Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ლიტერატურა > ა ფ ი შ ა - ცნობის ფურცელი


Posted by: xachapuridze 19 Nov 2010, 22:19

გამომცემლობა „დიოგენე“ და ალ. დიუმას ფრანგული კულტურის ცენტრი გიწვევთ ჟან ჟენეს რომან „ნოტრ-დამ-დე-ფლერის“ ქართული გამოცემის პრეზენტაციაზე ხუთშაბათს, 2010 წლის 25 ნოემბერს, 19 საათზე კინოთეატრ „რუსთაველში“ (რუსთაველის გამზ. 5)
პრეზენტაციის შემდეგ ნაჩვენები იქნება ჟან ჟენეს ნაწარმოების მიხედვით გადაღებული რაინერ ვერნერ მარია ფასბინდერის ფილმი „კერელი“.
პრეზენტაციაზე დასწრება შესაძლებელია მხოლოდ მოსაწვევებითა და ბილეთებით. ყველა მოწვეული სტუმარი და ბილეთის მფლობელი მიიღებს წიგნის ეგზემპლარს.
საპრეზენტაციო ბილეთები გაიყიდება გამომცემლობა „დიოგენეში“ (კეკელიძის 6) და ალ. დიუმას ფრანგული კულტურის ცენტრში (გუდიაშვილის 10) 24 ნოემბრის ჩათვლით. ბილეთების რაოდენობა შეზღუდულია. ღირებულება - 12 ლარი.

ლეგენდარული მწერლის „დებიუტი“ ქართულ ენაზე - არ გამოტოვოთ!

Posted by: highway 20 Nov 2010, 14:37
QUOTE
ლეგენდარული მწერლის „დებიუტი“ ქართულ ენაზე - არ გამოტოვოთ!

ჰოოო, საქმე იქითკენ მიდის ალბათ ჩვენში სკოლების პროგრამაში შეიტანენ ამ წიგენბსაც:
ოვიდიუსის "მეტამორფოზები"
აპულეუსის "ოქროს ვირი"
ბოკაჩოს "დეკამერონი"
"ათას ერთი ღამე"
დე სადის "ჟუსტინა"
ტინტო ბრასის "გასაღები"
მდინარის კალაპოტები ხო გაყიდეს, ამასაც გააკეთებენ, საით ვეცემით ხალხო!?

Posted by: Bacci 20 Nov 2010, 16:27
მაშინ აქ ვიტყვი

http://www.facebook.com/#!/event.php?eid=138186299566590&index=1

კი არა და ლინკი გეტყვით ^^

Posted by: diogene 20 Nov 2010, 23:57
აბა, წიგნის გარეკანიც წარმოვაჩინოთ smile.gif

Posted by: Elguja 23 Nov 2010, 16:08
,,ცისკარი’’ – შენი სამაგიდო სამხატვრო-სალიტერატურო ჟურნალი

30 ნოემბერს, სამშაბათს, 17 საათზე, საქართველოსპარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში
( გუდიაშვილის ქ.7) გაიმართება განახლებული სამხატვრო-სალიტერატურო ჟურნალ ,,ცისკრის’’ პრეზენტაცია.

,,ცისკარმა’’ საუკუნეებს გაუძლო და თაობები აღზარდა.ქართული მწერლობის ეს უპირველესი გამოცემა ქართველი მწერლების მოამაგეცაა და მათგან ნაამაგარიც. როცა ჩვენს ქვეყანას თავისუფლების ხანადაუდგა, ,,ცისკარი’’ , ფინანსური შეჭირვების მიუხედავად, ერთგულ მსახურად იქცა დამოუკიდებელისაქართველოსი. მოგეხსენებათ, ჩვენს ყოფაში ბევრი რამ შეიცვალა, ბევრი ღირებულება გადაფასდა- მათი ნაწილი, რა თქმა უნდა, არცთუ უსაფუძვლოდ, მაგრამ სწორედ ამ წლებში, ამ ღირებულებათაგადაფასების ჟამს, სამწუხაროდ, ჩვენი ტრადიციული კულტურის ესა თუ ის დარგიც გადაფასდა.ასე მოხდა მხატვრულ გამოცემებსა თუ პრესის სხვადასხვა ორგანოებში და იძალა ე.წ. ყვითელმაჟურნალ-გაზეთებმა, ჭეშმარიტი ლიტერატურა კარგა ხანს ,,დუმდა’’ და ,,ცისკარსაც’’ უმძიმესი წლები დაუდგა­- შეუძლებელი იყო 1852 წლიდან მაღალმხატვრული ღირებულებების მქონე ჟურნალს თავისი ფურცლები მდარე,იაფფასიანი ნაწარმოებებისთვის დაეთმო და ამით დაეთმო თავისი საუკუნენახევრიანი არსებობის განმავლობაში შემუშავებული პრინციპები. სწორედ ამიტომ ,,ცისკარმა’’ დროებით შეწყვიტა ფუნქციონირება.

დღეს,როცა ერმა, ხალხმა მეტ-ნაკლებად ,,მოიცალა’’ ჭეშმარიტი ლიტერატურისთვის, ,,ცისკარმაც’’დაიბრუნა ძველი ფუნქცია - კვლავ ჩადგა ჭეშმარიტი მწერლის, ღირებული ლიტერატურის სამსახურში.ჩვენი ნათქვამის დასტურად მისი საპრეზენტაციო ნომერიც გამოდგება - აქ სიტყვის ცნობილ ოსტატებთან ერთად (სხვა რომ არაფერი, მათი უდიდესი ნაწილის შემოქმედება სასკოლო სახელმძღვანელოებშია შეტანილი და მომავალი თაობის აღზრდის სამსახურშია) იბეჭდება ახალგაზრდა, ჯერ კიდევ დამწყები ლიტერატორების ნაწარმოებები, იმათი, ვინც ჩვენი მწერლობის ხვალინდელ დღედ უნდა იქცეს.



უპრეცედენტო გათამაშება!!!



იმეგობრე ,,ცისკართან’’ და აიხდინე ოცნება!



მიმდინარე წელს ,,ცისკრის’’ თორმეტი ნომერი გამოვა. ,,ცისკარი’’ ის სამხატვრო-სალიტერატურო გამოცემაა,რომელიც მუდმივად ზრუნავს თავის ერთგულ მკითხველზე. ამჯერად, გარდა იმისა, რომ ტრადიციულად მოგაწვდით მაღალმხატვრულ ნაწარმოებებს, გთავაზობთ საგზურს იერუსალიმში.

თუ გინდათ,2012 წელს ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას შეხვდეთ ჯვრის მონასტერში, მაცხოვრის საფლავზედა საკუთარი თვალით იხილოთ სასწაული – ღვთაებრივი ცეცხლის გარდამოსვლა, გამოიწერეთ,შეიძინეთ ,,ცისკრის’’ ყველა ნომერი, მოიძიეთ გარეკანის მესამე გვერდზე მონიშნული ასოები, შეაგროვეთ ჟურნალის სახელწოდების შემადგენელი შვიდივეასო
(ც-ი-ს-კ-ა-რ-ი)და აიხდინეთ ოცნება – თქვენი მეგობარი ,,ცისკრის’’მეოხებით და საპატრიარქოს თანადგომით, მაგიური შვიდი ასოს წყალობით, უფასოდ იმოგზაურეთწმინდა მიწაზე.

Posted by: Elguja 26 Nov 2010, 18:52
ვინ მოდის ,,ცისკრის'' პრეზენტაციაზე?...smile.gif

Posted by: Trebuchet 26 Nov 2010, 18:56
როდის არის?.............................................................

Posted by: Elguja 29 Nov 2010, 10:21
30 ნოემბერს, სამშაბათს, 17 საათზე....

Posted by: gio-floyd88 7 Dec 2010, 01:09
რამე ახალი არ ხდება? sad.gif
-----------------------------------------------------------

Posted by: IRAKLI_1o 14 Dec 2010, 22:41
http://www.radikal.ru

16 დეკემბერს 18:00 სთ-ზე, გურამ დოჩანაშვილი ''რაც უფრო მახსოვს და მეტად მაგონდება'' (ავტობიოგრაფიული რომანი) [წიგნის პრეზენტაცია] მდებარეობა: (თიბისი გალერა) მარჯანიშვილის N7

http://www.facebook.com/event.php?eid=174507335903403&index=1

Posted by: earth 14 Dec 2010, 23:47
ახალი თარგმანების პრეზენტაცია

ალექსანდრე დიუმას სახელობის ფრანგული კულტურის ცენტრი 2010 წლს 16 დეკემბერს 18 სთ–ზე გიწვევთ მერაბ მამარდაშვილის საგამომცემლო დახმარების პროგრამის ფარგლებში გამოცემული ახალი თარგმანების პრეზენტაციაზე, სადაც წარმოგიდგენთ შემდეგ წიგნებს:

ადრიან მარინო – კომპარატივიზმი და ლიტერატურის თეორია
ჟან ჟენე – ნოტრ-დამ-დე-ფლერი
ამელი ნოტომი – საწვავი
კლოდ ლევი-სტროსი – ტოტემიზმი დღეს
იზაბელ ებერარდი – მოგზაურობა მაღრიბში
მერტენ პაჟი – როგორ გავხდი იდიოტი
ანა გავალდა – მინდა, ვიღაც მელოდეს სადღაც
მარკ ლევი – სად ხარ ?

ალექსანდრე დიუმას სახელობის ფრანგული კულტურის ცენტრის ლიტერატურული ჟიური დაასახელებს წლის საუკეთესო თარგმანს ფრანგული ენიდან და დააჯილდოებს მთარგმნელს.
მის: გუდიაშვილის ქ. 10, მიუსოს სახელობის დარბაზი
ტელ: 92 28 55 / 92 33 04

Posted by: RTR 26 Dec 2010, 19:13
27 დეკემბერს ნიკო გომელაურის ლექსებზე შექმნილი სპექტაკლია თავისუფალ თეატრშიიიიიიიიიიიიიი

Posted by: diogene 26 Dec 2010, 19:20
წლის ბოლო ნამეტანი დატვირთულია smile.gif

Posted by: buza5 28 Jan 2011, 01:02
რა ჭირს ფორუმს, რამდენი ხანია პოსტს ვერ ვდებდი, ძლივს........................

Posted by: pacient 3 Feb 2011, 22:10
http://www.radikal.ru

საქართველოს პენ-ცენტრი,
ამა წლის 18 და 19 თებერვალს, 17:00 საათზე, გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმში (მის: გ. ჭანტურიას 8) მართავს შეხვედრას ქართული პენ-ცენტრის განახლების, ახალი პრეზიდენტისა და სამეთვალყურეო საბჭოს არჩევის მიზნით.

