Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ქალი და მამაკაცი > გოგოს დაინტერესება როგორ ხდება


Posted by: mapshnik 8 Nov 2019, 01:36
გამოუცდელი ვარ ამ საქმეში და მირჩიეთ გოგოს გასეირნების დროს ან სადმე რომ დაპატიჟებ რა თემებზე შეიძლება ესაუბრო?? რა თქმა უნდა კარგია თუ ბიჭსაც ბევრი რამ აინტერესებს და ასე ადვიილია უფრო კომუნიკაცია, სუ მგონია რო ჩახუტების დროს გამაბეჩავებს და მეტყვის რამე სიტყვას რომ მოვეშვა ან რსვი.. თან მე დიდად არაფერი მაინტერესებს, მეტ ნაკლებად ვერკვევი რაღაცეებში, წიგნებს არ ვკითხულობ ფილმებს არ ვუყურებ ჰობი არ მაქვს ან გიტარაზე დაკვრის ნიჭი ან სიმღერის ამ ლექსების, ხოდა რთულადაა საქმეე ხასიათიც მელანქოლიური მაქ. რა ვქნა რაზე ველაპარაკო გოგოოს?

Posted by: kodeqsi 8 Nov 2019, 01:54
mapshnik
ამინდზე დაუწყე საუბარი რომანტიულად და პოლიტიკაზე დაუსრულე ცხოვრებისეულად... ასეთებზე თუ აგიტანა, გქონია პერსპექტივა მასთან...

პ.ს. ჰო კიდევ, მდედრის და კუხნის სიმბიოზური დანიშნულება რამდენჯერაც ვუხსენე პირველი პაემნებისას, იმდენჯერ გამექცნენ... ამიტომ ეგ მთლად ბოლოსკენ მოიტოვე... yes.gif givi.gif

Posted by: <<Innamorata>> 8 Nov 2019, 02:33
QUOTE
ამინდზე დაუწყე საუბარი რომანტიულად და პოლიტიკაზე დაუსრულე ცხოვრებისეულად... ასეთებზე თუ აგიტანა, გქონია პერსპექტივა მასთან...



ამინდზე საუბარი საქილიკო სულაც არი არისsmile.gif))))) ბევრჯერ საოცრად განვითარებულა..
პ.ს პოლიტიკაცsmile.gif



ავტორ არ დაუჯერე ბერბიჭებს..

Posted by: X Man 8 Nov 2019, 03:09
mapshnik
არ დაანახო რომ ძალიან დაინტერესებული ხარ, ქალების უმეტესობას სუსტი მამაკაცები არ მოსწონთ, ნაკლები ილაპარაკე და ბევრი აკეთე, ისეთი დისტანცია აირჩიე რომ არც შორს იყო და არც ძალიან ახლოს, საიდუმლოებით მოცული უნდა იყო მისთვის და საინტერესო. რა თქმა უნდა უნივერსალური რეცეპტი არ არსებობს, მაგრამ ძირითადში ასეთი სტრატეგია ჭრის.

Posted by: kodeqsi 8 Nov 2019, 05:07
QUOTE (<<Innamorata>> @ 8 Nov 2019, 02:33 )
QUOTE
ამინდზე დაუწყე საუბარი რომანტიულად და პოლიტიკაზე დაუსრულე ცხოვრებისეულად... ასეთებზე თუ აგიტანა, გქონია პერსპექტივა მასთან...



ამინდზე საუბარი საქილიკო სულაც არი არისsmile.gif))))) ბევრჯერ საოცრად განვითარებულა..
პ.ს პოლიტიკაცsmile.gif



ავტორ არ დაუჯერე ბერბიჭებს..

ჰმ, ჯერ ყველაფერში მეთანხმება და მერე იძახის არ დაუჯეროთო... ნუ, ჰო რა, ქალური ლოღიკაზე აგერ გვერძე ხოა ისედაც თემა შესანიშნავი... givi.gif

p.s. სხვათა შორის, სწორედ ბერბიჭსტატუსიანს უფრო დაეჯერება, მან იცის, თუ იცის, როგორ მოთაფლოს მდედრი ისე, რომ ის მერე სიდედრმზითვიან ცოლად არ შემოეპაროს, მაშ!.. tongue.gif givi.gif

Posted by: Katutu 8 Nov 2019, 05:20
QUOTE
არ დაანახო რომ ძალიან დაინტერესებული ხარ, ქალების უმეტესობას სუსტი მამაკაცები არ მოსწონთ, ნაკლები ილაპარაკე და ბევრი აკეთე, ისეთი დისტანცია აირჩიე რომ არც შორს იყო და არც ძალიან ახლოს, საიდუმლოებით მოცული უნდა იყო მისთვის და საინტერესო. რა თქმა უნდა უნივერსალური რეცეპტი არ არსებობს, მაგრამ ძირითადში ასეთი სტრატეგია ჭრის.

მდაა

Posted by: Asklipiodotaa 8 Nov 2019, 05:36
QUOTE
არ დაანახო რომ ძალიან დაინტერესებული ხარ, ქალების უმეტესობას სუსტი მამაკაცები არ მოსწონთ,

lol.gifdrug.giflol.gif

ერთი ბაბუ არიგებდა უბანში ბიჭს :
- მაგ გოგოს ყურადღება თუ გინდა , ვინმე სხვა გოგო გაიჩინე და აეჭვიანეო, გოგოები გიჟდებიან ეჭვიანობაზეო
(თან კარგად არ იცნობდა იმ გოგოს ბიჭი)
იმენა ეგ იბაზრე facepalm.giflol.gif

ეგეთი მეთოდი ალბათ რაც შენ დაწერე არ ვიცი რა... მე მართლა არ შემხვედრია ეგეთი გოგო..
გოგო რო მომეწონა თავის დროზე რას ამბობ, ერთი წამი არ ვაძლევდი მოსვენებას
და პირიქით სიამოვნებდათ
ეს საიდან მოგაქვთ ხოლმე "არ აგრძნობინო"
დიახაც რომ უნდა აგრძნობინო

Posted by: Katutu 8 Nov 2019, 06:28
გოგოს დაინტერესება თუ გინდათ იყავით ის რაც ხართ და მოეშვით სტრატეგიებს და ნიღბებს
თუ სათამაშოდ გინდათ ეგ გოგო მაშინ ითამაშეთ, ვოტ პოლე, ვოტ მიაჩ

Posted by: siml11 8 Nov 2019, 11:40
ფულს თუ გადაუხდი ისეთ ინტერესს გამოიჩენენ ციცერონს არ ეყოლებოდა მასეთი მსმენელთა აუდიტორია lol.gif lol.gif

Posted by: X Man 8 Nov 2019, 11:52
Asklipiodotaa
QUOTE
ეგეთი მეთოდი ალბათ რაც შენ დაწერე არ ვიცი რა... მე მართლა არ შემხვედრია ეგეთი გოგო..
გოგო რო მომეწონა თავის დროზე რას ამბობ, ერთი წამი არ ვაძლევდი მოსვენებას
და პირიქით სიამოვნებდათ
ეს საიდან მოგაქვთ ხოლმე "არ აგრძნობინო"
დიახაც რომ უნდა აგრძნობინო

არ უნდა აგრძნობინო რა არის იცი? 3 თვის ლეკვივით დანამული თვალებით არ უნდა ჩააშტერდე და ფეხებში არ გაებლანდო წამდა უწუმ, ასეთ "რომეოებს" მერე ჩექმის ქვეშ საფენის როლი უწერიათ თუ მიაღწიეს ურთიერთობას. მე საერთოდ არ ვთამაშობ ქალებთან, პიროვნულად ვარ ასეთი ტიპი და დამიჯერე, მადილოსნების უყურადღებობას ნამდვილად არ ვუჩივი, თუმცა არ მევასება ლოველასი ტიპები და არც მე ვცდილობ გრძნობებით თამაშს.
Katutu
QUOTE
გოგოს დაინტერესება თუ გინდათ იყავით ის რაც ხართ

ყველაზე კარგი რჩევაა, მაგრამ აქ ცოტა თემაში შევცდი, მეგონა girl pick up შესახებ დასვა თემის ჰავტორმა შეკითხვა)))
QUOTE
მდაა

ხომ კარგათ ხართ?)))

