Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > კინემატოგრაფია > ზეციური სამეფო / Kingdom of Heaven (2005)

Posted by: NHChampion 15 Dec 2006, 20:41
Kingdom of Heaven / ზეციური სამეფო

user posted image

ჯანრი : სათავგადასავლო, ისტორიული, დრამა
რეჯისორი : რიდლი სკოტი
როლებში : ორლანდო ბლუმი, ლაიემ ნისონი, ჯერემი აირონსი, ევა გრინი, შეინ ეტვოლი
მწარმოებელი : 20th Century Fox
დრო : 145 (წუთი)

აღწერა :

ფილმი მოგვითხრობს იერუსალიმის ლეგენდარული მცველის - ბალიანის ბრძოლების და სიყვარულის ისტორიას... მას შემდეგ რაც ბალიანის მამა ერთ-ერთი ჯვაროსნული ლაშქრობისას დაიჭრება, მას რაინდად აკურთხებენ. ბალიანი იერუსალიმის მეფეს ერთგულებას შეჰფიცავს. მას მეფის და - სიბილა უყვარდება და ამით სასიკვდილო მტერს იძენს, მისი ქმრის სახით...

რას იტყვით ამ კინოზე ? ყველა ქართულ რესურსზე გდია, ბუდე/ავოე/გოლ ...
ნუ ადრე მქონდა ნანახი როცა გამოვიდა და 2-3 თვის წინ ვუყურე ალბათ მეორედ, ძალიან მაგარი კინოა, ნუ მე მაგრად მევასება და ასეთი სიუჟეტის კინოები მაგრად მევასება ვაფშეტა რა ... და უმეტესობა ნანახი მაქვს, (თუ გამოეხმაურა ხალხი) დავწერ კიდევ დაახლოებით ასეთ კინოებს ..
ნუ მე მევასება "ომზ"-ზე ოღონდ აზრიანი ფილმი რა და ეს სწორედ რომ ეგეთად მიმაჩნია. ვინმემ თუ იცით მსგავსი ფილმები იქნება აქ დაწეროთ და ასე ვუთხრათ ერთმანეთს biggrin.gif
ნუ რავიცი მე ეს კინო მისწორდება და თქვენი აზრიც მაინტერესებს wink.gif

Posted by: Facet 15 Dec 2006, 20:45
ამ ფილმზე და კიდევ "არტურზე" სულ ბახმარო მახსენდება.
"პალატკა" იდგა ბახმაროს ცენტრში და ყოველდღიურად ხან ამას, ხან კი არტურს აჩვენებდნენ. ჩვენც მეტი საქმე რა გვქონდა და ყოველდღიურად დავდიოდით ხან ერთ ხან მეორე ფილმზე. დიდი სიამოვნებითაც ვუყურებდი, საჭიროა ხანდახან ასეთი ეპიკური ჟანრის ფილმების ყურება. მე მომწონს ფილმი smile.gif

Posted by: DARKnodo 15 Dec 2006, 21:20
გენიალური ფილმია,მაგრად მევასება ფილმები "რაინდებზე" boli.gif
...
NHChampion ბრძოლისთვის მოემზადე,მოვლენ ახლა ვსეზნაიკები და სწავლებას დაგიწყებენ რომ ეს ცუდი ფილმია და რომ შენ არ გესმის საგანი biggrin.gif

Posted by: Kostinioo 16 Dec 2006, 15:42
ეგეთი უსერიოზულესი ფილმი კარგა ხანია არ გადაუღიათ, მსახიობებიც მაგრები არიან. მოკლედ უნაკლო კინოა რა.....

Posted by: Valkiria 16 Dec 2006, 18:47
მაგ ფილმში ერთი საინტერესო დეტალი დავაფიქსირე, რაინდების ერთ ჯგუფს (და ეს მარტო ერთხელ არ ჩანს ფილმში, რამდენჯერმეა), ზუსტად საქართველოს 5 ჯვრიანი დროშისნაირი დროშა აქვს (ოღონდ ვერტიკალურად დაყირავებული...

ზუსტად ეგეთი წითელი ჯვარი და თეთრ მინდვრებში ჩასმული ზუსტად ჩვენი დროშისნაირი 4 წითელი ჯვარი

Posted by: neitraluri 16 Dec 2006, 19:37
სასაიამოვნო საყურებელია, ერთ ჯერზე ბოლო სცენაა მაგარი ბლუმი რომ ეკითხება: Что такое для тебя Иерусалим ? და პასუხი Нечто и вес мир!!! კარგი კადრია ფასეულობების დემონსტრირებისათვის

Posted by: LV-426 16 Dec 2006, 19:42
რიდლი სკოტის ფანი ვარ! და ამ ფილმით იკიდე ერთხელ დამტკიცა რო გენიალური რეჟისორია! უსერიოზულესი ფილმია!

Posted by: riddy 16 Dec 2006, 19:52
ამ მომწონს, უზრო პატრიოტიზმია ნაჩვენები,ნუ, მე ეგრე ვფიქრობ,ორლანდო ბლუმიც არ მომწონს ამ ფილმში!

Posted by: Kostinioo 16 Dec 2006, 19:55
neitraluri უმაგრესი კადრია, მაგ კინოში.....

Posted by: DARKnodo 16 Dec 2006, 20:17
QUOTE (riddy @ 16 Dec 2006, 18:52 )
უზრო პატრიოტიზმი

იქნებ განმარტო ეს რას ნიშნავს?აზრიანი პატრიოტიზმი რაღაა? biggrin.gif

Posted by: LV-426 16 Dec 2006, 20:20
QUOTE
უზრო პატრიოტიზმი

ეტყობა რო კარგათ აქვს ნანახი ეგ ფილმი! biggrin.gif

პატრიოტიზმზე სულაც არ არის ეგ ფილმი! მანდ ლაპარაკია იმაზე, რომ პოლიტიკური შეხედულებები იმ დროიდან მოყოლებული არ შეცვლილა! და ხალხი როგორიც იყო ძუნწი, ფულზე და სიმდიდრეზე გადარეული ისეთივე დარჩა! smile.gif

Posted by: Balrog 16 Dec 2006, 20:21
საიკაიფო კინოა.... გენიალურისგან შორსაა, ბევრი სირხინჯობები აქ biggrin.gif

Posted by: Wrath 16 Dec 2006, 21:33
ბანძი კინოა... აღარც მახსოვს ეხლა კარგად, ეგეთი ადნარაზავი ფილმები არ რჩება ხოლმე დიდხანს ჩემს მეხსიერებაში. მაგრამ დასასრული რო იმენა გოიმობა აქვს, აქამდე მახსოვს biggrin.gif

LV-426
QUOTE
პოლიტიკური შეხედულებები იმ დროიდან მოყოლებული არ შეცვლილა! და ხალხი როგორიც იყო ძუნწი, ფულზე და სიმდიდრეზე გადარეული ისეთივე დარჩა!

შენ აშკარად მაგ ფილმში მეტი დაინახე, ვიდრე რეჟისრომა ჩაიფიქრა gigi.gif

Posted by: DARKnodo 16 Dec 2006, 23:18
Wrath ძილის დროა პატარავ,წაი ნანები ქენი boli.gif

Posted by: Ocelot 17 Dec 2006, 00:41
"გლადიატორის" მერე სირცხვილია ეს ფილმი რო გადაიღო. ერთ-ერთი ყველაზე უმუღამო და ბანძი ისტორიული ფილმია რაც კი ბოლო წლებში გადაუღიათ. "მეფე არტურის" დონეა სადღაც biggrin.gif

Posted by: ALEXA 17 Dec 2006, 02:06
Valkiria
QUOTE
მაგ ფილმში ერთი საინტერესო დეტალი დავაფიქსირე, რაინდების ერთ ჯგუფს (და ეს მარტო ერთხელ არ ჩანს ფილმში, რამდენჯერმეა), ზუსტად საქართველოს 5 ჯვრიანი დროშისნაირი დროშა აქვს (ოღონდ ვერტიკალურად დაყირავებული...

რაინდები საქართველოდან წარმოიშვნენო ხო იძახდნენ, ანდა ბაბუა ეყოლებოდათ რომელიმეს ქართველი

Posted by: riddy 17 Dec 2006, 17:53
Ocelot
QUOTE
გლადიატორის" მერე სირცხვილია ეს ფილმი რო გადაიღო. ერთ-ერთი ყველაზე უმუღამო და ბანძი ისტორიული ფილმია რაც კი ბოლო წლებში გადაუღიათ. "მეფე არტურის" დონეა სადღაც 

yes.gif

QUOTE
ეტყობა რო კარგათ აქვს ნანახი ეგ ფილმი!

იმდენად კარგად რომ გაგებულმა,ნანახს გადააჭარბა.

Posted by: _GHOST_ 17 Dec 2006, 17:56
მე ლიჩნად მომწონს ეს ფილმი, რაღაც სასწაული არაა, მაგრამ კარგი ფილმია,რა თქმა უნდა "გლადიატორამდე" ვერ მოვა.

Posted by: Prokuratori 17 Dec 2006, 23:05
ძაან მაგარი ფილმია,მე მაგრა მომწონს,კარგი მსახიობები თამაშობენ თან smile.gif

Posted by: katoki 17 Dec 2006, 23:24
ძაან მაგარი ფილმია, თუმცა ამაზე უკეთესიც ბევრი მინახავს,სიტყვაზე იგივე ბენ ჰური. yawn.gif

Posted by: Ice_Queen 18 Dec 2006, 02:43
QUOTE (katoki @ 17 Dec 2006, 22:24 )
:

ორლადო!!!!! user.gif
აჰ!! IM IN LOVE biggrin.gif love.gif
ფილმი მართლა ძლიერია, მაგრამ პრიმიტიული შინაარსი დაჰყვება ბოლოში....

Posted by: zura_2107 18 Dec 2006, 02:50
კარგი ფილმია,ხალხნო,რას ერჩით.უბრალოდ რარაც განსაკუთრებული არაა.ისე ისტორია მეტ-ნაკლებად მართალია, ანუ ასეთი ადამიანი მართლა არსებობდა და იცავდა იერუსალიმს.

Posted by: Kostinioo 18 Dec 2006, 12:28
ისიც მაგარი კაცია, სალაჰადინის მხედართმთავარი რომ არის, სარაცინი, იმაზე ვამბობ ბოლოს რომ გააცილებს ბალიანს, სერიოზულს ბაზრობს მაგ კინოში ეგეც.

Posted by: DARKnodo 18 Dec 2006, 14:02
QUOTE (Kostinioo @ 18 Dec 2006, 11:28 )
სარაცინი

spy.gif
........................