პენ-ცენტრის წევრობა შეუძლია ყველა მწერალს, ჟურნალისტსა და გამომცემელს, რომელიც იზიარებს ...საერთაშორისო პენ-ცენტრის პრინციპებს. პენ-ცენტრში გაწევრიანების მსურველებს, გთხოვთ, განცხადება გამოგვიგზავნოთ ამა წლის 15 თებერვლამდე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: georgianpencenter@gmail.com

საქართველოს პენ-ცენტრის საინიციატივო ჯგუფი,

დავით ქართველიშვილი
ნაირა გელაშვილი
რატი ამაღლობელი
ნინო ქადაგიძე
შორენა შავერდაშვილი

Posted by: ledzep 2 Mar 2011, 08:30
http://www.radikal.ru

მოკლედ, ვინც მოდის - მოდის.

შაბათი, 5 მარტი, 15 საათი! რუსთაველის #22. "მაგთიკლუბი"

წიგნები გამზადებულია საპრეზენტაციოდ.

მღერიან და უკრავენ: რობი კუხიანიძე, ჟორა, ნინო გუგეშაშვილი და "მთვარის კლუბი"

ღონისძიების წამყვანი - ერეკლე დეისაძე

შემოსვლა თავისუფალი!

Posted by: wordnote 3 Mar 2011, 03:05
პარასკევს, 4 მარტს, 17 საათზე, საჯარო ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდება ჯგუფ ”ლიტერატურული ალიანსის” შემოქმედებითი საღამო. საღამოში მონაწილეობას მიიღებენ პოეზიის, პროზისა და მუსიკის რჩეული წარმომადგენლები, როგორც ძველი, ასევე ახალი თაობიდან.

Posted by: poet4ik 5 Mar 2011, 22:14
ესეც ჩემი წიგნი "დგახარ კედელთან" ლექსეის კრებული

http://pix.ge/

ასევე გაიმართა უკვე საღამო და სამწუხაროდ ამ თემას არ ვიცნობდი თორემ დაგპატიჟებდით

http://pix.ge/

2011 წელი 26 თებერვალი, შაბათი

ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზი

კავშირ - პოეტურ ორდენ "მარადახალი ქნარის" მუდმივმოქმედი "ლიტარატურული სემინარების" მორიგი შეხვედრა

თანამედროვე ახალგაზრდა

პ ო ე ტ

გ უ რ ა მ ქ ა ვ თ ა რ ა ძ ი ს

პირველი კრებულის "დგახარ კედელთან" პრეზენტაცია

საღამოში მონაწილეობას მიიღებენ აგრეთვე: ეკატერინე ბაზერაშვილი, მედეა კაზარაშვილი (მე-დეა), ოთარ რურუა


დასაწყისი: 15 საათი და 00 წუთი

მისამართი: მ. ალექსიძის ქ. N 1, კორპ. 4 (მეტრო "პოლიტექნიკური", სპორტის სასახლიდან მაჯვნისაკენ...)

დასწრება თავისუალია

Posted by: xachapuridze 24 Mar 2011, 16:13
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

Posted by: wordnote 26 Mar 2011, 00:03
30 მარტს, შვიდ საათზე სამების ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართება მიხა ხელაშვილის კრებულის: "ლექსო ამოგთქომ ოხერო" წარდგინება.
წიგნის რედაქტორი - გიგი ხორნაული. საღამოს წამყვანი - იკა ქადაგიძე.

Posted by: >>>tam<<< 8 Apr 2011, 13:42
13 (მისტიკური რიცხვი) მარტს 6 საათზე ქ. ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაში გაიმართება პოეზიის საღამო. ლექსებს წაიკითხავენ 2 მოყვარული პოეტი (ჯერ არ ხმაურდება), იქნება ცოტა სასმელი, ცოცხალი მუსიკა და ბევრი ლექსები. ასევე გაიმართება ნახატების გამოფენა. გელით ყველა ქუთათურს და არამარტო smile.gif smile.gif

Posted by: ledzep 18 Apr 2011, 08:31
ოთხშაბათს, 20 აპრილს, 18 საათზე,

ეროვნული ბიბლიოთეკა
(მესამე კორპუსი. პირველი სართული)
გეპატიჟებათ უკვე ტრადიციად დამკვიდრებულ ლიტერატურულ ოთხშაბათობაზე.

შეხვედრა ჟურნალ “ლიტერატურული პალიტრის” რედაქციასთან!

დასწრება ყოველმხრივ თავისუფალი!

Posted by: tebzi_tebzi 21 Apr 2011, 15:31
კომპანია “Art Shadow” იწყებს ინოვაციური პროექტის განხორციელებას:
”ცნობილი facebook - ის უცნობი პოეტები, ანუ face პოეზია”

პროექტის არსი მდგომარეობს შემდგომში: facebook - ზე, Art Poetry - ის კედელზე განათავსეთ თქვენი ლექსები 10 მაისამდე.
ლექსები შეირჩევა კომპეტენტური ჟიურის მიერ, ასევე გავითვალისწინებთ მკითხველის აზრს, რომელიც გამოხატული იქნება მოწონებების (like) სახით.
კომპანია საკუთარი სახსრებით გამოსცემს შერჩეულ ლექსთა კრებულს.
გთხოვთ დაიცავით საავტორო უფლებები და სხვისი ლექსის განთავსების შემთხვევაში მიუთითოდ ავტორი.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით.

შპს “Art Shadow”
მის: ჭავჭავაძის გამზ.№ 55, 0162 თბილისი, საქართველო.
ტელ:+995 (32) 22 52 73; +995 (90) 71 24 71.
მობ: +995 (51) 30 03 72; +995 (55) 11 30 03; +995 (71) 71 01 60; +995 (79) 22 17 37.
ელ. ფოსტა: poetry_art@yahoo.com

[/COLOR][COLOR=gray]

Posted by: Bacci 23 Apr 2011, 09:35
დღეს წიგნების საერთაშორისო დღეა.
რაღაც ღონისძიებებიცაა მგონი ხო?
კაი წიგნების იაფად ყიდვას გისურვებთ
და თუ მოსალოცია გილოცავთ კიდეც

Posted by: Back_To_Back 24 Apr 2011, 00:43
Bacci
დიდი არაფერი, 2-3 ლარით იაფად ყიდიან წიგნებს ისიც რაც ყველაზე საინტერესოა არაფერი აღარ იყო

Posted by: QYGe1T290980MQ5-8 26 Apr 2011, 23:30
presrelizi
2011 wlis 27 aprils, 19:00 saaTze
გამომცემლობა „დიოგენესა“ და „ვიკიმედია საქართველოს“ მიერ ვიკიპედიის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებული ერთობლივი კონკურსი
`statiebi qarTuli literaturis Temaze~
gamarjvebulTa dajildoebis ceremoniali
gaimarTeba gamomcemloba `diogenes~ wignis maRazia `diogeneSi~
(mis.: a. afaqiZis # 9)

გამომცემლობა „დიოგენემ“ და „ვიკიმედია საქართველომ“ ვიკიპედიის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით ერთობლივი კონკურსი ჩაატარეს. გამომცემლობამ ქართული ვიკიპედიის მომხმარებელთა წასახალისებლად გამოაცხადა კონკურსი ქართული ლიტერატურის თემაზე. კონკურსის ფარგლებში ვიკიპედიის ნებისმიერ მომხმარებელს შეეძლო შეექმნა სტატიები ლიტერატურული ნაწარმოებების, მიმდინარეობების, ავტორებისა და ყველაფერ იმის შესახებ, რაც ქართულ ლიტერატურას უკავშირდება. კონკურსი 15 იანვრიდან 15 თებერვლამდე გაგრძელდა. კონკურსში გამარჯვებულები რამდენიმე ნომინაციაში გამოვლინდებიან და დაჯილდოვდებიან გამომცემლობა „დიოგენეს“ მიერ დაწესებული პრიზებით.
გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგ ნომინაციებში:
ყველაზე მეტი სტატიის ავტორი – ამ ნომინაციაში გამარჯვებული მიიღებს გამომცემლობა „დიოგენეს“ წიგნebis ნაკრებს.
საუკეთესო სტატიის ავტორი – გამოვლინდება სამი გამარჯვებული, რომლებიც გამომცემლობა `დიოგენესგან‘‘ miiReben premias 250 laris odenobiT.

giwvevT sainformacio mxardaWerisaTvis!
dawvrilebiTi informaciisTvis dagvikavSirdiT
tel.: 21 33 21, mob.: 893 18 66 71, elfosta: adm@diogene.ge, www.diogene.ge

Posted by: ledzep 10 May 2011, 10:32
კვირას. 15 მაისს, 19 საათზე გამომცემლობა "პალიტრა L" გეპატიჟებათ ბესო ხვედელიძის ახალი წიგნის პრეზენტაციაზე.
მოთხრობების კრებულში, რომელიც რიგით მეთორმეტეა მწერლისთვის, ზუსტად 12 მოთხრობა შედის და წიგნს სახელად "12" ჰქვია.
მწერალი აპირებს ეს კრებული საქართველოს დედა-ეკლესიას მიუძღვნას, ხოლო მისგან შემოსული თანხა კი მარტყოფის ღვთაების მონასტერს გადაურიცხოს.
კრებულში შესული მოთხრობებიდან 12-ვე რელიგიური ხასიათისაა . ავტორი მათ "ღმერთიან მოთხრობებს" უწოდებს.
მოთხრობების მთავარი პერსონაჟები ჩვეულებრივი ადამიანები არიან. ღვთის რწმენა, სიყვარული, სინანული, მოთმინება, მორჩილება, თავმდაბლობა მათი იარაღია წუთისოფლის ურთულეს და უამრავი განსაცდელით აღსავსე გზაზე.
ავტორის სურვილია წიგნმა ერთგვარი ხიდის როლი შეასრულოს ერსა და ბერს შორის და ბოლო მოუღოს მავანთა უსაფუძვლო ეჭვებს, თითქოსდა ერთ მხარეს მხოლოდ სიბნელე სუფევდეს, ხოლო მეორე მხარეს კი პორნოგრაფიული ტექსტების მეტი არაფერი იწერებოდეს.

წიგნის პრეზენტაცია:
15 მაისი. 19 საათი. თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარი,
სრულიად საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრი

Posted by: diogene 19 May 2011, 00:45
ყველას ! ყველას ! ყველას !

