#2674147 · 3 Mar 2006, 21:01 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Girl
QUOTE | Skulls & Bones მართალს ამბობს. არ არსებობს იდეალური სახელმწიფო. |
ცნებები აშკარად არეულია, სამართლებრივ სახელმწიფოს "იდეალურ სახელმწიფოსთან" საერთო არაფერი აქვს. იდეალური სახელმწიფო სულ სხვა ფენომენია და მართლაც უტოპიაა. (ეს შეიძლება იყოს, Civitas Dei "ღვთის სამართლით", ან კომუნიზმი თავისი "სამართლის კვდომის თეორიით", გინდაც იგივე კამპანელას და პლატონის მოდელები.) ეს რა თქმა უნდა სრული აბსურდია. მაგრამ მე აქ საუბარი მაქვს სამართლებრივ სახელმწიფოზე, რომელიც:
QUOTE | 1.ხელისუფლების დანაწილება და ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსი. 2.ხელისუფლების შტოების ავტონომიურობა და ამასთანავე მათი ურთიერთკონტროლის მექანიზმები. 3. კანონის უზენაესობა (რეალურად და არა ქაღალდზე). 4. სახალხო ხელისუფლება. 5. კანონების პრაქტიკულობა (მათი შესაბამისობა შეგუება ერის მოთხოვნილებებთან, ასევე სამართლის პრინციპებთან). 6. ქვეყანაში იურიდიული კორპუსის არსებობა და მიზანმიმართული იურიდიული აზროვნების არსებობა. 7. ხალხის კანონმორჩილობა (ამ კანონმორჩილების მექანიზმები). |
ამ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს. მე რა თქმა უნდა მხედველობაში მაქვს არა ამ კრიტერიუმების აბსოლუტური შეუბღალაობა და სრული ჰარმონია, არამედ მათი შედარებითი დაცულობა. ასეთი სახელმწიფოები რა თქმა უნდა არსებობენ. (ევროპის მრავალი და აზიის ზოგიერთი, ამერიკის ზოგიერთი სახელმწიფო. ავსტრალია). არც წინააღმდეგი ვარ, როგორც Mr.Giorgi-მ თქვა, ეს ნიშნები
QUOTE | ის რაც შენ ჩამოთვალე, დემოკრატიულობა |
"დემოკრატიული სახელმწიფოს" ნიშნებად ჩავთვალოთ, მთავარია არსი თორემ სახელს რას ვაქნევ. მე ჩსამოვთვალე კრიტერიუმები, რომლის შედარებითი დაცულობა საკმარისია, რომ სახელმწიფოს სამართლებრივი ერქვას. მე მაინტერესებს ამ კრიტერიუმების ფარგლები და ის, თუ რა უნდა გაკეთდეს ჩვენი ქვეყნის ამ დონემდე მისაყვანად. სხვა არაფერი.
This post has been edited by karlsoni on 3 Mar 2006, 21:01
--------------------
ნადირობა ბინებზე კი არა, ჭვავის ყანაში მორბენალ ბალღებზე მიდის.
Et facta est lux!
無名天地之始, 有名萬物之母。
https://bilingua.ge/
|