ადრე იქ სახანოებს შორის გადიოდა საზღვარი, რომელიც 1828 წელს გარდაიქცა სახელმწიფოთაშორისოდ, რასაც შემდეგ ცვლილება აღარ განუცდია.
-----------------------
რაც შეეხება რეგიონის წარმოდგენილ რუკას, იმის მიუხედავად რომ საზღვრები თითქმის მთლიანად სხვადასხვა იმპერიებმა შექმნეს, მკვეთრი ცვლილებების წინაპირობა არ ჩანს:
* მისმა ავტორმა, სავარაუდოდ ქურთმა, სუდანის ორ ნაწილად დაშლა ვერ გაითვალისწინა და იემენი დაქუცმაცების ნაცვლად გაბერა ფართობში!
* არაბებით დასახლებული ქირქუქი და ს.აზერბაიჯანის დედაქალაქი თავრიზი მოაქცია ქურთისტანში, რომლის საზღვარი შავ ზღვამდე გადაჭიმა, სადაც ქურთები არ ცხოვრობენ კომპაქტურად;
* ამ ეტაპზე კრახი განიცადა ქურთისტანის ისრაელ-ამერიკულმა პროექტმა, რისი აღორძინება მხოლოდ სერიოზული რეგიონული რყევების შემდეგ იქნება შესაძლებელი;
* სამ ნაწილად ერაყის გახლეჩვის იდეა 14 წლის წინ წამოაყენა ჯო ბაიდენმა, მაგრამ არაპრაქტიკული აღმოჩნდა;
* ლოგიკურად თუ რომელიმე მხარეს შეელეოდა ქაბული, ჰერათის ნაცვლად ბამიანს ალბათ;
* სამართლიანი იქნებოდა პუშტუნისტანის გაერთიანება, მაგრამ ბელუჯისტანის წარმოქმნა უპერსპექტივოა, თანაც პაკისტანი ბირთვული იარაღის გარდა ძლიერ კონვენციურ ძალებს ფლობს;
* ყველაზე მწარე ხვედრს საუდია იმსახურებს, თუმცა წარმოუდგენელი მოჩანს მისი ტერიტორიების დაუფლება უკბილო ჰაშიმიტებისგან;
* ლიბანთან ლატაკიის მუჰაფაზის შეერთება ავტორის მდიდარ ფანტაზიაზე მეტყველებს.
ზოგადად ეს უფრო პირად სურვილებზე აგებული რუკა ჩანს, რომელიც ეთნიკურ-კონფესიური რეალობის გათვალისწინების მიუხედავად, საზღვრების შეცვლის მხრივ უსაფუძვლო ჩანს საშუალო პერსპექტივაში.