ძალიან პასიურობაა თემაში ცუდია
ვინც წვერის მოშვებას აპირებთ პოპულარულ და საკუთარ თავზე გამოცდილ მარტივ რჩევებს გაგიზიარებთ
1- აუცილებლად გამოიყენეთ სპეციალური წვერის შამპუნი/საპონი, თავის თმის სტრუქტურა სხვაა ,სახის თმის სხვა, ასევე თავის კანი და სახის კანი განსხვავდება, ნუ იფიქრებთ რომ ის რაც თმისთვის კარგია წვერისთვისაც კარგი იქნება ,
2- გამოიყენეთ წვერის სპეციალური ზეთი/ბალზამი,ზეთი უკეთესია საკუთარი გამოცდილებით ვიძახი , დღეში რამოდენიმეჯერ შეიზილეთ , სასურველია მინიმუმ 3 ჯერ მაინც რადგან წვერს და კანს ახასიათებს გამოშრობა
3- აუცილებლად გამოიყენეთ დავარცხნისას ნატურალური სავარცხლები, გარეული ტახის ჯაგრისგაბ დამზადებული რომელიც წვერის სტრუქტურას არ აფუჭებს, დაივიწყეთ 2 ლარიანი იაფი სავარცხლები რაც საბოლოოდ საშინელ დღეში ჩააგდებს წვერს
4- ფენით გაშრობისას ახლოს ძაან არ მიიტანოთ წვერთან ,გამოაშრობს და გააფუჭებს
5- სასურველია 2-3 დღეში ერთხელ წვერის დაბანვა, ინდივიდუალურია ეს პრინციპში მაგრამ არც ძალიან ხშირად ვარგა(ყოველ დღე) და არც ძალიან იშვიათად , არც ყოველდღე ვარგა რადგან თავის ბუნებრივ ცხიმიანობას აკარგვინებს რომელიც აუცილებელია სახის თმის კვებისთვის და არც იშვიათად ვარგა
ჯერჯერობით ესენი გამახსენდა , დანარჩენი თქვენ დაამატეთ და იქნებ გამოვაცოცხლოთ ეს თემა, გავუზიაროთ გამოცდილება ერთმანეთს
მარცხნიდან მარჯვნივ: ბალზამი,ზეთი, საპონი + ნატურალური სავარცხელი (ტახის ჯაგარი,ხე)
ეს არის ის მინიმალური რის გარეშეც გრძელი წვერი საბომჟაოდ განწირულია ფაქტიურად
This post has been edited by GeorgeSword on 5 May 2017, 02:28