მაინტერესებს თქვენი აზრი ეს სტატია რამდენად გასაგებია? დაწერეთ კონკრეტულად რა ვერ გაიგეთ რისი ახსნაა უფრო დეტალურად საჭირო ან რა კითხვები დაგებადათ? სასურველია ნებისმიერი სხვა სახის შენიშვნებიც დაწეროთ
პ.ს. არწივი9 მოდი გადაიკითხე განსხვავებული ხედვა გაქ შენ ხშირად... რამე მინუსს თუ ხედავ
ბიოლოგიური ევოლუციისთვის საჭიროა მხოლოდ ორი რამ
1) ცოცხალი ორგანიზმის გენეტიკური ცვლილება (რაც ხდება ყოველ ახალ თაობაში)
2) სელექცია ანუ ორგანიზმების გადარჩევა (უარყოფითად შეცვლილი ორგანიზმის განადგურება, ხოლო დადებითად შეცვლილი ორგანიზმის გამრავლება)
როგორ ხდება ცოცხალი ორგანიზმის ცვლილება? საქმე იმაშია რომ ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმის ძირითადი ფიზიკური თვისებები გამომდინარეობს მისი დეენემიდან. უფრო გასაგები მაგალითი რომ მოვიყვანო ვთქვათ რომ დეენემი არის ნოტები, როგორც ნოტების დაკვრით მიიღება მუსიკა ასევე დეენემის ტრანსკრიპციით მიიღება სხვადასხვა ბიოლოგიური ელემენტები, საერთო ჯამში კი ცოცხალი ორგანიზმი
დეენემი შედგება 4 მთავარი კომპონენტისგან: A ადენინი, G გუანინი, T თიმინი და C ციტოზინი რომელთა თანმიმდევრობა და რაოდენობა განსაზღვრავს პრაქტიკულად ყველაფერს მაგალითად ეს არსება ლომი იქნება თუ სოკო, წიწაკას მოისხავს თუ ყურძენს და ასე შემდეგ, თითქმის ყველაფერი დამოკიდებულია 4 საბაზისო ელემენტის თანმიმდევრობასა და რაოდენობაზე.
ყოველი ახალი უჯრედის წარმოქმნისას დეენემი მთლიანად კოპირდება (ადამიანის თითოეული უჯრედი შეიცავს დეენემის კოპიას) მაგრამ ეს კოპირების პროცესი იდეალური არაა, ხანდახან ხდება შეცდომები ანუ მუტაციები და შეიძლება ერთი ასოს მაგივრად დაკოპირდეს მეორე (ეს შეცდომები არის სრულიად შემთხვევითი როგორც კამათელის გაგორება) პირობითი მაგალითი რომ მოვიყვანო დავუშვათ ჩვენ გვაქ დეენემის
TAACTG თანმიმდევრობა რომელიც გვაძლევს შავ ბეწვს შემდეგ არასწორი კოპირების შედეგად მოხდა შემთხვევითი მუტაცია და მივიღოთ
TAACCG თანმიმდევრობა რომელიც მოგვცემს თეთრ ბეწვს (რეალურად ეს პროცესი გაცილებით კომპლექსურია) მაგრამ უჯრედი არარის დამოუკიდებელი ცოცხალი ორგანიზმი ამიტომ ასეთი ცვლილება ვერ იქონიებს გავლენას უკვე დაბადებულ არსებაზე. თუმცა თუ ეს მუტაცია მოხდება სპერმატოზოიდის ჩამოყალიბებისას რომლისგანაც ჩაისახება შთამომავალი აი აქ უკვე ჩვენ ვნახავთ ორგანიზმის ცვლილებას იმიტომ რომ წინაპარს შავი ბეწვი ჰქონდა ხოლო შთამომავალმა განიცადა მუტაცია და მას თეთრი ბეწვი ექნება
მუტაციების გარდა არსებობს კიდევ 4 მეთოდი რითაც ხდება გენეტიკური კოდის ცვლილება, ესენია: 1)
Insertion 2)
Deletion 3)
Frameshift 4)
Substitution თუმცა დეტალებს აღარ ჩავუღრმავდები რომ არ გადაიტვირთოს თემა
_____________________________________________________________________________________________________________________________________________________
როგორ ხდება სელექცია ანუ ორგანიზმების გადარჩევა?დავუშვათ თეთრი პეპლები გავრცელდნენ ახალ ტერიტორიაზე სადაც ყავისფერი ხეებია და შემდეგ ისინი გამრავლდნენ
თუმცა გამრავლებისას მოხდა მუტაცია და რამოდენიმე პეპელა დაიბადა ყავისფერი დანარჩენები კი კვლავ თეთრები არიან
ნადირი (ამ შემთხვევაში ჩიტი) ადვილად ხედავს ყავისფერი ხის ფონზე თეთრ პეპლებს და ადვილად იჭერს მათ, ხოლო ყავისფერი პეპლების შემჩნევა უჭირთ და მათ ვერ იჭერენ
შედეგად ბევრი თეთრი პეპელა განადგურდა და გამრავლება ვერ მოასწრო ვინაიდან ჩიტებმა ისინი შეჭამეს, ხოლო ყავისფერი პეპლები გადარჩნენ და გამრავლდნენ
როდესაც საკმარისი დრო გავა ყველა თეთრი პეპელა განადგურდება ვინაიდან სტატისტიკურად მათ გადარჩენის უფრო დაბალი შანსები აქვთ ვიდრე ყავისფერ პეპლებს. ეს არის ბუნებრივი სელექცია, როდესაც გარემო პირობებზე ნაკლებად მორგებული არსების ჩანაცვლება ხდება უფრო მეტად მორგებულით... ასევე ეს არის ევოლუცია.