Posted by: NHChampion 21 Dec 2006, 00:58
ასეთი ჯანრის ფილმები დაწერეთ რა smile.gif
ნუ ბევრია მაგრამ თითქმის ყველა ნანახი მაქვს და დაწერეთ ვინც რა იცით ..
იქნება არ მქონდეს ნანახი user.gif user.gif

Posted by: Andro_forza juve 25 Jan 2007, 19:12
ძალიან მაგარი ფილმია yes.gif yes.gif

და რაც მთავარია, მეტ-ნაკლებად, ჰოლივუდის ისტორიის დამახინჯებას თუ გავითვალისწინებთ, კარგად მიყვება ისტორიულ ფაქტებს yes.gif

DARKnodo
QUOTE
მოვლენ ახლა ვსეზნაიკები და სწავლებას დაგიწყებენ რომ ეს ცუდი ფილმია და რომ შენ არ გესმის საგანი

biggrin.gif

Ocelot
QUOTE
გლადიატორის" მერე სირცხვილია ეს ფილმი რო გადაიღო. ერთ-ერთი ყველაზე უმუღამო და ბანძი ისტორიული ფილმია

givi.gif pop.gif

კაი რა smile.gif გლადიატორი ბოლოში აღწევს უაზრობის და სიშტერის პიკს yes.gif დასაწყისში არაუშავს smile.gif მარა სეციური სამეფო ჯობია, ბევრად boli.gif

Posted by: Ocelot- 25 Jan 2007, 23:05
Andro_forza juve
QUOTE
გლადიატორი ბოლოში აღწევს უაზრობის და სიშტერის პიკს

რას ვიზავთ, ზოგგან ბოლოში აღწევს ეგ პიკს, ზოგგან კიდე უკვე შუაში biggrin.gif
QUOTE
დასაწყისში არაუშავს

დასაწყისში ამასაც არა უშავს biggrin.gif
QUOTE
მარა სეციური სამეფო ჯობია, ბევრად

კეეეეე!

Posted by: Floridian 26 Jan 2007, 00:41
Ocelot-
QUOTE
რას ვიზავთ, ზოგგან ბოლოში აღწევს ეგ პიკს, ზოგგან კიდე უკვე შუაში

რა ამხე მანდ აბსურდული ? smile.gif

გლადიატორში კიდევ სიუჟეტი ბოლოს ისე ვიტარდება, რომ ბოლივიური სერიალი მგონია boli.gif რომელი იმპერატორი, აი პროსტო დაუკვირდი რა იმპერატორი ...შეგიძლია ამ სიტყვის არსს ჩასწვდე? იცი რას ნიშნავს იმპერატორი? biggrin.gif ჰოდა ეგეთი როჟა ვიღაც გლადიატორთან რომ ჩავა საომრად gigi.gif რატომღაც gigi.gif

Posted by: Ocelot 26 Jan 2007, 01:48
Floridian
QUOTE
რა ამხე მანდ აბსურდული

როცა მეფობას სთავაზობენ ბლუმს და უარს იძახის, მეთქი ეხლა დაიწყება რაღაც დონე. ტიპმა ტახტი ჩაიგდო ხელში, შეკრიბა არმია და გავარდა ქალაქიდან ვიღაცასთან საომრად, რაღაც სისულელე. მერე ბლუმი რო გდია სადღაც და იქ მივლენ დასაბრედად, რაღაც ტუპოი სცენა. ეს რაც დამამახსოვრდა. და ეხლა არ დაიწყო ნაღდ ამბავზეაო. როცა რიდლი სკოტის დონის ვიღაცა იღებს, 30 წელია ჩალპა ტიპი ჰოლივუდში, უნდა მიხვდე რო რაღაც Yლეობა გამოვა საბოლოო ჯამში და ცოტა სცენარი შეცვალო. რეალური ამბების ყურება თუ მინდა BBC-ის დოკუმენტურები როა იმას ვუყურებ biggrin.gif
QUOTE
გლადიატორში კიდევ სიუჟეტი ბოლოს ისე ვიტარდება, რომ ბოლივიური სერიალი მგონიარომელი იმპერატორი, აი პროსტო დაუკვირდი რა იმპერატორი ...შეგიძლია ამ სიტყვის არსს ჩასწვდე? იცი რას ნიშნავს იმპერატორი?ჰოდა ეგეთი როჟა ვიღაც გლადიატორთან რომ ჩავა საომრად რატომღაც

აუფ, კაი გაჩერდი ეხლა lol.gif ეტყობა ცუდად გაქ ნანახი ეგ ფილმი ან არ გახსოვს.

Posted by: UZUL 26 Jan 2007, 01:57
Floridian
QUOTE
დაუკვირდი რა იმპერატორი ...შეგიძლია ამ სიტყვის არსს ჩასწვდე? იცი რას ნიშნავს იმპერატორი?  ჰოდა ეგეთი როჟა ვიღაც გლადიატორთან რომ ჩავა საომრად  რატომღაც

ისე იმპერატორი კომოდი ზუსტად მაგით იყო ცნობილი რომ არენაზე გადიოდა ხოლმე......
და იბრძოდა..

მაგრამ...
აი ზეციურ სამეფო სირობაო..ვერ დავეთანხმები ვერავის...
თან თითქმის არც ერთი ისტორიული ფაქტი არ დამახინჯდა ფილმში...
ერთი ორი ძაან უმნიშვნელო ნუანსის გარდა...
ნუ მაგალითად 60 ტიპს რომ რაინდად აკურთXებს -- ეგ ერთ დღEს არ მოხდა...მთელი ალყის განმავლობაში ხდებოდა კურთხევები...

კიდევ..სალადინმა მართლა გაუშვა ქალაქიდან მშვიდობიანი მოსახლეობა...
მაგრამ გამოსასყიდი აიღო...

და მთავარი გმირი არ დაბრუნებულა სამშობლოში..
სალადინმა მას დომენი გამოუყო..და იქ დასახლდა

ხო კიდევ
სიყვარულის ისტორია რო დაყვება ფილმს ..მსგავსი არაფერი მომხდარა რა...

აი ეს უზუზსტობებია ....

Posted by: Elbereth_Gilthoniel 21 Oct 2008, 11:42
Wrath
QUOTE
ბანძი კინოა... აღარც მახსოვს ეხლა კარგად, ეგეთი ადნარაზავი ფილმები არ რჩება ხოლმე დიდხანს ჩემს მეხსიერებაში. მაგრამ დასასრული რო იმენა გოიმობა აქვს, აქამდე მახსოვს

Ocelot
QUOTE
"გლადიატორის" მერე სირცხვილია ეს ფილმი რო გადაიღო. ერთ-ერთი ყველაზე უმუღამო და ბანძი ისტორიული ფილმია რაც კი ბოლო წლებში გადაუღიათ. "მეფე არტურის" დონეა სადღაც

მოკლედ თქვენ ორს რაღაც ძალიან კატეგორიული აზროვნება გაქვთ... პახოდუ ეს ფილმი რომ რეალურ ისტორიის შესახებაა ალბათ არც იცით, თუ არ გაგიმახვილებიათ ყურადღება... ან კიდევ ყველაზე ცუდი, დაუკვირვებლად და неуклюжа-დ უყურეთ!

არ ვიცი როგორ შეიძლება ამ ფილმზე თქვა ან ბანძი ან სხვა მასეთი გამონათქვამი, თავის ჟანრში ძალიან ძლიერი კინოა! yes.gif spy.gif

UZUL
QUOTE
აი ზეციურ სამეფო სირობაო..ვერ დავეთანხმები ვერავის... თან თითქმის არც ერთი ისტორიული ფაქტი არ დამახინჯდა ფილმში... ერთი ორი ძაან უმნიშვნელო ნუანსის გარდა... ნუ მაგალითად 60 ტიპს რომ რაინდად აკურთXებს -- ეგ ერთ დღEს არ მოხდა...მთელი ალყის განმავლობაში ხდებოდა კურთხევები...

კიდევ..სალადინმა მართლა გაუშვა ქალაქიდან მშვიდობიანი მოსახლეობა... მაგრამ გამოსასყიდი აიღო...

და მთავარი გმირი არ დაბრუნებულა სამშობლოში.. სალადინმა მას დომენი გამოუყო..და იქ დასახლდა

ხო კიდევ სიყვარულის ისტორია რო დაყვება ფილმს ..მსგავსი არაფერი მომხდარა რა...

აი ეს უზუზსტობებია ....

+11111111 გაიხარე! up.gif

მეც ვფიქრობ რომ ისტორიული ფაქტები ძალიან კარგად არის გადმოტანილი! არაფერი არ დაუმახინჯებიათ... ბოლო-ბოლო კინოა და მელოდრამა, სიჩქარე, დაძაბულობა ყოველთვის უნდა იყოს... ეპიკური კინოა თანაც! ანუ უზუსტობები ყოველთვის იქნება, რადგანაც მხატვრული ფილმია და არა დოკუმენტური.

მსახიობები შესანიშნავად არიან შერჩეულნი, განსაკუთრებით სალაჰ-ად-დინი! უFFF !.... სად იშოვეს ნეტა ეგ კაცი? love.gif

user posted image

ორლანდოცაა ძალიან კარგად ჩაჯდა... ტროაში ძალიან ცუდადაა და აქ მართლა კარგია!

ნუ მეფეზე ხომ საერთოდ, სიტყვებიც ზედმეტია, უძლიერესი მეფე იყო და ფილმშიც ზუსტად ეგრეა!

user posted image

სალადინის მხლებელიც ძალიან კარგადაა, ძალიან დასტოინი უჭირავს და ლამაზი საუბარი აქვთ მაგას და იბელინს!

neitraluri

QUOTE
სასაიამოვნო საყურებელია, ერთ ჯერზე ბოლო სცენაა მაგარი ბლუმი რომ ეკითხება: Что такое для тебя Иерусалим ? და პასუხი Нечто и вес мир!!! კარგი კადრია ფასეულობების დემონსტრირებისათვის

+1
ძალიან ძლიერი მომენტია ეგ!

მოკლედ ძალიან კარგია!
love.gif

Posted by: Marco Materazzi 21 Oct 2008, 12:36
რიდლის სერიოზული ფანი ვარ მაგრამ ეს ფილმი "გლადიატორის" შემდეგ ძალიან დაბალი დონეა... ჯერ ეს ბლუმი რა იყო სად იპოვა :| ბლუმი და რაინდი რაღაც ცუდად მოქმედებს ჩემზე ..

