განათლება ევროპაში უფასოა ან იაფი, თორემ თუ ფული გაქვს, აშშ-ში ნაკლებ განათლებას არ მიიღებ, თუ უკეთესს არა.
მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების ხუთეულიდან 4 აშშ-ია.
1. Massachusetts Institute of Technology (MIT) - United States
2. Stanford University - United States
3. Harvard University - United States
4. California Institute of Technology (Caltech) - United States
5. University of Oxford - United Kingdom
6. ETH Zurich (Swiss Federal Institute of Technology) - Switzerland
7. University of Cambridge - United Kingdom
8. Imperial College London - United Kingdom
9. University of Chicago - United States
10. UCL (University College London) - United Kingdom
ათეულშიც დანარჩენები ასევე აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის უნივესრიტეტები არიან, ამ ორი ქვეყნის გარდა ციურიხის უნივერსიტეტია ევროპიდან მარტო.
ოცეულშიც დანარჩენები აშშ-დიდი ბრიტანეთი ძირითადად, ორი სინგაპურის და ერთიც ჩინური უნივერსიტეტი.
ანუ ოცეულიდან ათი საუკეთესო უნივერსიტეტი აშშ-შია, ხუთი დიდ ბრიტანეთში, რომელიც ევროპა არც იყო და აღარც არის ფაქტიურად, სამი აზიაში და მხოლოდ ორი შვეიცარიული უნივერსიტეტია ევროპიდან საუკეთესოების ოცეულში.
ასე რომ განათლების მხრივ ახლოსაც ვერ მივა ევროპა ამერიკასთან.
თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ძაან ძვირია, პატარა ასაკიდანაც, სკოლაც კი.
ბავშვი კერძო სკოლაში უნდა ატარო, წლიური ღირებულება 15 ათასიდან რო იწყება და მიდის ზემოთ...
აშშ-ში განსხვავება დაახლოებით ისეთია კერძო და საჯარო სკოლებს შორის, როგორც საქართველოში.
მედიცინაში ვერ ვერკვევი დიდად, მაგრამ სადაც უნივერსიტეტები და ტექნოლოგიები ასეთი განვითარებულია, დარწმუნებული ვარ აშშ მაგ მხრივაც ბევრად წინაა ევროპაზე.
ერთი ის ვიცი, რომ აქ რაც არ უნდა დამ,სახურებული ექიმი იყო, პროფესორი და ა.შ... აშშ-ში რო დაიწყო მუშაობა ჩვეულებრივ ექიმადაც კი, იქაური განათლება უნდა მიიღო და ატესტატი/დიპლომი აიღო, ევროპულ განათლებას და ხარიხს არ ცნობენ,
სისუფთავის მხრივ ევროპა ჯობს, მაგაზე გამიჭირდება აშშ-ის სასარგებლოდ მაგალითების თუ არგუმენტების მოყვანა.
უსაფრთხოების მხრივ შეიძლება კამათი, მაგრამ ამერიკელ მეამბოხეებზე ბევრად დიდ საფრთხედ, რომლებიც პოლიციელების მიერ შავკანიანის მკვლელობას ან სხვა მჩაგვრელობით ქმედებებს აპროტესტებენ ძალადობრივად, ევროპაში ჩასახლებული მუხლიმები მიმაჩნია, რომელთაგანაც ვინაა რადიკალი ისლამისტი და ვინ პატიოსანი, კაციშვილმა არ იცის.
მაგ მხრივ ბომბზე ზის ევროპა.
საბოლოოდ, რომ შევაჯამო, ამერიკა ბევრად ჯობს ევროპას.
უბრალოდ ამერიკა ძვირია.
ფულის შოვნაც ევროპაზე ბევრად მარტივია, მაგრამ რამე მაღალანაზღაურებადი პროფესია უნდა გქონდეს.
საშუალო ან დაბალი მოთხოვნა და ანაზღაურება რა პოზიციებზეცაა, მაგ შემთხვევაში გაჭირდება ამერიკაში კარგი ცხოვრება.
თუმცა ამერიკა იმითაა მაგარი, სულ რაღაც 9 კლასის განათლებაც რომ გქონდეს, ფულის შოვნის ალღო თუ გაქვს და დაუზარელი ხარ, შეგიძლია ნულიდან დაიწყო ცხოვრება და რამდენიმე წელში კაი ბიზნესი "მოხოდო", არაჟარგონული სიტყვის მოძებნა გამიჭირდა
This post has been edited by Frankens†ein on 28 Dec 2020, 22:29