წიგნის ახალი მაღაზია თბილისში
გამომცემლობა "დიოგენე" წარმოგიდგენთ წიგნის მაღაზიას
"დიოგენე" smile.gif
2011 წლის 20 მაისს, პარასკევს, 19:00სთ-ზე გიწვევთ მაღაზიის გახსნაზე
(მის: ა. აფაქიძის 9, სპორტის სასახლის გვერდით, "მორკინალის" მხარეს)

წიგნის მაღაზიის გახსნა ყოველთვის მნიშვნელოვანი კულტურული სიახლეა ნებისმიერ ქალაქში. მით უმეტეს ისეთი მაღაზიისა, რომელსაც ორიგინალური კონცეფცია და დიზაინი აქვს.
მაღაზია "დიოგენე" იქნება მწერალთა და მკითხველთა შეხვედრის ადგილი, გაიმართება ახალი წიგნების პრეზენტაციები, ფილმებისა და სპექტაკლების ჩანაწერების ჩვენება, ლიტერატურული თამაშობები, წარმოგიდგენთ როგორც ქართულ, ასევე უცხოურ გამოცემებს. შესაძლებელი იქნება უნიკალური წიგნების შეძენაც.
მაღაზიის კლიენტებს გადაეცემათ სპეციალური დაგროვების ბარათი, მოეწყობა ფასდაკლების აქციები: "ერთი წიგნის დღე", "დიოგენეს" ტრადიციული აქცია "მწვანე შაბათი და სხვ. მომხმარებელს შევთავაზებთ ორიგინალურ აქსესუარებს, სუვენირებსა და ხელნაკეთ ნივთებს, რომლებიც წიგნთან იქნება დაკავშირებული. იმოქმედებს სპეციალური პროგრამები ბავშვებისა და უფროსებისთვის. წიგნის მოყვარულებს გპირდებით კვალიფიციურ მომსახურებას, უფასო ინტერნეტს, გემრიელ ჩაის და ყავას, და ყველა პირობას იმისათვის, რომ "დიოგენეში" პირველად მოხვედრისთანავე ჩვენთან სამუდამოდ დამეგობრების სურვილი გაგიჩნდეთ smile.gif
წიგნის მაღაზია "დიოგენე" იმუშავებს ყოველდღე 10:00სთ-დან 20:00სთ-მდე და პარასკევს 10:00სთ-დან 23:00 სთ-მდე.

Posted by: Bacci 19 May 2011, 01:20
diogene

წარმატებებს გისურვებთ, ძალიან კარგია

Posted by: xachapuridze 19 May 2011, 15:41
გამომცემლობა `დიოგენე~ გიწვევთ
ვახუშტი კოტეტიშვილის პრემიის გადაცემის საზეიმო დაჯილდოებაზე
2011 წლის 23 მაისი, ორშაბათი, 18:00სთ, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის III კორპუსის საგამოფენო დარბაზი (გუდიაშვილის ქ.#7)


გამომცემლობა ,,დიოგენემ~ 2011 წლის 9 თებერვალს მეორედ გამოაცხადა კონკურსი პოეზიის ახალგაზრდა მთარგმნელებისათვის და დააწესა ვახუშტი კოტეტიშვილის პრემია თარგმანისათვის ნებისმიერი ენიდან ქართულ ენაზე. Dწელს კონკურსში მონაწილეობა მიიღო 20-დან 35 წლამდე ასაკის 23-მა მთარგმნელმა.
კონკურსის ჟიურიმ (გიორგი ეკიზაშვილი, გიორგი ლობჟანიძე, ზვიად რატიანი, ხათუნა ცხადაძე, ანა ჭაბაშვილი, ნიკა ჯორჯანელი) დახურული წესით შეაფასა თარგმანები.
გამარჯვებულთა საზეიმო დაჯილდოებასთან Eერთად მოეწყობა საუკეთესო თარგმანებისგან შედგენილი კრებულის პრეზენტაციაც. წელს საპრიზო ფონდი გაიზარდა. პრემია გადაეცემა სამ საუკეთესო ახალგაზრდა მთარგმნელს (I ადგილი – 1500, II _ 1000, III _ 500 ლარი). ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილებამ დააწესა სპეციალური პრიზი (800 ლარი) საუკეთესო თარგმანისთვის სპარსულიდან ქართულ ენაზე.

კონკურსის მხარდამჭერები არიან: `საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა~, ტელეკომპანია ,,რუსთავი 2~, ,,პირველი არხი~, რადიო ,,თავისუფლება~, ჟურნალი ,,ცხელი შოკოლადი~, გაზეთები ,,24 საათი~ და ,,ახალი 7 დღე~, საინფორმაციო სააგენტო ,,GHN~.








ჟურნალისტებს წიგნი საჩუქრად გადაეცემათ.

გიწვევთ საინფორმაციო მხარდაჭერისათვის.

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით
ტელ.: 21 33 21, მობ.: 893 18 66 71, ელფოსტა: პრ@დიოგენე.გე, წწწ.დიოგენე.გე

Posted by: diogene 27 May 2011, 12:38
საბავშვო წიგნის გულშემატკივრებო !

თბილისის წიგნის ფესტივალის ფარგლებში გაიმართება საჯარო დისკუსია იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს ნამდვილი საბავშვო წიგნი smile.gif
დრო: შაბათი, 28 მაისი, 14.00 სთ.
ადგილი: საგამოფენო ცენტრი "ექსპოჯორჯია" _ თბილისი, წერეთლის გამზ. 118.

ძალიან გამიხარდება, თუ დაესწრებით და მონაწილეობას მიიღებთ დისკუსიაში smile.gif
ისიც დაწერეთ ამ თემაში, თუ ვისი მოსაზრების მომსმენა იქნებოდა თქვენთვის საინტერესო .

გელით smile.gif

Posted by: QYGe1T290980MQ5-8 28 May 2011, 12:07
QUOTE (diogene @ 27 May 2011, 12:38 )
საბავშვო წიგნის გულშემატკივრებო !

თბილისის წიგნის ფესტივალის ფარგლებში გაიმართება საჯარო დისკუსია იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს ნამდვილი საბავშვო წიგნი smile.gif
დრო: შაბათი, 28 მაისი, 14.00 სთ.
ადგილი: საგამოფენო ცენტრი "ექსპოჯორჯია" _ თბილისი, წერეთლის გამზ. 118.

ძალიან გამიხარდება, თუ დაესწრებით და მონაწილეობას მიიღებთ დისკუსიაში smile.gif
ისიც დაწერეთ ამ თემაში, თუ ვისი მოსაზრების მომსმენა იქნებოდა თქვენთვის საინტერესო .

გელით smile.gif

+1111111111111111111111111111111111111111111111111111111

Posted by: Ocelot 29 May 2011, 21:30
...............................

Posted by: BAQRO 29 May 2011, 22:11
user posted image
10% იანი ფასდაკლება Books Boom ის წიგნის მაღაზიაში სპეციალურად forum.ge მომხმარელებებისთვის
აქცია მდგომარეობს შემდგეში :
forum.ge ს მომხმარებლები ისარგებლებენ 10% იანი ფასდაკლებით
ორი კვირის განავლობაში
30 მაისიდან - 13 ივნისამდე
მისამართი : საბურთალოს ქ. 37
ტელ : 384738


Posted by: io-io 30 May 2011, 00:34
BAQRO

2010-2011-ის PM-ბი შემიძლია ამოვბეჭდო და მოვიტანო.
ძველი ნიკები დავბლოკე. 2007 წელს მიღებულ PM-ებს ვერ წარმოვადგენ, მაგრამ როცა მოვალ ხატზე დავიფიცებ რომ ფორუმელი ვარ და 10%-იან ფასდაკლებას ხომ ჩამახუტებთ?

Posted by: tezevs 31 May 2011, 23:25
ხვალ 1 ივნისს, წიგნის მაღაზია დიოგენეში საბავშვო წიგნებზე დიდი ამბებიაოო, ეწერა ფეისბუქზედ.

ანუ 25 დან 40 % მდე ფასდაკლებავო.

არიქა!!!

Posted by: Loreley 12 Jul 2011, 18:09
ამ შაბათ-კვირას, პარნასში 20%-იანი ფასდაკლება უცხოურ გამოცემებზე ^^
http://www.facebook.com/event.php?eid=227135040659508¬if_t=event_update

Posted by: tezevs 15 Jul 2011, 01:19
15 ივლისს,საღამოს 7 საატზე წიგნის მაღაზია ,,დიოგენეში" გაიმართება შეხვედრა ლიტერატურულ პრემია ,,საბას" ლაურეატებთან.

Posted by: katleta 23 Sep 2011, 00:51
http://www.facebook.com/literaturulisaloni

ეს არის ლიტერატურული გაზეტის ფეისი, დაიმეგობრეთ, საინტერესო მასალებია, მოქმედი გაზეთი და ა.შ.

Posted by: Etrange 7 Dec 2011, 00:33
ფრანგული ენისა და ლიტერატურის მოყვარულებო!

‎2011 წლის 7 დეკემბერს, 19 საათზე, ევროპის სახლი გეპატიჟებათ ფრანგულ ენაზე მხატვრული კითხვის საღამოზე. ტექსტი შერჩეული და წაკითხული იქნება ვენსან ლე რუას მიერ.
პროგრამაშია ერიკ-ემანუელ შმიტის " ბატონი იბრაჰიმი და ყურანის ყვავილები"

Mercredi, le 7 décembre à 19h, la Maison de l’Europe vous invite à la soirée de lecture publique en français. Le texte est sélectionné et lu par Vincent Le Roy, lecteur public et professeur de lettres vivant et travaillant en Géorgie.
Au programme :
"Monsieur Ibrahim et les Fleurs du Coran" de Eric-Emmanuel Schmitt

მისამართი:
Adresse:
თავისუფლების მოედანი 1
1, place de la Liberté

Posted by: QYGe1T290980MQ5-8 30 Jan 2012, 18:35
წიგნის მაღაზია ,,დიოგენე"​ (ა.აფაქიძი​ს 9. სპორტის სასახლის გვერდით)

პარასკევს, 3 თებერვალს, საღამოს 6 საათზე გამომცემლობა ,,დიოგენე" გეპატიჟებათ ჩეხი მწერლის, მილან კუნდერას წიგნის ,,შეუცნობელის" პრეზენტაციაზე.
გაიმართება შეხვედრა მთარგმნელთან, ნანა იაშვილთან.

პრეზენტაციაზე ,,შეუცნობელი" განსაკუთრებული ფასდაკლებით გაიყიდება.

დასწრება თავისუფალია.


Posted by: QYGe1T290980MQ5-8 1 Feb 2012, 14:28
დღეს, 1 თებერვალს, 7 საათზე, წიგნის მაღაზიაში "დიოგენე" შეხვედრა მწერალ ეკატერინე ტოგონიძესთან.



Posted by: nutsiko 5 Feb 2012, 00:12
წიგნების ფესტივალი ამ წელს იქნება მაისში.