მთლიან ფილმში ზუსტად 4 ნათელი წერტილია და შეფასებაც 4/10

EVA GREEN - მაგრამ თმებს რო იჭრის მერე ბანძდება biggrin.gif biggrin.gif

Edward Norton - მაგისთვის კი არა ბლუმისთვის უნდა აეფარებინათ ის მასკა biggrin.gif

Ghassan Massoud - კარგად ითამაშა სალადინის როლი : )

Brendan Gleeson - ამანაც მაგრად ითამაშა ის რიჟა მასტი : )

Posted by: otucho 21 Oct 2008, 13:20
ყველაზე გენიალური ამ ფილმში ეს იყო
If this is the Kingdom of Heaven, then let god to do what he wants with it

Posted by: DON_QUIJOT_DE_LA_MANCHA 21 Oct 2008, 16:56
QUOTE
Kingdom of Heaven

ძაან მაგარია up.gif ტითქმის ერთადერთი ჰოლივუდური ისტორიული კინოა რომელიც მომწონს, მითუმეტეს ამ უნიჭო და უგემოვნო რიდლი სკოტისგან ესეთ რამეს ვერც წარმოვიდგენდი, სასიამოვნოდ გაკვირვებული ვიყავი პირველად რო ვუყურე, იმედია ესე გააგრძელებს... ან რომც არ გააგრძელოს საკმარისია "მავრ სძელალ სვაიო ძელა, მავრ მოჟეტ უხაძიწ"

Posted by: Marco Materazzi 21 Oct 2008, 17:10
QUOTE (DON_QUIJOT_DE_LA_MANCHA @ 21 Oct 2008, 16:56 )
მითუმეტეს ამ უნიჭო და უგემოვნო რიდლი სკოტისგან ესეთ რამეს ვერც წარმოვიდგენდი,

ეს მართლა წაიკითხა ჩემმა დასაბრმავებელმა თვალებმა ? user.gif

Posted by: Zak 21 Oct 2008, 17:12
QUOTE
Kingdom of Heaven / ზეციური სამეფო,

ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ფილმი .
ძალიან კარგი იდეებია გატარებული..

* * *
Valkiria
QUOTE
მაგ ფილმში ერთი საინტერესო დეტალი დავაფიქსირე, რაინდების ერთ ჯგუფს (და ეს მარტო ერთხელ არ ჩანს ფილმში, რამდენჯერმეა), ზუსტად საქართველოს 5 ჯვრიანი დროშისნაირი დროშა აქვს (ოღონდ ვერტიკალურად დაყირავებული...

ზუსტად ეგეთი წითელი ჯვარი და თეთრ მინდვრებში ჩასმული ზუსტად ჩვენი დროშისნაირი 4 წითელი ჯვარი

ეგ დროშა იყო იერუსალიმის დროშა...
და მაგ დროს ჩვენც ეგეთი დროშა გვქონდა მგონი..

Posted by: Glorfindel 30 Jan 2009, 02:06
ჩემი საყვარელი ფილმია !

აი არ ვიცი უბრალოდ რა დავწერო რა smile.gif სერიოზული ვეშია.

Posted by: Dexter_Holland 19 Feb 2009, 16:16
მემგონი ერთ ერთი ყველაზე დაუფასებელი ფილმია ...ჩემი აზრით....

Posted by: zanzaron3 19 Apr 2009, 22:51
გუშინ ვუყურე კიდე ერთხელ რუსთავზე, მაგარია მართლა

Posted by: Le Roi 19 Apr 2009, 22:53
ამ კინოზე იყო თემა.
მთელი მონოლოგები დავდე.

ჩემი საყვარელი კინოა და საერთოდ ჩემი მინი კიდექსი.

* * *
იმასაც გეტყვით რო რასაც უყურეთ საკმაოდ ბევრი რამეა ამოჭრილი და სრულ ვერსიასაც უყურეთ.
მე განსაკუთრებით ის თარგმანი მომწონს რომელშიც სალადინი თავისებური აქცენტითაა გახმოვანებული.

* * *
Ocelot
QUOTE
"გლადიატორის" მერე სირცხვილია ეს ფილმი რო გადაიღო. ერთ-ერთი ყველაზე უმუღამო და ბანძი ისტორიული ფილმია რაც კი ბოლო წლებში გადაუღიათ. "მეფე არტურის" დონეა სადღაც

საერთოდ არაფერის აზზე არ ხარ smile.gif

Posted by: monte cristo2009 14 May 2009, 02:11
უძლიერესი ფილმია
ვისაც არ მოწონს მათი პრობლემაა
უნდა გვიხაროდეს როდესაც ჰოლივუდში და საერთოდ კინოინდუსტრიაში რაინდული სულის პროპაგანდაა... რას დამგვანა თანამედროვე მსოფლიო.. უფეროა ან პროვინციული ჭრელა-ჭრულა.. გაბანძებულია მსოფლიო კულტურა!!!

Posted by: passko 14 May 2009, 22:58
Ocelot
QUOTE
გლადიატორის" მერე სირცხვილია ეს ფილმი რო გადაიღო. ერთ-ერთი ყველაზე უმუღამო და ბანძი ისტორიული ფილმია რაც კი ბოლო წლებში გადაუღიათ. "მეფე არტურის" დონეა სადღაც

1) გეთანხმებით yes.gif

და მეორე ორლანდო ბლუმის შემხედვარე სულ მეკარგება წარმოდგენა რაინდებზე lol.gif

Posted by: Andro_forza juve 15 May 2009, 17:33
Marco Materazzi
QUOTE
რიდლის სერიოზული ფანი ვარ მაგრამ ეს ფილმი "გლადიატორის" შემდეგ ძალიან დაბალი დონეა

lol.gif keh.gif keh.gif

Posted by: Hope 16 May 2009, 18:03
უსერიოზულესი ფილმია,ძალიან კარგად არის გადაღებული,მსახიობებიც კარგად არიან შერჩეულები,სალადინის როლს ვინც ასრულებს მაგრად თამაშობს...

Posted by: Unico 17 May 2009, 21:23
ალაგ ალაგ მოსაწყენი მომენტებია.. ხოდა, მთლიანობაში მაინცდამაინც არ აღმაფრთოვანებს...

მაგრამ წავა.. ისტორიულ ჟანრში წავა :იეს:

:არ დაიგრუზოთ:

Posted by: LionDark 17 May 2009, 21:34
QUOTE
ზეციური სამეფო / Kingdom of Heaven

დიდი ვერაფერი...
ბევრი "ფანტასტიკაა", მაგალითად საიდან იცოდა ტლუ მჭედელმა წერა-კითხვა, ან ხმალაობის ჩემპიონი საიდან გახდა? 5 წუთიანი გაკვეთილის შემდეგ? მაგრამ ესენი რომც არ ყოფილიყო მაინც არაფერი არ ეშველება ფილმს...

Posted by: Ze Moreira 17 May 2009, 23:56
LionDark
არაბებს რო წყლის მოპოვებას ასწავლის? givi.gif
* * *
ისე კაი ფილმია მართლა
ზოგი დეტალის გამოკლებით yes.gif

Posted by: monte cristo2009 27 May 2009, 02:37
სკოტი უძლიერესი რეჟისორია რაინდული სულის გამომჟღანებაში, ასევე გიბსონიც უძლიერესია ,,მამაც გულში,, აქაც რაინდული სულის მატარებლის ისტორიაა.
რუსთაველის ,,ვეფხისტყაოსნის,, მსგავსი რაინდული სულია მათ ფილმებში.
ალბათ მოვა დრო და ჩვენც შევძლებთ მსგავსი ჟანრის ფილმის დადგმას

Posted by: ALEXA 27 May 2009, 03:11
QUOTE
სკოტი უძლიერესი რეჟისორია რაინდული სულის გამომჟღანებაში, ასევე გიბსონიც უძლიერესია ,,მამაც გულში,, აქაც რაინდული სულის მატარებლის ისტორიაა. რუსთაველის ,,ვეფხისტყაოსნის,, მსგავსი რაინდული სულია მათ ფილმებში.

მე კიდე ალიბაბა და ორმოცი ყაჩაღის ასოციაციები გამიჩნდა , ნეტავ რატომ biggrin.gif

Posted by: Floret 27 May 2009, 03:32
QUOTE
მე კიდე ალიბაბა და ორმოცი ყაჩაღის ასოციაციები გამიჩნდა , ნეტავ რატომ

ვაიმე lol.gif lol.gif

რა დაგიმალოთ და ორლანდო ბლუმს ძაან ვერ ვიტან ! biggrin.gif biggrin.gif

Posted by: monte cristo2009 27 May 2009, 10:11
QUOTE (ALEXA @ 27 May 2009, 03:11 )
მე კიდე ალიბაბა და ორმოცი ყაჩაღის ასოციაციები გამიჩნდა , ნეტავ რატომ biggrin.gif

givi.gif რას იზამ ზოგს ყაჩაღები ელანდება ზოგს მაჯლაჯუნები

Posted by: numlock 10 Jul 2010, 02:41
მშვენიერი ფილმია და ამავდოულად ერთ-ეღტი ყველაზე დაუფასებელი,რამდენიც არ უნდა ილაპაკოთ ბლუმზე,თავისი როლი საკაიფოდ შეასრულა.

Posted by: edna mamida 10 Jul 2010, 14:13
Floret
QUOTE
რა დაგიმალოთ და ორლანდო ბლუმს ძაან ვერ ვიტან !

რაა აქ დასამალი,
ანალოგიურად.
LionDark
QUOTE
დიდი ვერაფერი...
ბევრი "ფანტასტიკაა", მაგალითად საიდან იცოდა ტლუ მჭედელმა წერა-კითხვა, ან ხმალაობის ჩემპიონი საიდან გახდა? 5 წუთიანი გაკვეთილის შემდეგ? მაგრამ ესენი რომც არ ყოფილიყო მაინც არაფერი არ ეშველება ფილმს...

Ze Moreira
QUOTE
არაბებს რო წყლის მოპოვებას ასწავლის?

yes.gif biggrin.gif
არ უხდება ამ როლს ეს ბიჭუნა.

Posted by: ent1c3d 31 Jul 2010, 02:43
ამოვწიოთ ოდნავ ეს თემა.....

ყველაზე მაგარი პერსონაჟი მთელ ფილმში ვინც დამევასა მეფე ბოლდუინია... ძალიან ძალიან მაგრად თამაშობს ნორტონი და მართლა მაგარი მეფის პორტრეტი შექმნეს.....

პ.ს. ამ ფილმიდან სიბილა love.gif

user posted image

Posted by: სულხანი 31 Jul 2010, 02:53
ძალიან მაგარი ფილმია
ეს კიდევ ყველაზე მაგარი ეპიზოდია:

და ეს:

მეორე ს ვიდეო ვერ ვნახე
აი ბოლო ბრძოლის წინ რო ყველას რაინდად აკურთხებს

Posted by: Le Roi 31 Jul 2010, 02:59
QUOTE (UZUL @ 26 Jan 2007, 01:57 )
მაგრამ...
აი ზეციურ სამეფო სირობაო..ვერ დავეთანხმები ვერავის...
თან თითქმის არც ერთი ისტორიული ფაქტი არ დამახინჯდა ფილმში...
ერთი ორი ძაან უმნიშვნელო ნუანსის გარდა...
ნუ მაგალითად 60 ტიპს რომ რაინდად აკურთXებს -- ეგ ერთ დღEს არ მოხდა...მთელი ალყის განმავლობაში ხდებოდა კურთხევები...

კიდევ..სალადინმა მართლა გაუშვა ქალაქიდან მშვიდობიანი მოსახლეობა...
მაგრამ გამოსასყიდი აიღო...

და მთავარი გმირი არ დაბრუნებულა სამშობლოში..
სალადინმა მას დომენი გამოუყო..და იქ დასახლდა

ხო კიდევ
სიყვარულის ისტორია რო დაყვება ფილმს ..მსგავსი არაფერი მომხდარა რა...

