#14234757 · 11 Jun 2009, 19:37 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ძვირფასო თანაფორუმელებო!
მოგეხსენებათ, ამ ფორუმის საშუალებით ბევრი მომხმარებელი ყიდის და ყიდულობს ამა თუ იმ ნივთს, მათ შორის ნომრებსაც. ეს პროცესი უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს და არავის მხრიდან პრობლემას ადგილი არ ჰქონია.
მაგრამ...
რამდენიმე თვის წინ კომპანია ჯეოსელმა გამიუქმა რამდენიმე ნომერი, იმ მიზეზით რომ ისინი ერთერთ (არა ჩვენს) საიტზე იყო გამოქვეყნებულ გასაყიდი ნომრების გვერდზე. ამასთან, არ მომხდარა ჩემთან წინასწარი დაკავშირება ან აბონენტზე ზრუნვის გამომხატველი რაიმე სხვა ქმედება. უბრალოდ გააუქმეს. ამის შესახებ შევიტყე მხოლოდ მაშინ, როცა მივედი ოფისში.
აქედან გამომდინარე:
იმისათვის, რათა თანაფორუმელებს ავაცილო ამავე ტიპის პოტენციური პრობლემები, ჯეოსელის ნომრების ყიდვა-გაყიდვა-გაცვლის თემა იკეტება, ხოლო ახლის გახსნა იკრძალება.
P.S. ჩემი კონკრეტული ამბის განხილვა საჭირო არ არის. მიიღეთ, როგორც ფაქტი.
გმადლობთ,
David
|