Posted by: aravinac 6 Feb 2012, 14:58
წიგნების ფესტივალი.
საბავშვო წიგნის გულშემატკივრებო gigi.gif gigi.gif gigi.gif

ეკატერინე რა ლამაზიაsmile.gif vik.gif

Posted by: QYGe1T290980MQ5-8 6 Feb 2012, 17:34
7 თებერვალს, საღამოს 7 საათზე წიგნის მაღაზია "დიოგენე"-ში შედგება გურამ მეგრელიშვილის ახალი წიგნის "მოდელი 18/12" პრეზენტაცია. ახალი რომანი, იმასთან ერთად, რომ 21-ე საუკუნის პირველი ქართული სამეცნიერო ფანტასტიკაა იმითაცაა გამორჩეული, რომ პირველი ქართული წიგნია, რომელიც ნაბეჭდი და ელექტრონული სახით ერთდროულად გამოიცა.


http://www.facebook.com/events/204000239698508/


http://www.youtube.com/watch?v=RQ48fa55Cpk



Posted by: Etrange 6 Mar 2012, 10:46
‎"ფრანკოფონია 2012"-ის პროგრამა

http://www.institutfrancais.ge/data/image_db_innova/mot%20du%20directeur/program_geo_low.pdf

Posted by: Vanski91 11 May 2012, 09:14
http://www.facebook.com/events/219789524790718/

Posted by: aravinac 11 May 2012, 16:37
18 მაისს, პარასკევს, 6 საათზე,
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში,
გაიმართება ნატა ვარადას მოთხრობების კრებულის „დედის კერძისა" (გამომცემლობა "საუნჯე") და
საზოგადოებრივი რადიოთეატრის ახალი რადიოდადგმის "ფოკუს-მოკუს-ფრრს" (რეჟ.: ზურაბ კანდელაკი, მთავარ როლში: ზურა ყიფშიძე,
პიესის ავტორი: ნატა ვარადა) პრეზენტაცია.
გთხოვთ, მობრძანდეთ,
დასწრება თავისუფალია.

მის: რუსთაველის №34, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა fig.gif

Posted by: tsulibrary 18 May 2012, 14:18
30 მაისს, 5 საათზე თსუ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ცენტრალურ სამკითხველო დარბაზში(უნივერსიტეტის 1 კორპუსი, ბიბლიოთეკა)
გაიმართება წიგნის, „შალვა მაღლაკელიძის მოგონებები“ პრეზენტაცია.
საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაუღალავად მებრძოლი გენერლის მონათხრობი, ვიქტორ რცხილაძემ, ჯერ კიდევ საბჭოთა რეჟიმის დროს, საკუთარი თავისუფლებისა და ახლობელთა უსაფრთხოების რისკის ფასად, ფირზე ჩაიწერა.
ჩანაწერის ქაღალდზე გადმოტანა, ორი წლის წინათ დასრულდა და გამომცემლობა „პეგასის“ სტამბაში დაიბეჭდა.
წიგნში, შალვა მაღლაკელიძის მოგონებებთან ერთად შესულია ამონარიდები ქართველ ლეგიონეერთა ყოველკვირეული გაზეთიდან „საქართველო“.

Posted by: tezevs 22 Jun 2012, 15:57
ლიტერატურული ლაშქრობა ფშავში!

24 ივნისს!
ლიტერატურული ლაშქრობა ფშავში
ჩარგალი - ვაჟა ფშაველას სახლმუზეუმი

მეგზური - მწერალი მიხო მოსულიშვილი
ბილეთის ფასი 49 ლარი

ღირებულებაში შედის: მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით, მეგზურის მომსახურება, ორჯერადი კვება; სახლ-მუზეუმის ბილეთები;
დაწვრილებითი ცნობებისთვის დაგვიკავშირდით: 2 307363; 2 183787;

Posted by: tezevs 11 Jul 2012, 16:28
15 ივლისს - ლიტერატურული ლაშქრობა იმერეთში

მეგზური - პოეტი, რატი ამაღლობელი

თერჯოლის რ-ნი სოფ. სიმონეთი
სერგო და დავით კლდიაშვილის სახლმუზეუმი
წყალტუბო
ნიკო ლორთქიფანიძის სახ. სახლმუზეუმი


დამატებით: გელათის მონასტერი; პრომეთეს მღვიმე;

ბილეთის ღირებულება: 49 ლარი
ბილეთის ფასში შედის: მგზავრობა, მეგზურის მომსახურება, ორჯერადი კვება; სახლმუზეუმის ბილეთები;

ბილეთის ფასში არ შედის: პრომეთეს მღვიმის ბილეთი ( 6 ლ.)

დაჯავშნისთვის დარეკეთ: 2183787, 2213321

Posted by: ololia 12 Sep 2012, 23:47
2012 წლის 15 სექტემბერს მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, თიანეთის მუნიცპალიტეტის სოფ. არტანში ა/კ “ჩვენი ფშავის”, მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის და თიანეთის გამგეობის ორგანიზებით და სხვადასხვა სპონსორების მონაწილეობით გაიმართება დიდი სახალხო ზეიმი “ხვარამზეობა”

საკონკურსო ნაწარმოებებიდან შერჩეულია 15 ყველაზე მაღალრეიტინგული ლექსი. მათი ავტორები მიწვეული არიან თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფ. არტანში “ხვარამზეობაში“ მონაწილეობის მისაღებად.
ამ ზეიმისათვის გამომცემლობა “საუნჯეს” მიერ გამოცემულია ხვარამზეს ლექსების კრებული “ვერცხლის თასადამც მაქცია”, რაც ბიბლიოგრაფიულ იშვიათობას წარმოადგენდა და ხვარამზეობის დღესასწაულის ფარგლებში გამომცემლობის ინიციატივით მოეწყობა კრებულის წარდგინება საზოგადოებისათვის.

ღონისძიებაში მონაწილეობენ ქართველი პოეტები, ცნობილი სახალხო მთქმელები, ფოლკლორული კოლექტივები და ინდივიდუალური შემსრულებლები.

გამოიფინება ნატურპროდუქტი და ხელმარჯვე ოსტატთა ნაწარმი, გაიყიდება წიგნები და ხელნაკეთი ნივთები.
მსურველებს ორგანიზებულად წაიყვანენ ღონისძიებაზე. გასვლა 15 სექტემბერს 10 საათზე სამთო ქიმიის მიმდებარე ტერიტორიიდან.

წარდგინებასა და ზეიმზე დასწრება ღირს 25 ლარი და მასში შევა მგზავრობა ორივე მხარეს, პიკნიკი ველად და ხვარამზეს კრებულის ერთ ეგზემპლარი.

საკონტაქტო პირი კატო ჯავახიშვილი 599 21 7069

Posted by: Edgar 4 Oct 2012, 14:45
http://www.facebook.com/events/175288919262306/ პოეზის საღამო "რადიაციულო ლოცვა". ასევე იქნება ვიდეო პერფორმანსის ჩვენება. საღამოს ბოლოს დაურკავს დენდის თაობა.

დასწრება თავისუფალია.

ერთ-ერთი პოეტი (ირაკლი კირკტიძაძე) არის ძალიან აქტუალური და ცნობილი ვიდეოს (მიმართვა მთავრობას) ავტოტორი.

ხოდა მოდით მოკლედ : )

Posted by: Edgar 22 Jan 2013, 14:18
“რადიაციული კლუბი“-ს წიგნის პრეზენტაცია ფესტივალი – რესტორაცია დივანში (ტაბიძის ქუჩა 3/5 ). წიგნის საპრეზენტაციო ფასი იქნება 5 ლარი.

რადიაციული კლუბის ოფიციალური გვერდი!

დასაწყისი 19 საათზე, საღამოს მერე დაუკრავს „ZurGi” აკუსტიკური პროგრამით.

ისინი ძალიან ჰგვანან თავიანთ ტექსტებს – გაჩეჩილები, უწესრიგოები, გამომწვევები. ასეთია „რადიაციული კლუბი“, რადიაციული სამება: გეგა აბულაძე (მღვდელი), მარი აპათია (მონაზონი), ირაკლი კირკიტაძე (დიაკვანი). მეტსახელებიც თითქოს რაღაც დე(კონ)სტრუქციის მიზნით შეურჩევიათ – ეს სასულიერო იერარქიები ხომ თანამედროვე ურწმუნო საზოგადოების მთავარი ფეტიშია. პოეზია კი (მით უმეტეს, სოციალური პოეზია) სწორედ ამ მთავარ ფეტიშებზე, „გენერალურ სურვილებზე“ დაგეშილი სეტერია.
მართალია, ეს ტექსტები დაწმენდილი არაა, პლეონაზმებისგანაც გამოსათავისუფლებელია და პოეტიკის ზოგი სხვა ნიუანსიც თითქოს გვერდზე რჩება, მაგრამ ეს, ამავე დროს, მისი დადებითი მხარეა. აქ აკადემიური არგუმენტები არ გამოგვადგება – უნდა შევთანხმდეთ, რომ პანკ–მუსიკას კლასიკური ოპერის სტანდარტებით არ განვიხილავთ, ხოლო ბიბლიას – რეცეპტების წიგნის მიხედვით. ეს პროტესტის ენაა, სოციალური პოეზია, რომელსაც დაწმენდილ–ქოჩორგადაწკეპილი პოეტები კი არა, განაწყენებული, გაბრაზებული პოეტები ქმნიან, ისინი „სწორად“ არ წერენ, ისინი პრიციპულად „არასწორად“ წერენ.
ერვინ პანოვსკი წერს: „კლასიკური გემოვნება მოითხოვდა, რომ მხატვრული ყოფილიყო როგორც პირადი წერილები და ოფიციალური დისკურსები, ისე გმირთა ფარები, მაშინ, როცა თანამედროვე გემოვნება მოითხოვს, რომ როგორც არქიტექტურა, ისე საფერფლე, იყოს ფუნქციური.“ სწორედ ამას ვგულისხმობდი „დადებით მხარეში“ – რადიაციულ პოეზიას აქვს „ფუნქცია“, ყოველ შემთხვევაში, გამოკვეთილი სურვილი, გაწერილ–გაანგარიშებულ რუტინაში ბზარი შეიტანოს.
და მე ვისურვებ, ეს ბზარი რაც შეიძლება დიდი იყოს.

პაატა შამუგია

Posted by: gveladzua 30 Jan 2013, 02:41
ქუთაისში მსგავსი ღონისძიებების ნაკლებობას განვიცდი და თუ რამეა ვისაც ეხებეა დადეთ ხოლმე აქ. smile.gif

Posted by: ლექტერი 30 Jan 2013, 03:08
gveladzua
QUOTE
ქუთაისში მსგავსი ღონისძიებების ნაკლებობას განვიცდი და თუ რამეა ვისაც ეხებეა დადეთ ხოლმე აქ.