აი ეს უზუზსტობებია ....

არა მარტო ეგ გაგა,
ბოლდვინს კეთრის გამო ბოლო წლები საერთოდ დაუბრმავდა თვალთ
და საერთოდ ვერ ხედავდა, ვერ მოძრაობდა.
არანაირი მასკა არ ჰქონია.

უდედისმტყვნელესი ფილმია.
რომანტიული ელფერით მარგამ პერსონაჟებს შორის დაოკიდებულებებია ან რუსულად მაგრად გახმოვანებულ გადათარგმნილი ან მაინცდამაინც სისხლის გუბეები უნდა იყოს ისტორიულ ფილმში რო მაყურებელმა მოიწონოს.

პ.ს. ამასწინათ ვნახე ახალი რობინ ჰუდი. დეკორაციებში აქვს 10ულობით მილიონი დახარჯული და არანაირი კავშირი არ აქ ნამდვილ რობინ ჰუდის ლეგენდასთან თუმცა მაგარი war ფილმია.

Posted by: SanJox 31 Jul 2010, 08:48
QUOTE
ძალიან მაგარი ფილმია ეს კიდევ ყველაზე მაგარი ეპიზოდია:

ბაზარი არაა, მართლაც ყველაზე მაგარი მომენტია ამ ფილმში yes.gif yes.gif yes.gif

Posted by: Gio707 22 Feb 2011, 14:42
ეს მომენტი მომწონს up.gif

Balian of Ibelin: What is Jerusalem worth?

Saladin: Nothing. Everything!

უბრალოდ რაც არ მომწონს ისაა რომ Balian of Ibelin-ს შეეძლო
King Baldwin IV-ის ადგილას ყოფილიყო თუ მისი ცოლი Sybilla გახდებოდა რაც არ გააკეთა და ჩემი აზრთ შეცდომა დაუშვა "ნუ გამკიცხავთ " ეს ჩემი სუბიექტური აზრია user.gif

Posted by: Nasus 15 Nov 2011, 20:35
ამ ფილმში ყველაზე მეტად მომეწონა იერუსალიმის მეფე, ნიღბიანი ტიპი.

შეადარეთ მეორე მეფესთან , მაგის სიკვდილის მერე რო გამეფდება, ჯარიც რო არ ემორჩილება წესიერად .

სალადინს რო შეხვდება და რო მოაგვარებენ 2 წამში, ერთმანეთს პატივს რო ცემენ.

კაროჩე ძაან მაგარი ტიპია ბალდვინი

Posted by: arvedui 15 Nov 2011, 23:12
ჰო, ძაან ბევრი უზუსტოებებია, ნამდვილი ბალიან იბელინელი უფრო ასაკოვანი იყო და ცოლ-შვილიც ჰყავდა. გი დე ლუზინიანს რიჩარდ ლომგულმა კვიპროსი აჩუქა, სიბილა კი ჭირმა იმსხვერპლა რამდენიმე წლის შემდეგ. ბალიანი თვითონ შეუშვა იერუსალიმში სალადინმა, რომ ცოლ-შვილი გამოეყვანა, მაგრამ იერუსალიმელებმა დაითანხმეს ქალაქის დაცვაში დაგვეხმარეო. მერე ბალიანმა სალადინს პირობა წაუყენა, თუ ცოცხლად არ გაგვიშვებთ, ალ-აქსას და ქვის გუმბათს დავანგრევთო და ეგ იყო. და ხალხი მართლაც არ გაუშვიათ უფასოდ, ყველამ გამოსასყიდი გადაიხადა. ვისაც ფული არ ჰქონდა, მონად გაყიდეს.

საყურებლად კი მართლა კარგი ფილმია

Posted by: VAMPIRE_W 16 Feb 2012, 22:01
ახლა ვუყურე ამ ფილმს, შედევრი არ არის ალბათ მაგრამ ლამაზი ფილმია და სასიამოვნო საყურებელია.
მე ძალიან მომეწონა.

და ეს მეფე მიყვარს! user.gif love.gif

ასეთი მეფეების ნახვის მერე მინდა მონარქიის აღდგენა.
ახლა პრეზიდენტი ყველას შეუძლია გახდეს,
არა და დახვეწილი მანერები, მაღალი დონე, და შინაგანი დიდება რომ აქვს მმართველს ამას რა შეედრება?
რა ამაღელვებელი სანახავია როცა მხედართმთავარი ჯარს წინ მიუძღვის...

ის რა მაგარი სცენაა დიდი მოელვარე ჯვარს რომ დაინახავენ და მერე რომ გამოჩნდება king of Jerusalem თავისი ჯარით...

Posted by: NIN_O 16 Feb 2012, 23:05
ნორტონი ნიღაბშიც ჩუვაკია boli.gif tan.gif

Posted by: Gooduna 16 Feb 2012, 23:11
NIN_O
რამდენჯერ მაქვს ნანახი, მაგრამ ის მეფე თუ ნორტონი იყო არ ვიცოდი biggrin.gif biggrin.gif

Posted by: NIN_O 16 Feb 2012, 23:19
Guduna19
QUOTE
რამდენჯერ მაქვს ნანახი, მაგრამ ის მეფე თუ ნორტონი იყო არ ვიცოდი

lol.gif
ეგ არაფერი
თავიდან არც მე მეგონა რომ ეგ მეფე ნორტონი იქნებოდა,შემთხვევით ვნახე ქასთში mo.gif

Posted by: nachita 17 Feb 2012, 00:26
მაგ ფილმში ყველა მომწონს ბლუმის გარდა.განსაკუთრების სალადინი და მეფე,რამდენჯერაც ვუყურებ,იმდენჯერ მიყვარდება.ძალიან მომწონს ის მომენტი,ჯვარს რომ იღებს სალადინი ხელში და მაგიდაზე დებს,საერთოდ ძალიან ჭკვიანი კაცი იყო და ჩანს კიდეც ამ ფილმში.თAნ როგორ სცემს პატივს ბოლდუინს.

Posted by: VAMPIRE_W 17 Feb 2012, 00:41
QUOTE
მაგ ფილმში ყველა მომწონს ბლუმის გარდა.

რატომ ერჩით ბლუმს ყველა? საყვარელია. biggrin.gif
მეფეს ვერ შეედრება მაგრამ თავისთვის არის რა. თან რა ბრძოლას ჩაატარებს ბოლოს?!

Posted by: nachita 17 Feb 2012, 01:21
VAMPIRE_W
მე პირადად ტროას მერე არ მევასება.უმარილო ტიპია რა

Posted by: FalleNnN 12 Apr 2013, 10:02
QUOTE
შედევრი არ არის ალბათ მაგრამ ლამაზი ფილმია და სასიამოვნო საყურებელია.

+

ასეთი რამ რომ თქვათ კიდე ხო, ბანძიაო არ უნდა თქმულიყო user.gif

მე მაგრად მომეწონა, განსაკუთრებით ატმოსფერო იყო შექმნილი ისეთი როგორიც საჭირო იყო იერუსალიმში მეგონა თავი biggrin.gif

Posted by: Carver 12 Apr 2013, 22:25
ამ ჟანრში ჩემი ფავორიტი ფილმია.. სრული ვერსია რა თქმა უნდა, კლასია..
უყურებ და შუა საუკუნეების სულს გრძნობ..
რაც არ უნდა შესცეთ ამ ორლანდოს, ხუთიანზე შეასრულა თავისი საქმე.. ))

Posted by: NNNNiiiaaa 12 Apr 2013, 22:38
და რა თქმა უნდა უმშვენიერესი სიბილაა bis.gif ევას ერთ-ერთი საუკეთესო როლი love.gif

Posted by: Bexx 13 Apr 2013, 20:38
"If this is the kingdom of heaven... let God do with it as he wills"

"Если это Царство Небесное – Господь о нём позаботится"

Posted by: grindelvaldi 19 Apr 2013, 09:42
იმ დროშაზე რომ ბაზრობთ საქართველოს დროშა მოაქვთო biggrin.gif
user posted image
ეგ იერუსალიმის სამეფოს დროშა იყო და გოდფრუა დე ბუიონის დროშასაც ეძახიან. ჩვენთან ეგ დროშა ჩნდება მე-15 საუკუნეში. ერთ-ერთ ევროპულ რუკაზე იყო მონიშნული ხუთჯვრიანი დროშით საქართველო და მას მერე აიკვიატეს ვითომ ეგ გვქონდა დროშად.

ხო პ.ს
უმაგრესი ფილმია up.gif

LionDark
5 წუთიანი გაკვეთილი არაფერ შუაშია, უბრალოდ ამბობს ერთგან თუ დაუკვირდები, რომ ბატონის სახელით ბევრ ბრძოლაში მაქვს მონაწილეობა მიღებულიო და ციხის შტურმის დროს საალყო იარაღებსაც მე ვაკეთებდიო biggrin.gif

Posted by: Mateo Falcone 19 Apr 2013, 11:28
QUOTE
რამდენჯერ მაქვს ნანახი, მაგრამ ის მეფე თუ ნორტონი იყო არ ვიცოდი 

wow.gif

ედიკა?

Posted by: ratomac aRa 6 Jul 2013, 18:26
არადა მართლა კარგად თამაშობს ბლუმი და სულ ტყუილად აკრიტიკებენ

უკვე ჩვევაში აქვთ გადასული და მაგიტომ biggrin.gif

Posted by: Forrest 13 6 Jul 2013, 18:34
ასეთი ფილმებიდან ყველაზე მეტად ეს მიყვარს.

ბლუმის თამაში მომწონს. ტროაშიც მომწონს მისი თამაში, პარისის ნაირი ლუზერის როლის შესრულებას ნიჭი სჭირდება. biggrin.gif lol.gif

ის სცენა მიყვარს ძალიან ნორტონი დიდგვაროვანს სკიპტრით, რომ სცემს და კიდევ ის, ტამპლიერ მეფეს ვირზე უკუღმა, რომ შესვავენ. lol.gif

Posted by: ლაშაკილა 6 Jul 2013, 19:00
ჟანრში საუკეთესო არა, თუმცა ერთ-ერთი საუკეთესოა.
არნთან უბრალოდ ვერც დავაყენებ user.gif

Posted by: grindelvaldi 6 Jul 2013, 20:02
არადა არნზე ნახევრად მძინავს drug.gif
სად ამის ატმოსფერულობა love.gif

Posted by: ratomac aRa 6 Jul 2013, 20:08
QUOTE
სად ამის ატმოსფერულობა

მასშტაბურობა ანუ biggrin.gif

Posted by: პაპა 6 Jul 2013, 20:15
სალადინის პერსონაჟის შემსრულებელი ძაან მაგრად ჰყავთ შერჩეული boli.gif

Posted by: Forrest 13 6 Jul 2013, 20:17
სალადინის ძმაკაცის როლის შემსრულებელიც მაგარია, ბლუმმა უდაბნოში, რომ არ მოკლა ის.