(აქ იქნება ლინკი სადაც რამოდენიმე ბუნებრივი სელექციის დადოკუმენტირებული მაგალითი იქნება განხილული)
_____________________________________________________________________________________________________________________________________________________
ევოლუცია იყოფა ორ ნაწილად: ეს არის მ
იკრო (მცირე) და მ
აკრო (დიდი) ევოლუცია
მიკრო ევოლუციას შეგვიძლია ჩვენს სიცოცხლეშივე დავაკვირდეთ ვინაიდან მცირე ცვილებებისთვის საჭიროა მცირე დრო. ყოველ წელს ახალ-ახალი ვირუსები რომ ჩნდება ეს არის მიკრო ევოლუციის შედეგი. ან მაგალითად ძაღლი არის მგელის შთამომავალი, მართალია ამ ცვლილებებს ათასწლეულები დასჭირდა თუმცა ეს მაინც მიკრო ევოლუციად ითვლება
(აქ იქნება მიკრო ევოლუციის დადოკუმენტირებული მაგალითების ლინკი)
მაკრო ანუ დიდ ევოლუციას ჩვენს სიცოცხლეშივე ვერ დავინახავთ ვინაიდან ბევრ ცვლილებებს სჭირდება ბევრი დრო. მაკრო ევოლუციისთვის საჭიროა რომ მრავალი პატარა ცვლილება დაგროვდეს ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე და საბოლოო ჯამში დიდი ცვლილება მივიღოთ. ერთ-ერთი კარგი მაგალითია ვეშაპების ევოლუცია რომლის უამრავი გარდამავალი ფორმაა აღმოჩენილი. ამ ძუძუმწოვარა ცხოველების წინაპრები ცხოვრობდნენ ხმელეთზე თუმცა ნაწილობრივ დაიწყეს წყალში ცხოვრებაც. მაგალითად როგორც დღეს ბეგემოტები თავისი დროის უმეტესობას წყალში ატარებენ ხოლო ნაწილობრივ ხმელეთზეც ამოდიან ანალოგიურად ცხოვრობდნენ ვეშაპის წინაპრები. შემდეგ სულ უფრო მეტ დროს ატარებდნენ წყალში ამგვარად ნელნელა შეიცვალენ ანატომიურად და ხმელეთის ცხოველი გარდაიქმნა ზღვის ცხოველად (ვეშაპების ევოლუციას დასჭირდა დაახლოებით 50 მილიონი წელი)
(აქ იქნება მაკრო ევოლუციის მტკიცებულებების ლინკი)
_____________________________________________________________________________________________________________________________________________________
იმისთვის რომ მარტივი ორგანიზმი უფრო კომპლექსური გახდეს საჭიროა დეენემში ინფორმაციის შემატება ანუ მაგალითად X არსებას თუ გააჩნია 10 ფიზიოლოგიური თვისება შეიძლება ისე მოხდეს რომ ევოლუციის შემდეგ მან შეიძინოს 11-ე თვისებაც მაგრამ ამისთვის საჭიროა რომ დეენემის ზომა ფიზიკურად გაიზარდოს და მოხდეს ახალი თვისების წარმოქმნა დეენემის ახალ მონაკვეთში.
დეენემის გარკვეულ მონაკვეთებს ეძახიან გენებს მაგალითად თვალის ფერს რაც განაპირობებს დეენემის ეს მონაკვეთი არის გენი, ხოლო ამ გენების ერთობლიობას ეძახიან ქრომოსომას (ადამიანს გააჩნია ~ 6 მილიარდი დეენემის ელემენტი* 20 ათასამდე გენი და 46 ქრომოსომა) ამ ქრომოსომების კოპირებისას მრავალი მიზეზის გამო შეიძლება მოხდეს ქრომოსომის მონაკვეთის ან კონკრეტული გენის ორჯერ დაკოპირება რასაც ჰქვია დუპლიკაცია
დუპლიკაციის შედეგად ვიღებთ უფრო დიდ დეენემს სადაც ამ ახალ მონაკვეთში მუტაციების წყალობით შეიძლება ახალი თვისებები შეიძინოს არსებამ. (აქ იქნება დუპლიკაციის მაგალითის ლინკი)
People live their lives bound by what they accept as "correct" and "true". That's what they call "reality" However correct and true are nothing but vague terms. Their reality could turn out to be an illusion.
ლოგიკა ცოდნის შედეგად მოდის, შენი ლოგიკის არეალი იმდენად პატარაა, რამდენადაც შენი ცოდნა