Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > Georgianisation > Adobe Digital Editions და ქართული ფონტები


Posted by: Maverick777 4 Jul 2018, 15:28
მოკლედ აღგიწერთ ჩემ პრობლემას.
ვცდილობ განვათავსო მოზრდილი მოცულობის ქართული ტექსტი საერთაშორისო ინტერნეტ სივრცეში. ტექსტი აკრეფილია Unicode UTF8 Sylfaen ფონტში. თითქოს ყველაფერი წესრიგშია, მაგრამ ჩემი დისტრიბიუტორის მიერ დაპროცესების მერე (Epub, pdf, mobi, txt და ა.შ. ფაილებად გარდაქმნა) , ვაწყდები დიდ პრობლემას: pdf, mobi, txt ფაილები საერთოდ არ იკითხება, Epub ფაილს ზოგიერთი Epub Reader-ი კითხულობს, მაგრამ Adobe Digital Editions 4.5-ზე სასვენის ნიშნების გარდა ყველა სხვა სიმბოლო გამქრალია. ერთი სიტყვით, ქართულ ფონტს ვერ კითხულობს. ან არადა, ზუსტად ვიცი, რომ რომელიღაც ქართული ფონტი ნამდვილად აქვს. დივაისის მარცხენა ნაწილში გამოტანილი NCX (წიგნის სარჩევი დასაწკაპუნებელი ლინკებით) ქართული შრიფტით არის დაწერილი და მშვენივრად მუშაობს - დაწკაპუნების შემთხვევაში მიყავხარ საჭირო გვერდზე, რომელიც მხოლოდ სასვენი ნიშნებით არის წარმოდგენილი, ქართული ასოები კი აორთქლებულია! AcadNusx -იც ვცადე, ამ შემთხვევაში ტექსტი არ გამქრალა, მაგრამ ქართული ასოები ლათინურით ჩაანაცვლა.

მოკლედ, სრულ პროსტრაციაში ვარ. აშკარად ფონტის პრობლემაა. ან არა და, ამ საკითხში სრული უვიცი ვარ. იქნებ, ვინმე ერკვევით ამ ვიზარდულ საქმეებში და მირჩიოთ რამე გონივრული?

Posted by: შაქროII 12 Oct 2018, 02:46
როგორც ჩანს რა სისტემაზეც ხსნი მას არ აქვს უნიკოდ ფონტი.
ან
დოკუმენტის გენერირებისას რაღაც სხვა კოდირებაში გადაყავს.
ტესტი: დააკოპირე ტექსტი გენერირებული დოკუმენტიდან სადმე და ნახე თუ ჩანს უნიკოდში.
თუ ჩანს ფონტის ბრალია თუ არ ჩანს კოდირება გაუფუჭებია.
ფონტები პდფ შექმნისას ცააშენე დოკუმენტში.
მე რა პდფ გამიკეტებია და მუშაობს.
ატვირთე აქ პდფ ფაილი და ვნახავ

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)