Posted by: siml11 8 Nov 2019, 11:57
mapshnik
შენ მაყუთის შოვნაზე იფიქრე ბრად და დაინტერესებაზე გოგოებმა იფიქრონ

Posted by: sაlოmეa 8 Nov 2019, 12:47


biggrin.gif biggrin.gif X Man
QUOTE
არ დაანახო რომ ძალიან დაინტერესებული ხარ, ქალების უმეტესობას სუსტი მამაკაცები არ მოსწონთ

QUOTE
არ დაანახო

ჰო
ნათელმხილველთან უნდა მივიდეს გოგო და იმან უთხრას რო ამ ბიჭს მოსწონხარო vis.gif


იყავით გულწრფელები
გამოხატეთ მაქსიმალურად რასაც გრძნობთ
ტყუილს ყოველთვის ხვდება ჭკვიანი ქალი

რომელი ქალიც თქვენს ინტერესებს გრძნობებს თU ემოციებს სისუსტედ ჩათვლის, ის ქალია ჩვეულებრივი ქაჯი და ასეთ ქალთან უბრალოდ არაფერი გესაქმებათ
არაფრის


Posted by: X Man 8 Nov 2019, 12:51
sაlოmეa
QUOTE
ნათელმხილველთან უნდა მივიდეს გოგო და იმან უთხრას რო ამ ბიჭს მოსწონხარო

ავხსენი თუ რა ვიგულისხმე, აგეხედა ცოტა ზევით tongue.gif wink.gif

Posted by: sაlოmეa 8 Nov 2019, 12:56
X Man
იგივე კონტექსტი გიწერია ყველგან, სხვადასხვა სიტყვებით yes.gif

Posted by: DATOIA 8 Nov 2019, 13:03
თუ ჩვენ დავაციტირებთ ფრაზას ერთ-ერთი ფილმიდან -> ქალი - ადამიანის მეგობარია givi.gif, შესაბამისად უნდა მივუდგეთ როგორც მეგობარს და არა როგორც ზეციურ / ღვთაებრივ არსებას boli.gif

როგორები ვართ მეგობრებთან -> ბოლომდე გახსნილები, თავისუფლები, გულწრფელები, თამამები და ა.შ

ნუ მერე უკვე ახლა ან ერთი მიმართულებაა ან მეორე, ცხოვრება გრძელდება, როგორც ბექჰემი იტყოდა -> იგი წავა და სხვა მოვა, ტურფასა საბაღნაროსა.. boli.gif

Posted by: Asklipiodotaa 8 Nov 2019, 13:07
X Man
X Man
QUOTE
არ უნდა აგრძნობინო რა არის იცი? 3 თვის ლეკვივით დანამული თვალებით არ უნდა ჩააშტერდე და ფეხებში არ გაებლანდო წამდა უწუმ, ასეთ "რომეოებს" მერე ჩექმის ქვეშ საფენის როლი უწერიათ თუ მიაღწიეს ურთიერთობას. მე საერთოდ არ ვთამაშობ ქალებთან, პიროვნულად ვარ ასეთი ტიპი და დამიჯერე, მადილოსნების უყურადღებობას ნამდვილად არ ვუჩივი, თუმცა არ მევასება ლოველასი ტიპები და არც მე ვცდილობ გრძნობებით თამაშს

მე შემიყვარდა და დავდევდი კიდეც.
არანაირი ჩექმა და ასე შემდეგ, ყველაფერი დამოკიდებულია როგორ გოგოს აირჩევ და როგორ წარმართავ შემდეგ სიტუაციას.
შენი პოსტი უფრო სექსისთვის რომ გინდა ქალი მაგას გავს და ეგეთ ობიექტს რა თქმა უნდა არ უნდა სდიო biggrin.gif
არანაირი შველის თვალები არ მქონია და ფიზიკურად ვერ მექნება lol.gif

გოგო შეგიყვარდეს და კიდევ თავს იკომპლექსებდე არ იგრძნოს ჩემგან რომ ვგიჟდებიო, რავი lol.gif

sაlოmეa
QUOTE
რომელი ქალიც თქვენს ინტერესებს გრძნობებს თU ემოციებს სისუსტედ ჩათვლის, ის ქალია ჩვეულებრივი ქაჯი და ასეთ ქალთან უბრალოდ არაფერი გესაქმებათ
არაფრის

love.gif



Posted by: sაlოmეa 8 Nov 2019, 13:08
Asklipiodotaa
QUOTE
არანაირი შველის თვალები არ მქონია

რა შველის
lol.gif lol.gif lol.gif
ლეკვისო

Posted by: ~Annabelle°Haunting~ 8 Nov 2019, 13:12
QUOTE (sაlოmეa @ 8 Nov 2019, 13:08 )
Asklipiodotaa
QUOTE
არანაირი შველის თვალები არ მქონია

რა შველის
lol.gif lol.gif lol.gif
ლეკვისო

ამას ბოჩოლას (ხბოს) თვალები ექნებოდა..


პ.ს. ხბო არის პატარა ძროხა, დაგიზუსტე მაინც.

Posted by: Asklipiodotaa 8 Nov 2019, 13:26
sაlოmეa
lol.gif



QUOTE
ამას ბოჩოლას (ხბოს) თვალები ექნებოდა..


პ.ს. ხბო არის პატარა ძროხა, დაგიზუსტე მაინც.

~Annabelle°Haunting~
no.gif
თვალებს საერთოდ არ ვაჩენდი - უფრო კაი ვარიანტია lol.gif

Posted by: ~Annabelle°Haunting~ 8 Nov 2019, 13:30
Asklipiodotaa
უი ხო, დამავიწყდა, შენი თვალები მგონი ოჯახის წევრების გარდა არავის აქვს ნანახი.

Posted by: <<Innamorata>> 8 Nov 2019, 13:31
kodeqsi
ოო ეს დაციტირებები მეზარება ხოლმე.. მეორე აბზაცი ვიგულისხმე და უკვე დიდი ბიჭი ხარ უნდა მიმხვდარიყავიsmile.gif

Posted by: Kobalty 8 Nov 2019, 13:32
ქალის ევოლუცია გადაიკითხე, წაიკითხე ძირითად ქცევებს და ინსტიქტებს რა იწვევს და საიდან ჩამოუყალიბდა ესა თუ ის ქცევა და ბევრად გაგიადვილდება..
მაგ: ქალი სელექციური ტიპია, რადგან თვითონაა გამრავლების "კალაპოტი", შესაბამისად მან უნდა აარჩიოს რაც შეიძლება საუკეთესო.
ეს ჩაუდო ევოლუციამ ინსტიქტში და მასეც იქცევა..
ქალს რო კაცივით ყველასთან ქონდეს სექსი, სელექციის და არჩევის გარეშე, დიდი შანსია არაჯანმრთელი ან "უჯიშო" გენი შვას, რომელიც მასვე შეუქმნის პირველ რიგში პრობლემებს.
ამიტომ უწევს "შემოტავაზებების" გადარჩევა და დახარისხება..

კაცი პირიქითაა..

ცუდად ავხსენი მაგრამ ამას ღაღადებს დარვინიც და ფროიდიც..

