალია. ვეგეტატიური გამრავლებით შენარჩუნება ძნელია. სწრაფი ზრდა რომ ჰქონდას, - შედეგს რომ მიაღწიონ, - ზრდიან სათბურის პირობებში. სადაც მუდმივად აქვთ ეგ ტემპერატურა შენარჩუნებული. ბუნებრივ პირობებში თუ უნდა 15 წელი, ასე საჭირო სიმაღლეზე ზრდიან 4-5 წელიწადში. თან ქარის მოქმედება არ უშლის ხელს და იზრდება პროპორციული. ყიდიან 70-100 დოლარის ფარგლებში თითო ხეს. გარემოში გადარგულიდან ერთიც არ გაიხარებს. შანსიც არ არის. იმიტომ, რომ სასათბურე პირობებს არის შეჩვეული. ასე რომ მეეჭვება ქოთნით ყიდდენ.
QUOTE | წესით 1 კილოზე მეტი ნედლი გირჩი იქნება ერთ ხეზე. 3-4 მინიმუმ ალბათ... |
შეიძლება მეტიც. კედრის ხიდან დაგვიკრეფია 50 კილოგრამი. სოჭზე საშუალოდ 10 მაინც იქნება. გრძელი, 15-19 სმ სიგრძის გირჩი აქვს მაგ სოჭს.
This post has been edited by omerta on 31 Dec 2020, 21:00
|