ქუთაისში უმძიმესი ინტელიგენცია გვყავს.
მათ გამო არ ტარდება პრეზენტაციები.

ან ბიბლუსში არის ხოლმე

ბოლოს უელბეკზე იყო მახსოვს

იმდენი ქალიშვილობის ინსტიტუტიც მომავალი ინჟინერი ერთ ადგილზე თავშეყრილი არ მინახია.

ან ბურჭულაძეა და ქურდებს სიცოცხლე ბოზებს სიკვდილიო ამთავრებს და ინტელიგენციას აღაშფოთებს.


არა, ჩვენთან ლიტერატურა არ ამართლებს.

Posted by: gveladzua 30 Jan 2013, 12:38
ლექტერი
ნუ ბიბლუსში ერთხელ მეც ვიყავი მსგასვ პრეზენტაციაზე. საშინლად არ მომწონა . :@
ამაზრზენი იყო რაღაც. ერთადერთი რაც კარგად დამამახსოვრდა შოკოლადის ტორტი იყო, რომლემაც მერე მომწამლა lol.gif

Posted by: ლექტერი 30 Jan 2013, 13:26
gveladzua
QUOTE
ნუ ბიბლუსში ერთხელ მეც ვიყავი მსგასვ პრეზენტაციაზე. საშინლად არ მომწონა . :@

რომელ პრეზენტაციას დაესწარი ?
QUOTE
ამაზრზენი იყო რაღაც. ერთადერთი რაც კარგად დამამახსოვრდა შოკოლადის ტორტი იყო, რომლემაც მერე მომწამლა 

lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: gveladzua 30 Jan 2013, 15:54

QUOTE
რომელ პრეზენტაციას დაესწარი ?


ზუსტად არ მახსოვს სახელი და გვარი. ვიღაც პოეტის პირველი წიგნის პრეზენტაცია იყო.

smile.gif

Posted by: QYGe1T290980MQ5-8 15 Feb 2013, 16:23
დღეს, 19:00 წიგნის მაღაზია "დიოგენეში" პოლ ოსტერისა და კუტზეეს მიმოწერის წარდგინებაა. წიგნი ჯერ ქართულად გამოიცემა და მხოლოდ ამის მერე ინგლისურად. ამ მაგარი ამბის გარდა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ პოლ ოსტერი სკაიპით ჩაერთვება და კითხვებს უპასუხებს. გირჩევთ არ გამოტოვოთ!

აფაქიძის 9 არის მისამართი, სპორტის სასახლესთან!

Posted by: tezevs 22 Feb 2013, 13:33
დღე, საღამოს „დიოგენეში“

მისამართი: ა.აფაქიძის 9. სპორტის სასახლის გვერდით

პარასკევს, 22 თებერვალს, საღამოს 7 საათზე წიგნის მაღაზია „დიოგენეში“ გაიმართება შეხვედრა მერაბ რატიშვილთან, რომელიც მკითხველს წარუდგენს ორ ახალ წიგნს, „დაკარგული ფურცლები“ და „ოდესღაც“.

პოლიტპატიმარი მერაბ რატიშვილი დაიბადა 1959 წლის 16 მაისს, საქართველოში, ქალაქ გორში, პედაგოგების ოჯახში. ჰყავს მეუღლე, ორი შვილი და ორი შვილიშვილი. დაამთავრა მოსკოვის ტრანსპორტის საინჟინრო ინსტიტუტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მოსკოვის დიპლომატიური აკადემია. პროფესიით ეკონომისტი-ფინანსისტი, საერთაშორისო სამართლის იურისტი, პოლიტოლოგი. მუშაობდა მოსკოვის მეტრომშენში, მოსკოვის კომკავშირის საქალაქო კომიტეტში, მოსკოვის აღმასრულებელ კომიტეტში. საბჭოთა კავშირის დაშლამდე და მას შემდეგ 5 წლის განმავლობაში ეწეოდა ბიზნესსაქმიანობას, ენერგეტიკისა და ფინანსურ სფეროებში. მუშაობდა საქართველოს სამრეწველო-სავაჭრო პალატაში, დსთ-ს აღმასრულებელ სამდივნოში, 1999 წლიდან „ეკონომიკური თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაციის“ პრეზიდენტად. 2004 წელს დაბრუნდა საქართველოში. დააარსა საქართველოს გოლფის ეროვნული ასოციაცია. არის რამდენიმე ეკონომიკური პროექტის ავტორი. ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ მოღვაწეობას. 2007 წლის 26 ოქტომბერს დააპატიმრეს, როგორც ოპოზიციური პოლიტიკური ძალების აქტირური მხარდამჭერი და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. პატიმრობის პერიოდში მეუღლის დახმარებით შექმნა პოლიტპატიმრების საიტი www.politzek.ge , რომელზეც მმართველი რეჟიმის წინააღმდეგ მრავალი კრიტიკული წერილი და ინტერვიუ გამოაქვეყნა. საქართველოსა და საერთაშორისო ადამიანების უფლებათა ორგანიზაციებმა აღიარეს პოლიტპატიმრად. 2013 წელს გაანთავისუფლეს სტატუსით პოლიტპატიმარი.
მისი ინტერესების სფეროა უძველესი ისტორია, პოლიტიკა და ლიტერატურა. არის არაერთი წიგნის ავტორი (ილიადი ჯუღა, თეთრი ლამა), რომლებიც ციხეში ყოფნისას დაწერა.

Posted by: tezevs 27 Feb 2013, 16:02
სიურპრიზი 29 თებერვალს დაბადებულებისთვის!

3 დღის განმავლობაში (28,1,2) 29 თებრვალს დაბადებული ადამიანებისთვის განსაკუთრებული აქცია გვაქვს.
შეიძინეთ „დიოგენეში“ (ნებისმიერი გამომცემლობის) წიგნები 29%-იანი ფასდაკლებით.
თან იქონიეთ პირადობის მოწმობა.

მისამართი: ა.აფაქიძის 9 (სპორტის სასახლის გვერდით)
2213321, 2183787

Posted by: jangulashvili 22 Mar 2013, 00:28
გავიგე ხვალე გიორგი ზანგურის პოეზიის საგამოა რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზშიო და ვინმემ ხო არ იცით სწორი ინფორმაცია მაქვს თუ არა?

Posted by: Misplaced 22 Mar 2013, 10:33
http://rustavelitheatre.ge/index.php?page=21&lang=geo
კი მართლა არის, თან დასწრება თავისუფალიაsmile.gif

Posted by: jangulashvili 22 Mar 2013, 14:12
QUOTE (Misplaced @ 22 Mar 2013, 10:33 )
http://rustavelitheatre.ge/index.php?page=21&lang=geo
კი მართლა არის, თან დასწრება თავისუფალიაsmile.gif

გაიხარე,მადლობა smile.gif

,,,,,,,,,,.............

Posted by: tezevs 12 Apr 2013, 15:03
ერნესტო ჩე გევარას „მოტოციკლისტის დღიურის“ პრეზენტაცია

პარასკევს, 12 აპრილს, საღამოს 7 საათზე წიგნის მაღაზია „დიოგენეში“ გაიმართება ერნესტო ჩე გევარას „მოტოციკლისტის დღიურის“ პრეზენტაცია.
მთარგმნელი თამარ ლომიძე.

1952 წელს ლექციებითა და გამოცდებით გაბეზრებული სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი ერნესტო გევარა, მეგობარ ალბერტო გრანადოსთან ერთად ტოვებს ბუენოს აირესს და სამხრეთ ამერიკაში მოგზაურობას იწყებს.

”მოტოციკლისტის დღიური” სწორედ ამ მოგზაურობას აღწერს. ამ ჩანაწერების ავტორი 23 წლისაა. მისთვის ჯერ არ შეურქმევიათ მეტსახელი ”ჩე”, ჯერ კიდევ წინაა კუბის რევოლუცია და ფათერაკებით სავსე, ლეგენდარული ცხოვრება, რომლის გამოც ჩე გევარას მეოცე საუკუნის დონ კიხოტს უწოდებენ. ეს წიგნი მეოცნებე, სამყაროსა და საკუთარი თავის შეცნობის ჟინით შეპყრობილი ახალგაზრდა მოგზაურის დღიურია.

2004 წელს უოლტერ სალესმა ”მოტოციკლისტის დღიურის” მიხედვით ამავე სახელწოდების ცნობილი ფილმი გადაიღო.

წიგნი თამარ ლომიძემ თარგმნა.
ფასი 9.90 ლარი

Posted by: tezevs 16 Apr 2013, 14:48
გამომცემლობა „დიოგენე“ გეპატიჟებათ სერია „ამერიკელების“ პრეზენტაციაზე!

Posted by: tamuussi 14 May 2013, 14:41
პარასკევს, 17 მაისს, 5 საათზე, "კავკასიურ სახლში" გაიმართება პოეტ http://forum.ge/?showtopic=34530718&hl= ს პოეზიის საღამო.

love.gif bis.gif

Posted by: EFENDEX 28 Jun 2013, 08:22
28 ივნისიდან, ლიტერატურის მუზეუმში, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი "რადიქსი" და ლიტერატურის მუზეუმი გეპატიჟებათ გამოფენაზე "ელენე დარიანი - ქალი პაოლოს უკან". დასაწყსისი 18 საათზე.

Posted by: sashbasha 11 Jul 2013, 12:26
27 ივლისს, რუსთაველის 16 ნომერში მდებარე წიგნის მაღაზიაში, საღამოს 7 საათზე, გეპატიჟებით ფიოდორ დოსტოევსკის "იატაკქვეშეთის ჩანაწერების" პრეზენტაციაზე.
პირველად ქართულ ენაზე!
მთარგმნელი: გივი კიკილაშვილი
გამომცემლობა: ოჩოპინტრე

https://www.facebook.com/events/146924488836793/?ref=22

Posted by: tornikekha 18 Jul 2013, 20:26
http://pix.ge/
გოგი გვახარიას პირველი წიგნი "ცრემლიანი სათვალე" ბაკურ სულაკურის გამომცემლობამ გამოსცა. წიგნის პრეზენტაცია მომავალ კვირასაა დაგეგმილი.
სულაკაურის გამომცემლობის წარმომადგენელმა "ნეტგაზეთს" განუცხადა, რომ პრეზენტაციის ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია, თუმცა იგი მომავალ კვირას გაიმართება.

400- გვერდიანი წიგნი გოგი გვახარის მოგონებებს მოიცავს, რომლებიც ჟურნალში "ცხელი შოკოლადი" იბეჭდებოდა.

