forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · რჩეულები  · ჩატი
Pages: (61) « პირველი ... 59 60 [61]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ქართული ენის სახელოსნო ჟურნალისტებისთვის II, გასატეხი არაფერია, სწავლა ხომ სიბერემდეა
Geronti
License to Drill


********
ჯგუფი: Members
წერილები: 24702
წევრი No.: 15296
რეგისტრ.: 11-December 05

გამოგზავნილია: 11 Oct 2019, 12:52  #55355125      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
უვიცობის ეს ნიმუში ახალი არ არის, მაგრამ ბოლო დროს გახშირებულად მხვდება - პრესაშიც და ტელევიზიაშიც.

საუბარია „რათას“ ნაცვლად „რადგანის“ დაწერაზე. მაგალითი:

„იგივე პათოსით აზერბაიჯანელი მოქალაქეებიც განიცდიან. ამიტომაც, თემა საკმაოდ ფაქიზია და შესაბამისი მოპყრობაც სჭირდება. მისივე თქმით, წლების განმავლობაში პასუხისმგებლიანმა პოლიტიკოსებმა კონსერვაციის პირობებში გადაიყვანეს, რადგანაც ორ ქვეყანას შორის დაძაბულობა არ გაჩენილიყო“.

რათა არ გაჩენილიყო, რათა!

საერთოდ, კარგ განათლებაზე არც ერთი შეცდომა არ მეტყველებს, მაგრამ ეს მეტისმეტია, რადგან (აი, აქ „რადგან“ თავის ადგილას არის) უვიცობის დიდ სიღრმეებზე მიანიშნებს, ჩვენი თითქოსდა „მოწინავე“ გაზეთებისა და ტელევიზიების ჟურნალისტ-რედაქტორ-პროდიუსერებისას.


--------------------
ეს საიტი გინახავთ? http://gmirebi.ge/
CityZen
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3968
წევრი No.: 27971
რეგისტრ.: 8-January 07

გამოგზავნილია: 29 Oct 2019, 21:17  #55421858      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
შესაძლოა, ამ თემაზე საუბარი აქ უკვე იყო, მაგრამ მაინც ვიკითხავ:
ეს "ჩაინიშნა" (შეხვედრა, სხდომა) "დაინიშნას" მაგივრად, ან "შევიდა" - იქ, სადაც "მივიდა" იქნებოდა უფრო ბუნებრივი - საიდან მოდის?
ეს ყველაფერი ვახტიორების ენას ჰგავს, და ჟურნალისტების ენად როდის და რატომ იქცა?


--------------------
"A nation is a referendum every day."
"ასე მოგვიწყვეს საქმე მსოფლიო მშენებლებმა, აღარც ჩვენი განათლება სჭირდებათ და არც ჩვენი კაი ქართველობა. თავს ვერ გადავირჩენთ, თუ სოფლის მეურნეობას არ მივუბრუნდებით..."
"They were placed perilously close to modernity, but they could not partake of it."
Geronti
License to Drill


********
ჯგუფი: Members
წერილები: 24702
წევრი No.: 15296
რეგისტრ.: 11-December 05

გამოგზავნილია: 4 Nov 2019, 19:48  #55445183      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
CityZen
მართალი გითხრა, „ჩაინიშნას“ პრობლემად მაინცდამაინც ვერ აღვიქვამ. თითქოს ხდომილების წინასწარ ხასიათს უსვამს ხაზს. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მესმის.
ისე კი ეგ სიტყვა სამოხელეო ენიდან არის გადასული მედიაენაში. თუმცა, მაგ ქვეენიდან ისეთი სიმახინჯეები მოდის ხოლმე, რომ „ჩანიშვნას“ მგონი კიდევ არა უშავს.
ჟურნალისტები საზოგადოდ ყველანაირ მცდარ ფორმას რომ ღრუბელივით ისრუტავენ, ამას წიგნიერების ნაკლებობას ვაბრალებ.
Count Szegedi
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1921
წევრი No.: 53107
რეგისტრ.: 12-February 08