Posted by: thanos 6 Jul 2013, 21:12
QUOTE
სალადინის პერსონაჟის შემსრულებელი ძაან მაგრად ჰყავთ შერჩეული

+1

Posted by: grindelvaldi 6 Jul 2013, 21:17
ratomac aRa
არამარტო.
მუსიკა, მსახიობები, რიდლი სკოტის გენია wink.gif
მარტო ტიბერისის პერსონაჟი ერთად აღებული მირჩევნია მთელ არნის სასტავს mad.gif
Forrest 13
ალექსანდერ სიდინგი ქვია მაგ ტიპს.
ეგვიპტელი მსახიობია. ახალი სერიალი რომ გადაიღეს და ვინჩის დემონები, მანდაც თამაშობს ძალიან მისტიკურ და იდუმალ როლს up.gif

Posted by: narmonana 6 Jul 2013, 21:19
grindelvaldi
QUOTE
მარტო ტიბერისის პერსონაჟი ერთად აღებული

რა ხმა აქვს,რა ხმა.......უჰჰჰ

Posted by: thanos 6 Jul 2013, 21:35
QUOTE
მთელ არნის სასტავს

არადა არაა არნიც ცუდი კინო

Posted by: grindelvaldi 6 Jul 2013, 22:10
thanos
არა მაგრამ ზეციურ სამეფოს ვერ შეედრება biggrin.gif

Posted by: thanos 6 Jul 2013, 22:14
grindelvaldi
QUOTE
რა მაგრამ ზეციურ სამეფოს ვერ შეედრება

ეგ ხო, მართალი ხარ yes.gif yes.gif

Posted by: baggins 6 Jul 2013, 22:20
ყველა მსახიობი ძალიან მაგარია ამ ფილმში. თანავარსკვლავედია მართლა საუკეთესო მსახიობების. ერთი ორლანდო არ არის არაფრის მაქნისი დენიელ რედკლიფივით ჰარი პოტერში

QUOTE
ალექსანდერ სიდინგი ქვია მაგ ტიპს.
ეგვიპტელი მსახიობია. ახალი სერიალი რომ გადაიღეს და ვინჩის დემონები, მანდაც თამაშობს ძალიან მისტიკურ და იდუმალ როლს up.gif

უი მართლა? როგორ მიყვარს. აბა მაგის გულისთვის ვუყურებ war.gif

Posted by: MRlurch 6 Jul 2013, 22:23
ვა რა კარგი ფილმის თემა გაგიხსნიათ ძაან მიყვარდა ეს დვდიზე მქონდა და 10ზე მეტჯერ მაქ ნანახი up.gif

Posted by: daniel_kowalski 6 Jul 2013, 23:48
მე ყველას ტროია მირჩევნია ქოფი პეისტი რომ არ გაეკეთებინა რეჟისორს ბერძნების სიმრავლის გამოსახატავად
მილიონობით მარტო გემი რომაა კადრში biggrin.gif

ზეციური სამეფო კარგია
მაგრამ საუკეთესო ნამდვილად არა
სალადინი კიდე მაგარი პერსონაჟი გამოვიდა
<3

Posted by: Ocelot 7 Jul 2013, 18:49
ამოტივტივდა ძღრენი უნიტაზიდან. კაროლ არტურის დონის სირობა. რომელი ისტორიული უნდა თქვა რო ამას არ ჯობდეს. ბენ ჰური, ბრეივჰარტი, გლადიატორი, უკანასკნელი სამურაი, ტრისტანი და იზოლდა, დაჟე პატრიოტიც.

მარტო ეს თხარი ჯობია მთელ ამ ფილმს.

Posted by: grindelvaldi 7 Jul 2013, 18:59
QUOTE (Ocelot @ 7 Jul 2013, 18:49 )
ამოტივტივდა ძღრენი უნიტაზიდან. კაროლ არტურის დონის სირობა. რომელი ისტორიული უნდა თქვა რო ამას არ ჯობდეს. ბენ ჰური, ბრეივჰარტი, გლადიატორი, უკანასკნელი სამურაი, ტრისტანი და იზოლდა, დაჟე პატრიოტიც.

მარტო ეს თხარი ჯობია მთელ ამ ფილმს.

facepalm.gif

Posted by: thanos 7 Jul 2013, 19:13
QUOTE
ამოტივტივდა ძღრენი უნიტაზიდან. კაროლ არტურის დონის სირობა. რომელი ისტორიული უნდა თქვა რო ამას არ ჯობდეს. ბენ ჰური, ბრეივჰარტი, გლადიატორი, უკანასკნელი სამურაი, ტრისტანი და იზოლდა, დაჟე პატრიოტიც.

drug.gif drug.gif

Posted by: Ocelot 7 Jul 2013, 19:16
grindelvaldi
thanos
რა იყოთ rolleyes.gif საოცრებაა ხო ეს ფილმი? biggrin.gif

Posted by: პაპა 7 Jul 2013, 19:23
QUOTE
საოცრებაა ხო ეს ფილმი?

საოცრება ნამდვილად არაა მაგრამ როგორც შენ უწოდე "ძღრენი-ც" ნამდვილად არაა no.gif

Posted by: პაპა 7 Jul 2013, 19:24
Ocelot
QUOTE
საოცრებაა ხო ეს ფილმი?

საოცრება ნამდვილად არაა მაგრამ როგორც შენ უწოდე "ძღრენი-ც" ნამდვილად არაა no.gif

Posted by: grindelvaldi 7 Jul 2013, 23:24
QUOTE (Ocelot @ 7 Jul 2013, 19:16 )
საოცრებაა ხო ეს ფილმი?

საოცრება ნამდვილად არაა მაგრამ როგორც შენ უწოდე "ძღრენი-ც" ნამდვილად არაა no.gif

Posted by: Make_Believe 7 Jul 2013, 23:33
Ocelot

რიდლის კოტის რომელიმე ფილმი მოგწონს? user.gif

Posted by: Hermyon 15 Jul 2013, 23:59
დიდი მუღამით მივუჯექი მაგრამ მაინც ვერ დავიჭრე კაიფი.
დიალოგები იყო ძაან დაბალი დონის, ისტორიული ფილმისთვის ძაან შეუფერებელი
სცენარი და სიუჟეტი არ მომეწონა
ცოტა დაემახინჯებინათ ისტორია უკეთესი იქნებოდა
ბრძოლის სცენები საერთოდ არ მეყო
ის სცენა საერთოდ პრიკოლი იყო 3 მკვლელს რომ მიუგზავნიან და კისერს მოუგრეხს user.gif
ფინალი ფეილი
არაფერი და ყველაფერი lol.gif
ჟანრში ბენ ჰური და ტროა სახეს ახევენ
ალბათ გმირობაზე მეოცნებე ბავშვებს მოეწონებათ yes.gif

Posted by: NNNNiiiaaa 16 Jul 2013, 00:11
ევაას გულისთვის მაინც არ მბეზრდება ამ ფილმის ყურება bis.gif
user posted image

Posted by: Carver 16 Jul 2013, 16:19
QUOTE
ჟანრში ბენ ჰური და ტროა სახეს ახევენ

drug.gif

სრულ ვერსიას ჩაუჯექით..

Posted by: beka331 1 Apr 2014, 18:34
რამდენიმე წლის წინ მირჩიეს ამ ფილმის ყურება და მას მერე ახლა ვუყურე ძლივს biggrin.gif

მომეწონა, კარგადაა საინტერესო ისტორია გადმოცემული user.gif
ნუ ახლა ზუსტად რო ვერ გადმოცემდნენ ფაქტია..

Posted by: ა თ უ კ ა 1 Apr 2014, 20:18
რა დაგევასათ ამ ფილმში? drug.gif facepalm.gif

Posted by: obscoral 1 Apr 2014, 21:22
QUOTE
სრულ ვერსიას ჩაუჯექით..

+1

გოლჯიზე დევს მთლიანი
თავიდან რა ვერსიაც გავრცელდა (+ რასაც TV ში უშვებენ ხოლმე) განახევრებულია
ყველაზე მაგარი მომენტებია ამოღებული, შინაარსიც იკარგება

არადა ძაან მაგარი ფილმია ცვეტში

Posted by: devta 7 Apr 2014, 12:47
რიდლი სკოტი უმაგრესია. ძალიან მაგარი ფილმია, სრული ვერსიით ხო ვაფშე

Posted by: alikantura 25 Jul 2014, 03:55
ჩემთვის ეს ფილმი ჟანრში ერთერთი საუკეთესოა, ბენგურთან ერთ დონეზე დავაყენებდი. სკოტის სხვა ისტორიულ დრამებს მეორე პლანზე.

ჩემი აზრით ეს ფილმი არის ერთერთი ყველაზე დიდად დაუფასებელი ფილმი, მის რეტიტინგს რომ ვნახულობ უბრალოდ მეცინება, მაგრამ მასში ხალხი ალბათ იმას ვერ ხედავს რასაც უნდა ხედავდეს, ნუ თემაში ზოგიერთი კომენტარი ღიმილის მომგვრელია, ხშირად ისეთი კომენტარებია, რომ ვხვდები ფილმის მთავარ იდეებთან ახლოსაც არაა ხალხი. მე ჩემს მოკრაძალებულ აზრსაც გეტვით, რატომ ვთვლი ერთერთ საუკეთესოდ ამ ფილმს.

დავიწყებ იმით, რომ ფილმი ნამდვილად სიზუსტით არ გამოხატავს ისტორიულ ფაქტებს, თუმცა ეს მხატვრული ფილმის ამოცანა ნამდვილად არაა, ისტურიოლი ფაქტების სიზუსტე რომ გვჭირდებოდეს, მაშინ ფილმი დოკუმენტური უნდა იყოს. რეჟისორს აქვს უფლება ფილმის სიუჟეტის გამო ოდნავ გადაუხვიოს ისტორიას, ეს საკამათო არ უნდა იყოს.

ფილმი არაა ისტორიაზე, არც რელიგიაზე და პოლიტიკაზე, ის უბრალო საკითხებს ეხება, როგორიცაა ადამიანის სწორედ ცხოვრების გზის ჩვენება, ასევე საზოგადოებისა და პიროვნების დამოკიდებულებას, ინდივიდუალური და კოლექტიური ინტერესების შეჯახებას.

ფილმის მთავარი გმირი, არის ჩვეულებრივი მოკვდავი, არც გვარიშვილობით და არც სიმდიდრით არ გამოირჩევა, ოღონდ ის ზედმეტად ზემიწევნით ზუსტად იცავს საზოგადოებრივ და რელიგიურ წესებს, მეორე ლოყასაც უშვერს, თუ ეს საჭიროა, რასაც ადამიანების უმეტესობა არ იცავს. ცხოვრების ამ სტილმა მთავარი გმირი დასაჯა და მიიყვანა მძიმე ცოდვამდე, ანუ წესიერმა მოქალაქეობრივმა გზამ ის ჩიხში გაჭედა.