Posted by: Asklipiodotaa 8 Nov 2019, 13:47
QUOTE (~Annabelle°Haunting~ @ 8 Nov 2019, 13:30 )
Asklipiodotaa
უი ხო, დამავიწყდა, შენი თვალები მგონი ოჯახის წევრების გარდა არავის აქვს ნანახი.

lol.gif lol.gif lol.gif


Posted by: X Man 8 Nov 2019, 13:51
Asklipiodotaa
QUOTE
შენი პოსტი უფრო სექსისთვის რომ გინდა ქალი მაგას გავს და ეგეთ ობიექტს რა თქმა უნდა არ უნდა სდიო

დავწერე უკვე ზემოთ, მეგონა თემის ავტორი casual pick up რჩევას ითხოვდა, ამ ვარიანტში ვურჩიე, ძირითადში მოქმედებს თუ გინდა უცებ ლოგინში ამოყო თავი, თუმცა ხარიზმატული ტიპი თუ არა ხარ ვერავითარი რჩევა ვერ გიშველის სერიოზული მაყუთის გარდა, როგორც ალექსანდრე მაკედონელის მამამ, ფილიპე მე-2 თქვა, არ არსებობს გალავანი რომელსაც ოქროთი დატვირთული ვირი არ გადალახავსო))))
QUOTE

sაlოmეa

სხვადასხვა თემაზე ვლაპარაკობთ, ისე რაც არ უნდა ბრძნული აზრები ვაფრქვიოთ აქ ინტერნეტში რეალობა სულ სხვაა. ორი კვირითაა ჩემი ბიჭი ლონდონიდან თბილისში ჩამოსული(მაგარი სიმპოა) და დედამისის სიტყვებით გოგოების მთელი კოდლა დასდევს კუდში და გასაქანს არ აძლევენ lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: Хельга 8 Nov 2019, 13:52
QUOTE (mapshnik @ 8 Nov 2019, 01:36 )
გამოუცდელი ვარ ამ საქმეში და მირჩიეთ გოგოს გასეირნების დროს ან სადმე რომ დაპატიჟებ რა თემებზე შეიძლება ესაუბრო?? რა თქმა უნდა კარგია თუ ბიჭსაც ბევრი რამ აინტერესებს და ასე ადვიილია უფრო კომუნიკაცია, სუ მგონია რო ჩახუტების დროს გამაბეჩავებს და მეტყვის რამე სიტყვას რომ მოვეშვა ან რსვი.. თან მე დიდად არაფერი მაინტერესებს, მეტ ნაკლებად ვერკვევი რაღაცეებში, წიგნებს არ ვკითხულობ ფილმებს არ ვუყურებ ჰობი არ მაქვს ან გიტარაზე დაკვრის ნიჭი ან სიმღერის ამ ლექსების, ხოდა რთულადაა საქმეე ხასიათიც მელანქოლიური მაქ. რა ვქნა რაზე ველაპარაკო გოგოოს?




ეტაკე პირდაპირ

Posted by: Asklipiodotaa 8 Nov 2019, 13:57
QUOTE
ჩემი ბიჭი

X Man
მოსწრებული ყოფილხარ

დაბადების თარიღი 28 June 2011
jump.gif

Posted by: ~Annabelle°Haunting~ 8 Nov 2019, 13:58
QUOTE (<<Innamorata>> @ 8 Nov 2019, 13:31 )
kodeqsi
ოო ეს დაციტირებები მეზარება ხოლმე.. მეორე აბზაცი ვიგულისხმე და უკვე დიდი ბიჭი ხარ უნდა მიმხვდარიყავიsmile.gif

უკვე იმ ასაკშია როცა პატარაობისკენ მიდიან..

Posted by: X Man 8 Nov 2019, 14:11
Asklipiodotaa
QUOTE
მოსწრებული ყოფილხარ

ადრე მოვიყვანე ძალიან ცოლი, 2 ბიჭი მყავს, 21 და 24 წლის, ორივე ჩემთან არიან ბრიტანეთში)))
QUOTE
დაბადების თარიღი 28 June 2011

lol.gif lol.gif lol.gif
მაილზე მომწერე და ნამდვილ თარიღს გეტყვი lol.gif

Posted by: kodeqsi 8 Nov 2019, 15:05
<<Innamorata>>
~Annabelle°Haunting~
სუ ტყუილა ღლიცინებთ, სუ ტყუილა, ძალზედ სერიოზული საკითხია აგი, მეორე აბზაცის კრიტიკა ნიშნავს ცოლი კუხნაშიო კონცეფცია ს ხოდუ აჯახეო საცოლედ დასამუშავებელ ელემენტსო, რაც, ცხადია, ფორსირებული შეცდომა იქნება მამრის მხრიდან... გოგო შესაძლოა მომენტალურად გაექცეს იმ კაფედან, რომელშიც ეტყვის ამას... კუხნას ცოლი ბუნებრივად უნდა შეაგუო იუსტიციის სახლპროცედურების მერე, როგორც გარდაუვალ საოჯახო აუცილებლობას... და რაც უფრო მურთაზოტალანტიანი ხარ, მით უფრო გაგიადვილდება მამრს ეგ ოჯახტრადიციული ამბავი ბევრი ლაილაის და ლექცია-ნოტაციების კითხვის გარეშე... yes.gif tongue.gif givi.gif

Posted by: Asklipiodotaa 8 Nov 2019, 15:15
X Man
QUOTE
მაილზე მომწერე და ნამდვილ თარიღს გეტყვი
შეატყობინე მოდერატორს  · ციტირება · ^

იყოს, მადლობა biggrin.gif

kodeqsi
მაგარი ლექსიკა გაქვს lol.gif

Posted by: leica 8 Nov 2019, 15:23
QUOTE
ერთი ბაბუ არიგებდა უბანში ბიჭს :
- მაგ გოგოს ყურადღება თუ გინდა , ვინმე სხვა გოგო გაიჩინე და აეჭვიანეო, გოგოები გიჟდებიან ეჭვიანობაზეო
(თან კარგად არ იცნობდა იმ გოგოს ბიჭი)

ბოლოს აღმოჩნდა რო ბაბუ ტყნავდა იმ გოგოს რომელიც ამ ბიჭს აინტერესებდა lol.gif lol.gif lol.gif



პ.ს არ არსებობს გოგოს დაინეტერესების ფორმულა, თვითონ გოგოს მხრიდან თუ არ გაქვს პირველად დაინტერესება ვერ გიშველის ვერავინ, ნუ მაყუთა თუ ხარ ვიღაც ფულის ხამებს დაითრევ ისიც შენი ფულის ინტერესის გამო

დამიჯერეთ გამოუცდელცი old.gif

Posted by: Estrella 8 Nov 2019, 15:32
QUOTE (mapshnik @ 8 Nov 2019, 01:36 )
გამოუცდელი ვარ ამ საქმეში და მირჩიეთ გოგოს გასეირნების დროს ან სადმე რომ დაპატიჟებ რა თემებზე შეიძლება ესაუბრო?? რა თქმა უნდა კარგია თუ ბიჭსაც ბევრი რამ აინტერესებს და ასე ადვიილია უფრო კომუნიკაცია, სუ მგონია რო ჩახუტების დროს გამაბეჩავებს და მეტყვის რამე სიტყვას რომ მოვეშვა ან რსვი.. თან მე დიდად არაფერი მაინტერესებს, მეტ ნაკლებად ვერკვევი რაღაცეებში, წიგნებს არ ვკითხულობ ფილმებს არ ვუყურებ ჰობი არ მაქვს ან გიტარაზე დაკვრის ნიჭი ან სიმღერის ამ ლექსების, ხოდა რთულადაა საქმეე ხასიათიც მელანქოლიური მაქ. რა ვქნა რაზე ველაპარაკო გოგოოს?

ამ პოსტში, გოგოს დაინტერესების სურვილის გარდა ყველაფერი წერია. და ეს ყველაფერი სურვილები არაა. პირველ რიგში სწორი აქცენტების დასმას გისურვებ, ხარვეზებისგან განთავისუფლებას, კომფორტს შენს თავთან. ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანს, ერთ ვინმე ადეკვატურ მეგობარს, ძმაკაცს. ასე მგონია, ამ თემაში და ამ მხრივ არ გაქვს საუბრები. შეიძლება ისე ძაანაც კაი მეგობრები გყავს. და შეიძლება მე ვცდები. ნებისმიერ შემთხვევაში, ბანალური გამოხატულება გამოვიდოდა ცხოვრების.