"ამ ორმა ხატმა – ეკრანმა და მაყურებელმა – მთელი ჩემი ცხოვრების წესზე, "პირად ისტორიაზე", ე. ი. ბიოგრაფიაზე იმოქმედა... ჩემი სათვალე ხშირად ილაქებოდა ხოლმე ცრემლით – ხან კინოგმირები მატირებდნენ, ხანაც ცოცხალი ადამიანები – რეალური ცხოვრება, რომელიც ჩემს თაობას მძიმე და მართლაც სატირალი გვქონდა.

ამ ცრემლის ისტორია თაობის ისტორიაა – იმ თაობისა, რომელიც ხრუშჩოვის გადაყენებისა და "ოტტეპელის" დასრულების შემდეგ მივიდა სკოლაში, ბრეჟნევის ეპოქაში ისწავლა და "პერე­სტროიკის" ხანაში დაიწყო მუშაობა... მერე კი დაიშალა, დანაწევ­რდა – სამოქალაქო ომით, აფხაზეთით, ქვეყნიდან გაქცევით, კულტურის დანგრევითა და კულტურის ნაცვლად ფსევდოკულტურით, ნარცისების ბაღნარის აშენებით.

კინოს მოყვარულები ცნობილი "ვუაიერისტები" რომ არიან, ამას უკვე თავად აღიარებენ. ჩვენ ყურება უფრო გვიყვარს, ვიდრე ცხოვრება; დაკვირვება, ცქერა და თვალთვალი მთელ ქვეყანას გვირჩევნია; ჩვენ თითქოს არა ვართ ამქვეყანაზე, არ ვმონაწილეობთ ისტორიულ პროცესებში. მხოლოდ ვაკვირდებით... და ვითომ რატომ არ უნდა მოინდომოს კაცმა, დაწეროს ერთი წიგნი მაინც იმაზე, რაც ნახა და რასაც დააკვირდა?!"– წერია წიგნის ანოტაციაში.





აბა. ვინ მოდის ხვალ პრეზენტაციაზე ? smile.gif

გუშინ ვეძებე, დავიარე მაღაზიები და... ყველგან გაიყიდაოო. მგონი რეკორდზე მიდის გოგი

ჰო, რაც შეეხება წიგნს, "ცხელ შოკოლადში" იბეჭდებოდა დიიიდი ხნის წინ დიიიდი ხნის განმავლობაში და კრებულია მოკლედ smile.gif რაც დაიბეჭდა დაახ. 30% მექნება წაკითხული და მართლა ძალიან კარგი ნააზრევი და. რაც მთავარია, მშვენიერი წასაკითხია smile.gif

Posted by: MEDS 18 Jul 2013, 22:39
ხვალ ალბათ ვერ წამოვალ მაგრამ წიგნს აუცილებლად შევიძენ! love.gif
ბიბლუსში ჯერ არ მოუტანიათ და უკვე ყველგან გაიყიდა? )

Posted by: tornikekha 18 Jul 2013, 23:51
MEDS
თუ არ ვცდები სანტა-ესპერანსაში უნდა ჰქონდეთ, ვერ დაგპირდები. მომავალი კვირიდან სავარაუდოდ ყველგან იქნება დიდი ოდენობით smile.gif

Posted by: sashbasha 19 Jul 2013, 17:11
წესით ყველა მაღაძიაში უნდა იყოს უკვე smile.gif
თუ მაინც,
http://ochobooks.ge/index.php?run=product/product&keyword=%E1%83%AA%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98&id=15061

Posted by: Makulatura 19 Jul 2013, 17:13
QUOTE
გოგი გვახარიას პირველი წიგნი "ცრემლიანი სათვალე"

love.gif

Posted by: tox-rex7010 21 Jul 2013, 00:45

Posted by: tornikekha 22 Jul 2013, 01:24
აბა ვინ იყო პრეზენტაციაზე? :-) ძაან კარგი შეხედრა გამოვიდა. ბუღაზე თავისი იუმორით კმაზავდა საუბარს biggrin.gif სამწუხაროდ ისეთ ადგილზე ვიჯექი, არც ერთი "მოლაპარაკე" არ ჩანდა და არც ავტოგრაფი გამომირთმევია, მაგრამ მართლა მაგრად ვისიამოვნე. წიგნი კი ისეთია, ხელიდან ვერ გავაგდე love.gif love.gif

Posted by: Manuelo Costa 22 Jul 2013, 01:26
ეე, მცოდნოდა, წამოვიდოდი უეჭველი user.gif

Posted by: tornikekha 22 Jul 2013, 13:25
QUOTE (Manuelo Costa @ 22 Jul 2013, 01:26 )
ეე, მცოდნოდა, წამოვიდოდი უეჭველი user.gif

სამაგიეროდ, წაკითხვის ბედნიერება წინ გაქვს up.gif

Posted by: MEDS 25 Jul 2013, 07:50
QUOTE (tornikekha @ 22 Jul 2013, 01:24 )
არც ავტოგრაფი გამომირთმევია

ვიყიდე გუშინ smile.gif ძაან მაგარია love.gif
ისე მართლა გაასწორებდა წიგნზე მისი ავტოგრაფი smile.gif

Posted by: naa 17 Oct 2013, 17:23
წელს ვაჟაობა 26 ოქტომბერს გაიმართება ჩარგალში. აი ინფო

http://frontnews.ge/ge/news/11797-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9F%E1%83%90%E2%80%93%E1%83%A4%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AC%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%98%E1%83%92%E1%83%94%E1%83%92%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90

Posted by: naa 30 Oct 2013, 15:19
1 ნოემბერს გელა ჩარკვიანის წიგნის პრეზენტაციაა. როგორ მიყვარს ეს ადამიანი. ლიგამუსშია

http://www.frontnews.ge/ge/news/13823-%E1%83%92%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%90-%E1%83%A9%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%99%E1%83%95%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98-%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%92%E1%83%9C%E1%83%A1-%E2%80%9E%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A3-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9C%E2%80%9C-%E1%83%AC%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%90%E1%83%93%E1%83%92%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A1

Posted by: severuss 3 Nov 2013, 01:14
წიგნის ფესტივალი როდის იმართება ხოლმე?ახლო მომავალში არის რამე?

Posted by: saba_saba 8 Nov 2013, 13:59
დღეს, 17:30 ზე საქართველოს უნივერსიტეტის IV კორპუსის საკონფერენციო აუდიტორიაში გაიმართება ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია თემაზე "ლიტერატურის როლი ადამიანის განვითარებაში". დასწრება თავისუფალია.

მისამართი: კოსტავას 77ა.

http://radikal.ru/fp/c7b55abb409443c2949726c46aabbcce

Posted by: Raycher 8 Nov 2013, 14:44
saba_saba
ვიდეოჩანაწერი იარსებებს? user.gif

Posted by: saba_saba 8 Nov 2013, 14:54
Raycher
არ ვიცი, მეც უბრალო სტუმარი ვარ.
იმედია იქნება,თუ ჩამივარდება ხელში,მოგაწვდით smile.gif
* * *
ლექცია ძალიან საინტერესო იყო,
სამწუხაროდ არავინ არ იღებდა.


Posted by: Nitsa_a 8 Nov 2013, 22:19
QUOTE
ლექცია ძალიან საინტერესო იყო,
სამწუხაროდ არავინ არ იღებდა.


sad.gif(((((((((((

იმედი მქონდა მაინც რომ ვინმე გადაიღებდა :\
ვერ მოვახერხე დასწრება :შ :შ

Posted by: აბულაბას 23 Nov 2013, 09:41
http://sulakauri.ge/

ეს დაანონსეს:

წიგნი რომელსაც ბევრი ითხოვდა
მოლაპარაკებები დასრულდა უცხოურ მხარესთან, ჩვენს მკითხველებს ქართულ ენაზე შეეძლებათ რიკ რიორდანის წიგნების სერიის Percy Jackson and the Olympians-ის წაკითხვა.

პირველი წიგნი The Lightning Thief წიგნის ფესტივალისთვის უკვე მზად [URL=http://s020.radikal.ru/i719/1311/93/e8ebdb107912.jpgიქნება]http:იქნება
user posted image

Posted by: MaverickAbnormal 25 Nov 2013, 16:05
პარასკევს, 29 ნოემბერს, წიგნის მაღაზია "დიოგენეში" გაიმართება შეხვედრა ნიკა ჩერქეზიშვილთან.

მისამართი: ა.აფაქიძის 9 (სპორტის სასახლის გვერდით)

დასწრება თავისუფალია

Posted by: sosoiaruso 28 Nov 2013, 18:06
სერია ”ქართული დეტექტივი” აერთიანებს ცნობილ ქართულ დეტექტიურ რომანებს.
ეს პირველი მცდელობაა ასეთი რიგის რომანების ერთ წყებად გამოცემისა.
პირველი ტომი სერიისა ლეგენდარული ქართული დეტექტივი, ალექსანდრე იასაღაშვილის ”მგლის ბილიკია”.
მეორე ტომი იგივე ავტორის ”შავი ვარდი” გახლავთ.
მესამე ტომია იორამ ჩადუნელის ”საზღაური”.

Posted by: Alice_In_Wonderland 4 Dec 2013, 00:17
ქსნის N15 და რუსთავის N6 სასჯელაღსრულების დაწესებულების სოციალური განყოფილების სახელით დაწესებულებაში მყოფი პატიმრებისთვის ვაგროვებთ წიგნებს - მსურველები შემოგვიერთდით თამამად smile.gif

აღნიშნული დაწესებულების ბიბლიოთეკებში წიგნები ძალიან მცირეა, მოთხოვნა კი საკმაოდ დიდი. როგორც ბიბლიოთეკარმა აღნიშნა, მსჯავრდებულები ბიბლიოთეკის აქტიური მკითხველები არიან. ისინი კითხულობენ სხვა და სხვა სახის ლიტერატურას და მოთხოვნა ერთნაირად დიდი აქვთ როგორც ქართული, ისე რუსული ლიტერატურის მიმართ- ბიბლიოთეკის მწირი რესურსი კი ამის საშუალებას არ იძლევა.

ქსნის N15 დაწესებულების ბიბლიოთეკარმა ასევე მომაწოდა სია იმ წიგნებისა, რომელიც სჭირდება ბიბლიოთეკას:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


თუმცა, ამის გარდა ბიბლიოთეკა მიიღებს ნებისმიერ სხვა ლიტერატურას დიდი სიამოვნებით smile.gif

შეგროვებული წიგნები დაწესებულების ბიბლიოთეკებს გადაეცემა საახალწლოდ -
სურვილის შემთხვევაში დამიკავშირდით და წიგნებს გამოგართმევთ არასამუშაო დღეებში

პ.ს. გასაგებია რომ ციხეში პატიმარს წიგნის გარდა სხვაც ბევრი რამ აკლია, მაგრამ ჩვენ ეს შეგვიძლია და ეს გავაკეთოთ smile.gif

Posted by: დიოგენე 2013 13 Dec 2013, 13:22
"2014 - წიგნიერების წელი" კამპანიის ფარგლებში გამომცემლობა ”დიოგენე” აცხადებს წიგნიერების წლის ლოგოს კონკურსს.