გამოგზავნილია: 8 Nov 2019, 23:41  #55460299      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
CityZen
სალამი, სითიზენ. კარგა ხანია, არ შევხვედრივართ ერთმანეთს smile.gif

QUOTE
ჩაინიშნა

როგორც გერონტიმ თქვა, სამოხელეო ენიდან უნდა იყოს გადმოსული. რაღაც სასამართლოზე მოსამართლეს უთქვამს, ჩავინიშნოთ, მომდევნო სხდომა ამა და ამ რიცხვში უნდა ჩატარდესო. ჰოდა, წიგნიერმა ჟურნალისტებმაც აიტაცეს, მოსამართლემ სხდომა ... რიცხვში ჩანიშნაო.

ეგრე გამიგია, სიზუსტეზე თავს ვერ დავდებ.

QUOTE
"შევიდა" - იქ, სადაც "მივიდა" იქნებოდა

ეს არ შემიმჩნევია.

Geronti
QUOTE
მართალი გითხრა, „ჩაინიშნას“ პრობლემად მაინცდამაინც ვერ აღვიქვამ.

მე ყურს მჭრის. ალბათ ორიგინალის იმ ინტერპრეტაციის გამო, რაც ზევით დავწერე.

QUOTE
სამოხელეო ენა

საბჭოთა დროს რომ იყო რუბრიკა „სასამართლოს დარბაზიდან", ჯერ კიდევ იქედან მახსოვს მაგ ენის მარგალიტები. smile.gif

Geronti
License to Drill


********
ჯგუფი: Members
წერილები: 24702
წევრი No.: 15296
რეგისტრ.: 11-December 05

გამოგზავნილია: 10 Nov 2019, 18:19  #55465668      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Count Szegedi
QUOTE
საბჭოთა დროს რომ იყო რუბრიკა „სასამართლოს დარბაზიდან", ჯერ კიდევ იქედან მახსოვს მაგ ენის მარგალიტები.

გაზეთ „სოფლის ცხოვრების“ კრიმინალურ ქრონიკას ჰქონდა საბჭოთა პრესაშიც კი გამორჩეული ენა :დ
მაგალითად - ქურდობას რომ კარგი არაფერი მოსდევს, ეს ყველამ იცის, მაგრამ ეტყობა ჯერ კიდევ ვერ შეიგნეს კისისხეველმა შ.პ.-მა და სანიორელმა გ.ჯ.-მ. ისინი ღამით შალაურის კოლმეურნეობის საწყობში შეიპარნენ. ტომრებს ღობის აქეთ ჰყრიდნენ, როცა ჰოი საკვირველებავ! ერთ-ერთი ტომრიდან მილიციის ზემდეგი ზ. ყარაულაშვილი ამოხტა. ქურდბაცაცებს კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ და ა.შ. ))

This post has been edited by Geronti on 10 Nov 2019, 18:21
Count Szegedi
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1921
წევრი No.: 53107
რეგისტრ.: 12-February 08

გამოგზავნილია: 13 Nov 2019, 04:58  #55475153      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Geronti
QUOTE
გაზეთ „სოფლის ცხოვრების“ კრიმინალურ ქრონიკას ჰქონდა საბჭოთა პრესაშიც კი გამორჩეული ენა :დ

ჰო, აი, ზუსტად smile.gif. მესენგისერი მახსოვს, ხელს რომ აწერდა.

QUOTE
მაგალითად - ქურდობას რომ კარგი არაფერი მოსდევს, ეს ყველამ იცის, მაგრამ ეტყობა ჯერ კიდევ ვერ შეიგნეს კისისხეველმა შ.პ.-მა და სანიორელმა გ.ჯ.-მ. ისინი ღამით შალაურის კოლმეურნეობის საწყობში შეიპარნენ. ტომრებს ღობის აქეთ ჰყრიდნენ, როცა ჰოი საკვირველებავ! ერთ-ერთი ტომრიდან მილიციის ზემდეგი ზ. ყარაულაშვილი ამოხტა. ქურდბაცაცებს კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ და ა.შ. ))

biggrin.gif up.gif
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (61) « პირველი ... 59 60 [61]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0312 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]