#53771477 · 13 Nov 2018, 19:46 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
უდავოდ ნიჭიერი კაცი და დიდი რეჟისორი იყო. ბისექსუალი იყო და არ მალავდა. იმ დროს ეს წარმოუდგენელი რამ იყო. სულ ისეთ თემებს ეჭიდებოდა, რაც მის ნაიარევ ცნობიერებას ეხმიანებოდა. ქმნიდა ულამაზეს, პოეზიით გაჯერებულ სახეებს. მისი ფილმები ფერწერულ ტილოებს ჰგავს. არ უნდა დაესწროთ ჩვენთვის სომხებს თბილისში მისი სახლიდან ყველა ნივთის გადატანა ერევანში მისი სახელობის მუზეუმის მოსაწყობად. როგორც ჩანს იმძლავრა პროვინციულმა ნაციონალიზმმა და შურმა. აქაც უნდა გაგვეკეთებინა ფარაჯანოვის მუზეუმი იმიტომ, რომ ყველგან დევნილი, აქ დაბრუნდა, ქართულმა შემოქმედებითმა ინტელიგენციამ მიიღო და ქართველებთან ერთად შექმნა "სურამის ციხე" და ნაწილობრივ "საიათნოვაც". ფარაჯანოვის ფილმებში იგრძნობა ქართული მოტივები. შესანიშნავი იყო სოფიკო ჭიაურელი საიათნოვას როლში, თვითონ ფარაჯანოვიც აღტაცებული იყო შედეგით, სოფიკოს "ჩემს მუზას" ეძახდა. სიამოვნებით ვნახავდი კიდევ ერთხელ მის ფილმებს. როცა მოვიცლი,აუცილებლად მოვუწყობ ჩემს თავს ამ დღესასწაულს. * * * ერთი რამ არ მესმის, რატომ ამოტივტივდა ფარაჯანოვი იურა მეჩითოვის პარალელურად. ძალიან დიდი განსხვავებაა მათ კალიბრებს შორის. სად იურა და სად ფარაჯანოვი!
|