ამდენი ხანია, ამ განყოფილების მომხმარებელი ვარ და რამდენიმე ინიციატივასავით შეკითხვა მაქვს მოდერატორებთან, რადგან ცოტა მოუწესრიგებელი და ლოგიკურად დაულაგებელი მგონია განყოფილება:
1. შეიძლება ადრე გასაგები იყო, მაგრამ ახლა ლოგიკურად გაუგებარია, რისთვის არსებობს ბოქსები. ერთი და იგივე თემები მეორდება ბოქსებშიც და ავტომობოლების ზოგად ნაწილშიც. უბრალოდ ადამიანი იბნევა, დაყოფილი და სტრუქტურირებული არის (ორად) მაგრამ საჭირო საკითხებზე ერთნაირადაა თემები ორივეგან - საბურავებზე, ზეთებზე, ხუნდებზე, განათებაზე, თუნუქზე... და ხანდახან საჭირო ინფორმაცია მეც მომხვედრია თვალში და მერე ვეღარ მომიძებნია ამ საყოველთაო დუბლირების გამო. ეს ერთსა და იმავე საკითხებზე გახსნილი თემები არ ჯობია, რო გაერთიანდეს?
და რაც მთავარია, არ შეიძლება, რო ავტომობილების ზოგათი თემა და ბოქსები გაერთიანდეს და ერთიანად იყოს? და დარჩებოდა მხოლოდ 2 შინაარსობრივად განსხვავებული ნაწილი: ავტომობილები ზოგადად (ანუ ახლანდელ ზოგად თემას + ახლანდელი ბოქსები და სახელად რაც გინდა, ის ერქვას) და კლუბები, რომელიც მართლა აქვს თავისებური შინაარსი.
2. კლუბებში მერსედესის 2 თემაა გახსნილი:
> -=Mercedes-Benz Club Georgia=- Part XLVIII (post #51009010)და
-=Mercedes-Benz Club Georgia=- Part XXXVIII (post #40543198)ერთი 2014 წლის, მეორე - მიმდინარე.
ხალხს ერევა და რომელიც ხვდება თვალში, იმაში წერს. მერე ერთს შეეშლება, ძველი თემა ზევით ამოვა და სხვაც ავტომატურად იმ ძველში დაპოსტავს და ა. შ. და შედეგად შინაარსები ირევა და იზილება.
რამდენჯერმე მივიწერ-მოვიწერე ძველის დახურვის შესახებ მაგრამ არსაიდან ხმა, არსით ძახილი...
3. ზეთების თემა:
რამდენიმე აქტუალური თემა გახსნა აქ რამდენიმე მომხმარებელმა - გაყალბების, მომხმარებელთა შეცდომაში შეყვანისა და ხარისხის შესახებ - ისევ იმიტომ, რომ დავიცვათ ერთმანეთი და თაღლითებს და არაკეთილსინდისიერ გამყიდვლებს თავი არ მოვატყუებინოთ. ერთხელ მივწერე მოდერს და 10-ე ნაწილში პირველივე პოსტში დაამატა ეს ბმულებიც - რომ ადამიანს პირველივე პოსტში მოეძებნა და აღარ ეწვალა. მაგრამ 10-ე ნაწილის მერე ეს თემები აღარ დამატებულა.
ყველაფერი ზეთების შესახებ, ნაწილი X (post #48395251)არ შეიძლება, რომ გავითვალისწინოთ და ზეთების თემის ყოველ პირველ პოსტში უცვლელად გადავიტანოთხოლმე ეს ბმულებიც?
მოკლედ, ორგანიზება უნდა ჩემი აზრით ცოტა უფრო მოხერხებულად. სარჩევია დასალაგებელი და თემატურ-შინაარსობრივად თემები შესაბამისობაში მოსაყვანი. პირადად მე არანაირად არ მეზარება და თუ მოდერატორი თანახმაა ან საჭიროებაა, მეც შემიძლია მივეხმარო ყველაფერში.