Posted by: vOn3Cic4 8 Nov 2019, 15:35
QUOTE
 გოგოს დაინტერესება როგორ ხდება, ვინ რა მეთოდს იყენებთ?

პირდაპირ იარაღით ვემუქრები smile.gif

Posted by: leica 8 Nov 2019, 15:39
QUOTE (vOn3Cic4 @ 8 Nov 2019, 15:35 )
QUOTE
 გოგოს დაინტერესება როგორ ხდება, ვინ რა მეთოდს იყენებთ?

პირდაპირ იარაღით ვემუქრები smile.gif

მუქარა შაკლების თემაა ეგ არ ევასებათ გოგოებს, მინიმუმ კოჭების დახვრეტა უნდა შეგეძლოს რო შენში ნამდვილი მამაკაცი შეიგრძნოს

Posted by: vOn3Cic4 8 Nov 2019, 15:41
leica
QUOTE
მუქარა შაკლების თემაა ეგ არ ევასებათ გოგოებს, მინიმუმ კოჭების დახვრეტა უნდა შეგეძლოს რო შენში ნამდვილი მამაკაცი შეიგრძნოს

შაკლებს არ უნდათ გოგოები?

Posted by: janosslaitrer 8 Nov 2019, 15:41
თავზე არ უნდა დაისვა და რაღაცეები დაუშალო

Posted by: leica 8 Nov 2019, 15:43
შენი უნდა დაარქვა და ცოტა დასტოინად ამყოფო

Posted by: mapshnik 8 Nov 2019, 16:35
მე გულწრფელ გრძნობაზე მაქ საუბარი თორე დაკერვები და არაკეტილსინდისიერი ტემები არ მხიბლავს

Posted by: Asklipiodotaa 8 Nov 2019, 16:37
leica
lol.giflol.giflol.gif


Posted by: <<Innamorata>> 8 Nov 2019, 18:11
kodeqsi
სუ თუ სულ?: ))))))

Posted by: holden kolpildi 8 Nov 2019, 18:14
საჭირო დროს საჭირო ადგილზეც უნდა აღმოჩნდეთ

Posted by: kodeqsi 8 Nov 2019, 23:37
QUOTE (<<Innamorata>> @ 8 Nov 2019, 18:11 )
kodeqsi
სუ თუ სულ?: ))))))

ეს იგივეა მკითხო თლა თუ მთლადო, მამე თუ მომეციო და ა.შ.... მთავარია შერჩეული კილოობითი სტილის დაცვა წერისას და ცოლი კუხნაში ტრადიციულობის დაცვა დაოჯახებისას, თუ გინდა მაპი და კაი ცხოვრება... yes.gif givi.gif

Posted by: <<Innamorata>> 8 Nov 2019, 23:42
kodeqsi
ნატო და ეკა?smile.gif)))

Posted by: kodeqsi 9 Nov 2019, 01:41
<<Innamorata>>
yes, yes, ნატოი და ეკაი არს ღვთაებრივი ხსნა ჩვენისა ყოვლისა, მიუხედავად იმისა, რომ აი მაგ მშვენიერ ქალბატონებს ნაღდად ვერაფრით შეაგდებ ვერანაირ კუხნაშია...

და თანაც არც ჩვენს დიდ მეზობელ რუსეთთან უნდა გავწყვიყტოთ ყოველგვარი ცივილური კავშირი, ნაშობა ნატაშეთი აუცილებლად უნდა დავიტოვოთ საკონტაქტოდ და საიმოსოდ რა, მალხინეს პონტში როა, რადგან ყველაფრის ცოლზე აკიდება არ შეიძლება, ცოდოა, მას მასვი, მაჭამე ქალოს ფუნქციაც ეყოფა... yes.gif givi.gif

Posted by: ~Annabelle°Haunting~ 9 Nov 2019, 02:20
QUOTE (<<Innamorata>> @ 8 Nov 2019, 23:42 )
kodeqsi
ნატო და ეკა?smile.gif)))

lol.gif lol.gif lol.gif

..........





.....

Posted by: <<Innamorata>> 9 Nov 2019, 02:22
kodeqsi
უცბად წარმოვიდგინე ხაჭაპურებს როგორ აცხობ: )))))






Posted by: Davidex 9 Nov 2019, 02:33
QUOTE (mapshnik @ 8 Nov 2019, 01:36 )
თან მე დიდად არაფერი მაინტერესებს, მეტ ნაკლებად ვერკვევი რაღაცეებში, წიგნებს არ ვკითხულობ ფილმებს არ ვუყურებ ჰობი არ მაქვს ან გიტარაზე დაკვრის ნიჭი ან სიმღერის ამ ლექსების, ხოდა რთულადაა საქმეე ხასიათიც მელანქოლიური მაქ. რა ვქნა რაზე ველაპარაკო გოგოოს?

მასეც უთხარი პირდაპირ - არაფერი რო არ ეხერხება და არაფერი რო არ აინტერესებს ეგ ტიპი ვარ-თქო. ჰოდა სანამ გიპასუხებს ყ.ლე თავი გაბიათქო მიახალე ეგრევე და წამოდი, მასე აჯობებს yes.gif yes.gif yes.gif

Posted by: ~Annabelle°Haunting~ 9 Nov 2019, 02:35
QUOTE (<<Innamorata>> @ 9 Nov 2019, 02:22 )
kodeqsi
უცბად წარმოვიდგინე ხაჭაპურებს როგორ აცხობ: )))))

რა წარმოდგენა მაგას უნდა, მალე განახებ როგორ აცხობს..



Posted by: <<Innamorata>> 9 Nov 2019, 02:39
~Annabelle°Haunting~
ფენოვანი მიყვარს არ დაგავიწყდეს: ))))

Posted by: ~Annabelle°Haunting~ 9 Nov 2019, 02:41
QUOTE (<<Innamorata>> @ 9 Nov 2019, 02:39 )
~Annabelle°Haunting~
ფენოვანი მიყვარს არ დაგავიწყდეს: ))))

ისეთი ყურადღებიანია ჩვენი კოდექსიკო, ეგეთები არ ეშლება.

Posted by: <<Innamorata>> 9 Nov 2019, 02:53
~Annabelle°Haunting~
დექსიკო სჯობს...ასე მივმართოთ?

Posted by: ~Annabelle°Haunting~ 9 Nov 2019, 03:00
QUOTE (<<Innamorata>> @ 9 Nov 2019, 02:53 )
~Annabelle°Haunting~
დექსიკო სჯობს...ასე მივმართოთ?

ხო, მოფერებით დექსიკო.. user.gif




lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: t-90 9 Nov 2019, 03:00
~Annabelle°Haunting~
ხბო და ოციანი მანავის მწვანე ძალაშია. biggrin.gif
ლიჩნად ვიმზარეულებ ოღOნდ ეგ საქმე გააკეთეთ. biggrin.gif

Posted by: <<Innamorata>> 9 Nov 2019, 03:03
~Annabelle°Haunting~
ცუცნცულ წამოდი ზემოთ შენი აზრი მაინტერესებს: )))))


დექსიკო❤

Posted by: ~Annabelle°Haunting~ 9 Nov 2019, 03:03
t-90


ჩემს დექსიკოს ბევრი არ დაალევინო, პათოლოგიური სიმთვრალე აქვს.



Posted by: <<Innamorata>> 9 Nov 2019, 03:05
~Annabelle°Haunting~
ჩვენს სუფრაზე ბევრი არ დაილევა: )))))))

Posted by: t-90 9 Nov 2019, 03:07
~Annabelle°Haunting~
QUOTE

ჩემს დექსიკოს ბევრი არ დაალევინო, პათოლოგიური სიმთვრალე აქვს.

