ტენდენცია ზრდისკენ: ქართული რეალობისთვის 3 მილიონი საგრძნობი სხვაობაა!
ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის ოფიციალურმა გვერდმა 2018-19 წლებში კლუბების დაფინანსების ანგარიში წარადგინა. ეს არის დეტალური ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა თანხები დაერიცხათ კლუბებს სხვადასხვა წყაროდან.
აქვე ვიტყვით, რომ ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის მიერ კლუბების დაფინანსების ანგარიშში საბაზისო დაფინანსებას ცხრილებში არ ვაჩვენებთ, რადგან ისედაც ცნობილია, რომ თითოეულმა გუნდმა 800,000 ლარი მიიღო...
წმინდა სპორტული შემოსავლები
პრემ საპრ უეფა სულ
დინამო თბ 509,000 600,000 300,000 1,409,000
საბურთალო 505,500 400,000 300,000 1,205,500
დინამო ბთ 465,500 400,000 - 865,500
ჩიხურა 311,500 - 150,000 461,500
ლოკომოტივი 406,000 50,000 - 456,000
ტორპედო 322,000 - 50,000 372,000
დილა 285,000 - - 285,000
რუსთავი 271,500 - - 271,500
სიონი 262,000 - - 262,000
ვიტ ჯორჯია 132,000 - - 132,000
სულ 942,64
სპორტულ შემოსავლებში ეროვნულ ლიგაში, საქართველოს თასზე, სუპერთასსა და უეფადან მიღებული (ნაწილი) შემოსავლები იგულისხმება.
პრემია
აქ ის თანხებია აკუმულირებული, რომელიც კლუბებმა ეროვნულ ლიგასა და საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასზე გამოიმუშავეს.
პრემიალური თანხები შემდეგნაირად ანგარიშდება: ეროვნულ ლიგაში მოგებაზე გუნდი იღებს 20,000 ლარს, ფრეზე - 6,500 ლარს, თასის 1/16 ფინალის შემდეგ გადალახულ თითოეულ ეტაპზე - 10,000 ლარს.
საპრიზო თანხები
დინამო თბ - 600,000 ლარი (ეროვნულ ლიგა, I ადგილი); დინამო ბთ - 400,000 ლარი (ეროვნულ ლიგა, II ადგილი); საბურთალო - 200,000 ლარი (ეროვნულ ლიგა, III ადგილი); საბურთალო - 200,000 ლარი (დ. ყიფიანის სახელობის თასის გამარჯვებული); ლოკომოტივი - 50,000 ლარი (თასის ფინალისტი); ტორპედო - 50,000 ლარი (საქართველოს სუპერთასი, უეფას თანხები); საბურთალო - 300,000 ლარი (ჩემპიონთა ლიგის ერთი საკვალიფიკაციო ეტაპის გადალახვისთვის); დინამო თბ - 300,000 ლარი (ევროპალიგის ორი საკვალიფიკაციო ეტაპის გადალახვისთვის); ჩიხურა - 150,000 ლარი (ევროპალიგის ერთი საკვალიფიკაციო ეტაპის გადალახვისათვის)
სტიმულირების თანხა 2018
აქ იგულისხმება 2018 წელს კლუბში განხორციელებული ინვესტიიცის ნაწილის სტიმულირება. ნაწილი გაცემულია 2018 წელსვე. 2018 წლის სტიმულირების ჭერი 600,000 ლარი იყო.
სტიმულირების თანხა 2019
აქ წერია ის თანხები, რომელიც 2019 წლის პირველ ნახევარში კლუბში განხორციელებული ინვესტიციის სტიმულირებისთვის ფონდიდან გაიცა. სტიმულირების ჭერი 2019 წელს 700,000 ლარი იყო. კლუბებს 2019 წლის მეორე ნახევარში განხორციელებული ინვესტიციების აუდიტი ჯერ კიდევ წარსადგენი აქვთ. მათ ეს თანხა 2021 წლის იანვარში დაერიცხებათ.
2018 2019 სულ
დინამო თბ 153,988 700,000 853,988
ლოკომოტივი 150,000 700,000 850,000
ტორპედო 150,000 655,466 805,466
საბურთალო 145,530 618,706 764,236
დილა 308,459 382,856 691,315
დინამო ბთ 100,000 480,536 580,536
ჩიხურა - 320,000 320,000
რუსთავი 146,000 153,863 299,863
სიონი - 232,481 232,481
ვიტ ჯორჯია 10,640 - 10,640
ჯამი 5,408,525 5,408,525
როგორც ხედავთ, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდმა 2018 წლის შემოდგომიდან 2019 წლის ზაფხულამდე ეროვნული ლიგის გუნდებზე სტიმულირების თანხად 5,4 მილიონი ლარი გასცა - ანუ დაახლოებით 1,879 მილიონი დოლარია.
შესაძლოა, ვინმემ იფიქროს, რომ კლუბებში სწორედ ამ ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა. ეს არასწორი შეხედულებაა, რადგან ფონდის ინფორმაციაში მითითებულია: "ასევე შესაძლებელია, რომ კლუბების ხელმძღვანელობას განხორციელებული აქვს იმაზე მეტი ინვესტიცია, ვიდრე ეს სტიმულირების კალათის მაქსიმალური ჭერითაა განსაზღვრული".