ფილმის მეორე ნახევარში, მთავარი გმირი ხდება რაინდი, ნუ ბედის საჩუქრით, და მისი ცხოვრება იცვლება. მან ახალი ინსტრუქცია მიიღო როგორ ეცხოვრა და ეს ინსტრუქცია იმ ფიცშია, რომელსაც ის იღებს:

იყავი უშიშარი არაკეთილისმოსურნის წინაშე;
იყავი მამაცი და პირდაპირი და ღმერთი შეგიყვარებს;
ილაპარაკე სიმართლე, სიკვდილიც რომ გემუქრებოდეს;
დაეხმარე გაჭირვებულებს, და არ ჩაიდინო ბოროტება;

ფიცის მერე მისი ცხოვრება იცვლება, დიდგვაროვანი ხდება, ეს ალბათ სიმბოლურია, ისიც საინტერესო ფრაზაა, "ის ვისაც სახლში ცხენიც კი არ ყავდა, იერუსალიმში შეიძლება სასახლის მფლობელი გახდეს". ანუ ეს ახალი ცხოვრება ახალ პერსპექტივებს გიჩენს. ალბათ რეჟისორი ამ სცვლილებით ჭეშმარიტი მიზნის სამსახურში ადამიანის შესაძლებლობების გარდასახვაზე მიგვანიშნევს და ჭეშმარიტი მიზნის სამსახურში, რომ ნებისმიერისთვის იხსნება იერუსალიმის კარი, ნუ მე ესე მესმის.

მთავარი გმირის შემდგომი ცხოვრება სწორედ ამ ფიცის დაცვაა, თუმცა ის ერთ კარგ რჩევას იღებს მეფისგან.

"ნებისმიერი სვლა შეიძლება გახდეს შენთვის ბოლო, მაგრამ არ დაგავიწყდეს რითი დაიწყე, დასასრული შეიძლება ძალიან ახლოს შეიძლება იყოს . . . ჩვენ არ შეგვიძლია გავთვალოთ ყველაფერი რაც წინ გველოდება, მეფემ შეიძლება მოითხოვოს მსახურობა, მამამ მორჩილება, ვინც არ უნდა იყოს ხელისუფალი, შენ ერთადერთი ხარ პასუხისმგებელი შენს სულზე, როგორც არ უნდა თამაშობდე, ვინც არ უნდა თამაშობდეს შენით, შენი სული შენს ხელშია, მეფეებიც რომ მდგარიყვნენ შენს წინ, ღმერთს ვერ ეტყვი რომ გიბძანებდნენ ესე მოქცეულიყავი, ან სინდის-ნამუსი მაშინ მოდაში არ იყოო, ეს ვერ იქნება გამართლება". გენიალურია, არადა რამდენჯერ დაგვირწმუნებია საკუთარი თავი, რომ სიკეთის სახელით ბოროტების გაკეთება გვიცდია.

აქ მეფე ცდილობს გაათავისუფლოს მთავარი გმირი საკუთარი ავტორიტეტიდან, რათა მან ადვილად დაიცვას თავისი ფიცი. ამ თემაშიც ლამის უაზრობად არის მიჩნეული მთავარი გმირის საქციელი, როცა ის უარს ამბობს ტახტზე და დედოფლის შეთვაზე. მე კი ვფიქრობ ეს ფილმის მთავარი კულმინაციაა, და რეჯისორი გვეუბნება, რომ ბოროტებით ვერ ჩაიდენ სწორ საქქციელს, გავარტყი ყველა საზოგადოებრივი ინტერესს, თუ იგი ჩემი გაფუჭების ხარჯზე უნდა მოხდეს. მე აშკარად ვხედავ, რომ მეფეს სურვილი აქვს, რომ მთავარმა გმირმა საკუთარი სინდისის სასრგებლოდ მიიღოს გადაწყვეტილება, და როცა მასზეა არჩევანი და ის თანხმობას იძლევა ბრმად, აჩერებს და თხოვს მოუსმინოს რას თავაზობენ და უახარია, როცა ის უარს ამბობს მეფის მსახურებაზე.

მაშ კითხვა, შეიძლება თუ არა ბოროტებით კეთილი საქმის კეთება, ან ღირს თუ არა ბოროტების ჩადენა სიკეთის სახელით? ვფიქრობ, ფილმი ამ კითხვაზე ჭეშმარიტ პასუხს იძლევა და ვისაც ეს არ ესმის, ეს ფილმი მისთვის ნამდვილად არაა. მთავარი გმირი უარს იძახის ძალაუფლებაზე, ნაშაზე და ყველაფერზე, რაც ბედმა აჩუქა, იმიტომ რომ რაინდია.

ფილმში ცალკე მომენტია მეფისა და სალადინის ურთიერთობა, ნუ მათი საუბარი და ურთიერთობა საერთოდ სხვა დონეა. რამდენად თავისუფლები არიან ფანატიზმისგანნ, და სიმდაბლით, სიმშვიდითა და მიმტევებლობით, როგორ ხდებიან დიადები, როგორ შეუძლიათ სიმაღლიდან უყურონ მოვლენებს. სალადის პერსონაჟი არამარტო ფილმში, ისტორიაშიც განუმეორებელია.

ფილმში ცალკე საკითხია ფანატიზმი, ნუ არ აქვს მნიშვნელობა ეს რელიგიაა, თუ რამე საზოგადოებრივ, პატიოტულ მორალური, ფაქტია, რომ ის აზროვნების ტუპიკია, და ინდივიდუალური ნგრევის საფუძველი. თუმცა აქვე ჩნდება კითხვა, თუ ესეა, მაშინ რა მიზანია, ის რისთვისაც ღირს ბრძოლა, და ხმლის ამოღება ქარქაშიდან. პასუხი აგრეთვე ფილმშია, ეს ადამიანის სიცოცხლე და სუსტების დაცვაა, რასაც 100 % ვეთანხმები.

ნუ, როცა ფილმში მთელ მოსახლეობას რაინდად აკურთხებს, აქ რეჯისორი ჩვენ მოგვმართავს, ეს სცენა ძალიან დრამატულია, გოლდსმიტის შესანიშნავი მუსიკის ფონზე (ეს მუსიკა ამ ფილმის ორიგინალი ტრეკი არაა, ის მე-13 მებრძოლიდანაა აღებული). ნუ მე დამრჩა შთაბეჭდილება, როცა ამ სენას ვუყურებ, რომ მე თავად მივიღე რაინდის ფიცი, ნუ სხვისი არ ვიცი, აქ რეჟისორმა აშკარად ყველაფერს გადააჭარბა.

საკუთარმა ცხოვრების გზამ, მთავარი გმირი სიამაყით აავსო, იმდენად, რომ ის ამაღლდა ყველაფერზე, რაც ირგვლივაა, რამდენად უსუსურია ყველაფერი იმის მერე რაც მის ცვორებაში მოხვა, რიჩარდი აკითხავს და როგორც იქნა თითქოს გამოჩნდა ის, ვინც მის დიად საქმეებს აღიარებს, მაგრამ ეს მას უკვე აღარ სჭირდება. ისედაც დიადია. ფინალი მართლაც შთამბეჭდავია.

სხვისი არ ვიცი, და ჩემთვის ფილმა ორ კითხვას გასცა პასუხი, რისთვის უნდა ცხოვრობდეს ადამიანი და როგორ? ვფიქრობ ერთი ფილმის კვალობაზე საკმაოდ ბევრია, მაგრამ პასუხს აშკარად სცემს. ვინც მომხრეა, რომ ფილმს 7.1 ქონდეს რეიტინგი, მე მათ ვკითხავდი, მაშინ რომელმა ფილმა დაგიტოვა ამაზე მეტი?, ან რა დაგიტოვა?, ან რას უპასუხა?. მაგრამ ეს გემოვნების საკითხია. ჩემი აზრით ფილმი საუკეთესო თუ არა ერთერთი საუკეთესოა.

მახსოვს პირველად როცა ამ ფილმს ვუყურე, ძალიან ჩამაფიქრა, ჩემი ცხოვრების რევიზიის სურვილი გამიჩინა და ფასეულობების გადახედვაც მომინდა, ბევრი რამის მიმართ ჩემი დამოკიდებულება შეცვალა, ზოგადად თუ ამას ფილმი ახერხებს ის უბრალოდ ფილმი არ უნდა იყოს.

ნუ პატარ პატარა ნიუანსებზე აღარაფერს ვამბობ, ვთქვათ შესანიშნავ სახეს ეპისკოპოსის, რომელიც ფილმში მთლიანად რელიგიის უსუსურებას განასახიერებს, სალადინისა და ლუზინიანის საუბარს, გერმანელის ქერა ჯვაროსანის პერსონაჟზე, რომელაც ალბათ ფილმში იმაზე მეტი დატვირთვა აქვს, ვიდრე უბრალოდ ჯვაროსანს, ბრძოლის სცენებზე, მთავარი გმირისა და სალადინის ბოლო საუბარი "არაფერი და ყველაფერი" და ალბათ ფილმის ყველაზე მაგარი ტრეკი

https://www.youtube.com/watch?v=CA6ZgSdcpfc

ერთი პოსტით შეუძლებელია ამოწურო ეს ფილმი

Posted by: Forrest 13 25 Jul 2014, 12:44
QUOTE (alikantura @ 25 Jul 2014, 03:55 )

ძალიან საინტერესოა... up.gif up.gif up.gif

ისიც მაგარია, მკვდრები რომ უნდა დაწვან და მღვდელი ახურებს, ღმერთი დაგვსჯისო. ეს კიდე ეტყვის, თუ ღმერთი ვერ გაიგებს რატომ ვაკეთებთ ამას, მაშინ ის ღმერთი არ არისო.

Posted by: Levan_i 25 Jul 2014, 13:08
კაი ფილმია და რა პონტში აფარჩაკებთ აქ არ მესმის; იმენა მეწყინა :დ
რიდლი სახასიათო პერსონაჟებს ქმნის ყოველთვის და მაგიტომაც მევასება ეს ფილმი და რეჟისორი...
დიალოგებიც ძაან მაგარი აქვს;
მე ის მომენტი მევასება პატრიარქი რო ამბობს მაჰმადიანობა მივიღოთ და მერე მოვინანიოთო:

"Convert to Islam, repent later.
You have taught me a lot about religion, Your Eminence."

Posted by: alikantura 25 Jul 2014, 16:38
Forrest 13
QUOTE
ისიც მაგარია, მკვდრები რომ უნდა დაწვან და მღვდელი ახურებს, ღმერთი დაგვსჯისო. ეს კიდე ეტყვის, თუ ღმერთი ვერ გაიგებს რატომ ვაკეთებთ ამას, მაშინ ის ღმერთი არ არისო.

კი,ძალიან მრავლისმეწყველია და კიდევ თუ იერუსალიმი ზეციური სასუფეველია, ღმერთი მას უჩვენოდაც მიხედავსო : ))) მაგას გავს ეგეც
Levan_i
QUOTE
"Convert to Islam, repent later.
You have taught me a lot about religion, Your Eminence."