დექსიკოს ლიმონათი biggrin.gif
ფორუმზე ხალხის მეტი რაა. biggrin.gif

Posted by: ~Annabelle°Haunting~ 9 Nov 2019, 03:10
t-90
QUOTE
დექსიკოს ლიმონათი



ქოო <3 ჩემი ციცქნადექსა.


ფხიზელი სჭირდება ოჯახს. user.gif

QUOTE
ფორუმზე ხალხის მეტი რაა

მხოლოდ ძალიან ახლობლებს გპატიჟებთ.


ჩემი დექსიკო მოვიდა. 2kiss.gif

Posted by: vinchenz@ 9 Nov 2019, 03:34
...........................,,,,,,....................



biggrin.gif

Posted by: kodeqsi 9 Nov 2019, 03:37
აუf, შეიყარა ვაჟბატონ კოდექსიკოს კრიტიკოსთა საბჭო და ამუშავებენ შეთქმულების თეორიას მისი მურთაზოთავისუფალი დემოკრატიული ცხოვრების რევოლუციური გზით დასასრულებლად... ვერ მოგართვითო, როგორც მიშგურუ იტყოდეს... თანაც ერთი ცხვრით და ოციანით რო უნდათ ფონს გასვლა მსოფლიო მე-8 საოცრების შექმნაში _ კოდექსიკოს მიკუხნებაში... facepalm.gif givi.gif

Posted by: ~Annabelle°Haunting~ 9 Nov 2019, 03:40
kodeqsi


დექსიკო, ჩემო ცისკრის ვარსკვლავო, რატომ ჯიუტობ, ხომ იცი რომ შენი ბედი ჩემს კუხნაში გელოდება.. fig.gif

Posted by: <<Innamorata>> 9 Nov 2019, 03:41
kodeqsi
დექს,მუცელში პელპლებს გრძნოობ??smile.gif

Posted by: ~Annabelle°Haunting~ 9 Nov 2019, 03:51
QUOTE (<<Innamorata>> @ 9 Nov 2019, 03:41 )
kodeqsi
დექს,მუცელში პელპლებს გრძნოობ??smile.gif

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

ყურებამდეა პეპლებში.

Posted by: <<Innamorata>> 9 Nov 2019, 03:52
~Annabelle°Haunting~
ყურებამდე ცოტააა ,უფრო მეტია საჭიროsmile.gif)

Posted by: kodeqsi 9 Nov 2019, 04:10
~Annabelle°Haunting~
შენს ფემინოკუხნაში ვასაძის რაზმი აპირებს შევარდნასაი, მართლა არ გამოკეტოს ამან აქ მამრიო, ქართველობის წამრთმევა ამ მავანმაო... აი მორჩება ეს ვაიპრემოერა ამ გეიფილმისა და მოვიცლით მაგ კუხნის პიკეტირებისთვისაცაო... yes.gif tongue.gif

<<Innamorata>>
პეპლებს კი არა, პილპილს უფრო ვგრძნობ, და გული მიგრძნობს, რო ტყუილად არ ვგრძნობ... givi.gif

კორკოტ, მოი მიშველე, მურთაზოქართველობის წართმევა განუზრახავს ჩემთვისა აქოურ ფემინოაქტივსა და მიხსენ მათი ქალ-ეშმაკური ხაფანგ-ხლართებისგან, SOS!.. help.gif

Posted by: Brock 9 Nov 2019, 13:50

QUOTE
არ დაანახო რომ ძალიან დაინტერესებული ხარ, ქალების უმეტესობას სუსტი მამაკაცები არ მოსწონთ, ნაკლები ილაპარაკე და ბევრი აკეთე, ისეთი დისტანცია აირჩიე რომ არც შორს იყო და არც ძალიან ახლოს, საიდუმლოებით მოცული უნდა იყო მისთვის



გაუგებარია ამ პოსტს რჩევის სახით ამდენი ცინიკური თუ საპირისპირო აზრის გამოხმაურება რატომ მოყვა რადგან ეს სტრატეგია ერთ ერთი ყველაზე ეფექტურია როცა საქმე მდედრს ეხება რადგან როდესაც ბიჭი ძაან ცდილობს, მონდომებულია თუ დიდ ინტერეს გამოხატავს გოგოს მიმართ გაცნობიდან, ურთიერთობის დაწყებიდან საწყის ეტაპზე, ეს უკანასკნელი ხშირად ინტერეს უკარგავს გოგოს ბიჭის მიმართ რადგან ის მისთვის ჩელენჯი საერთოდ აღარ არის ამგვარი ქცევით და ასევე ეს იმაზე მიუთითებს რომ მისთვის ეს კონკრეტული გოგოა მისი ამომავალი და ჩამავალი ვარსკვლავი მაშინ როდესაც ჯერ ახალი გაცნობილები არიან... ანუ მოკლედ რომ ვთქვათ როცა საწყის ეტაპზე შენ მას დიდ ყურადღებას აქცევ და ზომაზე მეტ დროს უთმობ რათა დაითანხმო შეხვედრაზე თუ დაანახო როგორ მოგწონს და როგორ გიჟდები, ეს იმაზე მიუთითებს რომ შენ როგორც ბიჭი დახამებული ხარ ან ზედმეტად მონდომებული ხარ რომ ურთიერთობა დაიწყო მასთან და ზოგადად option-ები საერთოდ არ გაქვს, ამგვარი ქცევი კი ქვეცნობიერად მდედრს განიზიდავს შენგან, მაშინაც კი თუკი დაინტერესება და ურთიერთობის დაწყების სურვილი თავდაპირველად მას შენზე მეტად უნდოდა...


Posted by: Kakha.G 9 Nov 2019, 14:56
ფარშევანგი კუდით
ბულბული გალობით
ჰომო საპიენსები კი ს კლასის მერსედესებით იგებენ მდედრების გულს

Posted by: dryade 9 Nov 2019, 15:46
shaxriars rom uyveboda shaxerezada 1001 gameshi, egeti istoriebi mouyevi da ar daasrulo

sheni iqneba eg gogo
samudamod

Posted by: თოვლი_ 9 Nov 2019, 15:52
dryade
რა კარგი იდეაა up.gif

Posted by: stylee 9 Nov 2019, 16:06
QUOTE
რა ვქნა რაზე ველაპარაკო გოგოოს?


QUOTE
სუ მგონია რო ჩახუტების დროს გამაბეჩავებს და მეტყვის რამე სიტყვას რომ მოვეშვა ან რსვი


ანუ შენ იმ გოგოს ადგილზე ასე მოექცეოდი შენნარ ბიჭს? ხოდა გახდი გოგოს მოსაწონი, ელემენტარულია.
ანუ უნდა დაფიქრდე, როგორი უნდა იყო, გოგოს რომ მოეწონო და მოიქცე შესაბამისად. ხოდა ასეთი რო გახდები, იქნება აქეთ იწუნებდე მერე yes.gif biggrin.gif

Posted by: X Man 9 Nov 2019, 16:57
QUOTE (Brock @ 9 Nov 2019, 10:50 )
QUOTE
არ დაანახო რომ ძალიან დაინტერესებული ხარ, ქალების უმეტესობას სუსტი მამაკაცები არ მოსწონთ, ნაკლები ილაპარაკე და ბევრი აკეთე, ისეთი დისტანცია აირჩიე რომ არც შორს იყო და არც ძალიან ახლოს, საიდუმლოებით მოცული უნდა იყო მისთვის



გაუგებარია ამ პოსტს რჩევის სახით ამდენი ცინიკური თუ საპირისპირო აზრის გამოხმაურება რატომ მოყვა რადგან ეს სტრატეგია ერთ ერთი ყველაზე ეფექტურია როცა საქმე მდედრს ეხება რადგან როდესაც ბიჭი ძაან ცდილობს, მონდომებულია თუ დიდ ინტერეს გამოხატავს გოგოს მიმართ გაცნობიდან, ურთიერთობის დაწყებიდან საწყის ეტაპზე, ეს უკანასკნელი ხშირად ინტერეს უკარგავს გოგოს ბიჭის მიმართ რადგან ის მისთვის ჩელენჯი საერთოდ აღარ არის ამგვარი ქცევით და ასევე ეს იმაზე მიუთითებს რომ მისთვის ეს კონკრეტული გოგოა მისი ამომავალი და ჩამავალი ვარსკვლავი მაშინ როდესაც ჯერ ახალი გაცნობილები არიან... ანუ მოკლედ რომ ვთქვათ როცა საწყის ეტაპზე შენ მას დიდ ყურადღებას აქცევ და ზომაზე მეტ დროს უთმობ რათა დაითანხმო შეხვედრაზე თუ დაანახო როგორ მოგწონს და როგორ გიჟდები, ეს იმაზე მიუთითებს რომ შენ როგორც ბიჭი დახამებული ხარ ან ზედმეტად მონდომებული ხარ რომ ურთიერთობა დაიწყო მასთან და ზოგადად option-ები საერთოდ არ გაქვს, ამგვარი ქცევი კი ქვეცნობიერად მდედრს განიზიდავს შენგან, მაშინაც კი თუკი დაინტერესება და ურთიერთობის დაწყების სურვილი თავდაპირველად მას შენზე მეტად უნდოდა...