ანუ რეალურად, ეს თანხები ერთ სეზონზე კლუბების მიერ სპონსორებისგან მიღებული თანხა არ არის. გათვალისწინებული არ არის ასევე ის თანხები, რასაც თავად კლუბების მეპატრონეები ხარჯავენ. ეს თანხა კი გაცილებით მეტია. მაგალითად, 2019 წელს თბილისისა და ბათუმის "დინამოს", ასევე "საბურთალოს" ბიუჯეტები 11 მილიონზე მეტი გახლდათ. ასევე იყო ქუთაისის "ტორპედოს" ამბავი, სანამ კლუბის მეპატრონეს ჩინელ ინვესტორთან დაკავშირებული იმედები არ გაუცრუვდა.
ცოტა მოულოდნელია "ლოკომოტივის" მეორე ადგილზე ყოფნა, ბათუმის "დინამო" კი მხოლოდ მეექვსეზეა. მაგრამ გასათვალისწინებელია ის, რომ 2018 წელს ბათუმელები რანგით ქვედა ლიგაში გამოდიოდნენ, სადაც ნაკლები ინვესტიცია იდება.
საერთო შემოსავლები
საპრემიო თანხები სრულად არ არის დათვლილი, რადგან ევროთასებიდან კლუბებმა საკმაოდ გვარიანი შემოსავალი მიიღეს - სულ 2 მილიონ ევროზე მეტი (დაახლოებით 6 მილიონი ლარი).
საპრემიო თანხებით ყველაზე მეტი შემოსავალი თბილისის "დინამომ" მიიღო - მან საქართველოსა და ევროსარბიელზე გამოსვლით 3 მილიონ ლარზე მეტი გამოიმუშავა. ყველაზე ნაკლები შემოსავალი "ვიტ ჯორჯიას" ჰქონდა, რომლის ანგარიშზეც 942, 640 ლარი ჩაირიცხა. ეს ციფრები ლოგიკურია, რადგან "დინამომ" ჩემპიონობით ყველაზე მეტი გამოიმუშავა, "ვიტ ჯორჯია" კი ეროვნული ლიგიდან გავარდა.
მართალია, 3 მილიონი ევროპული შეფასებით მწირი თანხაა (ამდენს საშუალო ევროპულ ლიგაში ერთი ფეხბურთელი იღებს), მაგრამ აქედან მარტივი რამ ჩანს - ფეხბურთიდან შემოსავლის მიღება ქართულ კლუბებსაც შეუძლიათ. ზედმეტი 3 მილიონი კი ქართული კლუბის განვითარებისთვის ურიგო თანხა არ არის.
კლუბები შემოსავლები
დინამო თბ 3,062,988*
საბურთალო 2,769,736
დინამო ბთ 2,246,036
ლოკომოტივი 2,106,000
ტორპედო 1,977,466
დილა 1,776,315
ჩიხურა 1,581,500
რუსთავი 1,371,363
სიონი 1,294,481
ვიტ ჯორჯია 942,640
* - საერთო თანხაში შესულია საბაზისო დაფინასება, რომელიც ყველა გუნდმა თანაბრად (800,000 ლარი) მიიღო
ტენდენცია
საინტერესო და დამაიმედებელი ტენდენციაა: 2018 წელს სტიმულირების ფონდის "ჭერს" ვერც ერთმა კლუბმა ვერ მიაღწია. ამ პერიოდში ლიდერი გორის "დილა" იყო, რომელმაც სპონსორების მოზიდვით ერთი ამდენი ფონდიდანც მიიღო - 308,459. ამ პერიოდში კლუბების სასპონსორო აქტიურობა მეტისმეტად დაბალი იყო და ჯამში 1,2 მილიონს არ აჭარბებდა.
2019 წლის პირველ ნახევარში (მეორე ნახევარი წინაა) ვითარება მკვეთრად შეიცვალა - ორმა კლუბმა სტიმულირების კალათის მაქსიმალური "ჭერი" შეავსო და სრულად აითვისა - თბილისის "დინამომ" და "ლოკომოტივმა" ფონდისგან 700,000 ლარი მიიღეს.
ანუ ტენდენცია ზრდაზე მიგვითითებს, თანაც - საგრძნობ ზრდაზე: 2018 წლის ბოლოს კლუბებმა მაქსიმუმ 1,2 მილიონი სასპონსორო თანხა მოიზიდეს, მაშინ, როცა 2019 წლის დასაწყისში ამ თანხამ 4,2 მილიონს მიაღწია. დაგვეთანხმებით, 3 მილიონი საგრძნობი სხვაობაა.
ცხადია, ეს ბათუმისა და თბილისის "დინამოების" საჩემპიონო ბრძოლის დამსახურებაა, რომლის დროსაც ორივე კლუბი სასპონსორო ხელშეკრულებებს ჩვეულზე მეტი ინტენსივობით აფორმებდა. ეს არის კონკურენცია, რაც ჩვენს ჩემპიონატს ასე აკლდა და იმედია, ეს ტენდენცია 2020-შიც გაგრძელდება.
http://lelo.ge/article/%E1%83%A4%E1%83%A3%...%E1%83%90-20231