შეგნებულად არ დავასახელებ წყაროს რომელსაც ვეყრდნობი... (ეს ისე)
ალბათ ნელ-ნელა ის დროც მოვიდა, რომ ვიცოდეთ. ბიბლიური გმირების სახელწოდებაში ეზოთერული სიხშირეებია კოდირებული, რომლებიც ხშირ სემთხვევაში დედამიწის აქტიური ზონების ან თარიღთან დაკავშირებულ ცნობებსაც კი იძლევა.
ლაზარე!
ლ - უდრის ოცდაათს
ა - ერთს
ზ - შვიდს
ა - ერთს
რ -ასს
ე - ხუთს.
ლაზარე = 144-ს! 30+1+7+1+100+5=144!
აბრამ!
ა -ერთს
ბ - ორს
რ - ასს
ა ერთს
მ - ორმოცს.
აბრამ = 144-ს! 1+2+100+1+40=144!
მაგრამ ერთ დღეს უფალი ღმერთი მიმართავს აბრამს რომ მისი სახელი აღარ იქნება აბრამ და იგი აბრაჰამ უნდა გახდეს. (თუ რატომ იფიქრეთ)
იოანეს გამოცხადების ტექსტში აღწერილი ზეციური იერუსალემის ზომები (გალავანს ვგულისხმობ) ალბათ გახსოვთ - მისი სიგრძე და სიგანე არის 144 წღრთა (ანუ მანძილი იდაყვსა და შუა თითის ბოლომდე)
იმ უდიდესი (ბაბილონი, ატლანტიდა, შუმერული ერიდუ და ა.შ.) ცივილიზაციებისა და ცოდნის მისამართი რომელსაც უამრავი მკვლევარი დღემდე ეძებს ოდესღაც გადამალეს... აი რა მოხდა მაშინ...
1. უნდა შეექმნათ ახალი ანბანი.
2. აუცილებლად უნდა გამოეცვალათ თავისი საცხოვრისი ადგილიც.
3. საჭირო შეიქმნა ისეთი ასოთა სისტემა შექმნილიყო, რომელიც შთაბეჭდილებას დაუტოვებდა მომავალ თაობებს, თითქოს იგია დასაბამისეული და კაცის მიერ პირველქმნილი (მხედველობაშია "ლურსმული" ან სხვა ასეთი დამწერლობა)
4. ასევე აუცილებელი გახდა განვლილი საუკუნეების მატიანეც დაწერილიყო, მაგრამ ისე, რომ ეპოქების გამოვლიტ არავის გაეგო ჭეშმარიტი "ქანან" ქვეყნის სწორი მისამართი. ერთ-ერთი ასეთი მატიანე წმინდა ბიბლიაა (თუმცა იგი მხოლოდ ნაწილია გადამალული ტექსტების).
თუ ქანან ქვეყნის სწორ მისამართს არ დამალავდნენ, ამ შემთხვევაში აზრი არ ექნებოდა ნამდვილი ბაბილონის დაკეტვასა და შემდეგ მის მიტოვებას, რაც ქანან ქვეყნის (ე.ი. ქუე-ყანის) გულსაც წარმოადგენდა. ამიტომ ყველა ის სახელწოდება რომელიც მშობლიური ტერიტორიის რეგიონებს ერქვათ, მომავალი თაობების თვალის ასახვევად მათთვის უცხო მიწაზე განლაგებულ ქალაქებსა და მთებს დაარქვეს.
ასე გაჩნდა მეორე დამოგონილი "ქანაანი", მეორე "იორდანე", "ნინევია", "ევფრატი", "ასურეთი", "ტიგროსი", "ინდოეთი", "ეგვიპტე" და რარა ტქმა უნდა მეორე "არარატი" (გტხოვთ აქ ჩამოთვლილი სახელწოდებების ასოთა რაოდენობას მიაქციოთ ღურადღება, ყველა შვიდშვიდია)
ასევე შვიდი ასოსაგან სედგება იმ მთის ერთ-ერთი დასახელება, რომელზედაც ზეციური იერუსალემია აღმართული. ამ მთას "პატმოსი" ჰქვია. მეორე და მოგონილი პატმოსის მთა დღეს საბერძნეთის წყლებში მდებარეობს.
მაგრამ სად არის პირველი და მართალი პატმოსი? - იბერიის ქვეშ!
დანარჩენს მოგახსენებთ ოდნავ მოგვიანებით...
(თუმცა აქვე დავამატებ, რომ ეს ტემა კონკრეტულად რაიმე კონკრეტულ თემას არ ეხება, მე უბრალოდ მინდა ჩემ უსაყვარლეს ქვეყანასი ცოტა უფრო მეტი ვიფიქროთ ისეთ თემებზე რაც ზოგადად ჩვენს აზროვნებას და ცნობიერებას დადებითი მიმართულებით წაიყვანდა. მარტივად და ორი სიტყვით კი უბრალოდ შეიძლება იმის თქმა, რომ პლატონის მიერ არწერილი ატლანტიდელთა ცივილიზაცია დღესაც რეალურად არსებობს, ისევე როგორც სხვა უამრავი მისტერიასთან დაკავშირებული ადგილები და საოცრება ის არის რომ აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოს მიწისქვეშეთში იყრის თავს. ეს არის რეალობა, თუმცა როგორც გითხარით მე აქ რაიმეს მტკიცებას არ დავიწყებ, დანარჩენი ქენით თავად, მოიძიეთ მასალები თუ გაინტერესებთ და ნახავთ რეალურად რა არის და როგორ...)
მტკიცებით კი ისეთი "გიგანტი" არგუმენტები არსებობს, რომ ვფიქრობ უახლოეს წლებში მთელი მეცნიერული სამყარო დადგება თავდაყირა, იმ მასშტაბის აღმოჩენაზეა საუბარი, თუმცა ფორუმი რაიმეს დასამტკიცებელი ადგილი მართლა არაა და ეს სად უნდა გავაკეთო ეგ ნამდვილად ვიცი... აბა თქვენ იცით... იყავით პოსტების დროს კორექტულები და ცინიზმს ნუ გამოამჟღავნებთ... უბრალოდ იმიტო რომ არის ცუდი
This post has been edited by nika_144 on 1 Nov 2006, 03:25