ფორუმზე დიდი ხანი ვარ და თუმცა ამ განყოფილებაში დიდად არ მიაქტიურია, მაგრამ მკითხველის რანგში ნამდვილად ვარ და რას გეტყვი იცი? ზოგჯერ მინდა სიგიჟემდე ვიხარხარო ისეთი მეგა სლეობები იპოსტება, ჰუზერების უდიდესი ნაწილი თეორეტიკის იქით არ არის წასული, ან აბსოლუტურად ფანტაზიებში დაფრინავს. კარგი პოსტია, გეთანხმები.

Posted by: kodeqsi 9 Nov 2019, 18:22
QUOTE (Kakha.G @ 9 Nov 2019, 14:56 )
ფარშევანგი კუდით
ბულბული გალობით
ჰომო საპიენსები კი ს კლასის მერსედესებით იგებენ მდედრების გულს

lol.gif lol.gif good, good, up.gif

მდედრის მიზიდულობის ძალის საიდუმლო ამაშია იასნია

user posted image


ამან კი ოდენ ამის ფონზე ვიქნები შენიო

user posted image

Posted by: stylee 9 Nov 2019, 18:43


არანაირი მეთოდი არ გჭირდება. მოგეწონა მოეწონე, რატო ართულებთ ყველაფერს.
ზუსტად მაგიტო მინდა პარტნიორი, თავისუფლად რომ ვიგრძნო თავი, როგორც საკუთარ სახლში, რო მომივიდეს იდეები მისი გაბედნიერების და მასაც იგივე. . fig.gif წინააღმდეგ შემთხვევაში რა ჯანდაბად მინდა, პრობლემები მაკლდა ახლა კიდე. დასტრესილ და დაძაბულ ადამიანს არაფერი ნორმალური არ მოუვა, დამიჯერე, არც თავში და არც ფსიქო- ემოციურ-ფიზიკურ დონეზე.
ხოდა თუ ეწყობით, ეგრევე გამოჩნდება(ბედნიერები იქნებით), არაა საჭირო ცალმხრივად ტინგიცი და მაზოხისტობა.
მაგრამ თუ ატყობ, რომ არ უნდიხარ, გიყენებს, ნუ ვითომ მოგყვება ურთიერთობაში (თავისი მოკლე ჭკუით გატყუებს), ეგრევე შორდები. ასე რომ ინტუიციას უსმინე. თუ რა თქმა უნდა, გინდა ბედნიერი იყო. თუ არა და, კარგე მაშინ დრო მასთან + ნერვები, ჯანმრთელობა, ფინანსები, ენერგია, სილამაზე, თავმოყვარეობა ... და იყავი ისე როგორც იქნები, ეგეც შენი არჩევანია და გადასაწყვეტი. წარმატებები


Posted by: mapshnik 9 Nov 2019, 19:59
აუ ვხურავ თემას რაა. მეგონა დამეხმარებოდით მარა უაზროდ ღLაბუცობთ და თქვენსას ისწორებთ.. მადლობა (((

Posted by: stylee 9 Nov 2019, 20:08
QUOTE
რა ვქნა რაზე ველაპარაკო გოგოოს?


პრობლემა იცი რაშია, არ მოგწონს შენ ეგ გოგო და, ალბათ, დაბალი თვითშეფასებიდან გამომდინარე აირჩიე მაინცდამაინც ეგ, რადგან წერ რომ არაფრის ნიჭი არ გაქვს და ბლა ბლა. ასეთი რამე არ არსებობს. ნიჭს მონდომება უნდა, მონდომებას კიდე სიყვარული, ემოცია. ხოდა გაანებე მაგ გოგოს თავი და აი ვინც მართლა მოგეწონება იმას მიაჭერი yes.gif smile.gif თავისთავად მოვა მერე სიტყვებიც და ყველაფერი biggrin.gif და აღმოაჩენ რომ არც ისე უნიჭო არ ყოფილხარ.



Posted by: <<Innamorata>> 9 Nov 2019, 21:52
kodeqsi
ვისაც თავისი მერსედესი ჰყავს?smile.gif)))))

Posted by: janosslaitrer 9 Nov 2019, 23:58
QUOTE (<<Innamorata>> @ 9 Nov 2019, 21:52 )
kodeqsi
ვისაც თავისი მერსედესი ჰყავს?smile.gif)))))

მაგათ "სპონსორებმა" უყიდეს უკვე wink.gif

Posted by: Palladio 10 Nov 2019, 00:25
QUOTE
გამოუცდელი ვარ ამ საქმეში და მირჩიეთ გოგოს გასეირნების დროს ან სადმე რომ დაპატიჟებ რა თემებზე შეიძლება ესაუბრო?? რა თქმა უნდა კარგია თუ ბიჭსაც ბევრი რამ აინტერესებს და ასე ადვიილია უფრო კომუნიკაცია, სუ მგონია რო ჩახუტების დროს გამაბეჩავებს და მეტყვის რამე სიტყვას რომ მოვეშვა ან რსვი.. თან მე დიდად არაფერი მაინტერესებს, მეტ ნაკლებად ვერკვევი რაღაცეებში, წიგნებს არ ვკითხულობ ფილმებს არ ვუყურებ ჰობი არ მაქვს ან გიტარაზე დაკვრის ნიჭი ან სიმღერის ამ ლექსების, ხოდა რთულადაა საქმეე ხასიათიც მელანქოლიური მაქ. რა ვქნა რაზე ველაპარაკო გოგოოს?


რომ დავწრო არ ეცადო ვინმე სპეციალურად დააინტერესო იქით დაინტერესდებიან-თქო ვერ დავწერ, შენი სიტყვების მიხედვით, მართლა არაფრით ხარ საინტერესო. ერთადერთი შანსია შესახედავად ბრედ პიტი იყო და ცოტა გაიარ-გამოიარო, ხალხს დაენახო და გოგოებიც თავად დაინტერესდებიან, სასაუბროსაც მონახავენ თავად მონახავენ, ნუ იდარდებ. ხოლო თუ არ შესახედაობა გიჭრის მაშინ ფული იშოვე, გამდიდრდი და მერე გოგოებიც დაინტერესდებიან შენით, ამასთან იმდენი რომ ასარჩევად გექნება საქმე.

ის რომ ადამიანს რაღაცის სურვილი აქვს, მაგალითად ყურადღების მიპყრობა როგორც შენ, კარგია, ეს სტიმულ მოგცემს რაიმე ფასეული შექმნა და შემდეგ, თუნდაც, იმის გამოყენებით ქალი მოხიბლო.

