ვერ ჩამოყარეს ვერსიები ეგრევე?
"ბედნიერი ერი" ტყუილად ხომ არ გვეძახა ილიამ
პირადად მე ძალიან უნდა მეხვეწონ, რომ ასეთ საპასუხისმგებლო საქმეს ხელი მოვკიდო და თან წინა პირობაც მექნებოდა... რიგი დაიკავეთ რომ უარის თქმა ყველაზე მოვასწრო
ეხლა სერიოზულად
ერთი რამ მაღელვებს პირადად მე ზოგადად განათლების სფეროში: ფაქტია, რომ 21-ე საუკუნემ(კომპმა და ძირითადად ინტერნეტმა) აბსოლუტურად გამოცვალა სამყარო და სამწუხაროდ ვერსად ვერ წავაწყდი... თუმცა დიდად არც მიძებნია
ამ სფეროში რამე ახალ სიტყვას. არადა ფაქტია, რომ ამ 2 ათწლეულში სამყარო უცბად დაპატარავდა, თან დაპატარავდა არა ოდნავ, არამედ მრავალჯერ.
კარგი იქნებოდა რამე სერიოზული კვლევა რომ დაეწყო რამე ჯგუფებს მაინც ამ თემაზე... პირადად მე
1. შევკრიბავდი რამდენიმე მრავალმხრივი სპეციალისტებით დაკომპლექტებულ ჯგუფს... ვთქვათ 5-ს
2. სრული იზოლაციის პირობებში ერთმანეთისგან
3. მივცემდი დროს მაქს 1 წელი ყველაფრის შესასწავლად და სიტუაციის ადექვატურად შესაბამისი პროგრამების შესამუშავებლად
4. ავიღებდი იმდენ სკოლას რამდენი ღირსეული პროგრამაც შეიქმნებოდა... ვთვათ 2-3 და ჩავქოქავდი ამ პროგრამებს ამ ექსპერიმენტალურ სკოლებში
სადღაც 10 - 15 წელიწადში მივიღებდი შედეგს, რომელიც მიმითითებდა ერთ იდეალურ პროგრამას... ალბათ საბოლოო ჯამში ნაზავს ყველადან
და აი მერე კი უკვე მთელი ქვეყნის მასშტაბით გადავიყვანდი განათლების სისტემას ახალ რელსებზე
... მანამდე კი ჩემი აზრით ცაში თითის ტაკებას უფრო გავს ნებისმიერი სა-"მინისტრო" პროგრამა, როგორი გულმოდგინეობითაც არ უნდა შეადგინო და თუნდაც მისდიო
დიდი დრო გამოდის, მესმის, მაგრამ თუ რეალურად გინდა დროს გაასწრო, ანუ წარმატებულ ერად შედგე, მაშინ 2=3 და ა შ რაც მეტი მით უკეთესი ნაბიჯი უნდა დაგეგმო და შეიმუშავო რომ ზოგადად საბოლოო მიზანი მოხაზო.
როგორც წესი არანაირი ბრძოლა ცხოვრებაში წინასწარი გეგმით არ მიმდინარეობს, მაგრამ წარმოსახვითი შედეგის არსებობა გაძლევს საშუალებას გზის განმავლობაში კორექცია მოახდინო ისე, რომ მიზანი არ დაკარგო
თუ ჩემი ვერსია არ მოგეწონათ შეგიძლიათ კარტოფილი შემწვათ და არ მაჭამოთ
tu ara da arc ra... tu kaia