თან მანდ ემოციებსაც რომ არ გამოხატავს, ისე წყნარად და აუღელვებლად ეუბნება : ))))

Posted by: narmonana 25 Jan 2016, 13:47
გუშინ ვუყურე დირექტორის ქათს

კაი იყოო...........................

ბუჩქს რო ცეცხლი მოეკიდება,არ მქონდა ეგ ნანახი

Posted by: Make_Believe 25 Jan 2016, 14:04
ამის DC-ს უყურეთ აუცილებლად, ნახევარი საათია ამოგლეჯილი თეატრალური ვერსიდან.

მაგიტომაცაა ერთერთი ყველაზე დაუფასებელი ფილმი up.gif

Posted by: Carver 25 Jan 2016, 15:07

ყველაზე რეალური და სანახაობრივი დუელი..

Posted by: narmonana 25 Jan 2016, 20:00
QUOTE (Carver @ 25 Jan 2016, 15:07 )

ყველაზე რეალური და სანახაობრივი დუელი..

ბოლოში ზუსტად ისე უქნა ,როგორ მამამისმა ვარჯიშზე,ტყეში

Posted by: Irakli2013 25 Jan 2016, 23:12
კარგი ფილმია

Posted by: ronald_wesley 26 Nov 2016, 04:33
აუ რა მ,აგარი კინოა ვგიჟდები ამაზე/.
მარა ვერ ვხვდები ლამის ერთი საათი რეჟისორმა რატო ამოჭრა??
მუ კი მაქვს ჩემი აზრი მარა .

Posted by: SpringtimeOfYouth 7 May 2017, 21:34
დედა #####ან ამისი
რა კარგად დაიწყო და რა იმედიანად ვიყავი
ჩვეულებრივი მელოდრამა გამოვიდა ბოლოს

Posted by: rati nwt 7 Aug 2017, 01:55

დაირექთორ ქათ არ მინახავს. დიდი ნაწილი შეუმოკლებიათ. ახლანდელი ნახვის შთაბეჭდილებით, რიდლის რაღაც დეტალები უკეთესად რომ გაეკეთებინა უნიკალური შედევრი იქნებოდა. ბევრი რამ კარგია ფილმში. ტექნიკურად, მსახიობების შერჩევა, იმ დროისა და სულისკვეთების გაცოცხლება. ის სიგიჟე რაც იმ დროს ტრიალდება საინტერესო გადასაღები, გადმოსაცემი თემაა..
დიალოგებში ორივე მხარეს დაჭერილია რადიკალური და გონივრული პოზიცია. მაგრამ ეს რელიგიური საკითხი მაინც ცოტა ზედაპირულად არის გადმოცემული.
რიდლიმ მგონი თავისი პირადი აზრები ჩაწერა დიალოგებში. იმ დროს ფანატიზმს აქვს მოცული ყველაფერი, ადამიანთა ყოფა რელიგიით არის გამსჭვალული, თითოეული ადამიანის მთავარი საზრუნავი სულის ცხონებაა. ირაციონალური რელიგიური წესები და შეხედულებები ადამიანების მოქმედების მთავარი განმსაზღვრელია. რადგან მთავარი ძალაუფლება ეკლესიას აქვს და ამასთან ერთად არ არსებობს "არარელიგიური" სეკულარული სახელმწიფო. რელიგიის ინსტიტუტის და მისი საზოგადოებრივი როლის გადაფასებამდე ჯერ კიდევ საუკუნეები უნდა გავიდნენ, როდესაც პირველად წარმოჩდება განმანათლებლური აზრებ, ისიც ნელნელა ვრცელდება ხალხში და მასობრივი აქტივობის ფორმით არ ვლინდება.

იმ დროს ადამიანები ასე "პრადვინუტად" ვერ იაზროვნებდნენ, რადგან ასეთი ცოდნა მაშინ არ არსებობდა. ეკლესიის და რელიგიის გამიჯვნა ან პაპის, რელიგიური წესების ეჭქვეშ დაყენება დაუშვებელია - ღმერთის სიტყვაა.
სალადინი ნამდვილად უფრო გლობალური მოაზროვნე იყო. მაგრამ ქრისტიანს რომ დაეშვა ის სხვა მუსლიმებიც ადამიანები არიან და მათთვისაც წმინდაა ეს მიწა ეს შესაძლო სასიკვდილო ერესი იქნებოდა.
ამიტომ ცოტა თანამედროვე მეჩვენა დიალოგები და აზრები. უბრალოდ იმ დროს ადამიანთა აზროვნებას მეტნაკლებად ყველა შემთხვევაში რელიგია განაპირობებდა. ეს დაპირისპირებაც ზუსტი გამოხატულებაა - სრულებით არაადეკვატური - შეშლილობით აღსავსე აზრები რეალობაში ხორციელდება. ხალხი იჯერებს და მიჰყვება ირაციონალურ სიგიჟეს.

თუმცა დანარჩენი ყველაფერი, სადაც ეს ამბები მიმდინარეობს არის საკმაოდ კარგი. ფილმი ანდერრეითია, ბევრ დეტალზე შედავება შეიძლება, მაგრამ შედევრებად აღიარებულ ისტორიულ ფილმებში ათასგვარი შეცდომაა. მითუმეტეს ჰოლივუდური ფილმის ფონზე ნორმალურია. მეტ-ნაკლებად ის დრო იგრძნობა. თან ამხელა თემას საათნახევრიანი ფილმით ვერ შეეხები, რიდლი ეცადა მოვლენის მთლიანობაში მაშტაბურად გადმოცემას.

Posted by: Carver 7 Aug 2017, 02:45
rati nwt
QUOTE
დაირექთორ ქათ არ მინახავს

ნახე, შეგივსებს დანაკლისის გრნობას..

QUOTE
იმ დროს ადამიანები ასე "პრადვინუტად" ვერ იაზროვნებდნენ, რადგან ასეთი ცოდნა მაშინ არ არსებობდა. ეკლესიის და რელიგიის გამიჯვნა ან პაპის, რელიგიური წესების ეჭქვეშ დაყენება დაუშვებელია - ღმერთის სიტყვაა.

არის სცენები, საიდან გამომდინარეც ჩნდება ეჭვი, ქრება რწმენა მთავარ პერსონაჟში..
მიუხედავად, იმ ეპოქის რელიგიური ისტერიისა, ფანატიზმით შეპყრობილი პერსონები ძირითადად მაინც ქვედა რგოლი/ სოც ფენა/პაიკები იყვნენ..
ზედა მმართველი რგოლი კი ავანტიურისტები პირადი მოტივებით..
ზედა წრეში მოხვედრამ + "პირადმა" შეურყია რწმენა და ჩაუწვეთა ათეიზმი მთვარ გმირს იმჰო..
თუმცა, ზოგადად გეთანხმები, თანამედროვე იდეებით გაჟღენთვა წარმოუდგენელი იქნებოდა იმ ეპოქაში, ალბათ, მაგ სვლით დღევანდელობასთან/ რეალობასთან კავშირის დამყარება უნდოდა რეჟისორს, ასე უფრო ადვილად აღქმადი ხდება მაყურებლში + რამდენიმე მესიჯის გატარებაც ხერხდება რეჟისორის მხრიდან..

Posted by: dongabo 7 Aug 2017, 19:29
მაგრად არ დამევასა ეს ფილმი. ჩემი აზრით მამაც გულთან და გლადიატორთან უშანსოდ არის.
არა და მაგარ კომენტარებს უწერენ. კიდევ უნდა ვნახო)))

Posted by: Irakli2013 7 Aug 2017, 19:55
QUOTE (dongabo @ 7 Aug 2017, 19:29 )
მაგრად არ დამევასა ეს ფილმი. ჩემი აზრით მამაც გულთან და გლადიატორთან უშანსოდ არის.
არა და მაგარ კომენტარებს უწერენ. კიდევ უნდა ვნახო)))

რეჟისორული ვერსია ნახე

Posted by: gio_xabaza 8 Aug 2017, 00:48
აუ დაირექტორს ქათი სადვნახო? იუთუბზე დევს უკრაინულად გახმოვანებული დალშე საიტებზე დევს ჩვენებურებზე? თუ ტორენტზე უნდა ვიჩალიჩო

Posted by: zalika26 8 Aug 2017, 00:52
QUOTE (Wrath @ 16 Dec 2006, 21:33 )
ბანძი კინოა... აღარც მახსოვს ეხლა კარგად, ეგეთი ადნარაზავი ფილმები არ რჩება ხოლმე დიდხანს ჩემს მეხსიერებაში. მაგრამ დასასრული რო იმენა გოიმობა აქვს, აქამდე მახსოვს biggrin.gif

LV-426
QUOTE
პოლიტიკური შეხედულებები იმ დროიდან მოყოლებული არ შეცვლილა! და ხალხი როგორიც იყო ძუნწი, ფულზე და სიმდიდრეზე გადარეული ისეთივე დარჩა!

შენ აშკარად მაგ ფილმში მეტი დაინახე, ვიდრე რეჟისრომა ჩაიფიქრა gigi.gif

ხოო ციდან სამ მეტრზე ხოა მაგარი ფილმი
facepalm.gif

Posted by: rati nwt 8 Aug 2017, 00:57
gio_xabaza

აჭარანეთი ირწმუნება რომ დაირექთორს ქათ აქვთ ატვირთული . მეტად გასაკვირია ის რომ დაირექთორს ქათ ვერსია ითარგმნა ქართულად

http://net.adjara.com/Movie/main?id=201

Posted by: gio_xabaza 8 Aug 2017, 01:17
rati nwt
აიმუვიზსეც ვნახე მანდაც 3:10 წუტიანი ვერსია დევს და მგონი ეგ დრო დაირექტორს ქათია, პროსტა ალბათ მომენტებს ვნახავ ერთი 100ჯერმაქ ნანახი კინო biggrin.gif და 3სთ ახლიდან ვერვუყურებ biggrin.gif

Posted by: benito777 10 Sep 2021, 15:06
16 წლის გადაღებული ფილმია და გუშინ ვნახე პირველად.

ერთმა ბავშვობის მეგობარმა შეიცხადა ერთი კვირის წინ
ეს ფილმი ნანახი რომ არ მქონდა.

ჰოდა ვნახე!

დამევასა

თურმე კაი ფილმებს იღებდა ადრე რიდლი სკოტი.

Posted by: qebson 10 Sep 2021, 15:16
benito777
რეჟისორული 3-საათიანი ვერსია ნახე ხო?

კიი,ძველი რიდლი კარგია))

Posted by: benito777 10 Sep 2021, 22:48
qebson
QUOTE
რეჟისორული 3-საათიანი ვერსია ნახე ხო?

yes.gif

ხანგძლივობას რომ დავხედე ცოტა არ მესიამოვნასავით, მაგრამ არაფერი ზედმეტი და გაწელილი არ ყოფილა.