✔ კონკურსში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
✔ გამოგვიგზავნეთ წიგნიერების წლის ლოგოს ორიგინალური, თქვენ მიერ შექმნილი ერთი ან რამდენიმე ესკიზი მისამართზე: 2014@diogene.ge
✔ წიგნიერების წლის ლოგოს კონკურსი 2013 წლის 31 დეკემბრამდე გაგრძელდება.

♛ გამარჯვებული მიიღებს კომპანია “ბილაინის” მიერ დაწესებულ ფულად პრემიას 500 ლარის ოდენობით.

გისურვებთ წარმატებას!

Posted by: saba_saba 24 Dec 2013, 15:06
"ლიტერატურის მუზეუმის ციკლი "ჰაშიშით მთვრალი დეკადენტები" მწერალთა სახლში გრძელდება! მერაბ ნინიძე წაიკითხავს პაოლო იაშვილის ლექსებს."

24 დეკემბერი
საქართველოს მწერალთა სახლი.
დასაწყისი - 21:00



https://www.facebook.com/events/548221315263364/

Posted by: ._. 22 Jan 2014, 20:28
"საბედნიეროდ ვიცით, რომ მეოცე საუკუნის არგენტინული მწერლობა მსოფლიო ლიტერატურული მოზაიკის ერთი განსაკუთრებული და უნიკალური „თვალია“. მისი ფორმა და შინაარსი კი, პირველ რიგში, ამ სამი დიდი ავტორის ნაღვაწს უკავშირდება.
მომდევნო სამი კვირის განმავლობაში შევეცდებით, შევეხოთ და გავაცნობიეროთ არგენტინული მწერლობის ყველაზე საინტერესო, ნაცნობი და უცნობი მხარეები."

შეხვედრებს/დისკუსიას აწყობს კლუბი "ჰაერობუსი"…
"არგენტინელები"-ს ციკლის პირველი "გაჩერება" გაიმართება კვირას 26 იანვარს 15:00ზე ბარ "ლა კაზა"-ში (აბაშიძის 35)…

აი გესს საინტერესო იქნება… პირველი ბორხესია, უძლიერესია და საინტერესო დისკუსიები შეიძლება გაიმართოს…
კასარესი კარგად არ ვიცი
კორტასარი ძლიერია, მაგრამ მაინტერესებს დისკუსია რა თემაზე უნდა გაიმართოსsmile.gif
მოკლედ ვისაც გაინტერესებთ - გელოდებით.

Posted by: Netochka 4 Feb 2014, 01:44
7 თებერვალს, 19:00-ზე, საქართველოს მწერალთა სახლში გაიმართება ბობ დილანის წიგნის "ქრონიკები" პრეზენტაცია.
მის: ივანე მაჩაბლის ქ. 13
user posted image

Posted by: აბულაბას 4 Feb 2014, 17:36
Netochka
QUOTE
საქართველოს მწერალთა სახლში გაიმართება ბობ დილანის წიგნის "ქრონიკები" პრეზენტაცია.
მის: ივანე მაჩაბლის ქ. 13

ფასი ხო არ იცი?

Posted by: Netochka 5 Feb 2014, 04:27
აბულაბას
არა,ხვალ გვეტყვიან ალბათ საპრეზენტაციო ფასს და დავპოსტავ.



პ.ს. ელ.ვერსია lit.ge-ზე 4.50 ღირს.

Posted by: აბულაბას 9 Feb 2014, 17:13
მალე იქნება პრეზენტაცია
...........................

Posted by: აბულაბას 10 Feb 2014, 19:10
12 თებერვალს, 19:00-ზე "წიგნის სახლში ბახტრიონზე" გაიმართება იაპონელი პოეტის მაცუო ბაშოს წიგნის "ნიოს ტბისაკენ" პრეზენტაცია.

წიგნი თარგმნა ზაალ ჩხეიძემ
მის: ბახტრიონის 11ბ.

Posted by: აბულაბას 13 Feb 2014, 11:10
მიშელ უელბეკი - პლატფორმა - 11,90
პაულო კოელიო - პორტობელოელი ჯადოქარი (ახალი) - 4,90
პაულო კოელიო - ალქიმიკოსი - 4,00
პაულო კოელიო - ეშმაკი და ქალბატონი პრიმი - 4,00
პაულო კოელიო - ზაჰირი ახალი - 4,90
პაულო კოელიო - გამარჯვებული მარტოა - 6,90
კატარინა მასეტი - ტიპი მეზობელი საფლავიდან - 4,90
კნუტ ჰამსუნი - ვიქტორია - 4,90
სტეფანი მეიერი - ახალი მთვარე - 6,90
სტეფანი მეიერი - დაბნელება - 6,90
სტეფანი მეიერი - განთიადი - 6,90
სტიგ ლარსონი - გოგონა დრაკონის ტატუთი - 7,90
სტიგ ლარსონი - გოგონა რომელიც ცეცხლს ეთამაშებოდა - 7,90
სტიგ ლარსონი - გოგონა, რომელმაც კრაზანების ბუდე დაანგრია - 7,90
დიდი წიგნი ცხობისათვის - 19,90
კულინარია დამწყებთათვის - 6,00
გემრიელი ნამცხვრები - 15,90
გემრიელი ტორტები - 15,90
მოდა - 20,90

Posted by: Tornike Alashvili 25 Feb 2014, 12:16
26 თებერვალს 14-00 ს. მწერალთა სახლში გაიმართება კობა არაბულის პოეზიის დღე

https://www.facebook.com/events/470196846415907/?ref_newsfeed_story_type=regular&source=1
http://curamediana.ge/siaxleebi/109-bbbb-bbbbbbbb-bbbbbb.html

user posted image

Posted by: აბულაბას 4 Mar 2014, 17:22
12 მარტს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობისა“ და თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების მოწვევით თბილისში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თანამედროვე მწერალი, ნობელის პრემიის მფლობელი, ორჰან ფამუქი ჩამოდის.
13 მარტს, 19 საათზე ორჰან ფამუქი რუსთაველის თეატრში მკითხველებს შეხვდება.
შეხვედრაზე დასწრება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მოსაწვევების საშუალებით. მოსაწვევების წაღება ნებისმიერ მსურველს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ წიგნის მაღაზიიდან შეუძლია (მისამართი: აღმაშენებლის 150).
მოსაწვევების გაცემა დაიწყება 5 მარტს, 15:00 საათზე.
ერთ ადამიანს მხოლოდ 1 მოსაწვევის მიღება შეუძლია.
გთხოვთ, აუცილებლად იქონიოთ თან პირადობის მოწმობა.
მაღაზია მუშაობს 18 საათამდე.
მოსაწვევების გაცემა განახლდება 6 მარტს დილის 11 საათიდან


Posted by: ხუციშვილი 6 Mar 2014, 21:37
აბულაბას
ხვალ იქნება მოსწავევები რო მოვიდე?

Posted by: აბულაბას 6 Mar 2014, 22:16
ხუციშვილი
გათავდა
sad.gif

.....

Posted by: აბულაბას 10 Mar 2014, 16:23
http://tsignieri.wordpress.com/2014/03/10/%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%92%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%97%E1%83%95/

Posted by: gvantsula 12 Mar 2014, 23:53
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაში ქოლ-ცენტრი ამოქმედდა, ამიერიდან შეგიძლიათ თქვენთვის სასურველი წიგნები ტელეფონით შეიძინოთ და თბილისის მასშტაბით ნებისმიერ მისამართზე მიიღოთ კურიერის უფასო მომსახურებით.
უკვე არის ფასდაკლებები და აქციები. მომავალშიც ბევრ საინტერესო ფასდაკლებებს შემოგთავაზებთ ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა.
დაგვირეკეთ, ტელ: 2 422 422

Posted by: ATWA 22 Mar 2014, 12:43
კვირას, 23 მარტს, 16:00 სთ-ზე ლესელიძის ”პარნასში” ”მეფეთა ჯახის” პრეზენტაციაა

https://www.facebook.com/events/547634202000573/?ref=22

Posted by: Ketushaa 11 Apr 2014, 21:07
წიგნების ფესტივალი როდი. იწყება მეგობრებო ხომ არ იცით?

Posted by: tezevs 30 May 2014, 13:36
„მწვანე შაბათი“ დიოგენეში!

„დიოგენეს" ტრადიციული „მწვანე შაბათი" გრძელდება - თვის ბოლო შაბათს რა რიცხვიც ემთხვევა იმდენპროცენტიან ფასდაკლებას მიიღებთ გამომცემლობა „დიოგენეს" წიგნებზე. ამ შაბათს (31 მაისს) 31%-იანი ფასდაკლება ემთხვევა.
მისამართი: ა.აფაქიძის 9 (სპორტის სასახლის გვერდით)

Posted by: tezevs 17 Jun 2014, 15:27
ჩეხი მწერლის, ბოჰუმილ ჰრაბალის რომანის „ვემსახურებოდი ინგლისის მეფეს“ პრეზენტაცია

პარასკევს, 20 ივნისს, საღამოს 7 საათზე გეპატიჟებით წიგნის მაღაზია „დიოგენეში“ - დიდი ჩეხი მწერლის, ბოჰუმილ ჰრაბალის რომანის „ვემსახურებოდი ინგლისის მეფეს“ პრეზენტაციაზე.

მისამართი: ა.აფაქიძის 9 (სპორტის სასახლის გვერდით)
2213321, 2183787

სერია „დიოგენეს ბიბლიოთეკა“
ფასი 9.90ლ

შეხვედრა მთარგმნელ სულხან მუხიგულაშვილთან.

არაოფიციალური ნაწილი.

„ვემსახურებოდი ინგლისის მეფეს“ მეოცე საუკუნის დიდი ჩეხი მწერლის, ბოჰუმილ ჰრაბალის (1914-1997) ერთ-ერთი საუკეთესო წიგნია. 1971 წელს დაწერილი რომანი ცენზურის მიერ კარგა ხანს იყო აკრძალული და მხოლოდ 1989 წელს გამოქვეყნდა (თუმცა არაოფიციალური გამოცემები მანამდეც არსებობდა).
იან დიტე ძალიან დაბალია. ამის გამო ხან თავში წაუთაქებენ ხოლმე, ხანაც პატარასავით უყვავებენ. ოფიციანტად მსახურობს და ამქვეყნად ორი რამ აღელვებს - ფული და გოგოები... „ვემსახურებოდი ინგლისის მეფეს“ მის თავს გადამხდარი ამბებია, რომლებსაც თავად ყვება - მთლად შესაშური სიმწყობრით ვერა, თუმცაღა მთელი მონდომებით.