Posted by: kodeqsi 10 Nov 2019, 03:04
QUOTE (<<Innamorata>> @ 9 Nov 2019, 21:52 )
kodeqsi
ვისაც თავისი მერსედესი ჰყავს?smile.gif)))))

მერსედესებშიც მჯობნზე მჯობნს რა გამოლევს, და რაც უკეთესია მერსედესი, მით მეტია მისი მიზიდულობის ძალა მდედრზედა... ამ ახალი მერსედესით თავის მიბულინგებულ მერსედესიანა... gigi.gif

Posted by: <<Innamorata>> 10 Nov 2019, 04:23
janosslaitrer
ოჰ დაასკვნა... იქნებ თავისი შრომით აქვს ნაყიდი?! : ))))


kodeqsi
დექს ქალს რომელსაც მე ვგულისხმობ არავის ფინანსური "ქველმოქმედება" არ სჭირდებაsmile.gif))

Posted by: janosslaitrer 10 Nov 2019, 04:53
QUOTE (<<Innamorata>> @ 10 Nov 2019, 04:23 )
janosslaitrer
ოჰ დაასკვნა... იქნებ თავისი შრომით აქვს ნაყიდი?! : ))))


ეგეც შრომაა,რატომაც არა smile.gif)))))

კაი ვტროლაობ

Posted by: kodeqsi 10 Nov 2019, 06:15
<<Innamorata>>
მადა ჭამისას მოდისო... ჯერ ნატრულობ ნეტა ასი ბიძლარი მქონდესო... შოულობ ამ ას ჩოილარს და ახალ უკვე გინდება 500... 500 გაქვს და გინდა უკვე ათასი, მერე ათი ათასი, მერე ასი ათასი, კიდევ მერე მილიონი,
მერე მილიონები და მეტი და მეტი... თავიდანვე, უფულო, ჯერ ასი ლარის ოცნებაზეც თანახმა ხარ, მერე კი მილიონიც გეცოტავება... ასეთია ადამიანის ფსიქოლოგია თანმიმდევრული განვითარების უწყვეტ ასპექტშიო... მეცნიერებმაო...

ყველაფერ აქედან ელემენტარული დასკვნა: სულ მეტი და მეტი ფინანსები ყველას უნდა, მათ შორის მდედრსაც, საკუხნესაც და ფემინოსაც, ამიტომ მეტად შეძლებული მდედრისთვისაც უფრო მიმზიდველია ფინანსებიანი მამრი, ვიდრე უფინანსო, და რაც უფრო მეტფინანსებიანია მამრი, მით უკეთესად იზიდავს ის მდედრს... yes.gif givi.gif

Posted by: mapshnik 10 Nov 2019, 12:40
გული მტკივა ხალხნოოოოოო არც შესახედაობით ვარ რამეეეე. ახლიდან მინდა დავიბადოოოოოოოოოოო (((((((((

Posted by: dryade 10 Nov 2019, 12:49
mapshnik

უშუალო იყავი. ზოგადად ადამიანებს უყვართ საკუთარ თავზე საუბარი, ამიტომ კითხვები დაუსვი, ისეთი, რომელსაც მისგან მოჰყვება ისტორიები და უსმინე.
შეიძლება პროცესში პარლელი გაავლო და შენც გაგახსენდეს რაღაც.
შეიძლება რაღაც საერთო აღმოაჩინო, რომელიც არ იცოდი რომ იყო.
მშვიდად იყავი, უბრალოდ, როგორც მეგობართან იქნებოდი.



Posted by: <<Innamorata>> 10 Nov 2019, 17:30
janosslaitrer
: )) ისე მართალი ხარ,ეგეც შრომაა...

მაგრამ მე ეგ არ მიგულისხმიაwink.gif


kodeqsi
მოკლე შინაარსი,ახალ გაღვიძებულზე ამას ვერ წავიკითხავ:* სორრი დექს:*

Posted by: kodeqsi 10 Nov 2019, 18:33
<<Innamorata>>
კაი, კარგად რო გამოფხიზლდები, ასე, ღამის 3-ისთვის, მერე გადაავლე ისევ თვალი, საჩქარო არაფერია... no.gif givi.gif

p. s. ო როგორ გჭირდება შენ მურთაზოტრადიციული ოჯახის მბრძანებელი ქმრის ხელი, უცებ ჩაგაყენებდა ჯანმრთელ საკუხნე დღე-ღამურ წესიერ რეჟიმში!.. tongue.gif givi.gif

Posted by: <<Innamorata>> 10 Nov 2019, 18:37
kodeqsi
ხარი ხართან დააბიო ხომ იცი: )))) რო რამე ადამიანები ადვილად ექცევიან ჩემი ზეგავლენის ქვეშ..მითუმეტეს კაცებიsmile.gif))))

Posted by: kodeqsi 10 Nov 2019, 19:30
<<Innamorata>>
ეგ გამორიცხულია, მურთაზოზავრს ვერაფერი შეცვლის, ნუ, გარდა, ფემინიზმის მეოთხე, უკანასკნელი სტადიით დაავადებული მდედრისა და იმედია დიდი მურთაზოდემოკრატიული, რომ შენ არ ხარ მასეთი ფემინოზავრი... gigi.gif 2kiss.gif

Posted by: <<Innamorata>> 10 Nov 2019, 21:29
kodeqsi
ენატკბილადმოუბარიო მურთაზოზავრს კი არა გველსა ხვრელად ამოიყვანსო smile.gif))))

Posted by: kodeqsi 10 Nov 2019, 22:14
<<Innamorata>>
და დევიჯეროთ მე და მდემ, რომ სულ ტკბილმოუბრობის ხასიათზე იქნება თქვენი ფემინოაღმატებულობა?.. givi.gif 2kiss.gif

რაა ოჯახი სკანდალის გარეშე... მარა ზატო მერე მაგარი სექსები ხდებაო... უბნობენ გამოცდილები... givi.gif

Posted by: Palladio 10 Nov 2019, 23:02
QUOTE
გული მტკივა ხალხნოოოოოო არც შესახედაობით ვარ რამეეეე. ახლიდან მინდა დავიბადოოოოოოოოოოო (((((((((


ბუდიზმს ეზიარე, ნახე, იქნება გიშველოს.

Posted by: <<Innamorata>> 10 Nov 2019, 23:13
[b]kodeqsi[/]

QUOTE
და დევიჯეროთ მე და მდემ, რომ სულ ტკბილმოუბრობის ხასიათზე იქნება თქვენი ფემინოაღმატებულობა?


ჭკვიანმა ქალმა ყოველთვის იცის , როდის უნდა ჰქონდეს მწარე,როდის ტკბილი და როდის ტკბილ-ცხარე.

Posted by: leica 10 Nov 2019, 23:15
<<Innamorata>>
QUOTE
ჭკვიანმა ქალმა ყოველთვის იცის , როდის უნდა ჰქონდეს მწარე,როდის ტკბილი და როდის ტკბილ-ცხარე.

როცა ენამწარობთ ხოლმე რა გაქვთ მიზანი, კაცის გაფარჩაკება თუ აზრზე მოსასვლელად მწარე წამლის პონტში?

Posted by: <<Innamorata>> 11 Nov 2019, 00:03
leicaყველაფერი მიზეზშედეგობრივია..: ))) კონკრეტულ ქმედებს მოჰყვება ხოლმეwink.gif მიზანიც შესაბამისად განსხვავდება..