ერთ-ერთი საუკეთესოა ამ ჟანრში! up.gif

Posted by: qebson 10 Sep 2021, 23:10
benito777
QUOTE
არაფერი ზედმეტი და გაწელილი არ ყოფილა.

ეჰ,ნეტა ეგრე ეაზროვნათ პროდიუსერებს)) გაწელილიაო და 40 წუთი ამოჭრეს,თავის დროზე არავის მოეწონა და ფინანსურად ჩავარდა ფილმი,-მოგვიანებით გამოვიდა მთლიანი ვერსია და ეგ აიღიარეს ყველამ))
თან აუ სალადინი რა მაგარი ტიპია ამ ფილმში,რამდენიმე სცენაში ჩნდება,მაგრამ თავისი მორალურობით,ქარიზმით,შესრულებით-მთავარი გმირებიც დაჩრდილა))
ისე,იმ ნიღბიანი მეფის როლს ედვარდ ნორტონი ასრულებს)) ცოტა პრეტენზიული მსახიობია და როგორ დაითანხმა რიდლიმ,აზრზე არა ვარ,სახე ხო მაინც არ უჩანდა))

Posted by: J.R.R.Tolkien 31 Jul 2023, 22:04
თინეიჯერულ ასაკში ვუყურე და ახლა გადავიმეორე რეჟისორის ვერსია- ანუ 3 საათიანი რომ არის biggrin.gif
თავის დროზე დიდად არ მომეწონა,მაგრამ დავიწყებული მქონდა ძირითადი სიუჟეტი და ბუნდოვნად მახსოვდა.

სხვადასხვა ჯგუფებში ისეთი ხალხი აქებდა გაქცევა შაუშენკიდან და შინდლერის სია რომ ყველაზე მაგარი კინო ჰგონიათ, ამიტომ სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი და მჯეროდა, რომ პაპსა ფილმი იყო, თუმცა ვეცადე ობიექტურად შემეფასებინა.

ფილმის ყურება დავიწყე აპრილში და ისე არ მომეწონა დღეს დავამთავრე biggrin.gif
მოკლედ, იმაზე საშინელება აღმოჩნდა,ვიდრე ველოდებოდი

lol.gif facepalm.gif

გასაგებია რომ შეიძლება ადამიანს მოეწონოს,მაგრამ მე არ მჯერა კაცმა კინო კარგად იცოდე და გესმოდეს და ამ ფილმზე თქვა შედევრიაო lol.gif

ტიპმა კოელიოს ალქიმიკოსის მსგავსი სიბრძნე ფილმი დააბრეხვა

ტიპიური ჰოლივუდური კლიშეებით გატენილი ბანალური დრამა

საბრძოლო სცენები არის კატასტროფა
ტროა არ ვარგა ფილმი,მაგრამ საბრძოლო სცენები ძაან კარგია, განსაკუთრებით აქილევსის კუნძულზე დესანტირება
იგვე მაკედონელში ბევრად მაგარი სცენებია

აქ იმენა საბავშვო ბაღია
საშინელი სლომოუშენი

ჯვაროსნების გიჟებად და მანიაკებად გამოყვანა, განსაკუთრებით ის რიჟა წვერიანი ტიპი რა კვერცხობა პერსონაჟია
ბაზარი არაა საშინელებებს ჩადიოდენ ჯვაროსნები,მაგრამ ტიპი იმენა ჩვეულებრივი მანიაკია თვითონაც რომ არ იცის რისთვის იბრძვის არადა მანამდე საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად კეთროვან მეფეს ეამბორა ხელზე

სექსის უაზრო სცენის ჩაკვეხება თანამედროვედ მოაზროვნე მასტი გაჩითა მთავარ გმირათ

wink.gif

კარგი ჯანდაბას ეგ ეპატიება
ნეტავ ეგ იყოს მხოლოდ მაგ ფილმის მინუსი

ეხ, რიდლი რიდლი
რამოდენიმე ფილმი მართლა კარგი გაგივარდა ძმაო
მარა არ ხარ შენ ისეთი დიადი რეჟისორების კლანის წევრი 10 ფილმიდან 5 მაინც შედევრს რომ იღებდენ წაწყობილი

შენ არ ხარ კინოს არც მესი და არც რონალდო შენ ხარ კაკა
რამოდენიმე სეზონის კაცი

Posted by: zura_87 16 Aug 2023, 15:28
ძალიან მაგარი ფილმია, ეს ფილმი რომ მოგეწონოს სრულად უნდა გაითავისო ის ეპოქა და ადგილი სადაც ვითარდება მოვლენები.
შუაგულ მუსულმანურ მონსტრებში თითქმის 2 საუკუნე არსებობდა ქრისტიანული სახელმწიფო, ეროვნულობის და წარმომავლობის გარეშე.
ძალიან მნიშვნელოვანია ის რომ პერსონაჟების 99% რეალური პიროვნება იყო და ფაქტები დამახინჯებული არაა.
საოცარი დიალოგებია, მეფე ბალდუინი, სალადინი, გოდფრი ბალიანის და სალადინის თანაშემწის.
ხო კიდე ის ჰოსპიტალიერი რაინდიც მაგარი პერსონაჟია,
სხვათაშორის ხშირად მიდის კამათი ის ტიპი რეალური რაინდია თუ ანგელოზი იგულისხმება ფილმში, საინტერესოა აქაურები რას ვფიქრობთ მაგ საკითხზე...

Posted by: narmonana 16 Aug 2023, 15:48
QUOTE
ძალიან მნიშვნელოვანია ის რომ პერსონაჟების 99% რეალური პიროვნება იყო და ფაქტები დამახინჯებული არაა.

აააარც ეგრეა საქმე

Posted by: zura_87 16 Aug 2023, 16:20
narmonana
ჯერ არ მიყურებია მაგ ვიდეოსთვის, მაგრამ უმეტესობა რეალური პიროვნება იყო: თვითინ ბალიანი (თუმცა იერუსალიმში დაიბადა და არა საფრანგეთში), ბალდუინ IV, გი, სიბილა, ტიბერიუსი (რომელიც რეალურად ტიბერიის მმართველი იყო, სახელი არ მახსოვს), სალადინი, რენეც კი, ანუ მთავარი გმირები იყვნენ რეალური ტიპები.
მეც ვიცი რომ ზოგიერთი ფაქტი სახეცვლილია, ფილმის სცენარის გამო, მაგრამ საერთო ჯამში კარგადაა გადმოცემული ის ატმოსფერო რომელიც სუფევდა იმ მისტიურ სამეფოში.

Posted by: J.R.R.Tolkien 16 Aug 2023, 20:41
zura_87
რეალური პიროვნება იყო,მაგრამ ეგეთები ნამდვილად არ ყოფილან

ფილმი არის საშუალო დონის

Posted by: vasovaso92 16 Aug 2023, 20:59
კაი ფილმია რას უწუნებთ თავის ადგილი აქვს სხვებს რო არ შეადაროთ.

Posted by: overlorder 16 Aug 2023, 23:24
მეც გამისწორდა, საკაიფო ფილმია, ეპიკურია, მასშტაბური და გასართობი.

Posted by: zura_87 17 Aug 2023, 09:31
J.R.R.Tolkien
მაგ ლოგიკით, ზუსტად ვერავინ განსაზღვრავს როგორები იყვნენ ისტორიული პირები, მითუმეტეს შუა საუკუნეების პერიოდის.
ხო, ეგ შეფასებაც პირობითია, შენთვის საშუალო დონის ფილმია, ჩემთვის კარგი და ა.შ.
საბრძოლო სცენებზე აშკარად არაა გათვლა, ჰატინის ბრძოლას გადაახტნენ და მარტო შედეგები აჩვენეს,
მონჟისარის ბრძოლა კიდევ მხოლოდ გაკვრით არის ნახსენები, რომელიც მნიშვნელობით ჩვენს დიდგორს არ ჩამოუვარდებოდა.

Posted by: J.R.R.Tolkien 17 Aug 2023, 10:30
zura_87
რა შუაში როგორი იყვენ ისტორიული პიროვნებები ?
შენ მოიყვანე არგუმენტად ის, რომ ფილმის 99 პროცენტი პერსონაჟების რელური პიროვენბები იყვენ და ფაქტები დამახინჯებული არ არისო- თორემ მხატრულ ფილმს და წიგნს არ მოეთხოვება ისტორიის ზუსტი ციტირება wink.gif

ფილმი სულ სხვა მიზეზით არის საშუალო დონის ქმნილება და არა იმიტომ, რომ ისტორიული ფაქტებია დამახინჯებული.

Posted by: vasovaso92 17 Aug 2023, 11:41
ისაა ყველა დონე ის მასტი რო ეუბნება სალადინს იურუსალიმი რას ნიშნავს სენთვისო და არაფერსო და მერე რო სემოტრიალდება და თან ყველაფერსო ძაან დონეა boli.gif

Posted by: zura_87 17 Aug 2023, 14:07
vasovaso92
ზუსთად ეგ იყო, სალადინისთვის თვითონ ქალაქი იერუსალიმი არაფერს ნიშნავდა მართლა, იმპერიის ერთიანობისა და ტახტის შენარჩუნებისთვის სჭირდებოდა.
J.R.R.Tolkien
კარგი, მართალი ხარ, როგორც ფილმი სუსტია, მე ვარ სუბიექტური, ეპოქა მომწონს იმ პერიოდის და მსახიობები ვინც ფილმში თამაშობენ (ედვარდ ნორტონი, ჯერემი აირონსი, ევა გრინი, ლიამ ნისონი).

Posted by: vasovaso92 17 Aug 2023, 14:42
zura_87
ბოლოს ინგლისის მეფე რო მიდის იმასთან იერუსალიმი უნდა დავიბრუნოთო მერე სინამდვილეში რა მოხდა?

Posted by: zura_87 17 Aug 2023, 21:36
vasovaso92
რა მოხდა და რიჩარდ ლომგულმა დაამარცხა სალადინი რამდენიმე ბრძოლაში, მაგრამ იერუსალიმი ვერ აიღო,
საბოლოოდ სასიკვდილოდ დაიჭრა და ინგლისში ვერ ჩააღწია ცოცხალმა.
ქრისტიანებმა ვეღარასდროს შეძლეს იერუსალიმის დაბრუნება და ბალდუინის სამეფოს აღდგენა.
* * *
რეალურად ბალიანს უარი არ უთქვამს რიჩარდისთვის, პირიქით - დიდ დახმარებას უწევდა.

Posted by: vasovaso92 18 Aug 2023, 09:30
zura_87
მაგ რიჩარდას და სალადინის ომზე არაა ფილმი?
ისე ისიც ნორმალური ფილმია არნიო თუ რაღაც.

Posted by: zura_87 18 Aug 2023, 09:32
vasovaso92
მე არნი დიდად არ მომწონს, ისტორიული მომენტები არ მახსენდება მაგ ფილმიდან.

Posted by: GEORGEXIII 2 Apr 2024, 14:06
user posted image
user posted image
user posted image

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)