ბოჰუმილ ჰრაბალი დაიბადა 1914 წელს ბრნოში. უნივერსიტეტში იურისპრუდენციას სწავლობდა. მუშაობდა ტელეგრაფისტად, რკინიგზის სადგურის მორიგედ, კომივოიაჟერად, სცენის მუშად... ჰრაბალის წიგნებს შორის ყველაზე ცნობილია რომანები „ვემსახურებოდი ინგლისის მეფეს“ და „მკაცრი კონტროლის ქვეშ მყოფი მატარებლები“. ორივე მათგანის მიხედვით ცნობილმა ჩეხმა რეჟისორმა ირჟი მენცელმა ფილმები გადაიღო. 1997 წელს ბოჰუმილ ჰრაბალი ტრაგიკულად დაიღუპა - იგი საავადმყოფოს მეხუთე სართულის ფანჯრიდან გადმოვარდა.

Posted by: baggins 29 Sep 2014, 16:54
2014 წლის 2 ოქტომბერს 14.00 საათზე, სოფელ ჩოხში გაიმართება გოდერძი ჩოხელის დაბადებიდან 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება!

არავინ აპირებს წასლვას?

Posted by: ხუციშვილი 22 Nov 2014, 16:59
დღეს ფბზე ვიღაცამ დაწერა 27-30 ნოემბერს წიგნბის გამოფენააო და მართალია?
ზაფხულში ხო იყო და კიდე ატარებენ?

Posted by: ATWA 27 Nov 2014, 16:58
ხვალ არის "კავკასიურ სახლში" გურჯიევის წიგნის პრეზენტაცია.


https://www.facebook.com/events/1575301079352572/

Posted by: ულრიკე 7 Feb 2015, 21:48

დავფიქსირდები

Posted by: Meguna 9 Mar 2015, 22:56

პარასკევს, 13 მარტს, წიგნის მაღაზიაში "დიოგენე" სტივენ კინგის "ბნელი კოშკი 2"-ის პრეზენტაციაზე გეპატიჟებით smile.gif
ამ დღეს ორივე ტომი 25%-იანი ფასდაკლებით გაიყიდება.

დეტალები აქ ნახეთ:
https://www.facebook.com/events/1602795296605630/

Posted by: burti25 2 Jul 2015, 13:22
ძალიან საინტერესო იქნება თქვენი პასუხები ამ გამოკითხვაში. მაგისტრატურის თემისთვის ჭირდება მეგობარს და იქნებ გაავრცელოთ და შეავსოთ ყველამ. მადლობა

https://docs.google.com/forms/d/1qvPBvYwhjhRzErFnoF7HQBGrxnwCh1xPB1HkXBF8cEc/viewform

Posted by: happy dreamer91 10 Oct 2015, 00:28
ხვალ ზოოპარკში დოჩანაშვილთან შეხვედრაზე მოდიხართ? 12 საათზეა ახალი წიგნის პრეზენტაცია.

Posted by: sanfol 30 Nov 2015, 15:28
პოეზიის საღამო ან რამე მსგავსი თუ იცით?

Posted by: giat 18 Jan 2016, 17:21
ქართული პოეზიის ანთოლოგია
15 იანვარს
გოეთეს ინსტიტუტში გაიმართა გერმანულ ენაზე თარგმნილი
ქართული პოეზიის ანთოლოგია
პრეზენტაცია
ღონისძიებას მინისტრები
ეროვნული ცენტრის დირექტორი
გერმანიის ელჩის შემსრულებელი
პოეტები და მთარგმნელები დაესტრენ



გამოცემას ტან ახლდა აუდიო დისკი
რომელზედაც ჩაწერილია 37 ქართველი პოეტების ნაწარმოებები

Posted by: Alice_ 25 Mar 2016, 03:54
გამარჯობა,

სამშაბათს, 29 მარტს, ბიბლუს გალერიში შვიდ საათზე არის პრეზენტაცია ელიფ შაფაქის წიგნის "ღირსება"

https://www.facebook.com/events/851712588272588/

Posted by: cucarаcha 4 Apr 2016, 09:15
წიგნის ფესტივალი როდის არის?......................................................

Posted by: SPIRIT CRUSHER 17 Apr 2016, 03:49
თსუ-ს VIII კორპუში 7 საათზე
პოეზიის საღამო


დეტალური ინფორმაცია გაქვთ?

Posted by: Melpomene 17 May 2016, 10:40
შეხვედრა დიმიტრი ბიკოვთან bis.gif
http://pix.ge/
18 მაისი - 21:00
მწერალთა სახლი (მაჩაბლის ქ. 13)

Posted by: giojavaxa 3 Mar 2017, 02:17
ეჰ მოკვდა ეს თემა.. რამდენიმე დღეში წლისთავი ექნება

Posted by: sophka 12 Dec 2017, 00:03
ინგლიშ ბუქ ინ ჯორჯია-ს აქვს საახალწლო ფასდაკლებები წიგნებზე,
ვინც ორიგინალში კითხულობთ წიგნებს ან ინგლისურ თარგმანებს, შეგიძლიათ გადაათვალიეროთ.
http://www.onlinebookshop.ge/
ფესტივალებზე ვყიდულობ ხოლმე, კარგი გამოცემები აქვთ, კლასიკოსებიდან დაწყებული, თანამედროვე მწერლებით დასრულებული.
ჰოდა, ისარგებლეთ დისქაუნთით.


Posted by: Perske 24 Jan 2018, 17:49
.......................................

Posted by: medium 16 Nov 2018, 13:12
ეს გოგო ფორუმელი იყო
https://www.facebook.com/events/351011875705316/?active_tab=about

user posted image

QUOTE
ნეკერქალაქელები
ნინა ნეკერის (ნეკერიშვილის) პოეზიის საღამო იქნება კიდევ ერთი ცრემლით მეტობის პოეზიის საღამო - ნინას გახსენება, ნინა - როგორც მეგობრისა და პოეტის, როგორც კარგი შვილისა და ადამიანის, ნინა - როგორც მთარგმნელისა და ახალგაზრდა მეცნიერის, სიყვარულისთვის ნაჩუქარი სიცოცხლისათვის. ეს იქნება რიგით მეორე საღამო, რომელიც მწერალთა სახლში იმართება და მონაწილეობას მიიღებს, ის 13 პოეტი ქალი, რომლებიც შედიან ქართულ-ინგლისურ, თანამედროვე ქართველი პოეტი ქალების ანთოლოგიაში.
აქამდე ვერმოყოლილი, უთქმელი ამბები და ისტორიები, რომლებზეც ავტორები ამ შეხვედრაზე ისაუბრებენ, ახლო მომავალში კი წიგნად
შეკრავენ და პოეზიით დაინტერესებულ მკითხველს წლის ბოლოს წარუდგენენ. კრებული
გააერთიანებს კიდევ რამდენიმე ქართველი პოეტის - (დალილა ბედიანიძის, ირმა ბერიძის, ნინო დარბაისელის, ნუციკო დეკანოზიშვილის, ქეთა დიდიშვილის,ნატა ვარადას, ნინა ნეკერიშვილის, ესმა ონიანის, მაია სარიშვილის, ნინო სადღობელაშვილის, ლია სტურუას, ნანა ქელეხიძის, ია ჯინჭარაძის, ) ინგლისურ ენაზე თარგმნილ ნაწარმოებებს.
ანთოლოგიის ლექსების თარგმანი ეკუთვნის ნინო დარბაისელს.

Posted by: happy dreamer91 16 Nov 2018, 15:04
medium
ასეთი ახალგაზრდა ადამიანები არ უნდა იღუპებოდნენ sad.gif

Posted by: Ezekia 19 Nov 2018, 20:45
„ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ ინიციატივითა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის (Institut Français de Géorgie) ხელშეწყობით საქართველოს ბელგიელი მწერალი ერიკ-ემანუელ შმიტი ეწვევა. 30 ნოემბერს, 19:00 საათზე, მწერალი მკითხველებს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლითეკაში შეხვდება. შეხვედრისას ის ისაუბრებს თავის შემოქმედებაზე, უპასუხებს მკითხველთა შეკითხვებს და დაარიგებს ავტოგრაფებს.

ერიკ-ემანუელ შმიტი ბოლო ათწლეულის ერთ-ერთ ცნობილი და პოპულარული ფრანგულენოვანი ავტორია, რომლის ნაწარმოებები 40-ზე მეტ ენაზეა თარგმნილი. მიღებული აქვს რამდენიმე პრესტიჟული ლიტერატურული და თეატრალური პრემია. „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ“ ერიკ-ემანუელ შმიტის არაერთი ნაწარმოები გამოსცა, მათ შორის: „ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი“, „პილატეს სახარება“ „ნოეს შვილი“, „ბატონი იბრაჰიმი და ყურანის ყვავილები“ და „ულისე ბაღდადიდან“.

► მოდერატორი: მერაბ ფიფია
► მთარგმნელი: მებო ნუცუბიძე

Posted by: Flygod 15 Jan 2019, 20:47
რამე ნორმალური ლიტ კონკურსი არსებობს საქართველოში? სადაც უამრავ ჩარჩოში არ ჩაგსვამენ რომ რამხელა უნდა იყოს ტექსტი, რა ჟანრის და რა თემატიკის. მგონი წინასწარ იციან ვინ უნდა გაიმარჯვოს ხოლმე და იმის ნაწარმოებს არგებენ კრიტერიუმებს.

Posted by: medium 3 Mar 2019, 23:13
QUOTE (Flygod @ 15 Jan 2019, 20:47 )
მგონი წინასწარ იციან ვინ უნდა გაიმარჯვოს .

წეროს კონკურსზე ლიქოკელი უკონკურენტოა biggrin.gif

Posted by: LOLZ 3 Mar 2019, 23:19
Flygod
ტექსტის მოცულობის, ჟანრის და სხვა კრიტერიუმების განსაზღვრა ნორმალურია. აბა როგორ უნდა შეადარონ ერთმანეთს 2-სტროფიანი ლექსი და 300-გვერიანი რომანი? ან დოკუმენტური ნოველა და პოემა?...

Posted by: LOLZ 1 Oct 2022, 12:59
ოშო რაჯნიშის წიგნების წარდგინება მწერალთა სახლში (მაჩაბლის 13), 2022 წლის10 ოქტომბერს, 18:00 სთ-ზე

https://www.facebook.com/events/1244045446436722

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)