Posted by: stylee 11 Nov 2019, 00:23
QUOTE
გული მტკივა ხალხნოოოოოო არც შესახედაობით ვარ რამეეეე. ახლიდან მინდა დავიბადოოოოოოოოოოო (((((((((




შესახედაობა რა შუაშია სიყვარულთან. გოგო შენგან ითხოვს სიყვარულს, ენერგიას, ხოდა მიეცი. წავა მერე ურთიერთგაცვლა და ურთიერთობაც ეგაა. რას კითხულობ მართლა ვერ ვხვდები. თუ მარტო აქეთ ითხოვს, თვითონ არ აქტიურობს და მაგან დაგაბნია, დაანებე თავი, სხვაზე გადადი, სანამ შენ მოსაწონს არ იპოვი. მთავარია, არ მოგერიდოს გაცნობა. მოსარიდებელი არაფერია, რამეს ხო არ ართმევ, პირიქით ყურადღებას აძლევ. smile.gif


https://www.youtube.com/watch?v=cjugqQ8-5YA&list=RDcjugqQ8-5YA&start_radio=1

Posted by: nata.nn 11 Nov 2019, 00:45
QUOTE (mapshnik @ 8 Nov 2019, 01:36 )
გამოუცდელი ვარ ამ საქმეში და მირჩიეთ გოგოს გასეირნების დროს ან სადმე რომ დაპატიჟებ რა თემებზე შეიძლება ესაუბრო?? რა თქმა უნდა კარგია თუ ბიჭსაც ბევრი რამ აინტერესებს და ასე ადვიილია უფრო კომუნიკაცია, სუ მგონია რო ჩახუტების დროს გამაბეჩავებს და მეტყვის რამე სიტყვას რომ მოვეშვა ან რსვი.. თან მე დიდად არაფერი მაინტერესებს, მეტ ნაკლებად ვერკვევი რაღაცეებში, წიგნებს არ ვკითხულობ ფილმებს არ ვუყურებ ჰობი არ მაქვს ან გიტარაზე დაკვრის ნიჭი ან სიმღერის ამ ლექსების, ხოდა რთულადაა საქმეე ხასიათიც მელანქოლიური მაქ. რა ვქნა რაზე ველაპარაკო გოგოოს?

facepalm.gif drug.gif lol.gif


Posted by: mapshnik 11 Nov 2019, 15:16
QUOTE (stylee @ 11 Nov 2019, 00:23 )
QUOTE
გული მტკივა ხალხნოოოოოო არც შესახედაობით ვარ რამეეეე. ახლიდან მინდა დავიბადოოოოოოოოოოო (((((((((




შესახედაობა რა შუაშია სიყვარულთან. გოგო შენგან ითხოვს სიყვარულს, ენერგიას, ხოდა მიეცი. წავა მერე ურთიერთგაცვლა და ურთიერთობაც ეგაა. რას კითხულობ მართლა ვერ ვხვდები. თუ მარტო აქეთ ითხოვს, თვითონ არ აქტიურობს და მაგან დაგაბნია, დაანებე თავი, სხვაზე გადადი, სანამ შენ მოსაწონს არ იპოვი. მთავარია, არ მოგერიდოს გაცნობა. მოსარიდებელი არაფერია, რამეს ხო არ ართმევ, პირიქით ყურადღებას აძლევ. smile.gif


https://www.youtube.com/watch?v=cjugqQ8-5YA&list=RDcjugqQ8-5YA&start_radio=1

საშინელი მტკივნეული ხასიათI მაქ მელანქოლიური ნამდვილად.. არ არსებობს ასეთი ურთიერთობა დაიწყოს და ტკივილით არ დამთავრდეს, ახლაც ცრემლები მომდის, ხელს ვერ ვუშვებ იმდენად მტკივა სული და გული ჯერ არშემდგარი ურთიერთOბა რომ სრულდება, არადა რომ წარმოვიდგენ ჩემთან ერთად არის და მოვწონვარ რა ბედნიერი ვიქნებოდი.. "ეეე როგორ მიყვარდაა.. შენ კიდე მეუბნები ცოლი მოიყვანეო. კარგი რა" cry.gif

Posted by: stylee 11 Nov 2019, 18:42
QUOTE
არ არსებობს ასეთი ურთიერთობა დაიწყოს და ტკივილით არ დამთავრდეს


ძაან სამწუხაროა. იქნებ დროთა განმავლობაში შეიცვალო, იმედი მაინც არ დაკარგო sa.gif
ტყუილია, რო იძახიან ადამიანები არ იცვლებიანო. ხო და იქნება მერე გამოგივიდეთ ურთიერთობის აწყობა.
ისე, მეც მაგარი ვარ, კაკ რას მე ვარ ახლა მასეთ სიტუაციაში. უამრავი წლის მერე, მგონი ახლა აგვეწყო რაღაც. როცა ამაზე ვერც კი ვიოცნებებდი. ჩემი უაზრო თავსმოხვეული სტერეოტიპი იყო ყველაფრის მიზეზი
იქნება იმ გოგოსაც უყვარხარ და ისიც შენ დღეშია, მაგაზე არ გიფიქრია?

Posted by: Zia_kurosawa 3 Dec 2019, 00:48
Estrella

ხათუნა მოგვარე ნათესავია?

აუ რა ქალია cry.gif

Posted by: LTC100 3 Dec 2019, 00:54
QUOTE
გოგოს დაინტერესება როგორ ხდება, ვინ რა მეთოდს იყენებთ?

ხზ
დღეს მეკითხება ასეთი სექსი რატომან როგორ ხარო

აზრზე არ ვარ , პროსტო პოხუისტი ვარ

Posted by: Хельга 4 Dec 2019, 12:20
QUOTE (mapshnik @ 8 Nov 2019, 01:36 )
სუ მგონია რო ჩახუტების დროს გამაბეჩავებს



რატომ გგონია? spy.gif

Posted by: GEORGEXIII 4 Dec 2019, 13:12
siml11
QUOTE
ფულს თუ გადაუხდი ისეთ ინტერესს გამოიჩენენ ციცერონს არ ეყოლებოდა მასეთი მსმენელთა აუდიტორია

ნამდვილად წახალისება და რამის ყიდვა უფრო უჩენს შენს მიმართ ინტერესს.

Posted by: ramaza 4 Dec 2019, 14:59
mapshnik
QUOTE
გამოუცდელი ვარ ამ საქმეში და მირჩიეთ გოგოს გასეირნების დროს ან სადმე რომ დაპატიჟებ რა თემებზე შეიძლება ესაუბრო?? რა თქმა უნდა კარგია თუ ბიჭსაც ბევრი რამ აინტერესებს და ასე ადვიილია უფრო კომუნიკაცია, სუ მგონია რო ჩახუტების დროს გამაბეჩავებს და მეტყვის რამე სიტყვას რომ მოვეშვა ან რსვი.. თან მე დიდად არაფერი მაინტერესებს, მეტ ნაკლებად ვერკვევი რაღაცეებში, წიგნებს არ ვკითხულობ ფილმებს არ ვუყურებ ჰობი არ მაქვს ან გიტარაზე დაკვრის ნიჭი ან სიმღერის ამ ლექსების, ხოდა რთულადაა საქმეე ხასიათიც მელანქოლიური მაქ. რა ვქნა რაზე ველაპარაკო გოგოოს?

აი ეს ყველაფერი რაც დაწერე შეგიძლია პირდაპირ უთხრა.
უთხარი რომ მელანქოლიკი ხარ და საუბარიც გიჭირს აზრებს თავს ვერ უყრი რო ნერვიულობ
უთხარი რომ ძალიან გინდა ურთიერთობა მასთან მაგრამ გამოუცდელი ხარ და არც ქალთან ყოფილხარ(რავი თუ ასეა biggrin.gif)
კაროჩე დამიჯერე ამ ყველაფერს თუ ეტყვი ისეთი ნდობით შემოგხედავს ეგრევე იგრძნობ შენც და მერე გაიხსენები და ნებისმიერ რამეზე დაელაპარაკები ))) ბარიერები მოიხსნება
ბარიერებს ზოგადად გულწრფელობა ამსხვრევს

Posted by: vaska-777 4 Dec 2019, 18:48
ბანკში ანგარიში მინიმუმ 5 ციფრიანი, მანქანა მინიმუმ 2015 წლიანი (სასურველია ბე-ემ-ვე, მერსედესი, აუდი), სახლი მინიმუმ საბურთალოზე, ვეიქში თუ იქნება დონეა და თუ გინდა არ ისაუბრო და აგინე, მაინც იმას იტყვის რა საყვარლად იგინებაო biggrin.gif აქეთ დაგიწყებს დაკერვას

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)